Jump to content

Batman: Arkham Asylum - განხილვა


Recommended Posts

Bwatmwan.jpg

Batman: Arkham Asylum არის , ექშენ-სათავგადასავლო სტელზ, თამაში თაფუძნებული DC Comics' Batman-ზე რომელიც გამოვიდა კონსოლებზე და pc-ზე. დამუშავებული იყო Rocksteady Studios-მიერ და გამოშვებული იქნა Eidos Interactive-ს მიერ, Warner Bros. interactive Entertainment-თან თანამშრომლობით. კონსოლების ვერსია გამოშვებული იქნა 25 აგვისტოს 2009 წელს, PC ვერსია კი 15 სექტემბერს 2009 წელს.

Batman: Arkham Asylum-ის სცენარი დაწე

რილი იყო ვეტერანი ბეტმენის სცენარისტის პოლ დინის მიერ, რომელიც დაფუძნებულია, ეხლაც მოქმედ ერთსახელოვან კომიკსზე.

Story:

იმის შემდეგ რაც ბეტმენი ძალზედ ადვილად დაიჭერს ჯოკერს, მას იგი მიჰყავს ფსიქიატრიულ კლინიკაში, სახელად  Arkham Asylum, რომელიც გოთამთან მახლობლადაა ერთ ერთ კუნძულზე განლაგებული, ბეტმენი ჯოკერს დარაჯებს ჩააბარებს და კამერამდე მისაყვანად წაჰყვება, მაგრამ ჯოკერი თავს დაიძვრენს და გამოიკეტება ოთახში, რომელსაც პლაზმური კარიბჭე იცავს, ეს კარიბჭე ბევრად უფრო გამძლეა ვიდრე თუნდაც სეიფი, ხოლო შემდგომ იგი დაძვრება მთელს კუნძულზე და ბეტმენსაც მის კვალზე სვლა მოუწევს.

44BatmanArkhamAsylum_PC_.jpg

აი იმ პლაზმას ხედავთ ბეტმენის უკან, ჯოკერის მთავარი იდეა იყო შეექმნა ე.წ. Army of Bane ანუ, ბეინის არმია,მუტირებული მონსტრების არმია,  რომელსაც მთელი გოთემის მოცულობით გაუშვებდა რათა ქაოსი დაემწყვდია ქალაქში, თამასში აგრეთვე არის უამრავი სხვა ბოროტმოქმედი ნამდვილი ბეტმენის სამყაროდან.

Gameplay

გეიმფლე ამ თამაშს აქვს ნამდვილად მომხიბვლელი, უამრავი გადჟეტი, რომელიც ბეტმენს ეხმარება ყოველგვარ სიტუაციაში. თამასში არის შესანიშნავად დახვეწილი ჩხუბის სისტემა, ბეტმენს აქვს დაახლოებით 100-მდე ილეთი რომელსაც იგი ფსიქოპატებთან ჩხუბის დროს იყენებს, იგი რეაგირებს ფსიქოების ყველანაირ მოძრაობაზე, რის გამოც შეგიძლია ააწყოთ იდეალური კომბოები რომელიც ძალიან ლამაზია

batman-arkham-asylum.jpg

ბეტმენს აქვს ბატარანგები, იგივე ბუმერანგი იმის გათვალისწინებით რომ უბრალოდ უკან არ ბრუნდება, ბატარანგი ძალიან ბასრია, რის გამოც შეუძლია გაჭრას თოკი ზოგჯერ ჯაჭვიც კი, მაგრამ არის ძალიან უმნიშვნელო ზიანის მიმტანი ფსიქოებისათვის, თავში მორტყმის დროს უბრალოდ რამოდენიმე ხნით არეტიანებს, რაც ბეტმენს მათი გათიშვის  შანსს აძლევს

829096-batarang038ys_super.jpg

batman-arkham-asylum-trailer-image.jpg

ამას გარდა აქვს ძალიან ბევრი სხვა იარაღიც, კოსტიუმში თვალების ადგილას ჩამონტაჟებულია სენსორები, რომლებიც ასრულებენ ყველანაირ ფუნქცია თუნდაც სკანერის, რის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ თუ რამდენი მოწინააღმდეგე გელით წინ, ან რაიმე ნივთიერების კვალი დაინახოთ, ანუ თამაშI არის იდეალური დეტექტივი.

