Jump to content

Linux & Ubuntu

Recommended Posts

On 3/28/2018 at 9:56 PM, Гиорги Силагадзе said:

მქონდა ეგრე დაყენებული დაახლოებით 1 წლის წინ.. მგონი არჩ ლინუქსიო თუ რაღაცა აღარ მახსოვს ზუსტად რომელი დისტრო.. ხოდა ნუ როგორც შენ თქვი უკეთ ვგრძნობდი თავს მაგრამ თამაშების გამო წავშალე.. კომპიუტერთან ძირითად დროს თამაშში ვკლავ.. ამიტომ წავშალე.. იმის მერე წელი კიარა პრინციპში მეტიც იქნება გასული ხოდა მეთქი თუ განვითარდა თამაშების ამბავში  მაშინ გადავიდოდი...

არჩი თამაშებზე ისე ოპტიმიზირებული არაა, როგორც უბუნტუ და კონკრეტულად გეიმინგისთვის შექმნილი სხვა დისტროები.  

ახლა რამდენიმე დღეში უბუნტუს 18.04 ვერსია გამოვა, მაგრამ ცოტახანს კიდევ დაველოდები, სანამ საბოლოოდ არ დაიხვეწება და დასტაბილურდება.  მერე უკვე ხანგრძლივი დროით ან მხოლოდ უბუნტუზე დავრჩები ან ფედორაზე. 

Link to comment
Share on other sites

  • Replies 522
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

2 hours ago, eolsori said:

არჩი თამაშებზე ისე ოპტიმიზირებული არაა, როგორც უბუნტუ და კონკრეტულად გეიმინგისთვის შექმნილი სხვა დისტროები.  

ახლა რამდენიმე დღეში უბუნტუს 18.04 ვერსია გამოვა, მაგრამ ცოტახანს კიდევ დაველოდები, სანამ საბოლოოდ არ დაიხვეწება და დასტაბილურდება.  მერე უკვე ხანგრძლივი დროით ან მხოლოდ უბუნტუზე დავრჩები ან ფედორაზე.

არაფერ სხვაობას არ მოგცემს ისეთს მთავარია საჭირო ბიბლიოთეკები დაუყენო და დაჟე arch მირჩევნია ნაკლები რესურსები ჭირდება ბევრად. 160 MB RAM ყოფნის ჩემსას ახლა ჩართულზე.

უბუნტუ კიდე დაადგა windows-ს გზას. ინფო არ გინახავს ტელემეტრიაზე და ინფოების გადაგზავნაზე? აღარავის ვურჩევ მის დაყენება/გამოყენებას. მოკვდა უბუნტუ ჩემთვის და ბევრი სხვისთვის კიდე. ბევრ linux -ს ფორუმზე ვნახე ხალხი ძაან გააღიზიანა მაგან და debian-ზე mint-ზე და ა.შ. debian based დისტროებზე გადადიან.

Link to comment
Share on other sites

On 4/19/2018 at 10:47 PM, მათე said:

არაფერ სხვაობას არ მოგცემს ისეთს მთავარია საჭირო ბიბლიოთეკები დაუყენო

რაც არჩზე შენით უნდა იჩალიჩო უბუნტუზე გამზადებული გაქვს. საკითხავია ისიც ვის რამდენად გამოუვა და უღირს თუ არა ეს წვალება, როცა მზამზარეულია სხვა დისტროებზე. 

On 4/19/2018 at 10:47 PM, მათე said:

დაჟე arch მირჩევნია ნაკლები რესურსები ჭირდება ბევრად. 160 MB RAM ყოფნის ჩემსას ახლა ჩართულზე.

კაი რა!  6გბ ხომ გაქვს ოპერატიული?  და კონკრეტული გრაფიკული გარსი 300-400მბ-ით მეტს მოიხმარს თუ ნაკლებს რას დასდევ?  მე პირადად მირჩევნია ცოტა ნორმალური შესახედაობის DE მეყენოს და ჯანდაბას ოპერატიულის მოხმარება.  ბოლობოლო თვალი სვამს და თვალი ჭამსო :D 

On 4/19/2018 at 10:47 PM, მათე said:

უბუნტუ კიდე დაადგა windows-ს გზას

არც მთლად ასეა საქმე.  ვინდის და ლინუქსის ( უბუნტუს ) კონფიდენციალურობის პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან... არამგონია იგივე გაიმეორონ, რაც 14.04 ვერსიაში მიქარეს... 

On 4/19/2018 at 10:47 PM, მათე said:

მოკვდა უბუნტუ ჩემთვის და ბევრი სხვისთვის კიდე

პირველი სიყვარულის დავიწყება და უგულებელყოფა საკმაოდ ძნელია თუ საერთოდ შეუძლებელი არა.  ნუ მანამ მაინც, სანამ ახალ უფრო ძლიერ სიყვარულს არ იპოვი. შენ უკვე არჩი გყავს :D მე კიდე გარკვეული მიზეზების გამო ფედორამ ბოლომდე ჯერ ვერ დამავიწყა უბუნტუ :დ 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, eolsori said:

რაც არჩზე შენით უნდა იჩალიჩო უბუნტუზე გამზადებული გაქვს. საკითხავია ისიც ვის რამდენად გამოუვა და უღირს თუ არა ეს წვალება, როცა მზამზარეულია სხვა დისტროებზე.

კაი რა!  6გბ ხომ გაქვს ოპერატიული?  და კონკრეტული გრაფიკული გარსი 300-400მბ-ით მეტს მოიხმარს თუ ნაკლებს რას დასდევ?  მე პირადად მირჩევნია ცოტა ნორმალური შესახედაობის DE მეყენოს და ჯანდაბას ოპერატიულის მოხმარება.  ბოლობოლო თვალი სვამს და თვალი ჭამსო :D 

ნუ გამართვა თუ არ შეგიძლია და დრო არ გაქ არჩისთვის მაშინ კი ბატონო მარა თუ დროც გაქ და შესაძლებლობაც რატომაც არა. მთელი სისტემა ისე მუშაობს შენ როგორც გინდა და არა უბუნტუსავით მისით რო წყვეტს რა დააყენოს და რა არა როცა რამე პროგრამას აყენებ.

8 მაქ უკვე მარა მარტო ოპერატიულის მოხმარებაზე არაა. ნაკლები რო უნდა სწრაფიც იქნება. ნუ სილამაზეზე აღარაფერს ვიტყვი. ეგ ცოტა ისეთი თემაა მე მაგალითად file exlorer-საც არ ვხმარობ. ranger მაქ მაგისთვის და console-ს პროგრამებს ვაწვები გაცილებით სწრაფებია და პროდუქტიული. ამაში წამებში რასაც ვშვები იქ გაცილებით მეტი დრო უნდა GUI-ს.

ამ წუთას i3-gapps გარსი მიყენია და მინდა გითხრა რომ განსაკუთრებით ლეპტოპზე ბევრჯერ უფრო პროდუქტიულია ვიდრე gnome, kde, xfce, MATE ან რაც გინდა ის, რადგან ფანჯრებს არ ვალაგებ, თვითონ ალაგებს ისე რომ მაქსიმალური ზომა ეკავოს თითოეულ ფანჯარას, მინიმუმამდე წევს მაუსის საჭიროებას, ყველაფერს keyboard-თ აკეთებ უკვე თავისთავად სისწრაფეს მატებს. ამ გარსით გაცილებით პროდუქტიული ვარ ვიდრე სხვა გარსებით რაც მიცდია. ცადე თავად დრო თუ გექნა და მიხვდები :) xfce-ზე შესაძლებელია ნაწილობრივ i3-ს ფანჯრების მენეჯმენტის გამოყენება და ნახავ რა სწრაფი იქნები ამ გარსით სხვებთან შედარებით. :)

Link to comment
Share on other sites

ავყევი მეც ფბ ჯგუფებში არსებულ საერთო განწყობას და აღტკინებული მოლოდინად ვიყავი ქცეული, მაგრამ აღარ დააყენეს საშველი და თურმე ბაგი გამოჩხერილა ბოლო მომენტში :D  

არა რა, ისევ ფედორას დაველოდები მაისში. 

Why Canonical Hasn’t Released Ubuntu 18.04 LTS Yet? Last moment bug in Ubuntu 18.04

Link to comment
Share on other sites

მაგაშიც კი windows-ს ბაძავენ. იმათაც ხო მაგის გამო დააგვიანეს ბოლო ვერსიის გამოშვება bug ვნახეთო. იმინა windows-ს გზას ადგას და ეს ახალი ვიზუალი ვაფშე არ მომეწონა. gnome shell არის სრული ნაგვობა ჩემი აზრით ისევ ის unity ჯობდა...

Link to comment
Share on other sites

15 hours ago, მათე said:

მაგაშიც კი windows-ს ბაძავენ. იმათაც ხო მაგის გამო დააგვიანეს ბოლო ვერსიის გამოშვება bug ვნახეთო. იმინა windows-ს გზას ადგას და ეს ახალი ვიზუალი ვაფშე არ მომეწონა. gnome shell არის სრული ნაგვობა ჩემი აზრით ისევ ის unity ჯობდა...

კი, მეც Unity მირჩევნია და რას ერჩოდნენ არ მესმის.   

ისე უბუნტუს მომხმარებელთა ძირითად ბირთვს ინდოელები შეადგენენ არა? :დ  

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

შემოგიერთდით :3 არქ ლინუქსით დავიწყე ლინუქსზე გადმოსვლა 
თავიდან ინსტალაციამ ცოტა მაწვალა მარა დავუმუღამე ადვილად ❤️ 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

5 hours ago, L3onidas said:

შემოგიერთდით :3 არქ ლინუქსით დავიწყე ლინუქსზე გადმოსვლა 
თავიდან ინსტალაციამ ცოტა მაწვალა მარა დავუმუღამე ადვილად ❤️ 

იმედია შეხება გქონდა მანამდეც linux-თან თორემ arch-თ დაწყება არც ისე კაი გადაწყვეტილებაა. მაგ შემთხვევაში manjaro-თი დაწყება აჯობებდა. არჩის მერე სადღა უნდა წახვიდე ერთი gentoo და მერე LFS მეტი იქეთ აღარაფერი არაა advanced-ობისკენ :)

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, მათე said:

ჯვარზე გამაკრა :D წავშალე და დებიანი დავაყენე მარა რაღაც პრობლემა აქვს ლეპს რო დავკევაც გამოსახულება აღარ გამოაქვს ახლა თავიდან უნდა დავაყენო 
ძირითადათ შეხება tinycore-სთან და opensuses-თან მექნება აწი და სასწავლად მინდა რამე თან ჩემ პონტში რომ ვიხმარო ( python web dev )

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, L3onidas said:

manjaro ცადე. მაგარი სისწრაფით გაიზარდა distrowatch-ზე მისი რეიტინგი. Arch linux-ზეა დაფუძნებული მაგრამ დამწყებთათვის. ბოლოს რო ვნახე მეორე ადგილზე იყო ეხლა ვნახე და პირველზეა და თან მაგრად უსწრებს ყველას. https://distrowatch.com/

Link to comment
Share on other sites

მათე მოკლედ დებიან-9 დავაყენე ახლა და შევხედავ წესით უნდა მივეჩვიო საკაიფო ჩანს მერე მაგასაც დავტესტავ

პროსტა გამიჭირდა ვინდოუსიდან გადასვლა :D 

დრაივერების თემა როგორაა აქ, ვინდოუსს რო დააყენებ და შემდეგ დრაივერები ჭირდება აქ როგორ ხდება მაგის მოგვარება ?
დევაის მენეჯერი ან მსგავსი რამ. ინსტალაციის მერე რა სტეპები უნდა გავიარო კიდე სისტემა რო დასრულებულად ჩაითვალოს ?

