Jump to content

ტოპ 14 3D პროგრამა


Recommended Posts

მსგავსი სტატია მქონდა Post Production პროგრამებზე,( ) მართალია დიდი ინტერესი არ გამოიწვია მაგრამ თავისუფალი დრო მაქვს დღეს და გადავწყვიტე ახლა 3D რედაქტორებს შევეხო და ზოგადად მიმოვიხილო თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ხალხის 80%-ში მხოლოდ 3D Max ასოცირდება 3D რედაქტორად. თემა არ ეხება პროგრამების უპირატესობას, მხოლოდ მიმოხილვაა. უპირატესობას რაც შეეხება: it`s THE artist behind THE program :)

დავიწყოთ ყველასათვის(ჩემს გარდა :) ) ნაცნობ და საყვარელ, ზემოთ ხსენებულ Autodesk-ის ერთ-ერთი პროგრამით 3D`s Max-ით.

1.jpg

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი 3D რედაქტორი Autodesk-ისგან. მაქსი ძალიან კარგი პროგრამაა მათთვის ვინც სწავლობს 3D-ს და უნდა რომ გამოიყენოს ის პროფესიაში. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ისაა მაქსში რომ აქვს N რაოდენობით შთამბეჭდავი პლაგინები რომლებზეც ძნელია უარის თქმა. ბევრი სტუდია მხოლოდ კონკრეტული პლაგინის გამოც კი იყენებს მაქსს.

შემდეგი, ნამდვილი შედევრი Autodesk-ისაგან, მსოფლიოს მასშტაბით ყველა დარგში(ფილმები, თამაშები, TV ა.შ.......) გამოყენებადი დიდი სტუდიებისა თუ ფრილანსერების მიერ, Autodesk Maya(ჩემი ფავორიტი).

2.jpg

Maya იყენებს პროგრამულ ენას MEL-ს და Python-ს რაც შესაძლებლობას იძლევა ერთი შეხედვით რთული დავალებების მარტივად შესრულებას(რათქმაუნდა ამ ენების პროფესიონალურად ცოდნაა საჭირო). აქვს გასაოცარი შესაძლებლობები ანიმაციისათვის.აქვს დინამიკისა და პარტიკლების სისტემა. რათქმაუნდა ანიმაციის გარდა გამოიყენება მოდელირების და ვიზუალური ეფექტებისთვისაც. დამწყებებსა და საშუალო დონის მომხმარებლებს ხშირად რთულად ეჩვენებათ მაიას შესწავლა მაგრამ როცა ბოლომდე შეიცნობთ ამ პროგრამას თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება :miyvarxar: ეს 1%-იც არაა იმისა როგორც მაიას ეკადრება დახასიათება მაგრამ მიკერძოებაშI რომ არ ჩამეთვალოს გადავალ შემდეგზე : ))

კიდევ ერთი გიგანტი Autodesk-ისგან softimage(ყოფილი Avid Softimage XSI).

3.jpg

ეს არის ნოდების სისტემაზე დაფუძნებული პროგრამა. გამოიყენება თამაშების, ფილმების და TV პოსტ პროდაქშენისთვისაც. 2008 წელს ჩააკერეს The Interactive Creative(ICE) არქიტექტურა რაც შესაძლებლობას აძლევს მომხარებლებს შექმნან რთული სცენები სკრიპტების გარეშე, ნოდების დახმარებით.

Pixologic Zbrush

4.jpg

Zbrush არის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა გასაოცარი შესაძლებლობებით ორგანული მოდელირებისა და სკულპტინგისთვის. შესაძლებელია მაქსიმალური დეტალიზაცია შეუზღუდავი პოლიგონების რაოდენობის გამო. შესაძლებელია მოდელირებული ობიექტების თითქმის ნებისმიერ პროგრამაში იმპორტი.

Luxology Modo

5.jpg

MODO გამოირჩევა ბაზარზე დაბალი ფასით(1000$).მოდო ძალიან ადვილია ასათვისებლად და ასევე გამოსაყენებლად. მას აქვს მშვენიერი შესაძლებლობები სკულპტინგის, რენდერის და ანიმაციისთვის.

Blender

6.jpg

პირველივე რაც შეიძლება აღინიშნოს ამ პროგრამის შესახებ არის ის რომ სრულიად უფასოა. ( თუმცა ჩვენთის ქართველებისთვის რამდენად აღსანიშნავია ვერ გეტყვით, ჩვენთვის ხომ 40 000$-იანი პროგრამაც უფასოა ). კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია ის რომ მიუხედავად იმისა რომ ბლენდერი უფასოა მას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები მოდელირებისა და ანიმაციისთვის. ასევე: Python სკრიპტინგი, Bullet Physics, დინამიკა, რიგინგი და ასევე მიდის უმეტესობა რენდერერები. ბლენდერი მიდის თითქმის ყველა სისტემაზე, Windows, Mac OS X, Linux, FreeBSD, Irix და Sun Solaris.

