Popular Post X-treme user Posted June 5, 2011 Popular Post Share Posted June 5, 2011 Computex 2011-ზე კომპანია Noctua-მ წარმოადგინა თავისი ახალი პროდუქტები, პროცესორების გაგრილების სისტემების სეგმენტში. შთამბეჭდავად გამოიყურება სამი რადიატორის მქონე ქულერის პროტოტიპი, რომელთა შორის განთავსებულია 120 მმ-იანი Focused Flow ფენების წყვილი. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღჭურვილია რვა სითბური მილაკით, რომლებიც უზრუნველყოფენ სითბოს თანაბარზომიერ განაწილებას აღნიშნულ სამ დეტალს შორის. მწარმოებლის თქმით, მათი 'გაფანტვის' ფართობი 20%-ით უფრო მეტია, ვიდრე NH-D14-ს. გვერდითა რადიატორები, თავის მხრივ, აწეულნი არიან იმისათვის, რომ არ შეიქმნას დაბრკოლება მეხსიერების მოდულების განთავსებისას. მეორე მოდელს გააჩნია ექვსი ჰითპაიპი, რომლებიც უზრუნველყოფს სითბოს აწევას 70 მმ სიმაღლეზე, ხოლო მასიური რადიატორი კი, რომლის ფართობიც ასევე 20%-ით აღემატება NH-D14-ისას, გრილდება ორი 120 მმ-იანი Focused Flow ფენით. ჰაერის ნაკადი აღწევს პროცესორის ახლოს განლაგებულ სისტემური დაფის კომპონენტებამდეც. მესამე პროტოტიპის ეტალონად მიჩნეულია მოდელი NH-D14, მხოლოდ გარკვეული გაუმჯობესებებით. პირველ რიგში, რადიატორის თითოეულ სექციაში, ფარფლების რაოდენობა გაზრდილია 42-დან 50-მდე. მეორეც, ეს ქვედა დეტალები უფრო მცირე ზომისაა და განლაგებულნი არიან უფრო ვიწროდ იმისათვის, რომ გაანთავისუფლონ ადგილი მეხსიერების მოდულებისათვისა და ძაბვის რეგულატორებისათვის. ფენი NF-P12, რომელიც გამოყენებულია ორიგინალურ მოდელში, შეცვლილია 120 მმ-იანი Focused Flow ვერსიით. რამდენიმე არაორდინალური ნაწარმის შემდეგ, კომპანია დაუბრუნდა 'ტაუერ' ტიპის, ტრადიციული ფორმის ქულერებს. აღნიშნულ მოდელს გააჩნია ვიწრო, მაგრამ მაღალი რადიატორი, რომელიც იძლევა 140 მმ-იანი ფენის დაყენების საშუალებას (კომპლექტში შედის ერთი ცალი NF-P14). მიუხედავად მოკრძალებული გაბარიტებისა, ამ დეტალს უერთდება ნიკელით დაფარული, შვიდი სპილენძის სითბური მილაკი ბოლო პროდუქტი წააგავს მოდელ NH-C14-ის შემცირებულ ვარიანტს. კონსტრუქციაში გამოყენებულია ოთხი ჰითპაიპი და ორი ფენი, მათგან ზედა არის 120 მმ-იანი Focused Flow, ხოლო ქვედა კი - 92 მმ-იანი NF-B9. ქულერის სიმაღლე, დაყენებულ ორ ვენტილატორთან ერთად, შეადგენს 91 მმ-ს, მხოლოდ მეორეთი კი - 66 მმ-ს, რაც იძლევა მისი განთავსების საშუალებას დაბალპროფილიან კორპუსებში. TechPowerUP!, IXBT 11 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 კარგი ქულერებია ექსტრემ +1 თემას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 სიმახინჯის ეტალონია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 გამოვიდნენ ახალი მეფეები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 ორიგინალური იდეებია საკმაოდ მაგრამ უმეტესობა კეისებს პრობლემა ექნება მაშინ ბიგ ტაუერი უნდა ქონდეს კაცს რომ ასეთი რამ ჩააყენოს ჩემი აზრით უკვე სილვერ ეროუ და DH14 გადაჭარბებულად დიდია მაგაზე მეტი უკვე უაზრობაა მაგრამ ექსკლუზივებს თუ გამოუშვებენ იყიდის კიდე კაცი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 გამოვიდნენ ახალი მეფეები :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaRoV Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 ისე მაგხელა რო დავაყენო მაზერს არ გატეხავს>>>?>?>>/>?>/>>??>?>???>?> Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted June 5, 2011 Share Posted June 5, 2011 ისე მაგხელა რო დავაყენო მაზერს არ გატეხავს>>>?>?>>/>?>/>>??>?>???>?> არა მაზერს მასე იოლად ვერ გატეხავ რომ დავიკიდოთ მთელი ნაწილები ხო და მოგცენ მაზერი პირდაპირ ხელში და გითხრან რომ მოღუნე და გატეხეო შეიძლება კარგმა სპორტსმენმა ბადიბილდერმაც ვერ გადატეხოს პირდაპირ ასე ქულერად 3 კილოსაც უპრობლემოდ გაუძლებს მაზერი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
IkaMac Posted June 7, 2011 Share Posted June 7, 2011 დიდი არაფერი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
chinchara Posted June 30, 2011 Share Posted June 30, 2011 სადამდე უნდა ზარდონ რადიატორების ზომები რა მახინჯებია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 10, 2011 Share Posted November 10, 2011 Noctua Introduces NF-F12 Focused Flow Fan http://guru3d.com/news/noctua-introduces-nff12-focused-flow-fan-/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted November 10, 2011 Share Posted November 10, 2011 Noctua Introduces NF-F12 Focused Flow Fan http://guru3d.com/news/noctua-introduces-nff12-focused-flow-fan-/ ოვერქლოქერები მაგას არ იყიდიან ძალიან ხარისხიანი და კარგი ფენები აქვს ნოქტუას, მაგრამ მასეთ თანხას არ გადაიხდიან, ისევ რამე 300 CFM "უბრალო" ფენების ყიდვა სჯობს ხოლო სხვა დანარჩენისთვის, რამე ლედიანი ნორმალური ფენის ყიდვა სჯობს, რომელიც წარმადობით უკეთესი თუ არა არ ჩამოუვარდება და ფასიც უკეთესი ექნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted November 10, 2011 Share Posted November 10, 2011 Noctua Introduces NF-F12 Focused Flow Fan http://guru3d.com/news/noctua-introduces-nff12-focused-flow-fan-/ იგივე ინფო რუსულად http://www.3dnews.ru/news/619677 გარანტია 6 წელიო :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted November 10, 2011 Share Posted November 10, 2011 მართლა ბრწინვალე ფენები აქვს ნოქტუას, ცოტა ძვირები კია, მაგრამ მართლა სუპერ ხარისხია ისე USA-ში უფრო კარგ ფასში იყიდება ხოლმე ნოქტუას პროდუქცია ვიდრე ევროპაში, 15-19$-ში იშოვება ხოლმე ტოპ მოდელები. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 11, 2011 Share Posted November 11, 2011 ხო მართლა ნამეტარი ძვირებია ევროპაში, ავსტრიული ფირმაა და მართლა ხაი კლასის პროდუქციას უშვებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.