Jump to content

Kepler არქიტექტურა


Recommended Posts

აუ მე სულ დამავიწყდა რომ ფერმი იყო კაკრას 40 ნანომეტრიანი რატომღაც 2XX კარტებიც 40 ნანომეტრიანი მეგონა

TSMC-ის 40 ნმ პროცესს გააჩნდა დაბალი მწარმოებლურობა, რაც განპირობებული იყო თვითონ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემებით, წარმოების საკითხებითა და დიზაინერული შეცდომებით. Nvidia-მ დაიწყო აღნიშნული ხაზის შემუშავება პოტენციური ხარვეზების ცოდნის გარეშე და როდესაც გაჩნდა მოულოდნელი დაბრკოლებები, ის იძულებული იყო გადაედო Fermi არქიტექტურაზე დაფუძნებული ძირითადი პროდუქტები. 28 ნმ-ს შემთხვევაში, კომპანია როგორც ჩანს, უკეთესად არის მომზადებული.

კარგად მახსოვს მემგონი დეკემბერში უნდა გამოსულიყო თარიღი დათქვეს და იმის მერე თითო თვით წევდნენ და მემგონი მარტში გამოუშვეს თუ აპრილში კარტები არა? გასაგებია რომ 28 ნანომეტრისთვის უკეთესად უნდა იყვნენ მომზადებულები თორე ეგეთ შეცდომებს უკვე აღარ აპატიებენ მომხმარებლები :)

4X ivy + GTX 660 ხოშიანი სისტემა იქნება

Link to comment
Share on other sites

  • Replies 1.6k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

NVIDIA has working 28nm chips http://guru3d.com/news/nvidia-has-working-28nm-chips-/

Link to comment
Share on other sites

საიტი Bright Side Of News-ი აცხადებს, რომ Kepler სერიის წარმომადგენლები მართლაც 28 ნმ-ზე იქნებიან დამზადებულნი, მაგრამ ამ ტექ-პროცესს პირველად ისინი არ შეითავსებენ. წყაროს ინფორმაციით, NVIDIA ამ წელს მასზე გადაიყვანს Fermi არქიტექტურის მქონე გრაფიკული პროდუქტების ნაწილს, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იქნებიან მიწოდებულნი OEM-ბაზრებისთვის. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ დახვეწოს აღნიშნული ტექნოლოგია. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული სახის 28 ნმ ვიდეობარათები გაყიდვაში მიმდინარე წლის საშობაო ფასდაკლებების პერიოდში გამოჩნდებიან.

Link to comment
Share on other sites

კაი ახალი წელი მოდის ნამდვილად ცოტა ადრე რომ ექნა ეს ამბავი დახატავდა

Link to comment
Share on other sites

C8ETY3wz.png

ინფორმაციულმა წყარო SemiAccurate-მა გაავრცელა ცნობები, რომ Fermi არქიტექტურაზე დაფუძნებული NVIDIA-ს პირველი 28 ნმ გრაფიკული პროდუქტები უნდა გამოჩნდნენ ოქტომბრის დასაწყისში და მასში შევლენ 128 ბიტამდე ინტერფეისის მქონე მობილური ვიდეობარათები, რომლებსაც ექნებათ 2 გბ-მდე GDDR5 მეხსიერების მხარდაჭერა, წარმადობა 10 000 ქულამდე - 3DMark ოჯახის რომელიღაც ბენჩმარკში (Vantage-ში?) და TDP-ს მაჩვენებელი არაუმეტეს 35 ვ-სი. აღნიშნული ნაწარმების სერიული წარმოება დაიწყება დეკემბრის ბოლოს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ ფორმალურად შეასრულოს პირობა ამ ტიპის გადაწყვეტილებების ამ წელს გამოსვლის შესახებ.

NVIDIA-ს უფრო მაღალი პერფორმანსის მქონე 28 ნმ ბარათების კომპლექტაციაში შესული იქნება 256-ბიტიანი სალტე, ხოლო მასობრივად მხოლოდ მომავალი წლის იანვარში ან სულაც აპრილ-მაისის თვეში გამოჩნდებიან. ეს ინფორმაცია არაფერს არ ამტკიცებს Kepler ოჯახის წარმომადგენლების გამოსვლის თარიღების შესახებ, მაგრამ კომპანია შეგვპირდა, რომ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 2012-ში.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო მსგავსი ინფო გურუ3დ-ზეც დაიდო უკვე NVIDIA 28nm mobile lineup surfaces http://guru3d.com/news/nvidia-28nm-mobile-lineup-surfaces/

Link to comment
Share on other sites

მაგრამ კომპანია შეგვპირდა, რომ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 2012-ში

გასაგებია რომ 2013 წლამდე არ გადადებენ მაგის გამოშვებას და რა საჭირო იყო ეგ შეპირება :D კვარტალი მაინც ეთქვათ (ნუ პირველი კვარტალი იქნება მაგრამ მაინც)...

