Popular Post Barca Posted May 3, 2011 Popular Post Share Posted May 3, 2011 მოგესალმებით ყველას ! დღეს მე მსურს წარმოგიდგინოთ ძალინ საინტერესო მიმოხილვა სადაც საუბარი იქნება გასაოცარ Triple Monitor Gaming ზე და ამ ტესტში მონაწილე 2 უძლიერეს ვიდეო ბარათზე.პირველ რიგში ვინც არ იცის გეტყვით რომ Triple Monitor Gaming გულისხმობს 3 ცალი მონიტორის შეერთების ერთად და 1 გამოსახულების მიღებას რაც თავისთავად იძლევა ძალიან დიდ რეზოლუციას (გრაფიკას) თამაშებში და არამარტო მათში. ამ სახის Gaming კიდევ იფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც მსოფლიოს 2 მა გიგანტმა კომოპანიამ ვიდეო ბარათების წარმოებაში წარმოადგინეს თავ-თავისი 2 ბირთვიანი ,ჯერ არნახული ძალის მქონე ვიდეო ბარათები: GeForce GTX 590 3GB მეხსიერებით კომპანია NVIDIA სგან და Radeon HD 6990 4GB მეხსიერებით კომპანია AMD სგან. ჩვენ უკვე ვიხილეთ ჩემს მიერ მომზადებული ამ 2 უძლიერესი ვიდეო ბარათის მიმოხილვა სადაც ყველაფერი დატალურად იქნა განხილული და მანამდე სანამ უშუალოდ დღევანდელ მიმოხილვას შევუდგებოდეთ ყველას ვთხოვ გადახედოს ზემოთ ნახსნები 2 ვიდეო ბარათი მიმოხილვას: GeForce GTX 590 3GB და Radeon HD 6990 4GB Triple Monitor Gaming ისთვის სახელწოდებიდან გამომდინარეც რაღა თქმა უნდა საჭიროა 3 ცალი მონიტორი,უკეთესი იქნება თუ სამივე მთაგანს ერთიდაიგივე რეზოლუცია ექნება და თავად მონიტორებიც ზომაში ერთნაერი იქნება,რაც საბოლოო ჯამში ულამაზეს ჩვენბეას იძლევა. ჩვენს დღევანდელ მიმოხილვაში გამოყენებული იქნება კომპანია DELL ის იახლესი 30 ინჩიანი Dell 3008WFP 30 LCD მონიტორი რეზოლუციით 2560x1600.იგი ასე გამოიყურება: GTX 590 და HD 6990 ვიდეო ბარათების დაკავშირება Dell ის ამ 3 ერთნაერ მონიტორთან ხდება 3 ცალი DVI პორტის მეშვეობით რომელიც სწორედ ამ ვიდეო ბარათებს აქვთ : მოდით ვნახოთ სატესტო სისტემა: პროცესორი - Intel Core i7 920 (Overclocked @ 3.70GHz) ოპერატიული მეხსიერება - 3X 2GB G.Skill DDR3 PC3-12800 (CAS 9-9-9-24) დედა დაფა - Asus P6T Deluxe (Intel X58 Chipset) კვების ბლოკი - OCZ ZX Series (1250w) მყარი დისკი - Crucial RealSSD C300 256GB (SATA 6Gb/s) ვიდეო ბარათები - GeForce GTX 590 (3072MB) და Radeon HD 6990 (4096MB) პროგრამული უზრუნველყოფა: ოპერაციული სისტემა - Microsoft Windows 7 Ultimate 64-bit დრაივერი GTX 590 ისთვის - Nvidia Forceware 270.61 დრაივერი HD 6990 ისთვის - AMD Catalyst 11.4 ტესტება ჩატარდება შემდეგ რეზოლუციებზე: 5040x1050 5760x1200 7680x1600 გარდა ტესტებში მიღებული შედეგისა აქ წარმოდგენილი იქნება თითო-თითო სურათი ყველა თამაშიდან რომელიც მონაწილეობს ამ ტესტში. მოდით დავიწყოთ უშუალოდ Triple Monitor Gaming ტესტი და პირველი თამაშია: Battlefield Bad Company 2 ეს ტესტის შედეგი: ეს კი სურათი თამაშიდან უმაღლეს 7680x1600 რეზოლუციაზე. Bulletstorm სურათი თამაშიდან: ეს კი ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკის მქონე Crysis Warhead და ახლად გამოსული Crysis 2. Crysis Warhead სურათი თამაშიდან: Crysis 2 სურათი თამაშიდან: Civilization V სურათი თამაშიდან: Dragon Age II სურათი თამაშიდან: Dirt 2 სურათი თამაშიდან: Far Cry 2 სურათი თამაშიდან: Just Cause 2 სურათი თამაშიდან: Mafia II სურათი თამაშიდან: Metro 2033 სურათი თამაშიდან: ამით ტესტები დასრულდა.