Jump to content

Recommended Posts

Posted

Next Gen XBOX - ზოგადი თემა

Posted

მომდევნო თაობის Xbox- AMD-ის პროცესორი ექნება - Microsoft-მა პარტნიორობა განაგრძო  

Microsoft-მა გამოაცხადა AMD-თან აპარატურული უზრუნველყოფის სფეროში პარტნიორობის გაფართოების შესახებ, რაც მოიცავს ახალი თაობის Xbox გეიმინგ კონსოლებს და პორტატულ მოწყობილობებს. პარტნიორობა, სავარაუდოდ, რამდენიმე წელს გაგრძელდება და შეეხება დესკტოპ და პორტატულ გეიმინგ სისტემებს რამდენიმე თაობას. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: Microsoft 

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ AMD-თან სტრატეგიული, მრავალწლიანი პარტნიორობა დავამყარეთ, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ სილიკონის ჩიპები სხვადასხვა მოწყობილობისთვის, მათ შორის ახალი თაობის კონსოლებისთვის, რომლებიც თქვენს მისაღებ ოთახში და თქვენს ხელში მოხვდება“, - განაცხადა Xbox-ის პრეზიდენტმა სარა ბონდმა. 

ეს განცხადება პირველი ოფიციალური დადასტურებაა იმისა, რომ Microsoft მუშაობს Xbox-ის დესკტოპ კონსოლების ახალ თაობაზე, ასევე ამ ბრენდის ქვეშ მოქმედ პორტატულ მოწყობილობებზე. ყველა გეიმინგ სისტემაში გაგრძელდება AMD-ის სპეციალიზებულ პროცესორების გამოყენება, რომლებიც მიმდინარე თაობის ჩიპებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალ წარმადობას უზრუნველყოფენ. 

„AMD-თან ერთად ჩვენ ვავითარებთ გეიმინგ ჩიპების უახლეს ტექნოლოგიას, რათა შევქმნათ გეიმინგ ინოვაციების შემდეგი თაობა, რომელიც უზრუნველყოფს ვიზუალური სიზუსტის ახალ დონეს, ინტერაქტიულ გეიმპლეის და ხელოვნური ინტელექტით გაუმჯობესებულ გეიმინგ გამოცდილებას, ამავდროულად შეინარჩუნებს თავსებადობას Xbox-ის თამაშების ბიბლიოთეკასთან“, - განაცხადა სარა ბონდმა. 

Microsoft- ჯერ არ გაუმხელია, როდის გამოვა გაყიდვაში ახალი Xbox დესკტოპ კონსოლი. კომპანია, როგორც წესი, ახალი თაობის კონსოლებს გამოშვებამდე დაახლოებით წელიწადნახევრით ადრე აანონსებს. თუ ბოლო წლების გრაფიკი დაცული იქნება ახალი კონსოლის გამოშვება მოსალოდნელია 2026 წლის ბოლომდე. 

განცხადების განსაკუთრებით საინტერესო ნაწილი იყო დადასტურება, რომ Xbox პორტატულ კონსოლებზე მუშაობს. ფორმატმა პოპულარობა მოიპოვა Valve-ის Steam Deck-ის 2022 წელს გამოშვების შემდეგ და დღეს ბაზარზე უკვე რამდენიმე კონკურენტია. მიუხედავად იმისა, რომ პორტატული კონსოლების სეგმენტი კვლავ ნიშურია, Microsoft, როგორც ჩანს, მასში მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს და გეგმავს ამ ფორმ-ფაქტორის საკუთარი მოწყობილობის გამოშვებას Xbox ბრენდის ფარგლებში. 

„Xbox-თან მიმართებაში ჩვენ გვსურს, რომ ითამაშოთ თქვენთვის სასურველი თამაშები, ვისთან ერთადაც გსურთ, სადაც გსურთ. სწორედ ამიტომ ვდებთ ინვესტიციას ჩვენი ახალი თაობის აპარატულ პორტფოლიოშიკონსოლებში, პორტატულ მოწყობილობებში, კომპიუტერებში, ქლაუდსა და აქსესუარებში“, — განაცხადა ბონდმა. 

ხსენებული განცხადება ასევე ხაზს უსვამს Microsoft-ის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს თამაშებს სხვადასხვა პლატფორმზე. ტრადიციული მოწყობილობების, როგორიცაა კონსოლები, პორტატული მოწყობილობები და პერსონალური კომპიუტერები,  სავარაუდოდ, მომავალში Xbox-ისა და Windows-ის მოწყობილობებს შორის თავსებადობის გაფართოებას ნიშნავს. „საქმე ეხება ისეთი გეიმინგ პლატფორმის შექმნას, რომელიც ყოველთვის თქვენთან იქნება, რათა შეძლოთ თქვენთვის საყვარელი თამაშების თამაში სხვადასხვა მოწყობილობზე, სადაც არ უნდა იყოთ და შემოგთავაზებთ გამოცდილებას, რომელიც ერთ მაღაზიაზე ან ერთ მოწყობილობაზე არ იქნება მიბმული. სწორედ ამიტომ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ Windows-ის გუნდთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ Windows იყოს თამაშების ნომერ პირველი პლატფორმა“, - აღნიშნა ბონდმა. 

Posted

 

  • 3 weeks later...
Posted

 

  • 2 months later...
Posted

 

Posted

 

Posted

 

Posted

 

Posted

 

Posted

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.