Jump to content

Recommended Posts

"როგორც იქნა ციტადელის კონსულმა ირწმუნა, რომ რიპერები - მანქანათა უძველესი რასა მართლაც არსებობს და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მთელი გალაქტიკისათვის. პანიკის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი მოღალატე სპექტრს (სარენს) დაბრალდა, მეთაური შეპარდი კი გეთებთან საბრძოლველად გაგზავნეს. ერთი შეხედვით ყველაფერი დასრულდა...

...მაგრამ მათთვის, ვინც სიმართლე იცის, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება..."

ერთ-ერთი სადაზვერვო მისიისას ჯერ კიდევ უცნობი (და ახალი) მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით ანადგურებს Normandy-ს, შეპარდი კი ღია კოსმოსში გაგლეჯილი სკაფანდრით აღმოჩნდება...

ubjdqc0z1tg5cm4ztil7.jpg

BioWare ზუსტად მისდევს დაგეგმილ გრაფიკს, არ გვიგვიანებს თამაშებს... ME2-ის სიუჟეტიც ისე განავითარეს, რომ მოთამაშეს მეორე თამაშში შეუძლია "შეიყვანოს" პირველი თამაშის პროფილი (რომელსაც სამწუხაროდ მცირედ, მაგრამ მაინც აქვს გავლენა ME2-ისსიუჟეტზე) და ამასთან მაინც შეცვალოს შეპარდის გარეგნობა. რათქმაუნდა, შეპარდი ხომ ღია კოსმოსში აღმოჩნდა, ფაქტობრივად მოკვდა და თავიდან "ააწყვეს", ასე რომ რა გახდა ერთი პლასტიკური ოპერაცია?... და იცით რამდენი წელი გავიდა ME1-სა და ME2-ს შორის თამაშში? ზუსტად იმდენი, რამდენიც რეალობაში - 2 წელი და "რამდენიმე" თვე...

ასეა თუ ისე, შეპარდი ადამიანთა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "Cerberus"-მა "აღადგინა მკვდრეთით" და დაიქირავა იმისთვის, რომ განადგურების პირას მიყვანილი კაცობრიობა გადაარჩინოს. თურმე ნუ იტყვით და იმ 2 წლის მანძილზე, რაც შეპარდმა "საიქიოში" გაატარა, ვიღაც უცნობი მტერი პირწმინდად ანადგურებდა ადამიანთა კოლონიებს სხვადასხვა პლანეტებზე. შეპარდის ძველი გუნდის წევრები (ვინც თავად შეპარდისვე "წყალობით" არ იქნენ მოკლულნი ME1-ის მიმდინარეობისას) სხვადასხვა საქმით არიან დაკავებულნი, მაგალითად ეშლი/კეიდანი დაწინაურდა და ალიანსის სამხედრო ძალებზე მუშაობს, ვრექსი მშობლიურ ტუჩანკაზე ცდილობს კროგანთა კლანების გაერთიანებას, თალი მიგრაციულ ფლოტშია, ლიარა შედოუ ბროკერზე მუშაობს პლანეტა აილოსზე, გარუსი კი ისე გაუჩინარდა, რომ თვით ცერბერუსმა და მისმა მეთაურმა - Illusive Man-მაც ვერსად მიაგნო... ასე რომ შეპარდმა უნდა შეკრიბოს ახალი გუნდი... მოდით, გავეცნოთ თითოეულ მათგანს...

1. ძლიერი სუსტი სქესი... ანუ მირანდა ლოუსონი.

t35zp9xydb0hb98ys34k.jpg

ბიოტური ძალებით და შესანიშნავი სხეულით დაჯილდოებული ქალი, რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა ტირანი მამის ხელში. შეპარდის მარჯვენა ხელი. პრობლემები აქვს მამასთან, რომელსაც თავის ტყუპისცალ დას უმალავს, რათა მამამისმა ისიც არ "სრულყოს" ბიოტური, ან სხვა რამ შესაძლელბობებით...

http://www.youtube.com/watch?v=ZcOYVImLCIw

2. "ის შავი კაცი ვიღა იყო?" ანუ ჯეიკობ ტეილორი.

