გიო Posted May 28, 2011 Share Posted May 28, 2011 Shooter (სროლები): თამაშის ამ სტილში მოთამაშემ (რომელიც ძირითადად მარტო მოქმედებს) უნდა გაანადგუროს მტრები ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის საშუალებით,რათა მიაღწიოს დანიშნულებას.დავალების შესრულების შემდეგ მოთამაშე გადადის შემდეგ რეჟიმში. თამაშის სიუჟეტის მიხედვით მოთამაშის "არსენალი" შეიძლება შეიცავდეს როგორც თანამედროვეობის იარაღებს,ასევე "მომავლის" იარაღებს,რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.როგორც წესი მოთამაშეს შეუძლია ატაროს ცივი იარაღი (დანა,კასტეტი,ბეისბოლის ჯოხი და სხვ.)ასევე ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი,ავტომატური იარაღი,სნაიპერული შაშხანა) ცოტა უფრო რეალურ შუთერებში მაგ: , (FarCry, F.E.A.R.და სხვა.) მოთამაშეს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის იარაღის ტარება შეუძლია,როდესაც ისეთ შუთერებში როგორიცაა (Unreal Tournament, Quake) შეიძლება პერსონაჟმა ატაროს ყველა არსებული იარაღი. First person shooter (შუთერი პირველი პირიდან) შუთერი პირველი პირიდან -ამ დროს მოთამაშეს არ შეუძლია დაინახოს თავისი პერსონაჟი.ის თვითონ პერსონაჟის თვალიდან უყურებს მომხდარ მოვლენებს. FPS-ტიპის თამაშები: Doom Quake Unreal Tournament Third person shooter (შუთერი მესამე პირიდან) შუთერი მესამე პირიდან -ამ დროს მოთამაშე ხედავს საკუთარ პერსონაჟს. ზოგ თამაშში არის რეჟიმი სადაც შეიძლება პირველი პირის გადართვა მესამე პირზე ან პირიქით. TPS-ტიპის თამაშები: Tomb Raider Max Payne Stronglehold Tactical shooter-(ტაქტიკური შუთერი) ჩვეულებრივი შუთერებისგან ტაქტიკური შუთერი განსხვავდება იმით რომ მოთამაშე მოქმედებს არა მარტო,არამედ გუნდთან ერთად.ძირითადათ ტაქტიკურ შუთერებში მთავარია გუნდის შეწყობილი თამაში,შეტევის ერთობლივი განხორციელება,გუნდის შეიარაღება და ა.შ. ესეთი ტიპის შუთერები საკმაოდ პოპულარულია რადგანაც მისი მთავარი ხიბლი სწორედ მრავალ-მომხრარებლიან რეჟიმშია. ასეთი ტიპის თამაშებია: Battlefield Counter-Strike: Condition Zero Counter-Strike Counter-Strike Source Star Wars: Battlefront Delta Force Star Wars: Republic Commando Operation Flashpoint: Cold War Crisis FIGHTING-(ბრძოლები) ამ ჟანრის თამაშის გეიმფლეი ძირითადად მოიცავს ორ ან მეტ პერსონაჟის შეჯიბრებას ხელჩართულ ბრძოლაში. ასეთი ტიპის თამაშებია: Mortal Kombat Street Fighter Tekken Virtua Fighter Dead or Alive Guilty Gear X Slesher-სლეშერი თამაშის ჟანრი მესამე პირიდან რომლის გეიმფლეი ძირითადად მოიცავს აკრობატულ ბრძოლებს მოწინააღმდეგესთან ცივი ან სხვა ტიპის იარაღის საშუალებით ასეთი ტიპის თამაშებია: Blade of darkness Rune Enclave Jedi Academy God of War Devil May Cry Arcade-არკადა თამაშის ჟანრი სადაც მოთამაშის სწრაფად მოქმედებაა საჭირო,სადაც მას უწევს თამაშსი ჩართოს თავისი რეაქცია და რეფლექსები. პირველად ესეთი ჟანრის თამაშები სათამაშო ავტომატებზე გამოვიდა,ხოლო შემდეგ კონსოლებზეც გადაინაცვლა და ძირითადად ისინი ითვლებიან კონსოლების ერთ-ერთ მთავარ თამაშის ჟანრად. Stealth-action (სტელს -მოქმედება) თამაში სადაც მოთამაშეს ბევრად მეტი უპირატესობა ექნება თუ შეასრულებს დავალებას ისე,რომ არ ქონდეს კონტაქტი მოწინააღმდეგებთან.