Jump to content

HWBot.org


Recommended Posts

გამარჯობათ, მინდა შემოგთავაზოთ რევიუ hwbot.org საიტის შესახებ, სადაც უკვე საკმაოდ წარმატებით გამოდის ჩვენი გუნდი Overclockers.ge

 

 

 

logo.png

 

HWbot.org

 

 

რა არის HWbot.org?

 

HWbot.org არის web რესურსი, სადაც ხდება კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლების სტატისტიკური ანალიზი და შედარება, ამ საიტზე ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილი ინფორმაცია მოვიძიოთ კომპიუტერის ნებისმიერი ძირითადი (CPU, GPU, RAM, HDD...) კომპონენტის შესახებ, გავიგოთ რეალური ტესტების საფუძველზე რისი მაქნისია რომელიმე აქ ჩამოთვლილი კომპონენტის ახალი მოდელი და შევადაროთ მისი წარმადობა სხვა მოდელებს. ასობით მომხმარებლების ხარჯზე შედგენილია უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, სადაც შესულია ინფორმაცია სხვადასხვა ტესტების შედეგების შესახებ. მაგალითად, ძალიან მარტივად შეგვიძლია გავიგოთ highest frequency reached (მაქსიმალური მიღწეული სიხშირე). ამჟამად HWbot.org-ის მონაცემებით ეს რეკორდი შეადგენს 8179.89 mhz რომელიც დააფიქსირა ThuG OC Team Italy-მ შედეგების ვალიდაცია დგება ტესტების საფუძველზე (განვიხილავთ ქვემოთ). შედეგების შეფასება ხდება სპეციალური ქულებით (hwbopints) და თასებით trophy-gold.giftrophy-silver.giftrophy-bronce.giftrophy-medal.gif

 

რა არის hwbopints?

 

როგორც უკვე აღვნიშნე, შედეგების შეფასება ხდება სპეციალური ქულებით და თასებით. არსებობს შეფასების ორი კრიტერიუმი ეს არის Global rank და Hardware rank.

Global rank წარმოადგენს ამა თუ იმ ტესტში მიღწეულ უმაღლეს შედეგთან შედარების ქულას, ამ ტესტში მონაწილეობს ყველა ამ სახეობის hardware, მაგალითად, ავიღოთ პროცესორი Pentium 4 631.

simxgs.jpg

სურათზე ჩანს, რომ ორივე შეფასების კრიტეიუმით არის პირველი ადგილი მიღწეული, მაგრამ Global rank-ის ქულები გაცილებით უსწრებს Hardware rank-ს. ეს იმიტომ ხდება, რომ Pentium 4 631 არის მსოფლიიოს რეკორდსმენი უმაღლეს სიხშირის მიღწევაში და შესაბამისად Global rank-შიც პირველზეა გასული ყველა პროცესორთან შედარებით. ასევე Hardware rank-შიც პირველზეა იმიტომ, რომ მარტო ამ კონკრეტული მოდელის პროცესორის უმაღლესი შედეგიც ესაა თავისთავად.

ახლა განვიხილოთ მეორე მაგალითი. core 2 duo E8400

49wxr8.jpg

ამ სურათზე დაფიქსირებულია E8400 პროცესორის უმაღლესი მიღწეული სიხშირე, მაგრამ გაცილებით დაბალი ქულები აქვს მოპოვებული, რატომ? პასუხი მარტივია -

Global Rank: not in top 1000

რაც შეეხება თასებს და მედალს; ნებისმიერ რენკინგში პირველ ხუთეულს ენიჭება შესაბამისად

I - trophy-gold.gif

II - trophy-silver.gif

III - trophy-bronce.gif

IV - trophy-medal.gif

V- trophy-medal.gif

 

რაც მეტია დაფიქსირებული შედეგების რაოდენობა, მით მეტია ქულების წილობრივი რაოდენობა, მაგალითად:

SuperPI 1M - Global Rank: 1st - 104.8 points / 33079 ვალიდაცია

SuperPI 32M - Global Rank: 1st - 85.6 points / 12350 ვალიდაცია

 

 

რა ტესტებით(ბენჩმარკებით) ხდება ქულების და მედლების მინიჭება?

