Jump to content

კომპიუტერული თამაშები და ბავშვები

Recommended Posts

მეც არ მევასებოდა ეს თამაში არასოდეს. რატო უნდა ითამაშო ეს როცა Battlefield-ი არსებოს ან Call Of Dut-ი

Link to comment
Share on other sites

  • Replies 90
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მეც არ მევასებოდა ეს თამაში არასოდეს. რატო უნდა ითამაშო ეს როცა Battlefield-ი არსებოს ან Call Of Dut-ი

სად CS და სად ან BF ან COD?

CS მაგათი ბაბუაა

ეხლა უაზრობაა CS თამაში მაგრამ ადრე სხვა არაფერი არ იყო

Link to comment
Share on other sites

მეც არ მევასებოდა ეს თამაში არასოდეს. რატო უნდა ითამაშო ეს როცა Battlefield-ი არსებოს ან Call Of Dut-ი

როგორ ადრი მაგ თამაშებს? :)) 1998 გამოსული თამაში როგორ უნდა შეადარო ახალ თამაშს. რათქმაუნდა ჯობია. მარა მე არ მირჩევნია.

Link to comment
Share on other sites

CS თავის დროზე მართლაც უძლიერესი იყო :thumbsup: მაგრამ,

ვფიქრობ მაგან თქვა სათქმელი უკვე და 2011 წელს, როცა DX11 არსებობს, უკვე მოძველებულია :dabolili:

Link to comment
Share on other sites

სად CS და სად ან BF ან COD?

CS მაგათი ბაბუაა

ეხლა უაზრობაა CS თამაში მაგრამ ადრე სხვა არაფერი არ იყო

უაზრობა?? აშკარადა არა. სტიმზე თუ გაქ ნაყიდი და თუ გარკვეული ხარ ძაანაც აზრიანია. უბრალოდ ინტერნეტი ცოტა არ გვიწყობს ხელს 60-70 არის პინგი. თორე მირკში იმდენი clanwar-ის მსურველია რო რავი.

Clanwar -ს BF ში ისეთს ითამშებ 16vs16 რო ქაუნთერისკენ აღარც გაიხედავ

გრაფიკაზე ხმას აღარ ვიღებ.

სროლას რაც შეეხება ეგეც არარეალურა ეხლანდელ თამშებთან შედარებით

CS-ში ფეხში რო ესროლო მოკლას :chojinfc: AWP 5 კაცში გადის და ა.შ

ხო ეგ მართალია. მაგრამ დღეს მაგ თამაშებზე მეტი პოპულარულობა აქ აშკარად. მაგალითისთვის :

Edited by Beroo
Link to comment
Share on other sites

კაით რა, ბავშვობაში მეც ვთამაშობდი CS-საც ძალადობასაც და ჩეხვა ლეწვას მაგრამ არანაირად არ ვუჩივი ჩემს ახლანდელ ფსიქიკას :) მშვენივრად ვგრძნობ თავს :)

გეტყობა რო არ ხარ გარკვეული რა ხდება ამ თამაშში :)

+1 :D

ან არ გითამაშია ან ძალიან ძალიან მაგარი ლამერი იყავი :D

:chojinfc:

მეც არ მევასებოდა ეს თამაში არასოდეს. რატო უნდა ითამაშო ეს როცა Battlefield-ი არსებოს ან Call Of Dut-ი

მასე თუ უყურე ნაკლები ძალადონა და სისხლია მანდ? :D

და ის ვიდეოები როა ჭკუიდან რომ გადადიან არამგონია ეგ მარტო კომპიუტერული თამაშებისგან იყოს, ეგენი არც გეიმინგს გარეთ იქნებიან ნორმალურები

Link to comment
Share on other sites

ლიბერალიზმი ხალხო,ლიბერალიზმი.

ANuB1S

რა საჭიროა შენი შვილი იმას უსმენდეს,რასაც შენ უსმენ.

იმედია რო გეყოლება,არ დააძალებ :thumbdown:

მმკ :sarcastic_hanend:

და საიდან მოიტანე რომ დავაძალებ? :)

ბავშვს თავიდანვე უნდა განუვითარო გემოვნება.

