Popular Post ANuB1S Posted May 23, 2011 Popular Post Share Posted May 23, 2011 (edited) ამ თემაში მოხდა "პატარა" ცვლილება. თემაში კიდევ მოხდა ცვლილებები, დავამატე მცირეოდენი თეორია რუთთან დაკავშირებით, გიგას(ანუბისას) oneclick რუთიც დასპოილერდა ხშირ შემთხვევაში დევაისებთან შეუთავსებლობის გამო დაემატა ახალი უტილიტები. Oneclick Root http://www.oneclickroot.com/ oneclick root გახლავთ რუთ უტილიტი ვინდოუსისთვის თავსებადია ძალიან ბევრ დევაისთან. თუკი ამ სოფტით ვერ დარუთავთ იხილეთ ქვევით დამატებითი უტილიტები #1about root[shopen] დღეს ვისაუბრებთ რუთთან(root) დაკავშირებით თუ რა არის ის,როგორ "გამოვიყენოთ",რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს და სხვა. დავიწყოთ სულ თავიდან თუ საიდან წარმოიშვა ეს სიტყვა, როგორც იცით Android დაფუძნებულია unix სისტემაზე რაც იმას ნიშნავს რომ ეს მობილური პლატფორმა მთლიანად გახსნილია,ნებისმიერ მომხამრებელს შეუძლია მოახდინოს მისი მოდიფიცირება და გემოვნებისამებრ დაამატოს ან წაშალოს მისთვის სასურველი კონპონენტი, ალბათ ისიც გეცოდინებათ რომ ეს სისტემა პირველ რიგში დეველოპერებზე ორიენტირებული OS არის აპლიკაციის შემქმნელებს(ანუ დეველოპერებს) არ სჭირდებათ არანაერი სერთიფიკათი რომ შექმნას აპლიკაცია android-ზე ამიტომაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ცოდნა და დაიწყოს წერა app-ების. ამ სისტემის ასეთმა გახსნილობამ მას ძალიან ბევრი დადებითი და ცოტა უარყოფითი მხარეებიც აღმოუჩინა(უსაფრთხოება,შედარებით ცუდი ოპტიმიზაცია...) ამაზე შემდეგ ვისაუბროთ ახლა კი უშუალოდ root: ტერმინი root(root-„ფესვი“) Android-ში Linux-ის სამყაროდან შემოიჭრა რომელშიც ამ სახელით მოიხსენიება იუზერი ადმინისტრატორის შეუზღუდავი შესაძლებლობებით, განსხავება ის არის რომ Linux-ში რუთ უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ <sudo –s> ბრძანებისა და პაროლის ჩაწერა ხოლო Android-ში კი სხვაგვარად ხდება. Android დევაისზე როგორც წესი აკრძალულია რუთი ამიტომაც ქარხნულად არ მოყვება(მხოლოდ სისტემას შეუძლია რუთ უფლების გამოყენება) ტექნიკურად კი არ არის ანდროიდში უტილიტი su ან sudo ბრძანებით შესაძლებელი გახადოს root. “დარუთვისას“(rooting) მოწყობილობა სხვადასხვა მეთოდით ახდენს ინტეგრირებას su ბრძანებისა და გრაფიკული აპლიკაციის SuperUser-ის სახით რომელიც აკონტროლებს რომელ app-ებს შეეძლებათ root უფლებით სარგებლობა და რომლებს არა, როგორც წესი მარტივად რო ვთქვათ ამისათვის იყენებენ ექსპლოიტებს რომლებიც ექსპლუატაციას ახდენენ ლინუქსის კერნელის(ბირთვის) რის შემდეგადაც ან ავტომატურად ან ხელით ინსტალირდება SuperUser.apk, იმედია მარტივი და გასაგები ენით არის ტერმინი განმარტებული ეხლა გადავიდეთ რუთის სახეობებზე: · Full Root - მუდმივი რუთ უფლება,ხსნის ნებისმიერ შეზღუდვას. ოპერაციული სისტემის განახლება არ არის რეკომენდირებული. · Shell Root - Full Root-ის ანალოგიური გამონაკლისია მხოლდო /system/ ფოლდერთან წვდომა შეზღუდულია. · Temporary Root - დროებით რუთ წვდომა. მოწყობილობის გადატვირთვის შემდეგ roto ქრება. ესეც გავარკვიეთ თუ რა ტიპებია, როგორც ყველაფერს რუთსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე მოდი განვიხილოთ ისინი: უარყოფითი მხარე: თქვენ კარგვათ გარანტიას:თუკი თქვენი მოწყობილობას ჯერ კიდევ აქვს გარანტიის ვადა და თქვენ მოგიწიათ დევაისის დაბრუნება დარუთულ სმარტფონზე(პლანშეტზეც) შეგექმნებათ პრობლემა სერვის ცენტრი უარს იტყვის მის შეკეთებაზე!შენიშვნა (რათქმაუდნა არსებობს გზები რითაც დევაისს გაუეკთებთ unroot-ს ანუ წაშლით რუტ უფლებას) შეიძლება მოწყობილობა გადააქციოთ აგურად:თუკი ზუსტად არ მიყევით ინსტრუქციას და დაუშვით შეცდომა ან მობილური მოწყობილობა შუა პროცესის დროს გაითიშა მოხდება ეგრედ წოდებული სოფტ ბრიქი(soft break) ანუ თქვენი დევაისი გახდება გამოუსადეგარი აღარ ჩაირთვება(მწარმოებლის ლოგოტიპს არ გაცდება).