Jump to content

კომპიუტერული თამაშები და ბავშვები


Recommended Posts

რამდენად საზიანოა კომპიუტერული თამაშები ბავშვებისთვის

კომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის დამკვიდრებასთან ერთად, გამოიკვეთა ახალი პრობლემა – კომპიუტერული თამაშები, სადაც უმეტესად ძალადობის ფაქტები მძაფრად და უხვადაა. ასეთი თამაშები ბავშვების ფსიქიკას საფრთხეს უქმნის. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე თავად ბავშვები?

ლექსო, 15 წლის: “ორი წელია, რაც C.S.-ს (ქაუნთერი) ვთამაშობ, ჯგუფები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ამ თამაშის შესახებ გავიგე ინტერნეტის საშუალებით, ძალიან დამაინტერესა. თამაშის დროს მუღამში შევდივარ რომ ვინმემ არ მაჯობოს ადამიანების მკვლელობაში. დღეში 8 საათს ვთამაშობ. ვთვლი, რომ ერთგვარად დამოკიდებული ვარ და შეიძლება ითქვას, უფრო აგრესიულიც გავხდი”.

ირაკლი, 16 წლის: “მე GTA-ს (Grand Theft Auto-მანქანების დიდებული ქურდობა) ვთამაშობ, უკვე 4 წელია. მასში ის მიზიდავს, რომ ვასრულებ მისიებს და შემიძლია მქონდეს მოტო, მანქანა და ა.შ. სწორედ ამიტომ, სულ მინდა ვაკეთო ის, რაც თამაშში ხდება. დღეში 4-5 საათს ვთამაშობ”.

ფსიქოლოგი ბავშვებს და მათ მშობლებს რჩევებს აძლევს:

1. რამდენად საზიანოა ბავშვის ფსიქიკისთვის ის კომპიუტერული თამაშები, სადაც ძალადობაა?

ხათუნა ლებანიძე (ფსიქოლოგი): ბავშვობის პერიოდი არის სამი წლიდან 16 წლის ჩათვლით, ამ პერიოდში ხდება ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბება. პიროვნების ფსიქიკის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა სასიამოვნო სოციალური გარემო. ის თამაშები, სადაც ძალადობაა, პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ვერ მოგვცემს ნაყოფიერ ნიადაგს, ვინაიდან მძაფრი სიუჟეტების აღქმა ბავშვის ფსიქიკისთვის საზიანოა. ამ დროს, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, ყალიბდება ჰიპერ აქტიურობა ანუ ყურადღების დეფიციტი, ბავშვი კარგავს სწავლის ხალისს, სკოლაში გამოირჩევა ცუდი ყოფაქცევით, უჭირს ათვისება და ა.შ.

შედარებით რთული გარდატეხის პერიოდია 10-დან 16 წლამდე, ამ ასაკში მიღებული ნებისმიერი ცოდნა გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქიკის განვითარებაზე, ამ პერიოდში ასეთი თამაშებით დაკავებული ბავშვები ხდებიან აგრესიულები, არა მარტო თანატოლების მიმართ, არამედ ოჯახის წევრების, მასწავლებლების და ზოგადად, საზოგადოების მიმართ. ისინი მუდმივად კონფლიქტში არიან საზოგადოებასთან, აღენიშნებათ ასაკისათვის შეუსაბამო უყურადღებობა, იმპულსურობა, ხშირია ნევროზი, რომელიც გამოწვეულია ამგვარი თამაშებისადმი მძაფრი დამოკიდებულების განცდით.

ბავშვებში ამგვარი დამოკიდებულება თამაშისადმი შეიძლება გამოწვეული იყოს არასრულფასოვნების კომპლექსით და სწორედ ამ თამაშებით სურთ თვითრეალიზაციის მოხდენა.

ხშირია ბავშვთა ზოგიერთი ანომალიური ფსიქიური მოქმედებანი, სადაც ყურადღების დეფიციტის მიზეზი ნებისყოფის შეკავების სუსტი უნარი და არასწორი მორალური კონტროლია. ანუ ადვილად სჩადიან ცუდ საქციელს და პასუხისმგებლობაც არ აქვთ, ხშირად, არაადეკვატურები არიან.

2. რა რჩევებს მისცემდით ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ ამ ტიპის თამაშებს?