9seyhjmzxvx01oxbr840.jpg

ჯეიკობი ალიანსის ფლოტის ყოფილი წევრია, გარკვეული მიზეზების გამო ცერბერუსს შეუერთდა. ისიც ბიოტურია და საკმაოდ უღიმღამო პერსონაჟი გახლავთ. მასაც აქვს პრობლემები მამასთან, უფროსწორად, მანამ ქონდა, სანამ მამამისის სატვირთო ხომალდთან ერთად გაქრებოდა... და როცა ტეილორ-უფროსი კვლავ გამოჩნდა, პრობლემებიც გაგრძელდა... საერთოდ ოჯახური პრობლემები დღევანდელობაში ჩვეული ამბავია და თამაშის შემქმნელები ამას საკმაოდ ოსტატურად იყენებენ Mass Effect 2-ში...

3. "ვებრძოლო მოღალატე სპექტრს და ამისათვის არავინ პასუხი არ მომთხოვოს? მგონი ეს დაცვაში მუშაობაზე საინტერესოა!" ანუ გარუს ვაკარიანი

rnvtljmwpoy3nfllpblv.jpg

როგორც ჩანს სომხებმა ME2-შიც ბლომად ჩაყარეს ფული და მოსომხო გვარის მქონე ტურიელი აქაც ძირითად შემადგენლობაშია. შეპარდის სიკვდილის შემდეგ გარუსმა  გადაწყვიტა მარტო შებრძოლებოდა უსამართლობას და თავისი საქმეების გამო „Archangel“-ის, ანუ „მთავარანგელოზის“ სახელიც დაიმსახურა. რათქმაუნდა როდესაც მოთამაშე შედის კუთხეში მომწყვდეული „მთავარანგელოზის“ სამყოფელში და ხედავს ტურიელის უნიფორმაში გამოწყობილ, ჯერ კიდევ ჩაფხუტიან მებრძოლს, თავში ძალაუნებურად გაუელვებს აზრი „ტურიელის ფორმა, ალბათ გარუსი იქნება“ და ასეთი მოთამაშე მართალიც იქნება.

ერთი სიახლე, რაც გარუსს ამ თამაშში დაემატა, დაჩეხილი სახეა. შეპარდი ირონიულად აღნიშნავს კიდეც „გარუს ყოველთვის მახინჯი იყავი და ორიოდე ნაკაწრი ვერაფერს დაგაკლებს“.

ხასიათი უცვლელია - სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა და თავშეკავებული (რამდენადაც ეს შეიძლება) მრისხანება.

4. "წესდებით მე შენ გემსახურები. შენი არჩევანი ჩემი არჩევანია, შენი მორალი - ჩემი მორალი. შენი სურვილი - ჩემი წესდება. მაგრამ ზღვარს თუ გადახვალ, მოგკლავ", ანუ სამარა.

n6zmtzckauktyej0ihz3.jpg

სამარა გახლავთ ასარის „ჯუსტიკარი“, ანუ სპეცაგენტი, რომელიც ბიოტური თვისებებითაა დაჯილდოებული. „ბიოვეა“ ვერ ეშვება ძალად-მომხიბვლელი ლურჯი ქალებით თამაშის გაძეძგვას და ამჯერად გვთავაზობს 40 წლის შეხედულების მქონე (ადამიანური საზომით) არც ისე სიმპათიურ „დეიდას“ შინდისფერ კოსტუმში, რომელიც მრისხანებისას ისე ალდება ლურჯად, როგორც ჰადესი დისნეის მულტფილმ „ჰერკულესიდან“. ყველა "სიკეთესთან" ერთად სამარა საკუთარ მანიაკ შვილს დასდევს მოსაკლავად. და რაღათქმაუნდა მდარე ხარისხის სერიალების მსგავსად, Mass Effect 2-შიც ვხვდებით ქალების ჩხუბს:

სხვათაშორის შეპარდს შეუძლია სამარა მოაკვლევინოს. ამ შემთხვევაში მის ადგილს მორინთი დაიკავებს...

5. "გალაქტიკის ბედუინი", ანუ Tali’Zorah Vas Nemaa/Vas Normandy Nar Rraya

9xh3z3zxfz4e9zr0o132.jpg

თალი - ძველი გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ახალ გუნდშიც შევიდა. სანამ შეპარდი საიქიოში მოგზაურობდა, ქუარიელმა თავის ქვეყანაში, უფროსწორად, „მიგრაციულ ფლოტში“ დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა როგორც ჩანს შეპარდთან გატარებულმა დრომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თალიზე და ისიც კვლავ ძველ მეთაურს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ თალი’ზორა აღმოსავლელი ქალის იერს ატარებს, შეიძლება არა გარეგნულად (თუმცა ორნამენტებით შემკული თავსაფარი და მორთული კოსტუმი ზუსტად აღმოსავლეთისკენ გვახედებს), არამედ შინაგანად. თანაც მისი აღმოსავლური აქცენტი... დაუვიწყარი პერსონაჟია ჩემი აზრით.

http://www.youtube.com/watch?v=F3hvhw-FGwQ

კინაღამ დამავიწყდა! როგორც იქნა ვიხილეთ, როგორ გამოიყურება მომთაბარე ქუარიელების ფლოტი:

4hn8woxa2ofi4vm8n6tz.jpg

6. "არ მადარდებს სად ვიბრძოლებ, მთავარია ვიბრძოლო", ანუ გრანტი.

d1gypbfgwr631im0x2qr.jpg

გრანტი კროგანია, მხედართმთავარ ოკირის მიერ სინჯარაში გამოყვანილი „ბავშვი“, „სრულყოფილი“ კროგანი. რათქმაუნდა როგორც მისი რასის ყველა დანარჩენი წარმომადგენელი, გრანტიც აგრესიული და ფიცხია, თუმცა მეტ-ნაკლებად შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი. საერთოდ იგი სულით ხორცამდე მეომარია - აღნაგობით, ხასიათით, სიცოცხლისუნარიანობით... მაგრამ სამწუხაროდ ფიქრი არ სჩვევია...

http://www.youtube.com/watch?v=W9m-1JMfwmk

7. "ჩვენ არ გვაქვს შიშის გრძნობა, მაგრამ ვიცით, როგორ მოქმედებს ეს გრძნობა თქვენზე", ანუ ლეგიონი.

rpnyakrgoppj31k5x5o0.jpg

ლეგიონი (Legion) - შეპარდის გუნდში ალბათ  არცერთი რასის წარმომადგენლის გამოჩენა არ იყო ისეთი მოულოდნელი, როგორც გეთის. რათქმაუნდა გეთი სინთეტია, ან თუ გნებავთ უბრალო რობოტი და ამიტომ ცოტა არ იყოს „გონებაშეზღუდულია“ - მანქანასავით აზროვნებს და საუბრობს. როგორც მოგეხსენებათ, გეთებს ინდივიდუალური აზროვნება არ აქვთ, გამონაკლისი არც ლეგიონია, მასში 1184 გეთის ცნობიერებაა გაერთიანებული და ალბათ ამიტომ საკუთარ თავზე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს. ცხადია თავის საკუთარ სახელადაც „გეთი“ მიაჩნია, ამიტომ ხომალდის რობოტი სთავაზობს მას ახალ სახელს - „ლეგიონს“. იგი ბიბლიიდანაა აღებული - „სახელი ჩუენი ლეგიონ არს, რამეთუ ვართ ბევრნი". ასეა თუ ისე, კონკრეტულად შეპარდის დაქვემდებარებაში მყოფი გეთის „სხეული“ სხვათაგან მაინც განსხვავდება - ლეგიონს მკერდი აქვს გაგლეჯილი და „ჭრილობას“ შეპარდის მსგავსი, “N7” ჯავშნის ნაწილები უფარავს.

