Jump to content

ყველაფერი კალათბურთზე...


Recommended Posts

POKEMAN

All-Star Orlando

ცალკე საიტია შექმნილი!

კალათბურთელი რომელსაც ლებრონის მერე ყველაზე მაგრად ვბალეშიკობ

ჩემთვის ყველანაირად მისაბაძი მოთამაშეაა!

გენიალური ხედვა აქვს და მაგრად ათამაშდა NBA-ში)))

Link to comment
Share on other sites

ეგ საიტი ვიცი კაცო დღე და ღამე ისედაც ნბა ს საიტზე ვარ და ეგ არ გამომრჩენია

უბრალოდ გუშინ მე მაგ საიტზე რომ შევედი ზემოთ რომ არიან კალათბურთელები ხუთეულებს ვგულისხმობ

მაგჯვნივ და მარცხნივ რომ არიან რა ხო და აი მაგაზე გეუბნები გუშინ შენ ეგ როცა დაწერე

მერე მე შევედი მაგ საიტზე და არ იყო მაგ კალათბურთელების სურათები და დღეს კი ნამდვილად იყო

შენთან გუშინ რომ შეხვედი მაღლა რომ არის სურათები კალათბურთელების იყო ?

Link to comment
Share on other sites

გასაგებია დანტექს მადლობა პასუხებისთვის

ისე რიკი რუბიო მეც ძალიან მომწონს მართლა მაგარი გადაცემები აქვს

შეიძლება ლეგენდაც კი დადგეს მისგან უდიდესი პოტენციალი აქვს და კოჭებში ეტყობა რომ მომატება შეუძლია კიდევ ბევრად

თამაშის კლასის დახვეწას ვგულისხმობ რაც აშკარად ეტყობა რომ შეუძლია

ასევე კევინ ლავიც ამაზეც იგივე მეთქმის ცარიელი ნიჭია

საერთო მთლიანად მინესოტა შესანიშნავი გუნდია მაგრამ შეუძლიათ კიდევ უფრო მეტის მიღწევა

დღეს ჩიკაგო ნიუ იორკის შეხვედრას ვუყურე

მთელი თამაში დაძაბული იყო მაგრამ ჩიკაგო ელვისებურად გაექცა წინ დაახლობით ორ სამ წუთში

ზუსტადაც მაგ ორ სამ წუთმა დაღუპა ნიუ იორკი ძალიან დაბნენ გუნდურად საერთოდ ვერ თამაშობდნენ

მწვრთნელი გამომეტყველება იყო რაღაც ფანტასტიური არანაერი მოგების ჟინი არ ქონდა

რამდენჯერაც ვუყურე ნიუ იორკის შეხვედრას იმდენჯერ ეგეთი იმედ გაცრუებული სახე აქვს

დარწმუნებული ვარ გაუშვებენ მასე თუ გააგრძელა და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ არაფრის შეცვლა არ შეუძლია

ისე კი სტადემაიორმა ძალიან მაგრად ითამაშა ენტონისაც არა უშავდა მაგრამ როუზმა გადაუარა მთელ ნიუ იორკს თავზე

ძალიან სასტიკ შეცდომებს უშვებდა ნიუ იორკი როუზზე ეგრევე ორმაგ დაცვას აყენებდნენ და რჩებოდა მარტო მოთამაშე და უგდებდა კიდეც

ასეთი უაზრო დაცვა მე ჯერ არ მინახავს აქედან ვხვდებოდი რომ არ უნდა დაეყენებინათ როუზისთვის ორმაგი დაცვა

მაგრამ რათ გინდა ვის რას გააგონებ ეს კომენტატორები კიდე იძახდნენ ცარიელი რომ დარჩებოდა ვინმე

თან გადამწყვეტ მომენტში ბატლერი დარჩა და ნუ ბატლერია რა და მაგიტომ არ ეთამაშებიან ეგრე მწვავედ დაცვაშიო და ზუსტადაც რომ

ბატლერმა ჩააგდო შეიძლება ითქვა გადამწყვეტი ბურთი ნუ მოკლედ სასწაული კომენტატორები არიან რა

Link to comment
Share on other sites

დღეს ნიუ იორკი ბოსტონის შეხვედრას ვუყურე

ძალიან საინტერესო თამაში იყო თითქმის მთელი თამაში ქულა ქულაში მიდიოდა

კალათბურთელები არ იზოგებოდენ რაც შეეძლოთ ყველაფერს აკეთებდნენ განსაკუთრებით პოლ პირსი

რეი ალენმა ჩააგდო ძალიან საჭირო მომენტებში სამ ქულიანები ასეევე პოლ პირსმაც კევინ გარნეტმა თავიდან მაგრად დაიწყო შეხვედრა

მაგრამ მერე ცოტათი ინერტული იყო შეიძლება ითქვას ეს თამაში პირსმა მოიგო კიდეც ძალიან კარგად ითამაშა ვაჟნი მომენტებში