Maxon Cinema 4D

7.jpg

კიდევ ერთი საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი 3D რედაქტორი. პროგრამას აქვს სხვადასხვა ვერსიები იმის მიხედვით თუ რაზე მუშაობთ(post production,არქიტექტურა ა.შ.) აქვს სხვადასხვა მოდულები როგორიცაა Sketch & Toon, Thinking Particles, Hair, და Mograph რათა შეძლოთ პროგრამის ყველა განხრით გამოყენება, იქნება ეს ვიზუალური ეფექტები, მულტფილმები, ანიმაცია ან Motion Graphic(ამაზე ხშირად გამოიყენება).

NewTek Lightwave

8.jpg

Lightwave არის კიდევ ერთი ჰაი ენდ 3D პლატფორმა რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით(თუმცა ჰოლივუდში მკვდარ პროგრამად ითლება). სრული შესაძლებლობებით მოდელირება, რენდერი და ანიმაცია. უმეტესობა მომხარებლებმა სწორედ ამ პროგრამით მოიგეს Emmy. Lightwave-ისთვის არაა ხელმისაწვდომი ბევრი პლაგინი თუმცა მას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები სტანდარტულად.

SideFX Houdini

9.jpg

ნამდვილი გიგანტი 3D რედაქტორებში, Houdini არის ნოდების სისტემაზე დაფუძნებული 3D რედაქტორი რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით. ძირითადად დიდ სტუდიებში. არის ჰუდინის ორი ვერსია Houdini Escape და Houdini Master(რომელიც შეიცავს ყველაფერს რაც Houdini Escape-ს აქვს და ასევე პარტიკლებს და დინამიკას). გასხვავება ფასშია, Houdini Escape-$2000, Houdini Master-$8000. პარტიკლების და დინამიკის გარეშე ჰუდინი არის სხვა ზემოთ ჩამოთვლილი 3D რედაქტორების მსგავი მაგრამ მისი ნამდვილი სიმძლავრე რომ შევიგრძნოთ საჭიროა სრული Master ვერსია.

E-on Software Vue

11.jpg

დიდებული პროგრამაა ლანდშაფტების შესაქმნელად. არის ცალკე პროგრამაც და ასევე ინტეგრირდება Maya, 3ds Max, Cinema 4d, Lightwave, და Softimage სთან. გარდა იმისა რომ შესაძლებელია ტყეების, უდაბნოების და დედამიწის ზურგზე ნებისმიერი ბუნებრივი ელემენტის შექმნა, ასევე მას აქვს პლაგინი Ozone რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ ატმოსფერული ეფექტები როგორიცაა ღრუბლები, ცა მზით, ქარბუქები და ა.შ. ეს პროგრამა მათთვისაა ვისაც არ შეუძლია დაიქირაოს ვერტმფრენი ამაზონის ტყეებში კადრების გადასაღებად : ))

Poser

12.jpg

Poser($249) და Poser Pro($499) იაფი გადაწყვეტილებაა ანიმირებული პერსონაჯების შესაქმნელად. შეგიძლიათ შექმნათ თვქენი პერსონაჟი, აარჩიოთ ათასობით მზა პერსონაჟის ბიბლიოთეკიდან სასურველი. ასევე შეგიძლიათ ექსპორტი გააკეტოთ 3ds Max, Maya, Cinema 4D, ან Lightwave ისთვის.

Massive

10.jpg

ეს პროგრამა გამოუშვეს მაშინ როცა ბეჭდების მბრძანებელი გამოვიდა. ეს არის ბრბოს სიმულატორი. ანუ შესაძლებელია შეიქმნას ობიექტები რომლებიც მოძრაობენ, ლაპარაკობენ და ა.შ. მაგალითად უზარმაზარი ჯარის არმია, საცობი ქუჩაში, ხეები...

Mudbox

14.jpg

კიდევ ერთი პროგრამა(ZBrush-ის მსგავსი) სკულპტინგისთვის, მოდელირებისა და ტექსტურირებისთვის. ძალიან კარგი ინტეგრაცია აქვს Maya და Max-თან იქიდან გამომდინარე რომ ესეც Autodesk-ის პროდუქტია.

Next Limit RealFlow

15.jpg

ეს არის პარტიკლებზე დაფუძნებული ფლუიდებისა და დინამიკის სიმულატორი. არის როგორც ცალკე პროგრამა ასევე შესაძლებელია ინტეგრირება Maya, 3ds Max, Softimage, Cinema 4D და Houdini-სთან. შესაძლებელია შეიქმნას ისეთი სიმულაციებია როგორიცაა წყალი, ტორნადო, თუნდაც ჩიფსები რომლებიც იყრება მაგიდაზე და ა.შ. პარტიკლები რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან იყენებენ რეალურ სამყაროში ფიზიკაზე დაფუძნებულ პარამეტრებს.

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

საინტერესოა წავიკითხე მომეოწნა ,ყოჩაღ ბექა :thumbsup:

თუ შეგიძლია იქნებ მიამატო რომელი პროგრამა რა ღირს ოფიცუალურად ?

Link to comment
Share on other sites

საინტერესოა წავიკითხე მომეოწნა ,ყოჩაღ ბექა :thumbsup:

თუ შეგიძლია იქნებ მიამატო რომელი პროგრამა რა ღირს ოფიცუალურად ?

3D Max - 3495 $

Maya - 3495 $

Softimage - 2995 $

Zbrush - 699 $

Modo - 1195 $

Blender - უფასო

Cinema 4d - 3695 $

Lightwave 10 - 895 $

Side FX Houdini (network license) - 9995 $

Vue - 1790 $

Poser - 499 $

realflow - 3995 $

Link to comment
Share on other sites

3D Max - 3495 $

Maya - 3495 $

Softimage - 2995 $

Zbrush - 699 $

Modo - 1195 $

Blender - უფასო

Cinema 4d - 3695 $

Lightwave 10 - 895 $

Side FX Houdini (network license) - 9995 $

Vue - 1790 $

Poser - 499 $

realflow - 3995 $

და ეგ 1 ლიცენზია რამდენ კომპზე მუშაობს ?

Link to comment
Share on other sites

ჩავამატე :P

სღ კიდე ჩაამატე :mad: :mad: :mad:

:D

ისე ამ პროგრამებს ჩვენთან ვინმე ლიცენზიით ყიდულობს ? :D

Link to comment
Share on other sites

და ეგ 1 ლიცენზია რამდენ კომპზე მუშაობს ?

როგორც ვიცი მხოლოდ ერთი კომპიუტერისთვისაა და სხვაზე დასაყენებლად ზედმეტია გადასახდელი.

მაგრამ 100% არვიცი თუ ასეა, შეიძლება შესაძლებელი იყოს რამდენიმეზე

ბექა მაქსველი არაპოპულარულია? :raio:

რენდერერები ხო არც მიხსენებია :raio:

Link to comment
Share on other sites

3D Max 2012 ს იყენებთ ვინმე ?

მე ვიყენებ, თუმცა სიმართლე რომ გითხრა მხოლოდ იმისათვის რომ შემდეგ თამაშის ძრავში ექსპორტი გავუკეთო :)

--------------------------------------------------------------------------------------------

ცოტათი დასახვეწია სტატია, მაგრამ მაინც კარგია :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

მე ვიყენებ, თუმცა სიმართლე რომ გითხრა მხოლოდ იმისათვის რომ შემდეგ თამაშის ძრავში ექსპორტი გავუკეთო :)

--------------------------------------------------------------------------------------------

ცოტათი დასახვეწია სტატია, მაგრამ მაინც კარგია :thumbsup:

ინტერფეისი ხომ 11 ის ანალოგიურია ?

Link to comment
Share on other sites

ინტერფეისი ხომ 11 ის ანალოგიურია ?

"დაახლოებით". 90% კი.

p.s. ლაითვეივი ძალიან ბევრგან გამოიყენება, მათ შორის ჰოლივუდშიც - ოღონდ low-poly-ის პონტში, ისე არა.

Edited by გათი
Link to comment
Share on other sites

p.s. ლაითვეივი ძალიან ბევრგან გამოიყენება, მათ შორის ჰოლივუდშიც - ოღონდ low-poly-ის პონტში, ისე არა.

მე დიდი სტუდიები ვიგულისხმე. თორემ გამოყენებით ბევრი იყენებს ჰაი პოლისთვისაც და ლაუ პოლისთვისაც და საკმაოდ კარგი პროგრამაცაა.

Link to comment
Share on other sites

მაგ პროგრამებიდან ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა სისტემური მოთხოვნილობები რომლებს აქვთ ? :)

Link to comment
Share on other sites

მაგ პროგრამებიდან ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა სისტემური მოთხოვნილობები რომლებს აქვთ ? :)

როცა 3D-ს ეხება მასეთი კითხვა არ უნდა დასვა :D

მინიმუმი ყველას დაბალი აქვს (ჰუდინის გარდა მგონი), მაგრამ მინიმუმზე შანსი არაა რომ რამე აკეთო.

Mari-ზეც დაგეწერა რამე, როგორც ვიცი საკმაოდ ძლიერი პროგრამაა 3D მოდელების ტექსურებით "შემკობისთვის" :D და მონსტრო მოთხოვნილება აქვს სამწუხაროდ.

