Jump to content

Pentax 645D-ს შეზღუდული სერია


Recommended Posts

ფოტოინდუსტრიაში ჩემმა ერთ-ერთმა ფავორიტმა კომპანია Pentax-მა დააანონსა საშუალო ფორმატის პროფესიონალური ციფრული ფოტოკამერის - Pentax 645D-ს შეზღუდული ვერსია, სახელწოდებით "Pentax 645D Grand Prix limited edition". ეს გახლავთ 40 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერის სპეციალური გამოშვება, რომელიც Camera Grand Prix-ის წლევანდელ ცერემონიაზე იქნა წარდგენილი (თუ ჯერ არ იქნა და მომავალში იქნება, ზუსტად არ ვიცი როდის ტარდება ზემოხსენებული მოვლენა :crazy: ).

aq3a9.jpg

მწარმოებელი გვიმალავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობით გამოუშვებენ ამ წითელ კუბიკს. თუმცა ის იღბლიანები, ვინც 645D GPLE-ს შეძენას შეძლებენ, აუცილებლად იამაყებენ ხის ყუთში ჩადებული, ლაკით დამშვენებული წითელი კორპუსის მქონე კამერით, რომელსაც ტყავის "საყელურიც" მოყვება.

hoxky.jpg

კამერის განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობებია გალაკული კორპუსი, Pentax-ის მოოქროვილი ლოგო, ტყავის (სინთეტიური ტყავის :xelitavi: ) საყელური წარწერით "Camera GP 2011 Camera of The Year" და PENTAX 645D-ს ლოგოთი, ინდივიდუალური სერიული ნომრით, რომელიც შეზღუდულ სერიაზე მიგვითითებს, პრიალა შავი ხუფით, რომელიც სპეციალურად ამ სერიისთვის შექმნეს და Backlight-ით აღჭურვილი LCD დისპლეი. აპარატი თავსებადია O-GPS1 მოდელის GPS მოწყობილობასთან.

შეგახსენებთ, რომ Pentax 645D კომპანიის ფლაგმანია, იგი საშუალო ფორმატის კატეგორიის 40 მეგაპიქსელიანი (7264x5440) ფოტოკამერაა, რომელზედაც "D FA" და "645" სერიის ნებისმიერი ობიექტივი დგება, იღებს 14-ბიტიან RAW ფაილებს, აქვს თარაზო (კამერის გასწორებისთვის) და ბევრი სხვა სასარგებლო დეტალი. სტანდარტული ვერსია 10000$ ღირს, ხოლო რა ეღირება GPLE - ცნობილი არ არის.

P.S. დიდი მადლობა მათ, ვინც იპარავს სიახლეებს ჩვენი საიტიდან. თქვენ გამო მომიწია ფოტოების ჩვენი საიტის ლოგოთი დამახინჯება :xelitavi:

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ჩემი ღრმა რწმენით, შეზღუდულ სერიებს უფრო მეტად ვიზუალი გამოარჩევს, ვიდრე ტექნიკური შესაძლებლობები.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ვაიმე მომშივდა ისეთი ლამაზია :D :D:

როგორც ვიცი 10K მდე ეღირებაო ხო ?

Link to comment
Share on other sites

Pentax-ზე ბევრი კარგი რამე მაქვს გაგონილი მარა სანამ ჩემით არ გამოვცდი ვერ დავრწმუნდები :D

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

http://www.pentaxforums.com/reviews/pentax-645d-review-nikon-d3x/introduction.html

კამერის რევიუ. Nikon D3x-თანაა შედარებული, ამის გამო ნიკონის ზომამდეა დაყვანილი ფოტოები, მაგრამ საერთო სურათს მაინც შეგიქმნით :spiteful:

Link to comment
Share on other sites

http://www.pentaxforums.com/reviews/pentax-645d-review-nikon-d3x/introduction.html

კამერის რევიუ. Nikon D3x-თანაა შედარებული, ამის გამო ნიკონის ზომამდეა დაყვანილი ფოტოები, მაგრამ საერთო სურათს მაინც შეგიქმნით :spiteful:

ვერ ვერაფერი უქნა დიდად პენტაქსმა მიუხედავად იმისა რომ ამხელა ზომის სენსორი აქვს :)

Link to comment
Share on other sites

<_< "რადნოი" რეზოლუციაზე ნახე მაშინ რევიუ.

ვახ მიშა გამაგიჟებ შენ, თითქმის 2ჯერ მეტი პიქსელით და 1.5ჯერ დიდი სენსორით რო არ აჯობოს გადასაგდებია ეგ პენტაქსი :D

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.