სხვათაშორის საინტერესოა ლეგიონის შექმნის რეალური ისტორია - თამაშის შემქნელებს გაუჩნდათ „განსხვავებული“ გეთის შექმნის იდეა, რომელიც მოთამაშისთვის რაიმე, მისთვის ნაცნობი კომპონენტით იქნებოდა აღჭურვილი და მხოლოდ თამაშის შექმნის ბოლო სტადიაზე გადაწყდა ლეგიონის შეპარდის ძირითად შემადგენლობაში ჩართვა. ესეც ლეგიონის "საიდუმლო" თვისება - ცეკვა:

გეთს მიმიკებიც აქვს:

6ujj0x9czzvs0v5z8kkt.jpg

რაც მას უფრო "ადამიანურს" ხდის.

8. "მე ხალხს ვეხმარები, კარგებს ვკურნავ, ცუდებს - ვკლავ. ორივე მეთოდი დახმარებაა", ანუ მორდინ სოლუსი.

fhm0nxo96hu1hwmyk9n.png

თუ სალარიელების სამშობლოში არის სამეგრელო, მაშინ მორდინი უთუოდ მეგრელია. სხვა თანამოძმეებისგან განსხვავებით აქვს ყავისფერი კანი და ქალის ტუჩები (არა, კაცია აშკარად). აკლია მარჯვენა ყური, ანტენა თუ კოპი (რაცაა მოკლედ). გახლავთ ტექნოლოგიების ექსპერტი, ზომიერად ემოციური, წელში კითხვის ნიშანივით მოკაკვული კვერცხისმდებელი არსება, რომელსაც აწუხებს წარსულის ცოდვები, კონკრეტულად კროგანების გენოფაგზე (თუ გენოციდზე) მუშაობა. ცდილობს შექმნას ანტი-გენოფაგი, თუმცა მისივე თქმით „პირველმნიშვნელოვანია კოლექტორების დამარცხება, არა გენოფაგის საწინააღმდეგო ფორმულის გამოყვანა“.

9. "ვინმეს თავს თუ გავუხეთქავ შეშინებული ბავშვიდან უმალ სასტიკ მკვლელად ვიქცევი. იდიოტები", ანუ ჯეკი.

bjseq8uhlheb6bh6a2f.jpg

ჯეკი. ქალი. ალბათ „ჟაკლინი“ ქვია. ცერბერუსის მიერ გენმოდიფიცირებული „სუბიექტი ზერო“, რომელსაც ბიოტური თვისებები შესძინეს. ჯეკს ნევროზი, მრისხანება, მერყეობა და თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი სხვა „სიკეთეები“ უხვად აქვს, ალბათ ამიტომ სძულთ იგი გეიმერებს - ისინი მასში საკუთარ თავს ხედავენ. ქვეშეცნეულად და არა გააზრებულად.

10. "არ შეიძლება პიროვნება განსაჯო მხოლოდ მისი ნამოქმედარის მიხედვით", ანუ თეინ კრიოსი.

90bh7nuxe03yk9bdxmk.jpg

დროლი. დიახ, ახალი რასის წარმომადგენელი. სხვათაშორის ამ რასის უცხოპლანეტელები Mass Effect 2-ში მხოლოდ ორნი არიან - თეინი და მისი გზას აცდენილი შვილი.

კრიოსი ამფიბიაა, ლაყუჩებით და აპკიანი თითებით ხვლიკს წააგავს, ელეგანტურ ქერცლიან კოსტუმშია გამოწყობილი და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა, ამასთან ღრმადმორწმუნეა (მართალია მართლმადიდებელი არ არის, მაგრამ მაინც). იგი უკურნებელი სენითაა დაავადებული, წელიწადზე ნაკლები სიცოცხლე აქვს დარჩენილი და ცდილობს ეს დრო სამყაროს ბოროტებისგან გასასუფთავებლად გამოიყენოს. არატიპიური პერსონაჟია მკვლელისთვის, ვიტყოდი, რომანტიულიც კი. გეთანხმებით, მკვლელისთვის უჩვეულო ტიპაჟია და ალბათ სწორედ ეს იზიდავს მოთამაშეებს მასში. თუმცა თეინით გამოწვეული აღფრთოვანება თუ დაინტერესება აღფრთოვანებად რჩება - მოთამაშეს მოსწონს ის, რაც თავად არ არის და არ ცდილობს იყოს ისეთი, როგორიც კრიოსია, ურჩევნია პირდაღებული მიაშტერდეს მწვანე ხვლიკს, სინამდვილეში კი ჯეკის ან გრანტის მსგავს პიროვნებად რჩება... ან უკეთეს შემთხვევაში - გარუსის მსგავს პიროვნებად.

