Jump to content

Recommended Posts

Posted

პარტნიორებისთვის ჩატარებულ პრეზენტაციაზე Intel-მა დაადასტურა, რომ გეგმავს გამოუშვას დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლები, სახელწოდებით Battlemage, შემდეგი თაობის Arc Xe² გრაფიკული არქიტექტურის საფუძველზე 2024 წელს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

პრეზენტაციის ფარგლებში Intel-ის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი სლაიდი გვიჩვენებს რომელი ახალი პროდუქტების გამოშვებას გეგმავს კომპანია სამომხმარებლო სეგმენტში მომავალ წელს. კერძოდ, კომპანია აპირებს გამოუშვას ახალი პროცესორები კომპიუტერებისთის, ჩიპები სამუშაო სადგურებისთვის, ასევე ახალი გრაფიკული ამაჩქარებლები Battlemage. 

image.jpeg 

ადრეულ გეგმებში Intel-მა აღნიშნა, რომ Battlemage სერიის ვიდეო ბარათების გამოშვება დროის მხრივ უკავშირდება სამომხმარებლო Meteor Lake და Arrow Lake პროცესორების გამოშვებას. Meteor Lake პროცესორების ახალი სერია (იგივე Core Ultra) უკვე გამოვიდა, ხოლო Arrow Lake ჩიპები მოსალოდნელია 2024 წელს. როგორც ჩანს, იმავე დროს შედგება Battlemage-ის წარდგენა. 

image.jpeg 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Intel-მა თავის ლაბორატორიებში დაიწყო მინიმუმ ერთი GPU მოდელის ტესტირება ახალი Battlemage სერიიდან. საუბარია გარკვეულ ჩიპზე, სახელწოდებით BMG G10 და იგი სავარაუდოდ გახდება Alchemist ACM-G10-ის მემკვიდრე, რომელიც Arc A770 ვიდეო ბარათში გამოიყენება. არაოფიციალური ცნობებით, ახალ GPU- ექნება ახლანდელ ACM-G10-თან შედარებით ორჯერ მეტი - 64 Xe გრაფიკული ბირთვი. ასევე ცნობილია, რომ Intel-ს სურს შეინარჩუნოს ამ GPU-ზე 256-ბიტიანი მეხსიერების სალტეს მხარდაჭერა. აგრეთვე მოსალოდნელია, რომ Battlemage სერიის GPU-ები წარმოებული იქნება TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. 

  • 6 months later...
Posted

Intel-მა უარყო ინფორმაცია Lunar Lake პროცესორების გამოშვების შესაძლო შეფერხების შესახებ. მანამდე DigiTimes-მა ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით გამოაცხადა ჩიპების გამოშვების შესაძლო გადადება. მედიის ცნობით ახალი პროცესორების გამოშვება სექტემბერში მოხდება, თუმცა თავდაპირველად ივნისში იყო მოსალოდნელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Lunar Lake პროცესორების ანონსისას Intel-მა გამოაცხადა, რომ მათი გაშვება მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში მოხდებოდა. კომპანიაში ასევე განმარტეს, რომ ჩიპები საკურორტო სეზონის დაწყებამდე გამოჩნდება. Lunar Lake-ის გამოშვება ივნისში რომ ყოფილიყო დაგეგმილი, ასეთ შემთხვევაში Intel უფრო მეტს ისაუბრებდა მათზე Computex 2024-ზე. გამომდინარე იქიდან, რომ არაფერია ცნობილი თავად პროცესორების შესახებ (მოდელები, მახასიათებლები და ფასები), მოსალოდნელია, რომ მწარმოებელი თავიდანვე აპირებდა მათ სექტემბერში გამოშვებას. 

სიტუაციის გასაგებად პორტალ DigitalTrends სთხოვა Intel-ს კომენტარი. 

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ Lunar Lake-ის გამოშვება 2024 წლის მესამე კვარტალში დაიწყება, როგორც ეს გამოცხადდა Computex-ზე. სადღესასწაულო გაყიდვების სეზონის დაწყების წინა დღეს“, - განუცხადეს Intel-ის პრეს-სამსახურმა პორტალის ჟურნალისტებს. 

მიუხედავად იმისა, რომ Lunar Lake არ შეყოვნებულა, ისინი გაყიდვაში უფრო გვიან გამოჩნდება, ვიდრე Qualcomm-ისა და AMD-ის ახალი გადაწყვეტილებები. Intel-ის ახალი ჩიპებიდაიკავებს ადგილს Copilot Plus PC კონცეფციაში, ანუ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით აღჭურვილ სისტემებში, მაგრამ ისინი ბაზარზე გამოჩნდებ კონკურენტების გაოსვლის შემდეგ. Qualcomm Snapdragon X Elite პროცესორებზე აგებული ლეპტოპების პირველი თაობის გაყიდვები ცოტა ხნის წინ დაიწყო. AMD, თავის მხრივ, გვპირდება, რომ მისი ახალი Ryzen AI 300 პროცესორები ლეპტოპებში ხელმისაწვდომი გახდება ივლისში. Intel-მა ოფიციალურად არ დაადასტურა, რომ Lunar Lake სექტემბერში გამოჩნდება, მაგრამ ეს არის ყველაზე სავარაუდო თარიღი მათი გამოშვებისთვის. 

Lunar Lake პროცესორების ანონსიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ მათში გამოყენებულია ახალ გამოთვლით მაღალი წარმადობის P-ბირთვები Lion Cove და ენერგოეფექტურ E-cores Skymont-ბირთვები, ახალ ინტეგრირებულ გრაფიკულ არქიტექტურა Battlemage (Xe2), ასევე ინტეგრირებული მეხსიერება და ახალი NPU 48 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობით. გარდა ამისა, Lunar Lake-ში კომპანიამ უარი თქვა Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერაზე, რომელიც საშუალებას იძლევა შესრულდეს ორი გამოთვლითი ნაკადი ერთ ბირთვზე. ამავდროულად, არ არის ცნობილი პროცესორების მოდელების დიაპაზონი, ასევე უცნობია მათი მახასიათებლები და, კერძოდ, ენერგმოხმარება. 

  • 6 months later...
Posted

ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ შედგა Intel Arc B580-ის დებიუტი, რომელმაც რეცენზენტები ფეხზე წამოაყენა - ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რათა შეექო ვიდეო ბარათი მისი შესანიშნავი ფასი-ეფექტურობის თანაფარდობისთვის. დღეს გამოჩნდა მისი უმცროსი ვერსიის, Battlemage არქიტექტურაზე აგებული Arc B570-ის მიმოხილვები. ამ შემთხვევაში ახალი პროდუქტი იძლევა გარკვეული კრიტიკის საფუძველს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TechSpot 

ვიდეო ბარათ Intel Arc B570- აქვს გრაფიკული პროცესორი 18 Xe2 ბირთვით (2304 შეიდერ ძრავით), 144 ტექსტურული ერთეული, 72 რასტერიზაციის ერთეული, 144 ტენსორული ბირთვი და 18 ბირთვი მეორე თაობის რეითრეისინგისთვის: წარმოდგენილია ორით ნაკლები Xe2 ბირთვი Arc B580-თან შედარებით. ეტალონური ვერსიის GPU-ის სიხშირეა 2500 მჰც. Arc B580-თან შედარებით ახალი პროდუქტის ვიდეო მეხსიერების მოცულობა 12-დან 10 გბ-მდე შემცირდა, მეხსიერების სალტეს სიგანე - 192-დან 160 ბიტამდე და სიჩქარე - 456-დან 380 გბ/წმ-მდე. ამავდროულად, შემცირდა ენერგმოხმარებაც - 190-დან 150 ატამდე. 

Arc B570-ის სარეკომენდაციო ფასი 219 აშშ დოლარი, უფროსი Arc B580 ვერსიის - 249 აშშ დოლარი. ახალი პროდუქტი პოზიციონირებს, როგორც ვიდეო ბარათი ხელმისაწვდომი გეიმინგ კომპიუტერებისთვის და შესაფერისია Full HD გაფართოებითამაშებისთვის, ასევე შეუძლია თამაშების გაშვება 1440p-ზე. 

image.jpeg 

Tom's Hardware-ის გეიმინგ ტესტების მიხედვით Intel Arc B570 გრაფიკული ბარათი Full HD გაფართოების პირობებში აფიქსირებს წარმადობის თითქმის იმავე დონეს, რასაც GeForce RTX 3060 12 გბ მეხსიერებით. ამავდროულად, ახალი პროდუქტი დამაჯერებლად აღემატება უფრო ძვირადღირებულ Radeon RX 7600-ს, მაგრამ აშკარად ჩამორჩება RTX 4060-ს. გასათვალისწინებელია, რომ პორტალ ComputerBase-ის ტესტები ზოგადად ადასტურებს ამ სურათს, მაგრამ მის შემთხვევაში Radeon RX 7600 მაინც უფრო სწრაფი აღმოჩნდა. შედეგები შეიძლება დამოკიდებული იყოს თამაშების კომპლექტზე და ტესტის სისტემის კონფიგურაციას აშკარად აქვს ეფექტი (დაწვრილებით ამის შესახებ ქვემოთ). ასევე უნდა ითქვას, რომ Arc B570 საშუალოდ 18%-ით ნელია Arc B580-თან შედარებით. 

გეიმინგ ტესტები 1080p-ზე 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

1440p გაფართოებაზე გადასვლისას კი Intel Arc B570-ის მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება. Tom's Hardware ტესტებში Intel-ის ახალი ვიდეო ბარათი საშუალოდ 10%-ზე ნაკლებად ნელი იყო GeForce RTX 4060-თან შედარებით, ხოლო TechSpot-ის ტესტებში მიაღწია პარიტეტს. 4K-გაფართოების პირობებში Intel-ის ახალ პროდუქტს შეუძლია RTX 4060-ის გასწრებაც კი, მაგრამ ვერს ერთი მათგანი ვერ აფიქსირებს წარმადობის მისაღებ დონეს. 

გეიმინგ ტესტები 1440p-ზე 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

TechSpot-მა ასევე შეამოწმა ვიდეო ბარათი ორ განსხვავებულ სისტემაში: ფლაგმანურ Ryzen 7 9800X3D-სა და ბიუჯეტურ Ryzen 5 5600-თან. ახალი პროდუქტი საკმაოდ დაბალბიუჯეტური ვიდეო ბარათია და უმეტეს შემთხვევაში იგი შესაბამის პროცესორთან ერთად იქნება წარმოდგენილი. აღმოჩნდა, რომ ახალი ბარათი არ მუშაობს ისე კარგად ძველ პროცესორებთან, როგორც ახალთან. "ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ Ryzen 5 5600 ან უფრო დაბალი მაჩვენებლების მქონე CPU, კონკურენტი GPU-ის არჩევით, როგორიცაა Radeon RX 7600, გარანტირებულია უკეთესი საერთო წარმადობ," აღნიშნავს TechSpot. 

image.jpeg 

 

image.jpeg 

ენერგმოხმარების თვალსაზრისით Arc B570 მართლაც უფრო ეკონომიურია Arc B580-თან შედარებით. TechPowerUp-ის თანახმად ახალი ბარათი თამაშებში მოიხმარს დაახლოებით 155 ვატს, რაც Arc B580-ზე 30 ვატით ნაკლებია. 

image.png 

მიმომხილველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 250 აშშ დოლარიანი Arc B580 ბევრად უფრო საინტერესო არჩევანია, ვიდრე 220 აშშ დოლარიანი Arc B570. ბევრი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ თუ ახალი პროდუქტი 200 აშშ დოლარი ეღირება, ის ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება. "კარგი წარმადობა, არა საუკეთესო ღირებულება" და "ფასის შემცირების გარეშე მომავლის არმქონე გრაფიკული ბარათი", - ასე აფასებდა ვიდეო ბარათს TechSpot. მეორე მხრივ, თუ ფასი გადამწყვეტი ფაქტორია ვიდეო ბარათის ყიდვისას, მაშინ Arc B570 შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს - ამ ფასად მას უბრალოდ არ ჰყავს პირდაპირი კონკურენტები და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოუჩნდეს. 

დაბოლოს, დავამატებთ, რომ მიმომხილველები კვლავ უჩივიან Intel-ის დრაივერების გარკვეულ პრობლემებს. ასევე, ბევრმა ახსენა Arc B580-ის მთავარი პრობლემა - რომელიც შესაძლოა Arc B570-საც ელოდეს - ამ ვიდეო ბარათების გაყიდვაში პოვნა ძალიან რთულია. ასე რომ, იმის გათვალისწინებით, რომ Arc B580 დიდად ხელმისაწვდომი არ არის მაღაზიების თაროებზე, ახალ პროდუქტს აქვს გაყიდვის შანსი. 

  • Power_VANO changed the title to Intel Arc B სერია - სიახლეები
Posted

Maxsun Intel Arc B570 Milestone 10გბ ვიდეოკარტის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/3dv/intel-arc-b570-review.html

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.