jomardi

iRacing (2008)

Recommended Posts

2cyp0nd.jpg

სალამი,

მათვის ვინც გულგრილი არაა ავტო-სიმულატორებზე და არ იცის ამ სიმულატორის შესახებ... წლებია სიმრეისინგში ვარ და ბევრი საინტერესო სიმულატორს გავუსინჯე გემო და ბევრს დღესაც პატივს ვცემ. მაგრამ არის ერთი წყალგამყოფი რომელსაც ქვია iRacing გადაჭრით შემიძლია ვთქვა რომ უახლოეს 3-5 წელიწადში ამ დონის ავტო სიმულატორი არ შეიქმნება.

მოკლედ Copy & Paste ჩემი ბლოგიდან:

iRacing (აირეისინგ) არ გააჩნია დემო, ის არ იყიდება მისი მხოლოდ “დაქირავება” შეგიძლია რომლის ფასიც 1 თვის გადასახადი არის 12$ და შედის სტანდარტული ე.წ. კონტენტენტი 6 მანქანა 9 ტრასა. ფასდაკლებები: 3 თვის გამოწერა ღირს 30$ (1 თვე 10$) 1 წელი, 99$ (ახალ მომხმარებლისთვის 49$) (1თვე 8.25$) 2 წელი, 179$ (1 თვე 7.46$) ახალი აქაუნტისთვის ყოველთვის არის სხვადასხვა შეღავათები მაგ. 1 თით 5$ ყოფილა 1$… ან 3 თვე 10$ წელწადი 50$, 75$ +1 დამატებითი მნქნით დ 2 ტრასით. დამატებითი ტრასები და მანქანები: მანქანა 11.95$ ტრასა – 11.95$ ან 14.95$ დამოკიდებული ტრასის სიდიდეზე. არის შეღავათები: თუ შეიძენ 3 ცალს ერთად 10% ფასდაკლება. თუ 6 ცალს, 20%. ხოლო თუ ყველას 25% (მანქან და ტრასები) შეძენილი მანქანები და ტრასები თქვენთან რჩება გადახდილი გამონაწერის ვადის გადახდის შემდეგაც, მომავალ გააქტიურებამდე.

არის სხვადასხვა პრიზები დაწყებული სპონსორებიდან მაგ. nVIDIA, INTEL და ა.შ ჩემპიონატებზე საპრიზო ფონდი საკმაოდ სოლიდურია, 1 ადგილი 10 500$ 2 ადგილი 4000$ და ა.შ. შეიძლება მოხვდე ნამდვილ ბოლიდში და ჩაგიტარონ გაკვეთილები მოკლედ ყველაფერი მაღალ დონეზე…

xfx79t.jpg

ახლა რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ სიმულატორში? iR არის წმინდა წყლის “ჰარდკორული” სიმულატორი, იგი იყენებს ბოლო თაობის ტექნოლოგიებს ტრასების და მანქანები შექმნაში. გამოიყენება ლაზერული სკანირება ტრასების და ბოლიდების. მანქანების ფიზკის შექმნაზე მიდის თანამშრომლობა გუნდების ინჟინრებთან და პილოტებთან ერთად. iR–ში ყველა ტრასა და მანქანა ლიცენზირებულია. მათ გამოცდილება აქვთ მიღებული უკვე წარსულში აღიარებულ სიმულატორებში როგორებიც არიან, Grand Prix Legends (GPL) IndyCar Racing და NASCAR Racing 2003 Season (NR2003).

