Jump to content

Recommended Posts

Posted

ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ შედგა Intel Arc B580-ის დებიუტი, რომელმაც რეცენზენტები ფეხზე წამოაყენა - ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რათა შეექო ვიდეო ბარათი მისი შესანიშნავი ფასი-ეფექტურობის თანაფარდობისთვის. დღეს გამოჩნდა მისი უმცროსი ვერსიის, Battlemage არქიტექტურაზე აგებული Arc B570-ის მიმოხილვები. ამ შემთხვევაში ახალი პროდუქტი იძლევა გარკვეული კრიტიკის საფუძველს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TechSpot 

ვიდეო ბარათ Intel Arc B570- აქვს გრაფიკული პროცესორი 18 Xe2 ბირთვით (2304 შეიდერ ძრავით), 144 ტექსტურული ერთეული, 72 რასტერიზაციის ერთეული, 144 ტენსორული ბირთვი და 18 ბირთვი მეორე თაობის რეითრეისინგისთვის: წარმოდგენილია ორით ნაკლები Xe2 ბირთვი Arc B580-თან შედარებით. ეტალონური ვერსიის GPU-ის სიხშირეა 2500 მჰც. Arc B580-თან შედარებით ახალი პროდუქტის ვიდეო მეხსიერების მოცულობა 12-დან 10 გბ-მდე შემცირდა, მეხსიერების სალტეს სიგანე - 192-დან 160 ბიტამდე და სიჩქარე - 456-დან 380 გბ/წმ-მდე. ამავდროულად, შემცირდა ენერგმოხმარებაც - 190-დან 150 ატამდე. 

Arc B570-ის სარეკომენდაციო ფასი 219 აშშ დოლარი, უფროსი Arc B580 ვერსიის - 249 აშშ დოლარი. ახალი პროდუქტი პოზიციონირებს, როგორც ვიდეო ბარათი ხელმისაწვდომი გეიმინგ კომპიუტერებისთვის და შესაფერისია Full HD გაფართოებითამაშებისთვის, ასევე შეუძლია თამაშების გაშვება 1440p-ზე. 

image.jpeg 

Tom's Hardware-ის გეიმინგ ტესტების მიხედვით Intel Arc B570 გრაფიკული ბარათი Full HD გაფართოების პირობებში აფიქსირებს წარმადობის თითქმის იმავე დონეს, რასაც GeForce RTX 3060 12 გბ მეხსიერებით. ამავდროულად, ახალი პროდუქტი დამაჯერებლად აღემატება უფრო ძვირადღირებულ Radeon RX 7600-ს, მაგრამ აშკარად ჩამორჩება RTX 4060-ს. გასათვალისწინებელია, რომ პორტალ ComputerBase-ის ტესტები ზოგადად ადასტურებს ამ სურათს, მაგრამ მის შემთხვევაში Radeon RX 7600 მაინც უფრო სწრაფი აღმოჩნდა. შედეგები შეიძლება დამოკიდებული იყოს თამაშების კომპლექტზე და ტესტის სისტემის კონფიგურაციას აშკარად აქვს ეფექტი (დაწვრილებით ამის შესახებ ქვემოთ). ასევე უნდა ითქვას, რომ Arc B570 საშუალოდ 18%-ით ნელია Arc B580-თან შედარებით. 

გეიმინგ ტესტები 1080p-ზე 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

1440p გაფართოებაზე გადასვლისას კი Intel Arc B570-ის მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება. Tom's Hardware ტესტებში Intel-ის ახალი ვიდეო ბარათი საშუალოდ 10%-ზე ნაკლებად ნელი იყო GeForce RTX 4060-თან შედარებით, ხოლო TechSpot-ის ტესტებში მიაღწია პარიტეტს. 4K-გაფართოების პირობებში Intel-ის ახალ პროდუქტს შეუძლია RTX 4060-ის გასწრებაც კი, მაგრამ ვერს ერთი მათგანი ვერ აფიქსირებს წარმადობის მისაღებ დონეს. 

გეიმინგ ტესტები 1440p-ზე 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

TechSpot-მა ასევე შეამოწმა ვიდეო ბარათი ორ განსხვავებულ სისტემაში: ფლაგმანურ Ryzen 7 9800X3D-სა და ბიუჯეტურ Ryzen 5 5600-თან. ახალი პროდუქტი საკმაოდ დაბალბიუჯეტური ვიდეო ბარათია და უმეტეს შემთხვევაში იგი შესაბამის პროცესორთან ერთად იქნება წარმოდგენილი. აღმოჩნდა, რომ ახალი ბარათი არ მუშაობს ისე კარგად ძველ პროცესორებთან, როგორც ახალთან. "ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ Ryzen 5 5600 ან უფრო დაბალი მაჩვენებლების მქონე CPU, კონკურენტი GPU-ის არჩევით, როგორიცაა Radeon RX 7600, გარანტირებულია უკეთესი საერთო წარმადობ," აღნიშნავს TechSpot. 

image.jpeg 

 

image.jpeg 

ენერგმოხმარების თვალსაზრისით Arc B570 მართლაც უფრო ეკონომიურია Arc B580-თან შედარებით. TechPowerUp-ის თანახმად ახალი ბარათი თამაშებში მოიხმარს დაახლოებით 155 ვატს, რაც Arc B580-ზე 30 ვატით ნაკლებია. 

image.png 

მიმომხილველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 250 აშშ დოლარიანი Arc B580 ბევრად უფრო საინტერესო არჩევანია, ვიდრე 220 აშშ დოლარიანი Arc B570. ბევრი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ თუ ახალი პროდუქტი 200 აშშ დოლარი ეღირება, ის ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება. "კარგი წარმადობა, არა საუკეთესო ღირებულება" და "ფასის შემცირების გარეშე მომავლის არმქონე გრაფიკული ბარათი", - ასე აფასებდა ვიდეო ბარათს TechSpot. მეორე მხრივ, თუ ფასი გადამწყვეტი ფაქტორია ვიდეო ბარათის ყიდვისას, მაშინ Arc B570 შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს - ამ ფასად მას უბრალოდ არ ჰყავს პირდაპირი კონკურენტები და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოუჩნდეს. 

დაბოლოს, დავამატებთ, რომ მიმომხილველები კვლავ უჩივიან Intel-ის დრაივერების გარკვეულ პრობლემებს. ასევე, ბევრმა ახსენა Arc B580-ის მთავარი პრობლემა - რომელიც შესაძლოა Arc B570-საც ელოდეს - ამ ვიდეო ბარათების გაყიდვაში პოვნა ძალიან რთულია. ასე რომ, იმის გათვალისწინებით, რომ Arc B580 დიდად ხელმისაწვდომი არ არის მაღაზიების თაროებზე, ახალ პროდუქტს აქვს გაყიდვის შანსი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.