როგორც ვცნახოთ კომპანია AMD ს 2 ბირთვიანმა Radeon HD 6990 4GB მ ტესტების დიდ ნაწილში აჯობა Nvidia ს 2 ბირთვიან GTX 590 3GB ს FPS ის რაოდენობით. ჯამში ამგვარი სიამოვნება დაახლოებით 5000 ობამა ღირს საიდანც მხოლოდ 700 ობამაა საჭირო ზემოთ აღნისნული 2 ვიდეო ბარათიდან ერთ-ერთის შესაძენად დანარჩენი კი საჭიროა სხვა ნაწილებისთვის და მონიტორებისთვის. სტატია მომზადებულია FC BARCELONA ს მიერ ;) 17 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 ნამეტანი ბევრი ობამა გამოდის კარგი მიმოხილვაა ატიმ ჩაუტარა ნვიდიას ამ ტესტებით აშკარად და რაც უფრო მაღალია გაფართოება მით უკეთესია ატი Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted May 3, 2011 Author Share Posted May 3, 2011 ხო ობამების ამბავი ცუდია და AMD მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ შეუძლია აჯობოს მწვანე გიგანტს აშკარად დაჯაბნა და არამგონაი რომ აქაც დრაივერს დავაბრალოდ რამე :chojinfc: Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 ნამეტანი ბევრი ობამა გამოდის კარგი მიმოხილვაა ატიმ ჩაუტარა ნვიდიას ამ ტესტებით აშკარად და რაც უფრო მაღალია გაფართოება მით უკეთესია ატი ნამდვილად ატი ყოველთვის ბევრად სტაბილური იყო მაღალ გაფართოებებზე ვიდრე ნვიდია აშკარად დაჯაბნა და არამგონაი რომ აქაც დრაივერს დავაბრალოდ რამე ნუ გააჩნია, ტუ ნვიდიას ფანი ხარ მაშინ თამამად შეგიძლია დააბრალო :D Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 დრაივერის კი არა 4GBს ხარჯზე ქაჩავს ატი მაღალ გაფართოვებაზე, ამხელა რეზოლუციაზე მგონი ნამდვილად საჭიროა GBები. ეს არის ჩემი აზრი და ეხლა ნუ მომაკერებთ ნვიდიას ფანობის იარლიყს :D Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted May 3, 2011 Author Share Posted May 3, 2011 ხომ მაგრამ არამარტო ამ გაფართოებაზე დაბალ გრაფიკაზეც ჯობნის AMD სადაც ეგ GB ები ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება :) Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 ყოჩაღ ბარსა :) Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 (edited) 5040x1050იც არ არის პატარა გაფართოვება IMHO ორმაგი მეხსიერების ხარჯზე სტარკრაფტ2ში ჩემი კარტით მეტი fps მექნება ულტრა სეთინგებზე ვიდრე GTX560ს ეს არის რომ გვპირდებოდი ვიდეო კარტებზე კაი მიმოხლივას? :thumbsup: +1 Edited May 3, 2011 by G1ORG1 Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted May 3, 2011 Author Share Posted May 3, 2011 ყოჩაღ ბარსა მინდა გითხრათ რომ მალე იქნება კიდევ ერთი კარგი მიმოხილვა \ ბევრად მაშტაბური მგონი არც დაეტევა აქ :D Link to comment Share on other sites More sharing options...
BIRKOF Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 ჩაუტარა ATI ბიძიამ მწვანეთა პარტიას? ;) Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted May 3, 2011 Author Share Posted May 3, 2011 აი Exterm Hunter ს რომ აინტერესებდა ასეთ გეიმიგზე რა დამჯდებაო და GTS 250 თუ მეყოფა 2 ცალიო ეხლა დავრწმუნბდინ მე კიდევ ერთხელ რომ GTS 250 დონის კარტები თუნდაც 3 ცალი (მგონი ვერ გამოვა ეს ) ვერ გაქაჩავს ესეთ რეზოლუციაზე რადგანა სეთ მონსტრებსაც კი უჭირს მაგრამ რადეონი ოპტიმალური ვარიანტი იქნება :) Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 მომწონს ასეთი კონფიგურაცია +1 თემისთვის, ლევან : ) Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 გამოიღოს ენვიდამ დააფხრიწა ყველაფერი თავზე ატიმ ატის ტექნოლოგია ბევრად უფრო დახვეწილია კუდას მსგავსი რამეც ექნება მალე ატის და მორჩა, ენვიდია წარსულს ჩაბარდება Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 ენვიდია წარსულს ჩაბარდება ვერ მო-გარ-თვით! არაფერიც. NVIDIA ყოველთვის ლიდერი კომპანია იქნება :) Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 JuMPeR AMD-ს აქვს CUDA-ს მსგავსი ტექნოლოგია, რომელსაც ATI Stream ტექნოლოგია ეწოდება. აქ საქმე პოპულარიზაციაშია და არა - ტექნოლოგიის არქონაში, ანუ CUDA-ს უფრო მეტი გამოყენება აქვს, ვიდრე ATI Stream-ს. Link to comment Share on other sites More sharing options...
sauron Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 ყოჩაღ ბარსა +1 დირტის ტესტში ბოლო გაფართოებაზე 2 ამდე დაეცა ენვიდიას ფპს ატის კი 53 აქვს, არადა ენვიდიას ჯობდა შედარებით ნაკლედ რეზოლუციაზე,ეხლა ესეც რამის ნაკლებობას არ დააბრალოთ, აშკარად ენვიდიას თითქმის ყველგან ჩავარდნა აქვს, ფპს თამაშობს, რავი ყველა ატის უწუნებს დრაივერებს და ენვიდიას თემაში რომ შევიხედე ეხლანდელი დრაივერი თითქმის არავის არ მოწონს, ზოგს ექაშება და რა აღარ მოსდის, ჰო კიდევ ატის დრაივერები ფენებს მაინც არ აჩერებენ :sarcastic_hanend: Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 JuMPeR AMD-ს აქვს CUDA-ს მსგავსი ტექნოლოგია, რომელსაც ATI Stream ტექნოლოგია ეწოდება. აქ საქმე პოპულარიზაციაშია და არა - ტექნოლოგიის არქონაში, ანუ CUDA-ს უფრო მეტი გამოყენება აქვს, ვიდრე ATI Stream-ს. დახვეწაზე მქონდა საუბარი ისეთივე გავრცელებული და გამოყენებადი არაა როგორც კუდა Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 NVIDIA ყოველთვის ლიდერი კომპანია იქნება ენვიდიას ფანი ხარ ? ტესტებმა გვანახეს რომ ამდ ლიდერობს და გამიკვირდა ასეთი კომენტარი, მხოლოდ ერთი მიზეზი ვუპოვე :) Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted May 3, 2011 Share Posted May 3, 2011 ATI-AMD vs. Nvidia AMD vs. intel მარადიული თემებია :D Link to comment Share on other sites More sharing options...
Karlo Posted May 4, 2011 Share Posted May 4, 2011 ატის უპირატესობა ენვიდიაზე ამ ტესტებით არ გამოიხატება და მხოლოდ 1 კარტაა არაა ატი... სხვა ბარათები აიღეთ, 1 ბირთვიანები, სადაც ენვიდია თითქმის ყველგან ლიდერობს, აი ორკარტიანში შეიძლება რაღაცეები გამოსასწორებელი აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ლიდერია ვიდეო კარტებში და იგივე კუდა და ფიზიკა თავისას აკეთებენ... Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted May 4, 2011 Author Share Posted May 4, 2011 მართალია ვეთანხმები კარლოს ენვიდია ერთბირტვიან კარტებში ბევრად ჯობნის ატის ბარაღთებს ასე რომ მარტო ამ HD 6990 ით AMD ვერაფერს უზავს მწვანეებს :chojinfc: Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted May 4, 2011 Share Posted May 4, 2011 საინტერესოა ნვიდიაზე ფიზიკა თუ იყო ჩართული ? თუ ფიზიკა ჩართული იყო ზუსტად მაგიტომ ექნება ასეთი "დაბალი" შედეგი ატისთან შედარებით :) Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted May 4, 2011 Author Share Posted May 4, 2011 საინტერესოა ნვიდიაზე ფიზიკა თუ იყო ჩართული ? თუ ფიზიკა ჩართული იყო ზუსტად მაგიტომ ექნება ასეთი "დაბალი" შედეგი ატისთან შედარებით ეგ საერთოდ არც ერთ ტესტში არ წერია ხოალმე მართლა საინტერესოა მაგრამ დასკვნაში პირდაპირ ეწერა რომ აჯობა რადეონმა მგონი რომ არ იყ ჩართული რადგან ტეტსებში ეწერებოდა რომ ფიზიკით იყო Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 4, 2011 Share Posted May 4, 2011 საინტერესოა ნვიდიაზე ფიზიკა თუ იყო ჩართული ? თუ ფიზიკა ჩართული იყო ზუსტად მაგიტომ ექნება ასეთი "დაბალი" შედეგი ატისთან შედარებით ფიზიკის მხარდაჭერა რომელს აქვს ჩამოთვლილი თამაშებიდან ? Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted May 4, 2011 Author Share Posted May 4, 2011 ფიზიკის მხარდაჭერა რომელს აქვს ჩამოთვლილი თამაშებიდან ? მაფიას არ აქვს ? Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts