Jump to content

The Witcher 2: Assassins of Kings (2011)


Recommended Posts

გავსკდი გუშინ ვიჩერის თამაშით, ტყეში გავემართე საიდმისიების დასახურათ, მეგონა რამდენიმე მონსტრს მივაბრიდავ და დაიხურებოდა ეგ საიდმისიები მაგრამ იმდენი ბოდიალი მომიწია ლოლ რომ მცოდნოდა ალბათ ორათ გავყოფდი და ისე ვითამაშებდი, მგონი კარგი 7 საათი ვხურავდი ორ საიდმსისიას, კარგი 40 სხვადასხვა ტიპის მონსტრი დავბრიდე, Dark სიძნელეზე ერთ პრომახს არ გპატიობენ და დიდი მოსნტრების დაბრიდვა საკმაოთ რთულია, სულ უნდა იხტუნაო ვერტიკალურათ, სანამ ტყეში წავიდოდი ისე ერთი მისია კიდე მივახურე ქალაქში, ვერნარ როუჩი და მისი შაიკა სადაც იყო შეკრებილი მანდ სმა დაიწყო ვიჩერმა ვესიც იყო, მერე რომ დათვრა და გაიღვიძა გარეთ ეგდო ტრუსიკის ამარა და იარაღი აღარ ქონდა, მერე მომიწია ბარდელში წასვლა ვიღაცა ქალს დაელაპარაკეო მეთევზემ, მანდაც გამოვაცარიელე ყველაფერი და ბათქის ტურნირშიც მივიღე მონაწილეობა, მერე კიდე ვიღაცას უნდა შევხდე უფრო ძლიერ მეტოქეებთან რომ მაჩხუბოს,  მანდ მაგარი სექსები აიწია პრასტიტუტკებთან, სამი სხვადასხვა პრასტიტუტკა იყო და სადღაც 100 ფარინგი უნდა თითოს, სულ სხვადასხვა კლიპებია და ცოტა სასაცილოა, გრაფიკა არ ყოფნის და პრიკოლნი ფერები და პოლიგონები იყო, მაგ ქალს ფული მივეცი და ვესთან გამაგზავნა, თურმე მაგარი დამთვრალა ვიჩერი და შლუხების კისერზე უნდოდა მდინარის გადალახვა თან ყველაფერი დაუყრია გზაზე, ვესს შეუგროვებია ეგ ყველაფერი და სუნდუკის კლუჩიკიც მომცა, მაგით დასრულდა ეგ მისია, მაგის შემდეგ ტყეში გავემართე, ბომბევი გავაკეთე და მონსტრების 4 სორო უნდა გაანადგურო მიწიდან საიდანაც ამოდიოდნენ, ბოლოს მაგ მონსტრების ბელადი ეძრობა და ეგეც მივაბრიდე, დიდი ბუკაშკების მისია გაცილებით უფრო რთული იყო, კოკონები უნდა გაანადგურო და მერე ორი დიდი ხოჭოსავით მონსტრი ეძრობა და მაგათი დაბრიდვა საკმაოთ გამიჭირდა, მერე დავამუღამე და ვერტიკალურათ უნდა დაუსხლტდე და დააყარო გვერდიდან სწრაფათ, რომ მოტრიალდება ისევ უნდა გახტე განზე და ისევ დაუშინო და ეგრე იბრიდება, ისე კი ფაქტიურათ ვერ დაბრიდავ დარკ სიძნელეზე, არც ბომბების დაშენა შველოდა და არც ხაფანგები, მერე ბანდიტებიც ვნახე თუმცა კარები დაკეტილი იყო ქოხის, როგორც ჩანს ეგ სხვა მისიიდანაა რომელიც ჯერ არ შემხვედრია, კიდე ტყეში სკრიტი კარები ვიპოვე ამაღლებულ მთიან ადგილზე და რომ გავანგრიე აღარ შემიშვა ქვემოთ, ეგეც სხვა მისიიდან იქნება, ლოლ ტროლის ადგილამდეც მივედი, მაგარი პრიკოლი ტროლია მეორე ვიჩერში, სასაცილო ვიდი ქონდა, თან ბასიაკი ყოფილა და ან უნდა დაბრიდო ან სოფლის უფროსთან მიხვიდე და ის მიგასწავლის მეორე გზას როგორც შეიძლება მოლაპარაკება დაბრედვის გარეშე, დღეს გავაგრძელებ მაგ მისიას კაკრაზ, ისე კი საკმაოთ დიდი ტყეა ბლომათ მონსტრებით, გამოქვაბულიც ვნახე მდინარესთან სადაც ბევრი მონსტრები ბინადრობდენ და მივაბრიდე სუყველა, მოკლეთ 7 საათში მარტო სამი მისია მივახურე გუშინ, თუმცა მე მარტო მაგის ნახევარი მინდოდა მეთამაშა თავიდან, დარკზე ყველა ხოდები უნდა გათვალო როცა ბრძოლობ მონსტრებთან, ისე ადვილათ იბრიდები, ტავერნაში პრიკოლნი დიალოგები ეძრობა ხოლმე სხვადასხვა პორსონაჟებთან, ვიღაცა მონახიც იყო და რაღაცას მოგცემო თუ მაჯობებო კამათელში მაგრამ ვერაფრით ვერ გავუსწარი და დავანებე თავი, კამათლის დამუღამება მიჭირს რაღაც, პირველშიც ვერ დავამუღამე მგონი მაგის თამაში

Link to comment
Share on other sites

კი მინდა ამ სერიის დახურვა მაგრამ გრაფიკის და ძრავის გამო ვერ დავუდებ გულს ვიცი რა

Link to comment
Share on other sites

გრაფიკა მშვენიერი აქვს მეორე ნაწილს, პირველის გრაფიკა უკვე მოძველებულია რა თქმა უნდა მაგრამ მეორეს ძალიან სასიამოვნო ფერები და საშვალოზე უკეთესი დონის ტექსტურები აქვს, 2012 წელს ეგ საკმაოთ მაღალ გრაფიკათ ითვლებოდა და ძლიერი ვიდეოკარტები ჭირდებოდა იმ დროისთვის დაჟე უბერსემპლინგის გარეშე რომ გაექაჩა მაქსიმალურ ნასტროიკებზე 1980P, ჩემთან კი უჭირავს სტაბილურათ 60ფპს ვიდეოკარტის რაზგონის გარეშე მაგრამ გრაფიკა საკმაოთ ნორმალური აქვს + ეგ ოპენ ვორლდი არაა და ისეთი შორი დისტანციები არაა რომ ფპს ვარდნები და სტატერინგი ქონდეს, AF და HBAO+ ჩავურთე ნვიდია ინსპექტორიდან და მშვენიერ ვიდზეა SMAA ერთად, თვითონ მგონი MLAA ქონდა ბლურით და ეგ გავუთიშე საერთოდ, უბერსამპლინგი 45ფპს-მდე აგდებს წარმადობას თუმცა მაგასაც ბლური აქვს და არ მომეწონა გამოსახულების ხარისხი, ძალიან სპეციფიკური ფერები აქვს ისე ამ ნაწილს, რაღაც ფილტრებია გამოყენებული, საკმაოთ ლამაზი პეიზაჟებია და საუნდ ეფექტები სასიამოვნო მუსიკასთან ერთად, სახის ანიმაციაც საკმაოთ ნორმალურია ახლო სცენებზე, ნამეტარი დაბალი გაფართოვების ტექსტურები არა აქვს თამაში რომ გადაგაფიქროს, DX9 გრაფიკისთვის საკმაოთ კარგ ვიდზეა თუმცა კრიზისისნაირი გრაფიკა არა აქვს რა თქმა უნდა 

Link to comment
Share on other sites

აი რამდენიმე სკრინი თამაშიდან ტყესთან ახლოს:

HovEjF6.png

bKhOal7.png

S3H1SJh.png

 

ყველაფერი მაქსიმუმზე, უბერსემპლინგი გათიშული მაქვს + AO და AF ჩავურთე ნვიდიას კონტროლ პანელიდან, HBAO+ ასამუშავებლათ ნვიდია ინსპექტორია საჭირო, ingame MLAA გავუთიშე და reshade-ით SMAA ჩავურთე ულტრაზე, ხაზები კაკრაზ მაგითია გასწორებული სკრინებზე, ლაიტნინგ ეფექტები და ფერები საკმაოთ კარგათაა თამასში დამუშავებული, ტექსტურებიც საშვალო დონის მაინც იქნება ეხლანდელი სტანდარტებით, თვითონ თამაშმა თუ ჩაგითრია უპრობლემოთ ითამაშება, გეიმპლეი საკმაოთ კარგი აქვს რა სიძნელეც არ უნდა აირჩიო, მედიუმზე ფილმივით იხურება თამაში, დარკზე უკვე უფრო ბევრი დრო ჭირდება და ფიქრი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ამ თამაშმა ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა რასაც ქვია საუკეთესო იყო კომბატი ხმალის ქნევა მესამეში სხვანაირადაა თავზე რომ იტრიალებს სვორდს ვგიჯდები მაგ პრიომზე ყველა მაგრა უყრანი ტყეების ადგილი მომწონდა დანარჩენი არა ვოფშე

Link to comment
Share on other sites

ჩავუჯექი გუშინ ისევ, ჩამოუარე დარჩენილ საიდმისიებს, სანამ ქალაქში დავბრუნდებოდე ნეკერების და ენდრეგას (ეგეთი უცნაური სახელები ქვიათ ტყეში მობინადრე მონსტრებს) კონტრაქტების დასახურათ ჯერ ქალაქგარეთ რომ დასახლებაა იქ მივაკითხე მაგათ უფროსს, მან მთხოვა ბასიაკი ტროლი არ მომეკლა და გამეკურნა რამენაირათ დალევისაგან, 200 ორენს მოგცემო მაგას თუ შემისრულებო, რომ მივაკითხე ტროლს ფეხსე ძლივს იდგა ისეთი მთვრალი იყო და ეგრევე ჩხუბი ამიტეხა, საკმაოთ მალე დავაკელი ნახევარი სიცოცხლე და მერე გაჩერდა და მომიყვა თუ რატომ გალოთდა, თურმე მაგის ცოლი მოუკლია ვიღაცას და თავი წაუცლია, მე დავპირდი რომ ვიპოვიდი მკვლელებს და დავსჯიდი, ქალაქში რომ დავბრუნდი რიკერების და ენდერგას კონტრაქტების ფული მომცა ლუის მერსმა, ტავერნაში გავიკითხე მაგ ტროლის ისტორია, ვიჩერის ამხანაგ დვორვს დაველაპარაკე, ზოლტანა რომ ქვია და ქალაქში რომ ქალი ჯადოქარი გაჩერდა მაგასთანაც შევიარე, სილე ქვია მაგ ჯადოქარს და ტავერნის მეორე სართულზე გაჩერდა, ტრიშმა ტატუიროვკაზე გამომკითხა და სამი რაღაცის პოვნა დამავალა თუ მსურდა ტატუიროვკის მოცილება ყელიდან, ერთი უკვე მქონდა და ორი ინგრედიენტი ტყესთან რომ დასახლებაა ბალახების ქალ გამყიდველს ქონდა გასაყიდათ, თუმცა შეგიძლია უარი თქვა შემდეგ რომ მიხვალ ტრიშთან ტატუის მოცილებაზე, ხო მაგ დასახლებაში კიდე ერთი ვაჭარი იყო ვისაც ტროლის თავი ქონდა ნაყიდი და მიამბო რომ დიმიტრიმ და მისმა შაიკამ გააგორაო ეგ ტროლი და მაგასთან უყიდია ეგ თავი, თავი კამათელში მოვუგე, ხო კამათლის გაგორების საიდმისიაც დავხურე რამდენიმე მოთამაშეს ერთხელ მაინც რომ უნდა მოუგო, კიდე ბათქის ტურნირიც არის მაგრამ ვერ გამოვიჭირე ის კაცი, პაბთან იდგებაო საღამოს და უნდა მიხვიდე ჩხუბის დაწყება თუ გსურს, ეგ საიდმისია დამრჩა მგონი მარტო ფლოტსამში დასახური პირველ ჩაპტერში, მაგის შემდეგ დიმიტრის სანახავათ გავემართე, ტყესთან სასაფლაო იყო და მანდ ნახავო იმ ტიპმა, რომ მივაკითხე უკვე დაუბრედია მეფის აგენტი, ლორედოზე მუშაობდა ეგ ტიპი რომელიც ღალატობდა ხელისუფლებას და არასამართლიანათ ბრიდავდა სხვა რასის ბინადრებს მაგ ქალაქში, მანდ რაღაც ნარკოტიკის ასადუღებელი ქოხი ქონიათ ტყეში და რომ მოვკალი დიმიტრი და მისი შაიკა მანდ გავემართე, საკმაოთ რთული მოსაკლავია ისე და ხანჯალიც მესროლა, მე კი ხაფანგები დავუგე ბლომათ და მერე მარტო რომ დარჩა მივაბრიდე საკმაოთ ადვილათ, მაგის შემდეგ იმ ქოხში გავემართე მანამდე რომ ბანდიტები მივაბრიდე და გავაღე კარები, შიგნით რაღაც ნადავლი იყო, მაგის შემდეგ ტრიშს შევხდი კაირანის დასამარცხებელი ანტიდოტის მოსაძებნათ, დროუნერსები გამოძვრენ ბლომათ რომ მივედით მაგ მონსტრის ფესვებთან, გზაზე ბანდიტებიც დავბრიდე მანამდე, რომ მორჩება ფესვის გამოძიებას ტრიში მაგის შემდეგ კიდე რაღაცის პოვნას დაგავალებს, ოსტმურკი ქვია, თუმცა უკვე ნაპოვნი მქონდა ეგ მანამდე ტყეში რომ დავბოდიალობდი ტბასთან რომ გამოქვაბულია მანდ ვიპოვე ნეკერების დაბრედვის შემდეგ, ბოლოს მაგათი ბელადი გამოძვრა და ეგ დავბრიდე მახსოვს, მაგის შემდეგ კი ვიჩერი მუნგუსის ელიქსის აკეთებს თავისით მაგ ინგრედიენტებით და კაირანს რომ შეებრძოლება მაგის წინ უნდა დალიოს რომ გაუადვილდეს მაგ მონსტრის დაბრედვა, მაგ ადგილას ჩაძირული გემიც ვიპოვე რომ ვათვალიერებდი ორი სუნდუკით, ერთ-ერთ სუნდუკში რომ ამოვიღე რაღაც დოკუმენტები ახალი საიდკვესტი mistic river დაიწყო, მოკლეთ უკვე გარდაცვლილ მეფეს რაღაც ექსპედიცია დაუფინანსებია და ექსპედიციის რეპორტი უნდა გააგზავნო ფოსტით, ფოსტის კოლოფი ლუის მერსთან ვიპოვე ქალაქში, მეტი აღარაფერი გამოჩენილა და როგორც ჩანს მაგ მისიის დასასრული შემდეგ ჩაპტერში იქნება უკვე, ეხლა მეორე ჩაძირული გემი უნდა ვიპოვო მდინარის ზემოთ, ხო მანამდე სანამ ქალაქში დავბრუნდებოდი ტროლიც მოვინახულე და ვუამბე თუ ვინ დაბრიდა მისი ცოლი და თავიც მივეცი, მან კი 36 ორენიანი ჯავშანის გაკეთების ნახაზი მაჩუქა და დამპირდა რომ მეტს აღარ დალევდა და დანგრეულ ხიდსაც აღადგენდა, ეგ საკმაოთ პრიკოლნი მისია იყო ისე, ლოთი ტროლი ეგ რაღაც ახალია, პიანიცები უფრო ორკები იყვნენ ხოლმე აქამდე ეგეთი ტიპის რპჯ-ში, მერე ქალაქში დაბრუნების შემდეგ დვორვ დურგალთან მივედი და კარგი ჯავშანიც დავამზადებინე, რამდენიმე მატერიალი მაკლდა და მეორე ვაჭართან ვიყიდე პაბთან რომ დგას მთავარ ქუჩაზე, ვიჩერის superb silver sword დავამზადებინე კიდე და უფრო სუსტი რაღაცეები გავყიდე, ვიჩერის ნავიკებსაც ვანვითარებ, უკვე 10 ლეველზე ვარ და შემდეგ ჯერზე უკვე ხანჯლის სროლის ნავიკს გავხსნი, დაახლოებით 1000-მდე ორენი მოვაგროვე თუმცა ვინახავ შემდეგი ჩაპტერისთვის, ეხლა ფაიტინგის საიდმისიას დავხურავ კიდე და მერე კაირანის დასაბრედათ გავემართებით მე და ის ქალი ჯადოქარი, სილე რომ ქვია, საკმაოთ საინტერესო მისიები იყო პირველ ჩაპტერში უკვე, პროლოგი რაღაც არ მომეწონა, ტყეც ლამაზათაა გაკეთებული, მაგრამ ნამეტარი გაფერადებული ფერები აქვს და ბევრს შეიძლება ეგ არ მოეწონოს, მუქი და გახუნებული ტონებიც ბევრია მაგ თამასში, მთლიან ჯამში კი საკმაოთ ნორმალური ვიდის გრაფიკა აქვს, ლამაზი ენვირომენტით, უფრო უკეთესი ჯავშანი და იარაღი დავითრიე და გაადვილდება ცოტათი მაინც ბრძოლები ალბათ, აპგრეიდებიც გავუკეთე ხმალს და ჯავშანს, რაღაცეების ჩაშენება შეგიძლია, ჯადოსნური აპგრეიდებიც გამოვიყენე ვიჩერის ვერცხლის ხმალზე, მაგ ყველაფერს აგროვებ გზაში, ზოგ რაღაცას კი კვესტების დახურვის შემდეგ გაძლევენ, გააჩნია რა გზა აირჩიე, ბევრი რამის დამზადება შენითაც შეგიძლია ნახაზებით, მაგასაც კვესტებში გაძლევენ, წიგნებიც ვიყიდე მთლიანათ დვორფი რასაც ყიდიდა მაღაზიაში, ეგეც საჭიროა არა მარტო ინფოებისთვის, ელიქსირებსაც თავისი დანიშნულება აქვს თუმცა რედკათ ვიყენებ ხოლმე ჯერ, ელიქსირების დამზადებაც მოსულა და ყიდვაც, თუმცა ეგ ყველაფერი საშვალო სიძნელეზე შეგიძლია გამოტოვო, ისედაც ადვილი დასახურია და მაგიტომ, დარკზე უფრო აქტუალურია მაგ ყველაფრის გამოყენება

