Jump to content

The Witcher 2: Assassins of Kings (2011)


Recommended Posts

რატომ მოგწონთ ეს სერია ასე ძალიან არ ვიცი

 

ჩემთვის კარგია, მაგრამ სხვა ყველა ცნობილი რპგ რაც  გამოვიდა ბოლო წლებში უფრო მაღლა დგას

მაინც რომელი? მაინტერებს იქნება კაი რამე გამომრჩა. დრაგონ ეიჯი ჩავიწერე ეხლა მარა ვიჩერის მერე მუღამსაც ვეღარ ვუდებ დარკ სოულზეც ეგრე ვარ.

ჯობია ისევ მესამეს დაველოდო )

Link to comment
Share on other sites

გვერდითი მისიები რაც გამოვტოვე იმათ ვეღარ შევასრულებ? თავიდან დღიური არ მინახია სადაც მონიშვნა შეგიძლია რომელი გახვიდე და პირდაპირ მთავარ სიუჟეტს მივყვებოდი. მერე აღმოვაჩინე რო ძაან ბევრი პაბოჩნი მისია გამომიტოვებია და იმათ ვეღარ ვითამაშებ? კაცურად დაწერეთ რა 

Link to comment
Share on other sites

ეგ ორივე ბევრად უკეთესია :D

რატო ჯობია? :D

 

 

თუ მოგწონს ეს სტილი, dark souls არ უნდა გამოტოვო

ვაფშე სხვაგან არის დარქ სოულსი, ვიჩერი დავხურე 10ჯერ ჰარდზე და დარქ სოულსსზე ვიტანჯები

Link to comment
Share on other sites

არვიცი

 

ვიჩერის არც სთორი მომწონს, არც პერსონაჟები და დიალოგები საერთოდ არ ვარგა

ვერ მითრევს თავის სამყაროში

 

გერალტის თმა მომწონს მარტო :mad:

 

 

დავუშვათ დრაგონ ეიჯი რომ ავიღოთ სულ სხვა დონის დიალოგებია, ყოველი ხაზი გენიალურია

თან მაგრად გახმოვანებული

თითქმის ყველა პერსონაჟი მაგარია (პირველში, მეორე ნაგავია :D )

 

 

კარგია ვიჩერი, მაგრამ არვიცი, ვერ ჩამითრევს ისე როგორც სხვა კარგი რპგ

Link to comment
Share on other sites

გვერდითი მისიები რაც გამოვტოვე იმათ ვეღარ შევასრულებ? თავიდან დღიური არ მინახია სადაც მონიშვნა შეგიძლია რომელი გახვიდე და პირდაპირ მთავარ სიუჟეტს მივყვებოდი. მერე აღმოვაჩინე რო ძაან ბევრი პაბოჩნი მისია გამომიტოვებია და იმათ ვეღარ ვითამაშებ? კაცურად დაწერეთ რა 

Link to comment
Share on other sites

 

 

არ ვიცი ტავიდან დაიწყე  შენც თამაში )) სვა ტალანტით და სხვა განხრით წადი სულ სხვა სცენარი გაიჩითება მე ვაპირებ ცოტა ხანში )).პროსტა მგონი საიდ ქვესტებს რუკაზე არ განახებს სად რა უნდა ქნა

Link to comment
Share on other sites

მე ხმალს და მაგიას ვანვითარებდი ძირითადად ალხიმიას არ გავკარებივარ, ბარემ გავალ ბოლოში და მერე დავიწყებ თავიდან, მარა dark souls-იც მინდა და შეიძლება ეს აღარ ვითამაშო

Link to comment
Share on other sites

ვაფშე სხვაგან არის დარქ სოულსი, ვიჩერი დავხურე 10ჯერ ჰარდზე და დარქ სოულსსზე ვიტანჯები

განსხვავება არის თუმცა

ექშენ ერპეგეში ხო გადის ორივე. პირველი ვიჩერის კომბატი კარგი იყო, მეორეც მომეწონა მაგრამ დარკ სოულის თამაშის მერე ვცადე ვიჩერ2ის ახლიდან თამაში და ვერ ვითამაშე

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ეს მეც შევამჩნიე დიდი ხნის წინ თან მეორეს რო კომიქსები მოყვა იქ იყო და მაგრად გამისწორდა :D

Link to comment
Share on other sites

ხო enchanted edition ჩავიწერე GOG.com–ის ვერსია და მეჩვენება თუ კაი ვიდზე მთლიანად თამაში?გქონიათ გოგის გამოშვება?

Link to comment
Share on other sites

რავი ალბათ დაიქირავეს ვინმე ქართველი,მარა კრედიტებში არავინ წერია ქართული სახელით და გვარით,მამენტ შეიძლება გუგლ თრანსლეითით იჩალიჩეს,მაგრამ არამგონია