შენიშვნა (უკვე საკმაოდ გამარტივდა დარუთვა მომხმარებელი ფაქტიურად მხოლოდ 1 კლიკით რუთავს დევაის ამიტომაც სოფტ ბრიქის შანსი ძალიან მცირეა თუკი ისე მოხდა რომ აღარ ჩაირთო არსებობს სხვადასხვა გზები სისტემის აღდგენის) თქვენ კარგავთ OTA განახლების საშუალებას:ყველა წელში და ხშირად უფრო მალეც თქვენი დევაისი იღებს ოფიციალურ განახლებებას მაგალთად android 4.1.2 ვერსიიდან android 4.4 ვერსიის, თუკი თქვენ დარუთავთ მოწყობილობას შემდეგ კი ოფიციალურ განახლებას გაუკეთებთ დაკარგავთ რუთ უფლებას და ვეღარ ჩაწერთ სანამ კიდევ არ "შეტეხენ" ახალ ვერსიას ანდროიდის. დადებითი მხარეები: თქვენ გექნებათ ბევრად უფრო მრავალფეროვანი და სრული შესაძლებლობები:რუთინგი საშუალებას გაძლევთ ჩაწეროთ ქასთომ rom-ები - სხვა ვერსიები ოპერაციული სისტემის მაგალითად შეგიძლაით ჩაწეროთ HTC Sense-ს სამომხამრებლო ინტერფეისი nexus მოწყობილობაზე ან პირიქით მაგალითად Samsung Galaxy დევაისებზე ჩაწეროთ "სუფთა" ანდროიდ ვერსია. ასევე custom rom-ები გაძლევთ ბევრად უფრო დიდ შესაძლებლობებს დამატებულია ახალი ფუნქციები ამოღებულია ზედმეტი მწარმოებლის მიერ ინტეგრირებული აპლიკაციები. შეგიძლიათ გაზარდოთ წარმადობა და ბატარიის სიცოცხლისუნარიანობა:სხვადასხვა ანდროიდ სისტემის მოდიფიცირება იძლევა სხვადასხვა შესაძლებლობას, მაგალითად CyanogenMod-ის რომები ოპტიმიზირებულია ბევრად უფრო დიდ პერფორმანსზე რომელიც თქვენ მოწყობილობას უფრო სწრაფს ხდის, სხვა მხრივ Oxygen გეხმარებათ ბატარიის დაზოგვაში. root უფლების შემდეგ თქვენ თავად შეგიძლიათ არეგულიროთ პროცესორის სიხშირეც მაგალითად SetCPU აპლიკაციის მეშვეობით. დამატებითი შესაძლებლობები:შეგიძიათ რუთის შემდეგ აპლიკაციის ქეშები გადაიტანოთ MicroSD ბარათის მეხსიერებაზე რითაც შიდა მეხსიერებას დაზოგავთ, ასევე გადაუღოთ ვიდეო ეკრანს, დააყენოთ firwall და სხვა მრავალი. ეხლა უკვე იცით თუ რა არის რუთი,რისთვის არის საჭირო და რა დადებითი/უარყოფითი მხარე აქვს დანარჩენი თქვენზე არის დამოკიდებული გადაწყვეტთ თუ არა დევაისის ადმინისტრატორის როლში ყოფნას. როგორ დავრუთო ჩემი მოწყობილობა? ამაზე კონკრეტული პასუხი არ არის რადგან ყველა მოწყობილობა სხვადასხვაგვარად ირუთება მაგალითისთვის Motorola-ს ფირმის Droid მოდელების ხაზს აქვს ექსპლოიტი სახელწოდებით Razr blade, Sony Xperia სმარგონებისთვის DooMLoRD Easy Rooting Toolkit და სხვა. ასევე არის პროგრამები რომლებიც თავსებადია სხვადასხვა მოდელებთან ესენია[დაწვრილებით პოსტის ბოლოს]: · Vroot - ჩინური მარტივი აპლიკაცია რომელსაც საკმაოდ ბევრი დევაისის მხარდაჭერა აქვს, შესაძლებელია Android 4.4 KitKat-ის დარუთვაც, იწერება ჩინური UI-ს მქონე SuperUser. ოფიციალური საიტი http://goo.gl/Q28vfi · MTK Droid Tools - ანალოგიური პროგრამა რაც Vroot, შეუძლია ასევე ბექაპის შექმნა და აღდგენა,patch boot-ის შექმნა და სხვა. ოფიციალური საიტი http://goo.gl/Bl64Na · RootGenius - პატარა პორტატული სოფტი არ საჭიროებს ინსტალაციას როგორც ზევით ჩამოთვლილს ესეც one click პრინციპით მუშაობს. ოფოციალური საიტი http://goo.gl/7g187l · Razr blade - ექსპლოიტი(.but ფაილის სახით) Motorola-ს ფირმის droid razr სერიის მოწყობილობებისათვის. გადმოსაწერი ლინკი http://goo.gl/CLhOkY ეს პროგრამებია რომლებიც დღეს აქტიურად გამოიყენება თუკი რომელიმე მათგანმა არ დარუთა თქვენი დევაისი გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით ნახეთ ალტერნატიული უტილიტი. დარუთვის პრინციპი: დაახლოებით 2-3 წლის წინ ანდროიდ დევაისი დარუთვა საკმაოდ შრომატევადი იყო და ბევრად უფრო დიდი შანსი იყო ტელეფონის აგურად გადაქცევის დღეს კი ყველალფერი შეიცვალა root უფლების მისაღებად საჭიროა მხოლოდ ერთი ღილაკზე დაკლიკება და დევაისი დარუთულია სანამ ამ პროცედსრას დაიწყებთ მანამდე კი აუცილებლად უნდა ჩართოთ სმარტფონში/პლანშეტში USB debugging ამისათვის კი შედით Setting > Developer Option(4.3 ვერსიის შემდეგ ეს განყოფიელბა დამალულია გამოსაჩენად შედით about phone-ში და 7-ჯერ დააკლიკეთ Build Number-ს) დეველოპერის პარამეტრებში კი ჩართეთ USB Debugging. როგორ შევამოწმოთ დარუთული არის თუ არა? დარუთვის შემდეგ მენიუში უნდა გამოჩნდეს(მაგრამ აუცილებელი არ არის) SuperUser ან SuperSu აპლიკაცია. აპლიკაციის ჩართვისას უნდა მოგთხოვოთ root უფლება. პროგრამა რომელიც ადრე არ მუშაობდა(და რუთს საჭიროებდა) მთლიანად ფუნქციონალური გახდება. ემულატორის ტერმინალში su ბრძანების ჩაწერისას