ისე კარმელო ენტონიმაც კარგად ითამაშა აი სტადემაიორმა კი შედარებით სუსტად

საერთო ჯამში ბოსტონმა მოუგო მაგრამ ისევ და ისევ ნიუ იორკის დაცვა იყო ძალიან სუსტი როგორიც მთლიანად ამ სეზონშია

რახან ორი ქულით მოუგო ბოსტონმა ეგ იმას ნამდვილად არ ნიშნავს რომ კარგად ითამაშა ნიუ იორკმა

ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლიათ კარგ თამაშამდე და ჩემი აზრით პირველ რიგში დაცვას უნდა მიხედონ

რაზეც მწვრთნელმა უნდა იზრუნოს მაგრამ ცნობილია რომ ნიუ იორკის მწვრთნელს ძირითადად შეტევაზე აქვს გამახვილებული ყურედღება

ასე რომ მე თუ მკითხავთ საერთოდ ახალი მწვრთნელი ჭირდება ნიუ იორკს მე ვერანაერ პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ გუნდის თმაშში

Link to comment
Share on other sites

გუშინ ოკლაჰომა სან ანტონიოს შეხვედრას ვუყურე

კარგი იგრა იყო ტონი პარკერმა ითამაშა ფანტასტიურად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

თითქმის მთელი თამაში მარტო ეთამაშებოდა მოწინააღმდეგე გუნდს უამრავ გენიალურ გადაცემებს აკეთებდა აქედან ბევრი არ დაუფასეს

მაგრამ მაინც ბლომად გამოუვიდა შედეგიანი გადაცემები 42 ქულა მოიტანა რაც ძალიან ბევრია მითუმეტეს ოკლაჰომასთან

მოგეხსენებათ ოკლაჰომა პირველ ადგილზეა ნბა ში ფაქტიურად ბურთი არ აუცილებია უძლიერესია ტონი პარკერი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში

ისე დანკანი მაგარი მოტეხილია თითქმის ვეღად ქაჩავს ეს სეზონი ალბათ ბოლო იქნება სადაც ნორმალურზე ოდნავ დაბლა ვიხილავთ დანკანს

შემდეგ სეზონში უკვე ნამეტანი მოტყდება ისე კი ბრასოკი კი აქვს ნორმალური მაგრამ ფარ ქვეშ ძალიან დასუსტებულია როგორც დაცვაში ასევე შეტევაში

ისე ოკლაჰომამ მაგარი აშიბკები დაუშვა განსაკუთრებით ვესტბრუკმა და ჰარდენმაც ესენი ეთამაშებოდენ ტონი პარკერს კაკრაზ და ისეთი სიტუაცია იყო რომ თითქოს

უნდოდათ ეჯობნათ ტონი პარკერისთვის ანუ გუნდზე არ ფიქრობდნენ თითქოს უნდოდათ რომ დაეჩაგრათ ტონი პარკერი რაც გამოიხატებოდა გადაცემებში

თითქმის საერთოდ არ აკეთებდნენ გადაცემებს გუნდზე არ ამარაგებდნენ კევინ დიურანტს ბურთებით და თავად ცდილობდნენ რომ ამოექაჩათ რაშიც შეცდნენ

ეს ალბათ გამოცდილების ამბავია და დახვეწავენ დროთა განვმალობაში დარწმუნებული ვარ უდიდესი პოტენციალის მქონე მოთამაშეები არიან როგორც ვესტბრუკი ასევე ჰარდენი

დღეს მაიამი ფილადელფიას შეხვედრას ვუყურე

ესეც ნორმალური იგრა იყო თითქმის მთელი თამაში ნა რავნა ეთამაშებოდა ფილადელფია მაგრამ ბოლოსკენ დაჯაბნა მაიამიმ

განსაკუთრებით ვეიდი გამოირჩეოდა ძალიან მაგრად ითამაშა ასევე ლებრონსაც არა უშავდა აი ბოში კი ოდნავ ინერტული იყო

ასევე ჩელმერსმაც კარგად ითამაშა სამ ქულიანები ჩააგდო რამოდენიმე ამან და ნორის კოულმაც

საერთო ჯამში კარგი თამაში იყო ისეთი რომ არ მოგწყინდებოდა ყურება

ისე თითქმის არც ერთი მაიამის შეხვედრა არ მომბეზრებია და იმედია არც მომბეზრდება

Link to comment
Share on other sites

გუშინ ვუყურე ტორონტო მაიამის შეხვედრას

საინტერესო თამაში იყო ჯერ მთელი იგრა მაიამი იყო წინ და წყნარად მიჰყავდა დასასრულისაკენ

მაგრამ ბოლო მეოთხედში კინაღამ ამოუქაჩა ტორონტომ ძალიან ცოტა ქულა დააკლდა გასათანაბრებლად

ეს ტორონტოს მოთამაშეების კლასის ბრალია ძალიან სუსტი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული ტორონტო გამოკლებით ჟოზე კალდერონისა

ისე თავიდან კარგად დაიწყო ჟოზე კალდერონმა მაგრამ მერე ვეღარ გაქაჩა და არც ისე დიდ ხანს უთამაშია

კარგად ითამაშ და თან ძალიან კარგად დემარ დეროუზენმა ბლომად ქულები მოიტანა და მაგრადაც მომეწონა ხოშიანი ჩატენვები შესვლები ბრასოკები და გადაცემები გააკეთა

აი ლებრონმა დაგლიჯა ასევე ვეიდმაც მარტო ვეიდმა და ლებრონმა მოიტანეს 55 ქულა ლებრონმა 30 და ვეიდმა 25 რაც ძალიან ბევრია ორი მოთამაშესთვის

ამას მივუმატოთ ბოშის ქულები და უკვე ბლომად არის მაგრამ ბოში იმის ნახევარიც კი არ არის როდესაც ვეიდი არ თამაშობდა და მარტო ლებრონი და ეგ უბერავდნენ

არ ვიცი ეს რისი ბრალია შეიძლება ფსიქოლოგიურად ზეწოლის ქვეშ არის და ვერ ბედავს ვეიდის და ლებრონის ფონზე გახსნილი კალათბურთის ჩვენებას

მაგრამ ბოში თუ გაიხსნა და ისე თუ დაიწყო თამაში როცა ვეიდი არ თამაშობდა ტრამვის გამო აი მაშინ უკვე გამორიცხული იქნება მაიამის დამარხება

ისე რატომღაც რასაც ვუყურებ მაიამის ბოლო მეოთხედში უჭირს რატომღაც თამაში ეს რისი ბრალია ნამდვილად არ ვიცი

ლიდერების მეტი რა ყავს ლებრონი ვეიდი ბოში ამ სამიდან ნებისმიერს შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება მაგრამ რაღაც თითქოს იბნევიან ბოლო მეოთხედში

ამას იმედია დახვეწავენ დროთა განვმავლობაში და იდეალური გუნდი იქნება კიდეც

დღეს კიდევ ლეიკერსი ფილადელფიას შეხვედრას ვუყურე

ეს ისტორიული თამაში იყო ბრაიანტისთვის პირველ ტაიმში მან 24 ქულა მოიტანა

რითიც მან ნბა ს ისტორიაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა მოპოვებულ ქულათა რაოდენობის რეიტინგში და რაც მთავარია შაკილ ონილს გადაასწრო

მაგრამ რათ გინდა პირველი ტაიმის მიუხედავად მეორე ტაიმში სულ რაღაც ოთხი ქულა გააკეთა არა და მეგონა კიდე ბლომად მოიტანდა

ისე ბაინუმმა და გაზოლმაც ნორმალურად ითამაშეს მაგრამ ბოლო მეოთხედში ბლომად სამ ქულიანები ჩაუყარეს და ასევე ორიანებიც ფილადელფიას კალათბურთელებმა

მე მაგრად მომეწონა ეს თამაში დაძაბული თამაშიც იყო და ბრაიანტის გაბრწყინებაც ვიხილე პირველ ტაიმში და მეორეში კიდე როგორც დავწერე ნოლი იყო მისი ფასი

რაც მთავარია მწვრთნელის ფასი იყო ნოლი არანაერ გუნდურ კალათბურთს არ ათამაშებს თავის გუნდს მხოლოდ კობიზე აქვს დამყარებული თამაში

აი ზუსტადაც მაგიტომ აგებენ სანამ გუნდური კალათბურთის თამაშს არ დაიწყებენ წააგებენ კიდევაც თამაშებს და არა მარტო ლეიკერსი არამედ ნებისმიერი გუნდი

აგერ მაიამიმ დაიწყო გუნდურად თამაში აშკარად ეტყობა მაიამის მწვრთნელს გამოცდილება და იგებენ კიდევაც ბლომად თამაშებს და ეს იმედია ასეც იქნება

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მაიამი კლივლენდის შეხვედრას

საინტერესო თამაში იყო მესამე მეოთხედამდე მაგრამ მეოთხე მეოთხედში ნამეტანი გადუარეს თავზე მაიამიმ

არა და შანსი ქონდათ მოგების უბრალოდ შემსრულებლები არ ყავთ ნორმალური

ისე ირვინგი ჯერ აშკარად დასახვეწია და მე რატომღაც რუბიო უფრო მომწონს ვიდრე ირვინგი ახალ წვეულებში

ნუ თავის თავად ლებრონმა და ვეიდმა დაგლიჯეს ამათ გარდა კიდე ბოშმა ითამაშა ნორმალურად

სხვა ისეთი დიდი არაფერი მომხდარა რაც მთავარია არც თუ ისე ადვილად მოუგეს ძალზედ სუსტ გუნდს ეს უფრო მთავარია

კიდევ ოკლაჰომა პორტლენდს ვუყურე

აი ეს გაცილებით მაგარი თამაში იყო

აქ ლამარკუს ოლდრიჯმა დაგლიჯა სეზონის მაქსიმუმი გააკეთა დაგროვილი ქულების რაოდენობაში

მაგრამ არც დიურანტმა და არც ვესტბრუკმა ითამაშეს კარგად და არ ეყო პორტლენდს ლამარკუს ოლდრიჯის გენიალური თამაში მოგებისათვის

ნუ იქ პატარა მსაჯებს შეეშალათ პატარა კი არა დიურანტს ჩაუთვალეს ბურთი რომელიც არ უნდა ჩაეთვალათ

ბოლო წამებზე იგებდა პორტლენდი და დიურანტი შევიდა ფარ ქვეშ ესროლა და დაუფარეს

მაგრამ მსაჯებმა გადაწყვიტეს რომ ეგ ბურთი დაღმავალი იყო და გადაიყვანეს დამატებით დროში თამაში

აქ კიდევ გაიბრძოლა პორტლენდმა და წინაც გავიდა მაგრამ დიურანტმა სერიოზულად დაიწყო თამაში

რამოდენიმეჯერ დაცვაში დაუშვეს შეცდომები ვესტბრუკმაც გამოიყენა ეს შეცდომები ასევე ჰარდენმაც ხოშიანად ითამაშა

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოიგო ოკლაჰომამ დაუმსახურებლად ის ბურთი დიურანტის გაშვებული არ იყო დაღმავალი

რაც გამოჩნდა გამეორებაზე მაგრამ მსაჯებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს

ისე დაცვაში ვესტბრუკმა ითამაშა ვაჟნი მომენტში ასევე იბაკამაც ივარგა დაცვაში და სულ ეგ იყო

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მაიამი ორლანდოს შეხვედრას

სასწაული მოხსნები აკეთეს ორლანდოს კალათბურთელებმა რაც მოსალოდნელი იყო მაიამი ფაქტიურად ცენტრის გარეშე თამაშობს და ორლანდოს კიდე ჰოვარდი ყავს

სხვათა შორის არა მარტო ჰოვარდი გამოირჩეოდა მოხსნებში ანდერსონიც კარგად გამოიყურებოდა მაგრამ რა თქმა უნდა ჰოვარდი შეუდარებელი იყო მაგ საკითხში

ქულებიც ბლომად მოიტანა ჰოვარდმა ანდერსონმაც მოიტანა ხოშიანად ქულები არავისზე ნაკლებად არ უთამაშია ნამდვილად

ნუ იქ კიდე რედიკმა ჩააგდო მოშნად სამ ქულიანები და ორლანდომ ძალიან კარგად ითამაშა მთლიან ჯამში გუნდური კალათბურთი ითამაშეს და შედეგიც მიიღეს

სამწუხაროდ ლებრონმა ვერ ითამაშა კარგად მხოლოდ ვეიდმა ითამაშა სასწაულებრივად ნუ ბოშმა ნორმალურად ითამაშა

ხო ჩელმერსი არ ყავდა მაიამის მაჯის ტრამვის გამო და გამოჩნდა კიდევაც რომ აშკარად ესაჭიროება მაიამის ჩელმერსი პერიმეტრიდან ძალიან კარგი მოთამაშე

ჩემი აზრით მაიამი გადაღლილი იყო სამი თამაში ქონდათ ზედიზედ თან სულ გასვლაზე ამდენმა ფრენამ და ფიზიკურმა დატვირთვამ იმოქმედა მაინც რაც ეტყობოდათ კიდევაც

ხვალ არ გამოგრჩეთ მაგარი თამაშია რასაც ჯმჯ ი ანახებს ბოსტონი ლეიკერსის წინააღმდეგ ეს იგივეა რაც ფეხბურთში ბარსელონა რეალის დაპირისპირება

Link to comment
Share on other sites

ხო შეიძლება ეგრეც ითქვას მაგრამ არიან ზოგ ზოგიერთები რომლებიც არ ჩამოუვარდებიან

ეს ერთ ერთი საუკეთესო ვიდეოა რაც კი მინახავს

Link to comment
Share on other sites

აი აგერ ნახეთ კობი ბრაიანტის ეგრედ წოდებული მაილ სთოუნები რაც მრავლად ააქვს

აქედან ბოლო ორი ამ სეზონში აქვს გაკეთებული

Link to comment
Share on other sites

რავიცი ჩემთვის დღეს-დღეისობით ყველაზე მაგარია ვეიდი :) პროსტა დაბერებულა ეს ჩემისა 30 ყოფილა უკვე

Link to comment
Share on other sites

დღეს ლინს აუდგა ლეიკერსთან :)))

38 ქულა და 7 პასიი

გენიალური მაჩვენებელია ჩინელი მახინჯისთვის :D

მაიამიმ მოიგო დღეს და ვიედმა რაღაც ზე მოძრაობა გაუკეთა მთელ წაშინგტონს :)))

Link to comment
Share on other sites

აი აგერ ნახეთ კობი ბრაიანტის ეგრედ წოდებული მაილ სთოუნები რაც მრავლად ააქვს

აქედან ბოლო ორი ამ სეზონში აქვს გაკეთებული

რას ნიშნავს ვაბშე ეგ მაილ სთოუნები ? :ugly_confused2:

Link to comment
Share on other sites

გარკვეულ წილად მართალი ხარ დღეს დღეისობით მართლაც სამართლიანად შეიძლება ითქვას რომ ვეიდი საუკეთესოა ასევე ბრაიანტზეც და ლებრონზეც

ნუ კიდევ არიან რამოდენიმე უძლიერესი კალათბურთელები მაგალითად კრის პოლი დერეკ როუზი კევინ დიურანტი მაგრამ ამათ წინ აქვთ ყველაფერი

სიბერეს რაც შეეხება სულაც არ არის 30 წელი ბევრი კალათბურთელისთვის შეიძლება საუკეთესო წლებშიც კი ჩაითვალოს

აგერ სტივ ნეში საერთოდ 38 წლის არის და ჩემი აზრით მასეთი გამთამაშებელი საერთოდ არ არის მთელ ნბა ში მართლა საუკეთესოა

გუშინ ლეიკერსი ბოსტონის შეხვედრას ვუყურე

უძლიერესი თამაში იყო გაამართლა ნამდვილად თამაშმა

რა თქმა უნდა კობი ბრაიანტმა მაგრად ითამაშა ასევე ბაინუმმა და გაზოლმაც

ასევე პოლ პირსმა რეი ალენმა და გარნეტსაც არა უშავდა

მთელი თამაში თითქმის ქულა ქულაში მიდიოდა იყო პერიოდი როცა ბოსტონი წინ იყო ასევე პირიქით

ძირითადი დროის დასრულებისას ქონდა ბოსტონს საშუალება რომ მოეგო თამაში მაგრამ ვერ გაათამაშეს ბურთი ნორმალურად და დაინიშნა კიდევაც დამატებითი დრო

ნუ დამატებით დროში წინ გავიდა ბოსტონი პოლ პირსმა ითამაშა კარგად გარკვეული დოის მანძილზე მერე გაიყინა ბოსტონი და წინ გავიდა ლეიკერსი

მერე დამატებითი დროის ბოლო წამებზე რეი ელენს ქონდა საშუალება რომ მოეგო თამაში მაგრამ გაზოლმა დააფარა და გაზოლმა იხსნა წაგებისგან ლეიკერსი

დღეს კიდე ლეიკერსი ნიუ იორკის შეხვედრას ვუყურე

აი აქ ცოტა უცნაურად განვითარდა მოვლენები

აქ ჯერ მთელი ნბა გააკვირვა ლინმა წინა თამაშებში და ნბა ს ოფიციალურ საიტზე ძალიან ხშირად იყო ლინ ზე საუბარი

მე მეგონა დროებითი იყო მისი ასეთი უძლიერესი თამაში და დღეს ვეღარ ითამაშებსთქო და პირიქით მოხდა კიდევაც და თავისი ქულების რაოდენობაც გააუნჯობესა ამ სეზონში

ხო კობი ბრაიანტმა ჯერ ძალიან ცუდად დაიწყო თამაში მაგრამ ბოლოსკენ ძალიან მოუმატა და საკმაოდ ბლომადაც დააგროვა ქულები

ისე ლეიკერსმა ძალიან ცუდად დაიწყო შეხვედრა თითქმის ყველა ბურთს აფუჭებდნენ არა და წესით მასე არ უნდა ყოფილიყო ძალიან სუსტი შემადგენლობით თამაშობდნენ

მათი მოწინააღმდეგეები თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ მოიგებდა ლეიკერსი ასეთ სუსტ შემადგენლობას რომ ეთამაშებოდნენ მაგიტომ

ხო კარმელო ენტონის ტრამვა აქვს და სტადემაიორს კიდე ძმა გარდაეცვალა და ამ ორ კალათბურთელზეა მთელი ნიუ იორკი აწყობილი ნუ გარკვეულ წილად ჩენდლერზეც

ხო და აი ზუსტად იჩინა თავი ამ ლინმა ასეთი გაჭირვების დროს და სასწაულებსაც აკეთებს ბოლო რამოდენიმე თამაშია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სასწაულებს აკეთებს

საბოლოოდ ლინის გენიალური თამაშით მოიგეს ეს თამაში ამის შემდეგ კობი ბრაიანტი აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას ამ მოთამაშეზე და არა მარტო აბსოლიტურად ყველა

რას ნიშნავს მაილ სთოუნები და რეკორდებს სიტყვაზე ლეიკერსის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა ვის აქვს მოტანილი ასევე ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა და ასე შემდეგ

ეს არა მარტო გუნდშის რეკორდებია ასევე არის მთელი ნბა ს რეკორდები იმედია მიმიხვდი

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მაიამი ვაშინგტონის შეხვედრას

ძალიან წყნარი და მშვიდი თამაში იყო თუ არ ჩავთვლით თამაშის დასაწყისს და კიდევ გარკვეულ პერიოდს

აქ ვეიდმა ფანტასტიურად ითამაშა მართლა სასწაულები აკეთა და არა ერთი ძალიან დახვეწილი მოძრაობები აქვს თითქმის სრულ ყოფილებამდე შეიძლება ითქვას

ლებრონმა არც თუ ისე კარგად ითამაშა ნუ ლებრონის კვალობაზე რა თქმა უნდა

ბოშმა კი ნორმალურზე ოდნავ სუსტად ითამაშა

კიდევ ვოლმა ითამაშა ნორმალურად ასევე იანგსაც არა უშავდა ნუ მაკგიმაც ნორმალურად ითამაშა

არც თუ ისეთი საინტერესო შეხვედრა იყო შეიძლება პირდაპირ ითქვას რომ წყნარად მოიგო მაიამიმ მეტის თქმა არ არის საჭირო

კიდევ პორტლენდი დალასის შეხვედრას ვუყურე

აი ეს კი ნამდვილად ზე ფანტასტიური შეხვედრა იყო დასაწყისი იყო ძალიან კარგი მერე გაფუჭდა თამაში მაგრამ მერე საერთოდ უმაღლესი დონის თამაში წავიდა

რა თქმა უნდა ნავიცკიმ კარგად ითამაშა ასევე ტერისაც არა უშავდა და ჩემი აზრით გუნდის მთავარმა მამოძრავებელმა ფიგურამ კიდმა ითამაშა ძალიან საჭირო მომენტებში

ჯერ იყო ფანტასტიური გადაცემები გააკეთა მერე კიდევ ქულებიც ჩააგდო საჭირო მომენტებში და საერთოდ უძლიერესად ითამაშა

ასევე ვესტმა ითამაშა ძალიან კარგად და საკმაოდ უცნაურ მომენტში როდესაც მას არ უნდა ეთამაშა მასე უძლიერესად ზუსტადაც რომ მან ითამაშა

ნუ ლამარკუს ოლდრიჯი ქაჩავდა გუნდს მარტოდ მარტო შეიძლება პირდაპირ ითქვას ნუ იქ ჯამალ კრავფორდიც ეხმარებოდა მაგრამ მაინც იგი ეთამაშებოდა მარტოდ მარტო

ორი დამატებითი დრო დაინიშნა ამ ორივე დამატებით დროში აბსოლიტურად მთელი დალასის კალათბურთელები კარგად თამაშობდნენ

მაგრამ პორტლენდში როგორც ზემოთ ავღნიშნე ლამარკუ ოლდრიჯი და ჯამალ კრავფორდი გამოირჩეოდნენ მკვეთრად

ჩემი აზრით დამსახურებულად მოიგო დალასმა ეგ შეხვედრა მაგრამ სუფთა ადამიანური თვალსაზრისით შემეცოდნენ ლამარკუს ოლდრიჯი და ჯამალ კრავფორდი

აბსოლიტურად ყველაფერი გააკეთეს ხო და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ვესტმა ითამაშა ძალიან კარგად მეორე დამატებით დროში თითქმის ყველა ქულა მან მოიტანა

მაგრამ ბოლო გადამწყვეტი ქულა მაინც ნავიცკიმ ჩააგდო და მერე უკვე ვეღარ გაუთანაბრა პორტლენდმა დალასს

ერთი სიტყვით ერთ ერთი საუკეთესო თამაში იყო ამ სეზონში და ძალიანაც ვისიამოვნე

Link to comment
Share on other sites

ვუყურე ოკლაჰომა გოლდენ სთეითის შეხვედრას

მაგარი თამაში იყო მონტა ელისმა დაგლიჯა თავის კარიერაში ყველაზე მეტი ქულა მოიტანა 48 რაც ძალიან ბევრია ნებისმიერი კალათბურთელისთვის

მითუმეტეს ოკლაჰომასთან მთელ ნბა ში ნომერ პირველ გუნდთან ესეც გასათვალისწინებელია

უბრალოდ დიურანტმაც და ვესტბრუკმაც კარგად ითამაშეს და არ ეყო გოლდენ სთეითს მონტა ელისის 48 ქულა გასამარჯვებლად

კიდევ მაიამი ატლანტას შეხვედრას ვუყურე

ესეც კარგი თამაში იყო მაიამი გუნდურ თამაშს უბერავდა რაც გამოუვიდათ კიდევაც

რაღც სასწაულებრივად არიან შეთამაშებულები ერთმანეთში მაიამის კალათბურთელები თვალ დახუჭულად გრძნობენ ვინ სად დგას გადაცემა სად გაუკეთონ და ასე შემდეგ

ისე ლებრონმაც და ვეიდმაც ნორმალურად ითამაშეს ნუ ვეიდმა უკეთესად ითამაშა და ბოშმაც ნორმალური შეხვედრა ჩაატარა

სხვათა შორის ფაჩულიამ ითამაშა ძალიან კარგად მართალია დიდი სხვაობით დამარცხდნენ მაგრამ ნამდვილად კარგად ითამაშა ფაჩულიამ

კიდევ სმიტმა და ჯონსონმაც ნორმალურად ითამაშეს

ერთი სიტყვით ძალიან ადვილად დაამარცხა მაიამიმ ატლანტა რაც ოდნავ მოულოდნელი იყო ჩემთვის

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მაიამი მილუოკის შეხვედრას

ერთადერთი დატვირთვა რაც ქონდა ამ თამაშს ის იყო რომ ორი თამაში ზედიზედ ქონდა მილუოკის მოგებული მაიამისთვის

მაგრამ მესამედ უკვე ვეღარ შეძლეს რა თქმა უნდა ლებრონმა და ვედმა კარგად ითამაშეს როგორც თითქმის ყველა თამაშში თამაშობენ და იქქვე ერთი ორი სიტყვა ბოშზეც შეიძლება ითქვას

საბოლოო ჯამში საკმაოდ ადვილად მოუგო მაიამიმ მილუოკის მეტის თქმა არ არის საჭირო

კიდევ ფოენიქსი გოლდენ სთეითის შეხვედრას ვუყურე

ეს ნამდვილად საინტერესო თამაში იყო

ნეშმა და გორტატმა ითამაშეს ძალიან კარგად მაგრამ მხოლოდ ეს ორი ადამიანი თამაშობს ფოენიქსში და მარტო ეს ორი ადამიანი ვერ მოიგებს თამაშს

ძალაინ მაგარი გადაცემებს არ უფასებენ თანა გუნდელები ნეშს მხოლოდ გორტატი უფასებს შეიძლება ითქვას

მთელი თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა უბრალოდ ბოლოში ვეღარ გაქაჩა ფოენიქსმა არა და შეეძლოთ კიდევაც მოგება

გული დამწყდა ესეთი კარგი თამაში რომ წააგო ფოენიქსმა

კიდევ ოკლაჰომა იუტას შეხვედრას ვუყურე

აქ ძალიან ადვილად მოუგო ოკლაჰომამ იუტას და რა თქმა უნდა დიურანტმა და ვესტბრუკმა კარგად ითამაშეს

მაგრამ განსაკუთრებით ჰარდენმა ითამაშა კარგად

დიდად საინტერესო თამაში ეს არ ყოფილა უბრალოდ რაც იყო მოსალოდნელი ის მოხდა

კიდევ მაიამი ინდიანას შეხვედრასაც ვუყურე

აქაც ისევ და ისევ ლებრონმა და ვეიდმა გამოიჩინეს თავი ბოშმაც კარგად ითამაშა

ეს თამაში როგორც ოკლაჰომამ მოუგო იუტას დაახლოებით ეგრე მოუგო მაიამიმ ინდიანას

არა და ინდიანა შესანიშნავ სეზონს ატარებს და არავინ არ მოელოდა ასე ადვილად რომ მოუგებდა მაიამი

აშკარად ინდიანას შჭირდება ახალი გუნდის გაკეთება თორმე არა მგონია სასურველ შედეგს მიაღწიონ

ჩემი აზრით ჯერ ნორმალური მოთამაშეები უნდა დაიმატონ და მერე შეიძლება რაღაც გამოუვიდეთ

Link to comment
Share on other sites

ესეიგი იმდენს ვუყურებ უკვე რომ მავიწყდება რომელ თმააშში რა მოხდა

ნუ ეხლა მთლად მასეც არ არის მაგრამ შიგა და შიგ მავიწყდება

ვუყურე დენვერი დალასის შეხვედრას

ძალიან უინტერესო კი არა აი მსუბუქი თამაში იყო ანუ მძიმე იგრა არ იყო რა თავისუფლად უყურებდი

ხო და ამ თავისუფლად ყურებაში ძალიან თავისუფლადაც მოუგო დალასმა დენვერს

დიდად არავის არ გამოურჩევია თავი მთელმა გუნდმა თანაბრად ითამაშეს ყველამ თავისი წვრილი შეიტანა გამარჯვებაში

კიდევ ბოსტონი ჩიკაგოს შეხვედრას ვუყურე

აი ეს ნორმალური შეხვედრა იყო

ნუ იყო მომენტი როცა თითქოს და მეგონა რომ ვერ ამოქაჩავდა ბოსტონი მაგრამ ამოუქაჩეს

ხო და მერე ისევ ჩიკაგოს ჯერი მოვიდა გავიდნენ წინ და მერე უკვე ვეღარ დაქაჩეს თავიანთი ხნიერი მუმიების გამო

ორჯერ ვერ ამოქაჩავდა ბოსტონი ნუ პატარაზე კი გაიბრძოლეს მაგრამ ვეღარ გაქაჩეს მითუმეტეს ჩიკაგოსთან

იმიტომ რომ ერთ ერთი საუკეთესო დაცვა ყავს მთელ ნბა ში ასევე ბოსტონსაც მაგრამ

როგორც ავღნიშნე ბოსტონში მუმიები თამაშობენ და ზუსტადაც მაგიტომ ვერ ამოქაჩავდნენ ორჯერ

კიდევ დენვერი მემფისის შეხვედრას ვუყურე

ეს ძალიან მაგარი თამაში იყო

ჯერ თავიდან მემფისმა გადაუარა და ვიფიქრე დააწყისშივე მოუმთავრეს თამაშითქო

მაგრამ ნბა ში ყველაფერი ხდება და ამოუქაჩეს კიდევაც და წინაც გავიდნენ

მაგრამ ბოლო წამებზე ჩაუგდეს მემფისის კალათბურთელებმა

არა და იგებდნენ წესიერად რომ დამდგარიყვნენ ფარის ქვეშ და მოეხსნათ ბურთი

ვეღარ შეძლებდა მემფისის მოთამაშე მაგ ბურთის მოხსნას და დამატებას მაგრამ ეგრე მოხდა და ეხლა უკვე გვიანია მაგაზე ფიქრი

კიდევ მაიამი კლივლენდის შეხვედრას ვუყურე

ნუ ეს თამაში არ იყო ეხლა ისეთი დაძაბული

თავიდანვე გაექცა მაიამი კლივლენდს და მერე მთელი თამაში მდევრის როლში იყო კლივლენდი

ხო და ვეღარ შეძლეს ამოქაჩვა ნუ იქ ჩემიაზრით მწვრთნელსაც შეეშალა რამოდენიმე რამ მაგრამ ჩემი აზრით მაინც ვერ მოუგებდნენ

მიუხედავათ იმისა რომ თამაში კლივლენდში გაიმართა

Link to comment
Share on other sites

სან ანტონიომ მოუგოო კლიპერსს ოვერტაიმში :)))

კრის პოლის დაკარგვის გამო ნილმა სამაინით გაათანაბრა

და მერე უკვე ოვერტაიმში მოუგეეს... 10 მოგება ზედიზედ სპურსს!

Link to comment
Share on other sites

დამავიწყდა დამეწერა წინა ნაწერში მაიამიმ ზედიზედ გასვლაზე სამი თამაში მოიგო

რაც დიდი ხნის მანძილზე არავის არ გაუკეთებია ვგულისხმობ ყოველ დღე გადაბმულ სამ თამაშს

ხო მეც ვუყურე მაგ თამაშს ძალიან მაგარი თამაში იყო

შეიძლება ამ თამაშს კრის პოლი ტონი პარკერის წინააღმდეგ ეწოდოს

ჩემი აზრით კრის პოლმა დაჯაბნა უბრალოდ ბედმა უმტყუნა თორე 98 პროცენტი მოგებული ქონდა კლიპერსს

მაგრამ გაუვარდა ბურთი ხელიდან კრის პოლს და ამ ნილმა გაათანაბრა და თავისი სან ანტონიოც გადაარჩინა და თან შეცდომაც გამოასწორა

იმიტომ რომ ჯერ მაგან დაკარგა ბურთი ხელებიდან რომ გაუვარდა მაგასაც მაგრამ მერე კი გამოასწორა და დამატებით დროშიც მაგან ჩააგდო

გადამწყვეტი ბურთი ხო კიდევ გრიფინმა ითამაშა ძალიან მაგრად 22 ქულა და 20 მოხსნა გააკეთა

თავის კარიერაში პირველი ეგრედ წოდებული 20 და 20 გააკეთა

ასევე ფოიემ ითამაშა ძალიან კარგად და დანკანმაც კარგად ითამაშა

კიდევ ფოენიქსი ლეიკერსის შეხვედრას ვუყურე

ნუ ბრაიანტმა ითამაშა ძალიან მაგრად 36 ქულა მოიტანა

ასევე რა თქმა უნდა ნეშმა ითამაშა კარგად

სხვა ეხლა დიდად საინტერესო თამაში არ იყო საკმაოდ ადვილად მოუგო ლეიკერსმა ფოენიქსს

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ვისაც კალათბურთი გიყვართ, გირჩევთ დღევანდელ ოკლაჰომა დენვერს უყუროთ :)

K. Durant F 45:27 19-28 5-6 8-10 +19 2 6 8 3 1 4 5 0 2 51

S. Ibaka F-C 40:41 6-7 0-0 2-4 +31 8 7 15 0 4 1 1 11 0 14

R. Westbrook G 43:50 16-29 3-6 5-5 +22 1 3 4 9 2 0 2 1 2 40

რაღაც გენიალური მაჩვენებლებიაა :) იბაკაას სამმაგი აქვს 11 ბლოკიიით <3

ხოდაა მაიამიმ მეექვსე გამარჯვება მიითვალა ზედიზედ

ლებრონას 2 პასი დააკლდა სამმაგამდე, ვეიდმა 27 აიღო, ლებრონამ 25 :)

Link to comment
Share on other sites

სად უყურებ სულხან?

ინტერნეტში სად ვუყურო NBA-ს? :)

ძირითადად NBA-ს ოფიციალურ საიტზე ჰაილაითებით

რაღაც თამაშებს რუტრაკერიდან ვიწეერ

და თუ ლაივშიაა ან GMG-ზე ვნახულობ

ან ჩერეზ ინტერნეტი livetv.ru-ს ლინკებიდაან :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.