ჩემი დიშვილებისათვის არცერთისთვის დამიძალებია იმას მოუსმინეთ რასაც მე ვუსმენ მეთქი.

წეღან ვუსმენდი ამას:

http://www.youtube.com/watch?v=KGDJx8VGc-4

მოეწონა ჩემ დიშვილს და iPod მომიტანა ჩამიწერეო :)

სად CS და სად ან BF ან COD?

CS მაგათი ბაბუაა

ეხლა უაზრობაა CS თამაში მაგრამ ადრე სხვა არაფერი არ იყო

ქს-ს ვთამაშობდი რამდენიმე წელი.

ქს არის სპორტი.

BF-ს არ აქვს ეგ მუღამი რაც CS-ს აქვს.

ლეგენდარული თამაშია.

ძალიან დიდი მუღამი აქვს 5-5-ზე LAN-ში თამაშს.

რამდენიმე წელია დავანებე თავი, რადგან უაზროდ ბევრ დროს მაკარგინებდა :)

ონლაინში თამაში სისულელეა, მაგრამ CW ძალიან მუღამიანი და საინტერესოა :)

თავისუფალ დროს, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ რომ შეიკრიბონ 5-5 კაცი და ითამაშონ ამით არაფერი შავდება, მაგრამ 24 საათი, სახლიდანაც რომ ქს-ს აზიხარ ეს უკვე ავადმყოფობაა :)

Link to comment
Share on other sites

და ის ვიდეოები როა ჭკუიდან რომ გადადიან არამგონია ეგ მარტო კომპიუტერული თამაშებისგან იყოს, ეგენი არც გეიმინგს გარეთ იქნებიან ნორმალურები

+1 ძალიან დიდი ხანია რაც ვიდეო თამშებს ვთამშობ და სულაც არ ვარ აგრესიული.

Edited by L3onidas
Link to comment
Share on other sites

როგორ ადრი მაგ თამაშებს? :)) 1998 გამოსული თამაში როგორ უნდა შეადარო ახალ თამაშს. რათქმაუნდა ჯობია. მარა მე არ მირჩევნია.

ცს უძლიერესია,

Link to comment
Share on other sites

საქმე არა მარტო თამაშებშია

ადრეული ასაკიდან არ დამიწყია თამაში (Nintendo-ს კლონებს: დენდის და სიუბორს თუ არ ჩავთვლით)

მაგრამ ერთმა თამაშმა მოახდინა ჩემზე უდიდესი ფსიქოლოგიური ზეგავლენა (ცოტა ხნით მაგრამ მაინც):

ერთხელ ინტერნეტ კაფეში ვითამაშე Postal2 რამდენიმე საათი (თამაშზე სპეციალური გაფრთხილებაა სუსტი ნერვების მქონეებმა არ ითამაშოთო), სიუჟეტი ფაქტიურად არაა, სამაგიეროდ არის ძალადობის ყველანაირი საშუალება: ბარით თავის წაცლა, ქუჩაში მიმავალ ხალხზე ბენზინის გადასხმა და ცეცხლის მოკიდება, ბეისბოლის ბიტით, ტაფით, სკამით ვინმეს საკატლეტე მასად ქცევა.. მოკლედ სრული აღვირახსნილობაა ძალადობის

ჰოდა, რომ გამოვედი ქუჩაში ინტერნეტ კაფიდან, გამეჩითა მსგავსი სიტუაციები რაც თამაშში იყო: მთვრალი ბომჟი ბოთლით ხელში, მათხოვარი, რომელიც რაღაცას ბუტბუტებს გაუგებრად... მოკლედ სურვილი გამიჩნდა, რომ ისემოვქცეოდი როგორც თამაშში და მეთვითონ გამიკვირდა და შემეშინდა :( ეს რომ ვითამაშე ვიყავი 20 წლის დაახლოებით წარმომიდგენია პატარა ასაკის ბავშმა რომ ითამაშოს რას იზამს... შესაძლოა დედამისს ან ბებიას სამზარეულოში შეუვარდეს და ტაფით სცემოს

თან ჩვენთან ხომ არავინ იცავს ასაკობრივ ცენზს თამაშებზე, არადა საზღვარგარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანია

თან ბავშვების უმეტესობა, როგორც წესი ეტანება ძალადობრივ თამაშებს და თამაშობს ძალადობითვის (თუ მარტოა) მაგალითად GTA-ს-სულ არ აინტერესებს მისიები

ან კიდევ ქსელში თუ CS თამაშობს ხომ სუილ საერთოდ (ისეთიმუღამი აქვს უნიში კურსელებს პოკერის მუღამი დავავიწყებიეთ ქსელური თამაშებით)

ზოგი მშობელიც, ოღონდ ბავშვი "თავისთვის" "წყნარად" იყოს არც კი ინტერესდება რას აკეთებს კომპთან დიდად

სულ აკრძალვა ნამეტანია, მაგრამ აუცილებლად უნდა შეზღუდვა (და არა ისე, რომ კომპთან არ დაჯდე!!!, არამედ ალტერნატიული დატვირთვა უნდა მისცე) და ასევე ასაკობრივი ცენზიც უნდა გაითვალისწინო

თუმცა, ზოგს შეუძლია საათობით ითამაშოს არააგრესიული, ან ნაკლებად აგრესიული თამაშები: სპორტული სიმულატორები, არც ესაა ნაკლებად საზიანო: სხვა ყველაფრის ინტერესი ეკარგება

მეორეა მულტფილმები, თუ გიყურებიათ რა მულტფილმები გადის Nicolodeon-სა და Cartoon Network-ზე ერთადერთი პორნოგრაფია არაა, თორემ დანარჩენი ყველაფერია, სისხლი, მკვლელობა, ჩხუბი, და სხვადასხვა ძალადობები, თუნდაც უაზრო Naruto აიღე რუსთავი 2-ზე რო გადის, მე მაგალითად, ჩემს შვილებს არ ვაყუირებიებ მსგავს სისაძაგლეს (რომ მეყოლება :D)

მოკლედ, პირველ რიგში მშობლების კულტურის დონეა ასამაღლებელი, უმეტეს შემთხვევაში მათი ბრალია, რომ შვილები დიდ დროს ატარებენ ტელევიზორთან ან კომპთან და ექცევიან მათი მავნე გავლენის ქვეშ...

100 %!

დისნეის კლასიკებს ვაგროვებ, რომ ჩემმა დიშვილებმა და ჩემმა შვილებმა ნორმალურ მულტფილმებს უყურონ(ნუ ჩემები რომ მეყოლება :D)

Beauty And The Beast

Bembi

Hercules

Robin Hood

Sinbad

Tarzan

Jungle Book

The Fox And The Hound

The Hunchback Of Notre Dame

The Rescuers

და ა.შ.

Link to comment
Share on other sites

ჩემმა შვილებმა ნორმალურ მულტფილმებს უყურონ

დაოჯახებული ხარ?

Link to comment
Share on other sites

არც მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ :D

http://www.youtube.com/watch?v=KGDJx8VGc-4

რაც თვითონ არ აქვთ რას ჩამოუყალიბებენ :thumbdown:

გეთანხმები. ჯერ მშობლები რა არიან და მერე მათი შვილები. ის ანგვის შესრულებით მანახე რამე რაც არ მოგწონს :D (მე ყველა მომწონს :wub: )

მე კი თამაში ჩართვიდან 5 წუთში მბეზრდება

არც ადრე ვიყავი თავგადაკლული, მოკლედ არ ვთამაშობ :D

Link to comment
Share on other sites

http://foto.crazys.info/1306593389-bolezn-geymerov.html

ეგ რაღაც დიდი ფეიკია არ მჯერა წის თამშით მხარი როგორ უნდა დაილურჯო ალბათ ქმარმა ცემა და ტიპმა ვიის დააბრალა :D :D :D

Link to comment
Share on other sites

ვითამაშე Postal2 რამდენიმე საათი

მთელი ბავშვობა მაგ თამაშზე ვიჯექი!! :D :D მაგარი მიყვარს :D

Link to comment
Share on other sites

არაა რეკომენდებული ბავშვების კომპიუტერთან ჯდომა და თამაში.თამაშები მეტ წილად მკვლელობაზეა(შუტერებს ვვგულისხმობ და კიდევ ამისთანებს) და მათ ფსიქიკას საფრთხე ექმნება.

