მიშა Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 მგონი ურიგო არ იქნებოდა, რომ ერთი წესიერი თემა ამ განყოფილებაშიც იდოს... არა? თუ არა მაშინ წავშლი. მაგრამ სანამ წავშლი წაიკითხეთ ინფორმაცია სათამაშო კონსოლებზე. რა იცით რაში დაგჭირდეთ... 1. ზოგადი ცნობები. ნებისმიერ თქვენთაგანს რომ ვკითხო "რა არის კონსოლი", მიპსაუხებთ "სათამაშო კომპიუტერი", "X-ყუთი" და ა.შ. მაგრამ მეცნიერული განმარტება ასე ჟღერს: "გასართობი ინტერაქტიული კომპიუტერული მოწყობილობა". ეტიმოლოგია. სახელწოდება "video console" წარმოდგება 2 სიტყვისგან. აქ "ვიდეო" ნიშნავს რასტრულ დისპლეის, ანუ ნაგულისხმევია ჩვეულებრივი ტელევიზორი, ხოლო სიტყვა "კონსოლი" გულისხმობს სპეციალურ ელექტრომოწყობილობას, რომელიც შემდეგ უერთდება ზემოხსენებულ "ვიდეოს". თავისთავად ტერმინი "ვიდეოკონსოლი" პირველად კომპანია Fairchild-მა გამოიყენა თავის Video Entertainment System-ში (1976, იხ. ქვემოთ). შემადგენელი ნაწილები. კონტროლერი - გახლავთ ის, რაც ხელში გიჭირავთ (ტუალეტში არა!!!). "გლეხური" ენით რომ ვთქვათ, ჯოისტიკი, გეიმპედი და ა.შ. კვების წყარო - როგორც წესი 100-240 ვოლტ ძაბვაზე გათვლილი მოწყობილობა, ერთგვარი "PSU". თვით კონსოლი - პროცესორი, მეხსიერება, აუდიოვიზუალური პროცესორი. "კეისი" რა. მედია - თამაშის მატარებელი. ძველად კარტრიჯი, ამჟამად დისკი, მომავალში ღმერთმა იცის რა იქნება. მეხსიერების ბარათი - ზოგ კონსოლს, მაგ. PS-ს და Nintendo-ს ჰქონდათ ასეთი რამ. ამ ბარათებზე იწერებოდა სხვადასხვა საჭირო ფაილები. ერთგვარი "ფლეშკაა" კონსოლისთვის. ახლა, როცა ამ სტრიქ... არა კაცო, ახლა, როცა ფორმალურ ნაწილს თავი გავართვით, გთავაზობთ თქვენთვის ასე საძულველ "ისტორიულ" ნაწილს. ყურადღებით წაიკითხეთ, ჩათვალეთ, რომ მომაკვდავი სამხედრო მეთაური გეუბნებათ ატომური ბომბის დეაქტივაციის კოდს და უნდა დაიმახსოვროთ! 2. ისტორია. მამა. დიახ, საჭიროდ ჩავთვალე ეს ნაწილი ცალკე გამომეყო. ასე ვთქვათ, "კონსოლების მამა", რომელიც 1958 წელს შეიქმნა, საკმაოდ შთამბეჭდავი ზომების გახლდათ. მას Tennis for Two ერქვა და ჩვეულებრივი, ანალოგური 2D ტენისის თამაში იყო, რომელსაც ოსცილოგრაფის (ეს სასქესო ორგანო ან გინება არ გეგონოთ, სამეცნიერო ხელსაწყოა) ეკრანზე თამაშობდა მისი გამომგონებელი, ბატონი უილიამ ჰიგინბოთემი. ეს ოსცილოგრაფის მონიტორია თამაშის "სქრინით": აი ეს კი მთელი "კონსოლი". ისრით მითითებულია მონიტორი: სწორედ აქედან დაიწყო ვიდეოთამაშების და კონსოლების ისტორია. სხვათაშორის შემდგომში ტენისის თამაში საკმაოდ პოპულარული გახდა (ვნახავთ ამასაც ცოტა ქვემოთ თუ ჩამომყვებით) და ჟურნალ "Техника-Молодежи"-ს 70-იანი წლების გამოშვებებში ხშირად იბეჭდებოდა ამ თამაშის "კონსოლის" აწყობის სქემები რადიონაწილებისგან. შეგახსენებთ, მაშინ ჩვენ "ბნელ" ქვეყანაში ვცხოვრობდით და "გარეთ" კი იყო კონსოლები, მაგრამ ჩვენთან არ შემოდიოდა. ასე რომ კუსტარულად დამზადებული პინგ-პონგით თამაშობდნენ ჩვენი მამები და ბიძები ერთ დროს... 3. ისტორია. პირვლი თაობა (1972–1983). პირველი თაობის, ანუ 4-ბიტიანი კონსოლებიდან პირველი 1966 წელს შეიქმნა და 1968 წელს როგორც იქნა გამოვიდა გაყიდვაში. ორიგინალ მოწყობილობას Brown Box ერქვა, თუმცა აშშ-ში ლიცენზიით იყიდებოდა (1972წ-დან) და Magnavox Odyssey-ს სახელით იყო ცნობილი: კონსოლს მოყვებოდა 24 თამაში, როგორც არკადული, ასევე ლოგიკური, 2 გეიმპედი და თოფიც კი. ე.წ. Shooting Gallery, რომელიც ისევე მუშაობდა, როგორც ბლასტერი თქვენს "დენდი"-ზე: ჰო მართლა, "ოდისეა" სულ რაღაც 100 დოლარი ღირდა. არც ისე ძვირია სხვათაშორის. 1976 წელს თქვენთვის ნაცნობმა Fairchild Semiconductor-მაც გამოუშვა ერთგვარი კონსოლი - "Fairchild Channel F", იგივე "Video Entertainment System": მას Fairchild F8 (იგივე F3850) პროცესორი ედგა (იხ. სურ.), რომელსაც ერთი მეტად უცნაური თავისებურება ჰქონდა - არასრულყოფილი ტექნოლოგიის გამო მას არასაკმარისი კონტაქტები ჰქონდა და მთლიანი პროცესორის მისაღებად ორი ასეთი ჩიპი იყო საჭირო. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, პროცესორი GPU-ს ფუნქციასაც ითავსებდა, ჰქონდა 64 ბაიტი მეხსიერება და შეეძლო მონოქრომული გამოსახულების გამოყვანა 102x58, ან 128x64 გაფართოებით. ჰო მართლა, მონოქრომული გამოსახულების ერთადერთი "მუშა" ფერის 8 შესაძლო ვარიანტი იყო ხელმისაწვდომი. დაახლოებით ისე, როგორც ახლა BIOS-ის ფერის შეცვლა შეგვიძლია. მაგრამ "Console"-ს მთავარი ღირსება ის გახლდათ, რომ პროცესორს ჰქონდა საკმარისი "ტვინი" მომხმარებლის წინააღმდეგ თამაშისთვის. ანუ Player vs. Console რეჟიმი. რაც შეეხება თამაშებს, ისინი კარტრიჯებზე ეწერა, რომელთაც ვიდეოკარტები ერქვათ (videocarT და არა videocarD). "კონსოლს" სულ 31 კარტრიჯი ჰქონდა, თითოზე თითო თამაშით. ისინი ცალკე იყიდებოდნენ. თვით კონსოლის ფასი კი 170 დოლარი იყო. რათქმაუნდა იაპონელებიც არ ისხდნენ გულხელდაკრეფილები და 1976 წელს ამერიკელებს "მიუყენეს" Telstar - საკმაოდ კომპაქტური კონსოლი, რომლის დაახლოებით 12 ვერსია გამოდიოდა. ხოლო ის, რომელსაც სურათზე ხედავთ, პირველი მოდელია. მას 3 თამაში ჰქონდა: პინგ-პონგი, ჰოკეი და ჰენდბოლი. კონსოლი AY-3-8500 ჩიპს იყენებდა: სწორედ მასში "იდო" ზემოხსენებული სამი თამაში. შემდგომში ჩიპი დაიხვეწა და 6 თამაშს იტევდა. 1 წლის შემდეგ გამოჩნდა იაპონური წარმოების პირველი "ფერადი" კონსოლიც - カラー テレビゲーム. სამწუხაროდ იაპონური არავის გესმით, ამიტომ ვთარგმნი. მას ერქვა "კარა ტერები გემუ", ინგლისურად - Color TV Game. იგი Nintendo-ს ერთ-ერთი პირველი კონსოლი გახლდათ: ესეც ერთ-ერთი თამაშის სქრინი: ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული თამაშები გახლდათ Pong: და PacMan: 4. ისტორია. მეორე თაობა (1977-1983). მეორე თაობის კონსოლები უკვე 8-ბიტიანი გახლდათ. მართალია Fairchild Channel F-იც 8-ბიტიანი იყო, მაგრამ მისი პროცესორის "თავისებურებებიდან" გამომდინარე ეგ კონსოლი "არ ითვლება" . მეორე განსხვავება პირველ და მეორე თაობის კონსოლებს შორის ის გახლდათ, რომ ზოგ მათგანს კი მოყვებოდა კარტრიჯები, მაგრამ რეალურად ისინი მხოლოდ "ჯამპერებს" წარმოადგენდნენ, რომლის კონსოლზე შეერთებისასაც პროცესორში (და არა კარტრიჯში) ჩაწერილი თამაში ირთვებოდა. რეალურად კარტრიჯზე განთავსებული თამაშის მქონე პირველი კონსოლი 1977 წელს გამოვიდა - Atari 2600: კონსოლს 1.19 მეგაჰერცის სიხშირის MOS 6507 პროცესორი ედგა: ესეც კონსოლის კარტრიჯი: და თამაშ-ბესტსელერის - Pitfall!-ის სქრინი: 1980-იანებიდან დაიწყო კონსოლების ოქროს ხანა. ეს ამბავი თამაშების ახალი ჟანრების გაჩენას უკავშირდება. ისეთების, როგორიცაა Adventure (სათავგადასავლო), Fighting (საბრძოლო, "ჩხუბებს" რომ ეძახდით გოიმი ბალღები), Maze ("ლაბირინთი"), Platform ("პლატფორმული" თამაში, აი "დეივი" და "მარიო" რომაა ისეთი), Racing (კაით ახლა, ესეც თუ არ იცით და ფუ თქვენს ინგლისურის მასწს!), RPG, Horror და ა.შ. ამ წლების ყველაზე პოპულარული "კონსოლი" Commodore 64 გახლდათ, რომელიც ამავდროულად პირველი კომპიუტერი იყო თამაშების მხარდაჭერით: ამავდროულად თამაშის შესაძლებლობა გაუჩნდათ მაშინ ჯერ კიდევ ახალ IBM PC-ს და Apple Macintosh-ს. თუცმა ისინი კონსოლები არ გახლავთ, ამიტომ გვერდს ავუვლი. კონსოლებიდან კი პოპულარული იყო Atari 5200 (1982): Vectrex (1982): Sega SG-1000 (1983): ეს კი ამ უკანასკნელის კარტრიჯია: ჰო, სხვათაშორის 1983 წელს ჩაეყარა საფუძველი ონლაინ-გეიმინგსაც, მართალია არა კონსოლებზე, არამედ PC-ზე და ისიც Dial-up მოდემით, მაგრამ მაინც... აი ერთ-ერთი თამაშის, "Snipes"-ის სქრინი: ეს კი მეორე თამაშის - MIDI Maze-ს სქრინი გახლავთ: 5. ისტორია. მესამე თაობა (1983-1993). აჰა ესერა მოიწია 8-ბიტიანი კონსოლებითგან 16-ბიტიანზედ გარდასვლის ჟამი და პირველი კონსოლი, კონსოლი-ლეგენდა, რომელსაც "მესამე თაობის" ტიტული ეკუთვნის და 1985 წელს გამოვიდა გაყიდვაში, გახლავთ: დიახ, სწორედ NES (Nintendo Entertainment System). ასეთზე ვთამაშობდი მარიოს . და რატომაა ნინტენდო "კონსოლი-ლეგენდაო" ახლა იკითხავთ ხომ? რატომ და იმიტომ, რომ ეს კონსოლი რუსებმა "გადაშუშეს" და გააკეთეს Dendy (Дéнди), რომელიც ალბათ "ბებერი" ოვერქლოქერების უმრავლესობას გქონდათ სახლში... მეორე კონსოლი, რომელზეც თქვენს ყურადღებას გავამახვილებდი, Sega Master System გახლდათ: კონსოლი 1987 წელს გამოვიდა, ჰქონდა Yamaha-ს წარმოების ხმის ჩიპი, "ფეიზერი" (თოფი ): და 3D სათვალეც კი: რათქმაუნდა ჭკვიანი იაპონელები ამ 2 კომპონენტს კონსოლისგან ცალკე ყიდიდნენ, რითაც დამატებით მოგებას ნახულობდნენ, ხოლო ცალე NES და Sega Master System 200-200 დოლარი ღირდა. 