Popular Post ANuB1S Posted May 9, 2011 Popular Post Share Posted May 9, 2011 მოგესალმებით ჩემთვის როგორც მწვანეთა ბანაკის წარმომადგენლისთვის ძალიან მძიმე კვირა გამოდგა. ჩემ დას ვუთხარ, მაიტა შენი "აი ტელეფონი", ახალი iOS გამოვიდა დავაყენებ იქნებ აღარ გაჭედოს მეთქი. ჰოდა აქდან დაიწყო ჩემი ტანჯვა წამება ნუ iOS-ის დიდი არაფერი გამეგებ(ოდ)ა, ამიტომ წავედი ჩვენ სახელმოხვეჭილ ფუძემდებელთან ზვიადთან(Inferno) მარტივად გნავაახლეთ Sn0wbreeze-ის საშუალებით... განვაახლეთ და აქედან დაიწყო ყველაფერი... იმდენად ღორი გამოდგა iOS 4.2.1 რომ თავისუფალი ოპერატიული მეხსიერება მხოლოდ 10-15MB დამიტოვა... აქედან გამომდინარე Multitasking და Wallpaper მთლად კლავდა სისტემას და ფაქტიურად Slideshow მქონდა ტელეფონში, არა უფრო სწორედ "აი ტელეფონში" ... ნუ გვიანი იყო უკვე, აღარ შევაწუხე ზვიადი და წამოვედი სახლში... მეორე დღეს ახლიდან დავაყენე 4.2.1(Multitasking-სა და Wallpaper-ის გარეშე) თუმცა დიდი შედეგი არ გამოიღო 15-დან 25 MB-მდე გაიზარდა თავისუფალი ოპერატიულის ოდენობა. ისევ ჭედავდა და ისევ მაგინებინებდა სტივის მოდგმას გადავწყვიტე iOS 3.1.3-ის დაყენება... ჩემი ტანჯვის შესახებ არ მოგიყვებით უბრალოდ გეტყვით, რომ რამდენიმე დღე ვიწვალე, ერთი დაყენდებოდა მეორე არ მუშაობდა, მეორე იმუშავდება მესამე ფუჭდებოდა და ა.შ. ... გადავიდეთ საქმეზე... აქვე გეტყვით, რომ რაიმე რომ გააფუჭოთ მე არ დამაბრალოთ, თუმცა იგივე გავაკეთე მეც და არაფერი გამიფუჭებია როგორ დავაბრუნოთ iOS 4.2.1-დან iOS 3.1.3-ზე:#1 - დაბრუნება[Restore]... პირველ რიგში გვჭირდება iOS 3.1.3-ის IPSW > გადმოწერა გადმოწერის შემდეგ ვხსნით iTunes-ს, თუ არ გვაქვს ვიწერთ აქედან > გადმოწერა, ვაერთებთ კომპიუტერში "აი ტელეფონს", გადავდივართ ტელეფონის განყოფილებაში და სანამ Restore-ს დავაწვებოდეთ კლავიატურაზე ვაჭერთ Shift-ს(ხელს არ ვუშვებთ) და ხელწრუწუნით ვკლიკავთ Restore-ს, გამოვა ფანჯარა საიდანაც უნდა მივუთითოთ გადმოწერილი iOS 3.1.3-ის IPSW, ვპოულობთ ზემოთხსენებულ IPSW-ს და ვკლიკავთ 2-ჯერ. დაიწყება სტანდარტული პროცესი... ნუ ზუსტად არ მახსოვს რამდენი დრო დასჭირდა, თუმცა 10-15 წუთი შეიძლება გაიწელოს... რამდენჯერმე გადაიტვირთება ტელეფონი, Recovery Mode-შიც შევა არ შეგეშინდეთ და რაიმე არასტანდარტული მოძრაობები არ შეასრულოთ, დაელოდეთ და "აი ტელეფონი" არ გამოაძროთ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ჩაირთვება ტელეფონი, თუმცა ნორმალურად არ იმუშავებს, მხოლოდ სასწრაფოში დარეკვის საშუალებას მოგვცემს და ეკრანზე იქნება Recovery Mode-ის ფოტო. თუ ყველაფერი ისეა როგორ ზემოთ აღვწერე გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე#2 - ციხიდან გაქცევა[Jailbreak] ახლა გვჭირდება Redsn0w 0.9.4 [ გადმოწერა ] და iOS 3.1.2 [გადმოწერა] "აი ტელეფონს" ვაერთებთ კომპიუტერში [ან შეიძლება უკვე შეერთებული გაქვთ[კომპიუტერში ]] და ვთიშავთ. ჩავრთოთ Redsnow, როდესაც დარწმუნდებით რომ ტელეფონი შეერთებული და გათიშულია, დავიჭერთ ხელში iPhone-ს და ვკლიკავთ "Next". 