მაგრამ ერთი რაც ყველაზე მთავარია და აღსანიშნავი ისაა,რომ ბავშვებს მშობლები რაც ხშირად უშლიან კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას და თამაშს,ისინი მით მეტს აკეთებენ და არ ასრულებენ მათ თხოვნას(თუ ბრაძანებას)

ამიტომ ეს კომპიუტერული თამაშები "მახეა" ბავშვებისთვის,რომელიც პირველ პოსტშიც კარგად ჩანს.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,ეს მწარე რეალობაა და ამის შეცვლა თითქმის შეუძლებელია

Link to comment
Share on other sites

შეიძლება, ოღონდ უნდა დატვირთო ბავშვი: ცეკვა, სპორტი, მუსიკა და ა.შ

როცა ალტერნატივა არ გაქვს (ან ვერ გაქვს) ძნელია მართლა სულ აკრძალვა, მანდაც შეიძლება რამე მოიფიქრო: მაგალითად შემეცნებითი თამაშები ან ვებსაიტები, ძალიან ბევრი საიტი თუ თამაშია, სადაც სახალისო სავარჯიშოებით კარგად გაიაზრებ მათემატიკას, ბიოლოგიას, ფიზიკას, ქიმიას, გეოგრაფიას და ა.შ

სამწუხაროდ ქართულად არ მეგულება....

კომპთან ჯდომა რომ აუკრძალო სულ ხშირად საპირისპირო შედეგს მიიღებ...

Link to comment
Share on other sites

რამდენად საზიანოა კომპიუტერული თამაშები ბავშვებისთვის

კომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის დამკვიდრებასთან ერთად, გამოიკვეთა ახალი პრობლემა – კომპიუტერული თამაშები, სადაც უმეტესად ძალადობის ფაქტები მძაფრად და უხვადაა. ასეთი თამაშები ბავშვების ფსიქიკას საფრთხეს უქმნის. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე თავად ბავშვები?

ლექსო, 15 წლის: “ორი წელია, რაც C.S.-ს (ქაუნთერი) ვთამაშობ, ჯგუფები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ამ თამაშის შესახებ გავიგე ინტერნეტის საშუალებით, ძალიან დამაინტერესა. თამაშის დროს მუღამში შევდივარ რომ ვინმემ არ მაჯობოს ადამიანების მკვლელობაში. დღეში 8 საათს ვთამაშობ. ვთვლი, რომ ერთგვარად დამოკიდებული ვარ და შეიძლება ითქვას, უფრო აგრესიულიც გავხდი”.

ირაკლი, 16 წლის: “მე GTA-ს (Grand Theft Auto-მანქანების დიდებული ქურდობა) ვთამაშობ, უკვე 4 წელია. მასში ის მიზიდავს, რომ ვასრულებ მისიებს და შემიძლია მქონდეს მოტო, მანქანა და ა.შ. სწორედ ამიტომ, სულ მინდა ვაკეთო ის, რაც თამაშში ხდება. დღეში 4-5 საათს ვთამაშობ”.

ფსიქოლოგი ბავშვებს და მათ მშობლებს რჩევებს აძლევს:

1. რამდენად საზიანოა ბავშვის ფსიქიკისთვის ის კომპიუტერული თამაშები, სადაც ძალადობაა?

ხათუნა ლებანიძე (ფსიქოლოგი): ბავშვობის პერიოდი არის სამი წლიდან 16 წლის ჩათვლით, ამ პერიოდში ხდება ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბება. პიროვნების ფსიქიკის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა სასიამოვნო სოციალური გარემო. ის თამაშები, სადაც ძალადობაა, პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ვერ მოგვცემს ნაყოფიერ ნიადაგს, ვინაიდან მძაფრი სიუჟეტების აღქმა ბავშვის ფსიქიკისთვის საზიანოა. ამ დროს, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, ყალიბდება ჰიპერ აქტიურობა ანუ ყურადღების დეფიციტი, ბავშვი კარგავს სწავლის ხალისს, სკოლაში გამოირჩევა ცუდი ყოფაქცევით, უჭირს ათვისება და ა.შ.