ფერმი ალბათ იმიტომ გადაყავთ 28 ნანომეტრზე რომ AMD-მ მათი იუზერები არ გადაიბიროს და ზოგადად დიდი ფული არ მოჭრას

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

TSMC Raises Prices on AMD and Nvidia GPUs, Apple Partially to Blame http://guru3d.com/news/tsmc-raises-prices-on-amd-and-nvidia-gpus-apple-partially-to-blame/

Link to comment
Share on other sites

TSMC Raises Prices on AMD and Nvidia GPUs, Apple Partially to Blame http://guru3d.com/news/tsmc-raises-prices-on-amd-and-nvidia-gpus-apple-partially-to-blame/

წყარო მაინც მიეთითებინათ, რაიცი ჩარლი ყურცქვიტას ფული რაში დაჭირდეს :)

მაგალითად შეიძლება ახალი ტანსაცმლის საყიდლად :D

bunnytwo.jpg?1241331964

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ანონიმურ ცნობებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ NVIDIA თავის ვიდეობარათების გადაყვანას 28 ნმ-ზე დაიწყებს მობილური სეგმენტის უმცროს მოდელებიდან. ეს მას საშუალებას მისცემს, რომ აცილებულ იქნას ტექნოლოგიური რისკები, რომლებიც გარდაუვლად ჩნდება ახალ ტექ-პროცესზე - მსხვილ გრაფიკულ კრისტალის შემუშავების ათვისების დროს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მცირე ზომის აღნიშნული პროდუქტების გამოშვებისას, ეს საფრთხეები უბრალოდ შედარებით ნაკლებია.

კომპანია უკვე ფლობს 28 ნმ-ზე დაფუძნებულ GK107-ის ნიმუშებს. ხოლო ვებ-გვერდი VR-Zone ამტკიცებს, რომ NVIDIA-ს ბეტა-ვერსიის დრაივერებში უკვე აღინიშნება მომდევნო თაობის გადაწყვეტილებები:



  • NVIDIA_DEV.1058.01 = "NVIDIA GeForce 610M"
  • NVIDIA_DEV.0DE9.01 = "NVIDIA GeForce GT 630M"

'M' სუფიქსის მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საუბარია მობილურ ბარათებზე. სავარაუდოდ, GeForce GT 630M ზუსტად ახალ ჩიპზეა დამზადებული - მის 128-ბიტიან მეხსიერების სალტისთვის, ამ ნაწარმს საკმაოდ 'სოლიდური' სახელწოდება აქვს.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

28 ნანომეტრიანი ვიდეოაკრტები 45% უფრო ძლიერები იქნებიანო იგივე ენერგომოხმარებაზე რაც 40 ნანომეტრიანებს ჭირდებოდათ http://www.3dnews.ru/news/619459

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

პარასკევს ჩატარებულ, NVIDIA-ს კვარტალურ საანგარიშგებო კონფერენციაზე, რომლის საშუალებითაც, ბევრს იმედი ჰქონდა, რომ გაჟღერდებოდა გარკვეული ცნობები გრაფიკულ ბარათ Kepler-ების ან 28 ნმ პროდუქციის შესახებ. მართალია სენსაციური განცხადებები არ გაკეთებულა, მაგრამ ყურადღების გარეშე ღონისძიება მაინც არ დარჩენილა. მიმდინარე 3 თვის კაპიტალურ დანახარჯების სტრუქტურაზე საუბრისას, კომპანიის ხელმძღვანელობამ ზედაპირულად განაცხადა ის, რომ ამ ტექ-პროცესის ნაწარმები უკვე არსებობს, ხოლო მათი სერიული წარმოება უახლოეს დროში დაიწყება. კერძოდ რა სახის გადაწყვეტილებები იყო ნაგულისხმევი, არ ზუსტდება, თუმცა ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს ვიდეოჩიპები იქნება. მით უმეტეს, რომ NVIDIA-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ შეგვატყობინეს, რომ აღნიშნული ასორტიმენტის გამოშვებას ისინი ამ წელს გეგმავენ. რასაკვირველია, ამ პროდუქტების შეძენის შესაძლებლობებზე, მომდევნო კვარტლამდე არ უნდა ვიფიქროთ.

