Jump to content

ყველაფერი კალათბურთზე...


Recommended Posts

ორს კი არა და ყველას აჩვენებენ ოღონდ მეორე დღეს დილის 10 საათიდან ორივე ჯმჯ სპორტულ კანალზე, მე დღეს ორ თამაშს ვუყურე სპორტ პლიუსზე და კიდე ერთს ჯმჯ-ზე, თავიდან ბოლომდე არა მაგრამ ასე 70% ვნახე სადღაც, ხო ფედერერი უჟნი რუტრაკერიდან გადმოვწერე HD-ში, ისე გადმოუტანიათ ეხლა ვნახე კაცების და ქალების მეოთხედფინალები ნაწილობრივ მაინც ვიპ რაზდელიდან და შეიძლება გადმოწერა, მაგრამ 2 დღის დაგვიანებით რაში მჭირდება, ავდექი და ტელევიზორში ვუყურე ნათხოვრები ხომ არა ვართ მართლა, თუ არ დადებენ დროულათ რაც ტელევიზორში გადის მაგ ტრანსლიაციებს მანდ ვუყურებ ხოლმე აწი

Link to comment
Share on other sites

ხო ეხლა ვნახე მეც ოთხივე მეოთხედ ფინალს აჩვენებენ ჯმჯ ზე

მე სამწუხაროდ მარტო ჯმჯ სპორტი მაქვს მარტო და კიდევ კარგი რომ აქაც აჩვენებენ

მერე სილქ ტვ ით გადავახვევ და ვუყურებ აუცილებლად

კიდევ კარგი რომ აჩვენებენ თორემ რა უნდა მექნა არ ვიცოდი ნუ პრინციპში

ბოლო ბოლო რუტრაკერზე დებენ რჯ ფუყბოლიდან როგორც შენ თქვი დაგვიანებით და მაქედან

გადმოვწერდი თუ სხვა გზით ვეღარ ვნახავდი მაგრამ ეხლა კიდევ კარგი ჯმჯ ი აჩვენებს

ისე მათხოვრობაში რა იგულისხმე ვერ მივხვდი

Link to comment
Share on other sites

დაიდო რუტრაკერზე ორივე კაცების ნახევარფინალი და ქალების ნახევარფინალებიც ვნახე უკვე HD-ში, თითქმის 1 დღიანი დაგვიანებით გადმოუტანიათ ვიპ რაზდელიდან და გადმოვწერე დღეს, ხო რჯფუტბოლზეც გადმოიტანეს კაცების ნახევარფინალები, საინტერესო შეხვედრები იყო, განსაკუთრებით მურეის და ცონგას 3 საათიანი შეხვედრა, ვიწერ უკვე ჯოკოვიჩის და ფედერერის შეხვედრას, როგორც ჩანს ვიღაცა მწარეთ დამარცხდა 3 სეტში ზომიდან და დროიდან გამომდინარე, თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ ერთ-ერთმა ძალზე ცუდათ ითამაშა, უფრო მგონია რომ ვიღაცამ მაღალი დონის ტენისი აჩვენა

Link to comment
Share on other sites

ხო მე არ ვიწერ ინტერნეტიდან ჯმჯ ზე ვუყურებ და ისე კიდევ კარგი რუტრაკერი დებს ჰდ ში

თორე რა უნდა გვექნა ვინ იცის იმედია მასტერსებზეც გადმოიტანენ ან და მთლად უკეთესი

თვითონ რჯ ფუტბოლი გაუხსნის გზას ყველას გადმოსაწერად ისე რა უტვინო ხალხი არიან

როგორც ეტყობათ ვერც ხვდებიან რამდენ მომხმარებელს კარგავენ და თავის კონკურენტს მატებენ

მოკლედ მთავარი რაც არის ჩვენთვის არის გადმოწერა და საბედნიეროდ შეგვიძლია მიუხედავად

იმისა ეს დაქნეული რჯ ფუტბოლი გახსნის თუ არა ჩვეულებრივი იუსერებისთვის გზას

Link to comment
Share on other sites

კი მოვიდნენ გონზე როგორც ჩანს, ეხლა გაცილებით მალე იდება უკვე, გავუშვებ მალე გადმოსაწერათ კაცების ფინალს, ტრილერი იყო იმენა 4 საათიანი, ჯერ F1-ის გრანპრი გადმოწეროს, ექსპერიმენტი ჩაატარეს და ბოლომდე არ გაამართლა ხოდა მიხვდენ ალბათ თავიან შეცდომას და დებენ უკვე უფრო დროულათ ეგრევე თუ არა, რუტრაკერზე როგორც კი დაიწყეს დადება ეგრევე მანდაც გაიხსნა მერე, მართლა დაკარგავდენ უნიკალურ მომხმარებლებს და სიდერებს და დაიკიდეს ევ ვიპ რაზდელი, დიდ მოგებას მაინც ვერ მოუტანდანთ მაგითი

Link to comment
Share on other sites

ვუყურე უიმბლდონის ტურნირს მეოთხედ ფინალებიდან და დიდი სიამოვნებაც მივიღე

ყველაზე მეტად მაინც ფინალი მომეწონა და შენ სწორედ აღნიშნე მართლაც ტრილერი იყო

ძალიან მაგარი თამაში და დაძაბული მოთამაშეებმა ყველაფერი გაიღეს როგორც ფედერერმა ასევე მიურეიმ

მაგრამ მიურეი ჩემი აზრით უფრო დაიხარჯა რადგან საკუთარ ქვეყანაში საკუთარი მაყურებლების წინაშე უწევდა თამაში

მაგრამ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გააკეთა მაინც ვერ შეძლო ამ გენიალურ თამაშში გენიოსის დამარცხება

ეს თამაში ჩემთვის ერთ ერთი საუკეთესო იყო წელს სიამოვნების მხრივ თუ საუკეთესო არა

ხო ეხლა უკვე ფედერერმა გადაინაცვლა პირველ ადგილზე რეიტინგში და ჯოკოვიჩს მოუწევს ისევ ბრძოლა პირველი ადგილისთვის

ისე მიურეი ძალიან შემეცოდა სუფთა ადამიანური თვალსაზრისით მე ესე არც ერთ დამარცხებულზე არ დამწყვეტია გული

აი ის მომენტი იყო საშინელება თამაშის ბოლოს კომენტარს რომ აძლევდა ლამის ამეტირა ისე შემეცოდა რომ მეთვითონაც

გაკვირვებული ვარ თუმცა მე დარწმუნებული ვარ მიურეის კიდევ ექნება არა ერთი შანსი

დიდი სლემის რომელიმე ტურნირის მოგების მაინც და იმედია მოიგებს კიდევაც

ხო ეხლა კალათბურთს რაც შეეხება ნბა ში სერიოზული გადანაცვლებები მოხდა მოთამაშეების

ლეგენდარული სტივ ნეში ლოს ანჯელეს ლეიკერსში გადავიდა რაც ძალიან გააძლიერებს გუნდს და ერთ ერთი მთავარი

ფავორიტი იქნება ჩემპიონობის რაც შეეხება ჯო ჯონსონს ეს კი ბრუკლინ ნეტსში გადავიდა დერონ ვილიამსი კი დარჩა ამ გუნდში

ხო და რაც მთავარია დვაით ჰოვარდიც გადავიდა ამავე გუნდში და ეს გუნდი კი საერთოდ სასწაული იქნება

კიდევ ასევე ლეგენდარული ჯეისონ კიდი გადავიდა ნიუ იორკ ნიქსში და რა თქმა უნდა ეს გუნდიც ძალიან გაძლიერდება

ხო და ბოლოს თვით მაიამი ჰიტში გადავიდა ლეგენდარული რეი ალენი და ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა რადგან

წინა სეზონში არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია ამ გუნდის და ამ გენიოსის დამატება რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა

რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას მემგონი ხვდებით ვინც არის ეს მოთამაშე და შესაბამისად გუნდიც საკმაოდ გაძლიერდება

ხო და შემდეგ სეზონში მაიამი ჰიტს სათადარიგო მოთამაშეების პრობლემა შეიძლება ითქვას აღარ ექნება შედარებით მაინც

ჩემდა საბედნიეროდ ამ სეზონშიც მიუხედავად იმისა რომ სხვა გუნდებივ საკმაოდ ძლიერები არიან ეს გუნდი მაინც მთავარი

ფავორიტი იქნება ჩემპიონობის და რა თქმა უნდა მე პირადად არც ერთ თამაშს არ გამოვტოვებ

Link to comment
Share on other sites

ესეიგი ნბა ში სერიოზული გადანაცვლებები ხდება

ჯეისონ ტერი გადავიდა ბოსტონში და კომენტარი რომ ვნახე თურმე დალასს არ შეუთავაზებია

გახანგრძლივება კონტრაქტის და პირველი ბოსტონმა შესთავაზა მან თქვა რომ გაკვირვებული ვარო

ჩემი აზრითო არც თუ ისე ცოტა რამ გავაკეთე ამ გუნდისთვისო

ისე მართალია ჯეისონ ტერი მართლა შესანიშნავი კალათბურთელია და დიდი წვრილი

მიუძღვის დალასის ჩემპიონობაში მაგრამ ასეთი უცნაურობებიც ხდება ხოლმე

კიდევ მინესოტას უნდა ბრენდონ როი მოგეხსენებათ ბრენდონ როიმ

უსერიოზულესი ტრავმა მიიღო და დაანება საერთოდ კალათბურთის თამაშს თავი

აი ეხლა კი როგორც ჩანს მომჯობინდა და მინესოტამ აიყვანა ეს უნიჭიერესი და უძლიერესი

მოთამაშე ხო კიდევ ნიკოლას ბატუმის დამატებაც უნდათ რაც კიდევ უფრო გააძლიერებს

ამ გუნდს და მინიმუმ საპლეიოფო გუნდი გახდება

ეხლა ერთი ცუდი ამბავი მაქვს და ერთი კარგი და ორივე ახალ წვეულებზეა

მოდი ცუდით დავიწყებ წლის საუკეთესო ახალ წვეულმა კაირი ირვინგმა ხელი მოიტეხა

რაც ძალიან დასანანია ამ ტრავმამ შეიძლება მთელს მის კარიერაზე იმოქმედოს

ეხლა კი კარგი ის არის რომ უნიჭიერესმა ახალ წვეულმა რიკი რუბიომ რეაბილიტაცია დაიწყო

მოგეხსენებათ მან ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო და ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა

ეს არის ერთ ერთი ყველაზე ცუდი ტრავმა რაც კი შეიძლება მოუვიდეს მოთამაშეს

მაგრამ უკვე საბედნიეროდ როგორც გითხარით კარგად მიდის საქმე და ვარჯიშობს კიდევაც

ზუსტად ეს ტრავმა ჭირს დერიკ როუზს და იგი 8 დან 12 თვემდე ვერ შეძლებს თამაშს

ეხლა რაც შეეხება მთავარს ამერიკის ნაკრებს

აქაც საინტერესო ამბები ხდება ხო ზუსტად ამერიკის ნაკრებთან ვარჯიშის დროს

მიიღო ტრავმა კაირი ირვინგმა მაგრამ კიდევ სამწუხაროდ ბლეიკ გრიფინმაც მიიღო

ტრავმა მუხლზე და იგიც ვეღარ შეძლებს ოლიმპიურ ჩემპიონატზე გამგზავრებას

თუმცა მას ეგრევე მოუნახეს შემცვლელი ენტონი დეივისის სახით

ეს კალათბურთელი ბოლო დრაფტის პირველ ნომრად აირჩია ნიუ ორლეანმ

შეიძლება ითქვას გაუმართლა ამერიკის ნაკრებში რომ მოხვდა იმიტომ რომ

თავიდან სანამ ტრავმას მიიღებდა ბლეიკ გრიფინი ზუსტად მას და ენტონი დეივის შორის

უნდა გაეკეთებინათ არჩევანი და რა თქმა უნდა ბლეიკ გრიფინი აირჩიეს თუმცა

როგორც გითხარით ბლეიკ გრიფინმა ტრავმა მიიღო და იგი ჩაანაცვლა ენტონი დეივისმა

მოკლედ რამდენი კალათბურთელი გამოაკლდა ნაკრებს და თან წამყვანი მოთამაშეები

იგივე დუეინ ვეიდი დუაით ჰოვარდი კრის ბოში ბლეიკ გრიფინი მემგონი საკმარისია

ეს გვარები იმისთვის თუ რამხელა ძალა გამოაკლდა ამერიკის ნაკრებს ამ მოთამაშეების სახით

კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა კობი ბრაიანტმა თავის კომენტარში განაცხადა რომ

ეს 2012 წლის ნაკრებიო მოუგებდაო 1992 წლის ნაკრებსო ხო და კიდევ ისიც თქვა რომ

ვითომ იმ ნაკრების წევრებიო ბებრები იყვნენო და ამთავრებდნენო თავიანთ კარიერასო

ამის გამო მასტერ კლასი ჩაუტარა იგივე ჩარლს ბარკლიმ ლარი ბიორდმა მეჯიქ ჯონსონმა

იგივე მაიკლ ჯორდანმა და სერიოზული თავის ადგილზე მოსვეს კიდევაც

არაერად არ იყვნენ 1992 წლის ნაკრების წევრები ბებრები და მითუმეტეს კარიერას არც ერთი

არ ამთავრებდა აბსოლიტურად ყველა თავისი კარიერის ზენიტში იყვნენ მხოლოდ

მაიკლ ჯორდანი იყო 29 წლის და თუ 29 წელი არის სიბერე მაშინ მომაჭერით თავი

ამ კალათბურთელმა 28 წლის ასაკიდან დაიწყო ეპოქის შექმნა და მემგონი სიბერეზე ლაპარაკი

კიდევ რაც მთავარია 1992 წლის ნაკრებიდან 11 მოთამაშე დიდების დარბაზში არის შესული

რაც არის უკიდეგანო მიღწევა გამორიცხულია ამ ნაკრებიდან რომ მიუახლოვდნენ კიდევაც

ამ ციფრს ეს აღნიშნეს გენიოსმა კალათბურთელებმა საერთო ჯამში მე რაც დავწერე

ერთადერთი სკოტი პიპენის კომენტარი მოვისმინე და მან თქვა რომ

ამ ნაკრებშიო ძალიან ბევრი ტრამვირებულიაო და მგონიაო რომ მაშინდელი ნაკრები მოიგებდაო

მხოლოდ სკოტი პიპენმა არ უპასუხა ცინიკურად და მწვავედ თუ რომელი ნაკრები

მოუგებდა 1992 წლის თუ 2012 წლის

ჩემი აზრით გამორიცხულია რომ ამ ნაკრებს იმ ნაკრებისთვის მოეგო

ხო კდიევ ისიც აღნიშნეს რომ კევინ დიურანტის კობი ბრაიანტის ლებრონ ჯეიმსის და კრის პოლის

გარდა არავინ არ იმსახურებდა ამ ნაკრებში თამაშს რეალურად რაშიც აბსოლიტურად ვეთანხმები

მათ რადგან რომ არა ზოგიერთი მოთამაშის ტრავმა ეხლა აბსოლიტურად სხვა ნაკრები იქნებოდა

ეხლა რაც შეეხება ამ ნაკრების თამაშს მათ უკვე ჩაატარეს ამხანაგური შეხვედრა

აი ლინკი http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4124720

ვისაც უნდა ჩაიწეროს უბრალოდ ამერიკის ნაკრების ხათრით ვუყურე თორემ

რა თქმა უნდა დაძაბულობაზე საუბარიც ზედმეტია ერთადერთი ალ ჰორფორდი

თამაშობდა დომინიკის რესპუბლიკაში და შეიძება ამას დავარქვათ ინტრიგა

რა შეიძლება ითქვას კევინ დიურანტმა ითამაშა ყველაზე კარგად

აი კობის და ლებრონს რაც შეეხებათ თითქმის არ უთამაშიათ მაგრამ

რაც მოასწრეს ძალიან კარგი სანახავი კი იყო ნამდვილად

Link to comment
Share on other sites

დაიდო ამერიკი ნაკრების და ბრაზილიის შეხვედრაც რუტრაკერზე

აი ლინკიც http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4128493

ეს უკვე გაცილებით საინტერესო თამაში იყო ვიდრე დომინიკის რესპუბლიკასთან

ეს გუნდი გაცილებით ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და თამაშმაც

შესაბამისად გაამართლა კომენტატორებიც აღნიშნავდნენ ამერიკის ნაკრებისთვის

კარგი გამოცდა იქნებაო ამ თამაშშიო და მართლებიც აღმოჩდნენ

არც თუ ისე ადვილად გაუმკლავდნენ ბრაზილიას და ეს ერთის მხრივ კარგიც არის

უფრო შეთამაშდებიან ერთმანეთთან და გამოცდილებასაც მიიღებენ შესაბამისად

ამ თამაშში ლებრონ ჯეიმსმა ითამაშა ყველაზე მაგრად

სხვებმაც კარგად ითამაშეს მაგრამ ლებრონ ჯეიმსმა გადაუხურა ყველას

ბრაზილიელებს რაც შეეხებათ ამათმაც ხოშიანად ითამაშეს თითქმის ყველამ

კარგად ითამაშა და კარგი გუნდური თამაში შესთავაზეს მოწინააღმდეგეს

არა არის გამორიცხული რომ ოლიმპიადაზე რამე წარმატებას მიაღწიონ ამ ნაკრებმა

Link to comment
Share on other sites

ესეც ამერიკის და დიდი ბრიტანეთის შეხვედრა http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4130678

კარგი თამაში იყო თავიდან თითქმის რავნად დაიწყეს გუნდებმა თამაში

მაგრამ მერე ამერიკამ აიწყვიტა თან მაგრად

ყველაზე მაგრად ინგლისიდან და შეიძლება ითქვას მთლიანად ამ თამაშში ლუოლ დენგმა ითამაშა

ყველაზე კარგად მერე უკვე კარმელო ენტონიმ და დერონ ვილიამსმა ითამაშეს მაგრად

ისე ლებრონ ჯეიმსმაც და კევიბ დიურანტმაც ნორმალურად ითამაშეს

Link to comment
Share on other sites

ოლიმპიადას რაც შეეხება HD-ში რაც დაიდება კარგი და საინტერესო არაფერს გავმაზავ ალბათ, თან 1550კბ.სეკ-იანი გლობალიც არ შემიშლის მაგაში ხელს უკვე, 2 კვირა ინქება თან სულ და დღეში 8 საათიანი ტრანსლიაციის გადმოწერას კი მოვასწრებ სულ მცირე, მეტის ყურებას ნამდვილათ არ ვაპირებ, ეგეც არაა მემგონი პატარა აბიომი

Link to comment
Share on other sites

არ მეგონა 8 საათიანი ტრანსლიაციები თუ იქნებოდა

ვიფიქრე ყველა სახეობაში სათითაოდ დაიდებოდა და ესეიგი ყველა სახეობა იქნება

ამ 8 საათიან ტრანსლიაციაში დაწყებული ჩოგბურთით დამთავრებული კალათბურთით?

ისე კალათბურთს რაც შეეხება დაიდო ესპანეთის და საფრანგეთის თამაშიც და ვუყურე კიდევაც

აი ლინკი http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4128566

ყველაზე კარგი თამაში ეს იყო რა თქმა უნდა ორივე ძელიან ძლიერი გუნდი და თან ორივე

ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდნენ

ყველაზე მეტად პაუ გაზოლი მომეწონა მართლა ძალიან მაგრად ითამაშა და საერთოდ

ესეთი თამაში ჯერ ჯერობით ამ პრე ოლიმპიადის პერიოდში არ ჩატარებულა

Link to comment
Share on other sites

8 საათიანი მთლიანობაში ვიგულისხმე დღეში, თორე 24 საათიანი ნონ სტოპ პერედაჩები იქნება ნტვ+ ყველა არხზე თითქმის, პავტორების ჩათვლით რა თქმა უნდა, მე ალბათ დღეში 8 საათს გადმოვწერ, საუკეთესო მედლების ტრანსლიაციებს, კვალიფიკაციები ნაკლებათ მაინტერესებს, ხო გუნდურ სახეობებს უკვე ფლეიოფებიდან გადმოვწერ ხოლმე ალბათ, შეიძლება 2-3 ტრეანსლიაცია გადმოვწერო მანამდე ფეღბურთში და ბასკეტბოლში, ყველა გუნდური სახეობის ყურებას არ ვაპირებ მაგრამ $#^#(|დები ბევრ რაღაცას ვუყურო

Link to comment
Share on other sites

ეს არგენტინა ამერიკის შეხვედრა http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4133146

ეს კი ესპანეთი არგენტინის http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4129773

ესეც ესპანეთი ავსტრალიის შეხვედრა http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4129766

და ბოლოს დამაგვირგვინებელი თამაში http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4135188

აქედან პირველი სამი ნანახი მაქვს ეს ესპანეთი ამერკია არა და რა თქმა უნდა ვნახავ კიდევაც

რაც შეეხება პირველ სამ თამაშს სამივე ძალიან მაგარი თამაში იყო

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

როგორც იქნა გიპოვე შე დალოცვილო :* :* დაპოსტეთ $#^#(|დები ყოველდღე დავდო სიახლეები რო არ ჩაიძიროოს ))

Link to comment
Share on other sites

ხო რამდენიმე მატჩს კი ვუყურე ნბა ამ სეზონის ჯმჯ-ზე მაგრამ ეს თემა აღარ მიძებნია რომ დამეპოსტა, ორშაბათს დილით იქნება მთავარი ოლ სტარ გეიმსის თამაში და გადმოვწერ HD-ში როგორც კი დაიდება ინგლისურათ, თორე რუსები მგონი HD-ში არ აჩვენებენ, ნბა რეგულარულ სეზონში კი ამ ეტაპზე ასეთი სიტუაციაა ტურნირნი ცხრილში http://www.nba.com/standings/team_record_comparison/conferenceNew_Std_Cnf.html სან ანტონიო ლიდერობს თუმცა სულ 2-3 მოგებით მარტო

Link to comment
Share on other sites

irvingma an curry m minda moigos :) boneris garda vinc gindaT iman moigos :D

dunkebshi Green an MANIMAL !

Link to comment
Share on other sites

Los Angeles Clippers @ Los Angeles 125:101 კლიპერსმა მოიგო ეს თამაში , ჰოვარდი მეცოდება კობის ხელში სულ ფეიდებს ესვრის და კაროჩე ლეიკერს არ ჭირდებოდა ჰოვარდი

Miami Heat @ Oklahoma City 110:100 აქ თავიდანვე მაიამი ლიდერობდა და მოიგო კიდეც , კევინ დურანტი სერიოზულად დაშავდა ერთ ეპიზოდში , ჯეიმს რაც შეეხება აგრძელებს თავის ყომარს და ისევ 30 ქულაზე მეტის რეკორდს ხსნის მე-5 თამაშია და პროცენტულობაც ასევე მაღალი აქვს - ჯეიმსი - 39 PT , ვეიდი - 20 ქულა 8 გადაცემა )) მიყვარს ეს კაცი . დურანტი - 40 ქულა , ვესტბრუკი-26 ქულა და 10 გადაცემა , სერჟ იბაკა ხოშიანი სვარშიკია მარა ამ თამაშში მისი ბლოკშოტები ვერ ვიხილეთ ))

მალე ALL Star )) მე East ვბალეშიკობ ვეიდი,ლებრონ,გარნეტ,კარმელო,რონდო მარა მგონი არ იქნება

Link to comment
Share on other sites

rondom iseTi travma miigho kide kai xani ar iqneba. wests uketesi sastavi yavs

irvingma moigo samianebi magrad gamixarda ))

Ross ma dunkebi

Link to comment
Share on other sites

wade da lebroni sharshanac yavdaT mara raT ginda :D howardi saerTod arari pormashi. melosi meimedeba da irvingis :) nu lebronis da wade is tavisTavad

Link to comment
Share on other sites

კარგად შეთამაშებული წყვილის იმედი მაქვს ვეიდი მაგარი ჭკვიანი იგროკია და მაგის იმედი მაქვს ლებრონის პრახოდს რომელი გააჩერებს ? :D რო აიკრებს მერე თუ გინდა 2 ჰოვარდი დააყენე კარმელო ბოლო დროს სულ გაგიჟდა მაგარი ბიჭია

Link to comment
Share on other sites

SarSandelTan SedarebiT Zaan daixvewa lebroni :))) ai Zaan Tavisuplad TamaSobs da TiTqmis yvelaperi gamosdis. mara all-starze Tavs ro ar gaigiJeben arcerTi eg iasnia :D

Link to comment
Share on other sites

ხოო ისე საინტერესო იქნებოდა შოუ რო არ იყოს და მართლა ბოლომდე თამაშობდნენ როგორც ფინალის პონტი აი ეგეთი თამაშისთვის კი წავიდოდი ამერიკაში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.