 

skn5ol.jpg

 

http://www.hwbot.org/benchmark.do

სურათზე ნაჩვენებია ყველა ბენჩმარკი რაც გამოიყენება ამ საიტზე, აღსანიშნავია ის, რომ სამი აპლიკაცია, კერძოდ PCMark 2004, PCMark Vantage და SisoftSandra არ იძლევა ქულებს, აქ ენიჭება მარტო თასები და მედლები.

 

განვიხილოთ სათითაოდ:

 

1. 3Dmark 2001 - სკრინის ნიმუში

გამოიყენება ძველი ვიდეო კარტების დასატესტად, (DX7,8,9) თუმცა ახლაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark01 (default @ 1024X768)

აკრძალულია MIPMAP tweaking და ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში.

ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია)

რეკომენდებულია მხოლოდ პირველი 4 ტესტის გატარება

 

 

2. 3Dmark 2003 - სკრინის ნიმუში

ესეც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი ვიდეო კარტების გსატესტად (DX8,9)იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark03 (default @ 1024X768)

აკრძალულია MIPMAP tweaking და ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში.

ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია)

რეკომენდებულია მხოლოდ პირველი 4 ტესტის გატარება

 

3. 3Dmark 2005 - სკრინის ნიმუში

3DMark05 შეიქმნა DX9 ვიდეო კარტების გასატესტად, ასევე ოპტიმიზებულია ორ ბირთვიან პროცესორებზე მუშაობაც. იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark05 (default @ 1024X768)

აკრძალულია MIPMAP tweaking და ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში.

ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია)

რეკომენდებულია მხოლოდ პირველი 3 ტესტის გატარება CPU test-ების გატარება არაა აუცილებელი.

 

4. 3Dmark 2006 - სკრინის ნიმუში

3DMark06 დაფუძნებულია 05-ის ბაზაზე გაუმჯობესებული გრაფიკით და ახალი CPU test-ებით. ასევე დამატებულია SM3.0/HDR ტესტი. სარგებლობს უზომო პოპულარობით და მიჩნეულია ერთერთ ძირითად ბენჩმარკად ვიდეო კარტის და პროცესორის რეალური პოტენციალის გამოსავლენად. სრული ტესტის გასავლელად აუცილებელია DX9 + SM3.0 მხარდაჭერის მქონე ვიდეო კარტები.იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark06 (default @ 1280X1024)

აკრძალულია MIPMAP tweaking, ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში. და ე.წ. post-processing

ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია)

აუცილებელია ყველა default ტესტის გატარება!

 

5. 3DMark Vantage - Performance - სკრინის ნიმუში

ჯერჯეობით 3DMark სერიის ბოლო ვერსია, აუცილებელი მოთხოვნაა windows vista და DX10. შესანიშნავად იყეენებს მულტი CPU/GPU არქიტექტურას. გააჩნია ინოვაცია, აქვს მუშაობის რამდენიმე პროფილი, თუმცა HWBOT-ზე გამოიყენება default (Performance). იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z, 3dmark VANTAGE (default @ 1280X1024)

აკრძალულია MIPMAP tweaking, ასევე ზედმეტად მაღალი მაჩვენებელი სხვა შედეგებთან მიმართებაში

PhysX-ის მხარდაჯერის მქონე ვიდეო კარტებისთვის (NVIDIA) სავალდებულოა გამოირთოს ეს ფუნქცია და ისე გაიტესტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქულა არ ჩაითველბა

ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

Global rank TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ბენჩმარკის ორიგინალი ვერსია)

აუცილებელია ყველა default ტესტის გატარება!

 

6. Aquamark - სკრინის ნიმუში

Aquamark - საშუალებას გვაძლევს მარტივად გავზომოთ ვიდეო კარტის სათამაშო პოტენციალი სხვადასხვა ტესტებზე დაფუძნებული მეთოდით, აქვს DX9-ს მხარდაჭერა და ასევე მრავალმხრივ დატვირტული გრაფიკის ვარიაცია. იყენებს 3D რენდერინგის სხვადასხვა მეთოდებს. იმისათვის, რომ დადებული შედეგი ჩაითვალოს hwbot-ზე აუცილებელია ეს ტესტი გავატაროთ default კონფიგურაციაზე და გავაკეთოთ სკრინი, ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, აუცილებელი მოთხოვნაა CPU-z, GPU-z და Aquamark-ის სკრინი გადატანილი paint-ში.

