Jump to content
მიშა

კონსოლი - ისტორია და მიმოხილვა

Recommended Posts

მგონი ურიგო არ იქნებოდა, რომ ერთი წესიერი თემა ამ განყოფილებაშიც იდოს... არა? თუ არა მაშინ წავშლი. მაგრამ სანამ წავშლი წაიკითხეთ ინფორმაცია სათამაშო კონსოლებზე. რა იცით რაში დაგჭირდეთ...

1. ზოგადი ცნობები.

ნებისმიერ თქვენთაგანს რომ ვკითხო "რა არის კონსოლი", მიპსაუხებთ "სათამაშო კომპიუტერი", "X-ყუთი" და ა.შ. მაგრამ მეცნიერული განმარტება ასე ჟღერს: "გასართობი ინტერაქტიული კომპიუტერული მოწყობილობა".

ეტიმოლოგია. სახელწოდება "video console" წარმოდგება 2 სიტყვისგან. აქ "ვიდეო" ნიშნავს რასტრულ დისპლეის, ანუ ნაგულისხმევია ჩვეულებრივი ტელევიზორი, ხოლო სიტყვა "კონსოლი" გულისხმობს სპეციალურ ელექტრომოწყობილობას, რომელიც შემდეგ უერთდება ზემოხსენებულ "ვიდეოს". თავისთავად ტერმინი "ვიდეოკონსოლი" პირველად კომპანია Fairchild-მა გამოიყენა თავის Video Entertainment System-ში (1976, იხ. ქვემოთ).

შემადგენელი ნაწილები.

კონტროლერი - გახლავთ ის, რაც ხელში გიჭირავთ (ტუალეტში არა!!!). "გლეხური" ენით რომ ვთქვათ, ჯოისტიკი, გეიმპედი და ა.შ.

Xbox_360_wireless_controller.png

კვების წყარო - როგორც წესი 100-240 ვოლტ ძაბვაზე გათვლილი მოწყობილობა, ერთგვარი "PSU".

თვით კონსოლი - პროცესორი, მეხსიერება, აუდიოვიზუალური პროცესორი. "კეისი" რა.

მედია - თამაშის მატარებელი. ძველად კარტრიჯი, ამჟამად დისკი, მომავალში ღმერთმა იცის რა იქნება.

მეხსიერების ბარათი - ზოგ კონსოლს, მაგ. PS-ს და Nintendo-ს ჰქონდათ ასეთი რამ. ამ ბარათებზე იწერებოდა სხვადასხვა საჭირო ფაილები. ერთგვარი "ფლეშკაა" კონსოლისთვის.

ახლა, როცა ამ სტრიქ... არა კაცო, ახლა, როცა ფორმალურ ნაწილს თავი გავართვით, გთავაზობთ თქვენთვის ასე საძულველ "ისტორიულ" ნაწილს. ყურადღებით წაიკითხეთ, ჩათვალეთ, რომ მომაკვდავი სამხედრო მეთაური გეუბნებათ ატომური ბომბის დეაქტივაციის კოდს და უნდა დაიმახსოვროთ!

2. ისტორია. მამა.

დიახ, საჭიროდ ჩავთვალე ეს ნაწილი ცალკე გამომეყო. ასე ვთქვათ, "კონსოლების მამა", რომელიც 1958 წელს შეიქმნა, საკმაოდ შთამბეჭდავი ზომების გახლდათ. მას Tennis for Two ერქვა და ჩვეულებრივი, ანალოგური 2D ტენისის თამაში იყო, რომელსაც ოსცილოგრაფის (ეს სასქესო ორგანო ან გინება არ გეგონოთ, სამეცნიერო ხელსაწყოა) ეკრანზე თამაშობდა მისი გამომგონებელი, ბატონი უილიამ ჰიგინბოთემი. ეს ოსცილოგრაფის მონიტორია თამაშის "სქრინით":

Tennis_for_Two.jpg

აი ეს კი მთელი "კონსოლი". ისრით მითითებულია მონიტორი:

q4.jpg

სწორედ აქედან დაიწყო ვიდეოთამაშების და კონსოლების ისტორია. სხვათაშორის შემდგომში ტენისის თამაში საკმაოდ პოპულარული გახდა (ვნახავთ ამასაც ცოტა ქვემოთ თუ ჩამომყვებით) და ჟურნალ "Техника-Молодежи"-ს 70-იანი წლების გამოშვებებში ხშირად იბეჭდებოდა ამ თამაშის "კონსოლის" აწყობის სქემები რადიონაწილებისგან. შეგახსენებთ, მაშინ ჩვენ "ბნელ" ქვეყანაში ვცხოვრობდით და "გარეთ" კი იყო კონსოლები, მაგრამ ჩვენთან არ შემოდიოდა. ასე რომ კუსტარულად დამზადებული პინგ-პონგით თამაშობდნენ ჩვენი მამები და ბიძები ერთ დროს...