http://www.youtube.com/watch?v=ojEyt0t2Rog&NR=1

11. კომიკური გადახვევა, ანუ ჯოკერი.

6qpi3bz8a64fawe5n4o.jpg

ხომალდის მფრინავი ჯეფ მორო, იგივე ჯოკერი არ გახლავთ ME-ს "ძირითადი შემადგენლობის" წევრი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ იგი არ გახლავთ მებრძოლი და მფრინავის სავარძელში მოკალათებულს ურჩევნია საქმის კეთება, ჯოკერმა მაინც მოახერხა თამაშის ფანების გულების დაპყრობა და ME 2-ის ერთ-ერთ ეპიზოდში მოთამაშე მასაც მართავს. ყველა სიკეთესთან ერთად Normandy-ს კატასტროფისას ჯოკერი ექიმ ჰაუსივით დაკოჭლდა და წელშიც მოიხარა.

მორო ვერ იტანს ხომალდის ხელოვნურ ინტელექტ EDI-ს, რომელსაც ახალი ნორმანდიის მთავარ ნაკლად მიიჩნევს და ერთ-ერთ მომენტში ეუბნება კიდეც „Daisy Bell"-ის სიმღერას თუ დაიწყებ მერე კარგად იქნება ჩემი საქმეო. ცხადია ეს “Bioware”-ს მორიგი გონებამახვილობაა - სწორედ ამ სიმღერას მღეროდა ფილმ “2001: A Space Odissey”-ში ხომალდის ჭკუიდან გადასული ხელოვნური ინტელექტი.

http://www.youtube.com/watch?v=RI478oOWHes

იმისთვის, რომ მოთამაშემ არ მოიწყინოს, BioWare-მა რამდენიმე ახალი რასა მიუმატა თამაშს. ესენია:

lbiqxrjol1nq7itckdy.png

პრიმიტიული ვორჰა, რომელიც ბრძოლის მეტს არაფერს აკეთებს და მხოლოდ Blood Pack, ან კიდევ სხვა დაქირავებულ მებრძოლთა ბანდფორმირებებშია გაწევრიანებული. აქვთ რეგენერაციის უსწრაფესი სიჩქარე.

vei676ttufj2ijyh6nd6.jpg

ოთხთვალა ბატარიელები, რომლებიც ვორჰაზე ოდნავ მეტად განვითარებულნი არიან, რადგან ცოტა უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და ბევრი მათგანი Blue Suns დაჯგიფებაშია გაწვრიანებული, რომელიც Blood Pack-ზე უკეთესია სხვათაშორის.

დროლები, როგორც უკვე ვახსენე, თეინი და მისი ვაჟი.

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს საკმაოდ კარგი რობოტოტექნიკა:

zpooe1qrwagalfgi7vhb.jpg

დიდი - YMLR Mech და პატარა LOKI Mech, გარდა ამისა თამაშში არის ოთხფეხა რობოტებიც, FENRIS Mech. ყოველი მათგანი საკმაოდ კარგად არისგაკეთებული, განსაკუთრებით LOKI, რომელიც დაზიანების შემთხვევაში ან მიწაზე დახოხავს "წელში" გაწყვეტილი, ან ცალხელა დადის, ან სულაც უთავო...