ჯენსენ ხუანის თქმით, Kepler-ების წარმოებისას, ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მათი ენერგეტიკული ეფექტურობის გაზრდა. ნოუთბუქებში გამოყენებულ ტექნოლოგია Optimus-თან ერთად, ამ ოპტიმიზაციის შედეგები 'მართლაც ზღაპრული' იქნება. ამ კონკრეტულ სეგმენტში კი, ეს NVIDIA-ს პროდუქციას საშუალებას მისცემს, რომ კონკურენტული თვალსაზრისით დაიკავოს ისეთი პოზიცია, როგორც არასდროს. საიდუმლო არ არის, რომ ბოლო დროს, ბაზარზე კომპანიის წილის მატება უპირატესად განპირობებულია დისკრეტულ მობილურ ვიდეობარათებზე, სადაც ისინი ჰარმონიულად ეწყობიან Intel-ის პროცესორებს. როგორც ჩანს, Kepler-ის გამოშვება მხოლოდ განამტკიცებს ამ ტენდენციას.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

საინტერესო იქნება ამ არქიტეტურის მობილური სეგმენტციც ,ვნახოთ აბა ერთი მართლა თუ იქნება ისეთი ძალის რასაც ამბობენ

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

იაპონელებმა დღეს ეს დააგდეს.

top მოდელი 2012 წლის ბოლოს.

amd-ს მაგვარი სტრატეგია, ქვემოდან ზემოთ.

ველოდებით სხვა წყაროს.

34o8qo3.jpg

  • Upvote 1
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო გურუ3დ-ზეც დაიდო ეგ ინფო Unofficial 28nm NVIDIA GPU Roadmap http://guru3d.com/news/unofficial-28nm-nvidia-gpu-roadmap/ რამდენათ დაიჯერება ძნელი სათქმელია

Link to comment
Share on other sites

PCI Express 4.0 to double bandwidth once more http://guru3d.com/news/pci-express-40-to-doubles-bandwidthonce-more/ ამ თემას არ ეხება მაგრამ 2014-2015 გამოჩნდებაო სადღაც

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რამდენათ დაიჯერება ძნელი სათქმელია

70% რომ არასწორია, მაგრამ დაველოდოთ უკეთეს წყაროებს.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

GeForce Kepler 104 and 100 GPU Specifications Surface http://guru3d.com/news/geforce-kepler-104-and-100-gpu-specifications-surface/

Link to comment
Share on other sites

GeForce Kepler 104 and 100 GPU Specifications Surface http://guru3d.com/news/geforce-kepler-104-and-100-gpu-specifications-surface/

მდაა... :ups:

1024 CUDA cores

128 TMUs

512-bit GDDR5 memory interface, 64 ROPs

ეს თუ მართალია რაღაც ძალიან გაბრაზებული მწვანე ცხოველი უნდა გამოუშვას ენვიდიამ GK კი არა ჰალკი უნდ აიყოს მაგ ჩიპის სახელი :D

the_incredible_hulk-6679.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

NVIDIA Kepler Is On Track is sampled http://guru3d.com/news/nvidia-kepler-is-on-track-is-sampled/

Link to comment
Share on other sites

წყაროს ინფორმაციით, Nvidia-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვათ რასტერულ (გეიმეტრიულ) და შეიდერულ დომენებზე - პროდუქტების სწრაფი გამოსვლის სასარგებლოდ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ TSMC-ს 28 ნმ ტექპროცესს, უფრო სწარად კი, მის HKMG-ვერსიას, რომელიც განკუთვნილია მაღალწარმადოვან კრისტალებისთვის, აქამდე სერიოზული პრობლემები გააჩნია და იმისთვის, რომ არცთუ ისე დიდი მანძილით ჩამორჩნენ AMD-ს Southern Island-ებს, კომპანიაში გეგმავენ საფირმო GPU-ს სიხშირეების ძირფესვიანად შეცვლას.

65ab88f3a9bb79182029d60013881180.jpg

ახალ, HPL თავსართის მქონე, შედარებით ენერგოეფექტურ ნორმაზე შესაძლებელი გადასვლა ინჟინრებს მისცემს უფრო სწრაფ ტემპში განახორციელონ ტაივანიდან ჩამომავალი ჩიპების ლაბორატორიული ტესტირებები და მათი კომპანიის AIB-პარტნიორებისკენ გაგზავნა - კომერციულად ხელმისაწვდომ ვიდეობარათების სახით. გარდა ამისა, GPU-ს სხვადასხვა სიხშირეების გათანაბრებით, შესაძლებელი გახდება ბირთვის ნომინალური მაჩვენებლის (რასტერული დომენის) გაზრდა, რაც დიდი ალბათობით მოეწონებათ Nvidia-ს მარკეტინგულ განყოფილებას. ასე მაგალითად, საშუალო ღირებულების ადაპტერი GK104, წინასწარი მონაცემებით, იმუშავებს 1 გჰზ-ზე მაღალ დონეზე.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.