Link to comment
Share on other sites

ჩავუჯექი გუშინ ამ თამაშს, შიკარნათ ვნითარდება ასნავნოი სიუჟეტი, საკმაოთ საინტერესო გახდა პირველი ჩაპტერის ფინალური მისიები, ჯადოქარ სილესთან ერთად გავემგზავრეთ კეირანის დასამარცხებლათ, ფაქტიურათ მოსიარულე უზარმაზარი ხე იყო მაგიით შექმნილი, კარგი ერთი საათი ვეომებოდი მგონი დარკ სიძნელეზე, მერე ფაქტიურათ იდეალურათ ვისწავლე ყველა ტაქტიკური ხოდები და აღარ გამჭირვებია უკვე დამარცხება, ეგ მომენტი მომწონს თამასში, დარკზე ძალიან რთულდება დახურვა და ინტერესი არ გეკარგება, სიუჟეტიც საინტერესო აქვს საკმაოთ და მაგ მხრივ დაბალანსებულია გეიმპლეი-სიძნელე და კვესტები, მაგის შემდეგ შევაგროვე რაც დარჩა მაგ მონსტრისგან და თურმე ახალი ჯავშნის გაკეთება შეიძლება დურგალთან და მეორე ჩაპტერში გავაკეთებ, ეგ მომენტი გამომრჩა ისე გავაგრძელე პირველი ჩაპტერის დასრულება, ქალაქში რომ დავბრუნდი იმ ვაჭარმა გადამიხადა მაყუთი კეირანის დაბრედვაში, მერე კი ეგრევე ტრიში გაეძრო და ვიღაცა დაჭერილი ელფის დასაკითხათ წავედით გემზე, ის ელფი აღმოჩნდა მეფეების მკვლელმა რომ შესთავაზა დახმარებოდა, თურმე უღალატია და მაგის კამანდიდან მარტო ეგ გადარჩენილა ცოცხალი და დაუჭერიათ ლორედოს შაიკას ტყეში დაჭრილი, მაგის შემდეგ ვიჩერი და ტრიში ელფების ნანგრევებში გაემართნენ ტყეში მანამდე რომ პრახოდი აღმოვაჩინე და ჩასვლით ვერ ჩავედი, მანდ მაგარი წერაობა აიწია ლოლ ელფების ძველ ბასეინში, ზნამენიტი სცენაა ისე, უტუბში ნახეთ, მაგის შემდეგ რაღაცეები კიდე გაახსენდა ვიჩერს დაკარგული მახსოვრობიდან, მერე ვერნან როუჩიც მოვიდა და დაელაპარაკა ვიჩერს, ვიჩერმა შესთავაზა ზოლტანთან ერთად ეპოვნათ ელფების შაიკის უფროსი იორვეთი, მერე ზოლტანი უნდა იპოვო ტავერნაში და ტყეში წაგიყვანს ელფების სანახავათ, მანდ ერთი მონსტრი უნდა მიაბრიდო კიდე და იორვეთი და მისი შაიკაც გამოჩნდება, მერე მოილაპარაკებენ რომ იორვეთი ხელებშეკრული უნდა მიიყვანონ ლეთოსთან და თუ ატყუებდა ელფებს ვითომ გამოჩნდებოდა, მაგის შემდეგ პატარა დიალოგი შედგება და მაგარი ჩხუბი ატყდება ლეთოს და ელფებს შორის, ვიჩერი ლეთოს შეებრძოლება, თურმე მანამდე ვიჩერს უხსნია ეგ პერსონაჟი სიკვდილისაგან მაგრამ მერე რა მოხდა არ ახსოვს ჯერ, კიდე სხვა მეფის კილერებიც ყოფილან და ლეთოსთან ერთად მუშაობენ სხვა მეფეების დასაბრედათ, თუმცა რის გამო კლავენ მეფეებს ჯერ არ ჩანს, მანდაც დიდხანს ვბძოლობდი, ეგ კაირანზე კიდე უფრო რთულია დარკზე, სულ უნდა იხტუნაო და ვიჩერის მაგია გამოიყენო, რომ ანგრევს კედლებს ეგ ზნაკი გამოვიყენე და ბოლოს მაგარი დავამუღამე ბრძოლის ტაქტიკა, პირდაპირ ვერ მოუგებ, ეგრევე გბრიდავს ფაქტიურათ რამდენიმე უდარის შემდეგ, თან თვითონაც იყენებს მაგიას და ბომბებსაც გესვრის, თუმცა მერე დატოვა გამოქვაბული და ტრიშის მოსანახათ გაიქცა ქალაქში რომ სხვა ქალაქში გადაეყვანა მაგიური ტელეპორტით, მერე ბრუნდება ვიჩერი ქალაქში და ყველაფერი გადამწვარი დახვდება, თურმე ლორედოს აჯანყება მოუწყვია და გაუჟუჟიათ ელფები და დვორვები ქალაქში და ვიჩერმა რამდენიმე კაცი კიდე გადაარჩინა ვინც არ ყავდათ ჯერ დაბრედილი მარადიორებს, მაგის შემდეგ დანდელიონი ნახა პაბში და მანდ უამბო თუ რაც მოხდა ქალაქში, მაგის შემდეგ მეორე სართულზე წავიდნენ ვილეს ოთახში და ყველაფერი ანგრეული დახვდათ და ცველიც მოუკლია ვიღაცას, მაგის პარარელურ ოთახში ბარდელის მართველი მარგო ცხოვრობდა და თურმე ეგ იორვეთის შიკრიკი ყოფილა პარარელურათ, მან მოუყვა თუ რაც მოხდა მანამდე მაგ ოთახში, კიდე ერთი ძლიერი ჯადოქარი ფილიპა გამოსულა პორტალით ტრიშთან დასალაპარეკებლათ და მერე ერთი ამბავი ამტყდარა, ტყესთან რომ ელფი სედრიკი ცხოვრობდა ეგეც ყოფილა მაგ ოთახში და დაჭრილი გაქცეულა ქალაქიდან და ეხლა მაგის მოსაძებნათ უნდა გავემართოთ, ეგ მისია რასაც ვატყობ თუ ვის მხარეზე იბრძოლებ მასე განვითარდება და დასრულებით თამაშის ბოლოს სრულდება ლამის მესამე ჩაპტერში, მე ორივე მხარის დახურვას ვაპირებ, ჯერ ალბათ იორვეთს დავეხმარები მერე კი ვერნარ როუჩს და მაგ სეივს გადავიტან კაკრაზ მესამე ვიჩერის გასაგრძელებლათ, დამწვარი ქალაქი ისე მაგარი გაკეთებულია, ბოსს ფაიტებიც მომეწონა ბოლო ორი, ათვისება უნდა და მერე ადვილათ იხურება უკვე, ჩავუჯდები დღეს და შეიძლება პირველი ჩაპტერიც შემომეხუროს, ბევრი მისიები მგონი აღარ დარჩა, თუმცა დიდი ასნავნოი მისიებია სულ უკვე დასახური

