Popular Post T.J. Posted July 17, 2011 Popular Post Share Posted July 17, 2011 ნოუთბუქი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კომპიუტერი მუდმივად საჭიროებს სათანადო ყურადღებასა და შესაბამის პერიოდულ პროფილაქტიკურ მომსახურებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნოუთბუქის მწყობრიდან გამოსვლის მთავარი მიზეზი თავად მისივე მომხმარებელია, რომელსაც სისტემა ექსპლუატაციის რეკომენდირებული პირობების გვერდის ავლით ფატალურ შედეგამდე მიჰყავს, რადგან ძირითადად ნოუთბუქის არასტაბილური მუშაობა უმეტესად სისტემის ზედმეტი გადახურებით არის გამოწვეული. ყველა ნოუთბუქი აღჭურვილია გაგრილების სისტემით, რომელიც როგორც წესი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: - გამარგილებელი კონტური (რადიატორები და სითბური მილები); - ქულერები (ვენტილატორები); - თერმოპასტა (სითბოს გადამცემი ნივთიერება); - სავენტილაციო არხები. ჩამოთვლილთაგან, თითოეული დეტალი საჭიროებს მაქსიმალურ ყურადღებასა და შესაბამის პროფილაქტიკურ მომსახურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი ნებისმიერი კომპონენტის მწყობრიდან გამოსვლაც კი სისტემის სრულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ნოუთბუქის გადახურების პირველი ნიშნები და სიმპტომები: 1) ნოუთბუქის კორპუსი ქვედა ნაწილში და კლავიატურის მიდამოებში საგრძნობლად ცხელდება. 2) ქულერი მუდმივად ხმაურობს ან/და მუშაობს მთელი სიმძლავრით. 3) ნოუთბუქი მუშაობის პროცესში მოულოდნელად ითიშება ან „რესტარტდება“. 4) ოპერაციული სისტემა მუშაობს ძალიან ნელა, ხშირად „ეკიდება“, გამოაქვს „ლურჯი ეკრანი“. 5) თამაშის დროს ეკრანზე ჩნდება ხაზები, კუბიკები და სხვა „არტეფაქტები“. 6) მწყობრიდან გამოდის ზოგიერთი კომპონენტები (USB პორტები, ტაჩპედი და ა.შ.) 7) ნოუთბუქიდან გამოიყოფა პლასტმასის სპეციფიური სუნი. ნოუთბუქის გადახურების მიზეზები: 1) ცუდად დაპროექტებული გაგრილების სისტემა. ნოუთბუქები ერთმანეთისგან დიზაინისა და ტექნიკური მახასიათებლების გარდა, გაგრილების სისტემითაც განსხვავდებიან. ზოგიერთ მათგანში გაგრილების სისტემა სათანადოდ კარგად არის დაპროექტებული, ხოლო ზოგიერთში კი პირიქით, შესაბამისად გარკვეული მათგანი ნაკლებად ხურდება, ხოლო დანარჩენი კი გაცილებით უფრო მეტად. 2) გაგრილების სისტემაში დაგროვილი მტვერი და სხვა ნარჩენები. ნოუთბუქის გაგრილებისას, ქულერის მიერ სისტემაში ჰაერის ნაკადის პარალელურად ხდება მტვრის ნაწილაკების შედინებაც, რომელიც დროთა განმავლობაში რადიატორის კედლებზე გროვდება. განსაკუთრებით მძიმე შეთხვევებში მტვრის ფენის სისქე სხვა მცირე ნარჩენებთან ერთად 3-5 მილიმეტრამდე აღწევს და ბუნებრივია გაგრილების სისტემის ეფექტურობაც ამ შემთხვევაში ნულის ტოლია. შესაბამისად პროცესორის, ვიდეო ადაპტერის და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს, რის გამოც შეიძლება მიაღწიოს კრიტიკულ ზღვარს. 3) პროცესორსა და გამაგრილებელ სისტემას შორის არსებული დაშორება. თერმოპასტა, რომელიც სითბოს გადაცემის მიზნით დატანილია პროცესორსა და რადიატორს შორის, დროთა განმავლობაში კარგავს თავის უნიკალურ თვისებას და იწყებს გამოშრობას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კავშირშორისი ნაპრალი, რაც ხელს უშლის სითბოს ეფექტურად გადაცემას, რის შედეგადაც ხდება დედაპლატის ჩიპსეტის, ასევე ცენტრალური და გრაფიკული პროცესორის გადახურება. 