80-იანი წლების ბოლომ კიდევ ერთი გარდატეხა მოიტანა გეიმინგში - 3D გრაფიკა. რათქმაუნდა პირველი 3D თამაშები საკმაოდ პრიმიტიული იყო, როგორც სქრინზე წარმოდგენილი Wolfenstein 3D: მაგრამ მაინც ძლიერ შეუწყო ხელი ზოგადად კომპიუტერული თამაშებისადმი და კონკრეტულად კონსოლებისადმი ინტერესის ზრდას. აი ამ გარდატეხის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი კონსოლი - Sega Mega Drive: ალბათ მასზეც გითამაშიათ... სხვათაშორის მეგა დრაივს თუ გახსნით შიგნით აღმოაჩენთ Motorola 68000 მოდელის პროცესორს (იხ.სურ.), რომელიც SMD-ს გამოშვებამდე სულ რაღაც 10 წლით ადრე სერიოზულ დესკტოპ-კომპიუტერებს ედგათ გულის მაგიერ. ეს კი Sega Mega CD გახლავთ, მეგა დრაივის CD-იანი ვერსია: ამ კონსოლზე შეგეძლოთ რამდენიმე თამაშის CD-ვერსიის გაშვება. სეგას Nintendo-მაც "დაუბრუნა ხურდა" და გამოუშვა Super NES: ეს 16-ბიტიანი კონსოლი, მისი წინაპრის მსგავსად, ბესტსელერად იქცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მას იმდენად დიდი პოპულარობა ხვდა წილად, რომ 32-ბიტიანი, ანუ მეოთხე თაობის კონსოლების ერაშიც საკმაო რაოდენობით იყიდებოდა. კონსოლს შეეძლო გამოსახულების მაქს. 512x239 გაფართოებით ჩვენება და 32768 ფერის გადმოცემა. 6. ისტორია. მეოთხე თაობა (1993-1999). 1993 წელს Atari გამოცოცხლდა და გამოუშვა Jaguar: თავდაპირველად მუშაობა ორ მოდელზე მიმდინარეობდა - 32 ბიტიანი Panther-ზე და 64 ბიტიანი Jaguar-ზე. საბოლოოდ პირველზე უარი თქვეს და დარჩა "იაგუარი". სამწუხაროდ მოწინავე ტექნოლოგიებზე დამზადებულ კონსოლს ერთი ნაკლი აღმოაჩნდა - მისი თამაშები ჯერ კიდევ კარტრიჯებზე იყო ჩაწერილი. გარდა ამისა გეიმპედიც არ გამოირჩეოდა დიდი ერგონომიულობით: ამიტომ იაგუარი მალე დაგვემშვიდობა და 1994 წელს გამოვიდა 3 ახალი კონსოლი: Sega Saturn რომელსაც სამწუხაროდ საკმაოდ რთული და ჩახლართული სქემა ჰქონდა და ძვირი ღირდა: NEC PC-FX სხვათაშორის ეს საკმაოდ საინტერესო ეგზემპლარი გახლავთ - იგი გაფართოების დაფის სახით ხელმისაწვდომი იყო PC-ს მომხმარებლებისთვის. დაბოლოს, PlayStation: მეზარება ახლა PS-ზე წერა, ვინცაა ამის ფანი იმან დაწეროს. მერე ტვინს გაღრღნით "ცუდი რამეები ჩაგიწერიაო" და არ მინდა ამ სამი კონსოლიდან რომელს მეტი პოპულარობა ხვდა წილად მგონი უჩემოდაც იცით... კიდევ ერთი კონსოლი, რომელიც ყურადღების ღირსია, არის Nintendo 64: იგი 1996 წელს გამოვიდა გაყიდვაში და შემოგვთავაზა ორი "წესიერი" 3D თამაში კონსოლზე - Super Mario 64 და Star Wars: Battle For Naboo 7. ისტორია. მეხუთე თაობა (1999-200?). ამ თაობის "პიონერი" PlayStation 2 გახდა: სქელი და თხელი არც მათზე ვისაუბრებ, ჩემზე უკეთ იცით ეს რა არის, მგონი ყოველ თქვენგანს გქონდათ. აააა არაფერზე აღარ ვწერ და რაღა სტატია ესაა? კიბატონო, დავწერ. აი, 2001 წელს კომპანია Microsoft-მა გამოუშვა Xbox: გეთანხმებით, დიზაინი არ უვარგა. სხვათაშორის სახელი Xbox წარმოსდგება DirectX Box-ისგან. ანუ ნათლად უსვამს ხაზს მის ტექნიკურ შესაძლებლობებს... ნუ, ზოგისთვის მაინც ლამერებო . ესეც X-ყუთი შიგნიდან: იგი Pentium 3-ის ბაზაზე აგებულ 32-ბიტიანი 733MHz პროცესორზე მუშაობდა, ხოლო 233MHz სიხშირის მქონე GPU NV2A Nvidia-ს წარმოების გახლდათ. კონსოლს ჰქონდა DVD-ს წაკითხვის და ჩვენების შესაძლებლობა და აღჭურვილი იყო 8GB ტევადობის HDD-ით. სიმართლე გითხრათ უკვე საკმაოდ დავიღალე, მთელი დღე თავი მტკივა და ამაზე გავჩერდები. PS3 და XboX 360 რომ არსებობს Nintendo Wii-სთან ერთად ეს ჩემზე უკეთ თქვენ იცით და კონკრეტულად თუ რამე დაგაინტერესებთ დამიტოვეთ კომენტარში და იმაზე ვრცლად დავწერ... მაინც არამგონია ვინმეს რეალურად აინტერესებდეს ეს ნაბოდიალები. კი წერთ ხოლმე "საღოლ" და ა.შ., მარა მე ხომ ვიცი ადამიანის ფსიქოლოგიის ზოგიერთი მომენტი... ასე რომ თქვენი "საღოლ" არ მინდა... 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gog's Posted January 17, 2012 Share Posted January 17, 2012 ჩაგისწორებ: NES(Dendy) 8 ბიტიანია და SuperNintendo 16-იანი ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted August 2, 2012 Share Posted August 2, 2012 sega dreamcast როგორ გამოტოვე? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted November 15, 2012 Share Posted November 15, 2012 :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გუგაეონ Posted December 19, 2012 Share Posted December 19, 2012 გიშრომია მალადეც :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted June 5, 2013 Share Posted June 5, 2013 გიშრომია მალადეც ;LOL; Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გუგაეონ Posted June 5, 2013 Share Posted June 5, 2013 ნუდამცინი რა ძმა პირველი ფოსტია ჩემი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
scott Posted August 7, 2013 Share Posted August 7, 2013 ვა საინტერესო იყო. ოღონდ მართლა ფსიქოლოგიურად ჩაწდომა არ გინდა და კიდე ჰო მართლა, >"ოდისეა" სულ რაღაც 100 დოლარი ღირდა. არც ისე ძვირია სხვათაშორის.< ამაში ვერ დაგეთანხმები რადგან ამგ დროისთვის 100$ დიდი ფული იყო ნამდვილად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted November 16, 2013 Share Posted November 16, 2013 PS2 მეხუთე თაობა არ არის, მე-6 თაობაა. http://en.wikipedia.org/wiki/History_of_video_game_consoles_(sixth_generation) PS1 არის მეხუთე თაობა, ასევე Sega Saturn, Atari Jaguar... http://en.wikipedia.org/wiki/History_of_video_game_consoles_(fifth_generation) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 16, 2013 Share Posted November 16, 2013 გამოდის რომ მე მეოთხე თაობაზე შემიწყვეტია კონსოლებზე თამაში, პს-ზე კი 2004-ან