3 წამში დავაწვებით ჩართვისა და "სახლის" ღილაკს. ესეც ფოტო თუ რას უნდა დავაწვეთ 10 წამი გვეჭირება ასე. 10 წამის შემდეგ ხელს ვუშვებთ მხოლოდ ჩართვის ღილაკს. განვაგრძოთ "სახლის" ღილაკის ზეწოლა ( ) და 30 წამის განმავლობაში დაიწყება პროცედურა... თუ რაიმე არასწორად გავაკეთეთ ახლიდან გავიმეოროთ ის რასაც დავარქვით კიარადა ჰქვია DFU Mode-ში შესვლა. Redsn0w მალევე მორჩება თავის საქმეს, მობილურში HDD-ს ფოტო გამოჩნდება... შემდეგ რაღაც რაღაცებს იზამს, შეივსება გაივსება გამოივსება, მორბენალ მოკბეჩილი ანანასი გაიჩითება და საბოლოოდ რომ მოვრჩებით იმას რასაც ციხიდან გაქცევა[Jailbreak] ჰქვია ჩაირთვება ტელეფონი, თუმცა ჯერ-ჯერობით სრულყოფილად ვერ იმუშავებს, როგორც მობილურს ვერ გამოიყენებთ ვერ დარეკავთ.#3 - გატელეფონება მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა რომ iOS 3.1.3-სა და Jailbreak-ის შემდეგ Cyidia არ მუშაობდა ნორმალურად... რამდენჯერ გადავაყენ, გადმოვაყენ მივაჯანდაბ-მოვაჯანდაბე, მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოიგო... გადმოწერდა რაღაც-რაღაცებს, ჩართავდა Loading Data/Reloading Data და მასე იყო, იმის იქით არ მიდიოდა... საკმაოდ ბევრი ძებნის შემდეგ აღმოვაჩინე Cyder, რომელიც გვაძლევს Cyidia-ს კომპიუტერიდან მართვის საშუალებას. 3.1 - Cyder [გადმოწერა], ამოვაარქივოთ Cyder და გავუშვათ Cyder.exe, [Cyder.exe-ს გაშვებამდე "აი ტელეფონი" კომპიუტერში აუცილებლად უნდა იყოს შეერთებული] ფოტო თვალსაჩინოებისთვის თუ რა უნდა გავაკეთოთ: ეს კოდი ჩავსვათ ველში: http://apt.saurik.com/dists/tangelo/main/binary-iphoneos-arm/Packages 2) დავაკლიკოთ #2 ღილაკს, შემდეგ #3-ს და ბოლო #4-ს. შეივსება და გადმოწერს მოცემულ მისამართზე არსებულ ფაილებს. 3.2 - გადავდივართ მეორე გვერდზე და ჩამონათვალში ვპოულობთ Cydia Installer-ს, აღვნიშნავთ ისე როგორც მოცემულია ფოტოზე და ვაწვებით #2 ღილაკს, ანუ ჩამოტვირთვას. 3.3 - გადავდივართ მესამე გვერდზე, თუ წინა ეტაპი წარმატებით დასრულდა მაშინ Local Cache-ის ქვემოთ უნდა გამოჩნდეს cydia_1.1.1_iphoneos-arm.deb ვკლიკავთ #2 ღილაკს და ზემოთხსენებული ფაილი დაკოპირდება Autoinstall folder-ში და სამჯერ დაარესტარტეთ ტელეფონი. [უმეტესად 2-იც ყოფნის ხოლმე, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის მესამედაც ვქნათ, რა იცი რა ხდეება ) ვინც ვერ გადაიტანა Autoinstall-ში cydia_1.1.1_iphoneos-arm.deb, გათიშეთ Cyder, გამოაერთეთ ტელეფონის USB, ახლიდან შეაერთეთ, ახლა ახლიდან ჩართეთ Cyder, დაელოდეთ ჩაიტვირთოს, გადმოდით ისევ მესამე ფანჯარაში და ახლიდან სცადეთ გადატანა... ნუ ჩემთან თავიდანვე ჰქმნა, იმედია არც თქვენ დაგჭირდებათ ბევრი წვალება 3 რესტარტის შემდეგ ვაინსტალირებთ iPhone Explorer-ს [გადმოწერა] და Ultrasn0w.deb [[url="http://dl.dropbox.com/u/6161924/iOS/.deb-s/ultrasn0w.deb"]გადმოწერა] დაინსტალირების შემდეგ ვხსნით iPhone Explorer-ს და გადავდივართ ჩვენი "აი ტელეფონის" შემდეგ განყოფილებაში:Root Directory/var/root/Media/Cydia/AutoInstall უმეტესობას გაგიჩნდებათ კითხვა(იმედია) Cyder-თაც ხო Autoinstall-ში ვაგდებდითო, თუმცა Cyder-დან ვერცერთხელ ვერ ავამუშავე Ultrasn0w, Unlock ვერ გააკეტა, სიგნალი ვერ მიიღო, ამიტომ ზემოთხსენებულ განყოფილებაში ხელით[უფრო სწორედ ხელწრუწუნით] ვაგდებთ ultrasn0w.deb-ს და 2-ჯერ ან 3-ჯერ ვარესტარტებთ ტელეფონს, წესითა და რიგით ამ რესტარტების შემდეგ უნდა იქცეს ტელეფონად #4 - Cydia-ს ამუშავება მობილური დავუკავშიროთ Wi-Fi-ს, ჩავრთოთ Cydia და დაველოდოთ სანამ ყველაფერს გადმოწერს, შეიძლება ბევრი რაღაც ამოაგდოს, დიდხანსაც მოუნდეს ჩატვირთვას ასე 15-20 წუთი, მაგრამ საბოლოოდ შეგვეკითხება როგორ განვაახლოვო, ჩვენ მივუთითებთ Complete Upgrade-ს, დაველოდებით... Upgrade-ისას შეიძლება Wi-Fi გაითიშოს, თუ გაითიშა დავარესტარტებთ მობილურს და შევალთ Cydia-ში, შეიძლება ისევ დაიწყოს საკმადო გრძელი "Loading Files"-ს თუმცა არ გათიშოთ დაელოდეთ და საბოლოოდ წესითა და რიგით სრულყოფილად უნდა ამუშავდეს Cydia. ასევე გასწავლით დაკრეკილი ფაილების დაყენებას... შევალთ Cydia-ში, გადავდივართ Manage/Sources/Edit/Add და ვწერთ შემდეგს cydia.hackulo.us დაველოდებით სანამ დაამატებს, შემდეგ Source-ში დაემატება Hackulo.us, მოვეთათუნებით Hackulo-ს, ჩატვირთავს და დავინახავთ სხვადასხვა რაღაცებს თუმცა ჩვენ ამოვარჩევთ AppSync for OS 3.1-ს და დავაყენებთ, შემდეგ ისევ Hackulo-ს განყოფილებაში ვიპოვით Installous 4-ს და დავაინსტალირებთ. ნუ დანარჩენს უკვე თქვენვე გაიგებთ თქვენს "აი ტელეფონში", მე მეტჯერ ამას აღარ გავეკარები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, მე კი დამაწყვიტა ნერვები ავტორი: ANuB1S [გიგა ჩოხელი]მხოლოდ და მხოლოდ Overclockers.GE-სთვის. ვინმე თუ სადმე წაიღებს ამ Guide-ს ვთხოვ მიაწეროს "წყარო" ანუ საიდან წაიღო 18 Link to comment Share on other sites More sharing options...