Batman_arkham-detectiveMode.png

აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც რომ, ბეტმენს აქვს უკან პლაში, რის საშუალებითაც თქვენ შეგიძლია ფრიალი ჰაერში გარკვეული დროით, არ შეგეშინდებათ სიმაღლიდან გადმოხტომის რადგან პლაში გიშველით, და ფრიალში შეგეძლებათ მოწინააღმდეესაც კი შეუტიოთ

Batman_stalk.png

ერთი სიტყვით გეიმფლეი აქვს რაღაც საოცრება, თქვენ წინაა მთელი კუნძული, გაქვთ შანსი მოიაროთ ყველა ადგილი, და თვითონ გამოიკვლიოთ კომიქსის სამყარო, გარდა  ამისა არსებობს ქვესტები, რიდლერის ქვესტები რომელიც ითვალისწინებს ტროფეების მოპოვება, რადგან დამატებითი კოსტიუმები ან გაჯეტები გახსნათ

batman-dark-knight-motorcycle-suit1.jpg

გრაფიკა:

გრაფიკა ბეტმენს აქვს შესანიშნავი, ფოტორეალობის 80% როცა crytek 2.0 აქვს 87%, ალბათ ხვდებით რაზეა ლაპარაკი, მაგრამ რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ბეტმენი ხმარობს  Unreal 3.5 როგორც მოგეხსენებათ მდაბიო ენჯინს Physx-ტან ერთად, მაგრამ ამ ვერსიაში  Unreal-ი იქნა მოდიფიცირებული შესანიშნავად დამატებულია წვიმის ეფექტები, კოსტიუმის გახევის ეფექტები, სხვადასხვა განათება, ჩრდილის დეფექტებია გამოსწორებული და არაფრით ჩამოუვარდება  დღეს არსებულ საუკეთესო გრაფიკიან თამაშებს, რა გასაკვირიც არ უნდა იყო მე არ შემიმჩნევია Unreal-ში არანაირი ბაგი, პირიქით ფიზიკა Physx-ის დახმარებით არის იდეალური, სწორედ ისეთი როგორც რეალობას ახასიატებს,

batmanmad.jpg

არ მეთქმის არაფერი იმის გარდა რომ თამაში არის იდეალური, შესანიშნავი 20 საათი თამაშისა (ქვესტების გათვალისწინებით) ეს თამაში შესულია რეკორდებში, როგორც საუკეთესო სუპერგმირის თამაში , ოპტიმიზაცია აქვს შესანიშვანი ამიტომ 9400, 9500, 8600 კარტების მქონე ხალხო არ მოერიდოთ ამის თამაშს ცოტათი დაბალ რეზოლუციაზე მაქსიმალური მონაცემებით 9400-ზე მე მქონდა 40-50 ფპს

სთორი: 9/10

გეიმფლეი: 9/10

დამუშავებულობა: 9.5/10

გრაფიკა: 9.5/10

მთლიანობაში: 9.5/10

batman_arkham_asylum_screen.jpg

დაწერილი იქნა GIO14-ის მიერ სპეციალურად  Overclockers.ge-სათვის, გმადლობთ ყურადღებისათვის

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

მინიმუმ:19

მაქსიმუმ:55

საშუალო:35

როგორია ეს მონაცემები გტ 440 ისთვის? ყველაფერი მაქსიმუმი,პიზიკა რო გამოვურთე ესე იყო

მინიმუმ:50

მაქსიმუმ:85

საშუალო:არ მახსოვს :)

Link to comment
Share on other sites

ნორმალური, ფიზიკაზე გაგიჭედავს ალბათ, ჩემზე ძლივს უბერავდა 30ფპს-ზე ხაიზე ეგეც რაზგონზე

Link to comment
Share on other sites

მამენტ რათ უნდა ამას 30 ზე მეტი FPS?

თუ თავს არ დაიტანჯავ მაგაზე ფიქრით არ შეგაწუხებს :D

FRAPS ი უნდა გამორთო )))

Link to comment
Share on other sites

გამორთUლ პიზიკიანზე ბევრ რამე კარგავ? ანუ დიდი განსხვავებაა ჩართულიან და გამორთულიანს შორის :))?

Link to comment
Share on other sites

გამორთUლ პიზიკიანზე ბევრ რამე კარგავ? ანუ დიდი განსხვავებაა ჩართულიან და გამორთულიანს შორის :))?

Link to comment
Share on other sites

ბევრს არფერს ვკარგავ მაგეებს არც ვაკვირდები თამაშის დროს :D

Link to comment
Share on other sites

კი საკმაოთ დიდი სხვაობა იყო რომ შევამოწმე, მაგრამ თუ გიჭედავს მართლა აზრი არა აქვს მაგის ჩართვას, ეფექტიც ნიტო ექნება თუ 30ფპს-ი მაინც არ ექნა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.