Jump to content

Recommended Posts

gothic1.jpg

პროლოგი

  

როგორც მოგეხსენებათ 12 ოქტომბერს (ნუ ჩვენთვის ცოტა ადრე, ალბათ) გამოდის გოთიკ 4, რომელსაც ველოდები და იმედია თქვენც ელოდებით. ხოდა უმრავლესობას არ გექნებათ წინა ნაწილები დახურული და ვიფიქრე დავწერ-მეთქი მოკლე შინაარსს, იქნებ ვინმეს დააინტერესოს რა ხდებოდა წინა გოთიკებში სანამ ამას ითამაშებს (ეჭვი კი მეპარება ჩემი ქართულად წერის „შეუძლებლობა“ რომ ვიცი).  ხოდა თუ ვინმე საერთოდ პირველი გოთიკიდან მიყვება ამის წაკითხვის შემდეგ (რაც არ მოხდება 99%, ეს ჩემი აზრით მაქსიმუმი პროცენტია, 1 %-ად ვთვლი რომ ეს ყველაფერი ილუზიაა), მაშინ იქნებ სხვა რამეც დავწერო, მაგალითად სპელფორსი გაგაცნოთ ან რამე.

პ.ს თუ რაიმე გრამატიკულ შეცდომას დაინახავთ (რაც იქნება საკმაოდ ბევრი), სასურველია მომწეროთ პმ და გამოვასწორებ (ალბათ) ან მოდერებმა პირდაპირ ჩაასწორონ.

მოკლედ დავიწყე წერა ამდენ ბოდვას.

                                                      

გოთიკ 1

  მირტანის მეფე რობარ მეორემ დაამარცხა უამრავი მტერი, თუმცა ორკებს ვერაფერი მოუხერხა. ამიტომ გადაწყვიტა მაგიური ბარიერის გაკეთება ქორონისის კუნძულზე, საბადოების ველზე.  აქ მოიპოვებდნენ საუკეთესო მასალას იარაღის გამოსაჭედად, რის გარეშეც ორკებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. ყველა პატიმარს, მცირე თუ დიდი დანაშაულის მქონეს აგზავნიდნენ ამ კოლონიაში სამუშაოდ, ზოგჯერ სრულიად უაზრო დანაშაულისთვისაც. ამ ბარიერს კი უნდა დაეკავებინა ეს პატიმრები.

   მაგებმა შექმნეს ეს ბარიერი, მაგრამ რაღაც მოხდა, რის შედეგადაც ძალიან დიდ მანძილზე შეიქმნა ეს ბარიერი. მცველების დაბნეულობით ისარგებლეს პატიმრებმა და მოაწყეს ბუნტი, რის შედეგადაც აიღეს ძალაუფლება ხელში. მეფეს მოუხდა გარიგებაზე წასვლა. პატიმრები აწვდიდნენ მასალას, ხოლო მეფე სურსათს და სხვა ნივთებს რასაც ისინი მოითხოვდნენ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა 10 წელი, სანამ 1 უდანაშაულო ადამიანი რობარის ბრძანებით არ ჩააგდეს თუ შეაგდეს ამ კოლონიაში.

   ბარიერში შესვლა ყველას შეეძლო, ხოლო გამოსვლა არავის, უფრო სწორად ცოცხალი გამოსვლა არავის.  ეს ადამიანი, ანუ გოთიკების მთავარი გმირი წარმომავლობით მირტანიდან იყო, გაურკვეველი წარსულის მქონე და უსახელო (ან სახელიანი, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით).