უნდა გამოჩნდეს "#" მისალმება ლექსიკონი: ROM - ინგ. (Read Only Memory) მხოლოდ მეხსიერების კითხვისთვის ქართული შესატყვისი არ გააჩნია და როგორც ხედავთ ცუდად ჟღერს. OTA - (ინგ. Over-the-air) - განახლება პირდაპირ ტელეფონიდან. Custom ROM - არაოფიციალური, 3rd party დეველოპერების მიერ მოდიფიცირებული სისტემა. #2Root[ANuB1S] მოგესალმებით ყველას როგორც ვხედავ საკმაოდ მომრავლდნენ ანდროიდიანი იუზერები(რაც ძალიან მიხარია, რადგან დაზომბებული და გალიაში ჩაკეთილი ვაშლისტები შემცირდნენ ) მათი თხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტე დამეწერა პატარ-პატარა "გზამკვლევები". თქვენ წინაშე ვარ თქვენი გზამკვლევი(ეგრეთწოდებული გიდი, არ მიყვარს ეს სიტყვა, ცუდად ჟღერს გიდობა ბევრს აღარ ვილაყბებ, გადავიდეთ საქმეზე:რამე რომ გააფუჭოთ პასუხი მე არ მომთხოვოთ ასევე გეტყვით რომ სანამ პროცედურას დაიწყებთ მოწყობილობა დატენეთ 60-70 %-ზე მაინც!დარუთვა: დარუთვა მოგცემთ საშუალებას შეაღწიოთ სისტემურ ფაილებში, დააყენოთ თქვენი ფავორიტი ROM და ა.შ. ერთი სიტყვით კაი ტიპია, თუმცა ერთი დიდი მინუსი კი აქვს, მაღაზიები ამბობენ რომ დარუთვის შემდეგ გარანტია აღარ გაქვთო. მაშ, ზუსტად ასე ამბობენ. თუმცა სიმართლე გითხრათ ყველაფერს თუ ყურადღებით და ზუსტად გააკეთებთ არ გექნებათ ამის შესახებ არაფერი სანერვიულო, რადგან არსებობს საშუალება რომლითაც ტელეფონის ქალიშვილობას აღვადგენთ (გოგოებშია აქტუალური გამთელება და მობილურებს რომ გავუმთელოთ მგონი არაფერი დაშავდება ) მოკლედ რომ ვთქვათ დარუთვის შემდეგ უფრო ჭკვიანი ხდება თქვენი ტელეფონიც და თქვენც(თქვენ იმ მხრივ რომ დარუთვა ისწავლეთ და მიხვედით ამ დასკვნამდე: ( ) ადამიანმა სხვისი დადგენილი წესებით არ უნდა იცხოვროს, როდესაც შეუძლია იყოს თავისუფალი (განსაკუთრებით ვაშლისტებს ეხება ეს )) დარუთვის მეთოდი #1 - SuperOneClick #1 - მოვამზადოთ ტელეფონი ოპერაციისთვის 1.1 მობილურში ჩავრთოთ USB Debugging: გააკეთეთ შემდეგი სვლები Settings/Applications/Development და მოუთათუნეთ USB Debugging-ის გასწვრივ მარჯვენა მხარეს თავისთვის განმარტოებულ ჩამქრალ წეროს, შემდეგ მობილური გეტყვით USB Debugging-ის დანიშნულებას ისევ და ისევ მოეთათუნებით Ok-ს და მარტოსული ჩამქრალი წეროც გაცოცხლდება და მწვანედ გადაიქცევა. 1.2 მობილური დავუკავშიროთ კომპიუტერს, დავაყენოთ Charge Only Mode-ზე (HTC მაქვს და ამის მიხედვით დავწერ თუ აქ რა ჰქვია, ერთი სიტყვით დატენვის რეჟიმზე, რომ იყოს, SD მეხსიერების ჩიპი არ უნდა ჩანდეს კომპში) 1.3 ახლა გვჭირდება ანდროიდის დრაივერი. ზოგს რა უნდა ზოგს რა, აქედან გამომდინარე ოპტიმალურად მიმაჩნია PdaNet, რომელიც ჩვენი მობილურის შესაბამის დრაივერს აინსტალირებს. PdaNet 32Bit, PdaNet 64Bit თუ გადმოვწერეთ გავუშვათ საინსტალაციო(თუ არა და დაველოდოთ გადმოწერას )...ყურადღების მოეკიდეთ თითოეულ მესიჯს... 1.3.1 დაყენების შემდეგ შეიძლება გითხრათ რომ adb.exe უკვე გაშვებულია, გახსენი Task Manager და გათიშეო... როგორც მე მენდობით ისე ენდეთ მაგ მესიჯსაც თუ გათიშავთ გავაგრძელებ, თუ არადა მაინც გავაგრძელებ, რომელიმე ხო გათიშავს გათიშვის შემდეგ დავაწკაპუნოთ OK-ზე. 1.3.2 გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც უნდა ავირჩიოთ ჩქვენი მობილურის მწარმოებელი. თუ ჩქვენი მწარმოებლის უკაცრავად, ჩქვენი მობილურის მწარმოებლის სახელი ვერ ამოვიკითხეთ ან არ ვიცით რომელი მწარმოებლის მობილური გვაქვს ( ) მივუთითოთ Others და Ok. შეიძლება ამოხტეს წითლის ფონზე თეთრად დაწერილი ტექსტი: Windows can't verify the publisher of this driver software. მომღიმარი სახით ვუთხრათ არც მე ვიცი ვისია მაგრამ რომ მჭირდება ეგ კი ნაღდად ვიციო და დავაკლიკოთ Install This Driver Software Anyway და დაველოდოთ. 