Popular Post NEIRON Posted July 7, 2011 Popular Post Share Posted July 7, 2011 გაგიმარჯოთ! ალბათ ყველას გსმენიათ,რომ ამბობენ,მობილური მავნებელია,ასევეა კომპიუტერიც და სხვა ელ. ხელსაწყოც,ამავეს ამბობენ გარუჯვაზეც,რენტგენის სხივებზეციონიზაცია ეწოდება მოლეკულისა თუ ატომის მიერ ელექტრული მუხტის შეძენას.ეს გახლავთ ატომი,სადაც პროტონი დადებითად დამუხტულია,ნეიტრონი-ელ. ნეიტრალურია,ელექტრონი კი უარყოფითად დამუხტული გახლავთ,nukleos-ბირთვს ნიშნავს.დადებითად თუ უარყოფითად დამუხტვა ატომის თუ მოლეკულის,დამოკიდებულია ელექტრონების შეერთებაზე და დაკარგვაზე.მაგ:დადებითად დამუხტვა მიიღწევა ელექტრონ(ებ)ის ჩამოცილებით.დადებითად დამუხტული ნაწილაკი,ცდილობს შეიერთოს,შეივსოს ელექტრონთა რიცხვი,შესაბამისად,ორგანიზმში მოხვედრისას,იგი გამოგლიჯავს ელექტრონებს სხვა მოლეკულას თუ ატომს და "წყნარდება" ელექტრონების შევსების შემდეგ,ორგანიზმში კი,ის ნაწილაკი,რომლისგანაც შეივსო ელექტრონი,თავადვე იწყებს იმავე ტიპის ქმედებას,რადგან დადებითად დამუხტული ხდება,ეს კი იწვევს ორგანიზმში უჯრედის გენურ დონეზე ცვლილებებს,თუ გენის დაზიანება მოხდა.სიმსივნური პროცესები უჯრედში გენეტიკური აპარატის გაუმართაობის/დაზიანების შედეგია.დადებითად დამუხტული იონები,მავნებელია ორგანიზმისთვის. ადამიანის ორგანიზმი ჰაერიდან მიითვისებს მხოლოდ უარყოფითად დამუხტულ იონებს და არცერთ დადებითად დამუხტულს.აუდიტორიებში,სადაც ბევრი ადამიანია,ყველაზე ცოტაა უარყოფითი იონები,ქალაქში კი უფრო ცოტაა,ვიდრე სოფლად.ამისათვის იყენებენ იონიზატორებს,ანუ ჰაერის იონიზაციის.ერთერთი მაგალითია ჩიშევსკის ლუსტრა,იგი გახლავთ უნიპოლარული,ანუ მხოლოდ 1 სახეობას,უარყოფით იონს იყენებს(ჟანგბადის იონიზებას ახდენს).იონების წარმოქმნა კი ხდება 20 000-30 000 ვოლტით,დაბალი ამპერი აქვს და ნუ გეშინიათ,არ მოგკლავთ,იცოცხლებთ მისი მხოლოდ უარყოფითი იონების გამომუშავების თვისების გამო,მას არ იყენებენ 15 წუთზე მეტს,რადგან,შემდეგ უკვე ვნებს ორგანიზმს.ჩიშევსკის უნიპოლარული ლუსტრის ამ ფაქტორის დატიუნინგებული ვარიანტი,ბიპოლარული იონიზატორი გახლავთ,რომელიც,როგორც დადებით,ასევე უარყოფით იონებს გამოიმუშავებს,შესაბამისად,უფრო ხანგრძლივად შეგვიძლია ჩავრთოთ.უარყოფფითი იონების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 წუთი,მაქსიმუმ წუთ-ნახევარია.უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკთა დიდი რაოდენობაა ჩანჩქერებთან,მდინარეებთან,ზღვაზე ...ონიზაცია ხდება:რადიოაქტიური ნივთიერების დაშლის დროს,ულტრაიისფერი სხივების დახმარებით...