სტელს ელემენტები თითქმის ყველა ჟანრის თამაშში გხვდება მაგ:(COD-ის სერია) ასეთი ტიპის თამაშებია: Assassin's Creed Thief Metal Gear Solid Tom Clancy's Splinter Cell Hitman Manhunt Simulator-(სიმულატორი) ტექნიკური სიმულატორები: თამაში-სიმულაცია.კომპიუტერის დახმარებით ხდება იმიტირება ფიზიკური მოქმედებებისა.მაგ:თვითმფრინავის,შვეულმფრენის,სპორტული მანქანის მართვა და სხვა.თუ არკადული ჟანრის თამაშები ცდილობს გაართოს მოთამაშე დაძაბული სიუჟეტით და გეიმფლეით-ტექნიკური სიმულატორი კი გადმოსცემს ობიექტის (მანქანის,თვითმფრინავის და ა.შ) რეალურ მოქმედებას. ასეთი ტიპის თამაშებია: FlightGear Live for Speed Microsoft Flight Simulator X-Plane Ил-2 Штурмовик Orbiter ARMA არკადული სიმულატორი: სიმულატორის ჟანრის თამაშები შედარებით გაადვილებული გეიმფლეით და სიუჟეტით. ასეთი ტიპის თამაშებია: X-Wing TIE-Fighter Wing Commander Need for Speed Полный привод Burnout Paradise Sport game-(სპორტული თამაშები) სათაურიდანაც ჩანს რომ ამ ჟანრში სპორტული თამაშების იმიტაცია ხდება. ფეხბურთის,კალათბურთის,ჰოკეის,ჩოგბურთის და ა.შ Strategy (სტრატეგია) თამაში სადაც მოთამაშემ უნდა გააკეთოს სტრატეგიული მანევრი მიზნის შესასრულებლად(მაგ:გამარჯვება საბრძოლო ოპერაციაში და ა.შ) მოთამაშე აკონტროლებს არა ერთ პერსონაჟს არამედ მთელ ბატალიონს სტატეგიულ თამაშებს ყოფენ ორ ნაწილად 1.რეალური დროის სტრატეგიად და ე.წ შეწყობილ სტრატეგიად (Turn-based strategy)-სადაც მოთამაშეებს აქვთ გარკვეული დრო საკუთარი მანევრის შესარულებლად. Real-time strategy, RTS ამ სტრატეგიაში მოქმედება ხდება რეალურ დროში (მულტიფლეირში ძირითადად).თამაშის პროცესი მოიცავს რესურსების მოგროვებას,ბანაკების და ციხეების გამაგრებას,მოწინააღმდეგე ჯარის შტურმს და სხვა. ასეთი ტიპის თამაშებია: Command & Conquer Warcraft Age of Empires Turn-based strategy სტრატეგიის ჟანრი სადაც მოთამაშე (ები) აკეთებენ მანევრს რიგ-რიგობით. RTS-სგან საკმაო განსხვავებულობით გამოირჩევა.ამ ჟანრში თამაში რეალურ დროს წყდება და დინამიურობას კარგავს,თუმცა მოთამაშეს უფრო მეტი დრო აქვს რათა გააკეთოს საკუთარი სტრატეგია და უფრო კარგად დაგეგმოს მოქმედება. ასეთი ტიპის თამაშებია: X-COM Civilization Galactic Civilizations Heroes of Might and Magic Disciples Role playing game, RPG-(როლური თამაში) ამ ჟანრში მთავარ მოთამაშეს და ასევე სხვა პერსონაჟებს ახასიათებთ სხვადასხვა რაოდენობის პარამეტრები (ცოდნა,ხასიათი,დიალოგი,გამოცდილება).