Jump to content

Brother in Arms: Hell's Highway - განხილვა


Recommended Posts

4d370e6067c3f3493305837fa0ed1383-Brothers_In_Arms__Hell_s_Highway.jpg

Brother is Arms ამ სათაურის წაკითხვისას თავიდანვე ვხვდებით რომ ისტორია მეტყველებს ნამდვილ მეგობრობასა და ერთგულებაზე, რადგან რა ასოცირდება ამ ორ ხსენებულთან უფრო მეტად ვიდრე ძმა? ამგვარი თბილი გრძნობები ამჯერად მე–2 მსოფლიო ომის დროინდელ ევროპაში გადადის, სადაც 101 სადესანტო ქვედანაყოფი ყველასათვის საყვარელი მეთ ბეიკერის ხელმძღვანელობით, ცდილობს შეასრულოს თავისი მისია და ოკუპირებული ჰოლანდია ფაშიზმის კლანჭებიდან გაათავისუფლოს, მაგრამ ეს სტატია არ დაწერილა მეტად ჩამთრევი სიუჟეტის ასაღწერად, არამედ მინდა $#^#(|ადო  მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ ამ თამაშის შესახებ.

Gameplay:

სიუჟეტის პარალელურად თამში გამოირჩევა თავისი მეტად დახვეწილი და კარგად შესრულებული გეიმფლეით, რომელიც მოთამაშეს არ აძლევს წამს მოწყდეს ტყვიების ზუზუნსა და ძვლების მსხვრევის ხმას. რა სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს, ვირტუალური ადამიანისათვის  სიცოცლის წართმეა არასოდეს ყოფილა ასე სასიამოვნო, ეს კიდევ ერთი შანსია პასუხი მოთხოვო იმათ ვინაც თავის პერიოდში მილიონობით სიცოცხლე შეიწირეს, ამჯერადაც ვირტუალური სახით. ომის ხიფათსა და ტყვიის საშიშროებას როგორც ჩვენ ამ თამაშის შემქმნელებიც აანალიზებდნენ, რის გამოც მოთამაშეს ნებისმიერი ობიექტის გამოყენება შეუძლია როგოც ერთგვარი cover, მოითქვას სული და შემდგომ სვლა განაგრძოს. თავის შეფარების დროს, გვხვდება კამერის მეტად საინტერესო ცვლილება რომელიც საშუალებას გაძლევთ სახეში შეხედოთ თქვენს მოთამაშეს, კერძოდ ამ სიუჟეტის პროტაგონისტს ბეიკერს. მიუხედავად იმისა რომ თამაშში არ აღინიშნება არსენალის სიმრავლე, უკვე არსებული იარაღების ხარისხი იმ დონემდეა შესრულებული რომ არ გაგაფიქრებთ ამ პრობლემაზე. მსხვრევადი ობიექტები და შესანიშნავი გრაფიკა მაქსიმალურად გაახლოებთ რეალობასთან, ხოლო წოდება „უფროსი სერჟანტი“ რომელსაც თქვენი გმირი ატარებს, ნამდვილად არაა შერჩეული ტყუილუბრალოდ, ამჯერადაც როგორც ამ თამაშის წინამორბედებში თქვენ ისევ გეძლევათ ქვედანაყოფები, რომელთა ნებისმიერი წევრი თავისი საკუთარი ხასიათითა და მანერებით გამოირჩევა, სიტყვას გაძლევთ თქვენს გუნდში, ყველა თავისებურად უნიკალური წევრია.

Supressing enemy

როგორც ნამდვილ საბრძოლო ველზე,  თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მოწინააღმდეგეზე უპირატესობა, უბრალოდ ჩაახშოთ იგი და რამოდენიმე ხნის განმავლობაშ მისი არწივის თვალი სამიზნიდან მოაშოროთ, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი ჯარისკაცები უცბად განალაგოთ უსაფრთხო და მომგებიან ადგილებზე, სანამ მტერი შოკისაგან გამოსვლას მოახერხებს. ზემოდხსენებული ისევ და ისევ იარაღის მეშვეობით ხდება, მისი გონება მთლიანად იმაზე იქნება კონცენტრირებული თუ როგორმე არ მოხვდეს ტყვიის წვიმის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში გახსნილ ადგილას გამოჩენისას, თქვენ ან რომელიმე იუნიტი უკიდურეს შემთხვევაში სასიკვდილოდაა განწირული, რაც კიდევ ერთი პლიუსია რადგან თქვენ შეგიძლიან შეიგრძნოთ ნამდვილი ბრძოლის საშიშროებები და მიიღოთ არც მეტი არც ნაკლები ნამდვილი საბრძლო ტაქტიკური გამოცდილება. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმ შუალედში როდესაც გერმანელი ნაცისტი იმაზე დარდობა თუ რატომ ეწია მას ასეთი ბედი.

AI

ხელოვნური ინტელექტზე საუბრისას უბრალოდ შეუძლებელია არ აღინიშნოს მისი დამუშავებულობა თუ რა დონეზეა მიყვანილი არარეალური აზროვნება. მაგალითად მომყავს სიტუაცია როდესაც აუცილებელია ჩუმი მოქმედება, ჩვენი გმირების ნაბიჯიც და ლაპრაკის ტონი/ხმა სიტუაციის დონემდე დადის, ხოლო შუა ბრძოლის დროს კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ერთმანეთს რამე გააგონონ. ბრძოლის დროს როცა შემოვლითი გზით წასვლას დააპირებთ, რათა მტერს ზურგში დაარტყათ შეეცადეთ არავინ დაგინახოს, რადგან ჭკვიანი მოწინააღმდეგე თქვენ ჩანაფიქრს მაშინვე ხვდება და იდეის შესრულებაში მაქსიმალურად გიშლით ხელს. უკვე ხელოვნურმა ინტელექტმა იცის როდაა საჭირო სროლა, როდისაა საჭირო ზუსტი სროლა და როდისაა საჭირო ჩამხშობი სროლა. როცა მთავარი გმირი რაიმე დაზიანებას ღებულობს მისი თანამებრძოლები უნებლიედ გახსენებენ იმას რომ საჭიროა რამეს თავი შეაფაროთ. ამდენ პლიუსთან ერთად საჭიროა, ისიც აღინიშნოს რომ, ზოგჯერ ზემოთხსენებული უბრალოდ ითიშება, მოწინააღმდეგეს რამოდენიმე პატარა შემთხვევაში რამოდენიმე წამით სროლა ავიწყდება, ხოლო თქვენი მორჩილები ბრძანებებზე არ რეაგირებენ.

Sound

ყველაფრის მიუხედავად, თამაშის მთავარი სიმდიდრე მისი უმინუსო ხმის ეფექტებია, რომელსაც შენი გონება საბრძოლო ვითარებებში გადაჰყავს.შესამჩნევია ის ფაქტი რომ ყველა იარაღი თავისი უმაღლესი ხარისხის ხმითაა დაჯილდოებული, ტყვიის ზუზუნი და მსხვრევა არასოდეს ყოფილა ასე სუნთქვაშემკვრელი. ხმის ეფექტს თამაშში უდაოდ 10/10 ეკუთვნის მისი უნაკლობის გამო, ხოლო ბეიკერის სიტყვების : CORIAN!! LAY DOWN SOME FLOWERS ON THAT GUN-ის მოსმენა ერთ რამედ ღირს.

ეს ის შემთხვევაა როდესაც თამაშის პლიუსმა ბევრად გადაწონა მისი მინუსები რაზეც ჩემი შემდგომი შეფასებას მეტყველებს:

Gameplay: 8,5/10

Story: 9/10

Graphics: 9/10

Overall: 9,2/10

დაწერილია Gio14-ის მიერ სპეციალურად Overlockers.ge-სათვის. გმადლობთ ყურადღებისათვის

bia-hells-highway.jpg

brothers-in-arms-hells-highway-review1.jpg

bia_large_1.jpg

BROTHERS-IN-ARMS-HELL-R70528-0.jpg

brothers-in-arms-hells-highway-20070710105239038_640w.jpg

brothers-in-arms-hells-highway-20060827062831849_640w.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.