2db9bn9.jpg

მე მინდა კიდევ რამოდენიმე განსაკუთრებულობაზე გაგიმახვილოთ ყურადრება და ამ სიმულატორის ყველა შესაძლებლობები გაგაცნოთ. მოცემულ დროისთვის iRacing–ს გააჩნია 46 ტრასა 114 ვარიაციით. 23 მანქანა და ეს რიცხვი გამუდმებით იზრდება. აირეისინგის დღესდღეობით ყველაზე მიახლოებულ რეალობასთან სიმულატორების შორის ხდის, მაღალი სიზუსტით შესრულებული მოდელირება, ტრასების და ბოლიდების ლაზერული სკანირებისდახმარებით. მაღალი სიზუსტით შექმნილი ფიზიკა ბოლიდის მოქმედება ტრასაზე. მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი საუკეთესო გამოცდილი და ჩამოყალიბებული სიმრეისერები. სადაც მოქმედებს დახვეწილი რეიტინგური სისტემა და თქვენ მოგიწევთ თქვენი დონის მრბოლელებთან შეჯიბრი. ასევე უზრუნველყოფილია მეტნაკლებად უსაფრთხო რბოლები რასაც განაპირებებს თქვენი და მოწინააღმდეგის უსაფრხოების რეიტინგიც. რბოლაში მონაწილეობა შესაძლებელია დღის ნებიემიერ მონაკვეთში. მე მინდა ამ ჩამონათვალიდან ავღნიშნო ჩემი აზრით რა ხდის ასე მიმზიდველს iR ესენია; 1) კარიერა, რომელსაც გადიხართ არა AI (ხელოვნური ინტელექტი) ორთაბრძოლებით არამედ ონლაინში თქვენივე დონის და რეიტინგის, ცოცხალ ადამიანებთან. 2) უსაფრთხოების რეიტინგი, (SR [safety Rating]) რომელიც ყოველ წამს მოქმედებს, იქნება ეს ტესტ–დრაივი თუ ოფიციალური შეჯიბრება. SR მოქმედებს შემდეგნაირად, როდესაც თქვენ კარგავთ მართვას გატრიალებთ ან გადადიხართ გზიდან ამ დროს ეკრანზე გამოდის მანიშნებელი რომელიც იუწყება რომ თქვენ გემატებათ უარყოფითი SR რეიტინგში. ეს კი ცუდი არის, რამე თუ უშლის თქვენს შემდეგ საფეხურზე ასვლას რეიტინგებში.

iRacing–ში კარიერას იწყებთ ე.წ. Rookie (დამწყები) და გადადიხართ თქვენი რეიტინგების (SR, iRating) მიხედვით D, C, B, A, PRO კლასებში… ამას კი საჭირო დრო, ჩემიონატები, რბოლებში მიღება არის საჭირო. რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეუწყვეტლად ტარდება და იყოფა 4 სეზონად თითო სეზონი 12 კვირიდან შედგება Rookie, D, C, B, A, კლასში.

zsq161.jpg

სულ ბოლოს პატარა iR რეკლამას დავამატებ აქ “iRacing.com is home to over 25,000 racers from hobbyists to professional drivers” ესეც ბმული პროფესიონალი მრბოლელების რომლებიც ჩართულები არიან iR ოფიციალურ რბოლებში: Pro drivers უფრო მეტი ინფორმაციის მიღებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ iRacing TV და გაეცნოთ სიახლეებს iRacing NEWS ან ადევნოთ თვალყური ონლაინ შეჯიბრებებს LIVE-ში

iRacing FAQs– (ორიგინალი)

iRacing FAQs–(რუსული) (ბმულის სანახავად gmail აქაუნტია საჭირო)

ოფიციალური საიტი: http://www.iracing.com/

(კლავიატურით და ვირთხით ვერ ითამაშებთ)

რამოდენიმე გვერდი მინდა წარმოვადგინო რუსული სიმრეისინგ საიტიდან simracing.su რომელიც ოფიციალური პარტნიორია iRacing–ის და ძალიან საინტერესო სტატიები და არქივი გააჩნია ზოგადად სიმრეისინგზე.

1) Знакомьтесь – iRacing!

2) FIRST – Официальный Спортивный Кодекс (აქ ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული დამწყებთათვის)

3) iRacing – Обзор автосимулятора

4) iRacing – Руководство пользователя

http://www.youtube.com/watch?v=KoZVlczCCJE&feature=player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=-sK2mvxvm08&feature=player_embedded

მომდევნო სიახლები ჩემ ბლოგზე : http://jomardi.wordpress.com/

Edited by jomardi
  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

კარგია, რომ აქაც დადე, ეგებ გამოჩნდეს ვინმე მსურველი. ისეთი, ვისაც ახალი სიმის მოსინჯვა უნდა...

მე პირადად "ბორბლებიანი" თამაშები არ მიზიდავს, მაგრამ ყველა ჩემნაირი ხომარ იქნება :)

Share this post


Link to post
Share on other sites

მიშა პირველ რიგში გილოცავ მოდერობას:) გამახსენდა ძველი დრო ქურდათ რომ ნათლავდნენ და უარს რომ ამბობდნენ კაი ტიპები xelitavi.gif ანუ "სმისლე" აქამდე რატომ არ იყავი მოდერი მიკვირდა :)

რაც ამ თემას შეეხება ხო იყოს იქნებ ვინმე იყოს ისეთი რომელსაც აქვს მოსინჯული სხვები და ან ვერ დაამუღამა ან უფრო მეტი უნდა...