4) ნოუთბუქის არასწორი ექსპლუატაცია. ნოუთბუქების უმეტესობა აგებულია ისე, რომ ჰაერი შიდა კომპონენტებს გასაგრილებლად კორპუსის ქვემოდან ან გვერდითა მხრიდან მიეწოდებათ, შესაბამისად ნოუთბუქის მუხლებზე ან/და რბილ ზედაპირზე (მაგ: ლოგინი) გამოყენებისას ხდება სავენტილაციო გზების დახშობა, ამ დროს გაგრილების სისტემას ჰაერი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება, შესაბამისად ვერ ხერხდება ცხელი ჰაერის გარეთ გამოდინებაც, რის გამოც ცირკულირებს შიგნით და იწვევს სისტემის გადახურებას. საბედნიეროდ თანამედროვე პროცესორებს, ჩიპსეტებს, ვიდეო ბარათებს და მყარ დისკებს გაჩნიათ ტემპერატურის სენსორები, რომლებიც მუდმივად ახდენენ ტემპერატურის მონიტორინგს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური პროცესორის ტემპერატურა გადააჭარბებს მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს, ამოქმედებას იწყებს დაცვის მექანიზმი, რის საფუძველზე ხდება ნოუთბუქის სპონტანური გათიშვა ან სისტემის გადატვირთვა. ნოუთბუქის სისტემური კომპონენტების დასაშვები ტემპერატურა: 1) პროცესორი: 75-85°C-მდე დატვირთვის დროს. 90°C და მეტის შემთხვევაში - სისტემის გადახურება. 2) ჩიპსეტი: 85-90°C -მდე დატვირთვის დროს. 3) ვიდეო ადაპტერი: 70-90°C-მდე დატვირთვის დროს. 4) მყარი დისკი: 50-55°C -მდე დატვირთვის დროს. 60°C და მეტის შემთხვევაში - სასურველია ინფორმაციის სხვაგან გადატანა, რადგან არსებობს მათი დაკარგვის რისკი. P.S.- გაითვალისწინეთ რომ კომპონენტების მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურა მოდელისა და ბრენდის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. როგორ გავზომოთ ნოუთბუქის ტემპერატურა? ნოუთბუქის ტემპერატურის გაზომვა შესაძლებელია სპეციალური HWMonitor პროგრამით, რომელიც შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ ქვემოთ მოცემული ბმულიდან: 32-ბიტიანი სისტემისთვის http://www.cpuid.com.../1.18-32bit.zip 64-ბიტიანი სისტემისთვის http://www.cpuid.com.../1.18-64bit.zip HWMonitor - ამ პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ გაიგოთ სისტემური კომპონენტების საწყისი, მიმდინარე და მაქსიმალური ტემპერატურა. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ მაქსიმალური ტემპერატურა, რომელიც უშუალოდ სისტემის ძლიერი დატვირთვის შედეგად მიიღება, რისთვისაც აუცილებელია ნოუთბუქის როგორც მინიმუმ 20-30 წუთის განმავლობაში ინტენსიურად გამოყენება (მაგ: თანამედროვე თამაშები, გრაფიკული პროგრამები და ა.შ). მაშ ასე, ექსპერიმენტის დაწყების წინ გახსენით HWMonitor პროგრამა და პარალელურად გაუშვით რომელიმე აპლიკაცია (თამაში ან სხვა), რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მაქსიმალურ დატვირთვას. გარკვეული პერიოდის, კერძოდ 20-30 წუთიანი ინტენსიური გამოყენების შემდეგ შეგიძლაით ნახოთ შედეგები. HWMonitor პროგრამის ტერმინები და მათი მნიშვნელობები: 1) TZ00, TZ01 (ზოგ შემთხვევებში როგორც-„SYSTIN“) - დედაპლატის ჩიპსეტის ტემპერატურა. 2) Core #0, Core #1, - ცენტრალური პროცესორის ბირთვების ტემპერატურა. 3) Package (ზოგ შემთხვევებში როგორც-„CPUTIN“)- ცენტრალური პროცესორის ტემპერატურა. 4) Assembly, Air Flow - მაყრი დისკის (ვინჩესტერი) ტემპერატურა. 5) TMPIN0 - ვიდეო ადაპტერის (გრაფიკული პროცესორი) ტემპერატურა. როგორ მოვიქცეთ ნოუთბუქის გადახურებისას? 