Jump to content

Assassin's Creed 2 - განხილვა


Recommended Posts

assa2_x360.jpg

ტემპლიერთა და ასასინთა ბრძოლა გრძელდება, დიახაც ეს ისტორიული შერკინება Assassin’s Creed -ის უკვე რიგით მე-2 ნაწილს ითვლის. 2 წლიანი შესვენების შემდგომ უბიმ სახელურები აიკაპიწა და საქმეს შეუდგა, რის შემდგომაც ჩვენ მოგვევლინა  Stealth და უვკე Adventure ჟანრის კიდევ ერთი შედევრი.  9გბ მოცულობის ფაილი თავის წონას ამართლებს და ადამიანს წარმოუდგენს ნამდვილ გაშლილ სივრცეს, ძველ იტალიურ რენესანსის პერიოდში. არც დესმონდი დარჩა უკმაყოფილო იგი უკვე მორგებულია ანიმუსის რიგით 2.0 ვერსიას და საქადაგებლად მზადაა. ისტორიას ჩვენ ერთ ერთი იტალიელი ახალგაზრდის, ეციო აუდიტორე დე ფირენსეს სხეულში გვათავსებს და მის თვალებსა და გონებას გვანიჭებს, რომლის შემდგომ მთავარ გმირს მინიმუმ 20 მაქსიმუმ 40 საათ სიამოვნებას ანიჭებს, თავისი დამატებითი ქვესტებითაც, რაც მოთამაშეს ექსტრა სიამოვნებას ანიჭებს. ეს თამაში პირველისაგან მხოლოდ და მხოლო რამოდენიმე RPG ელემენტითა და უსერიოზულესი Gameplay-თი განსხვავდება, რომელიც მოთამაშეს მოწყენის შანსს არ აძლევს, როგორ უნდა მოიწყინო როცა ბრძოლა გიწევს: წყალში, მიწაზე, ცხენებით, ეტლებით არ დამიჯერებთ და ჰაერშიც კი. გაცოცხლებული რამოდენიმე ისტორიული პერსონაჟები როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი და სილვიო ბარბარგო 3 უძველეს ქალაქს მონტერიდჟონს, ფლორენციასა და ვენეციას უფრო საინტერესო ატმოსფეროს ჰმატებს. ქალაქები თავისი ისტორიული ხედებითა, უძველესი არქიტექტურითა და სისხლისმსმელი დარაჯებით ეხლა ინფრასტრუქტორის როლსაც გაკისრებენ, უნდა გაზარდოთ თქვენი  ვილის ეკონომიკა, უნდა გაალამაზოთ და ვაჭრებისათვის უფრო მიმზიდველი გახადოთ იგი.

  თამაშის ძრავი შემქმნელებმა იგივე დატოვეს როგორც პირველში გვხვდებოდა, არც გრაფიკამ განიცადა დიდი ცვლილება, მაგრამ დამეთანხმეთ ეს ის შემთხვევაა, როცა გრაფიკა მე-12423534543 ხარისხოვანია და თქვენ ამ ჩამთრევი სიუჟეტითა და თავბრუდამხვევი ილეთებით ტკბებით. თამაშში ძლიერ განიცადა ცვლილება ინტელექტმა, დარაჯები ეხლა ნებისმიერ კონფლიკტზე რეაგირებენ, ზოგს თავისი სუბიექტური აზრი აქვს და თუ არ მოეწონეთ იმ წამსვე ჩხუბზე წაქეზებას ცდილობენ, რაც ისევ და ისევ მოთამაშის ნერვებზეა დამოკიდებული, დაღვრის სისხლს თუ არა. აგრეთვე ინდივიდუალურები არიან გამვლელები, თუ თქვენი კრიმინალურობის დონა ქალაქში პიკს აღწევს, ჩვეულებრივ გამვლელებს ან ეშინიათ თქვენი, გარბიან, გერიდებიან, უკიდურეს შემთხვევაში დარაჯებთან გასმენენ ხოლმე. თამასში ზოგჯერ თქვენი თანამგზავრებიც გყავთ იქნება ეს ქურდთა მმართველი ანტონიო თუ ქუჩაში თვალთმაქცი მეძავეები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სიმაღლეზე ასვლას ლამობთ და მეგზურიც რითმში ვერ ჯდება, იგი მუდამ ეძებს უფრო ადვილ გზას თქვენამდე მოაღწიოს, იმის მიუხედავად ეს კიბე იქნება, მე-2 სახურავი ანდა რამოდენიმე ასეულ მეტრში მყოფი ასასვლელი, რაც მისიების დროს ცოტა არ იყოს ნერვების ამშლელია, რადგან თუ მეგზური შორს წავა თქვენი მისია იშლება მისი დაკარგვის გამო.

  არსენალის უდიდესი კოლექცია სირიული, ვენეციური, ფლორენციული ხმლები, ხანჯლები, აბჯარი ეს ყველაფერი მხოლოდ 1/10 ნაწილია არჩევნისა, გარდა ამისა პირველად ცხოვრებაში შეგიძლია მოირგოთ მოდური ტანისამოსი, რომელიც შემდეგი სიტყვებიდან გამომდინარე : Модная одежда из милана! მოდის დედაქალაქ მილანიდან უნდა იყოს , ორმაგი ფარული ხმლები, მუშტები, სასროლი დანები, შხმაი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, დამალული სასროლო იარაღიც კი გაძლევთ შანსს გამოიჩინოთ ცივსისხლიანობა და თქვენთვის სასურველი ულამაზესი გზით მოკლათ თქვენ ხელთ ჩაგდებული მსხვრეპლი, კისერს მოგრეხთ, ყელს გამოჭრით თუ მუცელს დაუფატრავთ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

   არც ჩვენ ძველ ბრატებს ვივიწყებთ და თამაშის პროცესში რამოდეინმეჯერ ვახსენებთ ალტაირს, ზოგჯერ მის ეპოქაშიც კი ვბრუნდებით

   შესაჯამებლად მინდა გითხრათ, რომ ზემოთ ხსენებული თამაში არის უდიდესი Fun, Story, Gameplay, Stealth, რამოდიმე მომენტში სტრატეგიის აჯამსანდალიც კი, რომელის ართამაში უბრალოდ გეიმერთა მიმართ უპატივცემლობა და თქვენი თავების  მიმართ უპასუხისმგებლობა, რადგან ეს არა მარტო დროს გაგიყვანთ არამდეს თქვენც კი გადაგიყვანთ სამყაროში სადაც, ერთ ადამიანს ისტორიის სვლის შეცვლა შეუძლია, ამიტომაც მე ამაყად ვამბობ: Эта игра удалась на славу!

„ვკლავთ რადგან ვთვლით, რომ ესე იქნება უკეთესი მთელი მსოფლიოსათვის და რა თქმა უნდა ჩვენი თავებისათვის“ -ასასინთა კრედო!

შეჯამება:

Story: 9.0

Gameplay: 9.5

Graphic:  8.0

Overall:  9.5

რევიუ დაწერილია Gio14-ის მიერ სპეციალურად Overclockers.ge-სათვის, მადლობთ ყურადღებისათვის

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 9 months later...

ავოეზე და გოლზე რო დევს Assassin's Creed 2 დატესტილი გაქვთ? 100% მუშა ვერსია მჭირდება რუსული აზვუჩკით. help...

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

კაი თამაშია უფროსწორედ უმაგრესი, დიდი სიამოვნებით მივახურავ ნებისმიერ ვერსიას

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...
  • 2 months later...

შესანიშნავი თამაშია, შესანიშნავი, მთლინად ოთხივე ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს ჩემი აზრით წარმატებით იქნა გამოსწორებული პირველი ნაწილის ხარვეზები და საბოლოოდ თამაშის დღემდე არსებულ ოთხ ნაწილში შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი საუკეთესოა.

ოქტომბერში ველოდებით ASSASSIN,S CREED III და დარწმუნებული ვარ რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს :spiteful:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.