იმის მიუხედავად, რომ თამაშში გეთებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს, ლეგიონის წყალობით შეგვიძლია ახალი ინფორმაცია მივიღოთ ამ რასის შესახებ. თურმე გეთებს სამოქალაქო ომი აქვთ გაჩაღებული. მათი ერთი დაჯგუფება რიპერებს თავის ღმერთებად აღიარებს, რასაც მეორე, საღად მოაზროვნე ნაწილი არ ეთანხმება და პირველთ "ერეტიკოსებს" ეძახის. გარდა ამისა გაირკვა, რომ გეთებს ინდივიდუალური ცნობიერება არ გააჩნიათ, მათი ცნობიერება და ინტელექტი სპეციალურ "ბანკში" ინახება:

17vf4qes80sdcbdj84ze.jpg

და იტვირთება "მობილურ პლატფორმებში" (თავად ლეგიონი სწორედ ამ ტერმინს იყენებს), რომლებსაც შემდეგ მოთამაშე ებრძვის. BioWare-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გეთები ტრილოგიის სამივე ნაწილის განუყოფელი შემადგენელი იქნება. იმედი მაქვს, ME3-ში გეთები და სხვა რასები ბოლოსდაბოლოს გამონახავენ საერთო ენას.

და რაღათქმაუნდა მთავარი მოწინააღმდეგე - კოლექტორები. ეს მწერისმაგვარი რასაა, ფრთოსანი, დიდად უშნო და არც ისე ძლიერი სხვათაშორის.

f0ubfwq4v9sb17brzc87.png

თამაშის მსვლელობისას ირკვევა, რომ კოლექტორები იგივე პროთეელები არიან, რომლებიც რიპერებმა დაიმონეს და გენეტიკურადაც შეცვალეს. ახლა კოლექტორები რიპერების ყურმოჭრილი მონები არიან და გალაქტიკის ცენტრში, უზარმაზარ კოსმოსურ ბაზაზე ცხოვრობენ:

dkuylsecxcv34mv23qzv.jpg

გალაქტიკის ამ ნაწილში მოხვედრა მხოლოდ Omega 4 სადგურის გავლით შეიძლება, რომელიც სხვა სადგურებისგან განსხვავებით, წითელ ძალურ ველს ქმნის:

1pxsvv68c28m34sdf9wt.jpg

შემდეგ კი სიუჟეტი გულახდილად რომ ვთქვა, ბანძდება. კოლექტორების ბაზაზე შეპარდს ხვდება "ადამიანი-რიპერი", აი ისიც:

7svkopg5kmy98n1nuqe.jpg

და მოკლედ, ნუ გამალანძღინებთ ამ ოქრო-თამაშს სიუჟეტის ჩავარდნის გამო რა :D

-----------------------------------------------------------------------------------

შეფასებას რაც შეეხება...

1. სიუჟეტი. კარგად არის დამუშავებული, ბოლოში ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით. სამწუხაროდ ME1-ის "ხილვებთან" ერთად გაქრა ერთგვარი იდუმალება. სხვათა შორის ერთ-ერთი "მეორეხარისხოვანი" მისიის შესრულებისას "ხილვა" ისევ ჩნდება, მაგრამ ამჯერად ხილვაში კოლექტორიცაა ჩართული, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ პროთეელებმა იცოდნენ რაც ელოდათ... აი ვიდეოც:

http://www.youtube.c...h?v=mJdQXiVWTAo

სიუჟეტი ისეა განვითარებული, რომ ციტადელის კონსულზე ბევრი აღარაფერია დამოკიდებული (ანუ სულ ერთია შეპარდმა გადაარჩინა ისინი თუ არა პირველ თამაშში). საბედნიეროდ არის კიდევ ერთი სიახლე - არ არის აუცილებელი, რომ შეპარდმა მოიგოს თამაშის დასკვნითი ბრძოლა. თამაშის შედეგი პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ერთგული და კარგად აღჭურვილი მებრძოლები (და ხომალდიც კი) ყავს შეპარდს. ეს სიახლე რომ არა, 5 ქულის მეტი არ ეკუთვნოდა სიუჟეტს, მაგრამ ახლა 7 ქულას ვწერ.

2. გეიმპლეი. გეიმპლეი აშკარად დაიხვეწა, როგორც HUD, ასევე სწრაფი წვდომის მენიუ, საიდანაც არამხოლოდ გუნდის მეომრების ძალების გამოყენება, არამედ მათი შეიარაღების მართვაც შეგიძლიათ. გარდა ამისა სასიამოვნო სიახლეა იარაღებისთვის შეზღუდული საბრძოლო მარაგი, უფროსწორად "თერმული კაფსულები". მარაგი შეუზღუდავია, მაგრამ იარაღის მიერ გამოყოფილი სითბო თერმულ კაფსულაში აკუმულირდება და მათი არქონის შემთხვევაში ვერც გაისვრით ;). გაუმჯობესდა დეკოდირების სისტემაც, რომელიც უფრო ლოგიკურ თამაშს დაემსგავსა. ტაქტიკას რაც შეეხება, აქაც არის რამდენიმე სიახლე, შეპარდს შეუძლია პლანეტის სკანირება, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით - სკანერს ატარებთ პლანეტის ზედაპირზე და საჭირო მომენტში გაისროლოს ქიმიური ელემენტის მომპოვებელი ზონდი.

გარდა ამისა შეპარდს აღარ უწევს იარაღის ყოვლად გაუგებარი გაუმჯობესებების გამოსაყენებლად სპეციალურ მენიუში შესვლა - იარაღის სხვადასხვა ამუნიცია ახლა პერსონაჟის "ძალებში" შედის. გარდა ამისა აღარაა საჭირო თითოეული პერსონაჟისთვის ინდივიდუალური უნიფორმის შეძენა - გაუმჯობესებები ავტომატურად ეხება ყველას. გეიმპლეი აშკარად 10 ქულას იმსახურებს.

3. გრაფიკა-ოპტიმიზაცია. აქაც 10 ქულას ვწერ, რადგან გრაფიკა გაუმჯობესდა და ჯღან-ენდ კომპიუტერები მაინც საკმაოდ კარგად "ქაჩავენ" ახალ თამაშს. გარდა ამისა არსად გამქრალა (გაქრა კიარა უფრო გამძაფრდა) Mass Effect-ის განუმეორებელი ატმოსფერო. თუნდაც გეთების სადგურზე, თუნდაც ერთ-ერთ პლანეტაზე, სადაც მზის ზემოქმედებით ჯავშანი ხურდება და შიშხინს იწყებს, ასე გეგონება, თითქოს კანი გეწვისო! თუნდაც კოლექტორების ხომალდზე, რომელიც მართლაც მწერების უზარმაზარი ბუდეა! ასტეროიდზე გაშენებული ომეგა, რომელიც დიდ სანაგვეს ჰგავს... მოკლედ შედარებები უამრავია. ატმოსფეროთო და გრაფიკით მართლაც კმაყოფილი ვარ.

ჯამური ქულაა 9. რაც შეეხება უფრო ტიტულოვანი საიტების შეფასებებს:

Eurogamer - 10/10

Game Informer - 9.75/10

GameSpot - 9/10[69]

GamesTM - 10/10

GameZone - 9.5/10

IGN - 9.6/10(US), 9.2/10 (UK), 9.3/10 (AU)

Official Xbox Magazine - 9.5/10 (UK 10/10)

PC Gamer UK - 90%

PC Gamer US - 90%

X-Play - 5/5

bit-tech.net - 10/10

Hardcore Gamer Magazine - 5/5

ცხადია ეს არ არის Mass Effect-ის შესაფერისი რევიუ, ის მეტს იმსახურებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩემს ძალებს აღემატება.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

P.S. სამწუხაროდ ყველა ვიდეო რატომღაც არ "ჯდება" პოსტში, ასე რომ თუ დაგაინტერესებთ, გადადით ლინკებზე.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

ძალიან მაგარია მიშ ჩემდა სამარცხვინოდ ეხლა დავხურე პირველი ნაწლი :unsure: და ვიწყებ მეორეს პირველი ძალიან მაგარი იყო მარა ბევრი ბაგები მხვდებოდა ხმებთან დაკავშირებით უაზო შიშინი და ა.შ