უარყოფითი იონები აუმჯობესებენ:სისხლის შემადგენლობას,სუნთქვის ნორმალიზებას,ნივთიერებათა ცვლას ამაღლებენ,ასტიმულირებენ ზრდას ორგანიზმის იმის თვალნათლივი მაგალითი,თუ რამდენად დიდი როლი აქვს მოლეკულა/ატომების ურთიერთქმედებას ჩვენს ცხოვრებაში,წარმოადგენს ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურა,რომლის კოლბაც გავტეხეთ და ისე ჩავრთეთ:სწორედ ეს გახლავთ ჟანგბადის მოლეკულის ურთიერთქმედება ვოლფრამთან(ამ ნათურებში კი არე ინერტული აირითაა შევსებული ამ ფაქტორის აღმოსაფხვრელად). რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს იონიზაციას(მობი,ულტრაიისფერი სხივები,რენტგენი..),გადავიდეთ უჯრედშიდა ცვლილებებზე.უჯრედში მაიონიზირებელი გამოხივება იწვევს თავისუფალი რადიკალების გაჩენას.თავისუფალი რადიკალი(იგივე იონიზირებული ატომიც) ეწოდება აქტიურ მოლეკულას თუ ატომს,რომელიც იწვევს პათოგნომურ ცვლილებებს ორგანიზმში(განხილვა ტექსტის ბოლოს).ემულგატორები თუნდაც,იმიტომაა მავნე,რომ თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნიან და აზიანებენ გენურ აპარატსაც(განეიტრალებას პეროქსისომა ემსახურება უჯრედში).მაიონიზირებელი სხივების მოქმედება წყლის მოლეკულას H2O-ს შლის H,O,HO2,H2O2 და სხვა ნაერთებად.ეს იონები ცდილობენ ელექტრონული შრის შევსებას და აზიანებენ უჯრედს. რაც შეეხება გარუჯვას,კანის "ჩაშოკოლადებამდე" არ გირჩევთ,მითუმეტეს როცა მზე ზენიტშია,ეს არის ყველაზე დიდი იდიოტიზმი მოდის დახამებას ამოფარებული.ულტრაიისფერი სხივი იმავე მავნე მოქმედებით ხასიათდება,რადგან მაიონიზირებელი გამოსხივებაა.იგი იწვევს მელანომას და არა მარტო(მელანინი არის პიგმენტი,რითაც კანი ღებულობს მუქ ფერს გარუჯვისას,მელანომა კი ამ უჯრედის სიმსივნური დაავადებაა),ძალზედ რთულად სამკურნალო ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებაას. მაიონიზირებელი გამოსხივების დოზა,რომესაც შთანთქავს ორგანიზმი,წელიწადში 2,4 მილიზივერტს არ უნდა აღემატებოდეს.მაგ: 0,03 მილიზივერტი დასხივება არის კბილის რენტგენოგრამის გადაღებისას0,1 მილიზივერტი,გამოსხივების დოზა 1 სთ. მზეზე გარუჯვისას0,005 მილიზივერტი,ტელევიზორის ყურება 1 წლის განმავლობაში,ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში.10 მილიზივერტი,გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შედეგად.თუ ადამიანმა მიიღო 50 მილიზივერტზე მეტი დასხივება,მან არ უნდა გადაიღოს რენტგენი(იონიზირებად სხივებს უნდა მოერიდოს),100 მილიზივერტზე მეტი დასხივებისას კი,საერთოდ არც კი გაირუჯოს. უჯრედი მრავლდება მისი გაყოფით,გაყოფა კი გენეტიკური მასალის გაორმაგებაში მდგომარეობს,რაც უჯრედის ფუნქციურ კოდს წარმოადგენს.მაიონიზირებელი სხივები როდესაც აზიანებენ უჯრედში გენეტიკურ მასალას და არამარტო,უჯრედს არ შესწევს უნარი გამრავლდეს,ხოლო როდესაც ამ გენის ნაწილობრივი მონაკვეთია დაზიანებული/შეცვლილი,ისე რომ გენის ფუნქციური შესაძლებლობა ნაწილობრივაა რეალიზებული,იგი არ ემორჩილება ნორმალური "გამრავლება/ფუნქციონირების" კანონს და დეგრადირებული ნაწარმი მრავლდება ატიპიურად(ამიტოზურად).