Type-X Posted October 27 Posted October 27 გამარჯობა დღეს რომელიმე გადამზიდი კომპანია რეალური წონით ანგარიშობს 80x80x30 სმ ზომის ნივთს ? სადაც არ მივიწერე ყველა 50 სმ-ზე ან 150 სმ-ზე მეტის შემთხვევაში მოცულობაში ითვლის ნივთს. კონკრეტულად გუშინ ამ კომპანიებს შევეხმიანე გამარჯობა. მაინტერესებს როგორ ხდება 80x80x30 სმ ზომის ნივთის დაანგარიშება ? რეალური წონით თუ მოცულობით ? კონკრეტულად ეს ნივთი. ველოსიპედის რკალი: bike-discount წონა 2 კგ-მზე მეტი არამგონია იყოს შეფუთვიანად. გამოწერის შემთხვევაში 2 კგ თანხას გადამახდევინებთ თუ მოცულობაში დაითვლით ამ ნივთს და 32 კგ საფასურს გადავიხდი ? ზუსტი პასუხი თუ შეგიძლიათ, რომ მომწეროთ ამ საკითხთან დაკავშირებით ? დიდი მადლობა წინასწარ პასუხები: camex რადგან მოცულობითი წონა 30-ს აღემატება, დაანგარიშდება მოცულობით ამერიკიდან. სამწუხაროდ, აღნიშნული ნივთი ზომებიდან გამომდინარე მხოლოდ მოცულობით დაითვლება ყველა ქვეყნიდან. boxette გერმანიიდან ამანათების ტრანსპორტირებას არ ვახდენთ, თუმცა ინფორმაციის სახით მოგახსენებთ რომ, თუ მაგალითად ამანათი იგზავნება ამერიკა ან ჩინეთიდან და აღნიშნული ამანათის რომელიმე გვერდი აღემატება 50სმ-ს ამ შემთხვევაში მოქმედებს მოცულობითი და ფიზიკური წონის პრინციპი, რომელიც იქნება უდიდესი ტარიფი იმის მიხედვით დაანგარიშდება inex გაცნობებთ, რომ ამერიკიდან და გერმანიიდან მხოლოდ რეალური წონით ითვლება ტრანსპორტირების ღირებულება. გიგზავნით სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით ფასებს: https://inex.ge/ka/prices მეორე დღეს დაამატეს ახალი პასუხი როგორც მოგახსენეთ, ამერიკიდან და გერმანიიდან მხოლოდ რეალური წონით ითვლება ტრანსპორტირების ღირებულება. ასევე, აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ ჩინეთიდან ნივთის შესყიდვის შემთხვევაში. expressgroup თუ ამერიკის მისამართს მიუთითებთ, ამ შემთხვევაში იმოქმედებს მოცულობითი წონის პრინციპი. ანუ თუ ამანათის მოც. წონა მეტია ვიდრე რეალური წონა მის ტრანპორტირების ტარიფი დაითვლება მოცულობითი წონის მიხედვით. მოც. წონის დასათვლელად დაჭიროა ამანათის შეფუთვის ზუსტი ზომები. თუ საბერძნეთის მისამართს მიუთითებთ, ამანათი მისი რეალური წონით გამოიგზავნება. onex თუ ამანათის სიგრძე, სიმაღლე, სიგანე ჯამში აღემატება 150სმ-ს, ამანათი ითვლება მოცულობით. გიგზავნით ონექს კალკულატორის ბმულს, რისი საშუალებითაც შეძლებთ ზუსტი ტრანსპორტირების თანხის გამოთვლას: https://www.onex.ge/calculate usshop ეს ნივთი დაანგარიშდება მოცულობით 256 დოლარი იქნება ტრანსპორტირება amanati აღნიშნული ზომის ამანათის ტრანსპორტირების საფასური დაითვლება მოცულობით. იმისთვის, რომ მოცულობითი წონა გამოთვალოთ, წინასწარ უნდა იცოდეთ შეფუთული მდგომარეობის პარამეტრები სანტიმეტრებში - სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. თუ მოცულობითი წონა რეალურ წონას აღემატება 5-ზე მეტი კილოგრამით, ამანათის წონა დაითვლება მოცულობით. თუ რეალური წონა უფრო მეტია, მაშინ სტანდარტულად რეალური წონით დაგეთვლებათ. ამ კალკულატორის საშუალებით შეგიძლიათ მოცულობის დაანგარიშება - https://amanati.ge/Calculator.aspx 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.