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

მაგარი თამაშია ძალიან ჩამითრია

ახლა იქ ვარ პრინცი რომ გასისხლეს royal blood რომ გჭირდება

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

დავაყენე გუშინ ეს თამაში და დავიწყებ დღეიდან ამის დახურვას, აი ეს ვერსია გადმოვწერე https://www.torrentday.com/details.php?id=409434 მგონი როგორც მესამე ნაწილს მაგ თამაშსაც არა აქვს საერთოდ ზაშიტა და ბოლო პაჩი უპრობლემოთ ყენდება მაგ ვერსიაზე, შეფასება დაახლოებით 90%+ აქვს მეორეს, მესამეს კი მგონი ლამის 95% ზევით, ჯამური შეფასება კი 94% ფარგლებში აქვს მეორეს და მესამეს ერთად, ეგ  oc.ru,3dnews,IGN,Gamespot ჯამური საშვალო აცენკებით რაც ძალზე მაღალი შეფასებაა ლუბოი თამაშისთვის, მეორე მაღალი დონის რპჯ ითვლება დღემდე, მესამე კი ლამის შედევრებში გადის ყველაფერს თუ მივიღებთ მხედველობაში და არა მარტო გეიმპლეის და სიუჟეტს, გრაფიკით დღესდღეობით მესამე ყველაზე მაგარ ვიდზეა გამოსული რპჯ-ან ალბათ პს-ზე, დაჟე მეორე ნაწილიც დღესაც კი საკმაოთ დასტოინათ გამოიყურება გრაფიკით dx9-ზე, 22გბ იწონის დაყენებულზე თამაში და ჯერ არც კი ჩამირთავს ისე კი ერთი 15 წუთი აყენებდა გუშინ, უბერსემპლინგის მაგივრათ ამ თამასშიც smaa ჩართვას ვაპირებ და რაზგონი მეეჭვება დაჭირდეს ჩემი კარტით საერთოდ Vsync on-ზე კი უნდა დაიჭიროს 60ფპს უპრობლემოთ მაქსიმალურ ნასტროიკებზე, რაღაცეები დავგუგლე და თურმე ორი ალტერნატიული გაგრძელება ქონია ამ ნაწილს რომელიც პირველი ეპიზოდის ბოლოს უნდა აირჩიო, ამიტომ მანდ უნდა დაასეივო ცალკე რომ მერე ხელახლა დახურო თამაში მეორე კანცოვკით, მაგ ენდინგებში საკმაოთ განსხვავებული მისიები ყოფილა და მარტო 4-5 მისია არისო ერთნაირი ტიპის, თვითონ თამაშს ძალზე დიდს ნამდვილათ ვერ დაარქმევ რპჯ სტანდარტებით და არც ოპენ ვორლდი არაა რომ ბევრი იბოდიალო ქალაქ-ქალაქ ამიტომ საკმაოთ მალე იხურება სხვერხძნელ სიძნელეზეც კი რომელიც Enhanced Editon მოყვება, რამდენიმე კვესტი და კატსცენა კიდეა დამატებული მაგ ვერსიაში და მაგის შემდეგ კიდე რამდენიმე პაჩიც გამოუშვიათ და დავპაჩავ სულ ბოლოზე დღეს ალბათ, იმედია ვინდოუს 10 არ გაახურებს და ხმაც კარგი ექნება ვილეტების გარეშე, მოკლეთ დღეს ჩავუჯდები უკვე და ვნახავ ერთი რა შეცვალეს პირველის შემდეგ, თუმცა პირველი ერთი 8 წლის უკან მექნება მგონი დახურული, ნუ 7 მაინც, რომ გამოვიდა 2008 წლის ოქტომბერში თითქმის ეგრევე დავხურე მახსოვს ნოუტბუკზე და მაგარსაც ჭედავდა მაგრამ მაინც 85% დავუწერე მახსოვს შეფასება, გოთიკა 3 და ობლივიონის დონის ნამდვილათ იყო პირველი სულ მცირე

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ დავტესტე დღეს ყველაფერი გრაფიკას რაც შეეხება, ლოლ ერთი ოთხი პაჩი გადმოწერა თვითონვე და 22.2გბ-ან 22.5გბ-მდე გაიზარდა თამაშის ზომა, როგორც ჩანს კიდე ბლომათ რაღაცეები დაუფიქსიათ მაგ სპეც ვერსიაშიც, ლამის 1.5 წლის შემდეგ გამოვიდა მაგ ვერსიის გამოსვლის შემდებ ბოლო პაჩი, კრეკის გარეშე უბერავს უპრობლემოთ, გრაფიკას რაც შეეხება უბერსემპლინგი მართლა სისულელეა, მოშნათ აგდებს ფპს და აბლურებს გამოსახულებას, თუმცა სხვა ნორმალური AA მაგ თამაშს არ გააჩნია, MLAA ქონია ingame AA სეტინგებიდან რასაც ურთავ, SSAO არ მომეწონა დიდათ და ავდექი და HBAO+ ჩავურთე ნვიდიას ინსპექტორიდან dark soul 2 პროფილით, მასე გაცილებით უფრო რეალისტიკურია და ტექსტურებიც საერთოდ აღარ ციმციმებს, აი ასე ერთვება ისე http://pcgamingwiki.com/wiki/The_Witcher_2:_Assassins_of_Kings#HBAO.2B.28NVIDIA_GPUs_Only.29 ხო ეგ ეფექტი მუშაობს მარტო ნვიდიას კარტებზე და მარტო 16:9 ასპექტის გაფართოვებაზე, ანუ იგივე 1080P-ში, არც AF ქონია მაგ თამაშს და ნვიდიას კონტროლ პანელიდან ერთვება ეგ სეტინგიც, მოკლეთ აი ასე დავაყენე სეტინგები და გაჭიმული 60ფპს უჭირავს რომ დავტესტე, AA მაგივრათ კი SMAA ჩავურთე და გაცილებით უფრო კარგ ვიდზეა მაგაზე, ის მეორე აბლურებდა გამოსახულებას:

RQ7RT0T.jpg

სტერეო სარაუნდი არც ამ თამასში არ მუშაობს, FMOD საუნდ ენჯინს ხმარობს რომელიც მთლიანათ სოფტოვია, თუმცა 5.1 ეფექტები აქვს, ძირითადათ წინა სამი სპიკერი იგრუზება, უკანა ორი სპიკერი ნაკლებათ, ეგ ყველაფერი დავტესტე არენას რეჟიმში, თამაში ჯერ არ დამიწყია, გრაფიკა საკმაოთ კარგი აქვს 2012 წლის თამაშისთვის, განათების ეფექტები მომეწონა, AF და HBAO+ მოუხდა, ingame SSAO მაგარი დაბაგულია ჩრდილებზე და გამოვრთე, მაგის გარეშე მაინც ვერ ჩართავდი HBAO+, ეგრე უფრო მუქი და რეალისტიკური ვიდი აქვს და ჩრდილებზე არა აქვს ბაგები, ახლო სახის ანიმაციები საკმაოთ კარგი აქვს და გეიმპლეიც საკმაოთ ნორმალურია, ბლომათ ეკშენია თამასში ბათქების დროს, თუმცა Dark სიძნელეზე საკმაოთ რთული ყოფილა დახურვა განსაკუთრებით პირველ ჩაპტერში სანამ განვითარდები და კარგ იარაღს დაითრევ და აპგრეიდებს, მე მაინც მაგითი ვაპირებ დახურვას და თუ ნამეტარი გამიძნელდება დავუკლებ მერე დროებით სიძნელეს, მაგის გაკეთება მგონი შეიძლება ლუბოი მომენტში თამაშის დროს, დახურვით ორივე ვერსიას დავხურავ მეორე ჩაპტერიდან რომ უნდა აირჩიო, რაღაც მინი დლს-იც ჩართულია მაგ ვერსიაში მთლიანათ, ვნახე უკვე სეტინგებში, ეგ ყველაფერი სანამ ფეღბურთს გადმოიწერდა მაშინ დავტესტე და ეხლა თვითონ თამაშს ჩავუჯდები, კარტის რაზგონი მეეჭვება ჭირდებოდეს, ისედაც 60ფპს-მდე უნდა ქონდეს გახსნილ ადგილებშიც კი მაგ სეტინგებზე ჩემ კარტაზე, მითუმეტეს კორზე ჩემი დეფოლტზეც 1058-ზე ადის, GTA5 1175:6400 ვუბერავდი ისე დეფოლტ ვოლტაჟზე და ერთხელაც არ გაუხურებია, არენაზე მარტო 1გბ ჭამდა VRAM ისე და ჯამში 5700მბ-მდე ავიდა რამის ჯამური მოხმარება, ანუ პატარა რესურსებს ითხოვს ეხლანდელი სტანდარტებით, გახსნილ ლოკაციებში ორჯერ მეტ რამს ჩაყლაპავს ალბათ მერე დავაკვირდება MSI afterburner-ში

 

 

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ დავიწყე გუშინ მეორე ვიჩერის დახურვა, ჯერ-ჯერობით რაღაც ისე ძალიან არ მოვუხიბლივარ თამაშს, სკაირიმი გაცილებით უფრო მომეწონა თავიდან რომ დავიწყე თამაში, ნუ ჯერ მარტო პროლოგს ვხურავ და ნამეტარი დასკრიპტული სიუჟეტი აქვს რაღაც, საკმაოთ დიდი ნაგრუზკაა გაკეთებული კატსცენებზე, სიძნელე Dark ავირჩიე და ეგ რომ არა მთლათ უინტერესო გახდებოდა თამაში, მაგაზე საკმაოთ რთულათ იხურება და უფრო ბევრი ფიქრი გჭირდება ბრძოლების დროს ტაქტიკაზე, ფართო არსენალი უნდა გამოიყენო ვიჩერის ნავიკების, ბომბები,ხაფანგები, თუ სხვებთან ერთად ომობ უნდა ეცადო უკნიდან დაესხა თავს და პირველ პლანზე არ გაიჭრდა რომ არ მიგაბრიდონ მალევე, მოკლეთ უფრო ფრთხილათ უნდა იომო, Insane სიძნელე ვაბშე სადომაზოხისტებისთვისაა მემგონი, ერთხელაც არ უნდა დაგბრიდონ ისე უნდა დახურო თამაში, ანუ სეივის გამოყენებაც არ შეიძლება, თამაში პასტელნი სცენიდან იწყება ისე ტრიშთან რომ წევს ვიჩერი, მეფე ეომება თავის აჯანყებულ ვასალს მგონი რომელმაც უღალატა და მაგის ბანაკში ხარ შენც და უნდა დაეხმარო ლავალეტის დამარცხებაში, ლაგერი რომ მოვიარე მერე შტურმიც დაიწყო, საიდმისიები ჯერ დიდათ არ შემხვედრია, მაინც ტეხავრს ომ ოპენ ვოლრდი არაა, ეგ უფრო მიზიდავს მე რპჯ-ში ვიდრე ჩაკეტილი სამყარო, გრაფიკა საკმაოთ კარგი აქვს, ჩემი ტვიკები მოუხდა თამაშს ზემოთ რაც ჩავურთე დამატებით, ბლური საერთოდ არა აქვს, ტექსტურებიც ნორმალური აქვს, განათებაზეა დიდი უპორი გაკეთებული და მაგის ხარჯზე უფრო კარგათ გამოიყურება ყველაფერი, სახის ანიმაციებიც საკმაოთ კარგათაა გაკეთებული, მეფე ბალისტის დათრევას გიბრძანებს შტურმის დროს და მაგან ბევრი დრო დამახარჯინა საკმაოთ, თან მგონი რაღაც ბაგი იყო და ძლივს გავედი ეგ მონაკვეთი, თუმცა საკმაოთ დავამუღამე უკვე ბრძოლის ტაქტიკა, ნოლიდან ვსწავლობდი ყველაფერს და სულ მბრიდავდენ თავიდან, ბომბები და ხაფანგები საკმაოთ ეხმარება ისე ვიჩერს როცა რამდენიმე კაცი გიტევს ერთდროულათ, სადო-მაზო სიძნელეს ნამდვილათ ვერ ვუწოდებდი მაინც Dark თავიდანაც კი სანამ განვითარდება პერსონაჟი, თავისუფლათ შეიძლება მაინც თამაში, უბრალოთ უფრო ბევრ დროს დაგაკარგინებს, ისე მთლათ ფილმივით იქნებოდა რასაც ვერ ვიტან თამაშებში მითუმეტეს ეგეთი ტიპის რპჯ-ში, ფპს ჩავარდნები საერთოდ არ ქონია ისე და არც ვილეტები, აქვს მცირე სტატერინგი კატსცენებზე მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, მომენტებში ციმციმებს ხოლმე ისე ტექსტურები თუმცა მთლიან ჯამში ცოტა ბაგები შემხვდა, SMAA მშვენივრათ ეხმარება ხაზების გასწორებაში, სხვა ყველაფერი გავუთიშე AA-ან, ისე კი დაფრინავს მოძრაობის დროს, ძალიან გლატკია ბრძოლებშიც, ხო პროლოგის ისტორიას ისე დაჭერილი ვიჩერი უყვება ჯალათს საპყრობილეში, მაგის შემდეგ უკვე პირველი ჩაპტერი დაიწყება ალბათ, პირველი ვიჩერიდან სეივის გადმოტანაც მოსულა თუმცა მე ეგ თამაში 2009 წელს მაქვს დახურული და არც შემინახია მაშინ სეივი, იმედია მოგვიანებით უფრო საინტერესო სათამაშო გახდება, პროლოგს ჯერჯერობით დიდათ არ მოვუხიბლივარ, პირველი ვიჩერი უფრო საინტერესო სათამაშო იყო, ხო თავიდან პრაქტიკაც გავიარე და ელემენტარული რაღაცეები ვისწავლე მაქედან უკვე, საკმაოთ კომპლექსური ბრძოლის სისტემაა თუმცა ბევრი რამე შეიძლება არც გამოვიყენო, მულტითრიდინგი მგონი მუშაობს მაგ თამასშიც, პროცესორს საკმაოთ გრუზავდა რამდენიმე ბირთვზე 100% ავიდა ნაგრუზკა თუმცა 55-60% მერყეობდა ტემპერატურა ბირთვებზე, ვიდეოკარტაზე მარტო 59 გრადუსამდე გაცხელდა 3-4 საათიანი გადაბმულათ თამაშის შემდეგ, ეგ 71% ფანზე, VRAM ძალზე ცოტას ჭამს მგონი, ჯერ 1200მბ-ზე ზევით არ ჩაუყლაპია, ოპერატიულიც 6გბ ივსება პიკზე, შეიძლება არის უფრო დაგრუზული ადგილებიც მაგრამ ჯერ-ჯერობით ეგეთი ნაგრუზკები ქონდა, 1058:6008 უბერავდა როგორც ყოველთვის დეფოლტ ჩასტოტებზე, რაზგონი ნამდვილათ არ ჭირდება და უბერსამპლინგის ჩართვა არ ღირს მემგონი, 40-45ფპს ექნება ეგრე მგონი რაზგონზეც კი, ეხლა იმ ადგილას გავრჩერდი ბალისტას შემდეგ რომ ბრძოლობ მეფესთან ერთად, მანდ დავასეივე კაკრაზ და ჩავუჯდები დღეს ისევ

Link to comment
Share on other sites

თქვენი ნაწერების გათვალისწინებით სხვადსხვა თემებში ჩემეული შეხედულება ჩამომიყალიბდა სათამაშო გემოვნებასთან დაკავშირებით და არ ვფიქრობ რომ ეს თამაში თქვენი გემოვნების იქნება.. ) დეტალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას სპოილერი რომ არ გამოვიდეს.ვფიქრობ, კლასიკური გაგებით რპგ არაა და სწორედ მაგის გამო მომწონს. არც ის მაწუხებდა რომ ღია სამყარო არაა. გრაფიკა საკმაოდ ნორმალურია. ერთი ადგილი შეგხვდება მალევე სადაც ჩემთვის ულამაზესი გარემო იყო. პროლოგით ვერ იმსჯელებ. პირველი ნაწილის სეივები მეორეში არ გამომიყენებია არც მახსოვდა როგორ დავხურე პირველი იმდენად დიდხანს გამეწელა მისი დახურვა. ჯამში თავისი პერიოდული შეწყვეტებით 1.5 წელიწადი მაინც ვხურავდი  თავისი addonებით. მესამე ნაწილში კი გამოვიყენე მეორეს სეივები თუმცა კარგად აქვს მესამე ნაწილს სეივების გარეშე მეორე ნაწილის მოკლე შინაარსის განსაზღვრა ))

Link to comment
Share on other sites

პირველს თავის დროზე მგონი 85% დავუწერე შეფასება, თვითონ თამაში საკმაოთ კარგი იყო მაგრამ მე თავიდანვე მივახურე სანამ ბაგებს დაფიქსავდენ და მაგარი გამაწვალა, ბევრი ბაგები ქონდა და ჭედვები მახსოვს, მე სადღაც 5-6 თვე ვხურავდი პირველს მგონი ადონების გარეშე, მე უბრალოთ ოპენ ვორლდ რპჯ უფრო მომწონს ეგეთივე ტიპის, იგივე გოთიკა 3, ობლივიონი, სკაირიმი სიტყვაზე, ამიტომ პირველ ნაწილს ისე ძალიან არ გავუგიჟებივარ, ბაგებით გამოვსებული იგრისთვის (მაგის შემდეგ მგონი კარგი 20-მდე პაჩი გამოუშვეს და კიდე რამდენიმე ადონი სპეც ვერსიაში) 85% მემგონი სრულიათ ნორმალური შეფასება იყო, სეივებს რაც შეეხება მეორეშიც და მესამე ნაწილშიც გადმოდის სეივები პირველი და მეორე ნაწილიდან მაგრამ ზმანებზე და ფულზე ეგ არ მოქმედებს, მარტო შენი არჩევანია გადმოტანილი, ანუ როგორ დაასრულე თამაში, გუშინაც ბლომათ ვითამაშე, Dark კაკრაზ საჩემო სიძნელე ყოფილა, ისე სხვერხადვილი დასახურია და ყველაზე მეტათ ვერ ვიტან თამაშებში და ეგ არა მარტო რპჯ ეხება, გავაგრძელე გუშინ პროლოგის თამაში და მივახურე კიდეც, ბოლოსკენ უფრო საინტერესო გახდა თორე თავიდან მაგარი პრიმიტიული მომეჩვენა დასკრიპტული სიუჟეტით და ჩაკეტილი კარიდორებით რაც არაოპენ ვორლდ თამაშებს ახასიათებს, თან ძალიან ბევრი კატსცენები იყო რაღაც, ატმოსცეროც ისეთი კარგი არ ქონდა თავიდან როგორც პირველს, ბოლოსკენ უფრო დაიძაბა სიტუაცია და ინტრიგაც გამოჩნდა, იმედია 1-2 ჩაპტერები კიდე უფრო საინტერესო გახდება, გრაფიკა საკმაოთ ნორმალური აქვს 2012 წლის თამაშისთვის, თუმცა 2015 წლის იგრებში უკვე ტექსტურები უფრო მაღალი გაფართოვების აქვს ეგეთ თამაშებს, განათების ეფექტები კარგათაა გაკეთებული რაც უფრო ლამაზს ხდის გრაფიკას, კატსცენებიც ნორმალურათაა გაკეთებული, დიალოგებში ხმა ნორმალური აქვს, თუმცა წინა სამ სპიკერში ისმსის მარტო ლაპარაკი და მაგას ვერ შეცვლი FMOD დვიჟოკზე, ფილმის ეფექტი მაინც საკმაოთ დიდია მაგ თამასში ვატყობ, როგორც ჩანს უფრო ფართო გეიმერების კრუგის მოზიდვა უნდოდათ მაგითი, ეკშენიც დობრათაა, ბევრი მოწინააღმდეგის დაბრედვა გიწევს, საიდმისიები საკმაოთ ცოტაა, უფრო მთავარ სიუჟეტზეა ყურადღება გამახვილებული, ზოგს მოსწონს ეგეთი ტიპის რპჯ ზოგს არა, ეგ უკვე გემოვნების ამბავია, ჩემთვის სადღაც შვაში დგას მოწონების პლანკა, მოკლეთ აჩერედნოი ბოების შემდეგ რიცარი ლავალეტი უნდა დაამარცხო, მე დაველაპარაკე და ბრძოლის გარეშე ვთხოვე დანებება, მაგის შემდეგ დრაკონი გაეძრო და ყველაფერი არია, მეფე უნდა გადაარჩინო და მაგის ნაბიჭვრების ანუ ბასტარდების პოვნაში უნდა დაეხმარო, პატარა ბიჭი და გოგო ყოლია ბარონესასთან გაჩენილი რომელიც მონასტირში დაუმალიათ მონახებს და უნდა აპოვნინო, მონასტირის კარები დაკეტილი დაგვხვდა და მეფე უბრძანებს ვიჩერს ალტერნატიული გზა იპოვოს მონასტერში შესასვლელათ, ქალაქში ერთი საიდმისია გაეძრო კიდე ადგილობრივი მოსახლეობა რომ უნდა გადაარჩინო დარბევას, დობრათ ნადავლი ვიპოვე მანდ ისე თუმცა ყველაფერი წამართვეს მოგვიანებით რომ დაიჭერენ ვიჩერს ციხეში ჩამოსახრჩობათ, ქალაქში ბოდიალის შემდეგ ჭაში ჩასასვლელი გზა უნდა ნახო და მერე სიბნელეში რამდენიმე მონსტრი დაამარცხო კიდე, მანდ cat ელიქსირი უნდა დალიო რომელიც სიბნელეში ხედვას აძლიერებს, მაგის შემდეგ ისევ ლავალეტის ციხესიმაგრის დაცვას უნდა შეებრძოლო, საკმაოთ ბევრი ჯარისკაცი და რიცარი უნდა დაამარცხო, მერე კი მონასტერში რომ შეხვალ მეფეს გაუღო კარები, მაგის შემდეგ მეფესთან ერთად ეძებ მაგის შვილებს და რომ იპოვი ვიღაცა ბრმა მონახი შეგვხვდება, ვიჩერს არ ეგონა რომ ეგ გადაცმული ასასინი იქნებოდა და მეფის მოკვლას დააპირებდა, ისე გამოღადრა ხანჯლით ყელი რომ ვერავინ ვერაფერი მოასწრო მერე კი ისკუპა ციხესიმაგრიდან და ელფებთან ერთად გაიქცა, ვიჩერი კი დაიჭირეს როგორც მეფის მკვლელი, თუმცა მეფის პამოშნიკი ვერნან როუჩი დაუჯერებს ვიჩერს თავის მონაყოლს და ციხიდან გაქცევას შესთავაზებს, მანდაც დობრათ ციხის მცველები უნდა დაბრიდო, მერე კი საცოდავი არიან ლავალეტი შეგვხდება რომელსაც აიძულებენ რომ თავისი დის შვილები თავისათ აღიაროს, ვიჩერი დაიხსნის ნაწამებ რიცარს და მერე ის დაგეხმარება სეკრეტნი პასაჟის პოვნაში, კიდე რამდენიმე მცველი უნდა გააგორო ჯერ, ბოლოს კი ვიჩერი შესთავაზებს ერთად გაიქცნენ მაგრამ რიცარი დარჩება და თავს დაიწვავს პაჟარში რომელსაც თვითონვე გააჩენს ვიჩერი რომ დატოვებს ციხეს, ეგ ყველაფერი ხოშიანათ იწერება ლოგში, ანუ რა მოქმედებებსაც ირჩევ ისე იწერება მერე ისტორიაც და რამე თუ გამოგრჩა და ვერ გაიგე ბოლომდე იქ შეიძლება პოვნა თუ ინგლისური კარგათ გესმის, გარეთ რომ გამოვა ვიჩერი ცეცხლი უკიდია მთელ ქალაქს და იმ ტიპს დაინახავს თავიდან რომ შეხვდა მეფის ლაგერში, Newboy ქვია, პოსლიკა რომაა და ვიჩერმა რომ ურჩია ამულეტის მაგივრათ ჯავშანი ჩაეცვა, ხოდა მადლობა გადაუხადა რომ გადარჩა ცოცხალი ბრძოლის შემდეგ და ამულეტს არ ენდო მარტო, ვიჩერმა თხოვა მცველები გაეყვანა დროებით იმ ტიპს და თვითონ გამოვიდა და გემისკენ გაემართა სადაც ვერნარ როუჩი და ტრიში ელოდებოდნენ და მაგით სრულდება ეპილოგიც, თუმცა მაგის შემდეგ 4 თვით ადრე რა მოხდა მაგას გვიამბობენ კატსცენაში, თურმე ელფებთან შეკრულა ის ასასინი და მეფეების მოკვლა უნდა, უკვე ერთი მეფე დაუბრედია და ეხლა ფოლსტარტის მოკვლას გეგმავდა რომელიც გამოუვიდა კიდეც 4 თვის შემდეგ, პირველ ჩაპტერში ქალაქ ფლოტსამში გადმოდიხარ გემით და ჩავუჯდები კაკრაზ დღეს, წესით მანდ კიდე უფრო საინტერესო უნდა გახდეს თამაში და უფრო გაირკვევა თუ რა უნდა იმ ასასინს და რატომ ბრიდავს მეფეებს, ვნითარდები ისე ნელ-ნელა უკვე მესამე ლეველზე ვარ და ნავიკების აპგრეიდიც გავაკეთე, ბომბებს და ხაფანგებსაც ვიყენებ ხოლმე ისე, თუმცა ვიჩერის ნავიკებიც საჭიროა ბრძოლებში, ისე სპეცვერსიაში ხოშიანი 3 წუთიანი კატსცენაა დამატებული, ყოველი თამაშის დაწყების წინ რომ ეძრობა, მანდ ნაჩვენებია თუ როგორ ბრიდავს ეგ მახინა ასასინი გემზე მეფე დემავენდს

Link to comment
Share on other sites

დავიწყე გუშინ პირველი ჩაპტერის დახურვაც დარკ სიძნელეზე, თუმცა მისიები თითქმის არ დამიხურია, ის ცალთვალა ელფი დაგვხდება გზაზე და ჩვენ დაბრედვას გადაწყვიტავს თუმცა ტრიში მაგიურ ბარიერს აღმართავს თვითონ კი დასუსტდება და ვერნარ როუჩი აიყვანს ვიჩერმა კი უნდა დაიცვას ქალაქამდე დასამ მივლენ, რამდენიმე ელფი მივაბრიდე, ხო ზმანების ნაწილი პირველ ჩაპტრერში დამიბრუნდა როგორც მაყუთი, ქალაქის გაჩხრეკას და დათვალიერებას საკმაოთ ბევრი დრო დავახარჯე ისე, თუმცა ბევრი პერსონაჟები არ შემხვედრია და დიალოგებიც არც ისე ბევრი მქონდა ჯერ, ერთი დვორვი შემხვდა ვაჭარი და წიგნები ვიყიდე და ბლომათ რაღაცეები გავყიდე რომ აღარ დამრჩა ადგილი მაგ ვაჭართან, თუმცა ბევრი ფული არ გამიკეთებია, კეთილი გზით ვხურავ და არავისთვის არ მომითხოვია ჯერ მაყუთი გზაზე დახმარების შემდეგ, ქალაქში ბლომათ სქელტრაკა ღორები და ქალები იყო დაჟე ცოტა სასაცილო ვიდის, ეგ მომენტი საკმაოთ კარგათ არის გაკეთებული, საკმაოთ ლამაზი ადგილია ისე, რამდენიმე საიდმისიაც ავიღე ტრაქტირთან, ტროლი და რამდენიმე მონსტრი უნდა დაბრიდო და პრემიას მოგცემენ მერე ქალაქში, ლოლ რომ მივედით მთავარ მოედანზე დამნაშავეებს სჯიდენ და ვიჩერის ძველი ნაცნობი დანდელიონი და დვორვი ამხანაგი იყო გამზადებული ჩამოსახჩობლათ, მანდ მცველებს უნდა ეჩხუბო და რომ დაამარცხებ ქალაქის მართველი მოვა და გაანთავისუფლებს ორივეს, თუმცა დანარჩენ ორ პატიმარს ჩამოახრჩობენ, ისე გამოვაცარიელე სახლები სანამ სუყველა მაგ ჩამოხრჩობას უყურებდა, ეგ მომენტი რაღაც სტრანათაა გაკეთებული მაგ თამასში, შედიხარ და იღებ რაც გინდა და არავინ არაფერს გეუბნება, სკაირიმში კი ეგრევე ჩაგავლებდენ ვინმეს რომ დაენახა, წიგნებშიც ყველაფერი მოკლეთ წერია და ინფოების წაკითხვაში ცოტა დროს კარგავ, თუმცა საკმაოთ ბევრი სახლები იყო და მაინც ბევრი დრო დავახარჯე სანამ ყველა სახლი გავჩხრიკე, ისტორიული ფაქტები და მონსტრების ინფოებიც გაიხსნა წიგნების წაკითხვის შემდეგ, ბოლომდე არ დავლაპარაკებივარ ყველა პერსონაჟს ქალაქში და ეხლა ტავერნაში შევედი და გავაგრძელებ დღეს კიდე, დურგალს უნდა დავამზადებინო რაღაცეები და ვერცხლის ხმალიც გასაკეთებელი მაქვს, ქალაქის მართველმა მთხოვა კიდე დამელაპარაკეო მერე და მივალ ერთი რას დამავალებს

Link to comment
Share on other sites

წავუთამაშე გუშინ კიდე რამდენიმე საათი, ბევრი მისიები არც გუშინ დამიხურია ისე, უფრო მისიებს ვიღებდი და პერსონაჟებს ვხვდებოდი, თუმცა რამდენიმე საიდმისია მივახურე, ქალაქი მთლიანათ მოვიარე უკვე და ქალაქ გარეთ კიდე ერთი დასახლება ყოფილა ტყესთან, მანდ ერთი ჯადოქარი ქალი ცხოვრობს და კიდე ერთი ვაჭარი შემხვდა, რამდენიმე სახლი კიდე გამოვაცარიელე და რაც არ მჭირდებოდა დიდათ გავყიდე ყველაფერი, მანდ სედრიკს შევხვდი რომელმაც მირჩია თუ როგორ დამემარცხებინა ადვილათ დიდი მონსტრი წყლიდან რომ ამოდიოდა სოფელთან, კიდე ერთი ჯადოქარი შემხვდა რომელთანაც ერთად უნდა დავამარცხო ეგ მონსტრი და ვაჭარს მოვთხოვე ქალაქში თანხის გაორმაგება რახან ეხლა ორნი ვიყავით კამანდაში, ხო ქალაქგარეთ სანამ წავიდოდი ქალაქში ბანდიტების კამანდა შემხვდა ღამით და ჩემი მოკლდა დააპირეს და მივაბრიდე სამივე, ვიჩერის ნავიკები გამოვიყენე და ეგრე ადვილია უფრო დარკზე 2 ან მეტი მეტოქეს დამარცხება ისე რომ არ დაგბრიდონ, სედრიკმა მირჩია ჯერ იმ მონსტრის შხამი მომეპოვებინა მდინარეზე და მაგითი მერე რაღაც ელიქსირი უნდა გავაკეთო მგონი, ეხლა ჯერ ეგ დავალება უნდა შევასრულო, მაგ დასახლებაში კიდე ერთი მისია გაეძრო, ელფი გოგო დააპატიმრეს მცველებმა და ჩამოსახჩობათ მიყავდათ ვითომ აჯანყებულ ტყის ელფებს ეხმარებოდაო ხალხის შეტყუებაში და მერე დაბრედვაში, ვიჩერი დათანხმდა გამოეძია თუ რა მოხდა ზუსტათ გამოქვაბულში, იქ ბლომათ მონსტრები მივაბრიდე თუმცა ბოლოს ორი კაცი იპოვა ვიჩერმა ისრებით დაცხრილული, ანუ ელფებს დაუბრედიათ და მერე მონსტრების ბუნაგში დაუგდიათ, ისე მანდ ხაფანგების და ბომბების გამოყენება დამჭირდა, მანამდე კი ვერცხლის ხმალიც დავამზადებინე დურგალს ქალაქში, კიდე ბობმები მომცა ვიღაცამ ქალაქში და ხაფანგებიც დავამზადებინე შარვალთან ერთად, რეცეპტებს აგროვებ და მერე დურგალთან მიგაქვს და თუ გაქვს ეგ ინგრედიენტები უკვე მოგროვილი ამზადებინებ რაც გინდა, მანდ ძვირიანი რაღაცეებიც იქნება ალბათ, ბოლოს მაგ ელფა გოგომ ტყეში შეგვიტყუა სადაც ელფები გველოდებოდნენ ჩვენ დასაბრედათ, თუმცა სუყველა ამოვხოცე საკმაოთ ადვილათ მცველებთან ერთად და ის გოგოც მიაბირდეს ბოლოს და ფულიც გადამიხადეს რომ დავეხმარე, კიდე ერთი საიდმისია მივახურე, ეგ უფრო საინტერესოთ დამთავრდა, მოკლეთ ვიღაც ალხიმიკი შემხვდა პორტთან და მთხოვა რაღაც რეცეპტი მეყიდა ქალაქში, მე ყალბი რეცეპტი მივუტანე, მაინც ვთხოვე მაგ დუქნის დახურვა იმ ალხიმიკს, ბებერი ქალები ედავებოდნენ ცუდ რეცეპტს ყიდისო და იქნება როგორმე დაახურინო ეგ მაღაზიაო, ხოდა მაგან ყალბი რეცეპტი მომცა და ეგ მიუტანეო, რომ მივედი დათქმულ ადგილას იმ მაგმა ვერ გაგიმხელო ჩემ ლაბორატორიასო და თვალების შეხვევა მომთხოვა დროებით, მერე კი გამაბრუეს ბანდიტებმა დუბინკით და დამატყვევეს გამოქვაბულში, თუმცა დილეტანტი ბანდიტები ყავდა დაქირავებული და გამოვიპარე ადვილათ, მეხუთე კნოპკით რომ ნავიკია მაგი ვიხმარე და გავანგრიე კარები, სათითაოთ მივაბრიდე სუყველა ხმლის დათრევის შემდეგ, ის მაგი სალამანდრების ყოფილი წევრი ყოფილა, ეგ ორგანიზაცია მგონი პირველ ვიჩერში გვხვდება და მაშინ გაანადგურა ვიჩერმა, დაწვრილებით ეგ ყველაფერი ლოგში იწერება მისისების დახურვის და წიგნების წაკითხვის შემდეგ, ანუ სხვადასხვა პერსონაჟებზე ინფოები ივსება და მონსტრებიც ეძრობა ხოლმე ახალ-ახალი + ვიჩერის სამყაროს ისტორია, სხვადასხვა დასახლებები,სამეფოები და ასე შემდეგ, ელფები მაგ თამასში რა ტიპები არიან ისე, ბევრს თვალი არა აქვს და პირატივით აკრული აქვს ერთ თვალზე ნაჭერი, სედრიკიც ელფი იყო ტყესთან რომ შემხვდა, ისე სტატერინგი თამასში მარტო კატსცენებზე აქვს, ისიც პატარა, თვალებს არ გატკენს, ფპს კაპი და ეგეთები არ გამიკეთებია, დაჟე maximum pre-rendered frames დეფოლტზე დავაყენე ისევ, 1 დაყენება არ ჭირდება დიდათ, ხო უკვე 7 ლეველზე ვარ და ვიჩერის გზით ვნითარდები, თუმცა უკვე ლუბოი გზის არჩევა შეიძლება, დარჩენილი სამი გზაც გაიხსნა, არის რაღაც მოდი რომელიც 35 ლეველიან კაპს ხსნის მგონი და 70 ლეველამდე შეიძლებაო აპგრეიდი თუმცა არა მგონია ეგ დამჭირდეს, ძალიან დიდი მაყუთიც არ მიშოვია ჯერ, 300-400 ფარინგი მაქვს, თუმცა წიგნებში დავხარჯე ბევრი ფული და რაღაცეების გაკეთებაში დურგალთან, ჯართში ბევრ ფულს არ მიხდიან მაინც რისი მოგროვებაც მოვასწარი მაგ ქალაქში, მთლიან ჯამში საკმაოთ ნორმალური დონის რპჯ მაგრამ შედევრს ვერ დავარქმევდი ნამდვილათ, უფრო 85%+ დონისაა, ანუ კარგია მაგრამ არა გადასარევი, თითქოს ატმოსფერო აკლიაო, ხო დაველაპარაკე ტრიშს, დანდელიონს და დვორვი ძმაკაცი რომ ყავდა ვიჩერს მურტალი ბრიტანული აქცენტით, მკლავჭიდის ჩემპიონატიც მოვიგე, ოთხი კაცი რომ უნდა დაამარცხო, ბოლო მეტოქე სედრიკის დასახლებაში იმყოფებოდა და მაგას მოვუგე 100 ფარინგი კაკრაზ, ეხლა ლორედოს რომ უნდა შეხვდე მაგ მისიაზე ვარ, ვერნარ როუჩიც გამომყვა და ბალისტები ქონიათ ქალაქში და მაგის განადგურება მომთხოვა, ისე ვერ შემოვალთო გემით მაგათ პორტშიო, დღეს ჩავუჯდები კაკრაზ მაგ მისიას და დარჩენილ საიდმისიებსაც მივახურავ რაც ავიღე ქალაქში, ყოფილ საგიჟეში უნდა წახვიდე კიდე და მოჩვენებებს ებრძოლო მგონი მიტოვებულ სახლში, კიდე ტროლის და რაღაცა მონსტრის დასაბრედი კონტრაქტები ავიღე ტავერნასთან და ეგენიც დასახური მაქვს

Link to comment
Share on other sites

ერთი 5-6 დღიანი პერერივის შემდეგ წავუთამაშე გუშინ კიდე 2-3 საათი, დავხურე ის მისიაც ბალისტა რომ უნდა გააფუჭო და ლორედოს შეხვდე, მოკლეთ მანდ ჯერ ვერნან როუჩს ელაპარაკები და ვიჩერს თხოვს ბალისტის გაფუჭებას, ეზოში ჯარისკაცები ქეიფობენ და კიდე რამდენიმე პრასტიტუტკა, ერთ-ერთს უნდა მოელაპარაკო რომ შეიტყუოს ჯარისკაცი რომელიც ბალისტას ყარაულობს, თუმცა ის ქალი ჯერ გთხოვს ორი ჯარისკაცის დამცირებას, მკლავჭიდში უნდა მოუგო ორივეს და მერე ისევ მიხვიდე იმ ქალთან და შეგისრულებს დანაპირებს, მაგის შემდეგ ბალისტასთან მიდიხარ და მექანიზმს აფუჭებ, მერე ისევ ვერნარ როუჩს ელაპარაკები, ვიღაცა კაცი შეგხვდება კიდე მანდ და რაღაცის მოპარვას დაგავალებს, ჯარისკაცი იცავს შესასცვლეს და ვერნარ როუჩი დაუძახებს და შენ უნდა შეიპარო, თუმცა ბოლოს მაინც ჩამავლებენ და ლორედოსთან წამიყვანენ, იგი მანამდე იმ ჯადოქარ ქალს ეპაპარაკებოდა თავის სახლში, რომ შეხვდები იმ ელფის დაჭერას გთხოვს ტყეში რომ დაგვესხა თავს, იორვეთს ვგულისხმობ და ვიჩერი დაპირდება რაღაცა მოიმოქმედოს, მერე ისევ როუჩს ელაპარაკები და შეგიძლია კიდე ეზო გაჩხრიკო, ეზოში რაღაც აპგრეიდები არის სუნდუკებში და გავაძლიერე ჯავშანი 3 აპგრეიდით, 9 ლეველზე ვარ უკვე და ჯერ ვიჩერის გზის ნავიკებს ვააპგრეიდებ, მერე ალბათ ხმალაობას გავაძლიერებ, ალხიმიის და მაგიის გზაა კიდე, მაგის შემდეგ საიდმისიებს ჩავუჯექი ისევ, საგიჟეთის მისიით დავიწყე, ტყეში რომ გახვალ გზაზე მონსტრები შეგხვდება და უნდა მიაბრიდო, მერე ერთ კაცს შეხვდები რომელიც გთხოვს საგიჟეთის შენობაში თავის ამხანაგის პოვნას, ეგ ადგილი დაწყევლილია და ბლომათ მოჩვენებები უნდა მიაბრიდო (Wraith რომ ქვია ინგლისურათ), ბოლოს იმ კაცსაც იპოვი, ბოდვები ქონდა დაწყებული და რაღაც ელიქსირი უნდა უპოვო მაგ შენობაში, მაგის შემდეგ რომ დალევს ელიქსირს მოგიყვება ყველაფერს რაც მოხდა მანდ დიდი ხნის უკან, თურმე ხალხს აწამებდენ და რაღაც ექსპერიმენტებს ატარებდენ, ბოლოს ვიღაც მოჩვენებას შევხდი და მაგ ორი ტიპის თვალების და გულის მოტანა მომთხოვა წყელვის მოსახსნელათ, მოვუყევი მერე რაც მოხდა და იმ მონსტრების თვალები და გული მივუტანა მანდ რაც დავბრიდე გარეთ, წყევლა მოხსნა მაგრამ რომ გაიგო მე დამეძგერა და მივაბრიდე, ის ორი ტიპი კი ლარედოს ცოლს მივუყვანე და მოუვლის ლოლ ალბათ ქალაქში, ეგრე მოულოდნელათ დასრულდა ეგ გრძელი მისია, ეხლა კიდე რამდენიმე საიდმისია მაქვს დასახური, ტროლი უნდა დაბრიდო და კიდე რაღაც მონსტები უნდა გაანადგურო, მგონი ბომბები გჭირდება ჯერ და ვიყიდი ან დავამზადებ მაგ ბომბებს ჩემით, წიგნში უნდა წაიკითხო რეცეპტი, მარტო მერე გამოჩნდება მგონი მაპზე სად უნდა ისროლო ეგ ბომბები, მაგ ორი მისიის გარდა კიდე რაღაც დიდი წყლის მონსტრი მყავს მოსაკლავი, ცუდი საიდმისიები არაა მაგ თამასში, საკმაოთ უცნაური დავალებებია, კვადროს დრაივერებით კატსცენებზე მგონი საერთოდ გაუქრა უკვე სტატერინგი და ხოშიან ხოდზეა ეხლა, SMAA მშვენივრათ ასწორებს ხაზებს, არანაირი უბერსამპლინგი აღარ ჭირდება ბლურით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.