Link to comment
Share on other sites

გუშინაც ხოშიანი იგრავოი სესია მქონდა რამდენიმე საათიანი, კიდე უფრო საინტერესო გახდა თამაში, მოკლეთ პაბიდან რომ გამოვედი კატის ელიქსირი დავლიე და სისხლიან კვალს გავყევი ტყეში, კვალმა სასიკვიდლოთ დაჭრილ სედრიკთან მიმიყვანა, სანამ მოვკდებოდა მომიყვა თუ რაც მოხდა, თურმე ტრიშს დახმარებია ეგ ელფი მაგრამ ლეტოს დაუჭრია ტრიში კი ტყვეთ აუყვანია და ტელეპორტირება გაუკეთებიათ ვერგენში, მაგის შემდეგ კვდება სედრიკი და კიდე ორი მისია იხსნება, ან იორვეთის მხარე უნდა აირჩიო ან კიდე ვერნარ როუჩის, იძახიან უფრო სწორი გზა ვერნარ როუჩის მხარის დაჭერა არისო, ამიტომ მე ჯერ იორვეთით დახურვა დავაპირე პირველ ზახოდზე, საკმაოთ დიდი სხვაობა ყოფილა კვესტებში და უმრავლესობა იგროკი ორივე მხარით ხურავს თურმე მაგ თამაშს ყველაფერი რომ უფრო გასაგები იყოს სიუჟეტში, რომ მივაკითხე იორვეთს ტყეში და შევთავაზე ჩემი დახმარება მაგის შემდეგ ტყვეების გასანთავისუფლებლათ გავემართეთ ქალაქის პორტში და ბლომათ ქალაქის ცველები გავაგორეთ შტურმის დროს, ბოლოს ლორედო რომ გაქცეულიყო დაჭერილი ელფები ერთ სახლში შეყარა და ცეცხლი წაუკიდა, ან ლორედოს უნდა გაეკიდო ან კიდე ეგენი გადაარჩინო, მე გადარჩენა ვამჯობინე და რომ დავიხსენი სამი ელფი გადმოვხტით ცეცხლიან შენობიდან ლორედომ კი მოასწრო ქალაქიდან გაქცევა, მაინც ქცეყნის მოღალატეთ აღიარეს და მანდ ვეღარ დაბრუნდებოდა, დანდელიონი და ზოლტანიც წაყვნენ ვიჩერს იორვეთის შაიკასთან ერთად დვორვების ქალაქში ვერგენში, მეორე ჩაპტერი საკმაოთ ეფექტურათ იწყება, მოკლეთ ყრილობა უნდა შედგეს სხვადასხვა მხარეების შედგება თუ არა ომი, თავიდან მეფე დევამენდის შვილის პრინცი სტანისის როლში ხარ და მოლაპარაკებაზე უნდა შეხვდე ჰენსელტს მოღალატე თავადებთან ერთად, სასკია კაკრაზ სტანისის მხარეზეა და მიყვება მაგ თათბირზე, მოკლეთ მოლაპარაკების ბოლოს ჩხუბი ატყდება და დაჭრიან სტენის, მაგ დროს გერარტი და მისი შაიკაც გამოჩნდება იორვეთით და ზოლტანით, მანდ ჯადოქარი ფილიპა ბუს ობრაზით გამოგვეცხადება რომელიც wraith ბრიდავს, ეგ ვრაითები ერთი მონახის დაბრედვის შემდეგ გამოჩნდენ, ანუ ვინც მოვკდა მაგ ბრძოლაში ყველა ცოცხლდებოდა და ჩვენ გვიტევდა, მანდ რამდენიმე ადგილას დრაუგრები ეძრობა და მაგათი დაბრედვის მაგივრათ (მაგ ადგილას დასეივება არ შეიძლება) სამი ვედმა ვრაითი უნდა დაბრიდო რაღაცა ამულეტივით რომ აქვთ შექმნილი რაც აცოცხლებს დრაუგრებს, ეგრე გაცილებით უფრო ადვილია დარკზე მაგ ადგილის გასვლა, ისე სულ მბრიდავდა დრაუგრი, ბოლოს კი დვორვების ქალაქ ვერგენამდეც მივედით, ნისლი ჩამოწვა და ბრძოლა აღარ შედგა დროებით ფეოდალებს და სასკიის და სტანისის მომხრეებს შორის, დაჭრილი სტანისიც მანდ მივიყვანეთ რომელსაც სასკია მიათრევდა, იორვეთიც დაგვეხმარა მანდ, მაგის შემდეგ ქალაქი დავათვალიერე ნაწილობრივ და მერე ტრაქტირშიც შევიხედე, ისევ გაეძრო ბათქის,კამათლის და მკლავჭიდის საიდმისიები და დავიწყე ნელ-ნელა მაგეების დახურვა, ჯერ მარტო ბათქის ტურნირი მოვიგე, სამი მოწინააღმდეგე უნდა დაამარცხო და მერე ვიღაც თავადი გაეძრობა და მაგიც უნდა გალახო და დასრულდება ეგ მისია, ეგ ბოლო პერსონაჟი ვიღაცა ცნობილი პერსონაჟის ძმა ყოფილა და მაგარი გაუტყდება რომ დამარცხდება და ვიჩერს დაემუქრება სამაგიეროს გადაგიხდიო, დავიწყე ქალაქის სახლების და სუნდუკების დაცარიელება, ეგ ბლომათ ორენებს მაძლევს ნაქურდალს რომ ვყიდი მერე ვაჭრებთან, ხო რამდენიმე ნახაზიც ვიყიდე ინგრედიენტების დასამზადებლათ და ხოშიანი 36 ორენიანი არმორი დავამზადე რომელსაც კაირანის ტყავი ჭირდება და ბლომათ hardened lether და robust cloth დამზადება უნდა (ისე მარტო მაგის ნახევარი მქონდა მოგროვილი ინვენტორში გზაზე მანამდე), მაგის გასაკეთებელ დიაგრამებს მეორე ჩაპტერში ბაზარში ყიდის დამწყები მაგი ფელიცია კორი, ეგეთივე დონის არმორი რომ იყიდო ვაჭართან მეორე ჩაპტერში კარგი 1700 ორანამდე ჯდება, ეგ შენ გაძლევენ მარტო 34 ორანს გაყიდვას თუ დააპირებ, სამი ენჰანსმეტის დამატებაც შეიძლება და მქონდა კაკრაზ მანდ მოგროვებული უკვე სამი ცალი ენჰანსმენბტი და ეგენი ჩავაშენე, ხმალი ეგეთი კარგი არა მაქვს ჯერ, 25 ორანიანი Superb ვიჩერის ვერცხლის ხმალი მაქვს, რომელიც 600 ორანამდე ჯდება მგონი რომ იყიდო ვაჭართან, მაგის შემდეგ თათბირზე მივედი, მოკლეთ სასკიას უნდა ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება სადაც ელფები,დვორვები და ადამიანები თანაბარი უფლებებით იარსებებენ და რასიზმს აღარ ექნება ადგილი, სხვა თავადებს კი ეგ არ აწყობთ და ომით ემუქრებიან, იორვეთი სასკიას მხარეზეა თუმცა თავიდან სხვები წინააღმდეგები არიან მაგისი, მაგრამ ბოლოს ყველა დათანხმდება, მანდ დვორვები, ანაჯყებული ადამიანები და ელფები არიან სასკიას მხარეზე რომელიც პრინც სტანის უჭერს მხარს, თუმცა შეკრების ბოლოს სადღეგრძელოს რომ სვამენ სასკიას მოწამლავენ თავის ჭიკას რომ მოსვამს, ჯადოქარი ფილიპა ვიჩერს დაავალებს ანტიდოტის პოვნას, სრაზუ რამდენიმე მისია უნდა შეასრულოს ვიჩერმა სასკიას განსაკურნათ, მანამდე რამდენიმე პერსონაჟის ნახვას შესთავაზებს ფილიპა ვიჩერს მაგ ქალაქში, ჯერ ზოლტანს მივაკითხე და მანდ დახმარება შემომთავაზა სხვა დვორვებთან ერთად შახტის მისიის დასახურათ რომელსაც  Subterranean Life ქვია, მოკლეთ შახტასთან გელოდება ზოლტანა და მისი შაიკა, თუმცა ჯერ არ დამიწყია ეგ მისია და ქალაქის მთლიანათ მოვლა გადავწყვიტე და კიდე რამდენიმე საიდმისიის აღება, კონტრაქტები დასკაზე 5 ცალი კი იყო მაგრამ გახსნით ერთი იხსნება ავტომატურათ, დანარჩენი 4 პადსკაზკასავით ეწერა და ქალაქის სხვადასხვა პერსონაჟები იძლევიან მოგვიანებით, ანუ ეგ ბაგი არ ყოფილა, თავიდან შეცდომა მეგონა და გუგლში დავიწყე ძებნა მაგ ბაგის შესახებ თუმცა ყველაფერი სწორი ყოფილა, ასე 8 ახალი წიგნი კიდე ვიყიდე ფელიცია კორისგან, ჯადოქარი ფილიპა მაგარი ლამაზი ნაშაა ისე და არც სასკიაა უშნო ვიდის, სრაზუ რამდენიმე ახალი მონსტრის კონტრაქტი ეძრობა, ჰარპიები უნდა დაბრიდო და ჰარპიების დედოფალი კიდე, ეგ მისია ვატყობ საკმაოთ რთული დასახური იქნება, კიდე რამდენიმე საინტერესო საიდკვესტია იორვეთის მხარეზე როცა ხურავ მეორე ჩაპტერს, ჩამოვუვლი ნელ-ნელა სუყველას, ისე კი ჯამში 10-მდე კვესტი მაქვს დასახური უკვე მეორე ჩაპტერში, რამდენიმე ძველი კვესტი გრძელდება მეორეშიც + ახლებიც დაემატა კიდე 6-7 ცალი სულ მცირე, ასნავნოი 10 კვესტიც არის სადღაც კიდე, ანუ საკმაოთ ბევრი მისიები გამოდის, თუმცა თამასში სულ სამი ჩაპტერია და მგონი მესამე უფრო მოკლე ყოფილა გაცილებით დასახურათ, ჯერ ქალაქიც არ მომივლია და ყველა მთავარ პერსონაჟს არც დავლაპარაკებივარ, ასე 1200 ორენამდე კიდე დამრჩა თუმცა ყველა სახლები ჯერ არ გამომიცარიელებია და გამიყიდია მერე ვაჭრებთან მოპარული იარაღები, ლოლ ფერები ძალიან აჭრელებულია მეორე ჩაპტერში, ყვითელ-წითელ  ფერებშია ყველაფერი და არ გავს სხვა იგრებს, ფილტრებია სტრანნი გამოყენებული, სახის ანიმაციები საკმაოთ კარგია მეორე ვიჩერშიც, მესამეს ვერ შეედრება თუმცა სხვა ახალ რპჯ-ზე ბევრათ ცუდი არაა, სტატერინგი ფაქტიურათ არა აქვს, მარტო კატსცენებზე იგრძნობა პატარა სტატერინგი მომენტებში მაგრამ თვალებს არ ღლის, ახლო სცენებში პიქსელაცია არ იგრძნობა, ანუ ტექსტურები ნორმალური გაფართოვებისაა პს ვერსიაში მაქსიმალურ ნასტროიკებზე, ფილიპასაც უნდა დაველაპარაკო, მემგონი კიდე რაღაც კვესტები მაქვს ასაღები ქალაქში, მე კიდე ცოტა დავწერე ლოლ იმდენი რაღაცეები მოხდა გუშინ პირველ და მეორე ჩაპტერში, დიალოგებიც დობრათ იყო, ალბათ მეორე ჩაპტერშიც იქნება სიყვარულის სცენები, ახალ-ახალი პერსონაჟები და მონსტრებიც გაეძრო ლოგში წიგნების წაკითხვის შემდეგ და ახალი კატსცენების ნახვის, ხო უკვე ბოლომდე გავანვითარე ვიჩერის გზა და ეხლა ხმლის ხმარების გზას ვანვითარებ, მანდ საინტერესო ნავიკები ეძრობა და მთლიანათ შეგიძლია მაგ გზის ათვისება, ჯამში მგონი 30 ლეველამდე ადის, თუმცა ბოლო პაჩით არ ვიცი Enhanced ვერსია Dark სიძნელეზე სადამდე ვნითარდება, არის რაღაც მოდის რომლის შემდეგაც მგონი ყველაფრის გახსნა მოსულა მაგრამ ეგრე უკვე მთლათ მარტივი დასახური იქნება ალბათ და არ დამიმატებია, აი კვესტების სიაც რაც გაიხსნა უკვე და ჩემი პერსონაჟი მეორე ჩაპტერში:

dbanBWh.png

pCYxmQO.png

B1m8C6i.png

ELKIdw8.png

 

Link to comment
Share on other sites

გუშინ კიდე წავუთამაშე, იმდენი აღარ მითამაშია თუმცა დავიწყე უკვე მისიების დახურვა, ჯერ ფილიპას დაველაპარაკე და კიდე გავიგე რაღაცეები მისიებთან დაკავშირებით, მოკლეთ ტრიშის ადგილმდებარეობა შეიძლება ერთმა ლოთმა იცოდეს ტრაქტირში რომელსაც დაუნახია თუ როგორ ჩამოვარდნილა ციდათ რიჟა ქალი, კიდე ქალაქის უფროსს დაველაპარაკე და მიამბო ომის შესახებ და სად შეიძლება ორი 3 წლის უკანდელი ომის ნივთის პოვნა რაც ფილიპას ჭირდება ჯადოს მოსახსნელათ ვრაითები რომ გააქროს ქალაქგარეთ, მაგის გარეშე ომის დაწყება არ გამოვა, რაღაც ნანგრევები ყოფილა ქალაქთან ტყეში და მანდ უნდა გავემგზავრო ორი ნივთის საპოვნელათ, მანამდე ზოლტანთან და დვორვეფთან ერთად შახტებში გავემართეთ, კარგი ეფექტური მისია იყო, რაღაც რედკი მცენარე უნდა მოეკრიფა ვიჩერს, სულ კეტის ელიქსის ვსვამდი, ისე არაფერი არ ჩანდა, ბლომათ მონსტრები დავბრიდეთ, rotfiend ქვია მაგ მონსტრებს მიწისქვეშეთში რომ ბინადრობენ, კიდე ერთი საიდკვესტი გაეძრო, მოკლეთ შახტიორებს რაღაცა გაუხსნიათ საიდანაც მოსნტრები გამოდიოდნენ და მაგის განადგურება მთხოვა ქალაქის უფროსმა შახტების ასამუშავებლათ, სამ ადგილას გრეიპშოტის ბომბები უნდა დაუდო რომ ჩაანგრიო გამოქვაბულები, მე მარტო ერთი ბომბა მქონდა და დანარჩენი ჩემით დავამზადე, მედიტაციის დროს ელიქსირებში ხდება მაგის დამზადება, თვითონ მისიის პადსკაზკაში ცუდათაა გადმოთარგმნილი და ბეეჰაივი ქვია მგონი, ფუტკრის სკა თუ რაღაც ეგეთი, მკვდარ შახტიორ დვორვებს ნახულობ კიდე მაპით და პადსკაზკებით, ბოლოს ბლომათ  rotfiend და დიდი მონსტრი bullvore ეძრობა, მაგეების დაბრედვის შემდეგ იღებ იმორეტელს და მეტი არაფერი გესაქმება მაგ შახტებში, თუმცა რაღაც კარგი ხმალი კიდე ყოფილა და ეგ გამომრჩა, დღეს უნდა ვიპოვო Robust Sword of Dol Blathanna  ქვია და საკმაოთ დიდ ურონს აყენებს მოწინააღმდეგეს თუმცა სულ რაღაც 408 ორენი ღირს მგონი რომ იყიდო ვაჭართან, გაყიდვით კი 35 ორენათ იყიდება, იგივე ვიჩერის სუპერპ ხმალი 25 ორენი ღირს თუმცა 605 ორენათ შეიძლება იყიდო, თუმცა ეგ ახალი ხმალი უფრო დიდ ურონს აყენებს და ალბათ მაგას გამოვიყენებ მეორე იარაღათ, ეხლა 22 ორენიანი ხმალი მქონდა 2 ცალი ენჰანსმენტით superb cuttlass, თუმცა ბოლოს სუპერბ ვიჩერის ვერცხლის ხმალს ვიყენებდი ხოლმე სულ, ხო კამათლის და მკლავჭიდის ტურნისაც ვაგრძელებ, კიდე თითო-თითო მოწინააღმდეგე მყავს დასამარცხებელი და ეგ საიდმისიებიც დაიხურება, ისე საკმაოთ ბევრი დრო დაჭირდა შახტაში ხეტიალს და მაინც გამომრჩა ის ხმალი, იმედია მეორეჯერ ჩასვლაც შეიძლება ამჯერათ დვორვების გარეშე

Link to comment
Share on other sites

გუშინაც ვიჯერე მეორე ვიჩერის თამაშით თავი, მოკლეთ ვიპოვე ის ხმალი, არ გამიღია უბრალოთ ეგ კარები და მაგიტომ ვერ ვნახე თავდაპირველათ ეგ ხმალი, თუმცა მეორე ჩასვლაზე მონსტრები აღარ შემხვედრია საერთოდ, მონსტებთან საბრძოლველათ მაინც ვიჩერის სუპერბ ხმალის ხმარება ჯობია, მაგის შემდეგ პრინც სტანისსაც დაველაპარაკე მაგრამ ვერ მოვასწარი გამომეკითხა სისხლის შესახებ, გამომამგდო ლოლ რაღაცა კითხვა რომ დავუსვი, რატომნღაც მგონია რომ მიქარული აქვს მაგ სტანისას და ორმაგ თამაშს ეწევა, არაა გამორიცხული მაგის ხელიც ერიოს სასკიას მოწამვლაში, მაგის შემდეგ გამოვედი ქალაქიდან და მდინარესთან აჩერედნოი კილერების შაიკა დამხვდა, ამჯერათ სამი ელფი და ერთი დვორვი მელოდებოდა და ჩემი დაბრედვა უნდოდათ, მაგრამ გავაგორე სუყველა, მერე გადავლახე მდინარე და ბლომათ გარპიები გაეძვრნენ, ფრთიანი მონსტრები, თუმცა გარპიების კონტრაქტი ცოტა მოგვიანებით უნდა შეასრულო მგონი, მანდ ხაფანგების დაგების დროს არაფერი მომხდარა, კონტრაქტის მიხედვით კი 7 ბუდე უნდა გაუნადგურო ხარპიებს, მანდ რაღაც ამულეტიც ვიპოვე ზევით გარპიების დაბრედვის შემდეგ, მაგის შემდეგ ჩამოვხტი და რაღაც ნანგრევებში მუმიების გაჩხრიკვა დავიწყე, ბლომათ ვრაითები დავბრიდე, გაცილებით ადვილათ კვდებიან უკვე ვიჩერის სუპერბ ხმალით და ენჰანსმეტით, რაღაც საწამლავსაც ვუსვამდი ხმალს ვრაითებს რომ უფრო ადვილათ ბრიდავს, მაგას ვიჩერით აკეთებ თუ გაქვს საჭირო ინგრედიენტები მოგროვილი გზაში, ერთ-ერთ მუმიაში ახლათ შეფუთული კაცის გვამი ვიპოვე, ვიღაცას მოუკლია, ეგ With Flickering Heart მისიიდანაა, მანდ ვიჩერი დანდელიონის პოემის ნაგლეჯს იპოვის და მაგ მუმიების გასაჩხრიკათ surgical tools ყიდვაა საჭირო ფელიცია კორისთან ბაზარში, საკუბასის ხელი ურევიაო ვითომ ვიჩერმა დენდელიონს რომ უამბო ეგ ყველაფერი და დენდელიონის პოემები ყვარებია მაგ მონსტრს და ღამით დენდელიონი უნდა წაიყვანოს რომ შეიტყუოს მონსტრი მოსაკლავათ, ბოლოს ვიღაც მოჩვენება გაეძრო და მანამდე თუ ქალაქის უფროსთან გქონდა ნალაპარაკი ეგ ინფორმაცია გიშველიდა მაგ მოჩვენების დაბრედვის გარეშე მოტყუებაში, Death Symbolized კვესტისთვის გჭირდებოდა რაღაც სიმბოლო ბრძოლის ველიდან და კარგი ხმალიც მომცა ბოლოს სწორათ რომ გავეცი კითხვებზე პასუხი, თუმცა რამდენიმე სეივი მაინც დამჭირდა, ყველაფერი აღარ მახსოვდა ზუსტათ მაინც, ხმალი აქამდე რაც მქონდა ყველაზე ძლიერი ურონითაა Sword of the Dun Banner რომელიც 45 ორენათ შეგიძლია გაყიდო, თუმცა ყიდვით კარგი 1100 ორენი ჯდება ლოლ, ენჰანსმენტებიც დავამატე სამი და მაგას გამოვიყენებ ჰუმანოიდებთან ბრძოლაში, მონსტრებზე სილვერ სვორდი მაინც უფრო ეფექტურია, ხო კიდე რაღაც ინფოები გავაძრე The wild hunt. შესახებ რომელიც სესილმა მომიყვა ჰადოქარი ფილიპას სახლში რომ მაგის პამოშნიკია, ტრიშის კვალსაც მივაგენი ტრაქტირში ერთმა ლოთმა მიამბო თუ როგორ ჩამოვარდა ციდან და მერე ტროლმა მოიპარა და მაგ ადგილას უნდა წავიდე მოგვიანებით მაგ კვესტის გასაგრძელებლათ, მკლავჭიდის და კამათლის საიდმისიები კი დავხურე უკვე მაგ ქალაქში, ხო ფილიპას მივუტანე მაგიური ტალისმანი რომ ვიპოვე ტყეში მაგრამ ეგ არ გამოდგებაო და ეხლა გარპიების ბუნაგში გამაგზავნა უფრო ძლიერი მაგიური პრიბორის საპოვნელათ, ალბათ გარპიების კონტრაქტიც მანდ უნდა სრულდებოდეს, მახეები უნდა დაუგო მგონი და მერე ბუდეებიც ნადგურდება მაგ მახიანათ რომ მიფრინავენ ზევით, მანდ ალბათ hatred Symbolized კვესტის დეტალიც იქნება წესით, სხვა ადგილი აღარ დარჩა მემგონი და მაგიტომ, ხოშიანი შინაარსი აქვს ჩახლართული და მოულოდნელი პავაროტებით და ეკშენიც დობრათაა მაგ თამასში, მთლათ მოკლე თამაში არ ყოფილა ყველაფერს თუ დახურავ რაც კი შეგხვდება საიდმისიებიდან და მითუმეტეს დარკზე და იორვეთის და ვერნანრ როუჩის მხარეზეც, ანუ ორჯერ გაივლი მეორე და მესამე ჩაპტერებს, Royal Blood მისია ალბათ სასკიას განკურნების შემდეგ გაგრძელდება თორე ეხლა სტენისი აღარ მელაპარაკება და მაგდებს რომ ვიწყებ საუბარს

Link to comment
Share on other sites

გუშინაც საინტერესო იგრავოი სესია მქონდა, მოკლეთ ეხლა მეორე მიმართულებით გავემართე ქალაქგარეთ, 1100 ორენიანი ხმალი დავიტოვე და კარგ ურონს აყენებს უკვე ჰუმანოიდებს, გზაზე ელფი ქალი დამხვდა რომელიც დამიხსნია პირველი ჩაპტერის ბოლოს დაწვისგან და კარგი ეროტიკული სცენაც აიწია ლოლ, მაგის შემდეგ მაგ ქალმა გასაღები მომცა რომელიც გზას ამცირებდა, დავიწყე გარპიების კონტრაქტის შესრულებაც, ოთხი ბუდე გავანადგურე უკვე, ხო მანდ კიდე ერთი ქოხი იყო სადაც სტრანნი ვაჭრობა მიდიოდა გარპიების ბუმბულების, კაცმა ვაჭარმა გარპიების ბუმბულებში ფული გადამიხადა და მერე კიდე 60 ბუმბულის პოვნა დამავალა და ვაგროვებ კაკრაზ ეხლა, ჯერ 17 მაქვს მგონი მოგროვილი და დანარჩენი გარპიების მეორე პარტიაში იქნება უკვე ალბათ, მაგ ლოკაციაში ჯერ ვერ ვხდები, გზაზე მკვდარი ელფებიც ვიპოვე და რაღაც კარგი საპოგები დავითრიე, გარპიების დაბრედვის შემდეგ გავემართე უკვე ტრიში რომ მოიპარა მაგ ტროლის მოსაძებნათ, მაგ მისიაზე დავწექი სიცილით ისეთი ღადავი დიალოგები გაეძრო დამახინჯებული ინგლისურით, რომ ვიპოვე კაცი ტროლი ელფების სუპს ხარშავდა ლოლ ხახვთან ერთად და შემომთავაზა მიირთვიო, მერე მოვაყოლინე დაწვრილებით თუ რა მოხდა, თურმე ტრიში და ლეთო ტელეპორტით ჩამოვარდნილან ციდან და ლეტოს გაუგრძელებია გზა ტრიშს კი ფეხი უტკენია და ტროლს წაუყვანია თავის ბუნაგში, მაგაზე ტროლის ცოლი გაბრაზებულა, უეჭვიანია ტრიშის გამო და წასულა სახლიდან, თან ტრიშის შარფი წაუღია რომელიც ფილიპას უნდა მიუტანო რომ იპოვოს ტრიშის ლოკაცია მაგიით, ტრიში კი მოგვიანებით გაპარულა ტროლის ბუნაგიდან და სადაა ვერ მითხრა ტროლმა, მაგის შემდეგ წავედი დენდელიონის შესახვედრათ ღამით ქალი დემონი საკუბასის შესახვედრათ, რამდენიმე ვრაითიც მივაბრიდე მაგ ლოკაციაში, დენდალიონი ყავდა გამოჭერილი რომ ჩავედი მაგის სახლში, მოკლეთ აღმოჩნდა რომ თურმე ის ხალხი დემონს კი არა და თვითონ ელფ ელიას დაუბრედია, რომელიც მაგ დემონი ქალის საყვარელი ყოფილა და არ მოსწონდა რომ სხვა კაცებთანაც ქონდა ურთიერთობა, მერე ისევ ელიასთან წავედი და დავაბრალე ეგ ყველაფერი, მაგის შემდეგ იორვეთსაც ვუამბე თავისი პამოშნიკის ამბავი და რაღაც ხმლის ნაგლეჯი რომ იპოვე მანამდე მოკლუკ ელფთან ეგ უნდა მიცე, რომ დაბრუნდება იტყვის რომ გაიქცაო ელიასი ქალაქიდან და ისევ საკუბასთან გავემგზავრე და მანდ დამხვდა და დამეძგერა ეგრევე და გავაგორე კიდეც, მაგიას იყენებ და ადვილათ იბრიდება საკმაოთ, მერე რომ ჩავედი ყველაფერი ვუამბე იმ ქალს და მანდაც კარგი წერაობა წავიდა ლოლ, მერე კი ჯავშანიც მაჩუქა თუმცა კაირანის ჯავშანის დონის არ ყოფილა და ეგეც გავყიდე, კაირანის ჯავშანი სხვათაშორის 1500 ორენამდე ჯდება ვაჭარს რომ მიყიდი და მერე ნახავ ფასს, მაგის შემდეგ უკვე ტროლის ცოლის საპოვნელათ გავემართე, ბევრი გარპიები დავბრიდე კიდე გზაზე, ბოლოს ვიღაც ნაიომნიკებს ყავდათ დაჭერილი და დამაყარეს განთავისუფლება რომ მოვთხოვე მაგ ტროლის, რამდენიმე რომ გავაგორე მერე დანებდა უფროსი და ვურჩიე დვორვების ქალაქში წასულიყვნენ და დანებებულიყვნენ ქალაქის უფროსს სიცოცხლის შენარცუნება თუ უნდოდათ ვრაითებისგან, მე კი ტროლთან ერთად მეორე ტროლთან მივედი და როცა გაგიჭირდება დამიძახე და მოვალო შენ დასახმარებლათ, ის შარფიც მომცა ტრიშის და ფილიპას მივუცუნცულე ქალაქში, მაგის შემდეგ წავედი სესილ ბარდონთან და მოვთხოვე გაეხსნა მეორე კარები სადაც გარპიების დიდი ბუდე იყო, რაღაც კომპრომატი ქონდა ფილიპას მაგის სიზმრიდან და დავემუქრე რომ ვეტყოდი ქალაქში და მარტო მაგის შემდეგ გამიღო კარები, კიდე ერთი კვესტი გაიხსნა ახალი, ეხლა გარპიების დედოფალი უნდა დაბრიდო კიდე და სესილი ფულს გადაგიხდის, ხო ამასობაში სტანისის დასჯას აპირებენ გლეხები, ვითომ სასკიას მოწამვლაში დებენ ბრალს და ჩამოხჩობას მოითხოვენ, მანამდე უნდა მიხვიდე და სისხლი გამოართვა მგონი სასკაის განკურნებისთვის, Royal Blood მისიას ვგულისხმობ, თუმცა ჯერ Hunting Magic კვესტი გავაგრძელე მეორე ჯადოსნური პრედმეტი რომ უნდა იპოვო და მანდ გარპიებსაც მოვუღებ ბოლოს, სრაზუ სამი საიდმისია დაიხურება გარპიების, უკვე 19 ლეველზე ვარ ისე ასული, ისე მგონი ჯადოქარი სილე როუჩის და მისი კამანდის მხარეზეა თუმცა ფილიპას გონია რომ ჯერ კიდევ მაგას უჭერს მხარს

Link to comment
Share on other sites

16 minutes ago, George said:

გუშინაც საინტერესო იგრავოი სესია მქონდა, მოკლეთ ეხლა მეორე მიმართულებით გავემართე ქალაქგარეთ, 1100 ორენიანი ხმალი დავიტოვე და კარგ ურონს აყენებს უკვე ჰუმანოიდებს, გზაზე ელფი ქალი დამხვდა რომელიც დამიხსნია პირველი ჩაპტერის ბოლოს დაწვისგან და კარგი ეროტიკული სცენაც აიწია ლოლ, მაგის შემდეგ მაგ ქალმა გასაღები მომცა რომელიც გზას ამცირებდა, დავიწყე გარპიების კონტრაქტის შესრულებაც, ოთხი ბუდე გავანადგურე უკვე, ხო მანდ კიდე ერთი ქოხი იყო სადაც სტრანნი ვაჭრობა მიდიოდა გარპიების ბუმბულების, კაცმა ვაჭარმა გარპიების ბუმბულებში ფული გადამიხადა და მერე კიდე 60 ბუმბულის პოვნა დამავალა და ვაგროვებ კაკრაზ ეხლა, ჯერ 17 მაქვს მგონი მოგროვილი და დანარჩენი გარპიების მეორე პარტიაში იქნება უკვე ალბათ, მაგ ლოკაციაში ჯერ ვერ ვხდები, გზაზე მკვდარი ელფებიც ვიპოვე და რაღაც კარგი საპოგები დავითრიე, გარპიების დაბრედვის შემდეგ გავემართე უკვე ტრიში რომ მოიპარა მაგ ტროლის მოსაძებნათ, მაგ მისიაზე დავწექი სიცილით ისეთი ღადავი დიალოგები გაეძრო დამახინჯებული ინგლისურით, რომ ვიპოვე კაცი ტროლი ელფების სუპს ხარშავდა ლოლ ხახვთან ერთად და შემომთავაზა მიირთვიო, მერე მოვაყოლინე დაწვრილებით თუ რა მოხდა, თურმე ტრიში და ლეთო ტელეპორტით ჩამოვარდნილან ციდან და ლეტოს გაუგრძელებია გზა ტრიშს კი ფეხი უტკენია და ტროლს წაუყვანია თავის ბუნაგში, მაგაზე ტროლის ცოლი გაბრაზებულა, უეჭვიანია ტრიშის გამო და წასულა სახლიდან, თან ტრიშის შარფი წაუღია რომელიც ფილიპას უნდა მიუტანო რომ იპოვოს ტრიშის ლოკაცია მაგიით, ტრიში კი მოგვიანებით გაპარულა ტროლის ბუნაგიდან და სადაა ვერ მითხრა ტროლმა, მაგის შემდეგ წავედი დენდელიონის შესახვედრათ ღამით ქალი დემონი საკუბასის შესახვედრათ, რამდენიმე ვრაითიც მივაბრიდე მაგ ლოკაციაში, დენდალიონი ყავდა გამოჭერილი რომ ჩავედი მაგის სახლში, მოკლეთ აღმოჩნდა რომ თურმე ის ხალხი დემონს კი არა და თვითონ ელფ ელიას დაუბრედია, რომელიც მაგ დემონი ქალის საყვარელი ყოფილა და არ მოსწონდა რომ სხვა კაცებთანაც ქონდა ურთიერთობა, მერე ისევ ელიასთან წავედი და დავაბრალე ეგ ყველაფერი, მაგის შემდეგ იორვეთსაც ვუამბე თავისი პამოშნიკის ამბავი და რაღაც ხმლის ნაგლეჯი რომ იპოვე მანამდე მოკლუკ ელფთან ეგ უნდა მიცე, რომ დაბრუნდება იტყვის რომ გაიქცაო ელიასი ქალაქიდან და ისევ საკუბასთან გავემგზავრე და მანდ დამხვდა და დამეძგერა ეგრევე და გავაგორე კიდეც, მაგიას იყენებ და ადვილათ იბრიდება საკმაოთ, მერე რომ ჩავედი ყველაფერი ვუამბე იმ ქალს და მანდაც კარგი წერაობა წავიდა ლოლ, მერე კი ჯავშანიც მაჩუქა თუმცა კაირანის ჯავშანის დონის არ ყოფილა და ეგეც გავყიდე, კაირანის ჯავშანი სხვათაშორის 1500 ორენამდე ჯდება ვაჭარს რომ მიყიდი და მერე ნახავ ფასს, მაგის შემდეგ უკვე ტროლის ცოლის საპოვნელათ გავემართე, ბევრი გარპიები დავბრიდე კიდე გზაზე, ბოლოს ვიღაც ნაიომნიკებს ყავდათ დაჭერილი და დამაყარეს განთავისუფლება რომ მოვთხოვე მაგ ტროლის, რამდენიმე რომ გავაგორე მერე დანებდა უფროსი და ვურჩიე დვორვების ქალაქში წასულიყვნენ და დანებებულიყვნენ ქალაქის უფროსს სიცოცხლის შენარცუნება თუ უნდოდათ ვრაითებისგან, მე კი ტროლთან ერთად მეორე ტროლთან მივედი და როცა გაგიჭირდება დამიძახე და მოვალო შენ დასახმარებლათ, ის შარფიც მომცა ტრიშის და ფილიპას მივუცუნცულე ქალაქში, მაგის შემდეგ წავედი სესილ ბარდონთან და მოვთხოვე გაეხსნა მეორე კარები სადაც გარპიების დიდი ბუდე იყო, რაღაც კომპრომატი ქონდა ფილიპას მაგის სიზმრიდან და დავემუქრე რომ ვეტყოდი ქალაქში და მარტო მაგის შემდეგ გამიღო კარები, კიდე ერთი კვესტი გაიხსნა ახალი, ეხლა გარპიების დედოფალი უნდა დაბრიდო კიდე და სესილი ფულს გადაგიხდის, ხო ამასობაში სტანისის დასჯას აპირებენ გლეხები, ვითომ სასკიას მოწამვლაში დებენ ბრალს და ჩამოხჩობას მოითხოვენ, მანამდე უნდა მიხვიდე და სისხლი გამოართვა მგონი სასკაის განკურნებისთვის, Royal Blood მისიას ვგულისხმობ, თუმცა ჯერ Hunting Magic კვესტი გავაგრძელე მეორე ჯადოსნური პრედმეტი რომ უნდა იპოვო და მანდ გარპიებსაც მოვუღებ ბოლოს, სრაზუ სამი საიდმისია დაიხურება გარპიების, უკვე 19 ლეველზე ვარ ისე ასული, ისე მგონი ჯადოქარი სილე როუჩის და მისი კამანდის მხარეზეა თუმცა ფილიპას გონია რომ ჯერ კიდევ მაგას უჭერს მხარს

სურათებსაც თუ დადებ ხოლმე კარგი იქნება მკითხველებისთვის.

Link to comment
Share on other sites

სულ მავიწყდება ხოლმე დასკრინვები ისე ვარ გართული თამაშით და მერე უკვე ფილმის ყურების თავი ძლივს მაქვს ხოლმე თამაშის შემდეგ, აი ეხლა ამ ადგილზე ვარ გაჩერებული:

gATz6IZ.png

8idtIwQ.png

RRHJHsX.png

LnW1hD4.png

AsepMaa.png

 

Link to comment
Share on other sites

გუშინაც დობრათ ვითამაშე, არანაკლებათ საინტერესო მისიები იყო გუშინაც, მოკლეთ წავედი ჰარპიების დედოფლის დასაბრედათ, კარები რომ გავაღე გამოქვაბულშიც კი ჩამოდიოდნენ ციდან გარპიების, კარგი 30-მდე გარპია დავბრიდე, უფრო ძლიერი გარპიები იყო მანდ და ბოლოს დედოფალიც მივაბრიდე, მოკლეთ რაღ კრისტალები უნდა მოაგროვო რომელშიც სიზმრებია ადამიეანების შენახული, მერე რაღაც ჩასადებია და მანდ დებ და ნახულობს სხვის სიზმრებს, რომ შევაგროვე ოთხი ეგეთი ფერადი კრისტალი მერე ოთხივე სიზმარი ვნახე, მაგ ადგილას გამოვიდა გარპიების დედოფალი და კიდე 6-7 გარპია და ავითესე და შორიდან დავუწყე ბომბების სროლა და სათითაოთ დავბრიდე მაგიით მერე, ისე შანსი არ გქონდა პირდაპირ რომ დაგეყარა, მაგის შემდეგ იმ ტიპთან დავბრუნდი გარპიების ბუმბულები რომ დამავალა და კიდე 60 ბუმბული მივეცი, ყველაზე პრიკოლი მომენტი ბოლოს იყო, მერე ისევ მთხოვა კიდე 8 ბუმბული მომიტანეოა და დაეჭვდა უკვე ვიჩერი თუ რეალურათ რისთვის ჭირდებოდა მაგ კაცს მაგდენი ბუმბულები, მერე უნდა წახვიდე და ხელახლა რომ მოხვალ მაგარი ღადავი სცენა დაგხვდება, იმ ტიპს გაუხდია და სულ ბუმბულებში იყო, თურმე ბუმბულების ფეტიში ქონია და მაგისთვის ჭირდებოდა მაგდენი ბუმბული, ეგრე იხურება ეგ საიდმისია, ეგეთი კომიკური მომენტები დობრათაა მაგ თამასში, დვორვებიც მაგარი პრიკოლისტი ტიპები არიან, ანუ ქართულათ იგივე ჯუჯები, ხო ერთ-ერთი სიზმრის ნახვის შემდეგ კიდე ერთი საინტერესო მისია ეძრობა, დაკარგული ქალაქის წინა დურგალი უნდა იპოვო რომელიც რამდენიმე წლის უკან გაუჭინარდა და ეხლა მაგის შეგირდი თორაკია ქალაქის დურგალი, რომ მივედი მოვთხოვე მაგის ყოფილი მასტერის ბალტიმორის სახლის გასაღები, რომ შევედი უნდა შეანგრიო აარდის sign კედელი და შიგნით რაღაც ნახაზები იქნება, მაგის შემდეგ ისევ ქალაქგარეთ უნდა წახვიდე და სუნდუკს გახსნი სადაც აჩერედნოი პადსკაზკა იქნება, მერე ვიბოდიალე იმ ლოკაციაში სადაც მანამდე ტროლის ცოლი ვიპოვე და მანდ ერთ-ერთ შესახვევში ჩაძირული გემის ნანგრევები აღმოვაჩინე, მანდ იხურება კიდე ერთი მისია The Mystic River სუნდუკში ექსპედიციაში რომ გამყიდველი მაგი იყო მაგის დაკლადი ვნახე და მისია ალბათ მესამე ჩაპტერში დასრულდება, მანდვე სეკრეტნი კარებია ბალახებში მოთავსებული და რომ გავაღე თორაკი ვნახე თავის პამოშნიკებთან ერთად, მთხოვა სუნდუკში რა დოკუმენტებიც იქნება მე წავიღებო და ფულს მიხდიდა, რომ უარი ვუთხარი დამაყარეს და საკმაოთ რთულია სამი კაცის ადვილათ გაგორება, გაქცევაც არ შეგიძლია დიდათ შორს, მაგრამ მაინც გავგუდე რამდენიმე პაპიტკის შემდეგ, საინები უნდა იხმარო აარდის ხშირათ, რომ გავხსენი სუნდუკი აღმოჩნდა რომ ბალტიმორი თავის შეგირდს თორაკს გაუგორებია და თვითონ გამხდარა მერე ქალაქის დურგალი, ხოშიანი 1800 ორენიანი (90 ღირს თუ გაყიდი ვაჭართან) ხმალი იყო აი ესეთი :

468px-Unique-gwyhyr.jpg

სამი ენჰასმეტი დავამატე და ხოშიან ურონს აკეთებს უკვე ჰუმანოიდებზე, 26 ორენიანი ვერცხლის ხმალიც ვიშოვე გარპიების დედოფალი რომ დავბრიდე და ეგ ყველაფერი სესილს ვუამბე მერე:

468px-Unique-harpy.jpg

ეხლა სუპერბ ვიჩერის სვორდის მაგივრათ მაგას ვხმარობ ხოლმე სულ, თუმცა მინიმალური განსხვავებაა ურონში, უბრალოთ გარპიებს გაცილებით ადვილათ ბრიდავს მაგითი უკვე, გარპიების კონტრაქტიც დაიხურა, უკვე 23 ლეველზე ვარ ისე, მაგის შემდეგ The Walls Have Ears გავაგრძელე, სტანისას დაჭერა და ჩამოხრჩობა უნდათ გლეხებს, ვითომ სასკიას მოწამვლაში დებენ ბრალს, თუმცა მე გლეხები,თავადები და დანდალიონი და ზოლტანა დავკითხე და ეგ მისია არ დაიხურა, ბოლოს დაიჭირეს სტანისა და ციხეში ჩასვეს, სასკიას უნდა გამოეტანა პრიგავორი და არ დაიხურა ეგ მისია, თურმე მარტო გლეხებს უნდა დაელაპარაკო და მერე სესილი უნდა გამოგეკითხა და მარტო მაგ შემთხვევაში შეიძლებოდა მაგ მისიის ბოლომდე დახურვა და სტანისას დახსნა, ეხლა კი ვერც სისხლს თრეულობ Royal Blood მისიისთვის და სტანისაც ჩასვეს ციხეში, მაგის შემდეგ ფილიპასთან მივედი და იპოვა ტრიშის ადგილმდებარეობა, ვითომ სილესთან ერთად არისო ნისლის მეორე მხარეს, ვრაითებით სავსე ლოკაცია უნდა გაიარო, რაღაც რადარივით აქვს ფილიპას და დაგეხმარებიო მაგითი რომ უფრო ადვილათ შეიძლებოდეს მაგ ადგილებში სიარული, ხო ისე სასკიას მოწამვლაში თორაკის გაკეთებული ვერცხლის ჭიქა ყოფილა დამნაშავე და მღვდელი რომელიც დაიღუპა ბრძოლის დროს მოლაპარაკება რომ ჩაიშალა, ამიტომ რომ ვერ შეაგროვა წესიარათ ვიჩერმა ულიკები სტანისა დაატყვევეს თუმცა არ ჩამოუხრჩვიათ და მისიაც არ დაიხურა, ეხლა ტრისი უნდა ვიპოვო, დანარჩენი მისიები უკვე დავხურე ყველა რაც იხურებოდა ვერგენში ამ ეტაპზე, დანარჩენი ალბათ მაგ მისიის შემდეგ გაგრძელდება ან უკვე მესამე ჩაპტერში, ლოლ კარგი ჩახლართული სერიალივითაა მეორე ვიჩერის სიუჟეტი, დიალოგებიც ბლომათაა ისე, სკაირიმზე არანაკლები რაოდენობის, კატსცენებითაც აჭრელებულია თამაში, მოსაბეზრებელი მისიები არაა ფაქტიურათ თამასში

