Jump to content

SONY Alpha DSLR-α580 განხილვა


Recommended Posts

00731_sony-alpha-pictures4.jpg?w=466&h=400SONY DSLR-α580 სარკული ფოტოაპარატი მოსახსნელი ობიექტივით

დღეს, თქვენთან ერთად განვიხილავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი და წამყვანი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის ახალ, Sony Alpha DSLR-α580 მოდელის სარკულ ფოტოაპარატს, რომელიც გაყიდვაში პირველად 2010 წლის აგვისტოს თვის ბოლოს გამოჩნდა. აღნიშნული მწარმოებლის სარკული ფოტოაპარატების წინა მოდელები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ფოტოგადაღებით, მოდერნიზირებული დიზაინითა და კარგად მოფიქრებული ერგონომიკით, არამედ სამწუხაროდ ვიდეო გადაღების ფუნქციის არქონითაც, ხოლო სონის ახალ მოდელში აღნიშნული „ნაკლის“ აღმოფხვრისა და მისი სრულყოფის მიზნით დამატებული იქნა არაერთი სასიამოვნო სიახლე, რის შემდეგადაც სამყაროს მოევლინა კიდევ ერთი ახალი α580_ის სარკული ფოტოაპარატი მაღალი დეტალიზაციის Full HD ვიდეო გადაღების ფუნქციით, რომელსაც სონის მიერ წარმოდგენილი „კლასიკური“ სარკული ფოტოაპარატების ჯგუფში პირველ ადგილი უკავია.

დეტალური განხილვა:

16,2 მეგაპიქსელი (4912 x 3264): - თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ასახოთ დაუჯერებელი დეტალიზაცია და ხარისხი მაღალი გაფართოების ფოტოზე. სონის APS-C (Advanced Photo System type-C) სენსორის ზომისა და Exmor APS HD CMOS ტექნოლოგიის წყალობით ფოტოაპარატი აჭარბებს მაღალ დასაშვებ შესაძლებლობებს და მიუხედავად არასაკმარისი განათების პირობებისა უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ფოტო და ვიდეო გადაღებას.

5208mm5tdq1g2.jpg?w=300&h=225SONY BIONZ პროცესორი

BIONZ processor (გამოსახულების პროცესორი): – უახლესი თაობის ძლიერი პროცესორი, რომელიც გამოსახულების დამუშავებისას უზრუნველყოფს ფერების ხმაურის შემცირებას, მაღალ ხარისხს და ნახევარტონების მდიდრულ ფერთა პალიტრას.

exmor_r_3-6231e1.jpg?w=300&h=225Sony Exmor APS HD CMOS სენსორი

Sony Exmor sensor (სონის “Exmor” სენსორი): – გამოსახულების სტანდარტული სენსორები იყენებენ მხოლოდ მცირე რაოდენობის ანალოგურ-ციფრულ კონვერტორებს, რომლებიც ანელებენ თქვენს სამუშაო პროცესს. სონის Exmor სენსორი კი უზრუნველყოფს 4000-ზე მეტი რაოდენობის პარალელური მწკრივის ანალოგურ-ციფრულ კონვერტირებას, რაც ზრდის მიმდევრობითი ფოტო გადაღების შესაძლებლობებს.

20104203827572612.jpg?w=300&h=225Sony DT 18-55mm F3,5-5,6 SAM ობიექტივი

Sony DT 18-55mm F3,5-5,6 SAM ობიექტივი: – კომპაქტური და უნივერსალური სტანდარტ კლასის ზუმ-ობიექტივი იდეალურია ყოველდღიური ფოტო გადაღებისთვის. ობიექტივში ჩაშენებული ავტოფოკუსირების SAM (Smooth Auto-focus Motor) სისტემა უზრუნველყოფს მექანიზმის მშვიდ და ჩუმ მუშაობას.

1-4_07_noflash1.jpg?w=370&h=260Speed-Priority რეჟიმი

Speed-Priority mode (სისწრაფის პრიორიტეტის რეჟიმი): – ეს არის მაღალი სისწრაფის მიმდევრობითი ფოტო გადაღების რეჟიმი 7 კადრი წამში, რომელიც საშუალებას გაძლევთ წამის მეათედებში ასახოთ კადრზე თითოეული მოძრაობა.

