Jump to content

Recommended Posts

Posted

სალამი კაი ხალხს, გილოცავთ და კარგ ახალ წელს გისურვებთ
2500 გელას ფარგლებში რომელ ლეპტოპს მირჩევთ, ძირითადად დამჭირდება სამუშაოდ ვებ დეველოპმენტისთვის
მადლობა წინასწარ

Posted

მაგ ფასში ძირითადათ 60 გერციანებს ვხედავ თუმცა მანდ უკვე ზომა-გარჩევადობა-მატრიცის მიხედვით უნდა აიღო, არის უფრო გრილები არის უფრო აბჟორები რომელსაც მალე ეცლება ელემენტი, ისე ოლედი ალბათ სამუშაოსთვის არც გამოდგება, თუმცა არ ვიცი ნოუტბუკებში შეიძლება ცოტა სხვა სიტუაციაა ოლედებზე, არის კარგი ვარიანტები ოლედზეც და მაგიტომ სეილზე ეხლა, ისე ესაა ინტელებიდან რაც ვნახე მოვძებნი ეხლა რიზენზე იქნება მანდაც კარგი ოფერი https://www.adashop.ge/product/66633cebc688626bcc729edb ნუ 8000 ვერ ვხედავ 2500 ლარში რომ ჩაეტიო, i-5 და i-7 13-14 ცხელებია და აღარ მიძებნია მაგაზე არაფერი, შეიძლება მოგივიდეს უფრო 7000 სერიის რიზენზე რამე 2500 ლარამდე, თუმცა მანდ ჯერაც დდრ4 აყენია დაბალ სიხშირიანი, 8000 ვერსიები კი 2800 ლარი და ზევითო, ეს ჰპ კიდე https://www.adashop.ge/product/6718a549f87c18c125a2cdf3 კაკრაზ სამუშაოთ კარგებია ეგეთები, არის 16 ინჩიანიც https://www.adashop.ge/product/673f13194f3dbd53d51521b3

  • Thanks 1
Posted

მადლობა ჯორჯ გამოხმაურებისთვის.
ეს ultra core ინტელის ახალი სერია სტანდარტულ i5-ებს ჯობს წარმადობითაც და წესით ნაკლებად ხურდება? ultra core სერიაზე რაც შემხვდა ლეპტოპები დდრ5-ეზე არის ყველა მაღალი სიხშირით. რაიზენებზე რაც ვნახე ამ ფასში შედარებით სუსტებია თუნდაც ჩვეულებრივ ი5-ებზე, თუ არ ვცდები, ბირთვები და ნაკადებიც ნაკლები აქვთ, არადა პირიქით ვფიქრობდი.
აი მაგალითად ამ ლენოვოს https://zoommer.ge/leptopebi/lenovo-thinkpad-e14-21jk00f8rt-p42894 და შენ ჩაგდებულ https://www.adashop.ge/product/66633cebc688626bcc729edb ამას შორის რამდენად დიდი სხვაობა იქნება რეალურად

Posted

მაქსიმუმ 10% მაგრამ ეგენი საკმაოთ ცხელებია მაინც ულტრას სერიაზე, ნუ 200 მობილური სერია ჯერ არაა თუმცა 2500 ლარათ მაგი ალბათ ჯერ არც მოგივიდოდა, ნუ მანდ ულტრა 100 სერიაზე ყოფილა 7 ნანომეტრზე, ჯერ კიდევ ინტელის ჩიპზეა, 200 ულტრა 4 ნანომეტრზეა უკვე და უკვე TSMC ჩიპზეა ეგ ახალი, 13500H ეგ უფრო ძველ 10 ნანომეტრიან ჩიპზეა უკვე

Posted

ბატარეიის მხრივაც ულტრა უფრო ხოშიანად იმუშავებს ჰო?

Posted

კი, 200 კიდე უფრო კარგია, მაგრამ ეგ 100 უკვე გაუმჯობესებულია ბატარეის დაზოგვაში, მგონი ტროტლინგიც არა აქვს მაგაზე, თუმცა ულრა 200 სერია უფრო გრილებია მგონი, ნუ ეგ სხვას ჩიპზეა უკვე

  • Thanks 1
Posted

https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/lenovo-ideapad-slim-5-83dd001vrk-cloud-grey.html ესეც ნახე კარგი ლეპტოპია საკმაოდ ახლობლის შვილს ვაყიდინე პროგრამირებას სწავლობს და საკმაოდ ძლიერი ნოუთბუქია...

https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/lenovo-thinkbook-16-g7-21ms008rru-arctic-grey.html 

სადაც მაგდენს იხდი ultra 5-ზე არ ვიყიდიდი მე ულტრა 7-ი მოგდის უკვე მაგ ფასად და სხვაობა საკმოად დიდია თან ეგ 125U შეკვეცილი მოდელია, 125H-ზე უნდა იყიდო, ზოგადად ბოლოში U ინდექსი ნიშნავს რომ შემცირებული აქვს ბირთვების და ნაკადების რაოდენობა, დაწეულია სიხშირეები, შემცირებული აქვს ქეშ მეხსიერება  და მოკლედ იგივე 125H ჯობია საკმოად U მოდელს. 155H-ს თუ იყიდი ხომ საერთოდ, იდეალური დიდი ხანი არაფერზე დაგაბრკოლებს...

 

  • Thanks 1
Posted

მადლობა, გადავხედავ
რეალურად განვადებაზე ვარ დამოკიდებული და მაგის მიხედვით გადავწყვეტ, გავითვალისწინებ რაც მომწერე ამათაც

Posted

https://www.intel.com/content/www/us/en/products/compare.html?productIds=236848,237330 

ანუ ნახე ყველაზე დიდი სხვაობა კიდევ არის 125U-სა და 125H-ს შორის ინტეგრირებული გრაფიკაც, 125U-ს უყენია სუსტი ინტეგრირებული H სერიას კი ARC ტიპის ინტეგრირებული აქვს საკმაოდ მძლავრი ჩიპით და მაღალი სიხშირით, ეგ ის ინტეგრირებულია AMD-ს 680m-ს და 780m-ს რომ ეჭიდავება, ასე რომ მხოლოდ პროცესორში არ არის აქ ბენეფიტი H სერიის ყიდვის დროს, ინტეგრირებულსაც ბევრად მძლავრს იღებ. 

  • Thanks 1
Posted

ეს უკვე აღარაა ჰო თამაშში?
https://zoommer.ge/leptopebi/apple-macbook-air-13-inch-2020-mgn63b-a-m1chipset-8gb-256gb-ssd-space-gray-apple-p37545

ეს ასე დაბალ ფასად რატო შეილება იყოს, H ვერსიის პროცესორი აქვს + 2.2კ ეკრანი
https://www.adashop.ge/product/6634c5c48a9971655996b8d6

Posted

https://www.adashop.ge/product/6634c5c48a9971655996b8d6
ამას ვფიქრობ მემგონი ყველაზე კაი ვარიანტია, რას იტვყით?
უბრალოდ ფასი მაეჭვებს რამდენად შეესაბამება მონაცემებს და რამე ჰო არ აქვთ არეული, როგორმე შეიძლება გადამოწმება რო მივწერო ან დავრეკო? ადგილზე ვერ მივდივარ ფიზიკურად რეგიონში უნდა გამოვაგზავნიო პირდაპირ თუ დამიმტკიცეს განცხადება ონლაინ

Posted

მანდ მემგონი საშიში არაფერი იქნება გზის ფულის გარდა, რახან 3 წლიანი დელის გარანტიას აყოლებენ, ოფიციალური სერვის ცენტრებია საქართველოში დელის და არ უნდა იყოს შეცვლის პრობლემა წესით, მაგრამ ადგილზე არ ვიცი ვინ შეგიმოწმებს იქიდან, მანდ ყოველთვის ყველაზე იაფათ აქვს და ხანდახან კიდე ივერსში ტავარი, ოლედი მანდ სეილზე ღირდა 2100 ლარი, ალტამაც დააკლო მოგვიანებით იქ 2300 ლარი ედო და მანამდე ვაბშე 2600 ყიდიდენ მაგ სამსუნგის 27 ინჩიან მონიტორს 360 გერცზე

  • Thanks 1
Posted

ჰო საქართველოს ფოსტის ემატება 10 ლარი იმედია ესენი არ აურევენ რამეს :დ
მეორეც არის Easy Way ეს არ ვიცი რა თემაა პირველად ვხედავ
image.thumb.png.667c22fd2b78c5890a985982a6a13fdb.png

Posted

ეგეც რაღაცა ფოსტის სერვისია არ გამომიყენებუია აქამდე https://www.easyway.ge/ka

Posted

ჩემი აზრით სამუშაოთ თუ გჭირდებოდა უფრო იპს აღება ჯობდა მაინც ალბათ, თუმცა ოლედზე მგონი 120 გერციანი ეკრანი ქონდა უკვე, სიკაშკაშე ნორმალური კი აქვს მაგ ნოუტზე ისე იპს მატრიცაზე, თუმცა 120-144+ გერციანი ეკრანით ბატარეიკაც უფრო მალე უჯდება უკვე ეგეთზე

Posted

პროცესორის და რეზოლუციის გამო ვამჯობინე, ბატარეიაც მთავარია სულ დამტენზე არ მოუწიოს ყოფნა და ისე არაუშავს

  • 1 month later...
Posted

აუ მეც მიწევს ლეპტოპის ყიდვა კაკრაზ მაგ საქმისთვის და ვერაფერი შევარჩიე.მაკი მევასება მაგრა.თან ქულერი რო არ აქ თან თხელია M ჩიპიც თესლობაა მარა ძვირებია.13 ინჩი ძაან მეპატარავება და მერე უკვე ძვირია :( მეორადის და ინტელის პროცესორზე ყიდვა არ ვიცი თუ ღირს.მთელი მუღამი კარგი ელემენტი და M პროცესორია და მეორადი რა შემხვდეა კაცმა არ იცის.
microsoft surface ლეპტოპებზე რას ფიქრობთ? გქონიათ შეხება?

  • 3 months later...
Posted

გამარჯობა მეგობრებო, სათამაშო ლეპტოპი რო მირჩიოთ 3500 ლარის ფარგლებში, მე რაც ვნახე იმათგან მგონი ესაა ყველაზე კაი ვარიანტი
https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/lenovo-loq-15arp9-15-6-83jc005drk-luna-grey.html

Posted

https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/lenovo-loq-15-6-83dv00mrrk-luna-grey.
https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/asus-tuf-gaming-f15-fx507zi4-lp030-mecha-grey.html
https://zoommer.ge/leptopebi/acer-nitro-16-an16-73-nh-qsper-001-obsidian-black-p43252
https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/hp-victus-16-a74ltea-mica-silver.html
https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/asus-tuf-gaming-f15-fx507zi4-lp030-mecha-grey.html
https://www.adashop.ge/product/663b882165e76c9b6e71d081
https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/acer-nitro-v15-nh-qqeer-004-obsidian-black.html

16 გბ რამდენად საკმარისია უკვე თანამედროვე თამაშებისთვის, მგონი ვერ ჰო?
ზოგ 4060 6ვრამით რატო არის და ზოგი 8ვრამით სხვადასხვა ვერსიაა თუ შეცდომითაა?
4050, 4060, 4070 ამ ბარათებს შორის რეალურად რამდენად დიდია სხვაობა?
ამ ყველაფრის გათვალისწინებით რომლის აღება ღირს?

Posted

ნუ თამაშებისთვის უფრო ჯანზეა მაინც 4070, მაგრამ მე ძალზე მაღალ გაფართოვებაზე არ გირჩევდი დაჟე მასეთი კარტითაც ნოუტბუკის დათრევას, თუ გათამაშა ისევ DLSS შედარებით ნორმა ფპს-ით ეგეთმაც კი, მანდ ყველაფერი სწორათ უწერიათ VRAM მხრივ, რახან ბევრი მობილური კარტა ორ ვარიანტშია გამოსული მაგ შედარებით ახალ მობილურ სერიაზე, ანუ არის 6 და 8გბ VRAM-აც, 12გბ VRAM ნაკლებით აღება არ ღირს ეხლა მემგონი, თუმცა რაც ჩამოთვალე მაქედან მე ავიღებდი ალბათ მაინც, მეორე ნოუტბუკს, ისევ და ისევ გაფართოვება-კარტის გამო, შედარებით კომფორტული ფპს გექნება მაგაზე, რაც შეეხება პროცესორის ტემპებს, მაგის გასწორება შეიძლება ანდერვოლტით და ბუსტის ჩასტოტის შეზღუდვით, მცირე დანაკარგი გექნება 4-5% მაგრამ ზატო ლამის 10-15 გრადუსით აკლდება საშვალოთ ტემპერატურა უკვე, არ აწყენდა ალბათ თერმოპადის დაყენებაც ქვემოდან მასეთზე, მაგრამ ანდერვოლტი და ხანდახან კარგი თერმოპასტის წასმა ეხმარება ხოლმე ტემპების შემცირებაში, ამდ-ზეა ესეთი კიდე როგორც მაგის კარგი ალტერნატივა თუ გაწყობს ეგეთი ვარიანტი https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/asus-tuf-gaming-fx507-15-6-fa507ui-lp166-mecha-gray.html თუმცა ეგ კარტაც მარტო 8გბ VRAM მობილურებში, 12გბ ვარიანტები ძალიან ძვირი ჯდება ამ მომენტისთვის ლეპტოპებს რაც აქვს, ამაზე იაფათ მე ვერაფერი ვერ ვიპოვე 12გბ VRAM-ით, ანუ ორჯერ თუ არა საკმაოთ ძვირი ღირს ეგეთი მოდელი მაინც https://www.adashop.ge/product/682fd6c8932b38cf60bfff08 უფრო ძვირიანებიდან ეს ორი ვნახე კიდე 8გბ VRAM:

https://pcshop.ge/product/hp-omen-16-wf1025ci/

https://pcshop.ge/product/lenovo-legion-5-15irx10-2/

მემგონი ასუსი კარგ ფასშია იმის გათვალისწინებით რომ მაინც 4070 კარტითაა, თუმცა მარტო 16გბ ოპერატიული აქვს, მაგ მხრივ ბევრათ ძლიერი ჩანს მაინც ეს ლეპტოპი მაგრამ ფასიც საკმარისზე მაღალი აქვს უკვე https://pcshop.ge/product/hp-omen-16-wf1025ci/ გეიმინგისთვის მე ალბათ ასუსს ავიღებდი, ფასიც არ ადევს ზვერსკი, თან რა პროცესორიც არ უნდა მოაყოლონ 4070 მაინც ყველას 8გბ VRAM აქვს და მანდ არანაირი დიდი სხვაობა არ გექნება მაინც, ისე კი 32გბ რამი რომელსაც აქვს ოპერატიული ეგენიც საკმაოთ ძვირი ჯდება, უფრო 16გბ რამებს აყოლებენ ხშირათ გეიმერულებსაც კი, ნუ წავა-რა ვარიანტი სათამაშოა ჩემი აზრით ლეპტოპებზე 8გბ VRAM-ით და 16გბ ოპერატიულით დაჟე 1080P გაფართოვებაზე, უარესებიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე ლიმიტზე ხარ მოკლეთ ძალიან შეზღუდული თუ არა ბოლო იგრებში, ნუ 5070Ti რამე შედარებით ნორმა პროცესორზე + 32გბ ან 24გბ ოპერატიულზე უკვე უკეთესი ჩანს, მაგრამ ფასიც ზვერსკი ადევს ამ მომენტისთვის ჩვენთან ეგეთს, 4070 დიდათ ისე 32გბ ოპერატიულით არ იყიდება ლეპტოპები, ყველა ძირითადათ 16გბ მარტო, 32gb ოპერებით ულტრაში ვნახე აი ეს ვარიანტი 5090 ლარათ და არ ჩანს ეგეც ცუდი ოფერი მემგონი: https://ultra.ge/index.php?route=product/product&path=20&product_id=29889&filter=20541,20538,20540,23924 ნუ თვითონ 5070Ti ჯდება ცალკე ჯერ-ჯერობით ძალზე ძვირი მაინც, 32გბ რომ მოინდომო იყიდი შედარებით იაფათ მაინც, მაგრამ ფასი საკმაოთ იზრდება რამის გაორმაგების შემთხვევაში ეგეთზეც კი, ისე ზუსტათ ტემპებში რა ხდება არ ვიცი მაგრამ i7-14650HX აჯობებს თუ უფრო ძველი 12700H მაგ მხრივ არ ვიცი, თუმცა ახალი ჩაგრავს ხოშიანათ მაინც საერთო წარმადობით მაგ ძველს, მანდ სხვაობა უფრო დიდია დაჟე ვიდრე დესკტოპებში 12700K VS 14600K შორის იგრებში და არა მარტო https://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i7-14650HX-vs-Intel-Core-i7-12700H/m2277720vsm1750314 მანდ ისევ ფინანსებზეა ბევრი რამე დამოკიდებული თუ გაქვს საშვალება და არ იწეწები სერიოზულათ 16გბ მოდელიანის ყიდვას ჯობია ეგრევე 32გბ მოდელი დაითრიო დაჟე 8გბ VRAM, 4070 მაინც ითამაშება მგონია რაღაც დონეზე 1080P გაფართოვებას თუ დაჯერდები და DLSS, ეკრანი კი ნორმალური უჩანს 144 გერციანი იპს ქონია ასუსზეც და hp-ზეც, თუმცა ცოტა უფრო დიდი ეკრანი აქვს hp-ზე მაინც

  • Thanks 1
Posted

ისე მგონი RTX 4070 მობილური ვერსია ლეპტოპებში რაც გხვდება სადღაც 10-12% მძლავრი ყოფილა მაინც უფრო ახალ 5060 8გბ მოდელთან, რაც ვნახე ფორუმებზე ეგეთი სხვაობაა მაგ ორს შორის, თორე არის ზუმერში მაგ კარტითაც 24გბ ოპერებით https://zoommer.ge/en/laptops/lenovo-legion-5-83ly008mrk-black-p48508 ნუ ფასიც უფრო სკრომნი აქვს 5090 ლარიან HP-ზე ეგეთს მაინც, თუ იმას ვერ წვდები არაა ეგეც მთლათ ცუდი ვარიანტი ალბათ, აგერაა კიდე უფრო იაფათ მსგავსი ლენოვო https://zoommer.ge/en/laptops/lenovo-loq-15-83je002drk-grey-p48509 1080P 144 გერციანი ეკრანი ქონია მაგასაც 15.3 ინჩიანი, 24გბ რამი კი გეყოფა იგრებში მემგონი მაინც, იმის ფონზე რომ კარტები მაინც 8გბ VRAM ყველა და 1080P ითამაშებ, მოკლეთ სხვაბა ცალკე გეიმინგში ძალიან მცირე ყოფილა თურმე RTX4070 და ახალ RTX5060 მობილურ კარტებს შორის, აქაა კარგი გარჩევა მოკლეთ მაგ ორი კარტის https://nanoreview.net/en/gpu-compare/geforce-rtx-5060-laptop-vs-geforce-rtx-4070-mobile ჩემი აზრით 3500-3900 ლარიანის აღება ღირს მაგ ყველაფრის გათვალისწინებით მემგონი, ნუ 3900 უფრო კარგი სბორკის ხარისხი აქვს მგონი მაინც მაგ ორი ლენოვოდან თუმცა მართალია ზატო ეკრანიც 2560 x 1600  165 გერციანი უფრო კარგი მაჩვენებლებით, ანუ იდეაში 3500 ლარიანზე უკეთესი ფპს გექნება მაინც 1080P 144 გერციან იპს-ზე, დანარჩენი მაჩვენებლები ანალოგიური აქვს პროცესორი,რამების მხრივ მგონი ორივე მოდელს, ეგ ყოფილა 4800MHZ ddr5 ოპერებზე უკვე 24გბ, ნუ 5060 ახალი მობილური კარტა აშკარათ ძლიერი ყოფილა უფრო 4060 მობილურ ვერსიაზე რასაც ვუყურებ, უფრო კარგ ფორმაში იქნება ეგ იგრებში და მინიმალური ჩამორჩენა აქვს 4070 უკვე მაგაზე, ნუ ყოველთვის ლეგიონ 5-ის სერიაზე უფრო პრემიუმ კლასის ლეპტობი გამოდიოდა და Lenovo LOQ ეგ მაგის უფრო ბიუჯეტური ვარიანტი ჩანს მაინც, მთავარი სხვაობა სბორკაში იქნება მაგ ორში, ეგ იმის გათვალისწინებით რომ ლეპტოპი მაინც 5060 8გბ კარტაზეა და არა 4060 როგორც ბევრი სხვა მოდელი ფაქტიურათ იგივე ან უფრო მაღალ ფასში რაც იყიდება ჩვენ მაღაზიებჭში და ლეპტოპს მაინც 24გბ ოპერები მოყვება და არა 16გბ ვარიანტი, ეგეც პლიუსია და რასაც ვუყურებ მგონი ფაქტიურათ ერთი დონე ყოფილა იგრებში 4070 და 5060 მობილური კარტები, ნუ ეგ ბოლო მაინც სულ ახალი გამოსულია

  • Thanks 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.