Bezi.jpg

   ზუსტად აქ დაუმეგობრდა დიეგოს, მილტენს, ლის, ლარესს, გორნს, ლესტერს და სხვა მრავალს, რომლებიც ყველა გოთიკში იყვნენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. აქ, მან ასევე გაიცნო თავისი მენტორი ქსარდასი, რომელიც ბარიერის შემქმნელი მაგებიდან ერთ-ერთი იყო და ყველაზე ძლიერი მათ შორის. იგი ყოფილი ცეცხლის მაგი, ახლა კი ნეკრომანტი არის. არ საუბრობს ზედმეტს და ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი გმირია, გაურკვეველი მოტივების მქონე.

gorn

gorn.jpg

         milten milten.jpg

         lester lester.jpg

         diego  809396-gothic_diego_large.jpg

         lee    LeeS%C3%B6ldner.jpg

         lares  lares.jpg

         Xardas xardas.jpg

   მალე ვარკვევთ, რომ აქ მალე იღვიძებს ძველი და უძლიერესი დემონი (არა რა, რა ცუდად ჟღერს ქართულად სახელები) მძინარე ( Sleeper) (1000 წელი ეძინა და ალბათ მაგიტომ დაარქვეს). იგი ბარიერში მყოფ ყველა ადამიანისა თუ არაადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. სწორედ ქსარდასის დახმარებით და წყლის მაგების გაბრაზებით, შევქმნით ხმალს ურაზიელს, იმ მასალისგან რომელსაც ეს მაგები აგროვებდნენ და ამით აპირებდნენ ბარიერის დანგრევას. ჩვენ ვკლავთ ამ დემონს, რის შედეგადაც ინგრევა ბარიერი, და ის გამოქვაბული თუ ტაძარი რომელშიც ვკლავთ მას. ყველა პატიმარი გარბის, მთავარი გმირის გარდა, რომელიც ტაძრის ნანგრევებში მოჰყვა.

sleeper

nmmsvfxwumxohzsyu3k7.jpg

                                          

მცირე გადახვევასავით

   მთავარმა გმირმა დიდი სიყვარული დაიმსახურა მოთამაშეებისაგან, მისი იუმორისტული და ირონიული საუბრის გამო, როგორც ვიცით ასეთი გმირები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ხალხში (მაგალითად დანტე). სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს არ დაეტოვებინათ ქვებში იგი, თურმე მოკვლასაც უპირებდნენ და ფანების დიდი ხვეწნის შედეგად მეორე გოთიკშიც იგი ვიხილეთ მთავარ გმირად. (ეს ყველაფერი შეიძლება სწორი არ არის, ნუ მე ასე ვიცი , არ ვაგებ პასუხს გადახვევებში დაწერილ სისულელეებზე)

306rk3ie02px3i54jdlp.png                                                    

გოთიკ 2

   გავიდა 13 დღე ბარიერის დანგრევის შემდეგ და ეს დღეები მთავარი გმირი გონებადაკარგული იწვა ქვების ქვეშ, რის შემდეგაც ქსარდასმა გადმოატელეპორტა იქიდან თავის ახალ კოშკში, რომელიც სულ რაღაც 13 დღეში მონა ჩონჩხებმა თუ დემონებმა აუშენეს. ისინი თავისთვის დაფუსფუსებენ ამ კოშკში, დემონი იცავს, ჩონჩხი ასუფთავებს. მოკლედ, ამ წოლის დროს ბევრი რამ დაავიწყდა მთავარ გმირს (როგორმე ხომ უნდა დაებრუნებინათ პირველ ლეველზე), ხოდა ისევ ის გამხდარი, უღონო, სუსტი გმირით ვიწყებთ, რომელიც მგელსაც ვერაფერს აკლებდა სულ თავიდან როგორც პირველ, ასევე მეორე გოთიკში. ქსარდასმა დაავალა ამულეტის მოპოვება, რომელსაც ინოსის თვალი ერქვა. ამისათვის ჯერ ამ კუნძულზე არსებული ქალაქის მოქალაქეობა, შემდეგ 3 ფრაქციიდან ერთერთში შეერთება, შემდეგ ისევ იმ კოლონიაში დაბრუნება და სიტუაციის გამოსწორება გახდა საჭირო. ნუ ეს მხოლოდ ნაწილი, კიდევ დიდხანს მოგვიწია წვალება და ბოლოს ძლივს მოვიპოვეთ ეს ამულეტი. უნდა აღინიშნოს რომ გოთიკ 2 ის ადონში ის გაბრაზებული წყლის მაგებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც დანახვისას კინაღამ თავს დაგვესხნენ, მაგრამ საბოლოოდ დავეხმარეთ და დაწყნარდნენ.  