1.3.3 ერთ მომენტში შეიძლება გვითხრას გამოაძრეთ მობილურს კაბელიო(მე აღარ მითხრა რატომღაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენ თუ გითხრათ გამოაძრეთ, ჩემსას ალბათ დიდი ხანია შ*გ აქვს, მიეჩვია, ვეღარ მიხვდა და მაგიტო აღარ გაუმახვილებია მაგაზე ყურადღება xD) 1.3.4 რომ მორჩება ინსტალირებას მწვანე წერო ჩავაქროთ ამ ტექსტის გასწვრივ: Connect PdaNet After Installation და დავაკლიკოთ Finish-ს. დრაივერის დაყენება სავარაუდოდ მორჩა. #2 - დარუთვის წინ თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ შემდეგი ცნობები: ეს მეთოდი გატესტილია 100 %-ით მუშაობს შემდეგ მოწყობილობებზე: Acer Liquid Metal Dell Streak HTC Magic (Sapphire) 32B HTC Bee LG Ally Motorola Atrix4G Motorola Charm Motorola Cliq Motorola Droid Motorola Flipside Motorola Flipout Motorola Milestone Nexus One Samsung Captivate Samsung Galaxy 551 (GT-I5510) Samsung Galaxy Portal/Spica I5700 Samsung Galaxy S 4G Samsung Galaxy S I9000 Samsung Galaxy S SCH-I500 Samsung Galaxy Tab Samsung Transform M920 Samsung Vibrant Sony Ericsson Xperia E51i X8 Sony Ericsson Xperia X10 Sony Ericsson Xperia X10 Mini Pro Sony Ericsson Xperia X10 Mini Sprint Hero Telus Fascinate Toshiba Folio 100 Incompatibility list სრულად არ მუშაობს შემდეგ მოდელებზე და რატომ: იქიდან გამომდინარე რომ ADB-ს იყენებს ყველა ანდროიდი, დასარუთად ვიყენებთ ADB ექსპლოიტს რომელსაც ჰქვია rageagainstthecage (ratc). ზემოთხსენებული ექსპლოიტი ერგება ყველას გარდა NAND Locked მოწყობილობებისა. NAND LOCK არ გვაძლევს უფლებას რომ ჩაწერის რეჟიმზე გადავიყვანოთ /system mount. თუმცა Non-Market აპლიკაციების ჩაწერას არ სჭირდება დარუთვა. არსებობს სამი დონის დარუთვა: დონე #1 - Shell Root (ratc რუთავს ADB Shell-ს, თუმცა არ გვაძლევს /system-ში ჩაწერის საშუალებას) დონე #2 - Temporary Root (დროებით დარუთვა. რესტარტის შემდეგ მოწყობილობა "უმანკო" მდგომარეობას დაუბრუნდება (ეს ფუნქცია ჰქონდეთ გოგოების უმეტესობას, რამდენჯერ დაარესტარტებდნენ ) დონე #3 - Full Root (სრულყოფილი დარუთვა) როგორც ზემოთ ვთქვით ზოგ მოწყობილობას აქვს NAND Lock: Sprint EVO 4G (HTC Supersonic) Droid Incredible (HTC Incredible) HTC Desire GSM HTC Desire CDMA (HTC BravoC) HTC Aria Droid Eris (HTC DesireC) HTC Wildfire (HTC Buzz) ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების დასარუთად საუკეთესო გზაა Unrevoked. თუმცა ამაზე შემდეგში ვისაუბროთ, ჯერ SuperOneClick მივიყვანოთ ბოლომდე. პროგრამას სამუშაოდ სჭირდება Microsoft .NET Framework 2.0 + ან Mono V1.2.6 + აქვს შემდეგი ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა: Windows Vista Windows 7 Ubuntu Hardy (8.04 LTS) Ubuntu Jaunty (9.04) Ubuntu Karmic (9.10) Ubuntu Lucid (10.04 LTS) Ubuntu Maverick (10.10) Debian Lenny (5.0) Debian Squeeze (testing) Debian Sid (unstable) Debian Experimental ვიმეორებ: თუ იყენებთ Microsoft XP-ს დააყენეთ .NET Framework 2.0გადმოწერა თუ იყენებთ Mac-ს ან Linux-ს დააყენეთ Mono გადმოწერა #3 - დარუთვა: დარწმუნდით რომ USB Debugging - ჩართულია დარწმუნდით რომ ანდროიდის დრაივერები დაყენებულია(PdaNET-ით დავაყენეთ) Unmount გაუკეთეთ SD Card-ს. Settings/Storage/Unmount SD card გათიშეთ ანტი-ვირუსი ! გადმოწერეთ SuperOneClick გადმოწერა, ამოვაარქივოთ და გავუშვათ SuperOneClick.EXE(აუცილებლად Run As Administrator რეჟიმში), გამოსულ ფანჯარაში მარჯვენა მხარეს გადავრთოთ psneuter-დან > rageagainstthecage-ზე და დავაკლიკოთ Root-ს (არა Shell Roots-ს არამედ მხოლოდ Root-ს). დაველოდოთ ყველაფერი თუ კარგად ჩაივლის შეგეკითხებათ გავტესტო თუ არა დარუთვასთან დაკავშირებითო, დათანხმდით. შემდეგ გკითხავთ Busybox დავაყენო თუ არაო და მაგაზეც დათანხმდით, ბოლოს გეტყვით ყველაფერი კარგადაა და რამე რო იყოს ფულს ხომ არ გამომირიცხავო, ეს უკვე თქვენი ნებაა რაც გინდათ ის ქენით + დავარესრატოთ მობილური #4 - როგორ დავაყენოთ არაოფიციალური ROM: ROM-ა სისტემა, რომელიც შეგვიძლია დავაყენოთ Recovery Mode-დან. არის რამდენიმე RecoveryMod თუმცა საუკეთესოა ClockWorkMod Recovery. თუმდაც იმიტომ რომ ROM Manager აქვს და გვიმარტივებს საქმეს... ასევე მოგახსენებთ რომ მე რაც გამიტესტავს საუკეთესოა CyanoGenMod. CyanoGenMod-ის ბოლო ვერსიაა 7. მცირედ მიმოვიხილეთ ROM, ახლა საქმეზე გადავიდეთ. თუ ისევ Unmount-ა SD Card-ზე, შევიდეთ ისევ Settings/Storage და შევეხოთ Mount SD Card შემდეგ შევიდეთ მარკეტში და გადმოვწეროთ ROM