შედარებით რთული გარდატეხის პერიოდია 10-დან 16 წლამდე, ამ ასაკში მიღებული ნებისმიერი ცოდნა გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქიკის განვითარებაზე, ამ პერიოდში ასეთი თამაშებით დაკავებული ბავშვები ხდებიან აგრესიულები, არა მარტო თანატოლების მიმართ, არამედ ოჯახის წევრების, მასწავლებლების და ზოგადად, საზოგადოების მიმართ. ისინი მუდმივად კონფლიქტში არიან საზოგადოებასთან, აღენიშნებათ ასაკისათვის შეუსაბამო უყურადღებობა, იმპულსურობა, ხშირია ნევროზი, რომელიც გამოწვეულია ამგვარი თამაშებისადმი მძაფრი დამოკიდებულების განცდით.

ბავშვებში ამგვარი დამოკიდებულება თამაშისადმი შეიძლება გამოწვეული იყოს არასრულფასოვნების კომპლექსით და სწორედ ამ თამაშებით სურთ თვითრეალიზაციის მოხდენა.

ხშირია ბავშვთა ზოგიერთი ანომალიური ფსიქიური მოქმედებანი, სადაც ყურადღების დეფიციტის მიზეზი ნებისყოფის შეკავების სუსტი უნარი და არასწორი მორალური კონტროლია. ანუ ადვილად სჩადიან ცუდ საქციელს და პასუხისმგებლობაც არ აქვთ, ხშირად, არაადეკვატურები არიან.

2. რა რჩევებს მისცემდით ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ ამ ტიპის თამაშებს?

- ვინაიდან თითოეული ადამიანის დანიშნულება არის სწრაფვა პიროვნული სრულყოფისაკენ ე.ი. დადებითი პიროვნების ჩამოყალიბებისაკენ, აუცილებელია, მათ თავისუფალი დრო სასიამოვნო და მათთვის ნაყოფიერ საქმიანობას მოანდომონ. ასეთი სახის თამაშებით დაკარგული დროით ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ადამიანები, ვერც საზოგადოებაში და ვერც სკოლაში. ეს დრო სჯობს მოახმარონ სულიერ ცხოვრებას. ნუ იქნებით დამოკიდებულები ამგვარ თამაშებზე, ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ.

3. ასეთ დროს დიდია მშობლის ფუნქცია. როგორ უნდა მოიქცეს ის?

- მშობლებმა აუცილებლად უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ ეს თამაშები საზიანოა მათთვის, არარელიგიურია. უნდა გაუწიონ ხშირი კონტროლი, თუ რას თამაშობს ბავშვი. აუცილებელია, შვილებთან ხშირი კონტაქტი. ბავშვს არ უნდა დარჩეს ამ თამაშებისათვის დრო. საჭიროა გარკვეული ლიმიტის დაწესება, ბავშვისა და კოპიუტერთან კონტაქტის შემთხვევაში. ასევე საჭიროა წახალისება, რომ ბავშვმა ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე.

მნიშვნელოვანია, პედაგოგის როლიც. მასწავლებელმა და მშობელმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ სტრატეგია.

საჭიროა მშობელმა ადრეულ ასაკშივე გაიგოს საკუთარი შვილის ინტერესები, რადგან ბავშვის ფსიქიკა ადვილად სამართავია და მშობელს საშუალება ექნება თავიდან აიცილოს შემდგომში ამგვარი მავნე დამოკიდებულება.

ერთერთი ცნობილი თამაშის მოყვარულის ქცევები თქვენ თვითონ შეაფასეთ

http://www.esrb.org/index-js.jsp ეს აბა რისთვის არსებობს :D

esrb.png

Link to comment
Share on other sites

http://www.esrb.org/index-js.jsp ეს აბა რისთვის არსებობს :D

esrb.png

მაგას რომ არავინ უყურებს ჩვენთან მაგაშია ზუსტად საქმე....

Link to comment
Share on other sites

მაგას რომ არავინ უყურებს ჩვენთან მაგაშია ზუსტად საქმე....

არც მე არ ვუყურებდი პატარა რო ვიყავი :D ეგ მშOბლების მოვალეობაა

Link to comment
Share on other sites

კომპთან ჯდომა რომ აუკრძალო სულ ხშირად საპირისპირო შედეგს მიიღებ...

ხო მეც მაგას ვამბობ გიო

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.