ეს არის მავნე ეფექტი მაიონიზირებელი გამოსხივების,რომელის მიერ გამოწვეულ დაავადებებს,ისევ იმითვე მკურნალობთ:სიმსივნის მკურნალობა,ისევ იონიზაციის ეფექტზეა დაფუძნებული,რაც იმ სწრაფად მზარდი უჯრედების შიგთავსს შლის იმავე ეფექტით,რაც განვიხილეთ. იმის ხილული მაგალითიც,რომ არ შესწევს უჯრედებს გამრავლება,არის თმის ცვენა სხივური თერაპიის შემდეგ,რადგან გამოსხივებიდან რამდენიმე კვირაში ვითარდება ეს პროცესი(ანუ როდესაც უჯრედი იღუპება და შთამომავლობას ვერ ტოვებს). მობილურებზე უფრო ვრცლად იხილეთ: მოუფრთხილდით ჯანმრთელობას!პატივისცემით: NEIRON 22 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Cyborg. Posted July 7, 2011 Share Posted July 7, 2011 +1 საინტერესოა და რა მაინტერესებს იცი? აი ლექსო (RAZER) სუ მახარბებს ხოლმე. ჩემ მობს არ აქვს გამოსხივებაო სადღაც კი წავიკითხე რო ნოკია 8800 ესებს რაღაც უდევთ რომელიც შთანთქავს რადიაციას. რამდენად შეესაბამება სიმართლეს? კიდევ ერთი ფაქტი ამაზე. დედაჩემს თითქმის ყველა ტელეფონი თავს ატკიებდა. იმის მერე რაც ერთ ერთი 8800ის მოდელი იყიდა , გაუჩერდა თავის ტკივილი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 7, 2011 Author Share Posted July 7, 2011 +1 საინტერესოა და რა მაინტერესებს იცი? აი ლექსო (RAZER) სუ მახარბებს ხოლმე. ჩემ მობს არ აქვს გამოსხივებაო სადღაც კი წავიკითხე რო ნოკია 8800 ესებს რაღაც უდევთ რომელიც შთანთქავს რადიაციას. რამდენად შეესაბამება სიმართლეს? კიდევ ერთი ფაქტი ამაზე. დედაჩემს თითქმის ყველა ტელეფონი თავს ატკიებდა. იმის მერე რაც ერთ ერთი 8800ის მოდელი იყიდა , გაუჩერდა თავის ტკივილი. არ აქვს გამოსხივება?!მასეთი არ არსებობს,თუ გათიშე მაშინ მხოლოდ(აკუ თუ ამოიღე ისე ოღონდ) ეკრანიზაცია,ანუ დაცვა ყველა მობს აქვს შესაძლოა,თუმცა,იმდენად ნაკლები აქვს რომ 5 წუთიანი საუბარი,ძალზედ მცირე მაიონიზირებელ კვალს ტოვებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საბა Posted July 7, 2011 Share Posted July 7, 2011 (edited) პლიუსი და დიდი მადლობა შენ ჩემგან ასეთი კარგი და ინფორმაციული სტატიისთვის საინტერესო იყო. Edited July 7, 2011 by საბა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted July 7, 2011 Share Posted July 7, 2011 + საინტერწსო იყო :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted July 7, 2011 Share Posted July 7, 2011 პირველრიგში მადლობა ! ნიკა დასკვნასაც ხომ არ მიაწერდი ? ანუ კომპი მობი და მათი გამოყენება რამდენად ცუდია/კარგია ? (კარგი ამ მხრივ არ არის). Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 7, 2011 Author Share Posted July 7, 2011 მადლობთ თემის კარგი შეფასებისთვის! პირველრიგში მადლობა ! ნიკა დასკვნასაც ხომ არ მიაწერდი ? ანუ კომპი მობი და მათი გამოყენება რამდენად ცუდია/კარგია ? (კარგი ამ მხრივ არ არის). არაფრის ბექა! ყოველთვის ვცდილობ ავარიდო ხოლმე თემებში საბოლოო დასკვნას თავი ჩემი ნაწერით სტანდარტულად არ იმსჯელონ,თავად გამოიტანონ აზრი,მე მივაწოდე ის,რაც საჭიროა აზრის გამოსატანად. ფაქტი კი ისაა,რომ ცივილიზაციას ვერ და არ გაექცევი,მხოლოდ რაციონალურად შეგიძლია გამოიყენო იგი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