დავიწყე უკვე ისევ გეიმინგი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted November 16, 2013 Share Posted November 16, 2013 მე მეოთხე თაობიდან დავიწყე (დენდით ), მერე მეექვსეზე გადავედი (Sega Dreamcast) და 2002 წლიდან PC-ზე ვარ. ის დრიმქასთი ეხლაც მაქვს და ჩვეულებრივად მუშაობს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 16, 2013 Share Posted November 16, 2013 ატარი კომოდორი მქონდა კასეტებით რომ იყო, მერე დენდისნაირი, ირლანდიაში კი სეგა მეგა დრაივი და მერე 3D0 ვიყიდე, 1998 წლამდე ვუბერავდი დაახლოებით, მერე სწავლა რომ დავიწყე მივანებე თავი მთლიანათ ერთი პერიოდი, მაგრამ ისევ მომინდა გრაფიკა რომ დაიხვეწა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted January 31, 2014 Share Posted January 31, 2014 https://app.box.com/s/x609yz5o6mzaz2ifkumi Es konsoli gkoniat an ginaxavt vinmes? Ufrosma.moitana piradi kolekciidan Nayidia sadgac 70ianebis bolos Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted January 31, 2014 Share Posted January 31, 2014 Mcarmoebeli yofila Audiosonic Gamoshvebis celi 1973 Carmoebulia hong kong shi germaniistvis Original gauxsnel mdgomareobashi moitana tipma:-) Kvitaric akvs 99 germanuli marka Ataris ukan ar vicodi.tu rame iyo Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted January 31, 2014 Share Posted January 31, 2014 ატარი კომოდორი მქონდა კასეტებით რომ იყო, მერე დენდისნაირი, ირლანდიაში კი სეგა მეგა დრაივი და მერე 3D0 ვიყიდე, 1998 წლამდე ვუბერავდი დაახლოებით, მერე სწავლა რომ დავიწყე მივანებე თავი მთლიანათ ერთი პერიოდი, მაგრამ ისევ მომინდა გრაფიკა რომ დაიხვეწა პანასონიკის კონსოლზე ამბობ ხო მაგ კონსოლზე მეც მქონდა სიამოვნება ერთხელ მგონი 1996 წელს თუ 1995 ში მაშინდელი პერიოდისთვის სასწაული იყო კლასელს კიდე მამამისმა ჩამოუტანა იაპონიიდან პირველი პლეისტეიშენი სადღაც 1994 წელი იყო თუ არ ვცდები ჯერ მარტო იაპონიაში იყო შემოსული ხოდა მთელმა კლასმა იაპონური ვისწავლეთ კინაღამ ატარი 2600 მეც მქონდა და მეზობლები მყავდა იმათ ატარიზე ძველი კონსოლი ჰქონდათ სახლში მარტო პინგპონგი იყო და თოფით შეგეძლო მიზანში სროლა ნუ იმ პერიოდში სასწაული იყო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 31, 2014 Share Posted January 31, 2014 ხო მაგაზე 400 ფუნტამდე მივეცი მგონი 1995, კრისმასი იყო კაკრაზ ირლანდიაში და ცოტატი ფასი დაეცა, მანამდე სეგა მეგა დრაივი მქონდა და მაგას კი ჯობდა ორჯერ მაინც გრაფიკით, მგონი პირველი კონსოლი იყო სდ-რომზე, 1998-მდე ვუბერავდი და მერე დროებით საერთოდ დავანებე თავი გეიმინგს, ეგ რაღაც მართლა რარიტეტულია, მე კასეტიანი ატარი მქონდა სულ პირველათ რომ უნდა დაეჭირა თამაში წუილს რომ იწყებდა ხოლმე სანამ დაიჭერდა კასეტაზე, თბილისში მაგარი