Manager, გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ ჩართეთ, გეტყვით Superuser-ის ფუნქციები მჭირდებაო, თქვენც მიართვით ის რაც სჭირდება და Allow-ს შეეხეთ შემდეგ Flash ClockWorkMod Recovery, დაელოდეთ, ამოაგდებს თქვენი მობილურის მოდელს, შეეხეთ ზემოთხსენებულს და ზემოთ ROM Manager VX.X.X.X-ების ზოლთან მწვანე ზოლის შევსება დაიწყება, ბოლოს მორჩება და გეტყვით რომ ClockWorkMod Recovery წარმატებით დაყენდაო, ასევე Flash ClockWorkMod Recovery-ს ქვეშ დაეწერება Current Recovery: ClockWorkMod X.X.X.X. (X-ებს ვიყენებ ციფრების პირობით აღნიშვნად, რადგან ზოგ მოდელზე სხვა მოდელია ზოგზე სხვა) #4.1 - სისტემის, პროგრამებისა და კონტაქტების შენახვა შენახვა სანამ ახალ ROM-ს დავაყენებდეთ, რეკომდენებულია ყოველთვის შევინახოთ სისტემა, პროგრამები და კონტაქტები! #4.1.1 - კონტაქტების შენახვა შევდივართ კონტაქტებში, ვეხებით ან ვკლიკავთ Menu-ს, Import/Export, Export To SD Card და OK. დავაკვირდებით თუ შეივსო, ასევე დაიწერება კონტაქტების რაოდენობა. თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც აღვწერე, შეაერთეთ კომპიუტერში #4.1.2 - პროგრამების შენახვა შესანახად გვჭირდება Titanium Backup Pro გადმოწერა, დავაინსტალიროთ ტელეფონში, გავხსნათ, მოითხოვს Root უფლებებს, გადავალთ Backup/Restore-ზე, ვკლიკავთ ან ვეხებით Menu-ს, შემდეგ Filter, აქ მარტივად რომ მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი პროგრამები Filter By Type გადავრთოთ User-ზე და გვიჩვენებს მხოლოდ ჩვენ მიერ დაინსტალირებულ აპლიკაციებს და Apply. შემდეგ ისევ Menu/Batch და ავირჩიოთ Backup all user apps + system data, RUN და Select All apps, Kill all apps და Run the batch operation. დაიწყება შენახვის პროცედურა და წარმატებით დასრულდება #4.1.3 - სისტემის შენახვა სისტემის შენახვა ხდება როგორც ROM Manager-დან, ასევე ClockWorkMod Recovery-დან. ROM Manager/Backup Current ROM/დავარქვათ სახელი ვთქვათ Stock ROM და დავაწვეთ OK-ს. მოწყობილობა გადაიტვირთება, შევა Recovery Mode-ში და დაიწყებს Backup-ს... დაველოდებით სანამ ყველაფერი მორჩება, შემდეგ როგორც მახსოვს თვითონ დარესტარტდება. #4.1.4 - ROM-ის დაყენება ვიწერთ ჩვენი მობილურის შესაბამის ROM-ს ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ თუ თქვენი მოწყობილობა ვერ იპოვეთ ჩამონათვალში აქ გადადით და ალბათ იპოვით, თუმცა სანამ ROM-ს დააყენებდეთ წაიკითხეთ ინფო კონკრეტული ROM-ის შესახებ, სტაბილურია თუ იქრეშება და ა.შ... მე ყველაზე ნამდვილად ვერ დავწერ, რადგან უამრავი Android მოწყობილობაა... თუ ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ROM, გადმოვწეროთ, .ZIP ფაილი დავაკოპიროთ SD Card-ზე, გავხსნათ ROM Manager და Reboot Into Recovery Mode. მოწყობილობა გადაიტვირთება, შევა ClockWorkMod Recovery-ში, სანამ დაყენებაზე გადავიდოდეთ გეტყვით რომ ხმის აწევა ჩაწევით შეგიძლიათ ClockWorkMod Recovery-ში მოძრაობა დადასტურება კი ან Ok ღილაკით, რომელიც Desire-ს შუაში აქვს, იგივე Trackball, ან კიდევ Power-ით. შევასრულოთ შემდეგი პროცედურები: Wipe data/factory reset - ბევრი NO და 1 ცალი YES იქნება, , Wipe cache partition აქაც იგივე სიტუაციაა. შემდეგ Install ZIP From SD Card/Choose ZIP From SD CARD ავირჩიოთ გადმოწერილი ROM და გავუშვათ ინსტალაცია. დაველოდოთ, დაახლოებით 2-3 წუთი დაჭირდება. პროცედურის მორჩენას შეამჩნევთ, გადახვალთ ClockWorkMod Recovery-ს მთავარ განყოფილებაში და დაკლიკავთ Reboot System-ზე, პირველი ჩართვისას რამდენიმე წუთი შეიძლება დასჭირდეს ყველაფერის გაანალიზებას... ჩართვის შემდეგ ალბათ ყველაფერს მიხვდებით... CyanoGenMod-ის მომხმარებელთათვის: CyanoGenMod-ს არ მოყვება გუგლის არცერთი აპლიკაცია. მათი დაყენება ხდება ცალკეული პაკეტით, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან კარგად დააკვირდით, რამდენიმე ვერსიაა მანდ. CyanoGen 7/6/5/4, აირჩიეთ შესაბამისი. დაყენება კიდევ ასე ხდება: გადმოვწეროთ, .ZIP ფაილი დავაკოპიროთ SD Card-ზე, გავხსნათ ROM Manager და Reboot Into Recovery Mode. მოწყობილობა გადაიტვირთება, შევა ClockWorkMod Recovery-ში, სანამ დაყენებაზე