Jump to content

თამაშების ჟანრების კლასიფიკაცია


Recommended Posts

Shooter (სროლები):

თამაშის ამ სტილში მოთამაშემ (რომელიც ძირითადად მარტო მოქმედებს) უნდა გაანადგუროს მტრები ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის საშუალებით,რათა მიაღწიოს დანიშნულებას.დავალების შესრულების შემდეგ მოთამაშე გადადის შემდეგ რეჟიმში.

თამაშის სიუჟეტის მიხედვით მოთამაშის "არსენალი" შეიძლება შეიცავდეს როგორც თანამედროვეობის იარაღებს,ასევე "მომავლის" იარაღებს,რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.როგორც წესი მოთამაშეს შეუძლია ატაროს ცივი იარაღი (დანა,კასტეტი,ბეისბოლის ჯოხი და სხვ.)ასევე ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი,ავტომატური იარაღი,სნაიპერული შაშხანა) ცოტა უფრო რეალურ შუთერებში მაგ: , (FarCry, F.E.A.R.და სხვა.) მოთამაშეს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის იარაღის ტარება შეუძლია,როდესაც ისეთ შუთერებში როგორიცაა (Unreal Tournament, Quake) შეიძლება პერსონაჟმა ატაროს ყველა არსებული იარაღი.

First person shooter (შუთერი პირველი პირიდან)

შუთერი პირველი პირიდან -ამ დროს მოთამაშეს არ შეუძლია დაინახოს თავისი პერსონაჟი.ის თვითონ პერსონაჟის თვალიდან უყურებს მომხდარ მოვლენებს.

FPS-ტიპის თამაშები:

Doom

Quake

Unreal Tournament

Third person shooter (შუთერი მესამე პირიდან)

შუთერი მესამე პირიდან -ამ დროს მოთამაშე ხედავს საკუთარ პერსონაჟს. ზოგ თამაშში არის რეჟიმი სადაც შეიძლება პირველი პირის გადართვა მესამე პირზე ან პირიქით.

TPS-ტიპის თამაშები:

Tomb Raider

Max Payne

Stronglehold

Tactical shooter-(ტაქტიკური შუთერი)

ჩვეულებრივი შუთერებისგან ტაქტიკური შუთერი განსხვავდება იმით რომ მოთამაშე მოქმედებს არა მარტო,არამედ გუნდთან ერთად.ძირითადათ ტაქტიკურ შუთერებში მთავარია გუნდის შეწყობილი თამაში,შეტევის ერთობლივი განხორციელება,გუნდის შეიარაღება და ა.შ. ესეთი ტიპის შუთერები საკმაოდ პოპულარულია რადგანაც მისი მთავარი ხიბლი სწორედ მრავალ-მომხრარებლიან რეჟიმშია.

ასეთი ტიპის თამაშებია:

Battlefield

Counter-Strike: Condition Zero

Counter-Strike

Counter-Strike Source

Star Wars: Battlefront

Delta Force

Star Wars: Republic Commando

Operation Flashpoint: Cold War Crisis

FIGHTING-(ბრძოლები)

ამ ჟანრის თამაშის გეიმფლეი ძირითადად მოიცავს ორ ან მეტ პერსონაჟის შეჯიბრებას ხელჩართულ ბრძოლაში.

ასეთი ტიპის თამაშებია:

Mortal Kombat

Street Fighter

Tekken

Virtua Fighter

Dead or Alive

Guilty Gear X

Slesher-სლეშერი

თამაშის ჟანრი მესამე პირიდან რომლის გეიმფლეი ძირითადად მოიცავს აკრობატულ ბრძოლებს მოწინააღმდეგესთან ცივი ან სხვა ტიპის იარაღის საშუალებით

ასეთი ტიპის თამაშებია:

Blade of darkness

Rune

Enclave

Jedi Academy  

God of War

Devil May Cry

Arcade-არკადა  givi.gif

თამაშის ჟანრი სადაც მოთამაშის   სწრაფად მოქმედებაა საჭირო,სადაც მას უწევს თამაშსი ჩართოს თავისი რეაქცია და რეფლექსები.

პირველად ესეთი ჟანრის თამაშები სათამაშო ავტომატებზე გამოვიდა,ხოლო შემდეგ კონსოლებზეც გადაინაცვლა და ძირითადად ისინი ითვლებიან კონსოლების ერთ-ერთ მთავარ თამაშის ჟანრად.

Stealth-action (სტელს -მოქმედება)

თამაში სადაც მოთამაშეს ბევრად მეტი უპირატესობა ექნება თუ შეასრულებს დავალებას ისე,რომ არ ქონდეს კონტაქტი მოწინააღმდეგებთან.სტელს ელემენტები თითქმის ყველა ჟანრის თამაშში გხვდება მაგ:(COD-ის სერია)

ასეთი ტიპის თამაშებია:

Assassin's Creed

Thief

Metal Gear Solid

Tom Clancy's Splinter Cell

Hitman

Manhunt

Simulator-(სიმულატორი)

ტექნიკური სიმულატორები:

თამაში-სიმულაცია.კომპიუტერის დახმარებით ხდება იმიტირება ფიზიკური მოქმედებებისა.მაგ:თვითმფრინავის,შვეულმფრენის,სპორტული მანქანის მართვა და სხვა.თუ არკადული ჟანრის თამაშები ცდილობს გაართოს მოთამაშე დაძაბული სიუჟეტით და გეიმფლეით-ტექნიკური სიმულატორი კი გადმოსცემს ობიექტის (მანქანის,თვითმფრინავის და ა.შ) რეალურ მოქმედებას.

ასეთი ტიპის თამაშებია:

FlightGear

Live for Speed

Microsoft Flight Simulator

X-Plane

Ил-2 Штурмовик

Orbiter

ARMA

არკადული სიმულატორი:

სიმულატორის ჟანრის თამაშები შედარებით გაადვილებული გეიმფლეით და სიუჟეტით.

ასეთი ტიპის თამაშებია:

X-Wing

TIE-Fighter

Wing Commander

Need for Speed

Полный привод

Burnout Paradise

Sport game-(სპორტული თამაშები)

სათაურიდანაც ჩანს რომ ამ ჟანრში სპორტული თამაშების იმიტაცია ხდება. ფეხბურთის,კალათბურთის,ჰოკეის,ჩოგბურთის და ა.შ

Strategy (სტრატეგია)

თამაში სადაც მოთამაშემ უნდა გააკეთოს სტრატეგიული მანევრი მიზნის შესასრულებლად(მაგ:გამარჯვება საბრძოლო ოპერაციაში და ა.შ)

მოთამაშე აკონტროლებს არა ერთ პერსონაჟს არამედ მთელ ბატალიონს   სტატეგიულ თამაშებს ყოფენ ორ ნაწილად 1.რეალური დროის სტრატეგიად  და ე.წ შეწყობილ სტრატეგიად (Turn-based strategy)-სადაც მოთამაშეებს აქვთ გარკვეული დრო საკუთარი მანევრის შესარულებლად.

Real-time strategy, RTS

ამ სტრატეგიაში მოქმედება ხდება რეალურ დროში (მულტიფლეირში ძირითადად).თამაშის პროცესი მოიცავს რესურსების მოგროვებას,ბანაკების და ციხეების გამაგრებას,მოწინააღმდეგე ჯარის შტურმს და სხვა.

ასეთი ტიპის თამაშებია:

Command & Conquer

Warcraft

Age of Empires

Turn-based strategy

სტრატეგიის ჟანრი სადაც მოთამაშე (ები) აკეთებენ მანევრს რიგ-რიგობით. RTS-სგან საკმაო განსხვავებულობით გამოირჩევა.ამ ჟანრში თამაში რეალურ დროს წყდება და დინამიურობას კარგავს,თუმცა მოთამაშეს უფრო მეტი დრო აქვს რათა გააკეთოს საკუთარი სტრატეგია და უფრო კარგად დაგეგმოს მოქმედება.

ასეთი ტიპის თამაშებია:

X-COM

Civilization

Galactic Civilizations

Heroes of Might and Magic

Disciples

Role playing game, RPG-(როლური თამაში)

ამ ჟანრში მთავარ  მოთამაშეს და ასევე სხვა პერსონაჟებს ახასიათებთ სხვადასხვა რაოდენობის პარამეტრები (ცოდნა,ხასიათი,დიალოგი,გამოცდილება).ეს პარამეტრები ვითარდება მოთამაშის გარკვეული მოქმედებების შემდეგ (მტრის მოკვლა,დიალოგები,დავალების შესრულება)

ასეთ ჟანრს ახასიათებს ძლიერი  სიუჟეტური ხაზი,განვითარებული დიალოგის ფუნქცია ალტერნატიული პასუხებით და რაც მთავარია ფართო სამყარო.

Hack'n'Slash RPG-როლური თამაში სადაც თამაშის მთავარი პროცესია მტრების განადგურება,ახალი გაუმჯობესებების მიღება,ქულების მომატება და პერსონაჟის გაძლიერება.

ასეთი ტიპის  თამაშებია:

Diablo, Dungeon Siege, Lineage 2.

True RPG:-როლური თამაში რომელშიც უხვად არის დიალოგები და დავალების შესრულების ალტერნატიული ვარიანტები.

ასეთი ტიპის თამაშებია:

Gothic, Fallout,Mass Effect.

Massively multiplayer online-(მასიური ონლაინ თამაშები)

მასიური თამაშები ონლაინში:

World of Warcraft

Warhammer Online: Age of Reckoning

Ragnarok Online

EVE Online

RF Online

Everquest 2

Lineage 2

Open world game

თამაშის ჟანრი სადაც შეწყობილია RPG-ს და შუთერის და სხვა ჟანრის ელემენტები.ამ ჟანრში მოთამაშეს აქ სრულიად თავისუფალი სამყარო სადაც არ არის შეზღუდული არაფერში.მოთამაშეს შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა მოქმედებები ამ სამყაროში.

ასეთი ტიპის თამაშებია:

GTA-სერიები

PROTOTYPE

Just cause

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

კარგია კლასიფიცირება, თუმცა თანამედროვე თამაშებში უკვე ხშირად ხდება სხვადასხვა კლასების შერევა, ამასთან არსებობს უამრავი ქვეჟანრები თითოეულ ჟანრში

მაგალითად, ბევრი თანამედროვე FPS შუტერი შეიცავს RPG-ს ელემენტებს: შეიძლება იარაღის ან ჯავშნის გაძლიერება, მოდიფიცირება და ა.შ (Crysis, Bulletstorm, მაგალითად)

ხოლო ზოგი RPG თამაში სულ გამოვიდა "კლასიკური" RPG-სეული Point'n'Click მართვის სისტემიდან ექშენურ გეიმფლეიზე: სადაც უშუალოდ მართავ პერსონაჟს როგორც შუტერში ან სლეშერში (Fallout, Witcher 2, Mass Effect) რის გამოც თითქოს აკრიტიკებდნენ კიდეც, თუმცა დამეთანხმებით Point'n'Click სისტემასთან შედარებით ზემოთჩამოთვლილ თამაშებში გეიმფლეი ბევრად დაძაბული და დინამიურია...

ტაქტიკურ შუტერებზე მაინტერესებს: Commandos სერია მაგ ჟანრს არ ეკუთვნის?

Link to comment
Share on other sites

ტაქტიკურ შუტერებზე მაინტერესებს: Commandos სერია მაგ ჟანრს არ ეკუთვნის?

არა !

ghost recon სერია ეკუთვნის მაგას

კომანდოსი ტაქტიკური სტრატეგიაა

ნუ ცუდად ჟღერს ცოტა მაგრამ რაღაც მაგდაგვარი ჟანრია

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

ტაქტიკურ შუთერებში Rainbow Six-ის სერიები და SWAT 4 ჩაამატე.

Edited by Guest
Link to comment
Share on other sites

ყველაფერი კარგად და გასაგებად არის ახნსილი და ჩემგან +1, მაგრამ 1-ს დავამატებდი, ეს არის ჟანრი quest (cyberia; real myst და ა.შ.) სადაც გიწევს მხოლოდ აზროვნება (99% შემთხვევაში), გხვდება პაროლები, იეროგლიფები და კიდევ ბევრი რამ, ასევე გიწევს მოპოვებული მასალების თანმიმდევრულად დალაგება და ლოგიკური დასკვნების გამოტანა, ერთ დროს, ამ ჟანრის უზომოდ დიდი ფანი ვიყავი, ეხლაც მიყვარს, უბრალოდ, გულს ვერ ვუდებ, ნახევრამდე რომ მივდივარ, მბეზრდება.

Link to comment
Share on other sites

ყველაფერი კარგად და გასაგებად არის ახნსილი და ჩემგან +1, მაგრამ 1-ს დავამატებდი, ეს არის ჟანრი quest (cyberia; real myst და ა.შ.) სადაც გიწევს მხოლოდ აზროვნება (99% შემთხვევაში), გხვდება პაროლები, იეროგლიფები და კიდევ ბევრი რამ, ასევე გიწევს მოპოვებული მასალების თანმიმდევრულად დალაგება და ლოგიკური დასკვნების გამოტანა, ერთ დროს, ამ ჟანრის უზომოდ დიდი ფანი ვიყავი, ეხლაც მიყვარს, უბრალოდ, გულს ვერ ვუდებ, ნახევრამდე რომ მივდივარ, მბეზრდება.

Adventure-ში შედის ეგენი მარა მგონი ეგეც არ წერია

Link to comment
Share on other sites

Adventure-ში შედის ეგენი მარა მგონი ეგეც არ წერია

შეიძლება, მაგრამ მე ასე არ ვთვლი, მაგალითად, tomb rider-იც adventure-ში შედის, მაგრამ ჩემს მიერ ჩამოთვლილ თამაშებს ხომ ვერ შეადარებ?! სულ სხვადასხვა სტილია, ამიტომ მივაკუთვნებ quest ჟანრს.

Link to comment
Share on other sites

ხო გამომრჩა

რატომღაც adventure არ ჩავამატე,თუმცა ჟანრების აღრევა ხდება უკვე თამაშებში და ინდივიდუალური ჟანრის თამაშები იშვიათად გამოდის.ნებისმიერი adventure-ს ელემენტები შეიძლება 3d person shooter-შიც შეგხვდეს,ან თუნდაც არკადაში და სლეშერებში (სხვადასხვა puzzle-ბის გამოცნობა და ა.შ)

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

იმას რა ჰქვია როცა 1 თამაშში 1 მოთამაშე გენერალია და მეორე ჯარისკაცი

ან როცა ერთი მძროლია და მეორე მსროლელი?

  • Downvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.