ორი ან მეტი ვიდეო კარტის ტესტირებისას უნდა იყოს GPUZ სკრინის ქვევით მოთავსებული SLI/Crossfire კონფიგურაციის ჩამოშლილი მაჩვენებელი

ეს ბენჩმარკი უფასოა და არ საჭიროებს ვალიდაციის ლინკს!

 

7. CPU-Z - სკრინის ნიმუში

CPU-Z არის უფასო უტილიტა კომპიუტერის ძირითადი მახასიათებლების საჩვენებლად და ასევე უტყუარი საშუალება მიღწეული ამა თუ იმ შედეგის დასაფიქსირებლად. ამ პროგრამით იზომება

 

Quote
CPU

* Name and number.

* Core stepping and process.

* Package.

* Core voltage.

* Internal and external clocks, clock multiplier.

* Supported instructions sets.

* Cache information.

Mainboard

* Vendor, model and revision.

* BIOS model and date.

* Chipset (northbridge and southbridge) and sensor.

* Graphic interface.

Memory

* Frequency and timings.

* Module(s) specification using SPD (Serial Presence Detect) : vendor, serial number, timings table.

System

* Windows and DirectX version.

აუცილებელი მოთხოვნაა ვალიდაციის ლინკი და ამ ლინკში მითითებული ავტორის მიერ დაფიქსირება ამ ვალიდაციის!

არაა აუცილებელი ვალიდაცია იყოს იმ დღესვე გაკეთებული როდესაც შედეგი დაფიქსირდა, შესაძლებელია შეინახოს (F7 ღილაკის დაჭერით ინახავს ფაილს CPU-Z folder-ში) ვალიდაციის ფაილი (*.*.cvf) და მოგვიანებით გაკეთდეს მისი ვალიდაცია.

 

8. PCMark 2004 - სკრინის ნიმუში

PCMark 2004 - შექმნილია 3DMark-ის შემქმნელებისგან და მოიცავს თავის თავში მთლიანი სისტემის ტესტს. მასში გაერთიანებულია

 

Quote
* System Test Suite

* CPU Test Suite

* Memory Test Suite

* 2D and 3D Graphics Test Suite

* Hard Drive test Suite

* And more.

როგორ უკვე აღვნიშნე, ამ ტესტში არ იწერება ქულები, მარტო ხუთეულში მოხვედრილებს ეძლევა თასები და მედლიები შესაბამისად.

აუცილებელია ტესტის გატარდეს default-ზე, სკრინზე უნდა ჩანდეს CPU-Z და PCMark 2004

 

8. PCMark 2005 - სკრინის ნიმუში

PCMark 2005 - წარმოადგენს 04-ის განახლებულ ვერსიას

 

Quote
Basic Edition features:

 

* System tests, presenting the total PCMark score.

* System Info, showing your PC hardware and system software in detail.

* Online services. Submit your results and compare them to - PCMark05 results from all over the world.

 

Advanced Edition features:

 

* System tests, presenting the total PCMark score.

* CPU test suite, giving a CPU score

* Memory test suite, giving a Memory score.

* Graphics test suite, giving a graphics score.

* HDD test suite and a total HDD score.

* System Info, showing your PC hardware and system software in detail.

* Online services. Submit your results and compare them to -PCMark05 results from all over the world.

აუცილებელია ტესტის გატარდეს default-ზე, სკრინზე უნდა ჩანდეს CPU-Z და PCMark 2005

TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ორიგინალი ვერსია)

 

9. PCMark Vantage - სკრინის ნიმუში

PCMark Vantage - ჯერჯერობით PCMark-ის ბოლო ვერსია,

როგორ უკვე აღვნიშნე, ამ ტესტში არ იწერება ქულები, მარტო ხუთეულში მოხვედრილებს ეძლევა თასები და მედლიები შესაბამისად.

აუცილებელია ტესტის გატარდეს default-ზე, სკრინზე უნდა ჩანდეს CPU-Z და PCMark 2004

TOP20-ში მოსახვედრად აუცილებელია ვალიდაციის ლინკი (ორიგინალი ვერსია)

 

10. PiFast - სკრინის ნიმუში

PiFast - pi რიცხვის გამოთვლის ყველზე სწრაფი მეთოდი, დაწერილია Xavier Gourdon-ის მიერ.