გადავიდოდეთ გეტყვით რომ ხმის აწევა ჩაწევით შეგიძლიათ ClockWorkMod Recovery-ში მოძრაობა დადასტურება კი ან Ok ღილაკით, რომელიც Desire-ს შუაში აქვს, იგივე Trackball, ან კიდევ Power-ით. შემდეგ Install ZIP From SD Card/Choose ZIP From SD CARD ავირჩიოთ გადმოწერილი .ZIP და გავუშვათ ინსტალაცია. პროცედურის მორჩენას შეამჩნევთ, გადახვალთ ClockWorkMod Recovery-ს მთავარ განყოფილებაში და დაკლიკავთ Reboot System. წარმატებებს გისურვებთ დღეოსათვის სულ ეს იყოავტორი: გიგა ჩოხელი (ANuB1S) ასევე ნახეთ> (მადლობა მიშოს) დამატებითი root utility-ები (ავტორი მიშო) იხილეთ theunlockr.com სადაც თითქმის ყველა მოდელის ინსტრუქცია არის თუ როგორ უნდა დარუთოთ(+საჭირო ფაილები) ასევე იხილეთ სხვა უტილიტიები რუთისთვის: DooMLoRD Easy Rooting Toolkit v17 თავსებადია შემდეგ დევაისებთან: Xperia Z (C6602/3) {FW: 10.3.A.0.423} [v16 onwards] Xperia Z (C6602/3) {FW: 10.1.1.A.1.307} [v10 onwards] Xperia Z (C6616) {FW: 10.1.1.A.1.319} [bell Canada] [v19a] Xperia Z (C6606) {FW: 10.1.1.B.0.1.166} [v17 onwards] Xperia ZL (C6503) {FW: 10.3.A.0.423} [v12 onwards] Xperia ZR (M35h) {FW: 10.1.1.A.1.317} [v17 onwards] Xperia ZR (C5502/C5503) {FW: 10.1.1.A.1.317} [v16 onwards] Xperia Tablet Z (SGP311/2) {FW: 10.1.C.0.370} [v13 onwards] Xperia Tablet Z (SGP321) {FW: 10.1.1.A.1.307} [v13 onwards] Xperia SP (C5302) {FW: 12.0.A.1.284} [v11 onwards] Xperia SP (C5302/3/6) {FW: 12.0.A.1.211/257} [v16 onwards] Xperia T (LT30p) {FW: 9.1.A.1.141} [v13 onwards] Xperia T (LT30p) {FW: 9.1.A.1.142} (added by the_laser) [v14 onwards] Xperia TX (LT29i) {FW: 9.1.B.1.67} (added by sj8023ld) [v14 onwards] Xperia TX (LT29i) {FW: 9.1.B.0.411} (added by fi01) [v14 onwards] Xperia V (LT25i) {FW: 9.1.A.1.140/142} (added by the_laser) [v14 onwards] Xperia V (LT25i) {FW: 9.1.A.1.145} [v16 onwards] Xperia Ion (LT28h) {FW: 6.2.B.0.211} [v16 onwards] Xperia S (LT26i) {FW: 6.2.B.0.211} [v10 onwards] Xperia S (LT26i) {FW: 6.2.B.0.200} [v16 onwards] Xperia SL (LT26ii) {FW: 6.2.B.0.200} [v17 onwards] Xperia SL (LT26ii) {FW: 6.2.B.0.211} (added by the_laser) [v14 onwards] Xperia Acro S (LT26w) {FW: 6.2.B.0.200} [v13 onwards] Xperia Acro S (LT26w) {FW: 6.2.B.0.211} [v16 onwards] [FIXED] Xperia P (LT22i) {FW: 6.2.A.1.100} (added by the_laser) [v14 onwards] Xperia Go (ST27i) {FW: 6.2.A.1.100} (added by the_laser) [v14 onwards] Xperia Go (ST27a) {FW: 6.2.A.1.100} (added by DooMLoRD, untested) [v14 onwards] Xperia J (ST26a/i) {FW: 11.2.A.0.21/31} (added by DooMLoRD, untested) [v17 onwards] Xperia L (C2104/5) {FW: 15.0.A.1.31/36} (added by DooMLoRD, untested) [v17 onwards] Xperia AX (SO-01E) {FW: 9.1.C.0.473} (added by fi01) [v14 onwards] Xperia Z (SO-02E) {FW: 10.1.D.0.343} (added by fi01) [v14 onwards] Tablet Z (SO-03E) {FW: 10.1.E.0.265/269}(added by fi01) [v14 onwards] Xperia GX (SO-04D) {FW: 7.0.D.1.137} (added by fi01) [v14 onwards] Xperia A (SO-04E) {FW: 10.1.1.D.0.179} (added by fi01) [v14 onwards] Xperia A (SO-04E) {FW: 10.1.1.D.2.26} [v16 onwards] Xperia SX (SO-05D) {FW: 7.0.D.1.137} (added by fi01) [v14 onwards] Xperia VL (SOL21) {FW: 9.1.D.0.395} (added by fi01) [v14 onwards] Xperia VL (SOL21) {FW: 9.0.F.0.226} [v16 onwards] Xperia VL (SOL21) {FW: 9.1.D.0.401} [v16 onwards] Xperia UL (SOL22) {FW: 10.2.F.3.43} (added by fi01) [v14 onwards] Google Nexus 4 (JDQ39) [v14 onwards] Google Nexus (JOP40C/JZO54K) (added by cofface) [v16 onwards] LG Optimus G E975 v10e (added by wphungsuk) [v14 onwards] Vroot ჩინური მარტივი პროგრამა 1 კლიკით დარუთვისთვის მარტივი ინტერფეისით(არ მოყვება SuperSu მოგიწევთ ცალკე ჩაწერა თუკი ამითი დარუთავთ) MTK Droid Tools Kingo Android Root ROOT Wizard(საჭიროა რეგისტრაცია გამდოსაწერად[4pda]) RootGenius SRSRoot(იხ. მოდელები რომლებზეც დატესტილია Link) სანამ დარუთვას დაიწყებდეთ დარწმუნდით რომ დაინსტალირებული გაქვთ adb driver(სჭირდება ზოგიერთ რუთ უტილიტს), ასევე ტელეფონში ჩართული გაქვთ Debugging mode(Setting > developers options > debugging mode ON) ასევე ზოგ მოდელს ესაჭიროება Bootloader-ის გახსნა: HTC Unlock bootloader Motorola Unlock bootloader Sony Unlock bootloader Edited September 23, 2014 by Shopen Updated 25 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted May 23, 2011 Share Posted May 23, 2011 FUCK YEAH ყოჩაღ ღიღუშ :sa: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AL1eN Posted May 24, 2011 Share Posted May 24, 2011 მანდ მოდელებში xperia x10 mini და mini pro-ც დაამატე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted May 24, 2011 Author Share Posted May 24, 2011 მანდ მოდელებში xperia x10 mini და mini pro-ც დაამატე ჩამატებულ :yes: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted May 24, 2011 Share Posted May 24, 2011 (edited) ამით Xperia X8-ც მაქვს დარუთული სამჯერ პ.ს. გიგა ლინკები შეასწორე PdaNet, რომელიც ჩვენი მობილურის შესაბამის დრაივერს აინსტალირებს. PdaNet 32Bit, PdaNet 64Bit CyanoGenMod-ს არ მოყვება გუგლის არცერთი აპლიკაცია. არც მარკეტი? ეხლა გამახსენდა გუშინ ROM Manager რომ დავაყენე (Xperia X8) არ მომთხოვა Superuser-ის გამოყენება რისი ბრალი იქნება? Edited May 24, 2011 by Blaster Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted May 24, 2011 Share Posted May 24, 2011 sorry off-ისთვის მაგრამ.... HTC trophy - ზე რამე ახალი ხო არაა? :lol: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted May 24, 2011 Author Share Posted May 24, 2011 ამით Xperia X8-ც მაქვს დარუთული სამჯერ პ.ს. გიგა ლინკები შეასწორე არც მარკეტი? ეხლა გამახსენდა გუშინ ROM Manager რომ დავაყენე (Xperia X8) არ მომთხოვა Superuser-ის გამოყენება რისი ბრალი იქნება? მადლობა, ჩავასწორე მაგრამ CyanoGen-თან დაკავშირებით ბოლომდე რომ წაგეკითხა კარგი იქნებოდა ROM Manager-ს რაც შეეხება ხანდახან ჯანზეა და ავტომატურად აძლევს Superuser უფლებებს CyanoGenMod-ს არ მოყვება გუგლის არცერთი აპლიკაცია. მათი დაყენება ხდება ცალკეული პაკეტით, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან sorry off-ისთვის მაგრამ.... HTC trophy - ზე რამე ახალი ხო არაა? ნწუ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted May 24, 2011 Share Posted May 24, 2011 :thumbsup: გიგა გამომადგება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted June 29, 2011 Share Posted June 29, 2011 აბა დავიწყე G1ის დარუთვა ცოტა აკუმულატორი დაიტენოს და შებუბერავ :P Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted June 30, 2011 Share Posted June 30, 2011 რა ვქნა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted June 30, 2011 Author Share Posted June 30, 2011 რა ვქნა? კაცო მობილურის მარკეტიდან შედი და გადმოწერე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted June 30, 2011 Share Posted June 30, 2011 კაცო მობილურის მარკეტიდან შედი და გადმოწერე იქ საერთოდ არ მიჩვენებს სიაში :s Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted June 30, 2011 Author Share Posted June 30, 2011 იქ საერთოდ არ მიჩვენებს სიაში :s უპს. ალბათ არაა შენი მობილისთვის... მოიცა გადავქექო გადმოწერე Click Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted June 30, 2011 Share Posted June 30, 2011 dream არ ირუთება superoneclickით.1.9.5იც ვცადე,მარა უშედეგოდ,ახლა სხვა ვარიანტს ვეძებ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Cyborg. Posted June 30, 2011 Share Posted June 30, 2011 ყველაფერი არასწორედ წერია ;) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted June 30, 2011 Share Posted June 30, 2011 superonecclickით მუშაობისას წერს რომ ყველაფერ წარტმატებით დაყენდაო,დაირუთაო,ტესტსაც გადის,მარა პოგრამები ვერ იღებენ უფლებებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted June 30, 2011 Share Posted June 30, 2011 superonecclickით მუშაობისას წერს რომ ყველაფერ წარტმატებით დაყენდაო,დაირუთაო,ტესტსაც გადის,მარა პოგრამები ვერ იღებენ უფლებებს ჰა მიშველეთ რამე დამაწყდა ნერვები :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted August 7, 2011 Share Posted August 7, 2011 ჰა მიშველეთ რამე დამაწყდა ნერვები ერთი კვირის პოსტი ყოფილა. რა ქენი დაირუთა თუ ვერა? Superuser-ის აპლიკაცია არ ჩანს პროგრამებში? ყველაფერი არასწორედ წერია :ugly_confused2: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