Link to comment
Share on other sites

სქაირიმიც ძალიან მიყვარს და ვიჩერიც, მაგრამ არჩევანის გაკეთება თუ მიწევს ვიჩერი მირჩევნია მაინც. უფრო ვიჩერის ფანი ვარ. ისე ამ მეორე ნაწილში პოლიტიკა ბლომადაა ჩადებული. უფრო პოლიტიკურ თემაზეა და მონსტრებზე ნაკლებადაა გამახვილებული ყურადღება. მესამეში დაუბრუნეს ვიჩერს ისევ მისთვის შესაფერისი თემა - მონსტრები, რაც ძალიან გამიხარდა. ორივე შედევრია და კარგია, მაგრამ მესამე მაინც ჩემი აზრით ჯობია ისტორიით და კვესტებით. ისე ორივე დახურული მაქვს. ეს ერთი 4-ჯერ მექნება მგონი დახურული. როცა იორვეტით ხურავ და მერე როშეთი, საერთოდ სხვა მისიებია და სხვანაირი ჩანს თამაში. ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დახურო ორივენაირად თუ ვიჩერის ფანი ხარ. მესამე მარტო ერთხელ დავხურე, ამაზე ბევრად დიდია. ზოგი ისეთი კვესტი აქვს, ცრემლი მომადგა თვალზე იმდენად ემოციური მომენტები იყო, მაგალითად ბარონის კვესტზე. ის ადონიც მივახურე Hearts of Stone, რომ გამოვიდა და რაც მივეცი ფული, ერთ ცენტსაც არ ვნანობ. ძალიან მაგარი იყო. ეხლა მეორე ადონს ველოდები, მგონი ზაფხულში გამოვა. როგორც კი გამოვა გადმოიწერება ჩემთან ავტომატურად სთიმზე. ხო, Hearts of Stone-ის საუნდტრეკი მომეწონა ძალიან, თუმცა სამწუხაროდ არ მოყვა გადმოსაწერად ასნავნოი საუნდტრეკებისგან განსხვავებით. ისე მართლა კარგ ვიდზე დგას მეორე ნაწილი თუნდაც დღევანდელ დღეს. ფერები აქვს სასწაული, არ ვიცი რა ფილტრები აქვთ გამოყენებული. მესამეში ამინდებიც ძალიან მაგრადაა გაკეთებული და კიდევ დამატებითი ეფექტები აქვს მაგალითად chromatic abberation, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ვიჩერის ყველა ნაწილს 10/10-ს დავუწერდი. პირველიც თავის დროზე მაღალი დონის იყო, ეხლა რა თქმა უნდა აღარ ითამაშება. Skyrim-ს 9/10-ს დავუწერდი. თან Bethesda დიდად არ მიყვარს, მაგათი თამაშები და თვითონაც რაღაცნაირი კომპანიაა, არც პასუხს გაგცემენ და კიდიათ მომხმარებლების აზრები, CD project-ისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის გპასუხობს. ზოგი შეიძლება არ აქცევდეს ამას ყურადღებას, მაგრამ მე ვაქცევ. თამაშს როცა ყიდულობ და რამე პრობლემა აქვს და დეველოპერი არც კი გცემს პასუხეს, ტეხავს. თან Bethesda-ს თამაშები გრაფიკაში ყოველთვის მოიკოჭლებენ. გადავუხვიე თემას... მოკლედ შედევრი თამაშია ვიჩერები, ეხლა Tomb Raider-ს ვხურავ ხელმეორედ და რომ მოვრჩები მერე ალბათ დავიწყებ მეც Witcher 2-ს ისევ, ისე მომენატრა და მერე Witcher 3-საც. ალბათ მაგ დროისთვის გამოვა კიდეც ის ადონი.

Link to comment
Share on other sites

გუშინაც წავუთამაშე რამდენიმე საათი, მოკლეთ რომ გავედი ქალაქგარეთ ფილიპა ისევ ბუს ობრაზით გამიძღვა ბრძოლის ველზე წინ მკვდრებს რომ არ მოვეკალი, მომენტებში დრაუგრი ეძრობოდა მაგრამ შენ მარტო ვრაითები უნდა დაგებრიდა და ისევ აგრძელებდი მერე გზას, მერე ორი ვარიანტი გაქვს მეფე ჰენსელტის ბანაკში მისვლის, მე ბარდელის გზა ავირჩიე, ხუთი ახალი შლუხა გაეძრო კიდე, სადღაც 100-150 ორენამდე ღირდა თითო, მაგარს ვღადაობ მაგ ეროტიკულ სცენებზე ლოლ, პიქსელებშია სულ ვიჩერის შრამები, დეტალიზაცია აკლია მაგ კატსცენებში, ხო მანდ ვერნარ როუჩი შეხვდება ვიჩერს და დაეხმარება, მაგასაც უნდა ტრიშის პოვნა და მეფის მკვლელის მოძებნა, ვიჩერი რაღაც პატარა სტატუეტკას იპოვის რომელიც მოგვიანებით ტრიში აღმოჩნდება ლოლ დაპატარავებული, ხო მანდ ბლომათ მონსტრები იყო და დავბრიდე სუყველა, დიდი ობობაც მოვკალი ანახრიდი, ტუნელში დიდი გოლემი იქნება კიდე და რომ დავბრიდე კარგი რაღაცეები ვიპოვე ორენების გარდა, კაირანის არმორი Armor of Ban Ard ჩავანაცვლე, პირველი 1450 ორენი ღირს და ეგ მეორე მგონი 1565, ანუ უფრო ძლიერია, 1800 ორენიანი ხმალიც დავითრიე, Gwyhyr, ძლიერი ხელთათმანებიც გაეძრო და ჩექმები, ეგ გოლემი გაშეშების sign იბრიდება ადვილათ, ვაშეშებდი ცოტახნით და ვურტყამდი ხმალს, მერე კიდე და ცოტა დროს მოიგებ და ისევ იმეორებ მერე მაგას და კვდება ადვილათ, ბოლოს დაიჭერენ ვიჩერს და მანდ გაიგებს რომ ტრიში იმ სტატუეტკაში ყოფილა მოთავსებული, ვიჩერი კი უნდა დაბრიდონ და ისევ ვერნარ როუჩი მომეხმარა, მერე ჰენსელტის მთავარი მაგი უნდა დავამარცხოთ რამდენიმე რიცართან ერთად, ფიტც-ოსტერლეინი ქვია მაგ მაგს, მაგას რომ გააგორებ ისევ ვერნარ როუჩი შეგთავაზებს დახმარებას, მეფე ჰენსელტის პალატაში მოსახვედრათ როუჩმა ჯარისკაცების ყურადღება სხვა რაღაცაზე უნდა გადაიტანოს ვიჩერი კი უნდა გაძვრეს უკნიდან, ბოლოს ორ ჯარისკაცსაც გაიტყუებ და შედიხარ მეფის პალატკაში, ჰენსელტი დათანხმდება სისხლის მოცემას იმიტომ რომ მაგ წყევლის მოხსნის გარეშე ვერ იწყებს ომს, მაგითი სრულდება მეორე ჩაპტერში Where is Triss Merigold, მერე ისევ ფილიპასთან უნდა მიხვიდე და ბუ წაგიყვანს უკან, მაგის შემდეგ ქალაქში უნდა დაელაპარაკო ისევ ფილიპას და უკვე შეიძლება სასკიას განკურნება მოგროვილი ინგრედიენტებით, მაგის შემდეგ ვიჩერი ისევ უნდა წავიდეს ბრძოლის ველზე და უკვე თვითონ უნდა შეებრძოლოს მოჩვენებებს, A Matter of Life and Death იხურება, ისე კიდე ერთი კვესტი არ დაიხურა რატომღაც ბოლომდე Suspect: Thorak საიდკვესტი, თუმცა The Walls Have Ears. პონტში მანდაც ბევრი არაფერი არ ხდება და არც რამე სპეცზმანებს თრეულობ მაგ კვესტების დახურვით, მაგის შემდეგ ერთი საერთო მისია იწყება რომელსაც როუჩითაც ხურავ და იორვეთის გზითაც, The Eternal Battle ქვია, მოკლეთ ჯერ რამდენიმე მვკდარი მეომარი უნდა დაბრიდო, მერე დრაუგს შეებრძოლები რომელიც ნახევარი ურონის შემდეგ გნებდება, თუმცა მაგის შემდეგ დიდი უზარმაზარი დრაუგრების გენერალი ეძრობა, აი მაგის დამარცხება ფაქტიურათ შეუძლებელია დარკზე პირდაპირი ბრძოლით, ეგრევე გაგორებს sign თუ არ იხმარე, ორი დარტყმით მკლავდა ფაქტიურათ, მოკლეთ მაგასაც როგორც ლეთოსთან ბრძოლის დროს Yrden ესვრი და სირდება რამდენიმე წამი, შენ კი უნდა დააყარო უკნიდან, წინიდან თუ დაუშენ ფარი აქვს აფარებული და ბლოკავს და არაფერი აკლდება, ორი თუ სამი იორდენის სროლაც საკმარისი იქნება, სანამ ადგება წინასწარ უკვე შემდეგი იორდენი უნდა დადო და რომ გამოივლის ისევ რეტიანდება, მაგის დაბრედვის შემდეგ ეგ მისიაც იხურება, შენ კი რომ იღვიძებ ფილიპა კარგ ვერცხლის ხმალს Negotiator გაძლევს:

468px-Unique-negotiator.jpg

 

მანამდე სულ რაღაც 26 ორენიანი ვერცხლის ხმალი მქონდა ისე, ეგ ბოლო მისია დღეს დავხურე და მერე შუქიც ჩაქვრა, ფორუმიც არ მუშაობდა დილით და მაშინ წავუთამაშე კაკრაზ, დღეს კიდე ვითამაშებ ცოტათი, მთავრდება უკვე მალე მგონი მეორე ჩაპტერიც, როუჩითაც დავხურავ ხელმეორეთ მეორე და მესამე ჩაპტერებს და მაგ სეივს გადავიტან მესამეში კაკრაზ, ხო გაიგებს ვიჩერი კიდე ლეთოზე ახალ ინფორმაციას თავის სიზმარში, მოკლეთ ლეთოსთან ერთად კიდე ორი მეფის მკვლელი გეხმარებოდა Wild hunt-ში და როგორც ჩანს მანდ დაკარგავს ვიჩერი მახსოვრობას, თუმცა ბევრი რამე უკვე გაახსენდა, ეხლა მაგარი ბრძოლა უნდა დაიწყოს წყევლის მოხსნის შემდეგ ნისლი რომ აღარ უშლით ხელს და ჩავუჯდები კაკრაზ, ჯერ დურგლებსაც მოვინახულებ, რადავლს გავყიდი და შეიძლება რამე ზმანის გაკეთებაც შეიძლება უფრო კარგის თუმცა მეეჭვება, დრაუგრის ტრაფეიც მაქვს და მაგას გავიკეთებ, მანამდე კაირანის trophy მქონდა. ეგეც აძლიერებს ზაშიტას და რაღაც ნავიკებს გიმატებს, პირველი ჩემთვის 85% იგრა იყო, როგორც ობლივიონი და მესამე გოთიკა, მეორესაც მაგდენს ვუწერდი თავიდან მაგრამ ეხლა ცოტა მეტს იმსახურებს, მე არ მომწონს დიდათ ისე ეგეთი ტიპის ფერები, კონსოლის ვერსიაზე ეგეთი ფერები არ ქონია თურმე, სკაირიმი ცოტა სხვა პონტია, ბევრი რაღაცით განსხვავდება ეგ ორი რპჯ, დატვიკვის შემდეგ ისიც საკმაოთ კარგ ვიდზე მოვიყვანე, მეც ორივე მომეწონა თუმცა ის უფრო მომეწონა და 90% დავუწერე, სიუჟეტი და გეიმპლეი ამას უფრო კარგი აქვს, თუმცა ის რაღაცნაირათ უფრო ჩამთრევი იყო, ალბათ იმიტომ რომ არა ამქვეყნიური მისიები ქონდა სტრანნი კანცოვკებით