ეს პარამეტრები ვითარდება მოთამაშის გარკვეული მოქმედებების შემდეგ (მტრის მოკვლა,დიალოგები,დავალების შესრულება) ასეთ ჟანრს ახასიათებს ძლიერი სიუჟეტური ხაზი,განვითარებული დიალოგის ფუნქცია ალტერნატიული პასუხებით და რაც მთავარია ფართო სამყარო. Hack'n'Slash RPG-როლური თამაში სადაც თამაშის მთავარი პროცესია მტრების განადგურება,ახალი გაუმჯობესებების მიღება,ქულების მომატება და პერსონაჟის გაძლიერება. ასეთი ტიპის თამაშებია: Diablo, Dungeon Siege, Lineage 2. True RPG:-როლური თამაში რომელშიც უხვად არის დიალოგები და დავალების შესრულების ალტერნატიული ვარიანტები. ასეთი ტიპის თამაშებია: Gothic, Fallout,Mass Effect. Massively multiplayer online-(მასიური ონლაინ თამაშები) მასიური თამაშები ონლაინში: World of Warcraft Warhammer Online: Age of Reckoning Ragnarok Online EVE Online RF Online Everquest 2 Lineage 2 Open world game თამაშის ჟანრი სადაც შეწყობილია RPG-ს და შუთერის და სხვა ჟანრის ელემენტები.ამ ჟანრში მოთამაშეს აქ სრულიად თავისუფალი სამყარო სადაც არ არის შეზღუდული არაფერში.მოთამაშეს შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა მოქმედებები ამ სამყაროში. ასეთი ტიპის თამაშებია: GTA-სერიები PROTOTYPE Just cause 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Prince Posted June 12, 2011 Share Posted June 12, 2011 Arcade-არკადა :lollol: :lollol: :lollol: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted June 13, 2011 Share Posted June 13, 2011 კარგია კლასიფიცირება, თუმცა თანამედროვე თამაშებში უკვე ხშირად ხდება სხვადასხვა კლასების შერევა, ამასთან არსებობს უამრავი ქვეჟანრები თითოეულ ჟანრში მაგალითად, ბევრი თანამედროვე FPS შუტერი შეიცავს RPG-ს ელემენტებს: შეიძლება იარაღის ან ჯავშნის გაძლიერება, მოდიფიცირება და ა.შ (Crysis, Bulletstorm, მაგალითად) ხოლო ზოგი RPG თამაში სულ გამოვიდა "კლასიკური" RPG-სეული Point'n'Click მართვის სისტემიდან ექშენურ გეიმფლეიზე: სადაც უშუალოდ მართავ პერსონაჟს როგორც შუტერში ან სლეშერში (Fallout, Witcher 2, Mass Effect) რის გამოც თითქოს აკრიტიკებდნენ კიდეც, თუმცა დამეთანხმებით Point'n'Click სისტემასთან შედარებით ზემოთჩამოთვლილ თამაშებში გეიმფლეი ბევრად დაძაბული და დინამიურია... ტაქტიკურ შუტერებზე მაინტერესებს: Commandos სერია მაგ ჟანრს არ ეკუთვნის? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Nathaniel Posted June 13, 2011 Share Posted June 13, 2011 ტაქტიკურ შუტერებზე მაინტერესებს: Commandos სერია მაგ ჟანრს არ ეკუთვნის? არა ! ghost recon სერია ეკუთვნის მაგას კომანდოსი ტაქტიკური სტრატეგიაა ნუ ცუდად ჟღერს ცოტა მაგრამ რაღაც მაგდაგვარი ჟანრია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted July 9, 2011 Share Posted July 9, 2011 (edited) ტაქტიკურ შუთერებში Rainbow Six-ის სერიები და SWAT 4 ჩაამატე. Edited July 9, 2011 by Guest Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Pato Posted July 9, 2011 Share Posted July 9, 2011 (edited) I Simulator Edited July 9, 2011 by Pato Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საბა Posted July 9, 2011 Share Posted July 9, 2011 კარგი თემა ... + :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
flashp Posted July 10, 2011 Share Posted July 10, 2011 კაი სტატია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted July 10, 2011 Share Posted July 10, 2011 ყველაფერი კარგად და გასაგებად არის ახნსილი და ჩემგან +1, მაგრამ 1-ს დავამატებდი, ეს არის ჟანრი quest (cyberia; real myst და ა.შ.) სადაც გიწევს მხოლოდ აზროვნება (99% შემთხვევაში), გხვდება პაროლები, იეროგლიფები და კიდევ ბევრი რამ, ასევე გიწევს მოპოვებული მასალების თანმიმდევრულად დალაგება და ლოგიკური დასკვნების გამოტანა, ერთ დროს, ამ ჟანრის უზომოდ დიდი ფანი ვიყავი, ეხლაც მიყვარს, უბრალოდ, გულს ვერ ვუდებ, ნახევრამდე რომ მივდივარ, მბეზრდება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
StarKiller Posted July 10, 2011 Share Posted July 10, 2011 ყველაფერი კარგად და გასაგებად არის ახნსილი და ჩემგან +1, მაგრამ 1-ს დავამატებდი, ეს არის ჟანრი quest (cyberia; real myst და ა.შ.) სადაც გიწევს მხოლოდ აზროვნება (99% შემთხვევაში), გხვდება პაროლები, იეროგლიფები და კიდევ ბევრი რამ, ასევე გიწევს მოპოვებული მასალების თანმიმდევრულად დალაგება და ლოგიკური დასკვნების გამოტანა, ერთ დროს, ამ ჟანრის უზომოდ დიდი ფანი ვიყავი, ეხლაც მიყვარს, უბრალოდ, გულს ვერ ვუდებ, ნახევრამდე რომ მივდივარ, მბეზრდება. Adventure-ში შედის ეგენი მარა მგონი ეგეც არ წერია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted July 10, 2011 Share Posted July 10, 2011 Adventure-ში შედის ეგენი მარა მგონი ეგეც არ წერია შეიძლება, მაგრამ მე ასე არ ვთვლი, მაგალითად, tomb rider-იც adventure-ში შედის, მაგრამ ჩემს მიერ ჩამოთვლილ თამაშებს ხომ ვერ შეადარებ?! სულ სხვადასხვა სტილია, ამიტომ მივაკუთვნებ quest ჟანრს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიო Posted July 15, 2011 Author Share Posted July 15, 2011 ხო გამომრჩა რატომღაც adventure არ ჩავამატე,თუმცა ჟანრების აღრევა ხდება უკვე თამაშებში და ინდივიდუალური ჟანრის თამაშები იშვიათად გამოდის.ნებისმიერი adventure-ს ელემენტები შეიძლება 3d person shooter-შიც შეგხვდეს,ან თუნდაც არკადაში და სლეშერებში (სხვადასხვა puzzle-ბის გამოცნობა და ა.შ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gamer1 Posted September 18, 2011 Share Posted September 18, 2011 +1 :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Quest3DLuaScript Posted September 20, 2011 Share Posted September 20, 2011 იმას რა ჰქვია როცა 1 თამაშში 1 მოთამაშე გენერალია და მეორე ჯარისკაცი ან როცა ერთი მძროლია და მეორე მსროლელი? 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.