რარიტეტი იყო მაშინ ეგეთი კონსოლი, 1987 წელი იყო მგონი, მერე ნინტენდოც გაეძრო, ნეო გეო ღირდა კიდე ძალზე ძვირი თავის დროზე, ატარი მალე გაპაზორდა სეგას გამოსვლის შემდეგ და მერე სონიმ გადაუჯოკრა ყველას, თუმცა ეგ უკვე აღარ მიყიდია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted January 31, 2014 Share Posted January 31, 2014 სიდი რომზე პირველი ფილიპსი იყო მგონი თუ სეგა მაგრამ თბილისში მაგ პერიოდში პანასონიკზე უკეთესი არაფერ იარსებობდა პლეისტეიშენი გრაფიკიტ არანაირად არ ჯობდა მაგ კონსოლს უბრალოდ თამაშები უმეტესად სონიზე იყო და დაიძირა პანასონიკის კონსოლი ტექნიკურად გადასარევი რამე იყო ალბათ გამორჩათ ბაზრის მოთხოვნილება ნიდ ფორ სპიდი პირველად პანასონიკზე ვითამაშე და იმ პერიოდისთვის რასაც ქვია სასწაული იყო სეგა მახსოვს რომ მქონდა ცალკე უნდა მიგეერთებინა დისკავოდი მაგრამ დისკზე ტამაში არ მქონია არც ვიცი რისთვის იყო ეგ დისკავოდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 1, 2014 Share Posted February 1, 2014 სეგა სატურნი მგონი 3D0 შემდეგ გამოვიდა პს1-ის გამოსვლამდე, ფილიფსი რაღაც არ მახსენდება შეიძლება ირლანდიაში არ იყო პოპულარული, მქონდა მეც ნიდ ოფ სპიდი, მაგარ ვიდზე იყო მართლა, როად რაშიც ასწორებდა, alone in the dark 1-2 მაგ კონსოლზე დავხურე და Space hulk კარგ ვიდზე იყო 1995 წლის იგრისთვის და დუმიც უკეთესათ გამოიყურებოდა ვიდრე პს-ზე, ასე 10 იგრამდე კი მქონდა ნაყიდი,, ალბათ ფასის გამო არ იყო ისეთი პოპულარული + დიდი დრო მოანდომეს კარგი თამაშების გამოშვებას და გვიან დაიწყეს კარგი იგრების პორტირება პს-ან, მაგიტომ პს1 და სეგა სატურმა გადაუჯოკრა,ატარის კონსოლმა კიდე უარესათ ჩაისვარა რამდენადაც მახსოვს და ვერც გრაფიკით გამოირჩეოდა დიდათ, პს1 არ ვიცი ნამდვილათ რამდანთ კარგი გრაფიკა ქონდა, თუ ჯობდა რეალურათ უფრო პს2 ალბათ გრაფიკით მაგ 3DO, პს1 მაგარი პოპულარული იყო, სეგა სატურნიც დაჩაგრა ბოლოს და სეგა სანამ გაკოტრდებოდენ მანამდე გამოვიდა ბაზრიდან, ატარი კი გაკოტრდა კიდეც, უბრალოთ სეგა დროულათ მიხვდა რომ ვეღარ გაუწევდა დასტოინ კონკურენციას სონის და არც მაგხელა ფინანსები არ ქონდა რომ, აი მიკროსოფტმა უკვე დასტოინი კონკურენცია გაუწია პირველი ბოქსი რომ გამოვიდა, ნინტენდოსაც მაგარი უჭირს ამ ეტაპზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 1, 2014 Share Posted February 1, 2014 გამახსენდა ფილიფსის კონსოლიც http://en.wikipedia.org/wiki/Philips_CD-i ეგ მართლა სულ პირველი გამოვიდა სდ-რომიანი კონსოლებიდან, მაგრამ ნაკლებათ პოპულარული იყო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Wu-Tang Posted January 9, 2017 Share Posted January 9, 2017 ძალიან დიდი და კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ მოწყობილობებთან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.