- ვინაიდან თითოეული ადამიანის დანიშნულება არის სწრაფვა პიროვნული სრულყოფისაკენ ე.ი. დადებითი პიროვნების ჩამოყალიბებისაკენ, აუცილებელია, მათ თავისუფალი დრო სასიამოვნო და მათთვის ნაყოფიერ საქმიანობას მოანდომონ. ასეთი სახის თამაშებით დაკარგული დროით ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ადამიანები, ვერც საზოგადოებაში და ვერც სკოლაში. ეს დრო სჯობს მოახმარონ სულიერ ცხოვრებას. ნუ იქნებით დამოკიდებულები ამგვარ თამაშებზე, ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ.

3. ასეთ დროს დიდია მშობლის ფუნქცია. როგორ უნდა მოიქცეს ის?

- მშობლებმა აუცილებლად უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ ეს თამაშები საზიანოა მათთვის, არარელიგიურია. უნდა გაუწიონ ხშირი კონტროლი, თუ რას თამაშობს ბავშვი. აუცილებელია, შვილებთან ხშირი კონტაქტი. ბავშვს არ უნდა დარჩეს ამ თამაშებისათვის დრო. საჭიროა გარკვეული ლიმიტის დაწესება, ბავშვისა და კოპიუტერთან კონტაქტის შემთხვევაში. ასევე საჭიროა წახალისება, რომ ბავშვმა ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე.

მნიშვნელოვანია, პედაგოგის როლიც. მასწავლებელმა და მშობელმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ სტრატეგია.

საჭიროა მშობელმა ადრეულ ასაკშივე გაიგოს საკუთარი შვილის ინტერესები, რადგან ბავშვის ფსიქიკა ადვილად სამართავია და მშობელს საშუალება ექნება თავიდან აიცილოს შემდგომში ამგვარი მავნე დამოკიდებულება.

ერთერთი ცნობილი თამაშის მოყვარულის ქცევები თქვენ თვითონ შეაფასეთ

Edited by MaKaRoV
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Replies 90
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

2X10 წლის დისშვილი მყავს(ბიჭები) :D

Kaspersky-ში Parental Control მაქვს ჩართული და ვერაფერს აკეთებენ, გარდა Dirt 2-ის თამაშისა :D

მშობლების 80-90 %-მა არ იცის როგორ უნდა აღზარდოს ბავშვი!

Link to comment
Share on other sites

2X10 წლის დისშვილი მყავს(ბიჭები) :D

Kaspersky-ში Parental Control მაქვს ჩართული და ვერაფერს აკეთებენ, გარდა Dirt 2-ის თამაშისა :D

მშობლების 80-90 %-მა არ იცის როგორ უნდა აღზარდოს ბავშვი!

მითუმეტეს დღევანდელი "ლაწირაკი" მშობლების გადასახედიდან :yes:

Link to comment
Share on other sites

არც მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ :D

http://www.youtube.com/watch?v=KGDJx8VGc-4

რაც თვითონ არ აქვთ რას ჩამოუყალიბებენ :thumbdown:

Link to comment
Share on other sites

2X10 ეს მაგარი იყო.

Kaspersky-ში Parental Controlკიარა პროგრამას ვერ აინსტალირებს მამაჩემი.ჩემზეა დამოკიდებული კომპი და ვინ დამიშლის რამეს?მიშლიან მარა არ ვუჯერებ

რამდენად საზიანოა ბავშვის ფსიქიკისთვის ის კომპიუტერული თამაშები, სადაც ძალადობაა?

მე განსაკუთრებით ეგეთები მევასება.დამოკიდებულიც ვარ თამაშებზე.

Link to comment
Share on other sites

2X10 წლის დისშვილი მყავს(ბიჭები) :D

Kaspersky-ში Parental Control მაქვს ჩართული და ვერაფერს აკეთებენ, გარდა Dirt 2-ის თამაშისა :D

მშობლების 80-90 %-მა არ იცის როგორ უნდა აღზარდოს ბავშვი!

აშკარად

2X10 ეს მაგარი იყო.

Kaspersky-ში Parental Controlკიარა პროგრამას ვერ აინსტალირებს მამაჩემი.ჩემზეა დამოკიდებული კომპი და ვინ დამიშლის რამეს?მიშლიან მარა არ ვუჯერებ

მე განსაკუთრებით ეგეთები მევასება.დამოკიდებულიც ვარ თამაშებზე.

და რა გიხარია მერე

Link to comment
Share on other sites

აშკარად

და რა გიხარია მერე

ნუ ხარ აგრესიული :|

ისწავლე ადამიანის პატივისცემა.

სად დაინახე რომ უხარია?

Link to comment
Share on other sites

არც მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ :D

http://www.youtube.com/watch?v=KGDJx8VGc-4

ეს რა კარგი რაღაცაა ტო :thumbsup: :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

ნუ ხარ აგრესიული :|

ისწავლე ადამიანის პატივისცემა.