3. ისტორია. პირვლი თაობა (1972–1983).

პირველი თაობის, ანუ 4-ბიტიანი კონსოლებიდან პირველი 1966 წელს შეიქმნა და 1968 წელს როგორც იქნა გამოვიდა გაყიდვაში. ორიგინალ მოწყობილობას Brown Box ერქვა, თუმცა აშშ-ში ლიცენზიით იყიდებოდა (1972წ-დან) და Magnavox Odyssey-ს სახელით იყო ცნობილი:

Odysseye2m.png

კონსოლს მოყვებოდა 24 თამაში, როგორც არკადული, ასევე ლოგიკური, 2 გეიმპედი და თოფიც კი. ე.წ. Shooting Gallery, რომელიც ისევე მუშაობდა, როგორც ბლასტერი თქვენს "დენდი"-ზე:

shooting%20gallery-thumb.JPG

ჰო მართლა, "ოდისეა" სულ რაღაც 100 დოლარი ღირდა. არც ისე ძვირია სხვათაშორის.

1976 წელს თქვენთვის ნაცნობმა Fairchild Semiconductor-მაც გამოუშვა ერთგვარი კონსოლი - "Fairchild Channel F", იგივე "Video Entertainment System":

Channelf.png

მას Fairchild F8 (იგივე F3850) პროცესორი ედგა (იხ. სურ.), რომელსაც ერთი მეტად უცნაური თავისებურება ჰქონდა - არასრულყოფილი ტექნოლოგიის გამო მას არასაკმარისი კონტაქტები ჰქონდა და მთლიანი პროცესორის მისაღებად ორი ასეთი ჩიპი იყო საჭირო.

KL_Fairchild_F3850.jpg

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, პროცესორი GPU-ს ფუნქციასაც ითავსებდა, ჰქონდა 64 ბაიტი მეხსიერება და შეეძლო მონოქრომული გამოსახულების გამოყვანა 102x58, ან 128x64 გაფართოებით. ჰო მართლა, მონოქრომული გამოსახულების ერთადერთი "მუშა" ფერის 8 შესაძლო ვარიანტი იყო ხელმისაწვდომი. დაახლოებით ისე, როგორც ახლა BIOS-ის ფერის შეცვლა შეგვიძლია.

მაგრამ "Console"-ს მთავარი ღირსება ის გახლდათ, რომ პროცესორს ჰქონდა საკმარისი "ტვინი" მომხმარებლის წინააღმდეგ თამაშისთვის. ანუ Player vs. Console რეჟიმი.

რაც შეეხება თამაშებს, ისინი კარტრიჯებზე ეწერა, რომელთაც ვიდეოკარტები ერქვათ (videocarT და არა videocarD). "კონსოლს" სულ 31 კარტრიჯი ჰქონდა, თითოზე თითო თამაშით. ისინი ცალკე იყიდებოდნენ. თვით კონსოლის ფასი კი 170 დოლარი იყო.

რათქმაუნდა იაპონელებიც არ ისხდნენ გულხელდაკრეფილები და 1976 წელს ამერიკელებს "მიუყენეს" Telstar - საკმაოდ კომპაქტური კონსოლი, რომლის დაახლოებით 12 ვერსია გამოდიოდა. ხოლო ის, რომელსაც სურათზე ხედავთ, პირველი მოდელია.

Ctelstar.jpg

მას 3 თამაში ჰქონდა: პინგ-პონგი, ჰოკეი და ჰენდბოლი. კონსოლი AY-3-8500 ჩიპს იყენებდა:

AY-3-8500.jpg

სწორედ მასში "იდო" ზემოხსენებული სამი თამაში. შემდგომში ჩიპი დაიხვეწა და 6 თამაშს იტევდა.

1 წლის შემდეგ გამოჩნდა იაპონური წარმოების პირველი "ფერადი" კონსოლიც - カラー テレビゲーム. სამწუხაროდ იაპონური არავის გესმით, ამიტომ ვთარგმნი. მას ერქვა "კარა ტერები გემუ", ინგლისურად - Color TV Game. იგი Nintendo-ს ერთ-ერთი პირველი კონსოლი გახლდათ:

Nintendo_tvgame_6.jpg

ესეც ერთ-ერთი თამაშის სქრინი:

Nintendo_Color_TV_Game_6_11.png

ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული თამაშები გახლდათ Pong:

File%3a%50ong.png

და PacMan:

Pac-man.png

4. ისტორია. მეორე თაობა (1977-1983).

მეორე თაობის კონსოლები უკვე 8-ბიტიანი გახლდათ. მართალია Fairchild Channel F-იც 8-ბიტიანი იყო, მაგრამ მისი პროცესორის "თავისებურებებიდან" გამომდინარე ეგ კონსოლი "არ ითვლება" tongue.gif. მეორე განსხვავება პირველ და მეორე თაობის კონსოლებს შორის ის გახლდათ, რომ ზოგ მათგანს კი მოყვებოდა კარტრიჯები, მაგრამ რეალურად ისინი მხოლოდ "ჯამპერებს" წარმოადგენდნენ, რომლის კონსოლზე შეერთებისასაც პროცესორში (და არა კარტრიჯში) ჩაწერილი თამაში ირთვებოდა.

რეალურად კარტრიჯზე განთავსებული თამაშის მქონე პირველი კონსოლი 1977 წელს გამოვიდა - Atari 2600:

Atari2600a.JPG

კონსოლს 1.19 მეგაჰერცის სიხშირის MOS 6507 პროცესორი ედგა:

KL_UMC_UM6507.jpg

ესეც კონსოლის კარტრიჯი:

2600IntCartridgeChip07052004.jpg

და თამაშ-ბესტსელერის - Pitfall!-ის სქრინი:

A2600_Pitfall.png

1980-იანებიდან დაიწყო კონსოლების ოქროს ხანა. ეს ამბავი თამაშების ახალი ჟანრების გაჩენას უკავშირდება. ისეთების, როგორიცაა Adventure (სათავგადასავლო), Fighting (საბრძოლო, "ჩხუბებს" რომ ეძახდით გოიმი ბალღები), Maze ("ლაბირინთი"), Platform ("პლატფორმული" თამაში, აი "დეივი" და "მარიო" რომაა ისეთი), Racing (კაით ახლა, ესეც თუ არ იცით და ფუ თქვენს ინგლისურის მასწს!), RPG, Horror და ა.შ. ამ წლების ყველაზე პოპულარული "კონსოლი" Commodore 64 გახლდათ, რომელიც ამავდროულად პირველი კომპიუტერი იყო თამაშების მხარდაჭერით:

Commodore64.jpg

ამავდროულად თამაშის შესაძლებლობა გაუჩნდათ მაშინ ჯერ კიდევ ახალ IBM PC-ს და Apple Macintosh-ს. თუცმა ისინი კონსოლები არ გახლავთ, ამიტომ გვერდს ავუვლი. კონსოლებიდან კი პოპულარული იყო Atari 5200 (1982):

5200.jpg

Vectrex (1982):

Vectrex.jpg

Sega SG-1000 (1983):

Sega_SG-1000_Bock.jpg

ეს კი ამ უკანასკნელის კარტრიჯია:

SG1000_cartridge.jpg

ჰო, სხვათაშორის 1983 წელს ჩაეყარა საფუძველი ონლაინ-გეიმინგსაც, მართალია არა კონსოლებზე, არამედ PC-ზე და ისიც Dial-up მოდემით, მაგრამ მაინც... აი ერთ-ერთი თამაშის, "Snipes"-ის სქრინი:

Snipes_-_Text_mode_game_by_Novell_-_screen_grab_Apr05.gif

ეს კი მეორე თამაშის - MIDI Maze-ს სქრინი გახლავთ:

ST_Midi_Maze.png

5. ისტორია. მესამე თაობა (1983-1993).

აჰა ესერა მოიწია 8-ბიტიანი კონსოლებითგან 16-ბიტიანზედ გარდასვლის ჟამი და პირველი კონსოლი, კონსოლი-ლეგენდა, რომელსაც "მესამე თაობის" ტიტული ეკუთვნის და 1985 წელს გამოვიდა გაყიდვაში, გახლავთ:

Nintendo_entertainment_system.jpeg

დიახ, სწორედ NES (Nintendo Entertainment System). ასეთზე ვთამაშობდი მარიოს xelitavi.gif . და რატომაა ნინტენდო "კონსოლი-ლეგენდაო" ახლა იკითხავთ ხომ? რატომ და იმიტომ, რომ ეს კონსოლი რუსებმა "გადაშუშეს" და გააკეთეს Dendy (Дéнди), რომელიც ალბათ "ბებერი" ოვერქლოქერების უმრავლესობას გქონდათ სახლში...

Эх...денди.jpg

მეორე კონსოლი, რომელზეც თქვენს ყურადღებას გავამახვილებდი, Sega Master System გახლდათ:

Sega_MarkIII.jpg

კონსოლი 1987 წელს გამოვიდა, ჰქონდა Yamaha-ს წარმოების ხმის ჩიპი, "ფეიზერი" (თოფი tongue.gif):

Sega_Master_System_lightphaser.jpg

და 3D სათვალეც კი:

Master_system_3d_glasses.jpg

რათქმაუნდა ჭკვიანი იაპონელები ამ 2 კომპონენტს კონსოლისგან ცალკე ყიდიდნენ, რითაც დამატებით მოგებას ნახულობდნენ, ხოლო ცალე NES და Sega Master System 200-200 დოლარი ღირდა.

80-იანი წლების ბოლომ კიდევ ერთი გარდატეხა მოიტანა გეიმინგში - 3D გრაფიკა. რათქმაუნდა პირველი 3D თამაშები საკმაოდ პრიმიტიული იყო, როგორც სქრინზე წარმოდგენილი Wolfenstein 3D:

Wolf3d_3do.png

მაგრამ მაინც ძლიერ შეუწყო ხელი ზოგადად კომპიუტერული თამაშებისადმი და კონკრეტულად კონსოლებისადმი ინტერესის ზრდას. აი ამ გარდატეხის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი კონსოლი - Sega Mega Drive:

Megadrive_no_shadow.jpg

ალბათ მასზეც გითამაშიათ... სხვათაშორის მეგა დრაივს თუ გახსნით შიგნით აღმოაჩენთ Motorola 68000 მოდელის პროცესორს (იხ.სურ.), რომელიც SMD-ს გამოშვებამდე სულ რაღაც 10 წლით ადრე სერიოზულ დესკტოპ-კომპიუტერებს ედგათ გულის მაგიერ.

KL_Motorola_MC68000_PLCC.jpg

ეს კი Sega Mega CD გახლავთ, მეგა დრაივის CD-იანი ვერსია:

Sega-Mega-CD-with-Mega-Drive_on_top.jpg

ამ კონსოლზე შეგეძლოთ რამდენიმე თამაშის CD-ვერსიის გაშვება.

სეგას Nintendo-მაც "დაუბრუნა ხურდა" და გამოუშვა Super NES:

SNES_800.jpg

ეს 16-ბიტიანი კონსოლი, მისი წინაპრის მსგავსად, ბესტსელერად იქცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მას იმდენად დიდი პოპულარობა ხვდა წილად, რომ 32-ბიტიანი, ანუ მეოთხე თაობის კონსოლების ერაშიც საკმაო რაოდენობით იყიდებოდა. კონსოლს შეეძლო გამოსახულების მაქს. 512x239 გაფართოებით ჩვენება და 32768 ფერის გადმოცემა.

6. ისტორია. მეოთხე თაობა (1993-1999).

1993 წელს Atari გამოცოცხლდა და გამოუშვა Jaguar:

Atari_jaguar4.jpg

თავდაპირველად მუშაობა ორ მოდელზე მიმდინარეობდა - 32 ბიტიანი Panther-ზე და 64 ბიტიანი Jaguar-ზე. საბოლოოდ პირველზე უარი თქვეს და დარჩა "იაგუარი". სამწუხაროდ მოწინავე ტექნოლოგიებზე დამზადებულ კონსოლს ერთი ნაკლი აღმოაჩნდა - მისი თამაშები ჯერ კიდევ კარტრიჯებზე იყო ჩაწერილი. გარდა ამისა გეიმპედიც არ გამოირჩეოდა დიდი ერგონომიულობით:

Atari_jaguar_controller.jpg

ამიტომ იაგუარი მალე დაგვემშვიდობა და 1994 წელს გამოვიდა 3 ახალი კონსოლი: Sega Saturn

Saturn_sega.jpg

რომელსაც სამწუხაროდ საკმაოდ რთული და ჩახლართული სქემა ჰქონდა და ძვირი ღირდა:

SATURNBOARD.JPG

NEC PC-FX

PC-FX.jpg

სხვათაშორის ეს საკმაოდ საინტერესო ეგზემპლარი გახლავთ - იგი გაფართოების დაფის სახით ხელმისაწვდომი იყო PC-ს მომხმარებლებისთვის.

დაბოლოს, PlayStation:

PlayStationConsole_bkg-transparent.png

მეზარება ახლა PS-ზე წერა, ვინცაა ამის ფანი იმან დაწეროს. მერე ტვინს გაღრღნით "ცუდი რამეები ჩაგიწერიაო" და არ მინდა chojinfc.gif

ამ სამი კონსოლიდან რომელს მეტი პოპულარობა ხვდა წილად მგონი უჩემოდაც იცით...

კიდევ ერთი კონსოლი, რომელიც ყურადღების ღირსია, არის Nintendo 64:

N64.jpg

იგი 1996 წელს გამოვიდა გაყიდვაში და შემოგვთავაზა ორი "წესიერი" 3D თამაში კონსოლზე - Super Mario 64

N64_Super_Mario_64_whomp_fortress.jpg

და Star Wars: Battle For Naboo

Naboo1.jpg

7. ისტორია. მეხუთე თაობა (1999-200?).

ამ თაობის "პიონერი" PlayStation 2 გახდა:

სქელი

PlayStation_2.png

და თხელი

SCPH-75000CB.jpg

არც მათზე ვისაუბრებ, ჩემზე უკეთ იცით ეს რა არის, მგონი ყოველ თქვენგანს გქონდათ.

აააა არაფერზე აღარ ვწერ და რაღა სტატია ესაა? კიბატონო, დავწერ. აი, 2001 წელს კომპანია Microsoft-მა გამოუშვა Xbox:

Xbox_whitebg.jpeg

გეთანხმებით, დიზაინი არ უვარგა. სხვათაშორის სახელი Xbox წარმოსდგება DirectX Box-ისგან. ანუ ნათლად უსვამს ხაზს მის ტექნიკურ შესაძლებლობებს... ნუ, ზოგისთვის მაინც ლამერებო tongue.gif. ესეც X-ყუთი შიგნიდან:

Xboxinside02.jpg

იგი Pentium 3-ის ბაზაზე აგებულ 32-ბიტიანი 733MHz პროცესორზე მუშაობდა, ხოლო 233MHz სიხშირის მქონე GPU NV2A Nvidia-ს წარმოების გახლდათ. კონსოლს ჰქონდა DVD-ს წაკითხვის და ჩვენების შესაძლებლობა და აღჭურვილი იყო 8GB ტევადობის HDD-ით.

სიმართლე გითხრათ უკვე საკმაოდ დავიღალე, მთელი დღე თავი მტკივა და ამაზე გავჩერდები. PS3 და XboX 360 რომ არსებობს Nintendo Wii-სთან ერთად ეს ჩემზე უკეთ თქვენ იცით და კონკრეტულად თუ რამე დაგაინტერესებთ დამიტოვეთ კომენტარში და იმაზე ვრცლად დავწერ... მაინც არამგონია ვინმეს რეალურად აინტერესებდეს ეს ნაბოდიალები. კი წერთ ხოლმე "საღოლ" და ა.შ., მარა მე ხომ ვიცი ადამიანის ფსიქოლოგიის ზოგიერთი მომენტი... ასე რომ თქვენი "საღოლ" არ მინდა...

  • Upvote 3

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩაგისწორებ: NES(Dendy) 8 ბიტიანია და SuperNintendo 16-იანი )

Share this post


Link to post
Share on other sites

sega dreamcast როგორ გამოტოვე?

Share this post


Link to post
Share on other sites

:thumbsup:

Share this post


Link to post
Share on other sites

ვა საინტერესო იყო. ოღონდ მართლა ფსიქოლოგიურად ჩაწდომა არ გინდა  :D  და კიდე ჰო მართლა, >"ოდისეა" სულ რაღაც 100 დოლარი ღირდა. არც ისე ძვირია სხვათაშორის.< ამაში ვერ დაგეთანხმები რადგან ამგ დროისთვის 100$ დიდი ფული იყო ნამდვილად

Share this post


Link to post
Share on other sites

PS2 მეხუთე თაობა არ არის, მე-6 თაობაა. http://en.wikipedia.org/wiki/History_of_video_game_consoles_(sixth_generation)

PS1 არის მეხუთე თაობა, ასევე Sega Saturn, Atari Jaguar... http://en.wikipedia.org/wiki/History_of_video_game_consoles_(fifth_generation)

Share this post


Link to post
Share on other sites

გამოდის რომ მე მეოთხე თაობაზე შემიწყვეტია კონსოლებზე თამაში, პს-ზე კი 2004-ან დავიწყე უკვე ისევ გეიმინგი

Share this post


Link to post
Share on other sites

მე მეოთხე თაობიდან დავიწყე (დენდით :D ), მერე მეექვსეზე გადავედი (Sega Dreamcast) და 2002 წლიდან PC-ზე ვარ. ის დრიმქასთი ეხლაც მაქვს და ჩვეულებრივად მუშაობს.

Share this post


Link to post
Share on other sites

ატარი კომოდორი მქონდა კასეტებით რომ იყო, მერე დენდისნაირი, ირლანდიაში კი სეგა მეგა დრაივი და მერე 3D0 ვიყიდე, 1998 წლამდე ვუბერავდი დაახლოებით, მერე სწავლა რომ დავიწყე მივანებე თავი მთლიანათ ერთი პერიოდი, მაგრამ ისევ მომინდა გრაფიკა რომ დაიხვეწა

Share this post


Link to post
Share on other sites

Mcarmoebeli yofila Audiosonic

Gamoshvebis celi 1973

Carmoebulia hong kong shi germaniistvis

Original gauxsnel mdgomareobashi moitana tipma:-)

Kvitaric akvs 99 germanuli marka

Ataris ukan ar vicodi.tu rame iyo

Share this post


Link to post
Share on other sites

ატარი კომოდორი მქონდა კასეტებით რომ იყო, მერე დენდისნაირი, ირლანდიაში კი სეგა მეგა დრაივი და მერე 3D0 ვიყიდე, 1998 წლამდე ვუბერავდი დაახლოებით, მერე სწავლა რომ დავიწყე მივანებე თავი მთლიანათ ერთი პერიოდი, მაგრამ ისევ მომინდა გრაფიკა რომ დაიხვეწა

პანასონიკის კონსოლზე ამბობ ხო

მაგ კონსოლზე მეც მქონდა სიამოვნება ერთხელ

მგონი 1996 წელს თუ 1995 ში

მაშინდელი პერიოდისთვის სასწაული იყო 

კლასელს კიდე მამამისმა ჩამოუტანა იაპონიიდან პირველი პლეისტეიშენი

სადღაც 1994 წელი იყო თუ არ ვცდები

ჯერ მარტო იაპონიაში იყო შემოსული 

 

ხოდა მთელმა კლასმა იაპონური ვისწავლეთ კინაღამ 

ატარი 2600 მეც მქონდა და მეზობლები მყავდა იმათ ატარიზე ძველი კონსოლი ჰქონდათ სახლში

მარტო პინგპონგი იყო და თოფით შეგეძლო მიზანში სროლა

 

 

