Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა ფორუმელებო, როგორ ხართ? ასეთი რამ შევნიშნე სისტემას, როგორც კი პროცესორი იტვირთება უცნაური ტროტლინგი იწყება, პროცესორი არ ცხელდება და უჭირავს უიდეალურესი ტემპერატურები, 3.30 დან სიხშირეს მიგდებს 1.60 მდე, შესაბამისად მიგდებს წარმადობასაც, წარმადობას რომ არ მიწევდეს კიდე დავიკიდებდი, გავტესტე არაერთ თამაშში,ყველგან ერთი სიტუაციაა, intelburn ტესტიც გავატარე და იქაც დააგდო 1.60 ზე, შანსი არაა 2.60 მდე დააგდოს ან 2.00 ზე არა 1.60 ზე მარტო, დავგუგლე ეს პრობლემა და მაზერის კვების ფაზები ხურდებაო წავიკითხე,რამდენად მართალია ? ის სისტემაა რაც პროფილზე მიწერია,თუ ამის ბრალია რა არის საშველი რით მოვაგვარო? აგერ სქრინებიც იქნებ მირჩიოთ რამე. ტურბო ბუსტზე საერთოდ ვერ ადის პროცესორი 3.70 ზე, ტურბო კიარა სტოკიდან მიგდებს ამხელათი

mhQD8Zy.jpeg

SE8vfbL.jpeg

gaMZiZD.png

Posted

ტემპერატურის გამოც შეიძლება შვებოდეს მაგას, რომ ტესტავ ნახე რა ტემპერატურაზე მუშაობს პროცესორი, თუ ძალიან ხურდება მაგას მარტო კარტი კვება-კულერი თუ გამოასწორებს, მაზერის ბრალიც იყოს შეიძლება ეგ ტროტლინგი, ბიუჯეტურ მაზერებზე ფაზები აქვს შეზღუდული და ეგ იწვევს ტროტლინგს 

Posted

მაზერს დაერხა როგორც ჩანს თორე 2500 ბევრი არაფერს მოიხმარს

Posted

პარკინგი გაუთიშე ვინდოუსში და ცადე მერე რას იზამს, ან მაზერი ალიმიტებს ან ვინდოუსშია რამე ჩართული, 70 გრადუსი ნორმალურია მაგ ნაგრუზკაზე, 100+ უკვე არ ვარგა და ტროტლინგს დაიწყებს 90 რომ აარტყამს 

Posted

კვების 2 ფაზა აქვს მხოლოდო ეწერა ინტერნეტში, შესაბამისად ხურდებიან და აგდებს წარმადობასო, მაქსიმუმ აი 3 მესამე ჯენი დაჯდეს ყველაზე მძლავრი ამ პლატაზეო წერდნენ, ბევრს ქონია ეს პრობლემა ამ პლატაზე თავის დროზე, სხვებთანაც 1.60 მდე აგდებდა 120 მმ იანი ქულერი რო დავაყენო კეისსზე გვერდით ჰაერი რო უბეროს მაგ კვების ფაზებზე კარგად ვითომ არ უშველის ? თუ მართლა გადახურებისგანაა გამოწვეული.

1 minute ago, George said:

100+ უკვე არ ვარგა და ტროტლინგს დაიწყებს 90 რომ აარტყამს

მაგ ტემპერატურებთან ახლოსაც არაა, 70 ზე ზევით არ ადის 70 ზეც კი არ ადის მეტწილად. ვინდოუსშ არაფერია ჩართული არაფერზე ხელი არ მიხლია, ბიოსიც გავანულე მაგრამ შედეგი არაა

პარკინგი რა არის

Posted
10 minutes ago, Archili1997 said:

მაგ ტემპერატურებთან ახლოსაც არაა, 70 ზე ზევით არ ადის 70 ზეც კი არ ადის მეტწილად.

ეგ ორიცის ტემპერატურაა და შენ vrm ტემპერატურა გაინტერესებს

Posted
Just now, david_888 said:

ეგ ორიცის ტემპერატურაა და შენ vrm ტემპერატურა გაინტერესებს

ხო მაგის ტემპერატურა როგორ გავიგო დატვირთვულზე რამდენზეა, თუ მართლა ცხელდება 120 იანი ფანი არ უშველის გვერდიდან ?

Posted
2 minutes ago, Archili1997 said:

თუ მართლა ცხელდება 120 იანი ფანი არ უშველის გვერდიდან ?

სანამ არ დააყენებ ვერ გაიგებ

Posted
2 minutes ago, david_888 said:

სანამ არ დააყენებ ვერ გაიგებ

ესაა ხო კვების ფაზები მაინც რომ ვიცოდე.

pGCfszG.jpeg

i5 2320 იც მიდევს მარა ენერგიის მოხმარებაში მემგონი სხვაობა არაა და არ გამიტესტია იმაზე რას იზამდა

Posted
6 minutes ago, Archili1997 said:

ესაა ხო კვების ფაზები მაინც რომ ვიცოდე.