   ამ ამულეტით შესაძლებელია დრაკონებთან საუბარი და იმ ახალი ბოროტების ადგილმდებარეობის თუ რაობის გაგება, რომლის გამოც ქსარდასმა ამ ამულეტის პოვნა დაგვავალა. ჩვენი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ დრაკონების მონადირებაში და ყველა დრაკონის მოკვლის შემდეგ გაირკვა იმ ბოროტების რაობა. ის იყო ბელიარის (ანუ ინოსის ძმის და მისი საწინააღმდეგოს სიბნელის და ბოროტების ღმერთის) გამოგზავნილი დრაკონი, უფროსწორედ ჩონჩხ-დრაკონი. ამასობაში გაქრა ქსარდასი, ბოლოს ვარკვევთ რომ რომელიღაც სხვა კუნძულზე არის ის ტაძარი სადაც ეს ბოროტება იმალება. მოვიპარეთ გემი, რითიც ჩვენს მეგობრებთან ერთად გავემგზავრეთ ამ კუნძულზე და ისინი გემის დასაცავად დარჩნენ , ხოლო ჩვენ მარტო ამ დრაკონის დასამარცხებლად. ეს დრაკონი თანაუსახელო და თანაუწარსულო აღმოჩნდა, მხოლოდ განადგურებისათვის მოვლენილი (ამ ფაქტს თავად აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას). ბოლოს ვამარცხებთ მას, უცბად ჩნდება ქსარდასი, იღებს დრაკონის ძალას და ქრება. ვრჩებით გაღიმებული და უამრავკითხვადარჩენილნი.

    საბოლოოდ ვიღებთ უამრავ განძს და მივდივართ მთავარ კონტინეტზე, იმ იმედით რომ ვიპოვით ქსარდასს. საბოლოო ვიდეო იუმორისტულია, მეგობრები გეკამათებიან რომ გემი ჩაიძირება და საჭიროა განძის ნაწილის გადაყრა, მაგრამ მთავარი გმირი არ უშვებს.

dzky4zkoaesd9ylhz4.jpg

105134.jpg                                              

                               გოთიკ 3

   მივაღწიეთ მირტანის კონტინენტზე გემით, ჩამოვდივართ ახლო მეგობრები იქვე ქალაქში და რას ვხედავთ, ორკები მართავენ იქაურობას, ადამიანები მონებივით არიან. ვანადგურებთ იქაურ ორკებს და რას ვიგებთ, მთელი კონტინენტი ასეა, მხოლოდ მეფემ უბრძანა დედაქალაქის ირგვლივ ისეთვე ბარიერის შექმნა როგორიც კოლონიაში იყო, ოღონდ ამ შემთხვევაში ვერავინ გადის და ვერავინ შემოდის. მეფეს ინოსმა აცნობა რომ მოვიდოდა მისი რჩეული და იხსნიდა მირტანას.

   რაც შეეხება წინა თამაშში დაგროვებულ ძალას და მაგიას, რათქმაუნდა არ შეგარგებენ. ეს რუნების მაგია რაც აქამდე იხმარებოდა ქსარდასმა გაანადგურა, რომ ორკებს უკეთ დაემარცხებინათ პალადინები და მაგები და ხალხი ახლა ძველ მაგიას შეისწავლის, უფროსწორედ ჩვენთვის ასე ნაცნობი წყლის მაგები. ალბათ ფიქრობთ ფიზიკურ სიძლიერეზე რაღას მოიფიქრებდნენ? არც არაფერს, უბრალოდ კონტინენტზე ბევრად ძლიერი არსებები არიან ვიდრე კუნძულზე იყვნენ და ჩვენ როგორც ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი არსება ვართ თავიდან (ტარაკნის გამოკლებით). იფიქრებთ ოქროს მაინც შეგვარგებდნენო, მაგრამ სადაა. სანამ ჩვენ ვიბრძოდით ამ ქალაქის გადასარჩენად გაძარცვეს გემი და აღარაა ოქრო.

   მოკლედ დიდი ძებნის შემდეგ, მივალთ ჩრდილოეთის თოვლიან მთებში, სადაც ვიპოვით ქსარდასს და ის გვეტყვის, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა რომ დიდი ხანია მიდის ომი ინოსსა და ბელიარს შორის და საჭიროა რომ ბოლოსდაბოლოს დასრულდეს იგი. ამიტომ უნდა შევაგროვოთ მესამე ღმერთის ადანოსის (რომელიც აბალანსებს ამ ორს) არტიფაქტები და გავანადგუროთ, რის შემდეგაც მოვკლათ ინოსის და ბელიარის მხრის წარმომადგენლები (რობარი და ზუბენი, ასასინების მბრძანებელი),  მათი მაგიური არტიფაქტების მეშვეობით უნდა გაეხსნა პორტალი უცნობ მიწებში და მთავარი გმირი და ქსარდასი იქ წასულიყვნენ. ასეც მოხდა (ნამდვილ დასასრულში, გოთიკ სამს სამი დასასრული აქვს), მათ კავშირი უნდა გაეწყვიტათ მოკვდავთა სამყაროსთან და ღმერთების ჩაურევლობის გარეშე ორკებს და ადამიანებს მოეგვარებინათ ურთიერთობა.

პ.ს მცირე შენიშნვა თუ ჩამატება. რობარ-ს ხომ ჰქონდა ბარიერი, ხოდა სპეციალური გადასატელეპორტებელი ქვით მიაღწია რობარამდე და არა ბარიერ განგრევით.

gothic-3-forsaken-gods-pc1.jpg                            

გოთიკ 3 მიტოვებული ღმერთები

  გოთიკ 3 ის ადონი. 3 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მიატოვეს უსახელომ და ქსარდასმა მოკვდავთა სამყარო და თვალს ადევნებდნენ მათ მოქმედებას. მთავარი გმირის მეგობარ გორნსა და გოთიკების ერთ-ერთ ყველაზე გამაღიზიანებელ არსებას თორუსს შორის დაიწყო ომი (თორუსის მოკვლა შეიძლებოდა ყველა გოთიკში, მაგრამ ჭეშმარიტად მან გოთიკ ოთხამდეც მოაღწია. იგი გოთიკ 3 ში ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ორკებს შორის მაღალ თანამდებობას მიაღწია და მათ ეხმარებოდა, რამდენჯერაც მთავარი გმირი გამოჩნდებოდა იგი თავის მაღალ თანამდებობებს კარგავდა, ასე მოხდა მესამეშიც, რის შემდეგაც მისი დაუძინებელი მტერისავით გახდა და მის წინააღმდეგ იბრძვის მეოთხეში კიარადა უნდა რომ იბრძოლოს). ამდენი არეულობა ვერ მოითმინა უსახელომ და ქსარდასთანაც მოუვიდა კამათი ამის გამო, გადმოვიდა ისევ მოკვდავთა სამყაროში, გაანადგურა თორუსის მხარე და თავისი უამრავი დამსახურების წყალობით  გახდა მირტანის მეფე. თავისი მეგობრები გვერდში ედგნენ და ერთად მართავდნენ სამეფოს. სახელად  რობარ მესამე დაირქვა.

thorus

0wmlhyt0lj891nwsmwgm.jpg

                  