747px-full_hd_logo_svg_016.png?w=300&h=240Full HD ვიდეო მხარდაჭერა

Full HD video mode (მაღალი დეტალიზაციის ვიდეო გადაღების რეჟიმი): – სონი α580 გახლავთ ერთერთი უიშვიათესი მოდელი იმ მცირე სარკული ფოტოაპარატების ჩამონათვალიდან, რომელიც აღჭურვილია მაღალი დონის დეტალიზაციის Full HD ვიდეო გადაღების ფუნქციით. აპარატი უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალი რეზოლუციით 1920×1080 ვიდეო გადაღებას, სიჩქარით – 30 კადრი წამში და თქვენი სურვილისამებრ ახდენს მის AVCHD (Advanced Video Coding High Definition) 1080i ან MP4 ფორმატში შენახვას.

SONY DSLR-α580 Full-HD ვიდეო ტესტი

SONY DSLR-α580 Full-HD ვიდეო ტესტი 2

SONY DSLR-α580 Full-HD ვიდეო ტესტი 3

0041030061.jpg?w=300&h=225შემოქმედებითი MOVIE ფუნქცია

Creative MOVIE function (შემოქმედებითი ვიდეო გადაღების ფუნქცია): - ვიდეო გადაღებისთვის ფოტოაპარატის კორპუსზე გამოყოფილი MOVIE ღილაკის მეშვეობით შესაძლებელია ლამაზი ეფექტებისა და მხატვრული რეჟიმების შერჩევა.

0041029941.jpg?w=300&h=225Optical Viewfinder (ოპრიკური ხედიმაძიებელი)

Optical Viewfinder (ოპტკური ხედისმაძიებელი): - ბრწყინ­ვა­ლე ოპტიკური ხედიმაძიებელი ხედვის არის 95%_იანი აღქმით უზრუნველყოფს ენერგომოხმარების ხარჯვის საგრძნობლად შემცირებას და სტანდარტული ფუნქციების გამოყენებისას ავტონომიურ რეჟიმში გაძლევთ საშუალებას გადაიღოთ 1050 კადრამდე. სპეციალური სენსორები რომელიც მოთვასებულია ოპტიკურ ხედისმაძიებელთან, მომენტალურად რეაგირებს მიახლოებისას და უზრუნველყოფს LCD ეკრანის განათების ავტომატურ გათიშვას, ენერგომოხმარების ზედმეტი ხარჯვის დაზოგვის მიზნით. ოპტიკური ხედისმაძიებლის გამოყენებისას მსუბუქად დააჭირეთ თითი გადასაღებ ღილაკს, ხედის სიღრმის სრულყოფილად დასაფიქსირებლად.

0041029751.jpg?w=300&h=225Live View-OVF (Optical Viewfinder) გადამრთველი

Quick AF Live View mode (ხედის დათვალიერების გაუმჯობესებული რეჟიმი): – კორპუსის ზედა ნაწილში მექანიკური (Live View-OVF) გადამრთველის გამოყენებისას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ხედის შესარჩევად ოპტიკურ ხედისმაძიებელს იყენებთ თუ LCD ეკრანს, რადგან სხვა კონკურენტული ფირმის ფოტოაპარატებისგან განსხვავებით სონის α580_ის მაღალი გარჩევადობის LCD ეკრანზე გამოსახულება ისევე სწრაფად რეაგირებადია, როგორც ოპტიკურ ხედისმაძიებელში გახედვისას.

untitled-521.jpg?w=530&h=1493SONY DSLR-α580 მუშაობის პრინციპი

1-6_061.jpg?w=382&h=285ჰორიზონტალური სისწორის მაჩვენებელი ინდიკატორი

Live View mode (ფოკუსირების დათვალიერების რეჟიმი): – ფოტოაპარატის კორპუსზე მოთავსებულ Focus Check LV (Live View) ღილაკის გააქტიურებით შეგიძლიათ ნახოთ გამოსახულება როგორც LCD ეკრანზე ასევე ოპტიკურ ხედისმაძიებელში გახედვისას კადრის ავტომატური ფოკუსირების სიზუსტის შესამოწმებლად, ხოლო მექანიკური ფოკუსირების რეჟიმის დროს გამოსახულება უშუალოდ ცენტრალური Exmor სენსორის გავლით მიიღება, რადროსაც LCD ეკრანზე ჰორიზონტალური სისწორის მაჩვენებელი ინდიკატორის გააქტიურება საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ფოტოაპარატის დახრის კუთხე.

panorama1.jpg?w=530&h=232პანორამული ხედი (სურათის გასადიდებლად, დაკლიკეთ)

panorama21.jpg?w=530&h=120პანორამული ხედი (სურათის გასადიდებლად, დაკლიკეთ)

wallpaper__26_1.jpg?w=530&h=194პანორამული ხედი (სურათის გასადიდებლად, დაკლიკეთ)

Sweep Panorama & 3D Sweep Panorama mode (ხედის პანორამული და სამგანზომილებიანი პანორამული რეჟიმი): – სასურველი პანორამული ხედის დასაფიქსირებლად გადასაღებ ღილაკზე თითის დაჭერის პარალელურად ამოძრავეთ ფოტოაპარატი თანაბრად, ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მიმართულებით. ამ პროცესის დროს ხდება ვრცელი მიდამოს ხედის ფრაგმენტებად ასახვა 3D ეფექტის პრინციპით როგორც მარჯვენა ისე მარცხენა თვალისთვის, ხოლო მოქმედების დასრულებისთანავე ფრაგმენტების ავტომატური შეერთების შედეგად ვიღებთ ერთ მთლიან სამგანზომილებიან პანორამულ ფოტოსურათს.

untitled-91.jpg?w=530&h=350ISO Low-Ligth Noise Reduction

ISO 100-12800: – ხმაურის შემცირების მაღალი მგრძნობელობის გაუმჯობესებული ფუნქცია მიუხედავად არასაკმარისი განათების პირობებისა უზრუნველყოფს გამოსახულების ბუნებრივი ფერების ასახვას თქვენს ფოტოსურათზე.

1-1_07sdf1.jpg?w=323&h=24315-Point Auto Focus Sensor (ავტოფოკუსირების სენსორი)

15-Point Auto Focus Sensor (15 წერტილოვანი ავტოფოკუსირების სენსორი): – ფართო დიაპაზონის მქონე კადრის შემთხვევაში ვითარების უკეთესი ფოტო გადაღებისთვის, α580 იყენებს ავტოფოკუსირების 11 ძირითად წერტილს, ხოლო დანარჩენი 4 ასრულებს დამხმარის ფუნქციას. ეს არის ბოლო გამოგონების ავტოფოკუსირების სისტემა სამი ჯვარედინი ფორმის სენსორის სახით, გამოსახულების სწრაფი და ზუსტი ფოკუსირებისთვის. იგი მოსახერხებელია როგორც ოპტიკური ხედისმაძიებლის ასევე LCD ეკრანის გამოყენებისას.

untitled-234561.jpg?w=530&h=219SteadyShot INSIDE stabilization სისტემა

SteadyShot INSIDE stabilization (გამოსახულების სტაბილიზაციის ჩაშენებული სისტემა): – ფოტო გადაღების მომენტში გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემა უზრუნველყოფს აპარატის რხევების კომპრესირებას, რისი წყალობითაც ფოტოები აღარ ხასიათდებიან გადღაბნილი და ბუნდოვანი დეფექტებით. ტიპიური DSLR (digital single-lens reflex) სისტემები სურათის სტაბილიზატორს იყენებენ მხოლოდ კონკრეტულ ობიექტივებში, ხოლო სონის α580 მოდელში აღნიშნული ტექნოლოგია ჩაშენებულია უშუალოდ აპარატის კორპუსში.

untitled-53.jpg?w=530&h=204Dual Anti-Dust სისტემა

Dual Anti-Dust System (მტვრისგან დაცვის გაორმაგებული სისტემა): - მტვერის საწინააღმდეგო სისტემა დაგეხმარებათ მატრიცის ზედაპირის სუფთად შენარჩუნებაში. თავდაპირველად სენსორზე ანტი-სტატიკური საფარის დაბალსიხშირული ფილტრი განდევნის მტვერს, შემდეგ კი ავტომატური ვიბრირების მექანიზმი ფოტოაპარატის ყოველი გამორთვისას ახდენს მტვერის ნაწილაკების მოშორებას, რაც ობიექტივის ყოველი გამოცვლისას უზრუნველყოფს მატრიცის ზედაპირის სუფთად შენარჩუნებას.

