Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA Rubin - ზოგადი თემა

Posted

დაანონსდა სუპერ ამაჩქარებლები Rubin-სა და Rubin Ultra-ზე, რომლებშიც NVIDIA არ დაუშვებს შეცდომებს გამოთვლებში 

NVIDIA-მ დააანონსა შემდეგი თაობის Rubin AI ამაჩქარებლები, რომლებიც ჩაანაცვლებენ Blackwell Ultra-ს 2026 წლის მეორე ნახევარში. Rubin Ultra-ს გამოშვება კი 2027 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. მათ შეუერთდება Arm Vera პროცესორები. სერი ასტრონომ Vera Florence Cooper Rubin-ის სახელს ატარებს, რომელიც ცნობილია ბნელი მატერიის კვლევით. 

NVIDIA-მ აღნიშნა, რომ დაშვებული იყო შეცდომაწინა ამაჩქარებლების დასახელებაშო. Blackwell-ში თითოეული ჩიპი შედგება ორი GPU-სგან, მაგრამ, მაგალითად, GB200/GB300 NVL72 სახელში მხოლოდ 72 GPU არის ნახსენები, თუმცა რეალურად 144 GPU-წარმოდგენილი. ამიტომ, Rubin-იდან დაწყებული, კომპანია გამოიყენებს დასახელების ახალ სქემას, რომელიც აღარ გაითვალისწინებს ჩიპების რაოდენობას, არამედ შეეხება უშუალოდ GPU-ების რაოდენობას. ამრიგად, სუპერაჩქარებლების შემდეგი თაობა, შეფუთული იმავე სტეკ Oberon-ში, რომელიც გამოიყენებოდა Grace Blackwell-ის შემთხვევაში, სახელად მიიღებს Vera Rubin NVL144-ს. 

Rubin დიდწილად იმეორებს Blackwell-ის დიზაინს, რადგან R200 ჯერ კიდევ შეიცავს ორ GPU-ს (SXM7-ში), რომელსაც შეუძლია 50 Pflops-მდე წარმადობის უზრუნველყოფა FP4 გამოთვლებში და აქვს 288 გბ მეხსიერება რვა 12-Hi სტეკში, მაგრამ ამჯერად წარმოდგენილი იქნება HBM4  ჯამური სიჩქარით 13 ტბ/წმ (2048-ბიტიანი სალტე). GPU-ის კრისტალები დამზადდება TSMC N3P ტენქოპროცესის გამოყენებით და მათ თან ახლავს ორი IO ჩიპლეტი, რომლებიც პასუხისმგებელი იქნება ყველა გარე კომუნიკაციაზე, წერს SemiAnalysis. ყველაფერი ერთად შეფუთული იქნება CoWoS-L-ის გამოყენებით. ახალი პროდუქტების TDP არ არის მითითებული. 

image.png 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

ჩიპები გადავა NVLink 6 ინტერკონექტზე 1.8 ტბ/წმ სიჩქარით თითოეული მიმართულებით (3.6 ტბ/წმ დუპლექსში), რაც ორჯერ უფრო სწრაფია მიმდინარე თაობის NVLink 5-თან შედარებით. NVSwitch-ის, ისევე როგორც NVLink C2C-ის კომუტაციური სიმძლავრე გაიზრდება ანალოგიურად. თუმცა, თუ წინა სქემა შენარჩუნებულია, სადაც ერთი CPU ემსახურება ორ GPU მოდულს - თითოეულ GPU-ს, როგორც ჩანს, ექნება სალტეს სიჩქარის ნახევარ. უშუალოდ პროცესორ Vera-ს ექნება 88 ქასთომიზებული (და არა Neoverse CSS, როგორც Grace-ის შემთხვევაში) 3-ნანომეტრიანი Arm ბირთვი SMT-ით, რაც 176 ნაკადს უზრუნველყოფს. თითოეულ CPU-ს ექნება დაახლოებით 1 ტბ LPDRR მეხსიერება და იქნება ორჯერ უფრო სწრაფი ვიდრე Grace დაახლოებით 50 ვატი სითბური პაკეტით. 

