Jump to content

Recommended Posts

Research In Motion არის კანადური კორპორაცია რომელიც 1984 წლიდან მოღვაწეობს მობილური და ტელესაკომუნიკაციო სისტემების სფეროში. ამ კორპორაციის ყველაზე გავრცელებული პროდუქტია Blackberry, რომელიც დღესდღეობით ერთერთი ლიდერია სმარტფონების ბაზარზე. დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ვიკიპედიის საიტზე http://en.wikipedia....earch_In_Motion აქ კი დავწერ ამ პროდუქტის ზოგად განხილვას.

არ მოგაწყენთ თავს სმარტფონის ისტორიით და განვითარების გზით, უბრალოდ შეიძლება ითქვას რომ ერთერთი უსაფრთხო და სტაბილური ოპერაციულის სისტემის ხარჯზე ინარჩუნებს ადგილს სმარტფონების ბაზარზე და არამარტო. (ამაზე მოგვიანებით)



blackberry_logo.png

ძირითადი გამოყენება
ეს მობილური მოწყობილობა განკუთვნილია ძირითადად ბიზნეს კლასის მომსახურებაზე, ვისთვისაც დრო ფულია და პირიქით. უსაფრთხოების მაღალი დონე ძალიან მნიშვნელოვანია უსადენო ქსელებში მუშობისას. ამ სმარტფონით თავისუფლად შეიძლება სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების, ტრანზაქციების, საფონდო ბირჟაზე თვალყურის დევნების და დროული გადაწყვეტილებების მიღება უშუალოდ ამავე სმარტფონიდან.


Blackberry tm OS
სმარტფონის ოპერაციული სისტემა ექსკლუზიურად RIM-ის საკუთრებაა. ამჟამად ამ ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსიაა Blackberry OS version 6. რაზეც შეიძლება ითქვას ძალიან დახვეწილია წინა ვერსიების ნაკლოვანებები და გამახვილებულია ყურადღება თანამედროვე ასპექტებზე. საკმაოდ მოსახერხებელია და ადვილი სამართავია ნებისმიერი კლასის მომხმარებლისთვის. სისტემას აქვს native multitasking ანუ რამდენიმე პროგრამის ერთდროულად გაშვება ისე, რომ ერთმანეთზე არ იყოს დამოკიდებული მათი ფუნქციონალურობა. მიუხედავად არც თუ ისე დიდი software market-ისა Blackberry OS რჩება საკმაოდ მოსახერხებელ და მრავალფუნქციურ მობილურ ოპერაციულ სისტემად.


BIS და BES
Blackberry-ს ერთერთი თვისებურება ინტერნეტის წვდომის (სატარიფო გეგმა) მეთოდებია და ესენია Blackbery Internet Service და Blackberry Enterprise Server რომლებზეც წვდომა ქართველ მოხმმარებელსაც აქვს.
Blackbery Internet Service ძირითადად გათვლილია ინდივიდუალურ მომსახურებაზე. ჩამოთვლილი მახასიათებლები აღებულია ჯეოსელის გვერდიდან.

· მყისიერი ელ.ფოსტა
· 10 საფოსტო ყუთის აქტივაცია*
· მონაცემთა შეკუმშვის მაღალი ხარისხი
· [email protected] – ახალი მისამართი
· PIN-2-PIN კავშირი
· საოფისე პროგრამების მხარდაჭერა
· 128 bit SSL უსაფრთხოება
· Microsoft ® Outlook® Web Access
· Post Office Protocol3 (POP3)/Internet Message Access Protocol 4 (IMAP4)


Blackberry Enterprise Server სატარიფო გეგმის მიზანია კორპორაციული კლიენტებისთვის მაქსიმალური სინქრონიზაციის პირობების შექმნა. დამატებითი შიფრაციის ხარჯზე უსაფრთხოების მაღალი დონე საშუალებას იძლევა კორპორაციული ელ.ფოსტები უფრო მობილური და სწრაფი გახდეს. იგივე საიტიდანა აღებული ამ მომსაზურების მახასიათბლები.