agapo Posted July 7, 2011 Share Posted July 7, 2011 ძალიან საინტერესო სტატიაა :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted July 7, 2011 Share Posted July 7, 2011 საკმაოდ სასარგებლოა ასეთი რაღაცეების ცოდნა :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 მოკლედ დღეს ხელმეორედ გადავიკითხე უფრო ყურადღებით ხოდა ზოგადად გასაგებია სიტუაცია მაგრამ მოლეკულები რა შემთხვევაში კარგავენ ელექტრონებს? ანუ ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყო იწვევს მაგ ეფექტს? და ჯანმრთელობისთვის უკეთესია ეგ მაიონიზირებელი აპარატურა რომ იყიდოს ადამიანმა? რამდენად ფართოდ იყენებენ მას და ექიმები რას გვირჩევენ? მოკლედ ძალიან ბევრი კითხვები დავსვი და რამე სასარგებლო ლინკი ხომ არ გაქ ან ვიკიპედიის ან რამე რომ წავიკითხო? პ.ს. და ტელევიზორის გამოსხივება რომ იყო მოცემული ეგ თხევად კრისტალური ტელევიზორია თუ CRT? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 8, 2011 Author Share Posted July 8, 2011 მოკლედ დღეს ხელმეორედ გადავიკითხე უფრო ყურადღებით ხოდა ზოგადად გასაგებია სიტუაცია მაგრამ მოლეკულები რა შემთხვევაში კარგავენ ელექტრონებს? ანუ ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყო იწვევს მაგ ეფექტს? და ჯანმრთელობისთვის უკეთესია ეგ მაიონიზირებელი აპარატურა რომ იყიდოს ადამიანმა? რამდენად ფართოდ იყენებენ მას და ექიმები რას გვირჩევენ? მოკლედ ძალიან ბევრი კითხვები დავსვი და რამე სასარგებლო ლინკი ხომ არ გაქ ან ვიკიპედიის ან რამე რომ წავიკითხო? პ.ს. და ტელევიზორის გამოსხივება რომ იყო მოცემული ეგ თხევად კრისტალური ტელევიზორია თუ CRT? ეს შავადმონიშნული მეც მაინტერესებს,ვფიქრობ, თხევადკრისტალურია. ელექტრომაგნიტურ ტალღებს მიეკუთვნება ულტრაიისფერი,ინფრაწითელი,რენტგენის,ბეკერელის სხივები .... ასეთი მავნე ეფექტი ხელსაწყოსი იონიზაციას ეფუძნება,იონიზაციას კი,ელექტრომაგნიტური ველიც უწყობს ხელს,თუნდაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი(ძლიერ მაგნიტურ ველს იყენებს სკანირებისთვის) და ასეთი ძლიერი მაგნიტური ველით ზემოქმედებისას მხოლოდ კენტი ბირთვების მქონე ატომებს შეუძლიათ,როგორიცაა:რკინა,წყალი,ფოსფორი ჯანმრთელობისთვის,მითუმეტეს ასეთ პირობებში,უკეთესია ქალაქში იონიზაციის ხელსაწყო,გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც კარგია,აუდიტორიებშიც,თუმცა,ჩვენთან არ აყენებენ ,რაც არასწორია. ხალხი სახლისთვის კონდინციონერს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს,ვიდრე ამ აპარატს. მე მინდა ვიყიდო,მაგრამ 100-200 დოლარი ღირს ეს სიამოვნება. ფართოდ იყენებენ განვითAრებულ ქვეყნებში,ჩვენთან,არ ვიცი,ალბათ თითო-ოროლაში იქნება. ცალ-ცალკე მოგცემ თითოეულის ლინკს,ერთიანად არ მაქვს: http://www.airinhome.com/?pag=ioniz6 http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D0%BE%D0%BD%D0%B8%D0%B7%D0%B0%D1%86%D0%B8%D1%8F http://www.ionization.ru/issue/2688 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 (edited) :thumbsup: +1 ძალიან საინტერესო სტატიაა !... და რა ამინტერესებს იცით ?... გარუჯვა საერთოდ სასარგებლოა თუ არა ?... სხვადასხვა აზრები მესმის და ვერ გავიგე სასარგებლოა თუ არა !... მე მაინც მგონია რომ არ არის სასარგებლო !... Edited July 8, 2011 by f-22raptor Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Davidbrazil Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 კარგი თემაა იონიზაციის ხელსაწყო თბილისში იყიდება სადმე? :bliss: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 +1 ნიკა ჩემგან.ძალიან საინტერესო თემაა.ცხოვრებაში გამოსაყენებელი ასე რომ ვთქვათ :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 8, 2011 Author Share Posted July 8, 2011 +1 ძალიან საინტერესო სტატიაა !... და რა ამინტერესებს იცით ?... გარუჯვა საერთოდ სასარგებლოა თუ არა ?... სხვადასხვა აზრები მესმის და ვერ გავიგე სასარგებლოა თუ არა !... მე მაინც მგონია რომ არ არის სასარგებლო !... გარუჯვა აქ კანის ფერის ცვლილებამდე მიდის საქმე,არა,არაა სასარგებლო რეგულარულად,მითუმეტეს როდესაც მზე ზენიტშია. მანდ დავწერე რომ 0,1 მილიზივერტია დასხივების დოზა 1 სთ-მზეზე ყოფნისას,მანდ რათქმაუნდა არ იგულისხმება მზის მაღალი დგომა,მაგ დროს,უფრო მეტად სხივდება ადამიანი. დასაშვები იყო 2,4-მილიზივერტი,1 თვის განმავლობაში,დღეში 3 საათი რომ გაირუჯო, 9 მილიზივერტს არტყამს,+ სოლარიუმი,+ სხვა მაიონიზირებელი ფაქტორები. გარუჯვა,სასარგებლოა იმ მხრივ,რომ წარმოქმნის დ ვიტამინს,დ ვიტამინის ნაკლებობა რაქიტს იწვევს პატარებში, დ ვიტამინი წარმოიქმნება ულტრაიისფერი სხივების დახმარებით(რაც იწევევს გარუჯვას,უფრო სწორედ კი,პიგმენტ მელანინის კანის ზედაპირზე "ჩალაგებას") დ ვიტამინი არ წარმოიქმნება,თუ კანი არაა ცხიმიანი,სიტყვაზე გაირუჯე და მერე წახვედი დაიბანე რამდენიმე წუთში,ეს არაა არაფერი სასარგებლო. რადგან კანზე გამოყოფილი ცხიმი მაიონიზირებელი სხივების ზემოქმედებით იგი დ ვიტამინად,ანუ ერგოკალციფეროლად გარდაიქმნება,მაგრამ კანზე გარდაქმნილი,ორგანიზმმა უნდა შეიწოვოს,შეწოვის შემდეგ კი დ ვიტამინი უკვე ორგანიზმშია.ამიტომაა,რომ გარუჯვის შემდგომ უმალვე არ უნდა დაიბანოს ტანი ადამიანმა.იონიზაციის ხელსაწყო არა,მე არ შემხვედრია,უნდა შეუკვეთო. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 (edited) მადლობა ნეირონ საინტერესო ინფოსთვის... და D ვიტამინი სხვანაირად რომ მივიღო არა ? არ მიყვარს ეგ გარუჯვა და მაგაზე ნერვიულობა და რა ვქნა ? ან ლეღვის ნახარში რომ გადავივლო ? Edited July 8, 2011 by f-22raptor 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 8, 2011 Author Share Posted July 8, 2011 მადლობა ნეირონ საინტერესო ინფოსთვის... და D ვიტამინი სხვანაირად რომ მივიღო არა ? არ მიყვარს ეგ გარუჯვა და მაგაზე ნერვიულობა და რა ვქნა ? ან ლეღვის ნახარში რომ გადავივლო ? დ ვიტამინი დაილია აფთიაქში,რათ გინდა ლეღვის ნახარში?! საერთოდ,ვიტამინის დეფიციტი უფრო ადვილაად განკურნებადია,ვიდრე მისი ჭAრბი დოზით დაშAვებული. კურიერში იყო,ლეღვის ნახარში,კოკაკოლა მანქნის ზეთზე,გამოვდებილდი,რასაა რომ აკეთებენ ყველაზე დიდი ცუდი რაც ხდება,არი უშაქრო საღეჭი რეზინები და უშაქრო კოკა კოლა და მსგავსი საწამლავები,მაგაზე შესაძლოა დავწერო და არა მარტო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 დ ვიტამინი დაილია აფთიაქში,რათ გინდა ლეღვის ნახარში?! საერთოდ,ვიტამინის დეფიციტი უფრო ადვილაად განკურნებადია,ვიდრე მისი ჭAრბი დოზით დაშAვებული. კურიერში იყო,ლეღვის ნახარში,კოკაკოლა მანქნის ზეთზე,გამოვდებილდი,რასაა რომ აკეთებენ ყველაზე დიდი ცუდი რაც ხდება,არი უშაქრო საღეჭი რეზინები და უშაქრო კოკა კოლა და მსგავსი საწამლავები,მაგაზე შესაძლოა დავწერო და არა მარტო. ლეღვის ფოთლის დონეზე რომ დგას ბევრის აზროვნება მაგას ვიძახი მეც ! გარუჯვის გამო რომ ეგეთ რაღაცეებს აკეთებენ.... არ ვიცი... მაგას იდიოტი აღარ ჰქვია უკვე... ბოდიში ვაოფებ... თუ გავაოფე უკვე ! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 ხოო მაგარი დებილები არიან... თან მეორე გოგო რომ დაიწვა მაგან თურმე ახალ ამბებში ნახა რომ ლეღვის ფოთლის ნახარშით დაიწვა პირველი გოგო და თვითონაც იგივეს გაკეთება გადაწყვიტა NEIRON სპ ლინკებისთვის და უშქრო საკვებზეც დაწერე რა რა ხდება? არ ვიცოდი უშქრო კოკა კოლა თუ ცუდი იყო 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 NEIRON ამ განყოფილებაში მოდერობის დაბრუნება ხომ არ გინდა? :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Kemo Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 ნიკა 2.4 მილიზივერტი რატომ არის მისაღები დოზა წელიწადში, როცა 10 მილიზივერტს,გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებისას ვიძენთ, ანუ სახიფათო ხომ 50-ს ზემოთაა ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 8, 2011 Author Share Posted July 8, 2011 NEIRON ამ განყოფილებაში მოდერობის დაბრუნება ხომ არ გინდა? არ ვიცი რამდენად გამოვა შევსება განყოფილების,ახლა არდადეგები მაქვს და ვახერხებ წერას,მაგრამ მერე,უფრო იშვიათად ხოლმე,სწავლა რომ დაიწყება. მოდერების ტოპიკში გამოკითხვა მოაწყვე და იმისდამიხედვით იყოს სოსო. ნიკა 2.4 მილიზივერტი რატომ არის მისაღები დოზა წელიწადში, როცა 10 მილიზივერტს,გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებისას ვიძენთ, ანუ სახიფათო ხომ 50-ს ზემოთაა ? ოთო საქმე იმაშია,რომ ეგ არის 1 ჯერადი და არა ყოველწლიური ვარიანტი,რასაც ორგანიზმი გაუმკლავდება. 10 მილიზივერტი დოზა კი,ისეთაც კოწიწდება ადამიანის მიერ. მთAვარია 50 მლზივერტს არ გადააჭარბოს,მაგრამ ამაზეც არაა,გააჩნია რა გარემოში ცხოვრობ,რადგან,ამ ნომინალს გადაცილებული დოზა ზოგიერთ რეგიონში,არ იწვევს არავითარ პათოლოგიას. რადგან,ადამიანის ორგანიზმი ეგუება ამ ცვლილებას. ხოო მაგარი დებილები არიან... თან მეორე გოგო რომ დაიწვა მაგან თურმე ახალ ამბებში ნახა რომ ლეღვის ფოთლის ნახარშით დაიწვა პირველი გოგო და თვითონაც იგივეს გაკეთება გადაწყვიტა NEIRON სპ ლინკებისთვის და უშქრო საკვებზეც დაწერე რა რა ხდება? არ ვიცოდი უშქრო კოკა კოლა თუ ცუდი იყო ცუდი კი არა,საღეჭ რეზინას არ ვეკარები და მაგ საწამლავებს შეძლებისდაგვარად ასპარტამი არის ეგ საწამლავი აი ვიკიში საკაიფოდ არის : http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/f1/EM_spectrum.svg http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%AD%D0%BB%D0%B5%D0%BA%D1%82%D1%80%D0%BE%D0%BC%D0%B0%D0%B3%D0%BD%D0%B8%D1%82%D0%BD%D0%BE%D0%B5_%D0%B8%D0%B7%D0%BB%D1%83%D1%87%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5 ამ სტატიაში ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველა განტოტებაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted July 12, 2011 Author Share Posted July 12, 2011 ტექსტში ჩავამატე მაიონიზებელ მოქმედებაზე,ლურჯად მონიშნულია,ტექსტის ბოლოსკენ. http://www.dozimetr.biz/vozdeystvie_radiacii_na_organizm_cheloveka.php ამ საიტზე გადახედეთ,რადიაციის დოზებზე და მის გავლენაზეა,რას აზიანებს ყველაზე მეტად. ხო მართლა,რადი არის დასხივების დოზა და არა შთანთქმული,შთანთქმულ დოზას ზივერტებში და მილიზივერტებში ზომავენ 1რადი/წმ-ში=0.01გრეი/წმ-ში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 12, 2011 Share Posted July 12, 2011 დიდი მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის! 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted July 13, 2011 Share Posted July 13, 2011 არ აქვს გამოსხივება?!მასეთი არ არსებობს,თუ გათიშე მაშინ მხოლოდ(აკუ თუ ამოიღე ისე ოღონდ) ეკრანიზაცია,ანუ დაცვა ყველა მობს აქვს შესაძლოა,თუმცა,იმდენად ნაკლები აქვს რომ 5 წუთიანი საუბარი,ძალზედ მცირე მაიონიზირებელ კვალს ტოვებს. რაღაც ნივთიერება ხომ არის რომელიც რადიაციას შთანთქავს? მგონი ანდეზიტი თუ რაღაც ჰქვია, ვერ ვიხსენებ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.