ნუ იმ პერიოდში სასწაული იყო

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო მაგაზე 400 ფუნტამდე მივეცი მგონი 1995, კრისმასი იყო კაკრაზ ირლანდიაში და ცოტატი ფასი დაეცა, მანამდე სეგა მეგა დრაივი მქონდა და მაგას კი ჯობდა ორჯერ მაინც გრაფიკით, მგონი პირველი კონსოლი იყო სდ-რომზე, 1998-მდე ვუბერავდი და მერე დროებით საერთოდ დავანებე თავი გეიმინგს, ეგ რაღაც მართლა რარიტეტულია, მე კასეტიანი ატარი მქონდა სულ პირველათ რომ უნდა დაეჭირა თამაში წუილს რომ იწყებდა ხოლმე სანამ დაიჭერდა კასეტაზე, თბილისში მაგარი რარიტეტი იყო მაშინ ეგეთი კონსოლი, 1987 წელი იყო მგონი, მერე ნინტენდოც გაეძრო, ნეო გეო ღირდა კიდე ძალზე ძვირი თავის დროზე, ატარი მალე გაპაზორდა სეგას გამოსვლის შემდეგ და მერე სონიმ გადაუჯოკრა ყველას, თუმცა ეგ უკვე აღარ მიყიდია

Share this post


Link to post
Share on other sites

სიდი რომზე პირველი ფილიპსი იყო მგონი თუ სეგა

მაგრამ თბილისში მაგ პერიოდში პანასონიკზე უკეთესი არაფერ იარსებობდა

 

პლეისტეიშენი გრაფიკიტ არანაირად არ ჯობდა მაგ კონსოლს

უბრალოდ თამაშები უმეტესად სონიზე იყო და დაიძირა პანასონიკის კონსოლი

ტექნიკურად გადასარევი რამე იყო

ალბათ გამორჩათ ბაზრის მოთხოვნილება

 

ნიდ ფორ სპიდი პირველად პანასონიკზე ვითამაშე და იმ პერიოდისთვის რასაც ქვია სასწაული იყო



სეგა მახსოვს რომ მქონდა

ცალკე უნდა მიგეერთებინა დისკავოდი

მაგრამ დისკზე ტამაში არ მქონია

არც ვიცი რისთვის იყო ეგ დისკავოდი

Share this post


Link to post
Share on other sites

სეგა სატურნი მგონი 3D0 შემდეგ გამოვიდა პს1-ის გამოსვლამდე, ფილიფსი რაღაც არ მახსენდება შეიძლება ირლანდიაში არ იყო პოპულარული, მქონდა მეც ნიდ ოფ სპიდი, მაგარ ვიდზე იყო მართლა, როად რაშიც ასწორებდა, alone in the dark 1-2 მაგ კონსოლზე დავხურე და Space hulk კარგ ვიდზე იყო 1995 წლის იგრისთვის და დუმიც უკეთესათ გამოიყურებოდა ვიდრე პს-ზე, ასე 10 იგრამდე კი მქონდა ნაყიდი,, ალბათ ფასის გამო არ იყო ისეთი პოპულარული + დიდი დრო მოანდომეს კარგი თამაშების გამოშვებას და გვიან დაიწყეს კარგი იგრების პორტირება პს-ან, მაგიტომ პს1 და სეგა სატურმა გადაუჯოკრა,ატარის კონსოლმა კიდე უარესათ ჩაისვარა რამდენადაც მახსოვს და ვერც გრაფიკით გამოირჩეოდა დიდათ, პს1 არ ვიცი ნამდვილათ რამდანთ კარგი გრაფიკა ქონდა, თუ ჯობდა რეალურათ უფრო პს2 ალბათ გრაფიკით მაგ 3DO, პს1 მაგარი პოპულარული იყო, სეგა სატურნიც დაჩაგრა ბოლოს და სეგა სანამ გაკოტრდებოდენ მანამდე გამოვიდა ბაზრიდან, ატარი კი გაკოტრდა კიდეც, უბრალოთ სეგა დროულათ მიხვდა რომ ვეღარ გაუწევდა დასტოინ კონკურენციას სონის და არც მაგხელა ფინანსები არ ქონდა რომ, აი მიკროსოფტმა უკვე დასტოინი კონკურენცია გაუწია პირველი ბოქსი რომ გამოვიდა, ნინტენდოსაც მაგარი უჭირს ამ ეტაპზე

Share this post


Link to post
Share on other sites

გამახსენდა ფილიფსის კონსოლიც http://en.wikipedia.org/wiki/Philips_CD-i ეგ მართლა სულ პირველი გამოვიდა სდ-რომიანი კონსოლებიდან, მაგრამ ნაკლებათ პოპულარული იყო

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან დიდი და კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ მოწყობილობებთან ^_^:D 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...