Link to comment
Share on other sites

@L3onidas მანდ არ გჭირდება დრაივერები. ყველაფერმა უნდა იმუშაოს პირდაპირ.

მხოლოდ თუ ნვიდიას ბარათი გაქ მაგის დრაივერის დაყენება მოგიწევს. AMD-სი თუ გაქ არის მაგისთვის open source driver-ებიც და მესამე თუ რაღაც ჯართი ბროადკომის wifi გაქ მაგის დრაივერებზე მოგიწევს ჩალიჩი. დალშე ქსელმა, ხმამ ეგრევე უნდა იმუშაოს. ინტელის iGPU-ებიც ეგრევე მუშაობს.

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

სალამი ფორუმელებო, ამას მიგდებ დაყენებისას, მანამდე იგივე ვინჩესტერზე 16.04 მეყენა და არ ქონდა პრობლემა, ახლა 18ს ვაყენებ და არ იტვირთება ცოცხალი თავით. ვინჩესტერი მუშაობს.

IMG_20180703_231408.jpg

Link to comment
Share on other sites

21 hours ago, gtsetsadze said:

სალამი ფორუმელებო, ამას მიგდებ დაყენებისას, მანამდე იგივე ვინჩესტერზე 16.04 მეყენა და არ ქონდა პრობლემა, ახლა 18ს ვაყენებ და არ იტვირთება ცოცხალი თავით. ვინჩესტერი მუშაობს.

თემა გახსენი შესაბამის განყოფილებაში და მოგვაწოდე სრული ინფორმაცია როგორ დაბუთე ინსტალერი, რა ფართიშენები გაქვს გაკეთებული, დისკი რა ფორმატშია gpt თუ mbr UEFI-ში ცდილობ თუ არა დაყენებას და გინდა თუ არა windows-თან dual boot.

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...
Link to comment
Share on other sites

Linux Mint ხომ დებიანზეა აგებული პირველი ნაწილი (მეორე ვიცი დებიანის გარეშეცაა LMDE) და მანჯაროზე ის პროგრამები, რაც მინტზე დებიანის გამო უპრობლემოდ და ლაღად ეშვება, რამე ნიშანდობლივ სხვაობას მოგვცემს მანჯარო?

LMDE დებიანის გარეშე რაცაა მინტი მაგაზე სოფტის დაყენება გამიჭირდა, არც მასე კარგად ვერკვევი ლინუქსში. დებიანით რაცაა ის მირჩევნია გამარტივებულია საქმე ყველანაირად.

ანუ აქცენტი სოფტის დაყენებაზე მაქვს მანჯაროს მიმართულებით.

და 2 მონიტორზე ერთად თუ გიმუშავიათ მანჯაროზე. რეზოლუციების პრობლემა მქონდა მინტზე ვერ გავასწორე და გავბრუნდი ფანჯრებზე ერთხელ. მეორედ აღარც მიცდია.

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, kapan_gio said:

Linux Mint ხომ დებიანზეა აგებული პირველი ნაწილი (მეორე ვიცი დებიანის გარეშეცაა LMDE) და მანჯაროზე ის პროგრამები, რაც მინტზე დებიანის გამო უპრობლემოდ და ლაღად ეშვება, რამე ნიშანდობლივ სხვაობას მოგვცემს მანჯარო?

ჯერ ერთი უკვე არასწორი ინფორმაცია გაქვს. mint ubuntu-ზეა დაფუძნებული და LMDE თვითონ სახელი არის ეს Linux Mint Debian Edition ანუ LMDE debian-ზეა დაფუძნებული.

2 hours ago, kapan_gio said:

LMDE დებიანის გარეშე რაცაა მინტი მაგაზე სოფტის დაყენება გამიჭირდა, არც მასე კარგად ვერკვევი ლინუქსში. დებიანით რაცაა ის მირჩევნია გამარტივებულია საქმე ყველანაირად.