1016711.jpg?w=530&h=265Tiltable Xtra Fine LCD Screen

Tiltable 3.0″ Xtra Fine LCD Screen (3 დუიმიანი (7,6სმ) მოძრავი თხევადკრისტალური ეკრანი): – მაღალი გაფართოების LCD ეკრანი (921 ათასი შემადგენელი წერტილი) არეკვლის საწინააღმდეგო მრავალშრიანი საფარით, სინათლის სხივის ზემოქმედების მიუხედავად უზრუნველყოფს მკაფიო და ნათელი გამოსახულების ჩვენებას. მრავალფუნქციური ეკრანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იძლევა 90 გრადუსიანი დახრის კუთხის პოზიციონირების მრავალ შესაძლებლობებს. ამგვარად ეკრანი შეგიძლიათ ამოძრაოთ როგორც დაბლა ასევე მაღლა, რაც ნებისმიერი სირთულის ფოტოგადაღების პირობებში მოგანიჭებთ კომფორტულობის სრულ განცდას.

face_detection1.jpg?w=395&h=234Face Detection ფუნქცია

Face Detection (სახის ამოცნობის ფუნქცია): - იდეალური სოლო და ჯგუფური ფოტო პორტრეტის გადასაღებად სახის ამოცნობის ფუნქცია ავტომატურად უზრუნველყოფს კადრში 8 პიროვნების სახის ერთდროულად დაფიქსირებას, მათ ავტოფოკუსირებას, თეთრი ფერის ბალანსს და ექსპოზიციისა და განათების ოპტიმალური პარამეტრების დაყენებას. ასევე შესაძლებელია უფროსი ადამიანის ან ბავშვის სახის ამოცნობის პრიორიტეტად დაყენებაც.

smile1.jpg?w=530&h=254Smile Shutter ფუნქცია

Smile Shutter (ღიმილის დაფიქსირების ფუნქცია): – ამ ფუნქციის წყალობით კიდევ უფრო საინტერესო გამოდის თქვენი და თქვენი მეგობრების ფოტო პორტრეტები, რადროსაც კადრში ღიმილის დაფიქსირებისთანავე ფოტოაპარატი ავტომატურად რეაგირებს და ახდენს გადაღებას.

untitled-10341.jpg?w=469&h=524HDR რეჟიმი

HDR (High dynamic range) mode (მაღალი დინამიური დიაპაზონის რეჟიმი): – აღნიშნული ფუნქცია იძლევა გამოსახულების უფრო მაღალი დინამიური დიაპაზონის მიღების საშუალებას ვიდრე სტანდარტული წესით ფოტოს ერთჯერადად გადაღებისას. სამი მიმდევრობითი ერთიდაიგივე კადრის სინთეზის შედეგად ხდება მისი ერთ კადრად ჩამოყალიბება. სინთეზის პროცესში ატომატური შერჩევის პრინციპი გულისხმობს საუკეთესო დეტალების, ნახევარტონებისა და ჩრდილების ოპტიმიზაციას.

multiframe1.jpg?w=530&h=278Multi-Frame Noise Reduction რეჟიმი

untitled-954541.jpg?w=530&h=278Hand-held Twilight mode

Multi-Frame Noise Reduction და Hand-held Twilight mode (ხმაურის ჩახშობის რეჟიმი): – გამოცადეთ დაუჯერებელი ფოტო გადაღება არასაკმარისი განათების პირობებში ფლეშ გამანათებლის გამოყენების გარეშე. ხმაურის ჩახშობის მაღალი სისწრაფის მიმდევრობითი ფოტოგადაღების რეჟიმი 6 კადრი წამში, რომელიც პროცესის დასრულებისთანავე ერთიანდება ერთ მაღალხარისხიან ISO 25600 ექვივალენტის მქონე გამოსახულებაში.

d-range-21.jpg?w=530&h=206D-Range რეჟიმი

D-Range Optimiser (დინამიური დიაპაზონის ოპტიმიზატორი): - კორპუსის ზედა ნაწილში გამოყოფილი D-Range ღილაკის გააქტიურება უზრუნველყოფს რეალურ დროში გამოსახულების ანალიზს -კადრზე ჩამქრალი საგნების გაუმჯობესებას, ჩრდილში დამალული დეტალების აღდგენას, სიკაშკაშისა და კონტრასტულობის პარამეტრების ოტიმიზაციას.

sony_a500_flash1.jpg?w=350&h=338Auto Pop-Up Flash (ფლეშ გამანათებელი)

Auto Pop-Up Flash (ავტომატურად გახსნადი ფლეშ გამანათებელი): – ეფექტური ფოტო გადაღებისთვის ფოტოაპარატის კორპუსში ჩაშენებული ავტომატურად გახსნადი ფლეშ გამანათებელი მოქმედებს საჭიროებისდამიხედვით მაშინ, როცა აპარატზე დაყენებულია ხედის შესაბამისი პარამეტრები.

0041030041.jpg?w=300&h=225ექსპოზიციის რეჟიმები

Exposure modes (ექსპოზიციის რეჟიმები): - α580 გვთავაზობს აპარატის მართვის შესაძლებლობების ფართო სპექტრს: Program (პროგრამირების რეჟიმი), Aperture priority (დიაფრაგმის პრიორიტეტის რეჟიმი), Shutter Priority (საკეტის პრიორიტეტის რეჟიმი), Manual (მექანიკური რეჟიმი), პანორამული გადაღების რეჟიმი, SCN (მოქმედების ადგილი), სადაც თავმოყრილია გადაღების სხვადასხვა რეჟიმები: Portrait (პორტრეტი), Sports action (სპორტული მოქმედება), Macro (მაკრო), Landscape (პეიზაჟი), Sunset (მზის ჩასვლა), Night view (ღამის ხედი), Night portrait (ღამის პორტრეტი), Hand-held twilight (ღამით გადაღება). რიგით მომდევნო გახლავთ ფლეშ განათების დეაქტივაციის რეჟიმი. თუმცა აქ ჩამოთვლილი რეჟიმებიდან პარამეტრების დაყენების სიმარტივის მიხედვით ყველაზე ფართოდ გავრცელებულია AUTO (ავტომატური) რეჟიმი, რომლის გამოყენებაც გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს განსაკუთრებით მოყვარული დონის მომხმარებლებში.

sony_alpha_550_ecran_4501.jpg?w=450&h=32315-Point Auto Focus Sensor (ავტოფოკუსირების სენსორი)

Creative Styles settings (შემოქმედებითი სტილის პარამეტრების დაყენება): - ხედის ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია 6 განსხვავებული მზა პარამეტრიდან შესაბამისი სტილის შერჩევა: სტანდარტული (Standard), კაშკაშა (Vivid), პორტრეტი (Portrait), პეიზაჟი (Landscape), მზის ჩასვლა (Sunset) და შავ-თეთრი (B&W). ასევე შესაძლებელია პარამეტრების გემოვნების მიხედვით დაკონფიგურირება.

sony-alpha-560-580-cameras-63351.jpg?w=287&h=338HDMI, USB, Mic In, Remote Controller კონექტორები

HDMI Output (ციფრული გამომავალი კონექტორი): - მაღალი სიზუსტის მულტიმედიური ინტერფეისის გამოყენება ყოველგვარი დანაკარგების გარეშე გაძლევთ საშუალებას უყუროთ მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო გამოსახულებას თანამედროვე HD და Full HD_სთან თავსებად თხევადკრისტალურ ეკრანზე.

a500-dual-slots-large1.jpg?w=300&h=256მეხსიერების ბარათის სლოტები

მეხსიერების ბარათის სლოტები: – ინფორმაციის შენახვის უფრო მეტი კომფორტულობის მიზნით α580 აღჭურვილია მეხსიერების ბარათის 2 დამოუკიდებელი სლოტით. თავსებადი სტანდარტები: Memory Stick Pro Duo, Memory Stick Pro-HG Duo და SD, SDHC, SDXC (რეკომენდირებული 4 Class და მეტი). სლოტების გვერდით განთავსებული მექანიკური გადამრთველის მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ თქვენთვის სასურველი მედია ტიპი.

a55a3big1.jpg?w=530&h=254SONY Alpha 2010-2011 Collection (სურათის გასადიდებლად, დაკლიკეთ)

დასკვნა:

ჩვენს წინაშეა ბრწყინვალე სარკული ფოტოაპარატი, რომელიც აკმაყოფილებს ფოტოხელოვნებით გატაცებული ნებისმიერი ფოტომოყვარულის მოთხოვნებს. მისი შესაძლებლობების პოტენციალი ძალიან მაღალია. Sony α580_ის შემქმნელებმა შეძლეს მრავალი მოხერხებული ფუნქციის რეალიზება მოეხდინათ აღნიშნულ ფოტოაპარატში და თითქმის დააჯილდოვეს პროფესიონალური გამოყენების თვისებებით, თუმცა მაღალი მახასიათებლების მიუხედავად მას არ შეუძლია გაცილებით ძვირფასი პროფესიონალური მოდელებისთის კონკურენციის გაწევა, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია მხოლოდ პროფესიონალებისთვის. სამაგიეროდ „კლასიკურ“ სარკულ ფოტოაპარატებს შორის გვევლინება ერთ-ერთ ლიდერად, როგორც მაღალხარისხიანი ფოტო და ვიდეო გადაღებით ისე ფუნქციონალური მნიშვნელობითაც.

  1. SONY DSLR-A580L ტექნიკური მახასიათებლები
    (თუ ფაილს ვერ ხსნით, დაკლიკეთ აქ.)
  2. SONY DSLR-α580_ის სადემონსტრაციო ვებ-გვერდი.
a560_02.jpg?w=530&h=525SONY Alpha DSLR-α580

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

რა ღირს?? იაფი არ ეღირება ნამდვილად :D

900 ობამა

მასე იაფიც არ ეღირება

Link to comment
Share on other sites

მასე იაფიც არ ეღირება

დაახლოებით ორნახევარი ღირს ჩვენთან, მაგრამ უსერიოზულესი აპარატია. SONY_ს ნახევრად პროფესიონალურ კლასში ყველაზე მაღალი მოდელია.

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა ავტორს და მხოლოდ ერთი შეკითხვა - რატომ მაინცდამაინც ამ კამერის რევიუ და არა სხვის?

და რჩევა: მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე, კარგი იქნებოდა უარყოფითიც რომ მიგეთითებინა. რევიუ, რომელშიც მარტო დადებითი მხარეა განხილული, რეკლამაა, ხოლო რევიუ, რომელშიც მარტო უარტოფითი მხარეა განხილული - ზედმეტი კრიტიკა.

აი, ამონარიდი Dpreview.com-იდან, სადაც მოყვანილია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც:

Conclusion - Pros

Good detail and color at lower sensitivities

Consistently reliable metering and AF

High ISO JPEG output usable up to ISO 12800 for smaller prints

Low shadow noise levels at lower sensitivities

Good dynamic range

Good quality 1080p full-HD video output

7 fps continuous shooting

Good handling, decent sized comfortable grip

Multi-frame noise-reduction useful for static subjects

HDR and sweep panorama modes are fun to use and produce attractive results

External microphone connector

Useful digital level gauge (but only available in Focus Check LV mode)

Two distinct live view modes for either speed or precision

Very usable manual focus mode (including up to 15x image magnification) in Focus Check LV

Tilt-screen useful for overhead and video shooting

Comprehensive bundled software package

Conclusion - Cons

Quite aggressive noise reduction from ISO 1600 upwards

Limited control over high ISO noise reduction in JPEG mode ('auto' or 'weak')

Limited control in movie mode

Occasionally unreliable white balance in low artificial light

Limited customization (compared to peers)

No program shift

Face detection AF works only with faces that are close to an AF-sensor in the frame

Protruding LCD screen not ideal for photographers with glasses

Awkward to navigate between stills and movie playback modes

LCD unusually prone to finger prints and smearing (reducing visibility in very bright light)

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა ავტორს და მხოლოდ ერთი შეკითხვა - რატომ მაინცდამაინც ამ კამერის რევიუ და არა სხვის?

და რჩევა: მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე, კარგი იქნებოდა უარყოფითიც რომ მიგეთითებინა. რევიუ, რომელშიც მარტო დადებითი მხარეა განხილული, რეკლამაა, ხოლო რევიუ, რომელშიც მარტო უარტოფითი მხარეა განხილული - ზედმეტი კრიტიკა.