1) ჰაერგამტარი სადგამის გამოყენება. სპეციალური ჰაერგამტარი სადგამის გამოყენებით, მანძილი ნოუთბუქის ძირსა და მაგიდის ზედაპირს შორის იზრდება, რის გამოც უმჯობესდება ჰაერის ცირკულაცია. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი სადგამი არსებულ მომენტში რთულად ხელმისაწვდომია, მიმართეთ პოპულარულ ტრიუკს და ნოუთბუქის კორპუსის უკანა ნაწილის ასამაღლებლად გამოიყენეთ ნებისმიერი მცირე ზომის საგანი. შედეგად სისტემის მაქსიმალური ტემპერატურა უნდა შემცირდეს 5-10°C _ით. 2) გამაგრილებელი სადგამის გამოყენება. ნოუთბუქის გამაგრილებელი სადგამის გამოყენების დროს, სადგამში ჩამონტაჟებული ქულერების დახმარებით ხდება, ჰაერის ნაკადის კორპუსის ძირზე მიმართვა, საიდანაც ჰაერი სავენტილაციო გზების საშუალებით ხვდება სისტემაში, რის შედეგადაც გაგრილების სისტემაში ჰაერის მასების ცირკულაცია მატულობს, რომელიც აგრილებს ნოუთბუქის შიდა კომპონენტებს და რადიატორს. ამგვარი სადგამის გამოყენება სისტემის საერთო ტემპერატურას 5-15°C _ით ამცირებს. 3) გაგრილების სისტემის მტვრისგან გაწმენდა. მომხმარებლების დიდი ნაწილი ნოუთბუქის მტვრისგან გაწმენდის მიზნით როგორც წესი მტვერსასრუტს იყენებს ხოლმე, რაც ყოვლად ეწინააღმდეგება კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაციის პირობებს. გახსოვდეთ, ნუ ეცდებით მტვერსასრუტით ნოუთბუქის მტვრისგან გაწმენდას, რადგან ხშირ შემთხვევაში მისი გამოყენებით შესაბამის ეფექტს ვერ მიიღებთ. უფრო მეტიც, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლის მიერ მტვერსასრუტის გამოყენების შედეგად მოხდა სტატიკური დენის მიკროსქემაზე გადაცემა, რამაც გამოიწვევია დედაპლატის დაზიანება, რომლის შეცვლაც როგორც მოგეხსენებათ დაკავშირებულია საკმაოდ ძვირადღირებულ რემონტთან. ამიტომ მსგავს უსიამოვნებებს რომ თავი აარიდოთ, ნოუთბუქის მტვრისგან გასაწმენდად საჭიროა სავენტილაციო სისტემაში ჰაერის წნევით შებერვა, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ შეკუმშული ჰაერით დამუხტული სპეციალური ბალონი, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ კომპიუტერული ტექნიკისთვის. წმენდის ასეთი მეთოდის ჩატარება შეგიძლიათ პერიოდულად, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ნოუთბუქის მტვრისგან სრულად გაწმენდა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში ერთხელ, რა შემთხვევაშიც უმჯობესია ამ საკითხთან დაკავშირებით დაუყონებლივ მიმართოთ შესაბამის ავტორიზებულ სერვის ცენტრს, რათა თავი აარიდოთ მოულოდნელ უსიამოვნებებს. 4) თერმოპასტის შეცვლა. თერმოპასტის შეცვლისა ჩასატარებელი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე სასურველია თქვენზე ბევრად კვალიფიციურმა სპეციალისტმა უზრუნველყოს, რა შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ შესაბამის ავტორიზებულ სერვის-ცენტრს. თერმოპასტის შეცვლა საშუალოდ 2 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნოუთბუქის გამოყენება გამომშრალი თერმოინტერფეისით, გამოიწვევს სამუშაო ტემპერატურის ეტაპობრივ ზრდას და სისტემური კომპონენტების მუდმივ გადახურებას. თერმოპასტის საჭიროებისამებრ გამოყენება უზრუნველყოფს პროცესორის ტემპერატურის 15-25°C _მდე შემცირებას. 5) ოპერაციული სისტემის განახლება. ოპერაციული სისტემის (Windows) განახლება სასურველია ყოველ 6 თვეში ერთხელ. შედეგად აჩქარდება ნოუთბუქის მუშაობა, რაც ასევე დადებითად იმოქმედებს სისტემური კომპონენტების ტემპერატურაზე. გახსოვდეთ რომ ელემენტარული წესების დაცვა და მცირეოდენი ყურადღება დაგეხმარებათ თავი აარიდოთ ნოუთბუქის გადახურებასთან დაკავშირებულ უსიამოვნო პრობლემებს. 21 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