 

Quote
PiFast features

 

* Computes decimal digits of pi, e=exp(1), sqrt2, with the high limit of 17 billion digits.

* Very fast (fastest pi program available on the web - July 5 2003).

* Much more economical in memory than other pi programs.

* Parameters can be used to fit in the memory machine (memory saved <-> time lost).

* Able to handle disk memory for very large computations, permitting to compute much more digits than could be contained in the physical memory.

 

Very large computations can be done in several chunks.

 

* Can compute a lot of other predefined constants (log(2), zeta(3), …) with many formulas.

* User can define his own formula to compute a constant.

* Can compress directly the output result and later, decompress all or part of it.

აუცილებელია სკრინის გაკეთება ისე, როგორც ნიმუშზეა მითითებული, ანუ უნდა ჩანდეს DOS box, CPU-Z memory და CPU-Z processor

 

 

10. SiSoftware Sandra - სკრინის ნიმუში

SiSoftware Sandra- წარმოადგენს windows-ის მთლიანი სისტემის ანალიზს. ამ პორგრამით შესაძლებელია ისეტი კომპონენტების შედარება, როგორიცაა CPU, chipset, video adapter, ports, printers, sound card, memory, network, Windows internals, AGP, ODBC Connections, USB2, და FireWire.

სავალდებულოა სკრინის გაკეთენა ისე, როგორც ნიმუშზეა ნაჩვენები, ანუ SiSoft Sandra 2007, CPU-Z processor CPU-Z memory

 

 

11. SuperPi 1M - სკრინის ნიმუში

SuperPi - გათვლილია სპეციალურად შემუშავებული რიცხვების გამოსათველად, რომელიც იყენებს FFT არითმეტიკას. შესანისნავი მეთოდია პროცესორის singletasking-ის გასატესტად. ძირითადად დამოკიდებულია პროცესორის და ოპერატიული მეხსიერების სიხშირეზე. SuperPi-ს აქვს გამოთვლის მრავალი ვარიაცია, მაგრამ ამ ტესტში გამოიყენება 1M (1 მილიონი).

აუცილებელია გამოვიყენოთ XtremeSystems version 1.5 ვერსია. სკრინი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, ანუ უნდა ჩაანდეს SuperPi ფანჯარა და "calculation done" ღილაკი, ასევე CPUZ processor და CPUZ memory

 

 

12. SuperPi 32M - სკრინის ნიმუში

SuperPi - გათვლილია სპეციალურად შემუშავებული რიცხვების გამოსათველად, რომელიც იყენებს FFT არითმეტიკას. შესანისნავი მეთოდია პროცესორის singletasking-ის გასატესტად. ძირითადად დამოკიდებულია პროცესორის და ოპერატიული მეხსიერების სიხშირეზე. SuperPi-ს აქვს გამოთვლის მრავალი ვარიაცია, მაგრამ ამ ტესტში გამოიყენება 32M (32 მილიონი).

აუცილებელია გამოვიყენოთ XtremeSystems version 1.5 ვერსია. სკრინი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშზე, ანუ უნდა ჩაანდეს SuperPi ფანჯარა და "calculation done" ღილაკი, ასევე CPUZ processor და CPUZ memory

 

 

13. wPrime 1024m - სკრინის ნიმუში

wPrime 1024m - ძირითადად გათვლილია პროცეორის multitasking-ის გასატესტად, ანუ აქ მოქმედებს ლოგიკა, რომ რაც მეტია ბირთვების რაოდენობა პროცესორში მით სწრაფია ის. ტესტში არის ორი პროფილი 32M და 1024M. ამ ტესტში გამოიყენება 1024M და რაც ნაკლებია ტესტის ხანგძლივობა მით უკეთესია შედეგი. უნდა გამოვიყენოთ პროგრამის ბოლო ვერსია. 4 ან მეტი ბირთვიანი პროცესორის შემთხვევში Advanced განყოფილებაში ხელით უნდა მიეთითოს ბირთვების რაოდენობა.

აუცილებელია გავაკეთოთ სკრინი ისე, როგორც ეს ნიმუშზეა ნაჩვენები, ანუ wPrime 1024M ფანჯარა, ასევე CPU-Z processor და CPU-Z memory

TOP20-ში მოსახვედრად უნდა გაკეთდეს online validation (პროგრამა უფასოა)

 

14. wPrime 32m - სკრინის ნიმუში

wPrime 32m - ძირითადად გათვლილია პროცეორის multitasking-ის გასატესტად, ანუ აქ მოქმედებს ლოგიკა, რომ რაც მეტია ბირთვების რაოდენობა პროცესორში მით სწრაფია ის. ტესტში არის ორი პროფილი 32M და 1024M. ამ ტესტში გამოიყენება 32M და რაც ნაკლებია ტესტის ხანგძლივობა მით უკეთესია შედეგი. უნდა გამოვიყენოთ პროგრამის ბოლო ვერსია.4 ან მეტი ბირთვიანი პროცესორის შემთხვევში Advanced განყოფილებაში ხელით უნდა მიეთითოს ბირთვების რაოდენობა.

აუცილებელია გავაკეთოთ სკრინი ისე, როგორც ეს ნიმუშზეა ნაჩვენები, ანუ wPrime 32M ფანჯარა, ასევე CPU-Z processor და CPU-Z memory

TOP20-ში მოსახვედრად უნდა გაკეთდეს online validation (პროგრამა უფასოა)

 

რატომ უნდა დავრეგისტრირდეთ HWbot.org-ზე?

 

ამ საიტზე არსებობს სხვადასხვა რენკინგები, არის კლასიფიკაცია ქვეყნების მიხედვით, გუნდების მიხედვით, მონაწილეების მიხედვით. ჩვენი მიზანია ღირსეული ადგილი დავიკავოთ მსოფლიო ასპარეზზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველოშიც არსებობს overclocking! რათქმაუნდა ვერ შევედრებით გიგანტებს, ისეთებს, როგორიცაა Team finland, XtremeSystems.org და ა.შ. მაგრამ ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც საქართველოა ბევრ მასზე განვითარებულ და მრავალრიცხოვან ქვეყნებს უსწრებს უკვე. რაც მეტი იქნება ჩვენს გუნდში მით მეტად წავიწევთ წინ! არაა აუცილებელი ბოლო თაობის hardware იმისათვის, რომ ქულები და ჯილდოები ავიღოთ. საჭიროა უბრალო მონდომება და ერთიანობის განცდა.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

ნებისმიერ გაუგებარ საკითხზე დასვით კითხვა და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ.

 

 

 

©OverDozeD

 

 

 

""""""""""""""""""""""

EDITED!!

 

3Dmark 03-05-06 -ებში აუცილებელია სკრინზე ნაჩვენები იყოს subtest score ანუ თითოეულ ტესტის fps-ები, ან ORB ვალიდაციის ლინკი

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

მეორე რეკოდრი ინტეგრირებული X4500 ვიდეოკარტით :)

http://hwbot.org/community/submission/2123308_fatal_fighter_3dmark06_gma_x4500_g45_g41_1488_marks

წინა შედეგი არ ჩამითვალეს , მოდერმა რეზოლიუცია არ ჩანსო

Link to comment
Share on other sites

მეორე რეკოდრი ინტეგრირებული X4500 ვიდეოკარტით :)

http://hwbot.org/community/submission/2123308_fatal_fighter_3dmark06_gma_x4500_g45_g41_1488_marks

წინა შედეგი არ ჩამითვალეს , მოდერმა რეზოლიუცია არ ჩანსო

საღოლ კაი შედეგია :)

შენ ეგრე თუ გააგრძელე გადამისწრებ მეც :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

საღოლ კაი შედეგია :)

შენ ეგრე თუ გააგრძელე გადამისწრებ მეც :D

მადლობა სოსო ძია :D :*

ყველანაირად &#036;#^#(|დები გადაგისწრო :D :miyvarxar:

Edited by Fatal Fighter
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

რაა ? რითი ? :blink:

საღოლ შენ :D

ისე რა არის GMA 4500 ის რეკორდი ? მე ვცადე არაერთხელ ნოუთებზე და Desktop ებზეც Mark 05,06 ის გატარება მაგრამ ქულები აღარ მახსოვს :D

არ გიცდია რომ ოპერატიულის ხარჯზე მოგემატებინა GMA 4500 ის რამი ?

ზუსტად მაგით უნდა მოუმატო

ეხლა უკვე აღარ არ არის ჩემი შედეგი პირველი

FSB-ს გამო მაჯობა

ცუდი სარაზგონი მაზერი იყო, მაგრამ რამე პროცით რომელსაც 333 ან თუნდაც 266 აქვს FSB, გავქაჩავდი პირველ ადგილს

Link to comment
Share on other sites

ხოო ეგ გასაგებია და რა მაინტერესებს აქ თუ გვყავს ვინმე ან ისე HWbot ზე ვონც ნოუთბუქით ამყარებს რეკორდებს ?

კი იდება შედეგები ნოუთბიქითაც

http://hwbot.org/community/submission/1094339_strategossan_cpu_z_celeron_t3000_1895.2_mhz

Link to comment
Share on other sites

ჰეჰ ჩემნაერი პროცით ,რა საცოდაობაა :D

პროსტა ვალიდაცია გაატარე შენ პროცზე და დადე შედეგი, ქულას მოგცემს

Link to comment
Share on other sites

აუ ერთი ნოუთი მაქვს ძველი კარგი ვიდეო კარტა და პროცი აქვს AMD სი მაგრამ DVD რომი მინდა და მშვენიერი შედეგს მივიღებდი :D

:xelitavi: :xelitavi:

http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1740387

რომელი პროგით ვცადო OC ? :D თუ მოვკლავ ამ საცოდავს ? :D

Set_FSB ნახე

პროსტა 1900მდე აიყვანე, ვალიდაცია გაატარე და ეგაა, მერე ეგრევე ჩამორაზგონე

Link to comment
Share on other sites

და ამაზე რას იტყვი ? 35 % OC რატომ აწერია ? :D

sf9rm.jpg

იმიტომ რომ აწეული აქვს Core Clock

GPUს რაზგონს დიდი აზრი არაააქვს

თუმცა შეგიძლია გაატარო რამე 3D ტესტი (Aquamark, 01,03 ) და დადო შედეგი

1 ქულა მაინც უნდა მოგცეს

http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1740387

0.6 ქულაა

ეგეც კარგია

Link to comment
Share on other sites

:drug:

Set FSB ზე არ ემთხვევა ქლოქები

ერთი ამისიც :D

Desktop ზე ვეჩალიცები მერე დავანებო თავი ამ ნოუთებს :D

:D

მასე ქენი

ლევან ბიოსში მაინც მოძებნ Ratio, იქნება როგორნე აწიო

აქ ტიპს 9,5ზე აქვს, როგორ არ ვიცი :D

Link to comment
Share on other sites

არ მინდა იყოს :D

ერთი ეგ მითხარი GPU ს ქლოქი რატომაა აწეული ? თავისით ? :xelitavi:

არ ვიცი :D

ბექამ მიარაზგონა ეტყობა შენს ჩუმად :D

Link to comment
Share on other sites

არა :D

როგორ დავწიო ? :xelitavi:

ვერ დაწევ მაგას :D

მასე იმუშავებს

უბრალოდ GPU-Z სქრინი დადე აბა

http://hwbot.org/signature.img?iid=252577&thumb=false&iehack=.jpg

Link to comment
Share on other sites

აუ არ დაიზარო და Aquamark გაატარე მაგაზე რო გეცლება

კარგ ქულას შეიძლება წამოკრა ხელი

Link to comment
Share on other sites

http://hwbot.org/article/news/team_be_benching_live_soon

Link to comment
Share on other sites

მეც მაგას ვუყურებ ეხლა ფატალ :)

Link to comment
Share on other sites

MSI ვიდეო კარტას არაზგონებს HX1000 კვების ბლოკია და 3D მარკ 03 სხვა ვერაფერი გავიგე :)

Link to comment
Share on other sites

2600K || MSI GTX580 Lightning || MSI GTX 560 Ti TwinFrozr III || GSkill Flare ||

Link to comment
Share on other sites

p8p67 deluxe-ა

Link to comment
Share on other sites

2600K || MSI GTX580 Lightning || MSI GTX 560 Ti TwinFrozr III || GSkill Flare ||

+ P8P67 Deluxe

ბევრჯერ დაექრაშათ ტესტი, ეხლა სტოქზე ატარებენ

Link to comment
Share on other sites

ხო, რო რთავენ ეწერება.

რამები რამდენიანია ნეტა

აჰა, გავარკვიე.

4GB 2133MHz

Link to comment
Share on other sites

frozer არ არის :) frozr

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.