მოგესალმებით ფორუმელნო. დაგპირდით გამოვაცოცხლებ მეთქი ამ განყოფილებას და პირობას პირნათლად ვასრულებ, უბრალოდ ცოტა დაბალი ტემპით გადავიდეთ საქმეზე... იქიდან გამომდინარე რომ ამ სერიაზე არ მიდის ClockWorkMod Recovery გადავწყვიტე დამეწერა თუ როგორ დავაყენოთ არასტანდარტული Recovery Mode - Xrecovery და ასევე არასტანდარტული ROM. #1 - პირველ რიგში შევინახოთ ყველაფერი (წინა თემიდან დავაკოპირებ) #2 - სუფთა ROM-ის დაყენება Xrecovery-ს დაყენება რატომღაც საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა... აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ დაგვეყენებინა სუფთა სისტემა და შემდეგ ჩაგვეტარებინა დამატებითი პროცედურები. 2.1 - კომპიუტერში შევაერთოთ მობილური და ავირჩიოთ Install PC Companion. დაინსტალირების პროცედურებს სავარაუდოდ თქვენითვე გააკეთებთ (თუ არადა მწვანეებში არაფერი გესაქმებათ ). დაინსტალირების შევდივართ Support Zone/Phone Software Update - Start დაველოდოთ, გამოვა ახალი ფანჯარა სადაც თანმიმდევრობით იქნება ახსნილი თუ რა უნდა გავაკეთოთ: 1 - გამოვაძროთ USB კაბელი 2 - დავრწმუნდეთ რომ აკუმულატორი დატენილია მინიმუმ 50 %-ზე. 3 - გავთიშოთ მობილური და დაველოდოთ 5 წამი 4 - მობილურზე დავაწვეთ Back ღილაკს და ღილაკზე აუშვებლად ვაერთებთ USB კაბელს დაველოდოთ. თავის საქმეს რომ მორჩება გვეტყვის კაბელი გამოაძრეთ და ჩართეთო. ჩვენც ვქმნათ ასე... არ შეგეშინდეთ რამდენიმე წუთი დაჭირდება პირველ ჩართვას. #3 - დარუთვა, Xrecovery-ს დაინსტალირება და სხვა მამაძაღლობები პირველ რიგში ვიწერთ Flashtool-ს [გადმოწერა ], ამოვაარქივოთ, გავუშვათ X10FlashTool.exe ადმინისტრატორის უფლებებით(Run As Administrator), მობილურში ჩავრთოთ USB Debugging Mode > Settings/Applications/Development/ USB Debugging-ის მასწვრივ მდებარე ჩამქვრალ წეროს მოვეფეროთ, Ok და აინთება ახლა შევაერთოთ USB კაბელი. 3.1 Flashtool-ში დავაკლიკოთ Root-ს და დაველოდოთ, მობილური გადაიტვირთება, ჩართვის შემდეგ ავიღოთ ხელში მობილური, მოვიყვანოთ მუშა მდგომარეობაში. 3.2 Flashtool-ში კიდევ დავკლიკოთ Ask Root Perms, მობილურში ამოხტება ფანჯარა და დავაწვეთ Allow-ს. 3.3 Flashtool-ში დავკლიკოთ Optimize და დაველოდოთ, მობილური ისევ გადაიტვირთება ხოლო ჩართვას შეიძლება 5 წუთამდე დაჭირდეს. არ შეგეშინდეთ დაელოდეთ. ჩართვის შემდეგ ვიმეორებთ 3.2-ს და Flashtool-ში ვკლიკავთ Xrecovery, დაველოდებით და დაინსტალირების შემდეგ ტელეფონი მუშა მდგომარეობაში რომ მოვა ისევ და ისევ Flashtool-ით შეგვიძლია მისი გამოყენება > Advanced/Xrecovery/Reboot Into Xrecovery, მობილური გადაიტვირთება და შევა არასტანდარტულ Recovery Mode-ში, რომლიდანაც უკვე შეგვიძლია სხვადასხვა არაოფიციალური ROM-ის დაყენება. Xrecovery Mode-ში სხვა ხერხითაც შეგიძლიათ შევლა, ვთიშავთ ტელეფონს და Sony Ericsson-ის წარწერა რომ გამოჩნდება რამდენჯერმე ვაჭერთ Back ღილაკს. #4 - ROM-ის დაყენება ვიწერთ ჩვენი მობილურის შესაბამის ROM-ს ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ თუ თქვენი მოწყობილობა ვერ იპოვეთ ჩამონათვალში აქ გადადით და ალბათ იპოვით, თუმცა სანამ ROM-ს დააყენებდეთ წაიკითხეთ ინფო კონკრეტული ROM-ის შესახებ, სტაბილურია თუ იქრეშება და ა.შ... მე ყველაზე ნამდვილად ვერ დავწერ, რადგან უამრავი Android მოწყობილობაა... თუ ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ROM, გადმოვწეროთ, .ZIP ფაილი დავაკოპიროთ SD Card-ზე, შევიდეთ Xrecovery Mode-ში(ზემოთ ვისაუბრე თუ როგორ შევიდეთ Xrecovery Mode-ში). სანამ დაყენებაზე გადავიდოდეთ გეტყვით რომ ხმის აწევა ჩაწევით შეგიძლიათ Xrecovery-ში მოძრაობა დადასტურება კი ან ერთი ოთხკუთხედის აღმნიშვნელი ღილაკით, რომელიც Xperia X10 Mini Pro-ს შუაში აქვს. შევასრულოთ შემდეგი პროცედურები: Wipe data/factory reset - YES, , Wipe cache partition - Yეს. შემდეგ Install ZIP From SD Card/Choose ZIP From SD CARD ავირჩიოთ გადმოწერილი ROM და გავუშვათ ინსტალაცია. დაველოდოთ, დაახლოებით 2-3 წუთი დაჭირდება. პროცედურის მორჩენას შეამჩნევთ, გადახვალთ Xrecovery-ს მთავარ განყოფილებაში და დაკლიკავთ Reboot System-ზე, პირველი ჩართვისას რამდენიმე წუთი შეიძლება დასჭირდეს ყველაფერის გაანალიზებას... ჩართვის შემდეგ ალბათ ყველაფერს მიხვდებით... ავტორი: გიგა ჩოხელი (ANuB1S) მხოლოდ და მხოლოდ Overclockers.GE-სთვის.