Share this post


Link to post
Share on other sites

მიშა პირველ რიგში გილოცავ მოდერობას:) გამახსენდა ძველი დრო ქურდათ რომ ნათლავდნენ და უარს რომ ამბობდნენ კაი ტიპები xelitavi.gif ანუ "სმისლე" აქამდე რატომ არ იყავი მოდერი მიკვირდა :)

რაც ამ თემას შეეხება ხო იყოს იქნებ ვინმე იყოს ისეთი რომელსაც აქვს მოსინჯული სხვები და ან ვერ დაამუღამა ან უფრო მეტი უნდა...

უი შენ არ იცი ხომ? მე მესამედ ვარ მოდერი უკვე, ორჯერ ვარ გამოქცეული ადმინისტრაციიდან :xelitavi:

გმადლობ :)

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

რული რომ მქონდეს გაასწორებდა :*

პ.ს რული არ შემისწოროთ :D

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემი პირველ 2 რბოლაში, ორივე კლასში (Road&Oval) გამარჯვების დიპლომი თუ სიგელი რა დავარქვაxelitavi.gifესენი ლიცენზიას ეძახიან...

გამაქვს საქართველოს სახელი გარეთ, მარა რათგინდა ყველას ის მეორე georgia გონია2z6in9g.gifსანამ დროშამდე არ მიდგება საქმე.

fel4r5.jpgdel3wh.jpg

Share this post


Link to post
Share on other sites

jomardi

გილოცავ,ეს ერთი და სხვა მრავალი.მალე გვენახოს შენი გამარჯვებები iracing 2.0-შიც.

iRacing.com – New Suzuka Previews

iut3g.jpg

7a3s9.jpg

v4is1.jpg

Share this post


Link to post
Share on other sites

STI-228 მადლობა გაიხარე :)

მოიცა! ნავიგატორის ადგილას რატომ ხარ?

რა იგულისხმე დამაინტერესა :)

Share this post


Link to post
Share on other sites

მიშა

მოიცა! ნავიგატორის ადგილას რატომ ხარ?

iracing 2.0 არ გამოსულა ჯერ.ცოტა დარჩა აგვიტომდე.:) ჩემი გადაღებული სურათი არ არის, უბრალოდ კამერაა გვერძე დაყენებული.

Jomardi

რა იგულისხმე დამაინტერესა

მგონი,(თუ არ ვცდები) დაახლოებით ეს იგულისხმა: რატომ მძღოლის (driver)-ის ადგილიდან არ არის სურათი გადაღებული.

Share this post


Link to post
Share on other sites

მგონი,(თუ არ ვცდები) დაახლოებით ეს იგულისხმა: რატომ მძღოლის (driver)-ის ადგილიდან არ არის სურათი გადაღებული.

კი ეგრე იქნება, მე ვერ დავტვინე უცბად 127fs4573872.gif

iracing 2.0 არ გამოსულა ჯერ.ცოტა დარჩა აგვიტომდე

ეგ აპდეიტი იქნება და მეტი არაფერი, რომელსაც საიტიდანვე ავტომატურად განაახლებს. 2.0 ნახევარი (ძირითადი) მაისის თვეში უკვე დაყენდა. აგვისტოში მე-3 სეზონი მთავრდება და მაგ პონტში გადადეს უეჭველი babu.gif

Share this post


Link to post
Share on other sites

jomardi

ეგ აპდეიტი იქნება და მეტი არაფერი, რომელსაც საიტიდანვე ავტომატურად განაახლებს. 2.0 ნახევარი (ძირითადი) მაისის თვეში უკვე დაყენდა. აგვისტოში მე-3 სეზონი მთავრდება და მაგ პონტში გადადეს უეჭველი

ეგ კი მაგრამ ორი ახლი მანქანა ხო დაემატება. :) ისე Lotus Seven რომ დამატებინათ ძალიან მაგარი იქნებოდა.

522e1ef8b6dc.jpg

ეხლა რა მაინტერესებს კიდევ.ეს თამაში არ მითამაშია და მარტო ვიდეობს ვნახულობ ხოლმე.მანქანის interier-ში Driver-ის ხელები არ ჩანს ხო?ანუ ისე არ არის,როგორც ეს Live For Speed-შია.

01708d5f954f.jpg

Share this post


Link to post
Share on other sites

ვერ გავერკვიე :D

ანუ რო ითამაშ ო უნდა იყიდო ხო?

Share this post


Link to post
Share on other sites

რა იგულისხმე დამაინტერესა :)

მგონი,(თუ არ ვცდები) დაახლოებით ეს იგულისხმა: რატომ მძღოლის (driver)-ის ადგილიდან არ არის სურათი გადაღებული.