 

კი, და კიდე ჩიპსეტზე თერმოპასტა შეცვალე

Posted

ბოლომდე არ წამიკითხავს პოსტი, მაგრამ პირდაპირ გეტყვი, მაზერია ნაგავი :D 

მქონია ეგ მაზერი რამოდენიმეჯერ და ვიცი, i3-ებთან ერთად ვყიდიდი ხოლმე, ან მაქსიმუმ მესამე თაობის i5

მეორე თაობას და i7-ს არ ვაკარებდი რადგან i7 2600 მაქვს გატესტილი და i5 2500-ზე ცუდ შედეგს დებდა :D 

პ.ს
ეგრე ძალიან არ უნდა აგდებდეს სიხშირეს, ბიოსი გაანულე ჯერ, მერე განაახლე

Posted
8 hours ago, Gogla1990 said:

მაზერია ნაგავი :D 

მქონია ეგ მაზერი რამოდენიმეჯერ და ვიცი, i3-ებთან ერთად ვყიდიდი ხოლმე

გეთანხმები მაგარი ნაგავი მაზერია, I3 3225 ჩავსვი ახლა მაგარი გაწევა აქვს ტროტლების გარეშე :D ბიოსი ბოლო აყენია , განულებამ არ უშველა საშველი არ ქონდა .

Posted
9 hours ago, Gogla1990 said:

მქონია ეგ მაზერი რამოდენიმეჯერ და ვიცი, i3-ებთან ერთად ვყიდიდი ხოლმე, ან მაქსიმუმ მესამე თაობის i5

ხო რავი შენთან ვიყიდე 1 წლის წინათ ეს კომბო ზაფხულში :D , ერთი ამ ტროტლმა წაიღო ტვინი ისე მუშაა სხვა მხრივ :D 

Posted

ახლობლის კომპი განვაახლე და ძველი რღაც მაგდაგვარი გავაყიდინე, ალბათ ეგაა :D

130 თუ 150 ლარად იყიდე ხო? მაზერი, პროცი და 16 ოპერა თუ სწორად მახსოვს ქულერითურთ?

ეგ ნაწილები კაი 7-8 წელი იხმარა ახლობელმა, არ ქონია არანაირი პრობლემა, მერე პაბჯის ვეღარ უქაჩავდა და 12400-ზე გადავაბარგე :D

სავარაუდოდ ან მაზერს დაერხა, ან ხურდება კვების ფაზები და აგდებს სიხშირეს, იმასთან მუშაობდა ჩვეულებრივ

ქარხნულად კოჭლი მაზერია, მაგ მაზერის მადლიერი მე ჯერ კაცი არ მინახავს :D

მანდ მესამე თაობის პროცი უნდა, მაგალითად i5 3470 და იმუშავებს წესით უპრობლემოდ (ცოტა დენს ჭამს ვიდრე 2500)

ან e3 1230 v2 ბარემ 8 ნაკადით

8 hours ago, Archili1997 said:

განულებამ არ უშველა საშველი არ ქონდა .

ნახე აბა წინა ვერსია ბიოსზე თუ მოგცემს დაბრუნების საშუალებას, შეიძლება ბოლო ბიოსსაც უჭირს რამე, მარა იმასთან ზუსტად ვიცი არ ქონია ეგ პრობლემა, პროცი გაფუჭებულიყო ცოტა საეჭვოა :D

ის 1.6 გიგაჰერცისთვის 60 გრადუსიც ბევრია, ხო არ იტყუება სიხშირის თაობაზე აფთერბარნერი?

ეგ პროცი რომ გაფრიზავს თამაშებს არც ისეა გასაკვირი სულ რომ 4 გიგაჰერცზე მუშაობდეს :D

Posted
28 minutes ago, Gogla1990 said:

ახლობლის კომპი განვაახლე და ძველი რღაც მაგდაგვარი გავაყიდინე, ალბათ ეგაა :D

130 თუ 150 ლარად იყიდე ხო? მაზერი, პროცი და 16 ოპერა თუ სწორად მახსოვს ქულერითურთ?