Link to comment
Share on other sites

მე ვხურავ პირველს და ჯერ ერთი ბაგიც არ შემხვედრია ხმა ხომ საერთოდ 5-ზე აქვს EAX HD 4.0 მაქვს ჩართული 128 ვოისზე 5.1 სპიკერებზე, მეორე ადონზე ვარ ეხლა გაჩერებული კაკრაზ და გლუკები საერთოდ არ ქონია ჯერ არსად და ერთი ვილეტიც კი არ მქონია ჯერ-ჯერობით

Link to comment
Share on other sites

მე 20 GB იანი ვერსია გადმოვწერე ყველაფერი 1 2 და რაღაც დამატებები ყველაფერი ერთად იყო ალბად ფაილი იყო რამე დაზიანებული არ ვიცი ვაინსტალირებ მეორეს ვნახოთ იქ იმედია აღარ იქნება ეს პრობლემა ისე გიო დამატებით მისიებს ასრულებ? მე მხოლოდ სიუჟეტს მივყევი :rolleyes: თორე ამ შიშინმა და უაზრო ხმებმა ტვინი წაიღო..

Link to comment
Share on other sites

აბსოლიტურათ ყველაფერს ვასრულებ, მე რელოადედის ისო რელიზი მაქვს დაყენებული და მაგაზე სკიდროუს გამოშვებული ისო რელიზი ორი ადონით სადაც 1.02-ზე პაჩავს დაყენების დროს და მერე უბრალოთ კრაკი უნდა ჩააგდო და მორჩა რაც მაგას მოყვება, ყველაფერი იდეალურათ მუშაობს, არანაირი შიშინი არა აქვს და თან ეგ EAX 4.0 HD-ზე ანუ hardware audio მაქვს ჩართული ოპციებიდან და მართლა მაგარი ხმა აქვს, გლუკი თავიდან ქონდა დაყენების შემდეგ და ლანჩერიდან კეში გავუწმინდე, ეგ რომ დაპაჩა და ადონები დააყენა რაღაცა აირია და წასაშლელი ყოფილა ზედმეტი ნასტროიკები და გასწორდა მერე გრაფიკაც და ყველაფერი, დაჟე არ ასეივებდა რომ ჩავრთე თავიდან და მაგის ბრალი არისო ფორუმებზე ვნახე მერე, კონსოლიც ჩავურთე ყოველ შემთხვევისთვის, მაგას როცა ურთავ სეივები აღარ დაზიანდებაო

Link to comment
Share on other sites

დავაყენე მეორე ნაწილი გრაფიკა ძალიან მაგარი აქვს !! მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ინგლისური გახმოვანებით არის ! და რუსული ტიტრებით დამეტანჯა თვალები ტიტრების კითხვით თავის დროზე უნდა მესწავლა ინგლისური :user: :crash:

Link to comment
Share on other sites

ფუ რომ გადავავლე თვალი შემრცხვა. რეები დამიწერია. ამ დროს საერთოდ არ ვიცნობდი Mass Effect-ს. სირცხვილი მე.

დავაყენე მეორე ნაწილი გრაფიკა ძალიან მაგარი აქვს !! მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ინგლისური გახმოვანებით არის ! და რუსული ტიტრებით დამეტანჯა თვალები ტიტრების კითხვით თავის დროზე უნდა მესწავლა ინგლისური :user::crash:

არ არსებობს ME2 რუსული გახმოვანებით სამწუხაროდ.

Link to comment
Share on other sites

აუ ძალიან მაგარია ამ ჟანრში ესეთი გრაფიკით ჯერ არაფერი მითამაშია ერთი ის ტეხავს Motion blur რო არ აქვს დანარჩენი ყველაფერი ძალიან მაგრად არის გაკეთებული

Link to comment
Share on other sites

პირველს ისე ფილმ ეფექტი გავუთიშე მარტო ეგ საერთოდ არ უხდებოდა და აბანძებდა მემგონი გრაფიკას, მითუმეტეს მე დავტვიკე და ლაპლაპებს ყველაფერი და ეგ აღარაა უკვე საჭირო, ბურუსივით ანახებდა მაგი რომ ჩართული ქონდა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.