GrEeNDaY Posted May 9, 2011 Share Posted May 9, 2011 მისასალმებელია საკუთარ გამოცდილებას რომ უზიარებ OC წევრებს +1 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted May 9, 2011 Share Posted May 9, 2011 კარგად გიწვალია :xelitavi: Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted May 9, 2011 Share Posted May 9, 2011 მიკიპედიაში გაამგზავრეთ... Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted May 9, 2011 Share Posted May 9, 2011 ეს რა დრო დადგა ნანუკა ჟორჟოლიანის ვაშლების ფერი კაცი სინაფზე რომ წერ Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted May 9, 2011 Author Share Posted May 9, 2011 იმედი მაქვს პირველი და ბოლო იყო :D Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted May 9, 2011 Share Posted May 9, 2011 საინტერესო და მეტად სასარგებლო სიახლეა მადლობა გიგა სიახლისთვის Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted May 9, 2011 Share Posted May 9, 2011 yochag, giwvalia ! ise ramodenime dgis win ar kitxulobdi ios 4 dan ios3 ze rogor davabrunoo ? Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted May 9, 2011 Share Posted May 9, 2011 yochag, giwvalia ! ise ramodenime dgis win ar kitxulobdi ios 4 dan ios3 ze rogor davabrunoo ? მაგიტომაც დაწერა :) Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted May 9, 2011 Share Posted May 9, 2011 მაგიტომაც დაწერა xoo, ai ar wamikitxia da magitom davsvi eg shekitxva, exla wavikitxe da gasageblaria yoliperi :D Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted May 9, 2011 Author Share Posted May 9, 2011 yochag, giwvalia ! ise ramodenime dgis win ar kitxulobdi ios 4 dan ios3 ze rogor davabrunoo ? ვიწვალე და გავაკეთე იმიტომ დავწერე რომ ჩემსავით აღარავინ იწვალოს :D Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted May 9, 2011 Share Posted May 9, 2011 (edited) ვიწვალე და გავაკეთე იმიტომ დავწერე რომ ჩემსავით აღარავინ იწვალოს მივესალმები შენს კეთილ გადაწყვეტილებას ;) Edited May 9, 2011 by iliko1990 Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted May 10, 2011 Share Posted May 10, 2011 ჩამატებულია მიკიპედიაში! :P Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 10, 2011 Share Posted May 10, 2011 ყროლ გააკეთე ბედშავი iტანჯულებისთვის გაიდი მაინც? :D Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted May 10, 2011 Share Posted May 10, 2011 ბეისბენდის დაბრუნებაა რო არ გამოდის თორე ვერსიის დაბრუნებას რათ უნდა მაგდენი ჩალიჩი შეჩ... პროსტა უსბ მოუდი თუ რაც ქვია მაგით უნდა შეაერთო აიფონი და აიტუნსში Shift ენთერს დააწვები და აირჩევ ნებისმიერ აიოსს რომელიც გინდა და გაუეკთებს აფდეითს უი ახლა გადავხედე თემას ამხელა რაღაც რო ვნახე მევთქვი ბევრი იწვალათქო :givi: Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted May 10, 2011 Share Posted May 10, 2011 ლოლ, ბოლო სურათი მაგარია, ახლა ვნახე. აბაა, აბა დაძებნეთ ერთი შავი კენკრა ინგლისურად, სმარტფონებს ამოგიყრით სულ :D Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted May 10, 2011 Share Posted May 10, 2011 ღიღ ყველაფერს ჯობია Ispirit პროგი, ნუ იასნოდ აითუნსი დაყენებული უნდა იყოს რო ამოაგდოს კომპმა . დალშე ყველაფერს აკეთებს ეს პროგრამა.. Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted May 10, 2011 Share Posted May 10, 2011 ლოლ, ბოლო სურათი მაგარია, ახლა ვნახე. აბაა, აბა დაძებნეთ ერთი შავი კენკრა ინგლისურად, სმარტფონებს ამოგიყრით სულ ჰო, კემოს აქვს ფეისბუკში ეგ პრიკოლად. Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted May 13, 2011 Share Posted May 13, 2011 :lollol: ყოჩაღ ღიღა. Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted May 17, 2011 Share Posted May 17, 2011 მაგარი სტატიაა მარა შენ თუ კაი კაცი ხარ აიფონი რად გინდოდა :D Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted May 17, 2011 Share Posted May 17, 2011 მაგარი სტატიაა მარა შენ თუ კაი კაცი ხარ აიფონი რად გინდოდა სულ დაკარგა ნამუსი და სიმწვანე თავის დას გაუკეთა :) Link to comment Share on other sites More sharing options...
Hellados Posted June 1, 2011 Share Posted June 1, 2011 ჯეილბრეიკის დროს მოდემის ვერსია რომ იწევა ხოლმე ეგ რისი ბრალია? ახალი redsn0w_ის ვერსიის? Link to comment Share on other sites More sharing options...
svani93 Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 amis gaketeba ipod touch-zec sheizleba ?? Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted July 8, 2011 Share Posted July 8, 2011 amis gaketeba ipod touch-zec sheizleba ?? ალბათ შეიძლება თუმცა ზუსტად არ ვიცი სცადე რას კარგავ? Link to comment Share on other sites More sharing options...
fircxo Posted July 24, 2011 Share Posted July 24, 2011 4.3.4 დან 4.3.3 ვერ დავბრუნდები?........... Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts