Jump to content

Recommended Posts

Posted

გადმოსაწერი ლინკი:https://rutor.info/torrent/1032036/odni-iz-nas-chast-ii-obnovlennaja-versija_the-last-of-us-part-ii-remastered-v-1.0.10402.1014-build-17959109-dlc-2025-pc-portable 

the-last-of-us-pt-2-twitter-850x478.png

თამაშის შესახებ:
გამოშვების წელი: 2025  წლის 3 აპრილი
ჟანრი: Action-adventure
შემქმნელი: 
Naughty Dog
გამომცემელი: Naughty Dog
პლატფორმა: PC
გამოცემის ტიპი: ლიცენზია
ენა: ENG-RUS
კრეკი: არის  (RUNE)
ზომა: 115.08 GB


თამაშის შესახებ:
The Last of Us Part II, Winner of over 300 Game of the Year awards, The Last of Us Part II is now available on PC with a host of technical enhancements. It’s the best way to experience the gripping story of Ellie and Abby that has captivated millions of gamers and critics.

Five years after their terrifying journey across an infected America, Ellie and Joel find refuge in the thriving community of Jackson, Wyoming. Their lives become more stable, despite the constant threat of the infected and desperate survivors. However, an unexpected, violent event shatters their peace, forcing Ellie to embark on a new journey in search of justice and inner peace.

 

მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
OS: Windows 10/11 64-bit (version 1909 or higher)
PROCESSOR:  Intel Core i5-8600, AMD Ryzen 5 3600
MEMORY: 16 GB RAM
VIDEO CARD: NVIDIA GeForce RTX 3060, AMD Radeon RX 5700
DirectX: Version 12
FREE DISK SPACE: 150 GB


რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები:
OS: Windows 10/11 64-bit (version 1909 or higher)
PROCESSOR: Intel Core i7-11700, AMD Ryzen 7 5700X
MEMORY: 32 GB RAM
VIDEO CARD: NVIDIA GeForce RTX 4080, AMD Radeon RX 7900XT
DirectX: Version 12
FREE DISK SPACE: 150 GB

 

 

 

  • Thanks 2
  • Upvote 1
Posted

ვახ ჩემიი, ამას 7800ზე ვერ ვითამაშებ, კაი ვიდეო მინდა. 9070xt რას იზავს ნეტა.

Posted
17 hours ago, G1ORG1 said:

ვახ ჩემიი, ამას 7800ზე ვერ ვითამაშებ, კაი ვიდეო მინდა. 9070xt რას იზავს ნეტა.

fsr 3.1 აქვს, fg-თ უნდა გაქაჩოს

Posted
15 minutes ago, david_888 said:

fsr 3.1 აქვს, fg-თ უნდა გაქაჩოს

კაი რამეა. პირველს წარმადობით 100 თავით სჯობს. ცოტა გავიარე ძაან და გავთიშე. 

Posted

ვაა ეს ვაფშე აღარ მახსოვდა

Posted

 5 პოსტია თემაში როცა ადრე 5 გვერდი იქნებოდა რამდენიმე დღეში)))

მარტო მე კი არა მგონი ყველას ყველაფრის მუღამი დაეკარგა ამ ქვეყანაში

  • Upvote 2
Posted

არა და სულ სხვანაირი და ცოცხალი მახსოვს რამდენიმე წლის წინ აქაურობა 

Posted

ვუყურებ გეიმინგს ბევრმა დაანება თავი არა მარტო მე აღარ ვთამაშობ, ან თუ თამაშობენ ძველი ფორუმელები ძალიან იშვიათათ უკვე, მაგის ბრალი მგონია რომ აღარაფერს პოსტავენ, რაზგონი და ეგეთები კი მაგაზე მალე მიატოვა ბევრმა უკვე, პოლიტიკურ თემებზე კი ამ ფორუმზე არც არასდროს ლაპარაკობდენ, უფრო ტეხნიკა, იგრები და რაზგონი, მანდ ზოგს მაყუთი გამოელია ან დროებითი ფინანსური პრობლემები აქვს შეიძლება ვისაც ეგ თემაბი აინტერესებდა ამ ფორუმზე, ნაწილი ალბათ სხვა რაღაცეებითაა დაკავებული და ფორუმისთვის აღარც ცალია, სხვა ნუანსებიაც იქნება რა თქმა უნდა, მათ შორის მუღამის დაკარგვაც, ძალზე ბევრი უზერი არც არასდროს ყოლია ამ ფორუმს, ასე 30-35 კაცამდე აქტიურობდა ხოლმე ძირითადათ ყველაზე კარგ პერიოდშიც ალბათ, ეხლა მაგის მეოთხედი თუ დარჩა და მაგათაც აღარ ცალიათ რასაც ვუყურებ ან სხვა რაღაცეებით არიან დაკავებულები, ანუ მანდ ყველაფერი ერთად იქნება, მათ შორის მუღამის დაკარგვაც მაგ თემებზე რაც ამ ფორუმზე იპოსტებოდა წინა წლებში, ძველი უზერებიდან თან ძალიან ბევრი ემიგრაციაშია, ამ ფორუმისთვის აღარ ცალიათ, ბევრი მუშაობს დარწმუნებული ვარ, იცლის მარტო ნაწილი, მოკლეთ ბევრი ნუანსებია რის გამოც შეიძლება აღარ აინტერესებდეთ ეგ თემები, ეს მაინც პატარა ფორუმი იყო შედარებით, ფორუმ.ჯის ტიპის ყველაფერზე რომ მიდიოდა დისკუსიები არასდროს არ ყოფილა, ანუ სხვა მაშტაბი ქონდა და ყოველთვის იყო უზერების პრობლემა, ფაქტიურათ თავიდანვე როცა გაცილებით ბევრი უზერი აქტიურობდა სხვადასხვა თემებში, მათ შორის გეიმინგშიც, მინიმუმ 15 კაცი მაინც ალბათ სულ მცირე, მაგიტომაც იპოსტებოდა უფრო ბევრი და ახალ-ახალ თამაშებზეც იხსნებოდა თემები და დისკუსიებიც მიდიოდა, ეხლა ეგ ყველაფერი წარსულს ბარდება ნელ-ნელა, ახალი უზერები კი თითქმის აღარაა, ძველები რომ ჩაენაცვლებინა, გეიმინგიც ზოგადათ საკმაოთ ძვირი სიამოვნებაა, ბევრს შეიძლება მაგის გამოც დაეკარგა ნაწილობრივ მუღამი, დანარჩენს ჩემი აზრით ბანალურათ დაპოსტვა ეზარება, თორე სისტემაც ქონდეს შეიძლება და უბერავდეს ჩუმათ ამ ფორუმზე დაპოსტვების გარეშეც,ანუ ძალზე აქტიური არც ადრე არ იყო, უბრალოთ შემოდიოდენ ხოლმე და ნახულობდენ ახალ თემებს, მანდ ბანალურათ ვინც ადრე აქტიურობდა შეიძლება მაგათ შეეცვალათ პრიორიტეტები, მანდ იქნება მუღამის დაკარგვაც და სხვა ნუანსებიც, ბევრს ძველი უზერებიდან უკვე ოჯახიც ექნება სარჩენი, მოკლეთ ბევრი ნუანსებია და ეგრე პირდაპირ მუღამის დაკარგვას უზერების უკმარისობას ვერ დააბრალებ, ნაწილს შეიძლება მართლა დაეკარგა სხვადასხვა მიზეზების გამო მუღამი, ნაწილი კი ბანალურათ ვეღარ იცლის ფორუმისთვის ან სხვა რაღაცეებითაა უკვე დაკავებული

Posted

გადმოვწერე და დავიწყე

პირველი ნაწილი ძალიან კარგი იყო (ps3 ზე მაქვს დახურული)

ვცდილობ რომ პირატული თამაშები არ გადმოვწერო, ბლომად ნაყიდებიც არ დამიხურია ჯერ,  მაგრამ ამას ვერც ვიყიდი საქართველოში ოფიციალურად რომც მინდოდეს, ამიტომ სუფთა სინდით გადმოვწერე პირატული :)

დავიწყე, 2 სთ ვითამაშე დაახლოებით, კარგადაა გაკეთებული მომეწონა, გრაფიკა ძალიან კარგია და გეიმფლეი წინას გავს (თუმცა ახლა კლავიატურით და მაუსით ვთამაშობ).

ისე აღარ თამაშობს ხალხიო და მგონი მართალია,

მე ონლაინ თამაშებს ვერ ვამუღამ,სინგლ პლეერსაც ვეღარ ვუდებ გულს

ბოლოს სულ რამდენიმე თამაში მახსოვს რომ დავხურე და დასახურების სია დიდი მაქვს (ჩაწერილი და დაწყებული რაც მაქვს)

  • Atomfall
  • Atomic heart
  • Far Cry 6
  • RDR 2
  • Dread templar
  • Forgive me father
  • Selaco
  • We Happy Few
  • Greedfall
  • Nier Automata
  • Elder Ring
  • Forever winter (early access-ია და ველოდები)
  • Arc new line ( დემო მომეწონა, თუმცა ჯერ early access ია ჯერ)
  • Baldurs Gate 3 (არც დამიწყია ჯერ ეს)

თუ მოკლე დროში არ იხურება, ვეღარ ვამუღამებ ძირითადად, მაგრამ გამონაკლისებიცაა, Stanfield  ში 100 სთ მდე მაქვს,  მიუხედავად თამაშის ბევრი ნაკლისა, მაგრამ ბევრჯერ დახურვას "ნამდვილი დასასრულისთვის" ვერ ვამუღამებ

Robocop მახსოვს ამ ბოლოს რამდენიმე დღეში რომ დავხურე და Space Marine 2 რამდნიმე  მოკლე რეტრო თამაშს თუ არ ჩავთვლით.

 

 

Posted

ვიდეობარათი რომ ვიყიდე რედითზე სეთაფი დავპოსტე ისე უბრალოდ, გადაირია ხალხი რატომ არ თამაშობო? სწორად აღნიშნეთ თქვენ მუღამები გაქრა რა. სტიმზე იმდენი თამაშები მომიგროვდა და მიდევს ასე, სამუშაო კვირაში იღლები ადამიანი და გეზარება, უქმეებზე კიდე სხვა საქმეებიცაა და მერე დრო გენანება. ოფლაინში მაქს ფეხბურთი ან რამე გონკა შევბერო, ეგაა და ეგ. RDR2 დავიწყე და მივაგდე. ერთი ახალი GTA-ს მუღამი მაქვს.

Posted

მოკლეთ რომ შევაჯამით მუღამის დაკარგვაცაა და ბანალურათ თავისუფალი დროს ამბავიც, მაგ დროს ყველა სხვადასხვა რაღაცაში ხარჯავს, როგორც ჩანს ფორუმი ბოლო პლანზეა უკვე ბევრისთვის, ეგ თემაც იქნება და ცალკე გეიმინგის მუღამის დაკარგვაც ალბათ, ვინც თანამედროვე სისტემებს აღარ აწყობს შეიძლება ხარდის ინტერესიც გაუქრეს და აღარ ადევნებდეს თვალს რა ხდება საინტერესო, ადრე უფრო ნიუსჰანტერების და საინტერესო თემების გამოქვეყნების პრობლემა იყო ერთი პერიოდი, უზერები მაშინ გვყავდა ჯერ, ეხლა უკვე ყველაფერი ერთადაა , უზერების ნაწილს შეიძლება უკვე უცხოურ საიტებზე ურჩევნია მაგ ყველაფრის წაკითხვა და გაგება, სოფტსაც თუ მოინდომებ ადვილათ იპოვი, მოკლეთ ამ ფორუმზე უფრო გეიმინგის თემა იყო რაზგონის ინტერესი რომ დაეცა აქტუალური და ეგეც ნელ-ნელა მეორე პლანზე გადადის, მიზეზი კი მართლა შეიძლება ბევრი იყოს, მათ შორის მუღამის დაკარგვაც და აქტიური გეიმინგის თავის დანებება, მანდ ბანალურათ ვინც ყველაზე მეტათ აქტიურობდა და ბლომათ პოსტავდა ხოლმე გეიმინგის თემაში ალბათ მაგ უზერების დიდი ნაწილი აღარც თამაშობს უკვე აქტიურათ, ეგ მგონია მთავარი მიზეზი, გარშემო მართლა კარგი არაფერი არ ხდება, არა მარტო ჩვენთან, ყველგან დაძაბული სიტუაციაა ეხლა, ყველა უზერს ძველი ფორუმელებიდან ფინანსურათ ნამდვილათ არ უჭირს, არ დაპოსტვის მიზეზი მანდ სულ სხვა რაღაცაა, მათ შორის მცირე თავისუფალი დრო, რომელიც შეიძლება მუშაობის გამო აღარ ყოფნიდეთ, ხალხი სხვა რაღაცეებით იქნება დაკავებული

Posted

ცოტა დრო მაქვს მეც გეიმინგისთვის, მაგრამ როგორც ვახერხებ ვთამაშობ ხოლმე, ქვეყნის იგრა მაქვს დასახური, ესეც გამოსულა ასწორებს

Posted

ხო უზერების ნაწილს არ ქნება მუღამი დაკარგული, უბრალოთ თავისუფალი დრო აღარ ყოფნის მაგ ყველაფრისთვის, აღარაფერს ვიძახი ფორუმზე აქტიურობაზე, მაგას კიდე დამატებითი დრო ჭირდება, ბევრს 5 წუთით აქტიურობაც ეზარება დღეში, ანუ მანდ პრიორიტეტების ამბავიც იქნება რაში დახარჯო უფრო თავისუფალი დრო, მაყუთი შეიძლება გამომელია მაგრამ თამაში რომ მომდომებოდა ვითამაშებდი ათასჯერ აქამდე უპრობლემოთ იმ სისტემით რაც ეხლა მაქვს კრაინი ვარიანტში ან უკვე გამოვცვლიდი ამ სისტემას წლების უკანაც, თავისუფალი დრო მე პირადათ ბლომათ მაქვს, მაგრამ ცოტა სხვა რაღაცეებში ვხარჯავ უკვე მაგ დროს და 4-5 საათს აღარ ვუთმობ ყოველდღიურათ გეიმინგს და 1-2 საათით თამაში უკვე მეზარება, არაა ეგ საკმარისი ჩემთვის და მაგიტომ, კრაინი ვარიანტში პირველ პლანზე რომ ყოფილიყო გეიმინგი ძველ იგრებს მაინც მივახურდები ახალი თუ არ ეშვება ამ სისტემაზე და ეგეთები ძალიან ბევრი მქონდა კიდე სათამაშო + GTX1080Ti მქონდა და 600 ლარზე მეტი აღარ ღირს ბოლო-ბოლო რამე ბიუჯეტური უფრო კარგი ნახმარი სბორკა ვიდეოკარტის გარეშე, ანუ მაზერი,ოპერები და პროცესორი თუნდაც, ნუ შეიძლება 1000

Posted
9 minutes ago, George said:

ხო უზერების ნაწილს არ ქნება მუღამი დაკარგული, უბრალოთ თავისუფალი დრო აღარ ყოფნის

პრიორიტატის ამბავია, როცა აქვს დრო ურჩევნია სხვა რამეში დახარჯოს, მუღამი რო ქონდეს გეიმინგის სხვა რამეს გაწევდა 

  • Upvote 1
Posted

თან ვიდეო ბარათიც შევიძინე გუშინწინ და არ დავალპობ, ნელნელა გამოვნახავ ხოლმე დროს, ალან ვეიკის მეორე ნაწილი მინდა დავიწყო ჯერ
ახალი ჰორაიზონი 
ალან ვეიკ 2
ლასთ ოფ ასები ორივე
სტალკერ 2
რედ რედემფშენ 2
რემნანტ 2
დაინგ ლაით 2
ფაინალ ფანტაzი მეშვიდეს გაგრძელება
საიბერპანკი
ვუკონგი
ელდენ რინგი
და კიდეა ბევრი ეს ცოტა ჩამოვწერე კიდე :D

  • Upvote 2
Posted

ნუ მუღამის შემცირება შეიძლება მოქმედებდეს მაგაზე, მაგრამ ხანდახან სხვა ფაქტორებიც ერევა ხოლმე მაგ პროცესში და მაგ შემთხვევაში ყველაფერი ერთადაა უკვე, მათ შორის შეიძლება ფინანსებიც, ნუ მე 1080tI ჯერ კიდევ 2018 წელს მქონდა ნაყიდი, მაშინ ეგ ძლიერ კარტათ ითვლებოდა და ბევრ რაღაცას დახურავდი დაჟე 2k, თუმცა ერთხელაც არ მითამაშია მაგ კარტით, მაინინგს 2020 სექყემბერში შევეშვი და მერე დაჟე აღარც მიხლია ხელი მაგ რიგისთვის, ანუ ბანალურათ რამდენათ გინდა თამაში ეგეც მოქმედებს მაინც, ჩემთვის რამე დიდი მნიშვნელობა ამ ეტაპზე არა აქვს რაში დავხარჯავ თავისუფალ დროს, უფრო ეგაა მიზეზი რომ შევეშვი ალბათ გეიმინგს, გარშემო რაც ხდება შეიძლება მოქმედებდეს მაგ ყველაფერზე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეგ მარტო ნაწილობრივ თუ მოქმედებს ალბათ, ძალიან რომ მდომოდა მაინც მოვახერხებდი გეიმინგს, მაგის გარდა ახალ გეიმინგ სისტემასაც ფული ჭირდება არც თუ ისე პატარა, განსაკუთრებით კარტას, თუმცა ძველ იგრებს ეხლაც დავხურავდი მშვენივრათ 2020 წლამდე რაც გამოვიდა ალბათ ყველაფრის დახურვა შემიძლია მაინც, ზოგს მაინც ისე უყვარს გეიმინგი რომ 2-3 საათიც რომ ქონდეს საშვალოთ თავისუფალი მთელ დროს მაგას ახარჯავს ხოლმე, ზოგს კი ბევრათ მეტი დრო  ქონდეს შეიძლება ან საერთოდ არ მუშაობდეს და სახლში იჯდეს და ვერ ათამაშებ ვერაფერს, მანდ უკვე მართლა მუღამი ექნებათ დაკარგული ფინანსები თუ არაფერ შვაშია, მაგარი გაძვირდა ეხლა თანამედროვე გეიმინგი და მაგიტომ, ნორმა ხელფასის გარეშე ვერც გაწვდები კარგ სისტემას ეხლა ან ხოშიან მონიკს, ჩემი სპისოკი სამი მაგდენი იქნება ძველი იგრების ალბათ და რამდენიმე ახალის რასაც ძლიერი სისტემა დიდათ არც ჭირდება, თან მე შემიძლია თავისუფლათ ჩავუჯდე ლამის 2012 წლის იგრებსაც ფაქტიურათ , პატარა ტვიკინგით თუ დენდის გრაფიკა აღარა აქვს ლუბოის მივახურავ უკვე ეგეთებს არც 80-100ფპს მაგისთვის საჭირო 50-60ფპს მშვენივრათ დავხურავ მაგ ყველაფერს თუ მომინდა თამაში, ანუ სათამაშო აღარაფერია და მაგიტომ არ ვთამაშობ მეთქი ნამდვილათ ვერ ვიტყოდი, ძველი იგრებიც მშვენივრათ დაიხურებოდა რომ მქონდეს დიდი მუღამი გეიმინგის + ბევრი თამაში ეხლაც საკმაოთ ნორმალურათ გამოიყურება, ერთადერთი მე ონლაინ იგრებს არც ვთამაშობდი არასდროს, მარტო სინგლი, თუმცა ფავორიტი ჟანრი მაინც RPG იყო ლუბოი ტიპის ფაქტიურათ, თუმცა პირველ პლანზე მაინც ოპენ ვორლდ ეკშენ რპჯ იყო, დანარჩენი უკვე მერე მოდიოდა, მათ შორის როკსტარის იგრებიც, რომლის დახურვაც რატომღაც გეიმერების ნაწილს ისე ძალიან არ უსწორდება, ისე მანდ სხვა თამაშობს მეც ვითამაშებ, ან სხვა აღარ თამაშობს მეც აღარ ვითამაშებ ეგ არ ჭრის დიდათ, თუ გისწორდება რა თქმა უნდა უნდა გააგრძელო გეიმინგი, თუ არა და შეეშვა უკვე

Posted

მშვიდობაში მამუკ, კაი ბლომად დაგგროვებია თამაშები, მე 9070xtს ვიყიდი დიდი ალბათობით, ეხლა 7800 მაქვს და არც მინდა კომპთან ჯდომა :gigi: 9080xtx უნდა გამოვიდესო მგონი და თუ მართალია მერე მაგას დავითრევ.

  • Like 1
Posted

მე მაგალითად არ დამიკარგაცს მუღამი, უბრალოდ ეს ბოლო წლებია აღარ გამოდის მაღალი დონის თამაშები და მაგიტომ მუღამიც არ მაქვს თამაშის, ნუ რა თქმა უნდა თუ კაი იგრა გამოვა უეჭველი ვყომარობ

Posted
5 minutes ago, G1ORG1 said:

მშვიდობაში მამუკ, კაი ბლომად დაგგროვებია თამაშები, მე 9070xtს ვიყიდი დიდი ალბათობით, ეხლა 7800 მაქვს და არც მინდა კომპთან ჯდომა :gigi: 9080xtx უნდა გამოვიდესო მგონი და თუ მართალია მერე მაგას დავითრევ.

გაიხარე გიო 9070xt ძაან კაი ტიპია მაგარი კარტა გამოუვიდა ამდს მაგარ ფასად 

Posted

როგორც იქნაააა

Posted
19 minutes ago, G1ORG1 said:

მშვიდობაში მამუკ, კაი ბლომად დაგგროვებია თამაშები, მე 9070xtს ვიყიდი დიდი ალბათობით, ეხლა 7800 მაქვს და არც მინდა კომპთან ჯდომა :gigi: 9080xtx უნდა გამოვიდესო მგონი და თუ მართალია მერე მაგას დავითრევ.

ეგ თუ ქნეს მივაყიდი 7800-ს და მეც გადავალ რაღაც პერიოდის მერე :D თუ მონსტრია იყოს ბოლომდე მონსტრი მთლიანად.

Posted
32 minutes ago, G1ORG1 said:

9080xtx უნდა გამოვიდესო მგონი და თუ მართალია მერე მაგას დავითრევ.

და სისტემას ისევ არ შეცვლი ხო, რამე კომპრომატები აქ შენზე თუ რა ხდება?

  • Haha 1
Posted

ვაფშე ვეღარც ფილმს უყურებ, ვეღარც ვთამაშობ. ვაფშე რას ვაკეთებ ხუივო ზნაეტ

Posted
22 minutes ago, david_888 said:

და სისტემას ისევ არ შეცვლი ხო, რამე კომპრომატები აქ შენზე თუ რა ხდება?

აი ეგ პროცესი მაგარი მეზარება :gigi:

ეხლა ვსინჯე და ჩემდა გასაკვირად ულტრაზე ფსრს გარეშე 63+ ფპს მომცა 7800მა, მაგარი ოპტიმიზაცია ქონია ამ თამაშს.

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.