გოთიკ 3 -სა და 4-ს შორის მოვლენები

   რობარ მესამემ გადაწყვიტა გაეერთიანებინა არეული მირტანა და საბოლოოდ მშვიდობა დაესადგურებინა კონტინენტზე. დადო ზავი ჩრდილოეთის თოვლიან მთებში მცხოვრებ ხალხთან, დაიპყრო სამხრეთით მდებარე ყოფილი ზუბენის სახელმწიფო (რომელიც ძირითადად უდაბნო იყო). გააერთიანა მირტანა და მშვიდობაც დაამყარა, უდიდესმა გმირმა და მეფემ. თავის გენერლებად დანიშნა ზემოთხსენებული მეგობარი ლი (რომელიც ადრე რობარ მეორის გენერალი იყო, მაგრამ როგორც იციან ამ შურიანებმა დააბრალეს სისულელეები და მეფემ კოლონიაში ჩააგდო, რის შემდეგაც სწორედ მან გვთხოვა რომ მოეკლა რობარი და შინაარსის მიხედვით ითვლება რომ მან მოკლა) და ლორდი ჰაგენი რომელიც ქორონისის კუნძულზე ევალებოდა იმ მასალის მეფისთვის მიწოდება და იქაურობის მმართველად ითვლებოდა.

   ამასობაში გავიდა 10 წელი და სწორედ ამ დროს იწყება გოთიკ 4.

  • Upvote 3
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ახლა ვთამაშობ მესამეს და განხილვის თემა მინდა რომ გავხსნათ :დ

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

gothic 4 ის ისტორიაც კაი იქნებოდა

Link to comment
Share on other sites

  • 7 years later...

გამოკითხვა ჩატარდა ღირს თუ არა გოთიკის პირველი ნაწილის რიმეიკის გამოშვება გაუმჯობესებული გრაფიკით: https://gamegpu.com/игры/obnovlennaya-versiya-gothic-poka-net-no-vozmozhno

აი ძველი და ახალი ვერსიის შედარებაც:

 

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ესეც Gothic: Playable Teaser წარმადობის ტესტიროვკა აქტუალურ სისტემებზე:

https://gamegpu.com/action-/-fps-/-tps/gothic-playable-teaser-test-gpu-cpu საკმაოთ ცუდი ოპტიმიზაცია ქონია და 1080P ფაქტიურათ რადეონ7 ჭირდება ან დარაზგონებული 2060, 2K კი 1080Ti ან 2070 სუპერი, ამდ კარტებზე მაგ დვიჟოკზე სულს ღაფავს რასაც ქვია, რადეონ 7 რაზგონზე ასე თუ ისე გათამაშებს 50ფპს ფარგლებში, როგორც ჩანს ძველი დვიჟოკია საკმაოთ

Link to comment
Share on other sites

  • 5 weeks later...

მოკლეთ პირველი გოთიკას რიმეიკი გამოვაო პს-ზე https://gamegpu.com/игры/kompaniya-thq-nordic-daet-zelenyj-svet-obnovlennoj-versii-igry-gothic მე დახურული მაქვს თავის დროზე და ხელახლა დახურვას არ ვაპირებ, საკმაოთ დიდი იგრაა, თუმცა მეორესთან ახლოსაც ვერ მივა სიდიდით, ეგ გიგანტური იყო

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

აი ამ რუსულ სტატიაში გაიხსენეს ეგ სერია: https://3dnews.ru/1034545/gothic-history დახურული მაქვს მე სამივე გოთიკის ნაწილი საკმაო დაგვიანებით თან, მაგრამ ელექსი და რიზენები უკვე აღარ მითამაშია, პირველი ნაწილის რიმეიკი ვისაც აქამდე არ უთამაშია წელს გამოდის ისე

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

gothic remake ექნებაო რუსული გახმოვანება: https://overclockers.ru/blog/Pitfalls/show/87075/remejk-kultovoj-kompjuternoj-igry-gothic-poluchit-oficialnuju-ozvuchku-na-russkij-yazyk

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Gothic გარჩევა დაიწყო ეხლა რუსმა ბლოგერმა: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88165/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-chast-1 თავის დროზე ბუმი იყო ნამდვილი მაგ თამაშზე, რევოლუცია მოახდინა და ელდერ სკროლ 3-ზე მეტათ მაგას უფრო თამაშობდენ მაშინ გრაფიკის გამო, მე პირადათ დახურული მაქვს პირველიც მეორეც და მესამეც თავის დროზე

მაგ განხილვის მეორე ნაწილიც დაიდო: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88166/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-chast-2 ისე სიუჟეტი ძალიან კარგი აქვს და არაა მოსაბეზრებელი, მე თუ მკითხავ უფრო საინტერესოც კი მეოთხე ელდერ სკროლზე, ანუ მოსწყენი კვესტები თითქმის არაა და პრახადნოი მთლათ