evolution Posted August 10, 2011 Share Posted August 10, 2011 ფავორიტ ROM-ში OS იგულისხმება თუ რა არის რომ? პ.ს. ცოტა წესივრად გამაგებინეთ რა "კაი ტიპი" დარუთვა რატომ ღირს გარისკვად :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AL1eN Posted August 10, 2011 Share Posted August 10, 2011 ფავორიტ ROM-ში OS იგულისხმება თუ რა არის რომ? პ.ს. ცოტა წესივრად გამაგებინეთ რა "კაი ტიპი" დარუთვა რატომ ღირს გარისკვად ხო os იგულისხმება ანუ შენ რომელიც მოგწონს ის os გადმოწერე და დააყენე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted August 10, 2011 Share Posted August 10, 2011 ფავორიტ ROM-ში OS იგულისხმება თუ რა არის რომ? პ.ს. ცოტა წესივრად გამაგებინეთ რა "კაი ტიპი" დარუთვა რატომ ღირს გარისკვად რატო ღირს და ზოგიერთი პროგრამის ჩასაწერად. ეგ არის ეგრეთწოდებული ადმინისტრატორი, რომლის გარეშეც მაგალითად ქართულ ფონტს ვერ დააყენებ. ანუ მაგით უნდა მისცე უფლება საინსტალაციოს რო გაეშვას. ასევე CPU-ს მაკონტროლირებელ პროგრამას და კიდე ბევრ მსგავს რამეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iPapun Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 პირველად მიჭირავს ანდროიდის ტელი ხელში. აქამდე სულ სიმბიანი მქონდა. არაფრის აზრზე არ ვარ. X8 მაქვს. დარუთვა მინდა. 1.6 ანდროიდი აყენია და დამარუთინეთ ნაბიჯ-ნაბიჯ რამენაირად. კითხვები: რომი რას ნიშნავს? კოდს ჩემით ვერ მოვხსნი? რამდენად ხსნიან კოდს? პროცესორი:E7500 [email protected] დედა დაფა:P5Q SE ვიდეოდაფა:ATI HD4770 GDDR5 RAM:2 X1 GB 1066 MHz მყარი დისკი:WD 320 GB PSU:CODEGAN 450W ეს ინფორმაცია რომელიღაც იუზერს მოვპარე. არ ვიცოდი რა ჩამეწერა და დარეგისტრირება მინდოდა. იმედია რამე პრობლემა არ შემექმნება. :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted August 19, 2011 Author Share Posted August 19, 2011 პირველად მიჭირავს ანდროიდის ტელი ხელში. აქამდე სულ სიმბიანი მქონდა. არაფრის აზრზე არ ვარ. X8 მაქვს. დარუთვა მინდა. 1.6 ანდროიდი აყენია და დამარუთინეთ ნაბიჯ-ნაბიჯ რამენაირად. კითხვები: რომი რას ნიშნავს? კოდს ჩემით ვერ მოვხსნი? რამდენად ხსნიან კოდს? პროცესორი:E7500 [email protected] დედა დაფა:P5Q SE ვიდეოდაფა:ATI HD4770 GDDR5 RAM:2 X1 GB 1066 MHz მყარი დისკი:WD 320 GB PSU:CODEGAN 450W ეს ინფორმაცია რომელიღაც იუზერს მოვპარე. არ ვიცოდი რა ჩამეწერა და დარეგისტრირება მინდოდა. იმედია რამე პრობლემა არ შემექმნება. 1) ROM არის სისტემა. იგივე OS. 2) კოდს შენით მოხსნი, მაგალითად ამ საიტიდან: http://www.cellfservices.com/store/unlock-sony-ericsson-xperia-x8.html გადახედე, ქვემოთ წერია რა ჭირდება რა უნდა მიწერო რომ მუშა კოდი გამოგიგზავნონ. 3) - პასუხი ლინკზეა. 4) პრობლემა არ შეგექმნება, მაგრამ არ იცი რა კომპი გაქვს? :P Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iPapun Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 1) ROM არის სისტემა. იგივე OS. 2) კოდს შენით მოხსნი, მაგალითად ამ საიტიდან: http://www.cellfservices.com/store/unlock-sony-ericsson-xperia-x8.html გადახედე, ქვემოთ წერია რა ჭირდება რა უნდა მიწერო რომ მუშა კოდი გამოგიგზავნონ. 3) - პასუხი ლინკზეა. 4) პრობლემა არ შეგექმნება, მაგრამ არ იცი რა კომპი გაქვს? უფასოდ ვერ მოვხსნი? ჯარ ფაილის აპკად გადაკეთება არ შეიძლება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted August 19, 2011 Author Share Posted August 19, 2011 უფასოდ ვერ მოვხსნი? ჯარ ფაილის აპკად გადაკეთება არ შეიძლება? 1) უფასოდ არამგონია. 2) http://netmite.com/android/srv/2.0/getapk.php Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.