image.png 

NVIDIA-ს განცხადებით VR200 NVL144 იქნება 3.3-ჯერ უფრო სწრაფი 3.6 EFLOPS FP4 გამოთვლებსა და 1.2 EFLOPS FP8 სწავლებაში. HBM მეხსიერების ჯამური მოცულობა იქნება 20.7 ტბ-ზე მეტი, სისტემური მეხსიერება - 75 ტბ. გარე ქსელი წარმოდგენილი იქნება ConnectX-9 SuperNIC ადაპტერებით 1.6 ტბ/წმ სიჩქარით თითო პორტზე, რაც ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ConnectX-8, რომელიც ემსახურება GB300-ს. 

image.png 

2027 წლის მეორე ნახევარში გამოვა Rubin Ultra (R300) ამაჩქარებელი 100 Pflops-ზე მაღალი FP4 წარმადობით და მასში გაერთიანებული იქნება ოთხ GPU, ორ IO ჩიპლეტ და 16-Hi HBM4e მეხსიერების 16 სტეკი საერთო მოცულობით 1 ტბ/SBX8 პაკეტში (32 ტბ/წმ). უფრო მეტიც, ამაჩქარებლები, როგორც ჩანს, ასევე მიიღებენ LPDDR მეხსიერებას. Vera პროცესორი ახალ პლატფორმაზე გადავა უცვლელი, ერთი CPU განკუთვნილი იქნება ოთხი GPU-სთვის. შიდა სალტეს სახით წარმოდგენილი იქნება NVLink 7, რომელიც შეინარჩუნებს NVLink 6-ის სიჩქარეს, მაგრამ მიიღებს ოთხჯერ უფრო მაღალი წარმადობის NVSwitch კომუტატორს. თუმცა, გარე კავშირებისთვის კვლავ განკუთვნილი იქნება ConnectX-9 ადაპტერები. 

image.png 

ახალი თარო Kyber მთლიანად შეცვლის განლაგებას. ნოუდები ამჯერად წააგავს ვერტიკალურ blade-სერვერებს, რომლებიც სუპერკომპიუტერებში გამოიყენება. თითოეული ნოუდი (VR300) მოიცავს ერთ Vera პროცესორს და ერთ Rubin Ultra ამაჩქარებელს. სულ მოცემული იქნება 144 ასეთი ნოუდი, რაც ჯამში გვაძლევს 144 CPU-ს, 576 GPU-ს და 144 ტბ HBM4e მეხსიერებას. Rubin Ultra NVL576 სუპერ ამაჩქარებელი მოიხმარს 600 კვტ ენერგიას და უზრუნველყოფს 15 EFLOPS ინფერენს-წარმადობას (FP4) და 5 EFLOPS წარმადობას სწავლებისთვის (FP8). აღნიშნულია, რომ სწრაფი მეხსიერების მოცულობა 365 ტბ იქნება, თუმცა მისგან რამდენი გადავა CPU-ზე - არ არის დაზუსტებული. 

NVIDIA-ს სამომავლო გეგმები მოიცავს 2028 წლის მეორე ნახევარში პირველი ამაჩქარებლის გამოშვებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ არქიტექტურა Feynman-ზე, თეორეტიკოს-ფიზიკოს Richard Phillips Feynman-ის სახელზე. გავრცელებული ინფორმაციით, Feynman დაეყრდნობა „შემდეგი თაობის“ HBM მეხსიერებას და სავარაუდოდ Vera CPU-ებს. ეს თაობამიიღებს NVSwitch 8 (NVL-Next) გადამრთველებს, Spectrum7 ქსელის გადამრთველებს და ConnectX-10 ადაპტერებს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.