· დაცულ კავშირს - 3DES და AES ტიპის უსაფრთხოება
· დაშვებას კორპორაციულ მონაცემებზე
· კორპორაციულ მონაცემთა უკაბელო სინქრონიზაციას (კორპ. ელ. ფოსტა, კონტაქტები, შეხვედრები)
· IT განაწესებს
· ტელეფონში არსებული მონაცემების დისტანციურ მართვას



Blackberry messaging
ალბათ ყველაზე ძალიან ამ სმარტფონის მომხმარებლებს ეს ფუნქცია ხიბლავს. Blackberry-ს საკუთარი სერვერის ხარჯზე შესაძლებელია გაკეთდეს ელ.ფოსტის სერვერებიდან გადამისამართება პირდაპირ მობილური მოწყობილობაში სრული სინქრონიზაციის საშუალებებით. ორი ასეთი სერვერი საქართველოსთვისაც არის შესაძლებელი და ესენია http://magti.blackberry.com/ და http://geocell.blackberry.com/
ავტომატური სინქრონიზაციის ხარჯზე ნებისმიერი ელ.ფოსტა მყისიერად მოდის სმარტფონზე და იძლევა სინქრონიზაციის სრულ საშუალებას. (mark as read, mark as junk, delete from server, etc...)
გარდა ამისა არის რიგირ პროგრამებისა (facebook for blackberry, IM+ skype და სხვა)რომლებსაც აქვს თვსებადობა Blackberry messaging პროფილებთან და უშუალოდ PUSH სერვისის საშუალებით ვიყოთ ხაზზე და ჩვენთვის განკუთვნილი ელ.ფოსტა facebook-ზე თუ skype-თი გამოგზავნილი მესიჯი მყისიერად მივიღოთ.


Personal Instant Messaging (PIN)
გარდა ზემოთჩამოთლილი მესიჯების სისტემის ნებისმიერ Blackberry-ს მოწყობილობას გააჩნია ე.წ PIN ნომერი რომელიც უნიკალურია და საშუალებას იძლევა Blackberry Messenger-ის საშუალებით დაუკავშირდეს ერთმანეთს ორი ან მეტი მომხმარებელი რისთვისაც საკმარისია მხოლოდ ინტერნეტზე წვდომა.


Blackberry საქართველოში
ერთი შეხედვით შეიძლება გეგეგნოთ, რომ საუბარია მხოლოდ სმარტფონზე, მაგრამ RIM-ს აქვს საკუთარი "სადისტრიბუციო ქსელი" (ცუდი შედარებაა) და ვერცერთი მობილური პლატფორმა ვერ მიაწვდის ინტერნეტს და სხვა სერვისებს ამ სმარტფონის მქონე პირს თუ არ გააქტიურა BIS ან BES, (თუმცა ტელეფონით და SMS სარეგებლობა შესაძლებელია) ამისათვის ეს მობილური ოპერატორი აუცილებლად უნდა იყოს ლიცენზირებული RIM-ისგან. საქართველოში მაგთიკომს და ჯეოსელს გააჩნიათ მსგავსი ლიცენზიები და გვთავაზობენ თვეში 15 ლარად აქტივაციას + ბონუსად მოყვება 1GB ტრაფიკი. (სუბიექტური აზრით მაგთის BIS საუკეთესოა საქართველოში).

დასკვნა:
მთვარი რაც მოწონს ამ სმარტფონში ჰარმონიულადაა გადანაწილებული ნებისმიერი კლასის მომხმარებლისთვის განკუთვნილი ფუნქციები, როგორიცაა მულტიმედია, ინტერნეტ ბრაუზინგი, IM, facebook და სხვა სოციალური ქსელების მხარდაჭერა და ასევე ბიზნეს კლასისთვის დამახასიათბელი ოპერატიულობა და საიმედოობა.


მადლობთ ყურადღებისთვის!
  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

მე რაღაც ვერ ვუმუღამებ თვითონ OS-ს თუმცა, BIS და BES ძალიან სასარგებლო ვეშებია, დაუყოვნებლივი წვდომა კორპორაციულ ფოსტაზე, ფაილებზე, საოფისე დოკუმენტებზე და ა.შ

დაცულობას რაც შეეხება, ეს უფრო სარეკლამო ტრიუკია, თანამედროვე სმარტფონებსაც აქვთ საკმაოდ ძლიერი შიფრაციის მექანიზმები და ისიც მითია, რომ ბლექბერი არ ტყდება, ან არ ისმინება - თუ გაინტერესებთ მეტი ნახეთ Elcomsoft-ის შესაბამისი პროდუქტები, რამაც შოკში ჩააგდო ამერიკული დაზვერვა- CIA-ს თანამშრომლები ზუსტად ბლექბერის იყენებენმსოფლიო მასშტაბებით (ასე, რომ თუ ნახეთ ვინმე აღმოსავლეთმცოდნე ამერიკელი ბლექბერით CIA-ს აგენტია :D

Link to comment
Share on other sites

არ მევასება ეს ბლექბერი რა.

არც დიზაინი აქვს კარგი(ნუ 1-2-ის გარდა და ისიც რო "წავა" ისეთი), არც სოფტია გადასარევი ...

