Jump to content

Foxconn


LEON

Recommended Posts

8d06d37bca17.jpg

სისწრაფე, ხარისხი, საინჟინრო სერვისები, მოქნილობა და სიიაფე - ამ დევიზით მუშაობს ელექტრონიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში კომპანია Foxconn (ჩინურად: 富士康科技集團). ბრენდის ისტორია 1974 წელს იწყება, როცა ტერი გოუმ დაარსა მულტინაციონალური კომპანია Hon Hai. პირველი საწარმო ჩინეთის ქალაქ Shenzhen-ში გაიხსნა 1988 წელს. დღეს იქ 420 000 ადამიანი მუშაობს, სულ კი Foxconn-ს 800 000-ზე მეტი სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტი ემსახურება. დღესდღეობით კომპანია იმართება ტაივანის ქალაქ ტუჩენგში მდებარე კომპანია Hai Precision Industry Co., Ltd.-ის სათაო ოფისიდან და საკმაოდ ეფექტურადაც.

რას აწარმოებს Foxconn? პასუხი საკმაოდ ვრცელია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოში კარგად ცნობილ და აღიარებულ ბრენდებთან და მათთვის ამზადებს აპარატულ გადაწყვეტილებებს. თუ რამდენად სერიოზული კავშირები აქვს ამ კომპანიას, ნათელი ხდება მისი პარტნიორი კომპანიების დასახელებით: Apple Inc; Intel Corp; Microsoft; Sony; Motorola; Nokia; Cisco და ა.შ. Foxconn-ს თავისი წარმომადგენლობები აქვს ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: იაპონია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი და ვიეტნამი.

კომპანიის წარმატებულობას ხაზს უსვამს მისი ფინანსური აქტივებიც. მარტო 2009 წელს კომპანიის ბრუნვამ 61.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. საკმაოდ სერიოზული განაცხადია. მაგრამ კომპანიის ისტორიაში არის შავი ლაქებიც. კომპანიის მფლობელობაში არსებული შენობიდან ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 13 ადამიანი გადმოხტა თვითმკვლელობის მიზნით, მიზეზი კი არანორმალური დატვირთვა გახლდათ.

ახლა კი დროა გავეცნოთ Foxconn-ის მიერ გამოშვებულ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე საინტერესოდ მიგვაჩნია.

ყველაზე აქტიური კომპანია დედაპლატების წარმოების სფეროში გახლავთ. აქ იგი თანამშრომლობს როგორც Intel-თან, ისე AMD-სთან. ორივე ბრენდის მოყვარულთ შეუძლიათ დატკბნენ Foxconn-ის მიერ გამოშვებული მობოებით. კომპანიას ათვისებული აქვს თითქმის ყველა სოკეტი ორივე პლატფორმაზე. თქვენის ნებართვით AMD-თი დავიწყებ.

ყველაზე სუსტი დედაპლატა, რაც კი კომპანიას აქვს გამოშვებული AMD-ს პროცესორებისთვის არის Socket 754-ზე დაფუძნებული საკმაოდ "ჩინური" სახელის მქონე NF3250K8AA-RS

5d079ee0a3c1.jpg

Socket 939-ზე Foxconn-მა ორი დედაპლატა გამოუშვა. ერთი NVIDIA-ს ჩიპსეტზე გახლდათ, მეორე კი SiS-ის. ორივეს აბდაუბდა დასახელებები გააჩნდათ და ამიტომ თავს არ შეგაწყენთ მათი მოხმობით, მხოლოდ ფოტოებს დავდებ

3bfa1a50d297.jpg

8708f8fb125f.jpg

Socket AM2-ზე უკვე აშკარად იგრძნობა კომპანიის მისწრაფება, აითვისოს რაც შეიძლება მეტი ჩიპსეტი. აქ ჩვენ ვხვდებით როგორც NVIDIA-ს, VIA-ს და SIS-ის, ისე AMD-ს ჩიპსეტებზე დაფუძნებულ დედაპლატებს. ამ ფოტოზე NF570 Ultra არის წარმოდგენილი, რომელიც NVIDIA-ს ჩიპსეტზეა აწყობილი

d2e276c38cfb.jpg

ეს კი AMD-ს ჩიპსეტის მფლობელი დედაპლატა A690GM2MA-8EKRS2H, რომელსაც ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი აქვს

f271877c2505.jpg

Socket AM2+/AM2-თან თავსებადი დედაპლატები მხოლოდ NVIDIA-ს და AMD-ს ჩიპსეტებით აღჭურვილი გამოვიდა.

ესეც დედაპლატა Destroyer რომელიც nForce 780a SLI-ზე არის აწყობილი. აქედან დაიწყო სწორედ Foxconn-მა თავისი პროდუქციისთვის "საშიში" სახელების დარქმევა.