Link to comment
Share on other sites

გუშინ კიდე წავუთამაშე ერთი ორი საათი სადღაც, Vergen Besieged ასნავნოი მისიას ჩავუჯექი, წყევლის მოხსნის შემდეგ ჰანსლელტის არმია თავს დაესხა ვერგენს და მთელი ქალაქი საომრათ ემზადება, ზოლტანას ხვდები და იწყება აბარონაც, დობრათ ჯარისკაცები და რიცარები მოვინელე მაგ მისიაში ლოლ, საზიზღარი კაკავასია იყო ქალაქში და თავების ჩეხვა, 29 ლეველზე ვარ უკვე და მთლათ ადვილი გახდა ახალი ზმანებით მეტოქეების დაბრიდვა, ორ-სამ უდარში ვაძრობდი უკვე სულს და ნავიკებიც დახვეწილი მაქვს თან ჩმლით ჩხუბის, მანდ რამდენიმე მეტოქის დაბრედვის შემდეგ ლავა უნდა გადაასხა და ბლომათ ხალხი დაიბუგება, თუმცა მერე მაგი აგვიფეთქებს ხის კარებს და მოგვიწევს უკან დახევა, მერე კიბეებს მოადგამენ და მანდ უბედური ბრძოლა არტდება, ერთი 20 კაცი მაინც ავჩეხე ალბათ, კარგი 30-მდე კაცი ამოვიდა მგონი კედელზე, ორი პატოკი იყო და მანდ ახალი ნავიკები მაგარი გამომადგა, ისე გამაგორებდენ მალე დარკზე, დროებით რომ მოვიგერიეთ ატაკები საკსიამ დაუძახა ვიჩერს და მიწისქვეშა პრახოდის შემოწმებაში თხოვა დახმარება, რომ წავედით მართლა დაგვხდა ოთხი რიცარი მაგ პრახოდთან, მანდ ცოტა რთული დასახური იყო დარკ სიძნელეზე, არ სეივდება დიდი ხანი და მაგიტომ, თან პატარა ოთახია და შორს ვერ გაიქცევი თავის დასაცავათ, ეგრევე უნდა დაბრიდო ოთხივე რიცარი თორე მერე გაგაგორებენ უკნიდან თუ დაგაყარეს, მაგის შემდეგ კიდე ოთხი კაცი უნდა გააგორო, ბოლოს კი ჯადოქარი გაეძრობა ძლიერი ჯარისკაცებთან ერთად რომელიც დაჭრის ვიჩერს, მანდ მოულოდნელათ გავნითარდა მოვლენებდი, სასკია დრაკონათ გადაიქცევა და უშველის ვიჩერს და ჩამოანგრევს პრახოდს თუმცა ჯადოქარი ტელეპორტირებას მოასწრებს, მერე მოუყვება სასკია რომ ძლიერი დრაკონი ყოფილა რომელსაც ადამიანის ობლიკის მიღებაც შეუძლია, თუმცა ადამიანებს არ ერჩის და ტირანიის დამხობა სურს და ყველა რასების გაერთიანება, მაგრამ ეგ სეკრეტი რომ გაიგოთ აღარავინ დაუჭერდა მხარს და ამიტომ დამალა ეგ ყველაფერი, მაგის შემდეგ რაღაც მონსტრებიც მივაბრიდე სიბნელეში და დავბრუნდით უკან, მეტი აღარ მითამაშია, მაგ მისიის დახურვის შემდეგ წესით უკვე მესამე ჩაპტერიც უნდა დაიწყოს ის კი უფრო მოკლე ყოფილა მგონი, მეორე და პირველი ჩაპტერები საკმაოთ დიდხნას იხურება ისე დარკზე ყველაფერს თუ შეასრულებ საიდმისიების ჩათვლით, დღეს გავაგრძელებ კიდე, მემგონი არც ისე ბევრია უკვე სათამაშო, 29 ლეველზე ვარ და მგონი სულ 30 ლეველამდე შეიძლება განვითარება, ლოლ ისე ზოლტანა რა როჟაა, მაგარი ღადო პერსონაჟია და დანდელიონიც 

Link to comment
Share on other sites

ჯორჯ, მარტო სიუჟეტი რამდენ საათი გრძელდება დამატებითი მისიების გარეშე ანუ?

Link to comment
Share on other sites

ალბათ დაახლოებით მესამედი იქნება მარტო ასნავნოი სიუჟეტი, 30 საათამდე სადღაც საშვალოთ ალბათ მარტო იორვეთის ან როუჩის გზით თუ ხურავ ერთ-ერთით ხარდზე, დარკზე მეტიც, მედიუმ სეიძნელეზე 20-25 საათი, უბრალოთ ზოგი საიდმისია იმდენათ საინტერესოა რომ შეიძლება ასნავნოი მისიაშიც აგერიოს და არ გამოტოვო, არის სტანდარტული საიდმისიებიც, იგივე მონსტრების კონტრაქტები,ბათქის,კამათლის და მკლავჭიდის ტურნირები, ან ვიღაცა რაღაცის პოვნას დაგავალებს სიტყვაზე, საკმაოთ დიდი ასნავნოი კვესტებია ისე და სიძნელეზეა დამოკიდებული რამდენათ მალე დახურავ, თან დობრათ კატსცენებია და ეგენი თუ არ გამოტოვე მთლათ მოკლე დასახური რპჯ აღარ გამოდის, ორივე მხრით თუ ხურავ დარკზე საშვალო ხანგძლივობის რპჯ, პატარა ნამდვილათ არაა, მე უფრო მოკლე მეგონა, თუმცა ბევრი ბევრ რაღაცას ტოვებს და ისე ხურავს და თან სტანდარტულ სიძნელეზე და ეგრე უფრო ცოტა დრო ჭირდება უკვე, ანუ ფილმივით მიდის რასაც ვერ ვიტან იგრებში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მოკლეთ დავხურე ყოველმხრივ რანაირადაც შეიძლებოდა, ჯერ როჩე ს გზით წავედი გავედი ბოლომდე ოღონდ ფინალური მისიები არ მითამაშია მერე გავაგძელე იორვეთის მისიიდან და იქაც ბოლომდე გავიარე, ოღონდ საიდ ქვესტებმა და მთლიანად არჩეულმა გზამ და სიუჟეტის განვითარებამ, იორვეთის ნაწილმა უფრო მომხიბლა. მაგრამ იორვეთის მხარე ბოლომდე დავხურე ბოლომდე გამოვწურე თამაში საიდქვესტებით და ასე შემდეგ, სკილების ბოლომდე გახსნამდე ცოტა დამაკლდა და მერე ჩეთით მოვიმატე ბოლო მისიისთვის უბრალოდ ძალიან ბევრი თამაში მიწევდა და მინდოდა დამესრულებინა, პირადად ჩემთან იორვეთის გზა უფრო მოსაწონი გამოდგა ვიდრე როჩეს, დაჟე კინგსლეიერიც გაუშვი რაღაც მიზეზების გამო, მოკლეთ იდეალურ რპჯ იმდე ცოტა აკლია მე ძალიან მომეწონა, და მგონი კარგი დასასრული იორვეთის მხრიდან მქონდა  რავი გემოვნებაზეა ეგ ვინ ვის უფრო ემხრობა თამაშში და ვისმიმართ გაქვს სიმპატიები

Link to comment
Share on other sites

მე უბრალოთ ზოგადათ არა ოპენ ვორლდ რპჯ იგრები ისე ძალიან არ მომწონს, შეიძლება მაგიტომ დავაკელი რამდენიმე % ამას და წინა ნაწილს, ალბათ მესამე ამაზე მეტათ მომეწონება, მიყვარს უბრალოთ უაზროთ აქეთ-იქით ხეტიალი და ენვირომენტის დათვალიერება დიდი მაპებით და ბუნებაც ასწორებს ხოლმე, ეგ ამ ნაწილს თითქმის არ გააჩნია, მომენტებში ჩემთვის ცოტა მოსაბეზრებელიც კი ხდებოდა ჩაკეტილი სამყარო რომ ქონდა, ისე მეც არაფერს ვუჩივი მთლიან ჯამში, საკმაოთ კარგი რპჯ ჩანს თუმცა შედევრათ არ ვთვლი ნამდვილათ

Link to comment
Share on other sites

6 hours ago, George said:

მე უბრალოთ ზოგადათ არა ოპენ ვორლდ რპჯ იგრები ისე ძალიან არ მომწონს, შეიძლება მაგიტომ დავაკელი რამდენიმე % ამას და წინა ნაწილს, ალბათ მესამე ამაზე მეტათ მომეწონება, მიყვარს უბრალოთ უაზროთ აქეთ-იქით ხეტიალი და ენვირომენტის დათვალიერება დიდი მაპებით და ბუნებაც ასწორებს ხოლმე, ეგ ამ ნაწილს თითქმის არ გააჩნია, მომენტებში ჩემთვის ცოტა მოსაბეზრებელიც კი ხდებოდა ჩაკეტილი სამყარო რომ ქონდა, ისე მეც არაფერს ვუჩივი მთლიან ჯამში, საკმაოთ კარგი რპჯ ჩანს თუმცა შედევრათ არ ვთვლი ნამდვილათ

 

6 hours ago, George said:

სწორედ მაგიტო აკლია ცოტა რომ არ გაძლევს შესაძლებოლობას მთლიან სამყაროში გადაადგილდე და ნახო ყველაფერი, დანარჩენი რაც RPG ჭირდება აქვს ამ თამაშს სიუჟეტის მთლიანი დამოკიდებულება შენზე, უამრავი საიდქვესთი უამრავი საიდუმლო მასალები და წიგნები პაზლ ამოცანები და საიდუმლოები, ასევე რაც RPG არ ახასიათებს შესანიშნავი კომბატ სისტემა და სკილების განვითარების ფაზა კრაფტინგი სასლელები და ასე შემდე და რაც ამ თამაშს იდეალურ RPG მდე აშორებს ესაა აბსოლიტური Open world ი ეს გამოსწორდა მესამეში ალბათ და მაგიტომაც აქვს ასეთი სასწაული გამოხმაურება მე არ მითამაშია ჯერ და ვერ შევაფასებ

Link to comment
Share on other sites

ორ დღიანი პერერივის შემდეგ წავუთამეშე გუშინ კიდე ერთი ორი საათი, რომ დავბრუნდი სასკიასთან ერთად ვერგენში, ზოლტანა უკვე გველოდებოდა, მეფის არმიას ბოლო ძალები მოუკრებია და ფინალური შტურმისთვის ემზადებოდა, მეფის მთავარმა მაგმა მაგიის დახმარებით შემოანგრია ქალაწის კარები და შემოიჭრა ბლომათ მეომარი, პირველი შტურმის მოგერიების შემდეგ ზოლტანამ გაფუჭებული კარების ჩაკეტვა შემომთავაზა და გავყევი დასახმარებლათ, ამასობაში უკვე რომ ვმარცხდებოდით იორვეთიც გამოჩნდა ელფი ისროსნებით და ბლომათ ჯარისკაცები გაგუდეს, ზოლტანამაც ჩაკეტა კარები და მეფე და მისი დარჩენილი ამალა ალყაში მოექცა და დანებება მოუწიათ, ჯადოქარი დეთმონდი კი ფილიპას მოთხოვნით სასკიამ მოაკვლევინა ტაპორით, მეფემაც დიდი კომპენსაცია უნდა გადაიხადოს მოლაპარაკების დროს და გაუშვეს ხელუხლებელი, მაგ ქალაქზეც უარი უნდა თქვას, სასკია კი მაგ მხარის მართველათ დანიშნეს, მაგის შემდეგ სტრანათ დატრიალდა მოვლენები, თურმე სასკია თვითონ ფილიპას მოუწამლია, განკურნების დროს კი დაასირა და ეხლა ყველაფერს აკეთებს რასაც ეუბნება ფილიპა, როგორც ჩანს მეორე ჯადოქარი სილეც მაგის მხარეზეა ვიჩერთან ერთად რომ ომობდა კაირანის დასამარცხებლათ პირველ ჩაპტერში, სასკია და ფილიპა გაუჩინარდენ ტელეპორტით სხვა ქალაქში, ვიჩერი და იორვეთი კი ულიკების საპოვნელათ ფილიპას აპარტამენტებში შევიდნენ, რაღაც წიგნი იპოვა მანდ ვიჩერმა სადაც ეწერა რომ Rose of Remembrance დამატება არ ჭირდებოდა განკურნების ელიქსირში, ეგ სპცეიალურათ დაუმატებია ფილიპას რომ დაემორჩილებინა დრაკონის ტვინი, ანუ იგივე mind control, ეგრე სრულდება მეორე ჩაპტერი და მესამე ჩაპტერი იწყება უკვე ლოკ მუინში, ზოლტანა და დანდელიონი ვერგენში რჩებიან საქმეების მოსაწესრიგებლათ ომის შემდეგ სასკიას სანამ მოიყვანდნე გონზე, იორვეთი და ვიჩერი კი მოლაპარაკებაზე წავიდნენ, მე კიდე მოკლეთ მოვყევი ეგ ყველაფერი ლამის 30 წუთიან კატსცენაში იყო მოთხრობილი, თავიდან ბლომათ გარპიები უნდა დაბრიდო გზაზე, მერე ქალაქის შესასვლელთან რიცარების ორდენს ნახავენ და იორვეთი ამჯობინებს ქალაქში ფარულათ შესვლას, ვიჩერს შეუძლია იორვეთს გაყვეს, შეუძლია სხვა გზით მოხვდეს ქალაქში, მე იორვეთს გავყევი გამოქვაბულში, მანდ დიდი ობობაც მივაბრიდეთ და პატარა მონსტრებიც ბლომათ მოვკალით, კიდე რაღაც ზმანები ვიპოვე, ვსიო ავედი 31 ლეველზე უკვე და მეტს აღარ ვნითარდები, თუმცა უკვე საკმაოთ კარგათ ბრძოლობს ვიჩერი დარკზე და დიდი ურონს აყენებს მოწინააღმდეგეს, ქალაქში რომ შევედით სამი გარგოილი გამოჩნდა და დაბრედვა მოგვიწია, კიდე რაღაც გალავალომკა გაეძრო, ეგ წესით რომელიღაცა მისიიდან იქნება რომელიც ჯერ არ მოუციათ მაგ ქალაქში, მოკლეთ ბევრი კომბინაციების შემდეგ გავხსენი ჩაკეტილი სუნდუკი და რაღაც კარგი საპოგების გაკეთების სქემა იყო და წიგნი უცხო ენაზე რომელიც ვიღაცამ უნდა გითარგმნოს ქალაქში, ეგ საინტერესო მისია ჩანს და რასაც ვუყურებ, საუკეთესო ზმანები თამასში მაგ მისიის დროს გეძლევა, უფრო სწორათ შენ შეგიძლია დურგალთან დაამზადებინო მაგარი ძვირიანი ზმანები რის სქემატიკებსაც სუნდუკებში იპოვი ალბათ, ეგეთი ჩაკეტილი სუნდუკები მემგონი კიდე უნდა იყოს მაგ ქალაქში, უბრალოთ ჯერ არავის დავლაპარაკებივარ და ალბათ მოგვიანებით მომცემენ კიდე რამდენიმე კვესტს სანამ ასნავნოი სიუჟეტს მორჩებოდე, წესით მესამე ჩაპტერი სამჯერ პატარა უნდა იყოს მეორე-პირველზე, დღეს ჩავუჯდები კიდე, საინტერესოთ ვნითარდება მოვნელები, ნეტა ფილიპა და ლეტო ერთად მუშაობენ თუ ცალ-ცალკე, ბოლომდე ჯერ მაინც არ ჩანს თუ რატომ კლავენ მეფეებს

Link to comment
Share on other sites

გავსკდი გუშინ მეორე ვიჩერის თამაშით, ჩავუჯექი მესამე ჩაპტერსაც, საკმაოთ დიდი ჩაპტერი ყოფილა, Enhanced ვერსიაში რამდენიმე მისია დაუმატებიათ კიდე მესამე ჩაპტერში, მათ შორის ერთი დიდი 3 საათიანი კვესტიც, ნუ მე დაახლოებით მაგდენი დრო მოვანდომე მაგის დახურვას დარკზე, მერე კიდე რამდენიმე კარები გააღო იორვეთმა და დაცვა დაგვხდა ქალაქში და არ უშვებდენ მაგის იქით უკვე, თან ფილიპა გაუსკვანჭიათ მეფის სტრაჟნიკებს და საბყრობილეშია დამწყხვდეული, იორვეთი წავიდა ფილიპას აპარტამენტების გასაჩხრეკათ რამე ულიკების მოსაძებნათ,  ვიჩერი კი საბყრობილეში უნდა შეიჭრას რამენაირათ ფილიპას რომ დაელაპარაკოს, ან ციხეში უნდა ჩაასმევინო ძალით თავი ან შეიპარო მისიწქვეშა ტუნელიდან, მანამდე დანგრეული ქალაქის დათვალიერებაც დავიწყე, გარპიები გაეძრო კიდე ბლომათ და მივაბრიდე, მაგის შემდეგ რაღაც პაბივით ქონდათ მოწყობილი ნანგრევებში, რომ შევედი ისევ ის სირიკო თავადი შემხვდა და ძალით დამიწყო ჩხუბი, რომ დავამარცხე მასე მთავრდება ეგ მისია, მეტი აღარაფერი უთქვამს და იდგა დაბეგვილი მაგ შენობაში, მანდ ისევ დაიწყო კამათლის ტურნირი, ოთხი კაცი დავამარცხე და მეხუთე შვა ქალაქში უნდა მოძებნო კიდე და მაგითი მთავრდება ეგ მისია, მანდაც არის რამდენიმე კონტრაქტი დასკაზე გაკრული, ნუ პირველ რიგში მკლავჭიდის საიდმისიაა, ჯერ რომ შევებრძოლე ეგრევე დავმარცხდი, თურმე რაღაც სოკოებს ჭამდა ეგ გრამილა რომელიც მაგის ჩხინკორა პამოშნიკმა მომყიდა ლოლ, მეორეჯერ მაგი დავლიე და უპრობლემოთ მოვუგე და იხურება მაგითი ეგ მისიაც, გარგოილების კონტრაქტიც უნდა შეასრულო, სამ ადგილას რაღაც ჯადო უნდა მოხსნა მგონი და კიდე ერთი ჯადო დამრჩა მოსახსნელი, მთლიანი ქალაქი ჯერ არ დამითვალიერებია, კიდეა ერთი ლოკაცია და ჯერ მაქამდე არ მივსულვარ, მაგის შემდეგ ვიღაცა მაგი შემხვდა და რაღაცა კარგი ხმალის გაკეთება შემთავაზა რომ ნახა ჩემი ნაპოვნი ძველი წიგნი, რაღაც ინგრედიენტები უნდა მიუტანო რომელიც მქონდა უკვე ნაპოვნი მანამდე და გიკეთებს მაგის შემდეგ მაგ ხმალს წიგნის რასშიფროვკის შემდეგ, 2300 ორენიანი ხმალი იყო Caerme ქვია, თუმცა მოგვიანებით მაგ თამაშის ყველაზე მაგარ 118 ორენიან ხმალს დავითრევ, ისე რამდენი ჯდება არ შემიმოწმებია რომ გაყიდო და მერე ყიდვა დააპირო ვაჭართან, მაგრამ 93 ორენზე მეტი ჯერ არცერთი არ ღირდა აქამდე რაც ვიპოვე, მაგის შემდეგ ისევ ის მეცნიერები შემხვდენ თავიდან რომ ფლოტსამში რაღაც ელიქსირის დატესტვა შემთავაზეს, ეხლა რაღაც ექსპედიციაში მონაწილეობა შემთავაზეს, რომ მივაკითხე ფილიპას ყოფილი ლუბოვნიკი და პამოშნიკი მოღალატე სინტია და ვიღაც მაგი იყო ადალბერტი, მოკლეთ მანდ უკვე რამდენიმე ვარიანტი გაქვს, ან უნდა დათანხმდე და დაეხმარო ან მიაკლა სუყველა და შენით დახურო ეგ მისია, პირველი ვარიანტი მთლიან ჯამში უფრო სწორი და ადვილიცაა, მანდ დობრათ მონსტრები იქნება შიგნით და ეგ ორი მაგი გეხმარება ბრძოლებში, მერე დობრათ გალავალომკებია შესასრულებელი ვიღაცა მაგის დატოვებული, სწორათ უნდა უპასუხო კითხვებს, ხო მაგ მისიას The Secrets of Loc Muinne ქვია როცა იორთვეთის მხარეზე ხურავ და მარტო  Enhanced Edition-შია, ხო ისე ლეველების აპგრეიდი 31 არ ჩაკეტილა, 33 ავედი უკვე, ალბათ 35-მდე შეიძლება განვითარება დარკზეც, ეგ მისია საკმაოთ დიდია ის ჯამში და რთულიც, არც ისე ადვილი შეკითხვბია, ბოლოს რაღაც ფრესკებია და სწორათ უნდა დააყენო სამი კაცი და მაშინ იღება კარები, მაგის შემდეგ კი სულ ბოლოს გოლემი ეძრობა მოლაპაკარე მაგ ადგილის მცველი რომელიც ცნობილმა მაგმა Dearhenna შექმნა და თავისი ზაპისების და გამოგონებების მცველათ დატოვა, კითხვები უნდა დაუსვა გოლებს და თუ არ გააბრაზებ და აუბნებ ბოლოს თავგზას ითიშება თავისით და დაბრედვა აღარაა საჭირო, მაგის შემდეგ სინტია რაღაც პრიბორს იპოვის რომელიც რა მოხვდა იმას აჩვენებს, თუ მოკლავ სინტიას და მეორე მაგს შეგეძლება სამჯერ მაგ პრიბორის გამოყენება, თუ მარტო მაგს გააგორებ რომელიც მერე აყვირდება სინტია რომ შეგთავაზებს ერთხელ მაგ პრიბორის გამოყენებას მაშინ სინტია შენ მხარეს დაიჭერს და ადვილათ დაამარცხებ იმ მეორეს, თუმცა პრიბორის გამოყენება მარტო ერთხელ შეგეძლება, მერე კიდე რაღაც საიდმისია გაეძრო წიგნზე და ეგ წიგნიც სინტიას დარჩა, ზატო სექსიც აიწია ბოლოს ლოლ ტავერნაში რომ შევხდი მაგ ნაშას და იხურება ეგ საიმდისიაც, თუმცა მაგ კოშკში კიდე ერთი ლოკაციაა სადაც ბლომათ ვრაითები და ვამპირებია, რომ დაბრიდავ მაგეებს ოთხი ანთებული კრისტალია და სწორათ უნდა ესროლო Sign, პირველი და მესამე საინი უნდა ისროლო დიაგონალზე და გაიღება ქვემოთა კარები, ბევრი დრო დამაკარგინა ისე სანამ მივხდებოდი მაგ თავსატეხს, პირველათ რომ გავდიოდი მეგონა ეგ სხვა მისიიდან იყო და არც კი მომისინჯია გაღება, მაგრამ მერე sign სროლა რომ დავუწყე ანთება დაიწყო სწორათ როცა ვესროლე და მაგითი მივხდი რომ ქვემოთა დაკეტილი კარები ეგრე იღებოდა, თან ჩანდა ნახვრეტებიდან რომ მაგის იქით იყო რაღაცა, მოკლეთ რომ შევედი Forgotten vran sword იდო რომელიც მანამდე ნაპოვნ მანუსკრიპტებში იყო ნახსენები, მაგარი ხმალია ისე, ძალიან დიდ ურონს აყენებს თუმცა სამი enhancment არ დამიმატებია ჯერ, აღარ დამრჩა ამ ეტაპზე აღარცერთი და არც ვაჭრებთან მიყიდია ახლები, მოკლეთ როგორც კი ეგ ხმალი ავიღე მაგის მცველი მონახი გამომეცხადა და მაგარი რთული დასაბრედია, მაგიას იყენებდა და რომ აყენებდი ურონს მერე ვრაითებს უშებდა რომლებიც ადვილათ გაძრობდენ სულს თუ გაუჩერდებოდი ახლო დისტანციაზე, თან რაღაცეებს ისვროდა და ფეთქდებოდი, მოკლეთ, ერთი საათი ალბათ დამჭირდა მაგის დასაბრიდათ დარკზე ეხლა გარგოილის კონტრაქტსაც დავხურავ და მერე უკვე ასნავნოი მისიებს დავუბრუნდები, მაგ ერთ მისიას კი კარგი 3 საათი უნდა თუ აზრზე არა ხარ რა უნდა ქნა თავსატეხების დროს, მონსტრებიც ბლომათ დავბრიდეთ თან გზაზე, ბოლოს ჯარისკაცებიც გავაგორეთ სხვა ფრაქციიდან ვისაც აგრეთვე უნდოდა მაგ პრიბორის  პოვნა, მე ისე ტრიშის მოგონება ვნახე, თუმცა 5 რაღაცის არჩევა შეიძლებოდა, საინტერესო ექსტრა მისია იყო ისე რომელიც ეროტიკული სცენით სრულკდება სწორათ თუ გააკეთებ ყველაფერს, ეგ მისია მარტო იორვეთის გზით როცა ხურავ მაშინაა სპეც ვერსიაში მესამე ჩაპტერში, ყველას ალბათ არც ექნება დახურული, მაგაზე მძლავრი ხმალი მგონი არაა მაგ თამასში, 4000 ორენამდე ჯდება, კიდე რაღაც კარგი ვერცხლის 1400 ორენიანი ხმალი დავითრიე Gynvael Aedd ქვია, მანამდე რაც მქონდა მაგას ჯობია ცოტათი ურონით, ეგეც იმ კოშკში ეგდო მკვდარ ელფს ქონდა რომ ვჩხრიკავდი

Link to comment
Share on other sites

წავუთამაშე გუშინ კიდე რამდენიმე საათი, მოკლეთ მაგ ელფების ძველი ქალაქის კიდე ერთი ადგილი დავათვალიერე, ეგ უკვე ბოლო ლოკაცია იყო მაგ ქალაქში, მანდ ბევრი ვაჭრებია თავმოყრილი და რამდენიმე ფოლსტადშიც იყო, ისე მეგონა რომ ექვსი სუნდუკი იყო გასახსნელი რაღაც სიმბოლოებს რომ ააქტიურებ სწორი კომბინაციით, თურმე 6 კომბინაცია ყოფილა და მარტო 3 სუნდუკი, მანამდე გარგოილების კონტრაქტიც დავხურე, ბოლოს 7 თუ 8 გარგოილი მივაბრიდე რაც საკმაოთ რთულია დარკ სიძნელეზე, ერთი 40 წუთი მაინც დამჭირდა მაგეების დასაბრიდათ, პირდაპირ დაბრდვა არ გამოვა, მაგრამ არეტიანებ და მერე ბრიდავ სათითაოთ, მანდ მესამე სუნდუკიც გავხსენი და მესამე ელფების სქემატიკაც ვიპოვე, ამჯერათ 50 ორენიანი (რაც დაახლოებით 1000 ორენია თუ იყიდი ეგეთივე დონის შარვალს) შარვალის გაკეთება შეგიძლია ვაჭართა და დავამზადებინე კიდეც, ეგეთივე დონის ელფების ფერჩატკები და ფეხსაცმელები მაქვს:

vvf1TAd.png

ისე ხმლის გამაძლიერებელი ენჰანსმენტები ვერ ვიპოვე მეტი და ეხლა ვფიქრობ რახან ეგ საუკეთესო ხმალია 2700 ორენით ვიყიდო სამი ენჰანსმენტი ვაჭართან, მაინც მთავრდება უკვე ეგ თამაში და მეეჭვება რამის ყიდვა დამჭირდეს კიდე ძვირიანის, თუ კიდე რამე გაეძრობა იმ მეორე ვერცხლის ხმალს ჩავუდგამ, თან არ ვიცი ეგ 1400 ორენიანი ხმალი საუკეთესოა თუ კიდე რამე უკეთესი უნდა გაეძროს, ეგ აღარ მიძებნია, ლოლ დამავიწყდა მეთქვა მაგ ლოკაციაში არიენა არ შემხვდა, პირველ ჩაპტერის ბოლოს რომ ცეცხლი წაუკიდა ციხესიმაგრეს და დარჩა, თურმე გასულა სეკრეტნი პრახოდით და ეხლა მეფეს თხოვა დახმარება თავისი დის საპოვნელათ, ნამდვილათ არ მეგონა რომ ეგ პერსონაჟი კიდე გაეძრობოდა, წვერებიანი ელფი ვაჭარი ქალია კიდე ღადო, ფული უნდა გადაუხადო რომ წვერები გაიკეთოს ოღონდ, ვსიო მეტი აღარაფერი დარჩა მაგ ქალაქში შესასრულებელი მგონი და ეხლა მიწისქვეშა კანალიზაციაში ჩავედი და ჩავუჯდები დღეს, სულ დამავიწყდა მაგის შესასვლელი სად იყო, ბევრი ვეძებე გუშინ კარები:

lWZ110q.png

ხო ისე თუ დაგიჭირეს მანამდე და ისე ჩაგაგდეს საბყრობილეში მგონი მერე ხმლებს ვეღარ იბრონებ რაც გქონდა თან დაჭერამდე, ამიტომ ეგ მეორე ხოდი ყველაზე გამართლებულია ყველაფრის შენარჩუნება თუ გსურს და ჩავუჯდები კაკრაზ მოგვიანებით, ისე ერთ 10 პერსონაჟს ველაპარაკე იმ ლოკაციაში, მანდაც ბევრი ხალხი იყო თავმოყრილი თუმცა მისიები აღარ ეძრობა ახალი მეტი, პოლიტიკაზე მიდიოდა უფრო საუბარი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.