Link to comment
Share on other sites

მაგ პროგრამებიდან ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა სისტემური მოთხოვნილობები რომლებს აქვთ ?

როცა 3D-ს ეხება მასეთი კითხვა არ უნდა დასვა

მინიმუმი ყველას დაბალი აქვს (ჰუდინის გარდა მგონი), მაგრამ მინიმუმზე შანსი არაა რომ რამე აკეთო.

:yes:

ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, პროგრამას რა მინიმალური მოთხოვნილებებიც უწერია მაგ მონაცემებით მხოლოდ ``გაეცნობი ინტერფეისს``. არ აქვს მნიშვნელობა პროგრამას, როცა 3D-ზე და რთულ სცენებზეა საქმე ყველგან საჭიროა ძლიერი კომპიუტერი, უფრო სწორად workstation : ) მთლად საგიჟეთ სცენებზე რენდერ სადგური უკვე.

Mari-ზეც დაგეწერა რამე, როგორც ვიცი საკმაოდ ძლიერი პროგრამაა 3D მოდელების ტექსურებით "შემკობისთვის" და მონსტრო მოთხოვნილება აქვს სამწუხაროდ.

კი 30K რეზოლუციის ტექსტურების ხატვა შეუძლია ანიმირებულ ობიექტზე და რომ არ ითხოვდეს მონსტრ მონაცემებს რა აზრი აქვს ისე : ) ეგ ახალია შედარებით და დიდი მომავლისაც. Foundry-ს სხვანაირი არც ეკადრებოდა. როგორც ამბობენ ბოდიფეინთს ბევრ რამეში ჯობს. მე ჯერ არ ``გადამიხედავს``. WETA-ს შექმნილია, ავატარზე გამოიყენეს. მიყენია მაგრამ დრო არ მაქვს ჯერჯერობით.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ჩემთვის არ მინდა მაგ მოტხოვნილობების ცოდნა :D

უბრალოდ მაინტერესებდა :D

აი მაგალითად CRYTEK თავისი თამაშების მაგალითად CRYSIS 2 ის შესაქმნელად რომელ 3D პროგს იყენებს უმეტესად ? თუ იცით ?

Link to comment
Share on other sites

აი მაგალითად CRYTEK თავისი თამაშების მაგალითად CRYSIS 2 ის შესაქმნელად რომელ 3D პროგს იყენებს უმეტესად ? თუ იცით ?

გადახედე ოფიციალურ საიტზე და ეწერება სადმე. ისე Max და Maya ხშირად გამოიყენება თამაშებისათვის. მასე არ შეაფასო რომ მაგალითად თუ CRYSIS-ზე მაია გამოიყენეს მაია უკეთესია. სტუდიას რა პროგრამაც აქვს ნაყიდი იმას იყენებს და არ ნიშნავს იმას რომ ყველაზე მაგარი პროგრამაა და მაგიტომ იყენებენ : ))

Link to comment
Share on other sites

ხო კი ცნახე Krytek.com ზე რაღაცეები მაგრამ მაგ ინფოს არც დადებენ ალბათ

ისე Cryengine ყველაზე მაგარი ძრავია თამაშებისთვის :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

აი მაგალითად CRYTEK თავისი თამაშების მაგალითად CRYSIS 2 ის შესაქმნელად რომელ 3D პროგს იყენებს უმეტესად ? თუ იცით ?

მოდელირებისათვის მაიას იყენებდნენ, მაგათ რაღაც დემო ვიდეოებში ვნახე.

მაგრამ ზოგადად კანონი არ არის აღებული, რომ აი ამისათვის აუცილებლად ეს უნდა გამოიყენო.

თამაშისთვის სტატიკური მეშების შექმნა შეგიძლია ბლენდერითაც კი გააკეთო :)+ ბლენდერს საკუთარი თამაშის ძრავა აქვს

ისე ზოგადად რომ იცოდე მაინც 3ds Max / Maya + MotionBuilder (3D Motion Capture Data-სთვის) + Mudbox/Zbrush (სკულპტინგისთვის) + Softimage (კინემატიკისთვის) აკეთებენ, იმიტომ რომ მაგათ შორის კარგი პაიპლაინია + FBX ფორმატი, რომელიც უკვე სტანდარტადაც კი არის მიჩნეული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ამ 3D პროგრამებს იყენებს ყველა სტუდია.

მაგათ გარდა არის კიდე Middleware-ები და ტონობით "in-home" ხელსაწყოები, რომელთაც თვითონვე წერენ.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

საინტერესო ინფორმაციაა

Link to comment
Share on other sites

ხო, როგორც წესი, არც თამაშებში და არც კინოინდუსტრიაში მარტო ერთ პროდუქტს არ იყენებენ...

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.