Jump to content

Your Internet Speed


Immigrant

Recommended Posts

აბა ქსელის მცოდნეებო, შეგიძლიათ მითხრათ რა ხდება: ( მაინტერესებს ტექნიკურად რა უნდა ხდებოდეს, თუ რა ისე მშვენიერი რამ არის რაც ხდება :D )

მაქვს რკინიგზის ტელეკომის ოპტიკური ინტერნეტი 5 მბ ( 20 ლარში ).

( 550 - 600 კბ/წ სიჩქარით ვიწერ ფაილებს)

WIFI როუტერს რომ მივაერთებ ( Tenda W311 R+ ) სიჩქარე მაქვს 50 დან 80 მბ -დე.

( 5500 - 7500 კბ/წმ ვიწერ ფაილებს ).

როუტერის მიერთებასთან სიჩქარის მომატება რა შუაში უნდა იყოს ?

როუტერის გარეშე რამდენი ვცადე 5 მბ მაქვს სიჩქარე მეტი არა.

გეჩვენება
Link to comment
Share on other sites

გეჩვენება

რა მეჩვენება ?

მეკაიფები თუ  ( მართალია ქსელების სპეციალტი არ ვარ მაგრამ ) ინტერნეტი პირველად ვნახე გგონია ? 

 

ესეც მოჩვენება:

4066032587.png

და გიგაბაიტიან ფაილებს 5 წუთში იწერს.

Link to comment
Share on other sites

არ გინდა ეგ როუტერი მომყიდო? :D

 

ალბად შენი კომპის მისამართზე 5მბ/ს-ა ლიმიტი და როუტერს რომ აერთებ ეგ ლიმიტი არ მუშაობს სხვა მისამართზე რომ იღებს ან რავი :D

ისე, ეგ მითხრეს როუტერი რომ იყიდი და ჩვენ უნდა დაგიკონფიგუროთო.

მე 2 იანვარს მაჩუქეს და ჩემით მივაერთე, მაკ მისამართის კლონირება მივეცი და გაეშვა ინტერნეტი და მის მერე ასეა,

მინიმუმ 50 მბ მაქვს და ( ღამით განსაკუთრებით) 80 მბდე იზრდება სიჩქარე.

პს: ალბათ აქიდან უნდა შეეზღუდათ ?

 

bd74eeeaa5ba.jpg

 

თუ არ ღადაობ და მართლაც აქიდან სიჩქარის ლიმიტის არ დაბლოკვის გამოა ასე, მაშინ გასაგებია რატომ იმატებს ნეტის სიჩქარე როუტერის მიერთებისას.    :D

Link to comment
Share on other sites


თუ არ ღადაობ და მართლაც აქიდან სიჩქარის ლიმიტის არ დაბლოკვის გამოა ასე, მაშინ გასაგებია რატომ იმატებს ნეტის სიჩქარე როუტერის მიერთებისას.   

არა რას ვღადაობ, დიდად არც მე გამეგება ქსელების და ეგ ვარაუდის დონეზე ვთქვი, სხვა ვერაფერი მომდის აზრად მაგაზე ლოგილური :)

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ჩემი ვერც ხსნის მაგ საიტს :-D ;(

Link to comment
Share on other sites

კაი ინტერნეტი მინდა,უნდა ვიშოვო რა...DSL-იც როარ დაიჭერს აქ თორე დავაყენებდი ჯანდაბას

Link to comment
Share on other sites

27 ქულა მაქ კავკასუსზე და რაში გამოვიყენებ რამდენი ქულაა საჭირო სიჩქარის მოსამატებლად ?

Link to comment
Share on other sites

matusala
ჩემთანაც ეგრეა, კაი ხანია აღარ მომმატებია ქულა 44-ზე დადგა ჯორივით :D ალბათ, მოსპეს ამ მოსასპობებმა მართლა :D

Link to comment
Share on other sites

არ ვიცი მე პირადად რაც გაანულეს იმის მერე 58 ქულაზე ვარ ასული, სიჩქარე აქციით ისევ მაქვს მაგრამ, თანხა მქონდა დაკლებული ასევე აქციით (45-ს ნაცვლად 40-ს ვიხდიდი) რომ გაზარდეს ტარიფები საინტერესოა რას იზავენ, რამდენის გადახდა მომიწევს?! არადა 26 მაისამდე მაქვს ორივე აქცია.
4273623453.png

Link to comment
Share on other sites

რავი ჩემთან ემატებოდა ქულები სანამ ერთიანათ ვფარავდი თვიურ გადასახადს, ეხლა ნახევარი თვის გადავიხადე მარტო და აღარ მომატებია მეტი, ანუ 126 ქულაზე გაჩერდა, თუმცა დარჩენილ თანხასაც როცა დავამატებ შეიძლება ისევ ჩაირიცხოს თვის ბოლოს, თუმცა 0.5 ქულა ირიცხება ჩემთან და არა 0.75, ალბათ ტარიფის გამო, ანუ 44 ლარზე 22 ქულას რიცხავდენ ხოლმე, სილკზე გადავიდოდი ეგრევე ჩემამდე არ მოსულან უბრალოთ, 26 ლარათ 35მეგაბიტი აქვთ წლის ბოლომდე ყოველთვიური 2მეგაბიტიანი მატებით

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

89 ქულა მაქვს უკვე 2 თუ 3 თვეა, თან მაისიც კარსაა მომდგარი და რა ხდება კავკასუსის ქულებზე ხომ არ იცით?

Link to comment
Share on other sites

ეგ ქულების აქციები წინა წელიწადს მგონი ზაფხულის დასაწყისში და დეკემბერში გაუშვა კავკასუსმა, ალბათ წელსაც მაგ დროისთვის გაუშვებენ, მე 158 ქულა მაქვს მოგროვილი და შემდეგ თვეში კი ავალ უკვე 180 ქულამდე რაც 6 თვიანი 50მეგაბიტიანი პაკეტის ტოლია 37 ლარათ, ანუ 44 ლარში IPTV ქართული არხები +50მეგაბიტიანი ინტერნეტი მექნება წლის ბოლომდე ფაქტიურათ ზაფხულში თუ გაუშვეს ეგ აქცია, მაგ დროისთვის კიდე მოგროვდება ქულები და დეკემბერში ისევ გაუშვებენ ალბათ ეგეთივე აქციას, ძველი მომხმარებლების საკმაოთ კარგი შენარჩუნების ვარიანტია ეგეთი ტიპის აქციები, ისე 26 ლარათ სილკის ოპტიკა რომ იყოს უკვე ჩემამდე მოსული მეც გადავიდოდი მაგ ტარიფზე, რამდენიმე თვეში უკვე 40მეგაბიტზე მეტი მექნებოდა თან და რაც არ უნდა იყოს 11 ლარით იაფი გამოდიოდა ეხლანდელ 30მეგაბაიტიან კავკასუსის პაკეტზე

Link to comment
Share on other sites

ეხლა სილქმა ისეთი აქცია გაიშვა რამეს იზავენ სხვანერად დაკარგავენ ხალხს 

მეც სილქზე უნდა გადავიდე, 30 ლარიანი ჯერ 5 ლარით გააძვირეს მერე 2 ლარი მოუმატეს, რა ღორობააა რა არის ეს

Link to comment
Share on other sites

ცოტა WiFi ზე მაქვს პრობლემები არ ვიცი კონფიგურაციაა არეული თუ რა ჭირს , კაბელით მაქვს ეხლა ორივე კომპზე , ისე ტორენტიან 3.5 ით იწერს 

Link to comment
Share on other sites

ისე სიჯისისაც გაუძვირებია უკვე, ეხლა რომ გადავითვალე ისე დოლარებში 35 ლარი 6 თვის უკან სადღაც 21$ გამოდიოდა და ეხლანდელი კურსით 37 ლარი მარტო 17-მდე გამოდის ანუ ეხლა რეალურათ უფრო ცოტა გამოდის დოლარებში ვიდრე მანამდე ღირდა უფრო იაფი როცა იყო, ისე ეხლა დავითვალე და დღევანდელი კურსით 46 ლარი რასაც მე ვიხდი ეხლა IPTV+internet 19 ევრომდე გამოდის რაც ფაქტიურათ 20 დოლარზე ოდნავ მეტია, ეგ საშვალო ფასია ევროპაში, თუმცა საქართველოსთვის არაა ცუდი ფასი, მოსკოვში ორჯერ უფრო იაფია თითქმის ბილაინის ოპტიკური პაკეტი მსგავსი სისწრაფით მაგრამ სხვაობა კიდე უფრო დიდი იყო 2-3 წლის უკან

Link to comment
Share on other sites

ჩემი სირნეტი ბოლო წუთებს ითვლის  :spiteful:  :spiteful:  :spiteful:

ეს ტიფლისზე

 

4324586119.png

 

ეს დოიჩლანდზე(დრეზდენი)

 

4324589914.png

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ტიპს ინტერნეტს გაუთიშავენ რადგან უკვე რამდენიმე თვეა ყოველ თვეში 7 TB-ზე მეტს მოიხმარს  მაგარი ექაუნთი აქვს FiOS  :D

 

ebb906f42cc0a231196f91978b402da6.png

 

so much porn :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

აუ კავკასუსს უნდა გავუიჩალიჩო. ჩემი ახლანდელი მაქს სიჩქარეა 11 MB/s ხოდა თვეში მაქსიმალურითაც რომ არ ვიწერო სადღაც 20 TB-ზე კი ავალ თავისუფლად. გავაგიჟებ :D

Link to comment
Share on other sites

ტიპს ინტერნეტს გაუთიშავენ რადგან უკვე რამდენიმე თვეა ყოველ თვეში 7 TB-ზე მეტს მოიხმარს  მაგარი ექაუნთი აქვს FiOS  :D

 

ebb906f42cc0a231196f91978b402da6.png

 

so much porn :D

თქვენ თუ გგონიათ George-ი ნაკლებს იწერს, ძალიან ცდებით :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ტიპს ინტერნეტს გაუთიშავენ რადგან უკვე რამდენიმე თვეა ყოველ თვეში 7 TB-ზე მეტს მოიხმარს  მაგარი ექაუნთი აქვს FiOS  :D

 

ebb906f42cc0a231196f91978b402da6.png

 

so much porn :D

მერე ამდენ ინფორმაციას სად ატევს ?

თუ კაიფობს ? იწერს და მერე თან შლის ?    :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.