კი, ეგ ვიგულისხმე ზუსტად, მეგონა რამე Co-Op-ის მსგავსი ჰქონდა და ორი კაცით შეიძლებოდა რბოლა...

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგ კი მაგრამ ორი ახლი მანქანა ხო დაემატება.

ეგ კი მაგრამ iR 3-თვეში ერთხელ უშვებს ახალ მანქანებს და ტრასებს და ასევე განახლებებს. ეს ის პროეკტია რომელიც მუდმივ განახლებაშია უკვე 3 წელია.

Lotus Seven არა მაგრამ სამაგიეროდ Lotus 79 (F1) არის :)

interier-ში Driver-ის ხელები არ ჩანს ხო?

არა და ბევრი მოთამაშე რულსაც უთიშავს.

ვერ გავერკვიე

ანუ რო ითამაშ ო უნდა იყიდო ხო?

არა ყიდვით ვერ იყიდი უნდა იქირაო :D ყოველთვიური გადასახადი+დამატებითი მანქანები 11.95$ ტრასები 11.95$ 14.95$ (გააჩნია) ეს ყველაფერი თავში მაქვს ახსნილი.

ორი კაცით შეიძლებოდა რბოლა...

ისე რა მაგის მასუხია და ეგ სერვისი ემატება ახლა ანუ 24-საათიანი რბოლები პილოტების შეცვლით :) ანუ მე რომ დავიღლები ასე 2 საათში შევატყობინებ "თიმეითს" და შემეცვლება ბოქსებში :D ეს მაგარი საინტერესო იქნება !

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰმ სად გავყიდე რული :mad:

არადა მაგარია! რო ვითრევ 4 3 რულს მერე ვიქირავებ :D

Share this post


Link to post
Share on other sites

Share this post


Link to post
Share on other sites

გადმოსაწერი ლინკი ან რამე მსგავსი არააქვს?? :ugly_confused2:

Share this post


Link to post
Share on other sites

გადმოსაწერი ლინკი ან რამე მსგავსი არააქვს?? :ugly_confused2:

რომ გადმოწერო ჯერ უნდა დარეგისტრირდე, რომ დარეგისტრირდე უნდა იყიდო (იქირავო) 1 თვიანი, 3 თვიანი, 1 წლიანი 2 წლიანი ახალი "მემბერებისთვის" დისქაუნტი 1 თვე 6$ ან 1 წლით 49$

არის პირატული მაგრამ ის 2008 წლის პირველი ვერსია არის xelitavi.gif და შთაბეჭდილებები წაგეშლება ... თუმცა აგერ ლინკიც და ცადოს თუ ვინმეს დააინტერესებს.

Share this post


Link to post
Share on other sites

ახალი არ გაუტეხიათ?? რა არის ეგეთი

არც გატყდება :) ბრაუზერიდან ეშვება თამაში...

Share this post


Link to post
Share on other sites

წყნარი მუსიკა ვისაც უყვარ "slow motion" :)

http://www.youtube.com/watch?v=p2Tjab7gE2E&feature=player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=-MxAp49y6uM&feature=channel_video_title

http://www.youtube.com/watch?v=3KWuzFJS_xc

დანარჩენი ჩემთან -

პ.ს. "აი რატომ ვარ აირეისინგში"

Share this post


Link to post
Share on other sites

iRacing.com Driving School აქ არის ვიდეო კრებული, რომელიც გამოადგება გამოცდილ თუ დამწყებ ვირტუალურ თუ ნამდვილ რბოლელებს.

ორიგინალი iRacing-ის Playlist

ეს კი რუსული თარგმანით (ჯერ მხოლოდ 10 ვიდეო არის ნათარგმნი /სპოილერში, რადგან პლეილისტი არ აქვს გაკეთებული/)

http://www.youtube.com/watch?v=eaeJfIkMSjg http://www.youtube.com/watch?v=Az8bGhobuq4 http://www.youtube.com/watch?v=cjD4Jxat5VU

http://www.youtube.com/watch?v=eX9mSqrdH9o http://www.youtube.com/watch?v=tGlwCpwAEGY http://www.youtube.com/watch?v=w87dQzqu5Es

http://www.youtube.com/watch?v=ZNoFuoxudWY http://www.youtube.com/watch?v=WW41fvOpXbU http://www.youtube.com/watch?v=N4mAQ0Yhy4o

http://www.youtube.com/watch?v=6TMFXJzBYeM

Share this post


Link to post
Share on other sites

კახაბერ, მაშინ რომ დამარეგისტრირე, ეგ პირველი, ანუ უფასო ვერსია იყო, თუ ეს, მე-2?

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now