ეს რევიუ ერთ დროს დავწერე კომპიუტერული კომპანიისთვის. განხილვაში ძირითადად იმ ტექნოლოგიურ სიახლეებს შევეხე, რაც უშუალოდ SONY_ს ოფიციალურ საიტზე იყო წარმოჩენილი, ამასთან ძალიან ბევრ მომხმარებელი გათვითცნობიერებული არ არის ფოტოაპარატის ფუნქციებში და $#^#(|ადე ამეხსნა თუ რა და როგორ.

Link to comment
Share on other sites

ეს რევიუ ერთ დროს დავწერე კომპიუტერული კომპანიისთვის. განხილვაში ძირითადად იმ ტექნოლოგიურ სიახლეებს შევეხე, რაც უშუალოდ SONY_ს ოფიციალურ საიტზე იყო წარმოჩენილი, ამასთან ძალიან ბევრ მომხმარებელი გათვითცნობიერებული არ არის ფოტოაპარატის ფუნქციებში და $#^#(|ადე ამეხსნა თუ რა და როგორ.

აჰა, გასაგებია... აქ არის თემა ფოტოკამერების მოწყობილობასთან დაკავშირებით, თუ სურვილი გექნება, გადაავლე თვალი, ეგებ გქონდეს შენიშვნები :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

500 ლარამდე რომელია ყველაზე კარგი ფოტო აპარატი?

მე ამას ვფიქრობ მაგრამ ფორუმ.ჯი-ზე არ ვარგა ფუჯი-ს აპარატებიო და...

http://www.amazon.com/Fujifilm-FinePix-Digital-Fujinon-Optical/dp/B004HO58NO

Link to comment
Share on other sites

აჰა, გასაგებია... აქ არის თემა ფოტოკამერების მოწყობილობასთან დაკავშირებით, თუ სურვილი გექნება, გადაავლე თვალი, ეგებ გქონდეს შენიშვნები :rolleyes:

http://www.overclock...83%95%e1%83%90/

http://www.overclock...83%98%e1%83%99/

შენიშვნებთან დაკავშირებით ჩაგეთვალა, კარგი ხუმრობა იყო thumbsup.gif

Link to comment
Share on other sites

ფუჯიზე მეტად მე მანდ "AA" ბატარეები მაშფოთებს. ძნელი მოსავლელია.

დამატებით Eneloop-ს ვუპირებ და იმას 1000 აქვს ციკლი ხოდა არ იქნება ეგ პრობლემა მგონი. :rolleyes:

მე ეს მომწონს მაგრამ ძვირია

http://www.amazon.com/gp/product/B003WJR694/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&m=ATVPDKIKX0DER

Link to comment
Share on other sites

არ მიხუმრია <_<

კაი კაცი ხარ, ეხლა სამსახური არ მაძლევს საშუალებას მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ შენს პოსტებს, სერიოზული ნაშრომია და ნამდვილად დასაფასებელია. thumbsup.gif

Link to comment
Share on other sites

სერიოზული ნაშრომია და ნამდვილად დასაფასებელია. thumbsup.gif

ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უნაკლო იქნება. კრიტიკას ყოველთვის მივესალმები :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უნაკლო იქნება. კრიტიკას ყოველთვის მივესალმები :rolleyes:

მიშა შენი სტატიები ფორუმ ჯი-ზე პოპულარული ყოფილა ფოტოგრაფიის განყ-ში :rolleyes: რამოდენიმეჯერ შემხვდა ლინკი

Link to comment
Share on other sites

დაუხვეწია სონი-ს DSLR. რა დრო იყო A200-ზე რომ ვოცნებობდი, როგორც ვხედავ დაუხვეწავთ მაღალი ISO-ზე "შუმის" მაბავი, მაგრამ ლინზებია ძვირი :შ

+1 თემის ავტორს.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

არ მომწონს მე სონის დსლრ კამერები და სერთოდ სონი რატომ არ ვიცი მგონი მარტო სახელიღა დარჩა

Link to comment
Share on other sites

ჰორიზონტალური სისწორის მაჩვენებელი ინდიკატორი მომეწონა. მარტო სონის კამერებს აქვთ ეგ? :xelitavi:

არ მომწონს მე სონის დსლრ კამერები და სერთოდ სონი რატომ არ ვიცი მგონი მარტო სახელიღა დარჩა

სონის კამერები დიდად არც მე მომწონს. მარა სხვა პროდუქციაში მაგრები არიან :) მაგალითად ტელევიზორები ავიღოთ ან Playstation.

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.