დათო Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 :thumbsup: ნუბებს გამოადგება. კარგი სტატიაა... Ps: წყარო: http://www.facebook.com/note.php?note_id=225514774145714 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 თემა მომეწონა! კარგად გაქვს ახსნილი მადლობა ავტორს! რაც მთავარია,თუ ავტორი თქვენ არ ხართ,მიუთითეთ! :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T.J. Posted July 17, 2011 Author Share Posted July 17, 2011 ნუბებს გამოადგება. კარგი სტატიაა... Ps: წყარო: http://www.facebook....225514774145714 წინა თემის მსგავსად, ამის ავტორიც მე ვარ... :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
დათო Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 წინა თემის მსგავსად, ამის ავტორიც მე ვარ... ჰო მივხვდი. კარგი სტატიაა ნამდვილად :thumbsup: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 კარგი სტატიაა რაც მე ნოუთბუქები მაქვს ნაწმენდი.. ერთში ისეთი მტვერი იყო როგორ მუშაობდა საერთოდ მიკვირდა. დაპლომბილი რომაა მაზერი კორპუსს ეგ არის მაგარი საშინელება, HP-ზე შემხვდა ერთხელ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 სამწუხაროდ Cooler Pad არ შველის ბევრად ტემპერატურის დაწევას. ამას წინათ შევიძინე Massive23 LX და განსხვავებას ვერ ვხედავ. ნოუთბუქის გადახურების პირველი ნიშნები და სიმპტომები: ერთს დავამატებ ჩემი სამწუხარო გამოცდილებიდან; დაუტვირთავზე ტემპერატურის მატება. კატასტროფულად აიწია 90 C ახწევდა ბოლოს GPU და CPU. აღმოჩნდა გაგრილების სისტემა იყო დაზიანებული ზუსტად სახელს ვერც გეტყვით (აი ასე მომწერეს ventola termal kit (იტალიურად) თარგმანით ასე გამოდის термальных комплект вентилятора - termal fan kit) თემაც მქონდა გახსნილი G73JH კარგი ხანია ასეთი საჭირო თემა არ გახსნილა ფორუმზე. მადლობა ცოდნის გაზიარებისთვის. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 ერთს დავამტებ ტემპ გამზოველ პროგებთან დაკავშირებით. პირველად მეც hwmonitor ვხმრობდი მაგრამ რაც ასუსის ოფ. ფორუმზე ვნახე ყველა ამას ხმარობდა HWiNFO უფრო ამომწურავი ინფორმაციასიძლევა და არა მარტო ტემპერატურაზე... HWiNFO32 Download HWiNFO64 Download ორივეს ერთდროუყლად გადავუღე; 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T.J. Posted July 18, 2011 Author Share Posted July 18, 2011 ეს Spoiler როგორ უნდა ჩავსვა მასწავლეთ რა... :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted July 18, 2011 Share Posted July 18, 2011 ჩემი სენსორი პროცესორზე დაზიანდა. ჰაერ-გამტარი სადგამი კი უნდა ვიქონიო.6 თვეში სისტემის გადაყენების არ მწამს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 18, 2011 Share Posted July 18, 2011 მომეწონა თემა, კარგი იქნება კატალოგს თუ დაემატება. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted July 18, 2011 Share Posted July 18, 2011 ჩემი სენსორი პროცესორზე დაზიანდა. ჰაერ-გამტარი სადგამი კი უნდა ვიქონიო. 