სად დაინახე რომ უხარია?

ისე დაწერა თითქოს თავი მოქონდა მაგ საქციელით

აგრესიული არ ვარ :drug:

Link to comment
Share on other sites

კაი ხანია ვთამაშობ ქაუნთერს მარა რა 8 საათი დღეში ტო :D მაქსიმუმ 2 საათი გავქაჩო.

Link to comment
Share on other sites

2X10 წლის დისშვილი მყავს(ბიჭები) :D

Kaspersky-ში Parental Control მაქვს ჩართული და ვერაფერს აკეთებენ, გარდა Dirt 2-ის თამაშისა :D

მშობლების 80-90 %-მა არ იცის როგორ უნდა აღზარდოს ბავშვი!

+1

მაგრამ ეგ parental control რა არი ? :ჩაინიკისმაილ:

Link to comment
Share on other sites

ლიბერალიზმი ხალხო,ლიბერალიზმი.

ANuB1S

რა საჭიროა შენი შვილი იმას უსმენდეს,რასაც შენ უსმენ.

იმედია რო გეყოლება,არ დააძალებ :thumbdown:

მმკ :sarcastic_hanend:

Link to comment
Share on other sites

+1

მაგრამ ეგ parental control რა არი ? :ჩაინიკისმაილ:

მშობლებისთვის განკუთვნილი, ბავშვებს რო წვდომა არ ქონდეს რაღაც რაღაცეებზე

კასპერსკი თუ გიყენია შეგიძლია ნახო

Link to comment
Share on other sites

რუსო მოძველდა, ვინმემ ახალი დაწეროს გაანათლოს მშობლები :drug:

თამაშებზე ასე მიჯაჭვა არ მესმის როგორ შეიძლება მოხდეს, ნუთუ არ ბეზრდებათ. :drug: მაგრამ ეგ ყველაფერი იდიოტობის :drug: და უცოდინრობის :drug: ბრალია, აზრზე არ არიან რას თამაშებენ, სიუჟეტიც კი არ ესმით და მხოლოდ სროლაზე და ძარცვაზე აკეთებენ აქცენტს, უტვინობის ბრალია :yes::drug:

ნახეთ მოისყიდეს :drug:

Link to comment
Share on other sites

თავის მოქონა რაში დაინახე.უბრალოდ თავს ვერ ვანებებ თამაშს :SNEMOTICON13:

Link to comment
Share on other sites

ყველაფერი ზომიერად კარგია! (რაღაც-რაღაცეების გარდა რათქმაუნდა)

Link to comment
Share on other sites

თავის მოქონა რაში დაინახე.უბრალოდ თავს ვერ ვანებებ თამაშს :SNEMOTICON13:

წაშალე

ნებისყოფის არ ქონა არის ყველაზე ცუდი

Link to comment
Share on other sites

გაიგე ლომსა? რო აკვდები ამ სროლაობებს. :D :dacinva:

Link to comment
Share on other sites

აი ის კლავიატურა უნდა დაალეწო თავზე

Link to comment
Share on other sites

F U C K - CS

როგორ უნდა ითამაშოს კაცმა ეს თამაში რა გავგიჭდები სუ ერთი და იგივეა კლავ გკლავენ კლავ გკლავენ კლავ გკლავენ მეტი არაფერი არაა :D მაგას მირჩევნია რამე ფლეშ თამაში ვითამაშო

Edited by Pato
Link to comment
Share on other sites

F U C K - CS

როგორ უნდა ითამაშოს კაცმა ეს თამაში რა გავგიჭდები სუ ერთი და იგივეა კლავ გკლავენ კლავ გკლავენ კლავ გკლავენ მეტი არაფერი არაა :D მაგას მირჩევნია რამე ფლეშ თამაში ვითამაშო

გეტყობა რო არ ხარ გარკვეული რა ხდება ამ თამაშში :)

Link to comment
Share on other sites

F U C K - CS

როგორ უნდა ითამაშოს კაცმა ეს თამაში რა გავგიჭდები სუ ერთი და იგივეა კლავ გკლავენ კლავ გკლავენ კლავ გკლავენ მეტი არაფერი არაა :D მაგას მირჩევნია რამე ფლეშ თამაში ვითამაშო

ან არ გითამაშია ან ძალიან ძალიან მაგარი ლამერი იყავი :D

Link to comment
Share on other sites

ან არ გითამაშია ან ძალიან ძალიან მაგარი ლამერი იყავი :D

:lollol: :lollol: :lollol: :lollol:

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.