Link to comment
Share on other sites

მაგ განხსილვის მესამე ნაწილიც დაიდო: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88171/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-chast-3 ყველაფერი მაქედან იწყება, მერე შეიქმნა უკვე პირველი ვიჩერი, თუმცა მაგ დროისთვის კაკრაზ მესამე გოთიკა იყო გამოსული, ნუ განახლებული ვარიანტი უკვე

Link to comment
Share on other sites

მაგ განხილვის მეოთხე ნაწილიც დაიდო: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88172/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-chast-4 ხო რიმეიკიც უნდა გამოვიდეს გოთიკის პირველი ნაწილის 

Link to comment
Share on other sites

მაგ ბლოგერმა მოშნათ მოძველებული სისტემით უკვე მეორე გოთიკის გარჩევა დაიწყო: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88192/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-ii-chast-1 ჩემი აზრით საუკეთესო ნაწილია მეორე გოთიკას ტრილოგიიდან, მესამე უბრალოთ HD მოდებით და ტვიკინგით ლამის მეოთხე ელდერ სკროლის დონის გრაფიკაზე ადიოდა, თუმცა ორიგინალი ბევრათ უკან იყო ვიზუალით მაგ ნაწილთან, აღარაფერს ვიძახი უკვე სკაირიმზე, მეორეს პირველზე გაცილებით უკეთესი გრაფიკა ქონდა და ბევრათ უფრო მრავალფეროვანი თამაში იყო ჩახლართული გრძელი სიუჟეტით

Link to comment
Share on other sites

მეორე ნაწილის გარჩევის მეორე და მესამე ნაწილიც დაიდო:

https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88193/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-ii-chast-2

https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88194/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-ii-chast-3

ფაქტიურათ 20 წლის უკანდელი თამაშია ეგ მეორე, იმ დროისთვის ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მაგ ჟანრში, აი მეოთხე უკვე ბუნების შეცდომა ნაწილი იყო და არაფრათ აღარ ვარგოდა, ამიტომ მეხუთე აღარც გამოუშვია მაგ გერმანულ სტუდიას და მერე Risen სამი ნაწილი გამოუშვეს, რომელიც უკვე პირველი ორი გოთიკის დონის აღარ იყო, მაგის შემდეგ Elex ორი ნაწილი გამოვიდა, მეორე მთლათ წინა წელიწადს და არც ეგ ვარგა რამეთ მგონი, ეგ ნაწილი კი მაქვს დახურული მაგრამ 2002-2003-ში კი არა და დიდი დაგვიანებით დავხურე ასე 5-6 წლის შემდეგ თამაშის გამოსვლიდან მგონი, შეიძლება მეტი დროც გავიდა აღარ მახსოვს ზუსტათ

Link to comment
Share on other sites

მაგ გარჩევის მეოთხე და მეხუთე ნაწილიც დაიდო:

https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88195/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-ii-chast-4

https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88196/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-ii-chast-5

A remake of the first part of Gothic with many improvements is scheduled for 2024 https://en.gamegpu.com/game/remejk-pervoj-chasti-gothic-s-mnozhestvom-uluchshenij-namechen-na-2024-god

 

Link to comment
Share on other sites

მესამე გოთიკის გარჩევა დაიწყო მაგ ბლოგერმა: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88474/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-3-chast-1 მოკლეთ დაუტვიკავ ორიგინალურ მესამე გოთიკას საკმაოთ უბრალოთ გრაფიკა ქონდა, როგორც იგივე სკაირიმს ან ომლივიონს, დაჟე ვიტყოდი რომ მეოთხე ელდერ სკროლზე ბევრათ უბრალო იყო თუმცა ბევრათ ძველი თამაში ეგ არაა, მაგრამ მერე მოდიფიცირებული ვერსია გამოუშვეს ლევი სადაც სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა თამაშმა, ზოგ მონაკვეთში ლამის ტექსტურები ობლივიონზე კარგი ქონდა უკვე და სულ სხვა ვიდზე დადგა მაგ მოდით თამაში, მანდ არა მარტო გრაფიკა ძალზე ბევრი ბაგი დაფიქსეს მახსოვს, ანუ თავიდან ძალზე დაბაგული გამოუშვეს მესამე ნაწილი, ერთი მომენტი არც ითამაშებოდა, მაგრამ ჩემი აზრით დაჟე მაგ გაუმჯობესებების შემდეგ მეოთხე ელდერ სკროლში ჯობია, მაგრამ ცალკე სიუჟეტით გოთიკა უკეთესია მაინც და უფრო საინტერესო კვესტები ეძრობოდა, მოგვიანებით ეგ პაჩი 2011 წლის ოფიციალურ ვერსიაშიც დაამატეს და უკვე სხვა ვიდზე იყო თამაში:

 

2011 წლისთვის არც ეგეთი ბანძი გრაფიკა ქონდა მაინც და მორალურათ დაძველებული, აგერაა დიდი გიდი გრაფიკის დასატვიკათ:

დაუსრულებელი იგრაა მეორე ნაწილის არ იყოს, ძალიან გრძელი თამაშია

Link to comment
Share on other sites

მესამე ნაწილის განხილვის მეორე ნაწილიც დაიდო: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88475/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-3-chast-2 ნუ მე სამივე ნაწილი მაქვს დახურული თავის დროზე, მესამეს დავუწერდი ალბათ 85% შეფასებას, ოღონდ უკვე განახლებულ ვერსიას, ორიგინალი ძალიან დაბაგული იყო და ცუდი დასახური მაგის გამო, თან განახლებული ვარიანტი გაცილებით კარგი ვიდზეა მაინც

Link to comment
Share on other sites

მაგ განხილვის მესამე და მეოთხე  ნაწილიც დაიდო: 

https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88476/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-3-chast-3

https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88477/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-3-chast-4

ნუ განახლებული 2011 წლის ვერსიის განხილვა ცალკე დაუწყია მაგ ბლოგერს: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88489/moi-vpechatleniya-ot-igry-gothic-3-forsaken-gods-chast-1 მე ეგ ვერსია არ დამიხურია მაგრამ რომ ვხურავდი გამოსული იყო უკვე არაოფიციალური პაჩი გაძლიერებული გრაფიკით და დობრათ დაფიქსული ბაგებით, რომელიც ბოლოს ოფიციალურ ვერსიაში დაამატეს რამდენიმე წლის შემდეგ უკვე

Link to comment
Share on other sites

მაგ რუსმა ბლოგერმა ეხლა Arcania Gothic 4 ნაწილის განხილვა დაიწყო:

https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88526/moi-vpechatleniya-ot-igry-arcania-gothic-4-chast-1

https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88527/moi-vpechatleniya-ot-igry-arcania-gothic-4-chast-2

ნუ ეგ ნაწილი მე არ დამიხურია და საკმაოთ დაეცა საერთო დონე უკვე და ვიტყოდი რომ არც ღირდა დასახურათ ალბათ როცა გამოვიდა მაშინაც კი, მაგრამ პირველმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და მერეც ხოშიანი იყო, დაჟე პირველზე უკეთესი, მესამე ნაწილს კიდე უკვე თანამედროვე ოპენ-ვორლდ ეკშენ-რპჯ სტილი აქვს მთლათ, ბევრი რამე მაქედან აიღეს სხვა თამაშებშიც მოგვიანებით უკვე

 

Link to comment
Share on other sites

ესეც მეოთხე გოთიკის გაღჩევის მესამე ნაწილი: https://overclockers.ru/blog/ddr77/show/88528/moi-vpechatleniya-ot-igry-arcania-gothic-4-chast-3 ეგ ნაწილი დაფეილდა და არაფერი საინტერესო თითქმის აღარ დარჩა მაგ ბოლოში უკვე, ალბათ მაგიტომაც აღარ გამოუშვიათ მეხუთე ნაწილი მაგ სერიიდან

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.