6 თვეში სისტემის გადაყენების არ მწამს. არც მე, ჯერ არ გადამიყენებია სისტემა 2 წელია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 18, 2011 Share Posted July 18, 2011 თემა წავიდა "მიკიპედიაში". 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted July 18, 2011 Share Posted July 18, 2011 წინა თემის მსგავსად, ამის ავტორიც მე ვარ... ვა ანუ შენ დაწერე PCshop.ge-სთვის? მეორე თემა რომელია? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 18, 2011 Share Posted July 18, 2011 ეს Spoiler როგორ უნდა ჩავსვა მასწავლეთ რა... [spoiler][/spoiler] 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted July 18, 2011 Share Posted July 18, 2011 კარგი თემაა ნამდვილად ,ბევრს გამოადგება :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T.J. Posted July 18, 2011 Author Share Posted July 18, 2011 [spoiler][/spoiler] მადლობა, გაიხარე ვა ანუ შენ დაწერე PCshop.ge-სთვის? მეორე თემა რომელია? მართალია სერვისის განხრით არ ვმუშაობ, მაგრამ მომწონს სერვისთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. ესეც მეორე თემა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted July 18, 2011 Share Posted July 18, 2011 ერთს დავამატებ რომ ნოუთბუქის ტემპერატურა დამოკიდებულიცაა თვითონ ნოუთბუქის მწარმოებელ ფირმაზეც ,აი მაგალითად Acer ის ნოუთბუქები უფრო ცხელია ვიდრე სხვა რომელიმე ფირმის ,მაგალითად რომ ავიღით Asus ის და Acer ის ნოპუთები ერთიდაგივე კონფიგურაციით ,Acer ები გაცილებით ცხელია მაგრამ ეს მაინც არ უქმნის პრობლემას რადგან საკმაოდ გამძლე ლეპები აქვს Acer ს და მაღალი ტემპერატურაც ვერ აზიანებს დიდად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted July 18, 2011 Share Posted July 18, 2011 ესეც მეორე თემა. ხო ისიც ვნახე და მომეწონა. 1 კითხვა გამომივიდა იქ აკუმულატორთან დაკავშირებით. წელიწადზე მეტია არ მიხმარია, პირდაპირ დენზე მაქვს შეერთებული, ესეიგი გამოდის "ტყუილად ვაჩეკიებდი მეორეს?!" :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T.J. Posted August 18, 2011 Author Share Posted August 18, 2011 წელიწადზე მეტია არ მიხმარია, პირდაპირ დენზე მაქვს შეერთებული, ესეიგი გამოდის "ტყუილად ვაჩეკიებდი მეორეს?!" სამწუხაროდ ეგრე გამოდის მოგვიანებით, მაგრამ ამ თემაში გიპასუხე მაგ კითხვაზე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საბა Posted August 18, 2011 Share Posted August 18, 2011 კარგი თემაა და იმედია ბევრსაც გამოადგება, ძალიან კარგი თუ მიკიპედიაშიც გამონახეთ ადგილი. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
it19 Posted June 30, 2012 Share Posted June 30, 2012 "4) თერმოპასტის შეცვლა" სად უნდა სშევცვალო თერმოპასტა ? CPU_ზე თუ სად ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted June 30, 2012 Share Posted June 30, 2012 "4) თერმოპასტის შეცვლა" სად უნდა სშევცვალო თერმოპასტა ? CPU_ზე თუ სად ? ჰო პროცესორზე :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
it19 Posted June 30, 2012 Share Posted June 30, 2012 ჰო პროცესორზე ეს პროცესორს ნამდვილად არ გავს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted June 30, 2012 Share Posted June 30, 2012 ეს პროცესორს ნამდვილად არ გავს პროცესორი უკანაა პლატაზე :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.