ეგ ნაწილები კაი 7-8 წელი იხმარა ახლობელმა, არ ქონია არანაირი პრობლემა, მერე პაბჯის ვეღარ უქაჩავდა და 12400-ზე გადავაბარგე :D

სავარაუდოდ ან მაზერს დაერხა, ან ხურდება კვების ფაზები და აგდებს სიხშირეს, იმასთან მუშაობდა ჩვეულებრივ

ქარხნულად კოჭლი მაზერია, მაგ მაზერის მადლიერი მე ჯერ კაცი არ მინახავს :D

მანდ მესამე თაობის პროცი უნდა, მაგალითად i5 3470 და იმუშავებს წესით უპრობლემოდ (ცოტა დენს ჭამს ვიდრე 2500)

ან e3 1230 v2 ბარემ 8 ნაკადით

ნახე აბა წინა ვერსია ბიოსზე თუ მოგცემს დაბრუნების საშუალებას, შეიძლება ბოლო ბიოსსაც უჭირს რამე, მარა იმასთან ზუსტად ვიცი არ ქონია ეგ პრობლემა, პროცი გაფუჭებულიყო ცოტა საეჭვოა :D

ის 1.6 გიგაჰერცისთვის 60 გრადუსიც ბევრია, ხო არ იტყუება სიხშირის თაობაზე აფთერბარნერი?

ეგ პროცი რომ გაფრიზავს თამაშებს არც ისეა გასაკვირი სულ რომ 4 გიგაჰერცზე მუშაობდეს :D

კი ფაზების ბრალია დუღდება ხელით შევამოწმე თამაში რომ მქონდა ჩართული,, მერე აი3 ჩავსვი და ნელთბილია ეგ ფაზები, ის ორი ცალი პატარა ოთხკუთხედი ნაწილები როა ქულერის ქვეშ მაგაზე ვამბობ, არა ემსიაი არ იტყუება 1.6 და გალაგვა ხმის ჩახვევა ერთია 

წამიერთად ილაგებოდა ოღონდ მალ მალე და შემაწუხა :D 

კარგად უხურდებოდა რა ეგენი აი5 ზე

კი 130 ად 

Posted

ხო, ანუ უბრალოდ ხურდება კვების ფაზები და მაგის ამბავია

რამენაირად გააგრილე :D

Posted

ხო 120 იანი ფანი ვიფიქრე გვერდიდან მივუყენო თქო, მარა დავეჭდი ეს რას გააგრილებს მეთქი თვითონაა გასაგრილებელი ეგ ფანები იმდენად ნელა ბრუნავენ :D , მერე I3 ჩავაყენე და კარგადაა სიტუაცია ერთი წამით არ ტროტლავს 3.30 უჭრავს გაჭიმული , ისე სიმართლე გითხრა სხვაობას ვერ ვხედავ I3 3225 სა და 2500 შორის, ყოველშემთხვევაში ალბათ ამ ბარათზე ვერ დავინახე ვერანაირი განსხვავება . 

Posted

ახლა ერთი რჩევა მინდა :D , ამ დღეებში ველოდები RX 570- ს 4 იანი ვერსიაა msi armor oc rx 570, ამ პროცესორზე სერიოზული ბოთლნექი ექნება? თუ დაბალანსდება, თუ მაზერი შევცვალო და ის 2500 ჩავაყენო? არადა მაზერის შეცვლა არ მინდა ამის form factor მომწონს პატარა ქეისში ლამაზად ზის :D 

Posted

კი დიდ სხვაობას დადებს, ძალიან ცოტა ბერთვები აქვს მაგ მეორეზე და მაგიტომ, თორე თრიდები ორივეს 4 აქვს, რაც ძალიან ცოტაა გეიმინგისთვის, თუმცა 570 ისე ძალიან არ დაიჩაგრება 4 ბირთვიანზე მაინც ძველ იგრებში

Posted

ძმაკაცის ბარათია საჩუქრად მიგზავნის, თვითონ აი5 3470 ზე ამუშავებდა სათამაშოდ, და მეუნებოდა ერთი მეორეს კარგად აბალანსებს და ბოთლნექი არ შემიმჩნევიაო ფულ ეიჩდიზე 1080პ ზე, ძველ იგრებს თამაშობდა 2015-2016 წლებისას, იმედია ჩემთანაც არ იქნება სერიოზული ბოთლნექი ამ აი3 ზე თუ არა მომიწევს მაზერბორდის გამოცვლა აი5 ის გამო..

Posted

ნაღდად არ ღირს ახლა 1155-ზე ფულის დახარჯვა, ჯობია ცოტა მიამატო რამე ოდნავ ახალი კომბო მაინც იყიდო, თუნდაც 8-ე თაობაზე, 300 ლარში იშოვი 6 ბირთვიან ი5-ს მაზერით და 16გბ რამით, მაგით უკვე 5 წლის წინანდელ თამაშებს ნორმალურად ითამაშებ 570-თ

  • Upvote 1
Posted

ხო ეგ ნამეტარი მოძველებულია ყველაფრისთვის, არა მარტო გეიმინგში გაუჭირდება, ცალკე სსდ მაგას ვერ უშველის მაინც

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.