განსხვავებაა package manager-ში. იქ კრეფ sudo apt-get install აქ კრეფ sudo pacman -S ზოგადად  pacman საუკეთესო პეკეჯ მენეჯერია მე თუ მკითხავ. მანჯაროზეც ჩვეულებრივ დააყენებ ყველაფერს. გექნება გაცილებით ახალი სოფტი ვიდრე დებიანზე ან უბუნტუზე. მანჯაროზეც და არჩზეც საკმაოდ ლაღად ეშვებიან პროგრამები ;)

2 hours ago, kapan_gio said:

და 2 მონიტორზე ერთად თუ გიმუშავიათ მანჯაროზე. რეზოლუციების პრობლემა მქონდა მინტზე ვერ გავასწორე და გავბრუნდი ფანჯრებზე ერთხელ. მეორედ აღარც მიცდია.

3 ეკრანიც მშვენივრად უერთდება და მუშაობს მანჯაროზე და მეტიც იმუშავებს ხოშიანად. დაყენებაც მარტივია განლაგებების და ა.შ.

Link to comment
Share on other sites

5 hours ago, მათე said:

ჯერ ერთი უკვე არასწორი ინფორმაცია გაქვს

ამერია ?  მთავარია მიმიხვდი სათქმელს. მადლობა ინფოსთვის ჯერ ვირტუალზე გავეცნობი მანჯაროს (Arch მინდოდა მაგრამ გადავიფიქრე) და შემდეგ ცალკე მყარ დისკზე ვცდი რა გამოვა უბრალოდ მაინტერესებს. 

privacy როგორც Arch -ზე ამ სისტემაზეც ხომ გადის?

(საკუთარი კონფიდენციალურობის დაცვა ინტერნეტსივრცეში)

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

ტოპ 5 მიზეზი თუ რატომ უნდა გადახვიდე ლინუქსზე ეხლავე რუსული ოვერების ვერსიით: https://overclockers.ru/blog/Razg0n_blog/show/24780/10-perejti-na-linux-prjamo-sejchas მაგრამ ზოგიერთისთვის ალბათ საკმაოთ ბევრი მიზეზები დაგროვდება თუ რატომ არ ღირს მაგაზე გადასვლა, გააჩნია რისთვის გჭირდება უფრო OS

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

რატომ არასდროს არ მოხდება ლინუქსის ფართო ათვისება სახლის სისტემებზე Ubuntu 18.04.2 LTS მაგალითზე https://overclockers.ru/blog/Zystax/show/25783/pochemu-linux-nikogda-ne-prizhivetsja-v-domashnih-pk-na-primere-ubuntu-18042-lts

Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...
Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...

რუსულ ოვერებზე ისევ ლინუქსის სისტემას შეეხნენ https://overclockers.ru/blog/1TronpmG5/show/34335/est-li-zhizn-pod-linux-kritika-odnoj-stati ნუ თუ სასერვერო სექტორში ტოპებშია ლინუქსი, დესკტოპ მეინსტრიმ სექტორში ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს ვინდოუსს და მცირე პოპულარობით სარგებლობს მთლიან ჯამში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

რუსულ ოვერებზე ისევ ლინუქსზე გადასვლის თემას შეეხნენ და ჩამოთვალეს პლიუსები და მინუსები: https://overclockers.ru/blog/1TronpmG5/show/37172/est-li-zhizn-pod-linuks-perehodim-na-linuks-s-sohraneniem-rassudka

Link to comment
Share on other sites

ახალი ვერსიას ინტერფეისი აქვს "კამფეტივით", გულს რომ გაუხარდება ისეთია, მაგრამ შიგნეული? - იმდენი იდიოტობა აქვს ჩაკვეხებული, ცოტა უკლიათ და მაიქროსოფთს წამოეწევიან ქრინჯობებში.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.