7e8e159a4aaf.jpg

ეს კი A79A-S-ია, რომელიც AMD-ს 790FX ჩიპსეტს იყენებს

0314b5c10a8f.jpg

AMD-ს უახლეს Socket AM3-ზე კომპანიამ NVIDIA-ს ჩიპსეტით მხოლოდ ერთი დედაპლატა გამოუშვა, რომელსაც M61PMP-K უწოდა

6a5370b0d2d3.jpg

რაც შეეხება AMD-ს ჩიპსეტებს, აქ გვხვდება 785G ჩიპსეტი, რომელიც ორ დედაპლატას აერთიანებს: Cinema II Premium

f648e1ddf678.jpg

და Cinema II Deluxe

7573ff1d1c1a.jpg

რაც შეეხება 890GX ჩიპსეტს, აქაც ორ დედაპლატას აღმოვაჩენთ. პირველი: A9DA

8af1b7041b07.jpg

და მისი გაგრძელება A9DA-S

97e4d5010486.jpg

ამით AMD-ს განყოფილებას დედაპლატების საკითხში დახურულად ვაცხადებ და გადავდივარ Intel-ზე, სადაც Foxconn უდაოდ სიძლიერის განსახიერებაა.

775 სოკეტზე ჩვენ ვხვდებით VIA-ს და SIS-ის ჩიპსეტებზე დაფუძნებულ რამდენიმე დედაპლატას და nForce 630i-ზე აწყობილ ორიოდე მობოს. აი ერთ-ერთი მათგანი:

bc7a52706118.jpg

Intel-ის ჩიპსეტების მხრივ საოცარი მრავალფეროვნებაა: დაწყებული სუსტი Intel Intel 865G-ით და დამთავრებული სუპერ მძლავრი X48-ით. ეს მაგალითად P35-ზე არსებული დედაპლატაა სახელად MARS

42038225fbe4.jpg

ELA P45 სერიიდან

1e844e629efa.gif

თქვენს წინაშეა X48-ზე გამოშვებული მობო BLACKOPS, რომელიც ზედგამოჭრილია ოვერქლოქინგისთვის

b5f3206f8b59.jpg

1156 სოკეტზე Foxconn საკმაოდ იოლად გადაბარგდა და სამი ჩიპსეტი: P55, H55 და Q57 აითვისა. P55-ზე კომპანიამ 5 დედაპლატა გამოუშვა, რომელთაგან ყველაზე მძლავრები Inferno Katana და Inferno Katana GTI გახლავთ.

Inferno Katana

0a3aefd8d940.jpg

Inferno Katana GTI

07b88f45b774.jpg

H55-ის სეგმენტში კომპანია 4 დედაპლატითაა წარმოდგენილი. მაგალთად, ეს H55M-S-ია

61ce93230fdc.jpg

Q57-ის კუთხეში ეულად გამოიყურება Q57M

c073058f9504.jpg

ამით 1156 სოკეტზე საუბარს მოვრჩით და გადავდივარ თემის კულმინაციაზე 1366 სოკეტზე, სადაც Foxconn მსოფლიო ლიდერებში წამყვან პოზიციას იკავებს.

X58 ჩიპსეტზე დაფუძნებულ დედაპლატებში კომპანიამ არ დაიშურა დიზაინი, ხარისხი და სიმძლავრე. სრულიად უცოდინარი ადამიანიც კი ერთი შეხედვით იოლად მიხვდება თუ რა ენერგია იმალება Foxconn-ის ლოგოს ქვეშ, როცა X58-ის რომელიმე შესანიშნავ წარმომადგენელს შეხედავს. მე ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი რომ ჩვენს წინაშეა მსოფლიოში დღესდღეობით ულამაზესი დედაპლატა Foxconn Bloodrage. მაში დინამიურადაა შერწყმული დიზაინი, სიმძლავრე და ოვერქლოქინგის პოტენციალი. მისი ოპერატიული მეხსიერების სამად-სამი სლოტი უზრუნველყოფს მეხსიერების უკეთ აჩქარებას. ძნელია არ მოიხიბლო ამ სილამაზით :miyvarxar:

8729c64c451b.jpg

Foxconn-მა გამოუშვა Bloodrage-ის მოდიფიცირებული ვარიანტი Bloodrage GTI, რომელიც უბრალოდ შესანიშნავია.

a91e5f467e6e.jpg

X58-ზე გამოშვებული კიდევ ერთი საინტერესო სერია არის FlamingBlade ტავისი მოდიფიცირებული ვარიანტით FlamingBlade GTI.

98da2758529f.jpg

ამ ლამაზ ნოტაზე ვამთავრებ Foxconn-ის დედაპლატებზე საუბარს და გადავდივარ ვიდეობარათებზე. აქ ჩემი აზრით უაზრობა იქნება თუ სათითაოდ ჩამოვთვლი NVIDIA-ს გრაფიკულ პროცესორებზე გამოშვებულ ყველა ბარათს დაწყებული 7100-იდან დამთავრებული 9800GX2-ით(მას შემდეგ Foxconn-გრაფიკული ადაპტერი არ გამოუშვია). მოვიყვან მხოლოდ მძლავრ 9800GX2-ს:

f625f04bf01f.jpg

რაც შეეხება ATI-ს, აქ Foxconn საერთოდ არაა წარმოდგენილი, სამწუხაროდ.

Foxconn ყველაფერი ამის გარდა ამზადებს კეისებს, უბრალო ქულერებს და პერიფერიის დონის ტექნიკას, რომლებსაც ნაკლებად იცნობს საზოგადოება, რადგან დედაპლატები ჩრდილავენ.

ამით Foxconn-ზე თემა დასრულებულია.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.