Type-X Posted May 7 Posted May 7 გამარჯობა. ნივთი რომელიც ღირს 130 დოლარი მაძლევენ ფასდაკლების კოდს 20 პროცენტიანს. 104 დოლარად შემიძლია ვიყიდო და განბაჟება არ უწევს. მივწერე გადამზიდ კომპანიას და მომწერეს, რომ ფასდაკლების კოდით შეძენის შემთხვევაში მაინც განბაჟებას ექვემდებარება ნივთიო. მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევს განბაჟება თუ აღნიშნულ საიტზე იქნება ფასდაკლებული ეს ნივთიო. მართლა ესეა ყველგან ? Quote
Power_VANO Posted May 9 Posted May 9 @Type-X 50/50-ზეა მოგედავება თუ არა საბაჟო. თუ მოგედავებიან კიდევ, აჩვენებ რეალურად რა გადაიხადე და ა.შ. ფასდაკლების კოდები სავსებით ლეგიტიმური რამეა. მე გირჩევდი დიდი ჩამომტანი კომპანიით ჩამოიტანო, მაგალითად USA2GEO-თი. არასდროს მაგათთან ეგეთ რამეზე პრობლემა არ შეუქმნიათ. პატარა კომპანიებთან უფრო ხდება ეგეთ რამეებზე გაპრობლემება. თუ ვინმეს ეგეთი რამე უთქვამს, ყოველთვის პატარა ჩამომტანი ყოფილა ჩემ შემთხვევაში. 1 Quote
david_888 Posted May 9 Posted May 9 On 5/8/2025 at 1:41 AM, Type-X said: მართლა ესეა ყველგან ? ესაა უკანონობა რომელსაც ჩადის ჩვენი საბაჟო, დაიწყო იმის გამო რო ხალხი ყიდულობდა ამაზონზე მაგალითად gift card მაგაზე რიცხავდა თანხას და ვითომ იაფად ყიდულობდა, მე მაგალითად როცა ფასდაკლებით ვყიდულობ კუპონებით იმ თანხას ვწერ ხოლმე რახც რეალურად გადავიხადე, ჯერჯერობით არ გაუჩერებიათ 1 Quote
Type-X Posted May 10 Author Posted May 10 22 hours ago, Power_VANO said: @Type-X 50/50-ზეა მოგედავება თუ არა საბაჟო. თუ მოგედავებიან კიდევ, აჩვენებ რეალურად რა გადაიხადე და ა.შ. ფასდაკლების კოდები სავსებით ლეგიტიმური რამეა. მე გირჩევდი დიდი ჩამომტანი კომპანიით ჩამოიტანო, მაგალითად USA2GEO-თი. არასდროს მაგათთან ეგეთ რამეზე პრობლემა არ შეუქმნიათ. პატარა კომპანიებთან უფრო ხდება ეგეთ რამეებზე გაპრობლემება. თუ ვინმეს ეგეთი რამე უთქვამს, ყოველთვის პატარა ჩამომტანი ყოფილა ჩემ შემთხვევაში. USA2GEO ვიყენებდი, მაგრამ გავაუქმე იუზერი იმის შემდეგ, რაც ყველაფრის დათვლა მოცულობით დაიწყეს. ისე არის რომელიმე კომპანია დარჩენილი, რომელიც წონით ითვლის მხოლოდ ? რაც ვნახე თითქმის ყველა მოცულობით ითვლის თუ რომელიმე ზომა 1.5 მეტრს აღემატება. 21 hours ago, david_888 said: ესაა უკანონობა რომელსაც ჩადის ჩვენი საბაჟო, დაიწყო იმის გამო რო ხალხი ყიდულობდა ამაზონზე მაგალითად gift card მაგაზე რიცხავდა თანხას და ვითომ იაფად ყიდულობდა, მე მაგალითად როცა ფასდაკლებით ვყიდულობ კუპონებით იმ თანხას ვწერ ხოლმე რახც რეალურად გადავიხადე, ჯერჯერობით არ გაუჩერებიათ Onex-ს მივწერე და გამიკვირდა, ესეთი პასუხი, რომ მომივიდა. 104 $ თუ გადაიხდით მაინც დეკლარირების დროს 130 $ უნდა ჩაწეროთო ძალით უნდა განაბაჟო ესე გამოდის არადა ბევრი საიტი ვიცი მინიმუმ 15% ფასდაკლების კოდს გაძლევს ნებისმიერ ნივთზე თუ პირველად რეგისტრირდები და ყიდულობ. ყიდვას თუ გადავწყვეტ რაც გადავიხადე რეალურად იმ თანხას ჩავწერ დეკლარირებაში და ინვოისსაც ავტვირთავ, სადაც ჩანს ფასდაკლებული თანხა. საიტზე თუ შევლენ ისევ 130 $ ეწერება და მერე, რომ არ დამაჯარიმონ. დანარჩენი თვითონ არკვიონ Quote
david_888 Posted May 10 Posted May 10 2 hours ago, Type-X said: ისე არის რომელიმე კომპანია დარჩენილი, რომელიც წონით ითვლის მხოლოდ ? კამექსმა დაიწყო ეხლა, რეალური წონა (თუ მოცულობით არ სცება 30კგ-ს) და ფასი 8.35 2 hours ago, Type-X said: საიტზე თუ შევლენ ისევ 130 $ ეწერება და მერე, რომ არ დამაჯარიმონ ინვოისს რო მოგთხოვენ 104 ეწერება ვიცი რამდენიმე შემთხევავა რო მაინც განაბაჟებინეს ხოლმე ეგეთ ვარიანტში, მარა ჯარიმები არ დაუწერიათ, თუმცა რათქმაუნდა შენი გადასაწყვეტია რა იზავ 1 Quote
Gogla1990 Posted May 10 Posted May 10 ეჰ.... კი ვიცი რაც უნდა ლასარეში რომ სხედან იმათგან ზოგიერთს, მაგრამ ვინაა პატრონი ტიპებს როგორც აუდგებათ ისე ატრიალებენ, კანონშიც დომხალია და მაგათ კეთილ ნებაზეა, რო რამე და უჩივლებ, ან რომც უჩივლო მოიგებ თუ? 1 Quote
Power_VANO Posted May 11 Posted May 11 ყოველი შემთხვევისთვის, დაადოკუმენტირე (სქრინები და ა.შ.) როგორ მიიღე 20% ფასდაკლების კოდი, პირველადი რეგისტრაცია იქნება თუ სხვა რამ, და თუ მოგედავდნენ, აჩვენებ რომ შენ კი არ ჩაგიტარებია რაღაც ფინანსური მაქინაცია, არამედ მაღაზიამ თავისი ნებით დაგიკლო ფასი, ყველას შეუძლია ფასდაკლების მიღება და ა.შ. ერთხელ კვების ბლოკზე გამიპრობლემეს, ლასარეში დამიბარეს, ექაუნთი უნდა გვაჩვენოო ამაზონისო, რომ ეგრე იაფად იყიდეო, ძვირი ღირსო :დ და ვასწავლე მაშინ მეთქი https://camelcamelcamel.com/ შეამოწმეთ - როცა ვიყიდე წერია რა ფასიც იყო, რომ არ დაიღალოთ თავები თქვენ ან ჩვენ არ გვატაროთ ქალაქის მეორე ბოლოდან აქ 1 Quote
Type-X Posted May 11 Author Posted May 11 აზრი არ აქვს მაშინ. იმდენს მატარებენ ერთი მაგდენი დამიჯდება. შევაგროვებ თანხას და 2 ნივთს გამოვწერ ერთად, რაც მჭიდება. ერთიანად განვაბაჟებ და ეგ იქნება. მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის Quote
Type-X Posted May 19 Author Posted May 19 Maleo-ს და Onex-ის გარდა არცერთი არ გამომიყენებია. საბურთალოზე არის რომელიმე კომპანიის ფილიალი სადაც არ მარბენინებენ განბაჟების საკითხებზე ოფისში და ონლაინ მოვაგვარებ საბუთების საკითხს ? სასურველია წონით ბაჟდებოდეს ნივთი და არა გაბარიტებით. USASHOP-ზე და Amanat-ზე ამბობდნენ რაც მე გამიგია, რომ წონით ბაჟდება ყოველთვის. რამდენად შეესაბამება რეალობას არ ვიცი. არადა მესამე გადამზიდი მჭირდება ვატყობ რა მაინტერესებს. კომპანიების პოლიტიკა როგორია. მაგ: გამოვიწერე ნივთი და მივიდა საზღვარგარეთ მისამართზე. გამოიგზავნა თუ არა იგივე საიტიდან გამოვიწერე მეორე ნივთი. ერთ რეისში თუ არ მოხვდა ორივე და 300 ლარს არ აღემატება ჯამი ორივეს მოუწევს განბაჟება ? ზოგი წერს ერთ რეისშიც, რომ მოხვდეს და 300 ლარზე მეტი იყოს ჯამური თანხა არ მოუწევს განბაჟებაო თუ სხვადასხვა საიტიდანაა გამოწერილიო. მთავარია ერთ რეისზე არ მოხვდეს ჩემი 2 ნივთი, რომელიც ერთიდაიგივე საიტიდანაა გამოწერილი და ჯამურად 300 ლარს არ აჭარბებდეს თუ სწორად გავიგე. მე კიდევ ველოდები ხოლმე სანამ ადგილზე არ ჩამოვა ნივთი და მერე ვიწერ მეორეს. კაი დროს ვკარგავ ამასობაში. Quote
Gogla1990 Posted May 20 Posted May 20 16 hours ago, Type-X said: საბურთალოზე არის რომელიმე კომპანიის ფილიალი სადაც არ მარბენინებენ განბაჟების საკითხებზე ოფისში და ონლაინ მოვაგვარებ საბუთების საკითხს ? სასურველია წონით ბაჟდებოდეს ნივთი და არა გაბარიტებით usshop.ge amanati.ge 16 hours ago, Type-X said: მაგ: გამოვიწერე ნივთი და მივიდა საზღვარგარეთ მისამართზე. გამოიგზავნა თუ არა იგივე საიტიდან გამოვიწერე მეორე ნივთი. ერთ რეისში თუ არ მოხვდა ორივე და 300 ლარს არ აღემატება ჯამი ორივეს მოუწევს განბაჟება ? 16 hours ago, Type-X said: კომპანიების პოლიტიკა როგორია. კომპანია არაფერ შუაშია, საბაჟო წყვეტს მაგას შესაბამისი წესებიდან გამომდინარე ერთ რეისზე, ან ერთ დღეს თუ შემოვა 2 ამანათი ჯამური ღირებულებით 300 + ლარი, უწევს განბაჟება თუ სხვადასხვა რეისია და სხვადასხვა დღეს შემოდის, არა მარტივად; იყენებ რამოდენიმე კომპანიას და 300 ლარამდე ნივთებს არ განაბაჟებ იმის გამო რომ ერთ რეისზე შემოვა ერთი კომპანიით, ან ერთ კომპანიაზე ოჯახის წევრებზე გამოწერ და ეგაა 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.