Link to comment
Share on other sites

არ მევასება ეს ბლექბერი რა.

არც დიზაინი აქვს კარგი

Link to comment
Share on other sites

კარგად რომ წაგეკითხათ არ დაწერდით ამ კომენტარს.

ეს სმარტფონი განკუთვნილი არაა ანდროიდის და აიფონის მოყვარულებისთვის!

Link to comment
Share on other sites

კი ნამდვილად გამოკეტილი სამყაროა ცალკე

ისიც მაღიზიანებს თუნდაც რომ ბლუტუსით მარტო ერთმანეთში კომუნიცირებენ ბლექბერის მოდელები

ჯერ ეპლს ვერ ვიტან აიტუნსის და ასე გაზომბირებული იზოლირებული სამყაროს შექმნისთვის და ახლა ესენი კიდე

აიტუნსი არის ჰიტლერი რეალიზებული სოFტვეა სახიტ

Link to comment
Share on other sites

ისიც მაღიზიანებს თუნდაც რომ ბლუტუსით მარტო ერთმანეთში კომუნიცირებენ ბლექბერის მოდელები

ეგ ვინ გითხრა? უდიდესი სისულელეა!

ნებისმიერ მობილურზე მაქვს bluetooth კავშირი ჩემი blackberry-თ

Link to comment
Share on other sites

ეგ ვინ გითხრა? უდიდესი სისულელეა!

ნებისმიერ მობილურზე მაქვს bluetooth კავშირი ჩემი blackberry-თ

რა ვიცი ვისაც აქვს ნაცნობებს ყველა მაგას მეუბნება რომ ბლუტუსი მარტო ერთმანეთში მიდისო

Link to comment
Share on other sites

კარგად რომ წაგეკითხათ არ დაწერდით ამ კომენტარს.

ეს სმარტფონი განკუთვნილი არაა ანდროიდის და აიფონის მოყვარულებისთვის!

არ გინდა რა გიო ესეთი ბაზარი :P

მქონდა ბბ-ც და მაგარი ბანძი სისტემა აქვს, წაკითხვა რათ მინდა ჰაერიდან კი არ ვლაპარაკობ

სულ არაფერში არ მჭირდება მაგის ძალით ბიზნეს კლასობა , ჩამოყარა ჯეოსელმა და გააპაპსავა გეგონება მართლა რამე ისეთი იყოს :ugly004:

Link to comment
Share on other sites

საწყალი BB,ჩაქოლეს და მიწაც მიაყარეს.

მადლობა თემის ავტორს ინფორმაციისთვის

Link to comment
Share on other sites

რა ვიცი ვისაც აქვს ნაცნობებს ყველა მაგას მეუბნება რომ ბლუტუსი მარტო ერთმანეთში მიდისო

ჭორია ეგ. ხმარება უნდა იცოდნენ რომ მერე თქვან ავ-კარგიანობა.

არ გინდა რა გიო ესეთი ბაზარი :P

მქონდა ბბ-ც და მაგარი ბანძი სისტემა აქვს, წაკითხვა რათ მინდა ჰაერიდან კი არ ვლაპარაკობ

სულ არაფერში არ მჭირდება მაგის ძალით ბიზნეს კლასობა , ჩამოყარა ჯეოსელმა და გააპაპსავა გეგონება მართლა რამე ისეთი იყოს :ugly004:

ვისაც სჭირდება გაგვატარეთ cool.gif

ჯეოსელმა არა მეგაკომმა :D რა შუაშია ჯეოსელი მთელი მსოფლიო იცნობს როგორც ბიზნეს კლასს სმარტფონს.

საწყალი BB,ჩაქოლეს და მიწაც მიაყარეს.

მადლობა თემის ავტორს ინფორმაციისთვის

ამ თემის აზრი კონკურენცის გამძაფრება არაა, გაცნობითი ხასიათისაა და არჩევანის ერთერთი საშუალება, ასე რომ ეგ ბუნებრივია რომ "...ისტ"-ები ყოველთვის თავისას მიაწვებიან :D

Link to comment
Share on other sites

BB არის ძალიან მაგარი ვეში და ამ მომენტში 9800 ყველა ვარიანტში მირჩევნია ნებისმიერ აიფონს და ბევრ ანდროიდს

Link to comment
Share on other sites

ვისაც სჭირდება გაგვატარეთ cool.gif

ჯეოსელმა არა მეგაკომმა :D რა შუაშია ჯეოსელი მთელი მსოფლიო იცნობს როგორც ბიზნეს კლასს სმარტფონს.

ერთი ეგაა სმარტი და მეორე შენ ხარ ჩინურის მასწავლებელი :D

ან ბიზნეს კლასობა რაში გამოიხატება ნეტა ვიცოდე :chojinfc:

LEON

შე ლამერო :D

Link to comment
Share on other sites

საწყალი BB,ჩაქოლეს და მიწაც მიაყარეს.

მადლობა თემის ავტორს ინფორმაციისთვის

არადა სიამოვნებით ვიქონიებდი...

Link to comment
Share on other sites

ბიზნეს კლასი რა კატეგორიაა :)

რახან კლავა აქვს?უკვე რამდენი დევაისი ყრია ბაზარზე სრული კლავიატურით

თუნდაც დესაია ზ რად ღირს

სხვა?ოფისი შეუზლია?ყრია ოფისის სოფტი ანდროიდზე

პდფ?ეგეც ოხრად ყრია

რაშეუძლია განსაკუტრებული? :)

Link to comment
Share on other sites

ბიზნეს კლასი რა კატეგორიაა :)

რახან კლავა აქვს?უკვე რამდენი დევაისი ყრია ბაზარზე სრული კლავიატურით

თუნდაც დესაია ზ რად ღირს

სხვა?ოფისი შეუზლია?ყრია ოფისის სოფტი ანდროიდზე

პდფ?ეგეც ოხრად ყრია

რაშეუძლია განსაკუტრებული? :)

ზურა, საკმარისია თუნდაც ერთი დღე იქონიო BB-ის რომელიმე მოდელი და აი სულ სხვა პონტია რა, მულტიმედიურ ანდროიდს არც ჰგავს, ვაბშე სხვა მუღამი აქვს.

მე არ მინახავს BB-ის იუზერი, რომელიც ანდროიდზე გადასულიყოს

Link to comment
Share on other sites

ზურა, საკმარისია თუნდაც ერთი დღე იქონიო BB-ის რომელიმე მოდელი და აი სულ სხვა პონტია რა, მულტიმედიურ ანდროიდს არც ჰგავს, ვაბშე სხვა მუღამი აქვს.

მე არ მინახავს BB-ის იუზერი, რომელიც ანდროიდზე გადასულიყოს

ოხრად მეგულება ეგეთები :D

Link to comment
Share on other sites

ბიზნეს კლასი რა კატეგორიაა :)

რახან კლავა აქვს?უკვე რამდენი დევაისი ყრია ბაზარზე სრული კლავიატურით

თუნდაც დესაია ზ რად ღირს

სხვა?ოფისი შეუზლია?ყრია ოფისის სოფტი ანდროიდზე

პდფ?ეგეც ოხრად ყრია

რაშეუძლია განსაკუტრებული? :)

წაიკითხე სტატია? BES ენტერპრაიზ მომსახურება აქვს უნიკალური. კორპორაციული კლიენტებისთვის ერთადერთი მობილურია ბაზარზე მსგავსი ფუნქციებით.ამასთნავე OTA განახლებების სისტემაც უნიკალური აქვს. firmware update პირდაპირ ოპერატორისგან მოდის სისტემური მესიჯის მსგავსად და კომპიუტერის გარეშე შეგიძლია თავისუფლად მისცე აფდეითი.

Link to comment
Share on other sites

რა ვიცი ვისაც აქვს ნაცნობებს ყველა მაგას მეუბნება რომ ბლუტუსი მარტო ერთმანეთში მიდისო

ძაან გადასარევად ვხმარობ ბლუთუზს ყველა მობილნისთან. უკვე რამოდენიმე მოდელი ბლექბერი გამოვიცვალე.

ბიწებო რა მაინტერესებს, 9550 ბლექბერზე ქართული ფონტები როგორ ჩავყარო?

Link to comment
Share on other sites

ძაან გადასარევად ვხმარობ ბლუთუზს ყველა მობილნისთან. უკვე რამოდენიმე მოდელი ბლექბერი გამოვიცვალე.

ბიჭებო რა მაინტერესებს, 9550 ბლექბერზე ქართული ფონტები როგორ ჩავყარო? ინტერნეტში რომ შევდივარ ქართულ ასოებს კუბიკებად ხედავს

Edited by Geogenius
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

არ მქონია შეხება ამ OS-თან მაგრად მაინტერესებს რამდენად კომფორტულია ხმარებისას და არა მარტო ეს :D

ვიზუალურად შევაფასებ youtube-ზე OS-ს :D

Link to comment
Share on other sites

ძალიან მაგარი ოს-ია. მიმუშავია 4-ე, 5-ე და 6-ე ვერსიებთან და ვთვლი, რომ საუკეთესოა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.