Jump to content

Live for Speed (2002-2023)


Terry Grant

Recommended Posts

 

ეს გიშველის

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

როგორც იქნა მოვრჩი ამ სტატიის თარგმნას და გასწორებას. იმედია ვინმეს გამოადგება  :confused: 
 
მანქანის პარამეტრების დაკონფიგურება
 
b413i_thumb.jpg
 
სახელმძღვანელო დამწყებებისთვის - Beginners Guide
 
Setup-ის გაკეთების ან შეცვლის მთავარი მიზანია მანქანისგან მივიღოთ მაქსიმალური შესაძლებლობები (performance) და ამავდროულად შევინარჩუნოთ მაღალი დონის მართვა. 
 
Understeer და oversteer განმარტებები:
 
uib6f_thumb.jpg
 
Understeer - თუ მანქანა არ რეაგირებს საჭის მობრუნების დროს და მოსახვევში შესვლისას საჭე ძალიან გარბის კუთხეებში, მაშინ ეს არის Understeer. მოცემული სიტუაცია გამოწვეულია წინა საბურავების ნაკლები მოჭიდებით. კომპენსაციისთვის, მძღოლს შეუძლია ნაკლებად მოუხვიოს საჭე, რადგან არ გადააჭარბოს წინა საბურავების მოჭიდების ზღვარს (traction limit).
 
8octe_thumb.jpg
 
 
საუკეთესო მაგალითი:
 
საინტერესო სტატია: Understeer 
 
Oversteer - Oversteer არის სიტუაცია, რომლის დროსაც მანქანის უკანა მხარე აღარ ექვემდებარება კონტროს ან "კარგავს" მას. ეს გამოწვეულია უკანა საბურავების მოჭიდების ნაკლებობით. მძღოლს შეუძლია კომპენსაცია მოხდინოს counter steering-ის მეშვეობით და საჭე აიღოს მოსახვევის საპირისპირო მიმართულებით ან (თუ მანქანა არის მხოლოდ უკანა ან ოთხივე წამყვანი თვლით) შეამციროს აქსელერაცია (reduce throttle input).
 
xmiwp_thumb.jpg
 
 
საინტერესო სტატია: Oversteer
 
ეს მართვასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება მოხდეს როგორც 1 წრის განმავლობაში ასევე უბრალო გარკვეულ სიტუაციებშიც. არსებობს რამოდენიმე პარამეტრი რომელიც შეიძლება შესწორებული იყოს მანქანის setup-ში. მოცემული გზა დაგეხმარებათ აღმოფხვრათ მსგავსი მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც საშუალებას მისცემს მძღოლს მანქანისგან მიიღოს უფრო მეტი სიჩქარის პოტენციალი გზაზე.
 
 
Richard Hammond-ის მარტივი ახსნა  :shades:
 
ესეც LFS-ის მაგალითზე:
 
სხვა გამოსადეგი ბმულები ამ საკითხთან დაკავშირებით:
 
 
მანქანის პარამეტრების (setup) შექმნა ნულიდან
 
ამ სახელმძღვანელოში საუბარია მანქანის პარამეტრების გასწორებაზე - Live for Speed-ის სქემებისთვის (layout). არ არის კარგი იდეა თავიდან ბოლომდე იმუშაოთ თითოეულ პარამეტრზე თანმიმდევრობით, რადგან თითოეულმა შეიძლება გავლენა მოახდიონს შემდეგზე. როდესაც თქვენ კომფორტულად შემნით პარამეტრებს მანქანისთვის, შემდეგ შეგეძლებათ ისწავლოთ თუ რომელი პარამეტრი ახდენს ეფექტს სხვაზე.
 
მუხრუჭები - Brakes
 
2ehe2.jpg
 
Maximum per wheel - ეს პარამეტრი არეგულირებს დამუხრუჭების ძალას. ოპტიმალური მნიშვნელობის მოსაძებნად მუხრუჭები უნდა შემოწმდეს სწორ გზაზე მაღალი სიჩქარის განვითარებით და შემდეგ მისი მკვეთრად დაგდებით დაბალ სიჩქარიან მოსახვევში. მაგ. როგორიცაა hairpin. დაარეგულირეთ ეს პარამეტრი ისე, რომ თქვენ იპოვოთ ის წერტილი სადაც საბურავები არ დაიბლოკება და არ შეწყვეტს ბრუნვას ძლიერი დამუხრუჭების შემთხვევაში.
 
Brake balance - დამუხრუჭების ძალის ფარდობითი წილი წინა და უკანა ბორბლებს შორის. მოცემული პარამეტრი მიზნად ისახავს ბალანსს, რაც დამუხრუჭებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ეს კი თავიდან გვაცილებს საბურავების დაბლოკვას და მანქანის არასტაბილურ მდგომარეობაში ყოფნას.
 
w8zyp.jpg
 
 
ვიდეოები:
 
 
LFS-ის მაგალითზე:
 
სავალი ნაწილები - Suspension
 
z6twh.jpg
 
ვიდეოები:
 
 
Ride height - მანძილი მანქანის შასის (chassis) და გზას შორის. შეეცადეთ მანქანის კლირენსი მაქსიმალურად მიაახლოვოთ გზის საფართან, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არ მოხდეს მათი ერთმანეთთან კონტაქტი ან საბურავების "კრილოსთან" (ფრთასთან) მოდება "bottoming out". თუ მანქანა ეხება გზის საფარს, მძღოლმა შეიძლება მომენტალურად დაკარგოს მოხვევის უნარი. 
 
Stiffness - ზოგადად რბილი (softer) სავალი ნაწილი უზრუნველყოფს მეტ მოჭიდებას, მაგრამ მხოლოდ რეაგირების ხარჯზე. Setup-ის ნებისმიერი ელემენტის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ცადეთ იპოვოთ ბალანსი. იმისათვის რომ გქონდეთ უფრო მეტი oversteer-ი, მაშინ გამოიყენეთ რბილი პარამეტრები წინ და უფრო უხეში (stiffer) უკან ან პირიქით.
 
Bump damping - რაც უფრო მაღალია პარამეტრი, მით უფრო არ სურს (reluctant) სავალ ნაწილს სწრაფად შეკუმშვა (compress). ბიძგები (Damping) ზოგადად უზრუნველყოფს საწინააღმდეგო ძალას (opposing force) ნებისმიერი სავალი ნაწილის მოძრაობის დროს.
 
Rebound damping - რაც უფრო მაღალია პარამეტრი, მით უფრო არ ცდილობს (reluctant) სავალი ნაწილი სწრაფად ამოსვლას (დაბრუნებას საწყის პოზიციაში - rebound).
 
Anti roll - მაღალი anti roll ამცირებს მანქანის გადახრის ან მოსახვევში დახრის ტენდენციას რეაგირების ხარჯზე. ერთი სიტყვით აქ მთავარია - ბალანსი. ზოგადად საუკეთესო შემთხვევაა: მაღალი anti roll, ხანგრძლივ და მაღალ სიჩქარიან მოსახვევებში, ხოლო დაბალი anti roll, ხანმოკლე და დაბალ სიჩქარიან მოსახვევებში.
 
ვიდეოები:
 
 
მოხვევა - Steering
 
2x6jf.jpg
 
Maximum lock - წინა საბურავების მაქსიმალური მოხვევის კუთხე, სადამდეც ბრუნავს საბურავი. მოცემული პარამეტრი აღინიშნება გრადუსებით (degrees).
 
ვიდეოები:
 
 
Parallel steer - 100 % მნიშვნელობა ნიშნავს, რომ წინა ბორბლები რჩება ერთმანეთთან შესანიშნავ დამოკიდებულებაში - საჭის მექანიზმთან ერთად.  მნიშვნელობა 0 % ნიშნავს, რომ შიგნით (inside) მდებარე წინა საბურავი უხვევს უფრო მეტად, ვიდრე გარე (outer) საბურავი. ეს ჩვეულებრივ გვაძლევს უკეთეს შედეგს და უფრო მგრძნობიარე (responsive) მოხვევას.
 
Caster - მოცემული პარამეტრი გავლენას ახდენს camber-ის რაოდენობაზე, რომელიც დაემატა საჭის input-ს წინა თვლებზე. მეტი caster ასევე იძლევა უფრო სტაბილურ უკუკავშირს (feedback) საჭის მეშვეობით.
 
ვიდეოები:
 
 
სტატიები:
 
 
Toe in - დადებითი toe in ზრდის სტაბილურობას, მაგრამ ამცირებს მანქანის მოხვევის შესაძლებლობას მოსახვევში. უარყოფითი toe in-ს გააჩნია საპირისპირო ეფექტი. 
 
ვიდეოები:
 
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
 
წამყვანი თვლები - Final Drive
 
i4r7h.jpg
 
Differential - არსებობს რამოდენიმე სხვადასხვა სახის დიფერენციალი. ჩაკეტილი, ღია, გადაბმულობის ტიპი (შეზღუდული მოცურების დიფერენციალი - LSD - Limited Slip Differential) და ბლანტი LSD.
 
ვიდეოები:
 
 
Locked differential - წამყვანი ბორბლები ნებისმიერ დროს ბრუნავს ერთი და იმავე სიჩქარით. ზოგადად ეს იძლევა 100 %-იან სიმძლავრეს გზაზე, მაგრამ გააჩნია ხარვეზები. კონკრეტულად კი მოსახვევში შესვლის დროს (lift off) understeer, და მოსახვევიდან გამოსვლის დროს (power on) oversteer. დაბლოკილი დიფერენციალი (locked diff) იდეალურია მხოლოდ drag racing-ისთვის, რადგან წამყვან თვლებს მიაწოდებს მაქსიმალურ სიმძლავრეს სწორ გზაზე.
 
Open differential - თითოეული საბურავი თავისუფლად ბრუნავს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ზოგადად ეს გვაძლევს მოსახვევში შესვლის დროს oversteer-ს და მოსახვევიდან გამოსვლისას understeer-ს.
 
ვიდეოები:
 
 
Clutch pack LSD - power პარამეტრი აკონტროლებს რამდენი დაბლოკვის პროცენტი გამოიყენოს მაშინ, როდესაც ცხენის ძალა გადაეცემა ძრავიდან წამყვან თვლებს. Coast პარამეტრი აკონტროლებს რამდენი პროცენტი გამოიყენოს მაშინ, როდესაც ძრავი დაუტვირთავ რეჟიმში იმყოფება (მასზე დატვირთვა შემცირებულია - იგულისხმება ძრავის ბრუნვის შემცირება - decelerating). Preload განსაზრვრავს ორ საბურავს შორის მინიმალური ბრუნვის (torque) სხვაობას, რაც აუცილებელია მათთვის რადგან იბრუნონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მაღალი მნიშვნელობა ისეთი როგორიცაა 800 Nm, შესაბამისად ხდის მანქანის ქცევას ისეთს თითქოს უმეტეს შემთხვევაში ის არის ჩაკეტილი დიფერენციალი.
 
 
Viscous LSD - რაც უფრო მეტია მოცემული პარამეტრი, მით უფრო ძლიერი დამოკიდებულებაა წამყვან თვლებს შორის.
 
 
Gear ratios - გადაცემა (ამძრავი - Gearing) ყოველთვის იქნება კომპრომისული, ამიტომ overall ratio მიზანია მოგვცეს საუკეთესო აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე.
 
ვიდეო:
 
 
Final drive ratio - ეს პარამეტრი არეგულირებს საერთო თანაფარდობით (overall ratio) ყველა გადაცემას ერთად. ამ პარამეტრის შემცირების შემთხვევაში ყველა გადაცემა გახდება "taller" ან გრძელი (longer).
 
საბურავები - Tyres
 
f2tnr.jpg
 
Tyre type - ამჟამად LFS-ის შემქმნელს არ შეუცვლია საბურავის performance-ი. თუმცა არის რამოდენიმე გასათვალისწიენბელი ფაქტორი slick საბურავებთან მიმართებაში. R1 ეს არის softest ნაერთი და R4 კი არის hardest ნაერთი. რბილი ნაერთი იძლევა მეტ მოჭიდებას გაცვეთისა და გადახურების ხარჯზე. ძლიერი ნაერთის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი ხდება საპირისპიროდ. ზოგადად, ძლიერი (harder) საბურავები გამოიყენება გამძლეობით შეჯიბრებებში, ხოლო რბილი საბურავები კი საუკეთესო დროის დასაფიქსირებლად ან საკვალიფიკაციოდ. 
 
ვიდეოები:
 
 
Pressure - საბურავში წნევის გაზრდა ოდნავ შეამცირებს საერთო მოჭიდებას (overall grip) და ასევე ოდნავ შეამცირებს საბურავების ზედმეტად გადახურების (overheat) ტენდენციას.
 
 
Camber - მანქანასთან მიმართებაში საბურავების დახრის კუთხე. უარყოფითი camber აბრუნებს საბურავებს შასის ზედა მიმართულებით. დადებითი camber აბრუნებს ბორბალს შასის ზედა მიმართულებისგან დაშორებით. თუ თქვენი საბურავები გადახურდება შიგნითა (inside) მხარეს, მაშინ გაზარდეთ camber დადებითი მიმართულებით. თუ საბურავი გადახურდება გარეთა მხრიდან (outside), მაშინ შეამცირეთ camber უარყოფითი მიმართულებით. 
 
ვიდეოები:
 
 
აეროდინამიკა - Downforce
 
ih8ij.jpg
 
ვიდეოები:
 
 
Wing angle - Downforce ახდენს ჰაერის მანიპულირებას რომელიც მიედინება მანქანის ზემოთ, რადგან მიაღწიოს უფრო მეტ მოჭიდებას. ამიტომ რაც უფრო სწრაფად მიდიხართ, უფრო მეტი downforce შეცვლის მანქანის მართვას რადგან ჰაერი სწრაფად მიედინება მანქანის ზემოთ და გამოიმუშავებს უფრო მეტ downforce-სს. რაც უფრო მაღალია ფრთის კუთხე (wing angle) მით უფრო მეტი downforce-ს გამოიმუშავდება. Downforce მაქსიმალურ სიჩქარეზე გააჩნია უარყოფითი ეფექტი, ასე რომ ჩვენი მიზანი არის ოპტიმალური შუალედის მოძებნა მოჭიდებასა და სიჩქარეს შორის.  
 
ვიდეო:
 
 
ზოგადი რჩევები - General Tips
 
გააკეთეთ რამოდენიმე ექსპერიმენტი, ცადეთ ექსტრემალური პარამეტრები და ნახეთ როგორ შეცვლიან ისინი მანქანის კონტროლს. მანქანის კონფიგურაციის შექმნის დროს არსებობს 2 მნიშვნელოვანი სიტყვა "კომპრომისი" და "ბალანსი". შეუძლებელია სრულყოფის მიღება, რადგან ყველაფერი კომპრომისზეა დამოკიდებული. თუმცა დღეს საუკეთესო ბალანსი გაიმარჯვებს.
 
საინტერესო ვიდეოები:
 
 
Setup-ის დასახელებასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაცია:
 
1) გრძელი setup-ის დასახელების მაგალითს წარმოადგენს: "FZ50 GTR_" და შემდეგ setup-ის სახელი.
2) მოკლე setup-ის დასახელების მაგალითს წარმოადგენს: "FZR_" და შემდეგ setup-ის სახელი.
 
გისურვებთ წარმატებას !
 
ეს სტატია ინგლისური ენიდან ქართულად თარგმნილია sti228-ის მიერ. სტატიაში შეტანილია კორექტირება და დამატებულია ძალიან ბევრი გამოსადეგი: ინფორმაცია, სურათები და ვიდეოები.
 
ორიგინალი სტატიის ბმული: Setup Development

ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო "რიმეიკი" რაც კი ოდესმე გაკეთებულა LFS-ში.
 
 
 
ვიდეოს ავტორი: Vano Paniashvili
 
მოცემულ ვიდეოს გამოეხმაურა Will Roegge: ANIMAL STYLE – PARKING LOT PARODY
 
Westhill-ის გზის პირველი წარდგენა
 
hoisy_thumb.jpg
 
გამარჯობათ მრბოლელებო,
 
ჩვენ ვფიქრობდით გვეჩვენებინა ხანმოკლე ვიდეო მასალა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა მომავალი გადაკეთებული გზის - Westhill Circuit სარბოლო გარემო.
 
გზა რადიკალურად შეიცვალა - თქვენ მოგიწევთ ძალიან კარგი დაკვირვება, რადგან ამოიცნოთ. ის აღჭურვილა გრძელი გზებით, უფრო მეტი კონფიგურაციით და რამოდენიმე სასიამოვნო სურპრიზით !
 
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო წარდგენა: 
 
 
ისიამოვნეთ !
 
ახალი ბეტა პატჩი: განახლებული Westhill-ის გზა
 
qhd8h_thumb.jpg
 
გამარჯობათ მრბოლელებო,
 
დღეს დილით ჩვენ გაჩვენეთ პატარა ვიდეო წარდგენა, სადაც ნაჩვენები იყო Westhill-ის განახლებული სარბოლო გზის გარემო. ჩვენ ეხლა გამოუშვით ახალი სატესტო (beta) პატჩი, ასე რომ შეგიძლიათ თავად შეხედოთ განახლებულ გზას.
 
ეს ჯერ არ არის საბოლოო ვერსია - ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ თუ თამაშის დროს შეგხვდებათ რამოდენიმე შეცდომა (bugs).
 
თუ თქვენ გადაწყვიტეთ ცადოთ სატესტო პატჩი და შეგხვდათ რომელიმე bug-ი, გთხოვთ შეგვატყობინოთ ამის შესახებ მოცემულ თემაში. ამ ბმულიდან თქვენ ასევე შეძლებთ პატჩის ჩამოტვირთვას: 
 
რედაქტირება - რამოდენიმე თამაშის შეცდომა დაფიქსირდა და უკვე ხელმისაწვდომია ახალი პატჩი: TEST PATCH 0.6G18 - New Westhill Circuit
 
ეს სატესტო პატჩი თავისთავად შეუთავსებელია თქვენს LFS-ის ვერსიასთან. თუ აპირებთ შეუერთდეთ არსებულ სერვერებს, თქვენ უნდა გადააწეროთ მოცემული სატესტო პატჩი LFS-ის ფოლდერს, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ აუცილებლად დააკოპირეთ ორიგინალი LFS-ის ფოლდერი ისე რომ გქონდეთ 2 ცალი თამაშის ვერსია.
 
კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ რომ ეს არის სატესტო პატჩი. მისი გამოყენება პირად რისკთანაა დაკავშირებული !
 
ვიდეო შედარება - ძველი და ახალი გზა:
 
 
ორიგინალი პოსტები ოფ. გვერდზე: 
 
  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Live for Speed-ის მოდელირების (Modding) ისტორია
 
დასაწყისი (2006 წელი)
 
ეს იყო 2006 წლის ღამე, როდესაც გავარკვიე ინფორმაცია Live for Speed-ში modding-ის შესახებ. lfsforum.net-ზე გამოჩნდა თემა, სადაც ნაჩვენები იყო Mclaren F1 მოდელის სურათები Live for Speed-ის თამაშში. ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს იყო ყალბი (fake) და photoshop-ით გაკეთებული. სპეციალურად შექმნილი (custom) მანქანა Live for Speed-ში არავის უნახავს, ამავე დროს ძალიან ბევრი ყალბი სურათის რედაქტირება კეთდებოდა. ასე რომ ეს არ შეიძლება ყოფილიყო რეალური. იმ დროს მეც მეგონა, რომ ეს იყო სიცრუე. იგივე ორი სურათი ნაჩვენები იყო თითქმის ყველგან და მე ვფიქრობდი რომ გზა გამოიყურებოდა ოდნავ ბუნდოვნად, მანქანებთან შედარებით. ვცდილობდი მომეძებნა Mclaren F1-ის გადმოსაწერი ბმული, მაგრამ ინტერნეტში უშედეგო რამოდენიმე საათის ძიების შემდეგ, თავი დავანებე ამაზე ფიქრს და უბრალოდ დავნებდი.
 
m3rly.jpg
 
დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 2007 წელს, მე ვუყურებდი live for speed-ის ვიდეოებს youtube-ზე და წავაწყდი ვიდეოს, სადაც ვიღაცამ მოახერხა 3D Ferrari F40 მოდელის გადატანა Live for Speed-ში. 
 
 
მოგვიანებით გამოჩნდა Mazda 787b-ს ვიდეოც.
 
 
მისი მეტსახელი (nickname) იყო redruM0381 (ამჟამად მისი მეტსახელია - JJ Dasher). გულახდილად რომ ვთქვა, მე არ მჯეროდა იმის რაც მან გააკეთა, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივი ვიდეო და არა სურათი. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო სიცრუე. მე ნამდვილად მინდოდა მეტარებინა Mazda RX-7 Live for Speed-ში და ეს შეიძლება ყოფილიყო იმის შესაძლებლობა, რომ ოცნება რეალობად მექცია. მე გავუგზავნე პირადი შეტყობინება (private message) youtube-ზე მოდელის გადმოსაწერი ბმულის თხოვნით, მაგრამ რათქმაუნდა მას არასდროს უპასუხია.
 
95fq7.jpg
 
Davescz (2007)
 
სანამ ვეძებდი redruM0381-ის მიერ გაკეთებულ უფრო მეტ მაქანას "car mods", მე წავაწყდი davescz-ის youtube-ის არხს (channel). ის იყო skoda-ს მოყვარული და მოახერხა საკუთარი საყვარელი მანქანის Skoda 130RS გადატანა Live for Speed-ში. 
 
 
უნდა აღინიშნოს, რომ ეს mod-ი იყო განსხვავებული. მას ჰქონდა ტექსტურები (textures) ! ის ასევე მუშაობდა (იმ პერიოდში) ბოლოს გამოსულ LFS-ის ვერსიაზე. როგორც ჩანდა redruM0381 მუშაობდა LFS S1-ზე,  ხოლო ეს ბიჭი კი LFS S2-ზე !
 
3czsr.jpg
 
მე დაუყოვნებლივ გავუგზავნე პირადი შეტყობინება და ვკითხე ჰქონდა თუ არა მას MSN. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე რეალურად მივიღე პასუხი. მან მითხრა: "არა, მე არ მაქვს msn-ს. მე ვიყენებ icq ან skype-ს". მან მომცა საკუთარი ICQ მისამართი. მე რათქმაუნდა დავამატე, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ონლაინში (online). ერთ დღეს, როდესაც ონლაინში შემოვიდა, მე სიტუაცია ხელიდან არ გავუშვი და მაშინვე დავიწყე მასთან საუბარი.
 
მან მითხრა რომ ფაქტიურად დაწერა საკუთარი LFS მანქანის რედაქტორი (Car Editor). ასევე მომცა რამოდენიმე სურათის ბმული საკუთარი ვებ გვერდიდან (http://skoda.daves.cz/). ვეკითხებოდი შეიძლებოდა თუ არა მისი რედაქტორის და მანქანის: Skoda-ს გამოცდა. ასევე ვეკითხებოდი შეეძლო თუ არა ჩემთვის Mazda RX-7-ის გადატანა Live for Speed-ში. სამწუხაროა, მაგრამ მას ერთი რამის გაკეთებაც კი არ სურდა ჩემი ჩამოთვლილიდან. ვფიქრობ ამის შესახებ... რატომ გაუგზავნით თქვენ ხელნაკეთ ავტომობილის და მანქანის იმპორტის პროგრამას ვიღაც noob-ს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ვერ გაიგებს როგორ გამოიყენოს ის ?
 
1i72v_thumb.jpg i4t1z_thumb.jpg z0qgi_thumb.jpg mjxil_thumb.jpg gq764_thumb.jpg
 
ის გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოდიოდა და გადიოდა ICQ-დან. მან მითხრა, რომ საბოლოოდ აამუშავა დაზიანების მოდელები (collision models) საკუთარი Skoda-სთვის. მას აგრეთვე შეეძლო ფერების შეცვლა რედაქტორში, ნაწილების გადაადგილება და ა. შ.
 
გარკვეული პერიოდის შემდეგ მან შეწყვიტა ICQ-ში შემოსვლა და მე მასთან ამის შემდეგ აღარასდროს მისაუბრია. ვფიქრობ, რომ მან შეწყვიტა mods-ების გაკეთება იმ ეტაპზე.
 
Driftinc, *** and Driftmods (2008-2009)
 
მე მგონია, რომ ეს იყო საუკეთესო წელი. მოულოდნელად live for speed-ის mod-ები გავრცელდა მთელ ინტერნეტ სივრცეში. იმ დროს, რეალური ჩამოტვირთვის ბმულებით ! გამოსული იყო "გაწელილი" (stretched) XFG ლიმუზინი (limousine), ასევე FXO drift-ის სპოილერით (wing/spoiler) რათქმაუნდა ამას მალე მოყვა სხვა უამრავი “vob mods”. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც mod-ები ფართო საზოგადოებისთვის გადმოსაწერად გავრცელდა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ mod-ები ერთმანეთს გამოეყო სხვადასხვა მცირე საიტების და ბლოგების მეშვეობით, ამიტომ ძალიან ძნელი გახდა მათი (lfs mods) პოვნა.
 
მე შევხვდი ბიჭს სახელად Pierre Porquier-ს, რომელიც იყო ძალიან კარგი დრიფტერი (drifter) LFS-ში. ჩვენ ვიცოდით იმ mod-ების შესახებ, რომელსაც ხალხი სულმოუთმენლად ელოდა. მე მომივიდა იდეა გამეკეთებინა ვებ გვერდი სადაც ყველა lfs-ის mod-ი ერთად იქნებოდა თავმოყრილი, ისე რომ თქვენ არ მოგიწევდათ ინტერნეტში ბევრი საათის დახარჯვა, მათ მოსაძებნად. მე მჭირდებოდა ის რადგან დამხმარებოდა, ასე რომ ჩვენ ერთად შევქმენით ახალი ვებ გვერდი. 
 
ესე შეიქმნა და დაიბადა www.driftmods.net !
 
o8k53.jpg
 
ჩვენ ინტერნეტში mod-ების ძიებაში ვატარებდით მრავალ საათს. ნაპოვნ მანქანებს კი ვებ გვერდზე ვანთავსებდით: driftmods.net.
 
იმ ეტაპზე, lfs modding ჯერ კიდევ პროფესიონალების (pro) ხელში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე ისინი იყო კერძო (მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის - private). არავის შეეძლო ამის გაკეთება, რადგან ფართო პუბლიკისთვის გამოსული არ იყო მანქანების რედაქტორი. ყველა მიმდინარე გამოშვებული მანქანა “released mods” გაკეთებული იყო hex editor-ის მეშვეობით.
 
მე აღმოვაჩინე ვებ გვერდი სახელად MagnoT workshop. ის ასევე აკეთებდა mod-ებს. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა პრობლემა მის ვებ გვერდთან დაკავშირებით. როდესაც მომხმარებლები რეგისტრირდებოდნენ driftinc-ის ვებ გვერდზე ორჯერ, მათი account-ები იბლოკებოდა. ასე რომ ჩვენ დავიწყეთ DriftInc-ზე დადებული mod-ების განთავსება driftmods-ის ვებ გვერდზე. მე როგორღაც მოვახერხე MagnoT-ის MSN მისამართის (address) გაგება და დავიწყე მასთან საუბარი. მან მითხრა, რომ ის მუშაობდა LFS Car Importer-ზე ! მე მაინც ვკითხე, შემეძლო თუ არა მეცადა მისი პროგრამა. მან კი მიპასუხა, რომ ის ერთ დღეს რეალურად აპირებდა პროგრამის გავრცელებას ფართო საზოგადოებისთვის. აგრეთვე მკითხა, შემეძლო თუ არა Toyota AE86 ამოაარქივება Race Driver: Grid-ის თამაშიდან და შემდეგ მისთვის მოდელის გაგზავნა. რამოდენიმე დღის შემდეგ მან უკვე მაჩვენა Toyota AE86-ის სურათები Live for Speed-ის თამაშშიდან. მანქანა გამოიყურებოდა საოცრად, რადგან ის იყო სრულიად განსხვავებული, ვიდრე სხვა mod-ები. მანქანა იყო high poly, მას გააჩნდა მომუშავე ფარების ნათება, texture-ები და სხვა ყველაფერი.
 
q1tnc.jpg
mojyt.jpg
 
ამ მიზნით გამოჩნდა კიდევ ერთი ვებ გვერდი სახელად ***. როგორც ჩანს, მათაც ჰქონდათ იგივე იდეა, რაც ჩვენ.
 
მათ დაიწყეს mod-ების აღება driftmods.net-დან და შემდეგ მათი განთავსება ***.com-ზე. თუმცა ეს ფაქტი ჩვენ დიდად არ გვადარდებდა. ჩვენ გაფიცვის მიზნით გავაკეთეთ იგივე, რაც მათ. ამისათვის ჩვენ უბრალოდ დავაკოპირეთ მათი ექსკლუზიური mod-ები და შემდეგ განვათავსეთ ჩვენს ვებ გვერდზე: driftmods.net
 
*** - საიტის მფლობელმა (Rodrigo)-მ დამამატა მე msn-ში და დაიწყო ჩემთან საუბარი. მან მითხრა, რომ შემეწყვიტა მათი mod-ების დაკოპირება. ამავე დროს DriftInc-ის ვებ გვერდზე გამოჩნდა ახალი სიახლე. MagnoT-მა გამოაქვეყნა პოსტი და განაცხადა რომ ის აღარ აპირებდა AE86 Mod/LFS Car Importer-ის გამოშვებას, რადგან აღმოაჩინა ვებ გვერდი, რომელიც უკვე აკოპირებდა მის mod-ებს. ის ასევე საუბრობდა driftmods-ზე. ჩვენ ნამდვილად ვიყავით ძალიან ცუდ მდგომარეობაში.
 
მე დავწყე MagnoT-თან საუბარი იმაზე, თუ როგორ იფიქრა რომ ისეთი ვებ გვერდი, როგორიც არის driftmods დააკოპოპებდა მის mod-ებს. 
 
ეს შემაშფოთებელია. მან არ იცოდა, რომ driftmods იყო ჩემი ვებ გვერდი. მე რათქმაუნდა არ მინდოდა ამის თქმა, რადგან ეს გამოიწვევდა ჩვენს შორის ბრძოლას. ის იყო ძალიან მაგარი ბიჭი და ამავდროულად DriftInc - ძალიან ძლიერი გუნდი. მათ ჰქონდათ საუეკთესო mod-ები და ზოგიერთი ნამდვილად კარგი ვიდეო. მე არ მინდოდა, რომ ის გამხდარიყო ჩემი მტერი. 
 
რამოდენიმე ხნის შემდეგ მე მას ვუთხარი, რომ driftmods იყო ჩემი ვებ გვერდი და ისიც, რომ მე ვაკოპირებდი მის mod-ებს. როგორღაც ის მიხვდა ამ ყველაფერს და გვაპატია. მან ჩემთვის დაიწყო რამოდენიმე LFS Mod-ის სურათების ჩვენება, რომელზეც მუშაობდა. მე ვფიქრობდი, რომ მანქანა გამოიყურებოდა ნამდვილად იდეალურად.
 
svp6h_thumb.jpg so9hr_thumb.jpg
45ycq_thumb.jpg 7e1xq_thumb.jpg
 
რამოდენიმე დღის შემდეგ ჩვენ ისევ დავიწყეთ საუბარი LFS Car Importer-ის შესახებ და მან მითხრა, რომ აპირებდა პროგრამის გამოშვებას იმ ღამეს.
 
ეს იყო ნამდვილად რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გახსნიდა სრულიად ახალ სამყაროს და საშუალებას მისცემდა ყველას გაეკეთებინათ საკუთარი Live for Speed mod-ები !
 
მეორე დილით მე გავიღვიძე და დავინახე, რომ MagnoT-მა გაავრცელა LFS Car Importer-ის პროგრამა.
 
იმ დღეს აბსოლიტურად ყველამ დაიწყო mod-ების გაკეთება Live for Speed-ისთვის.
 
xddsq.jpg
 
რამოდენიმე ხნის შემდეგ driftmods-ის ვებ გვერდი დაზიანდა (crashed) და 1 წლის განმავლობაში გათიშული იყო.
 
მე გავიცანი Rene (DMGarage) და შევიტყვე ინფორმაცია mod-ებზე რომელსაც ის აკეთებდა. მე ვკითხე სურდა თუ არა მას DMGarage-ის შეერთება Driftmods-თან ? რათქმაუნდა მივიღე თანხმობა და სწორედ ამიტომ ჩვენ გავერთიანდით. Driftmods.net დაბრუნდა.
 
იმ დღიდან მოყოლებული driftmods-მა შეწყვიტა ყველა live for speed-ის შემთხვევითი მოთამაშე ბავშვების მიერ გაკეთებული mod-ების განთავსება ვებ გვერდზე.
 
ჩვენ მხოლოდ გვსურს დავჰოსტოთ (host) საუკეთესო mod-ები, Live for Speed modding-ის ისტორიაში. არანაირი ნაგავი, მხოლოდ საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის (high quality) მქონე mod-ები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.
 
როესაც *** ფორუმი გაუქმდა, ჩვენ დავიწყეთ Live for Speed modding საზოგადოების შერჩევა. აქედან მოყოლებული საზოგადოება ვითარდებოდა (ამ სფეროში), აუმჯობესებდა მანქანების ხარისხს და ქმნიდა ძალიან დეტალიზებულ mod-ებს.
 
j7004_thumb.jpg
 
იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს Live for Speed-ში Modding-ი იქნება მიღებული ოფიციალური LFS-ის საზოგადოების მიერ (lfs.net/lfsforum.net).
 
ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია თამაშის დეველოპერებზე (devs). თუ ისინი ხელს შეუწყობენ modding-ს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ არსებული საზოგადოება ამ სფეროში კიდევ უფრო წინ წაიწევს, ხოლო ხალხი კი კვლავ გააგრძელებს გართობას mod-ებით. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მეგობრებთან ერთად იმუშავებენ mod-ების გაკეთებაზე და გააგრძელებენ საკუთარი ცოდნის გაღრმავებას - 3D მოდელირებაში. თუ თამაშის დეველოპერები თავს დააღწევენ modding-ის მხარდაჭერას შემდგომი პატჩის გამოშვებით, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი აქ დასრულდება.
 
- Endless
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გამოვიდა თამაშის ახალი ვერსია.

 

New Westhill racing environment - 0.6H

 

b1a0f2c8ad1d.jpg

 

530fecf708b6.jpg

 

e971ea8ade8f.jpg

 

366696c650f2.jpg

 

bb9a45663ce3.jpg

 

a4c86142a734.jpg

 

45ab94b10e55.jpg

 

9dd81978144c.jpg

 

Changes from 0.6G to 0.6H :

Westhill :

New version of Westhill with additional configurations
Full support for open configurations including access roads

Autocross Editor :

New adjustable concrete objects
Custom start positions and pit start points
Maximum autocross objects increased to 1800
Movable start lights included as an autocross object
Custom pit stop box disables pit lane and default pit stops
Custom pit stop box can now be used to repair car and refuel
Interface buttons now drawn in front of the object buttons
Pressing S/F/1/2/3 when object is selected now moves it
Pressing S/F/1/2/3 when object exists is now more helpful
Clicking colour instantly changes selected tyres or chalk
Clicking marshall position instantly changes selected marshall
Improved the appearance of marshall circles in the editor
Route checker index numbers now start at 1 instead of 0
The W/E keys instantly adjust width, no need to press M
Floating object buttons shown with different colour
X/Y/Z positions are now shown and can be typed in
Right click on X/Y/Z to move in steps of 1 metre
SHIFT+click to snap to 1 metre grid

Misc :

Increased max cars in race from 32 to 40
Increased AU Autocross grid from 16 to 20
Increased BL Rallycross grids from 24 to 30
Maximum multiplayer car draw distance up from 300 to 500
Regenerated lightmaps and visible object lists on most tracks
Added paths at Fern Bay to cover road near Club and mini oval
InSim ISP_NCI packet added to give host more info about new guest
AI drivers hit wall entering pit lane at SO Classic / Town
Removed a corner marker from some configurations at Aston
Some tyres at Kyoto National disabled in other configs
Updated translations - thank you translators

New commands :

/zero_all
- Reset all lap counters and checkpoints passed as if the race had
just been started. This removes checkpoints passed.
So using this command on the first lap, before the first
checkpoint is passed, has no effect. After the first
checkpoint there is an effect. The first lap will not be
counted. This is intended to help with a rolling start after
a parade lap.

/setlap username X
- X is positive : Set the lap that the user is currently on (as
seen at the top right, not the number of laps completed). This
does not affect checkpoints passed. This may help with a driver
who reconnects after an unintended disconnection.
- X is zero : Same as the /zero_all command but for one driver.
- X is negative : subtract from the number of laps, without
affecting checkpoints passed. This may be useful as a penalty.

 

New Version 0.6H

Live for Speed, version 0.6H

0.6H information page

screenshots page

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგ ახალი ვერსია გატეხეს თუ ჯერ არა?

 

ლიცენზია უნდა იყიდო, ისე ვერ ითამაშებ. გატეხილი ჯერ-ჯერობით არსად არაა.

Link to comment
Share on other sites

ლიცენზია უნდა იყიდო, ისე ვერ ითამაშებ. გატეხილი ჯერ-ჯერობით არსად არაა.

რომ ვიყიდო ლარის გაუფასურებას შევუწყობ ხელს :D

არა ისე თამაშების საყიდელი ფული ნამდვილად არ მაქვს. ამ თამაშს რამდენიმე წლის წინ ვთამაშობდიხოლმე და ძალიან მომწონდა. ხოდა ახალი ვერსია რომ გამოვიდა მეთქი ვნახავ აბა რა შეცვალესთქო. 

 

Link to comment
Share on other sites

რომ ვიყიდო ლარის გაუფასურებას შევუწყობ ხელს :D

არა ისე თამაშების საყიდელი ფული ნამდვილად არ მაქვს. ამ თამაშს რამდენიმე წლის წინ ვთამაშობდიხოლმე და ძალიან მომწონდა. ხოდა ახალი ვერსია რომ გამოვიდა მეთქი ვნახავ აბა რა შეცვალესთქო. 

 

 

ესეთი ლოგიკის მე არ მესმის და არც მინდა ოდესმე გავიგო :D თუ მოგწონს თამაში მაშინ იყიდე. არც მე ვყიდულობ ყველა თამაშს, მაგრამ რომელიც მომწონს იმას კი. ყოველ შემთხვევაში LFS ამად ნამდვლიად ღირს. არამგონია ამ ჟანრში უკეთესი არსებობდეს... არც მე ვარ მილიონერი და მეეჭვება ვინმეს 80 ლარი არ ქონდეს 1 წელიწადში.

Link to comment
Share on other sites

იმდენი თამაში მევასება ყველა რომ მეყიდა ჯამში ძალიან ბევრი ფული მექნებოდა გაფლანგული :დ 

თან როცა ვთამაშობდი ამ თამაშს მაშინ უფასოდ იყო შესაძლებელი ონლაინში და რატომ უნდა მეხადა ფული?  თან თამაშების უმრავლესობას თვეში ან 2 თვეში ვიბეზრებხოლმე  და ნაყიდი რომ მექნებოდა  გამოვიდოდა 2 თვისთვის ვიყიდეთქო :დ
საჭე რომ მქონდეს და სერიოზულად ვთამაშობდე ამ თამაშს, და დიდ დროს ვუთმობდე რათქმაუნდა დავფიქრდებოდა ფულის გადახდაზე მაგრამ ეხლანდელი გადმოსახედით არცერტი არაა ისეთი თამაში რომელშიც 1 დოლარს მაინც გადავიხდი :დ

ისე კი თამაში რომელსაც დიდ დროს ვუთმობ ეს პესია. ხოდა მაგისთვის გეიმპადიც ვიყიდე და თამაშის ლიცენზიაც 

Link to comment
Share on other sites

იმდენი თამაში მევასება ყველა რომ მეყიდა ჯამში ძალიან ბევრი ფული მექნებოდა გაფლანგული :დ 

თან როცა ვთამაშობდი ამ თამაშს მაშინ უფასოდ იყო შესაძლებელი ონლაინში და რატომ უნდა მეხადა ფული?  თან თამაშების უმრავლესობას თვეში ან 2 თვეში ვიბეზრებხოლმე  და ნაყიდი რომ მექნებოდა  გამოვიდოდა 2 თვისთვის ვიყიდეთქო :დ

საჭე რომ მქონდეს და სერიოზულად ვთამაშობდე ამ თამაშს, და დიდ დროს ვუთმობდე რათქმაუნდა დავფიქრდებოდა ფულის გადახდაზე მაგრამ ეხლანდელი გადმოსახედით არცერტი არაა ისეთი თამაში რომელშიც 1 დოლარს მაინც გადავიხდი :დ

ისე კი თამაში რომელსაც დიდ დროს ვუთმობ ეს პესია. ხოდა მაგისთვის გეიმპადიც ვიყიდე და თამაშის ლიცენზიაც 

 

ფულის ფლანგვათ თუ თვლი თამაშებს, ნამდვილად არაა LFS საშენო :D PES-ლიცენციაც ალბათ იმიტომ გაქვს ნაყიდი, რადგან ონლაინში გატეხილით ვერ ითამაშებ.

Link to comment
Share on other sites

გამოვიდა LFS 0.6H-ის unlocker და Ip patch: Download

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

STI-228

 

 

ლექსო ესეთ კითხვა მაქ იქნებ იცოცე პასუხი

 

LFS ში როცა გინდა რო ვიდეო გააკეთო როგორ აკეთებენ ისეთი დონის ხალხი როგორიცაა მარტინ დეგვილი კამერის გზას, ანუ რა მონაკვეთ გაიაროს კამერამ და რა რაკურსით თუ ხვდები რასაც ვამბობ. shift+U თი ჩალიჩობენ თუ არი სხვა რამე პროგრამა? ბარემ რო არ მოგატყუო ვიცი ერთ ეგეთი პროგრამა LFS Record რაც ყველაფრის საშუალებას გაძლევს თამაშში გადაღების კუთხით მარა იქნებ shift+u თი ან კიდე რამე სხვა ხერხით ჩალიჩობენ თქო ვიფიქრე 

Link to comment
Share on other sites

აუ ბევრი რაღაც წერია და ვერ გავიგე რა წესიერად

ხოდა ერთმა გარკვეულმა იქნებ დამილინკოთ1

 

1-თამაშის ბოლო ვერსია.(გატეხილი რო ვითამაშო)

2-გრაფიკის გაუმჯობესება

3-ჯოისტიკზე რო ვითამაშო (იქსბოქსის კონტროლერით) ანუ როგორ დავაყენო

4-მანქანები და ძრავის ხმები(დრიფტისთვის)

 

მადლობელი დაგრჩებით

Link to comment
Share on other sites

მომეწონა თამაშის ახალი აპდეიტი კარგია ნამდვილად ვესტჰილმა ვაბშე დაგლიჯა.

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

პროგრამის გადმოსაწერი ბმული: scorpy's LFS Tweaker / Live for Speed Tweaker

LFS Tweaker has quite a lot of interesting features:

  • Tweaks, like enable ABS or Traction Control on all cars, automatic pit speed limiter (it will turn itself off when crossing the line), select all tyre types on all cars (slickmod anyone?), maximum steering lock editor, ignition always on and others...
  • Tyre temperature manager - freeze tyre temperatures forever (awesome for drifting! ;)) or warm or cool them while racing via global hotkeys!
  • Car positioner - save current car coordinates and load them at anytime during racing!
  • CarType editor - edit power, torque, weight, drivetrain, number of cylinders and gears, displacement, idle RPMs and turbo.
  • Demo cars editor - edit various values on demo cars, including rev limiter, power, engine, wheels and rims and others.
  • Automatic repairing of your overheated clutch, damaged dampers or strut bars.
  • On-Track Engine editor - edit engine values directly on track: engine type (Inline, Flat or V), redline RPMs and dyno curve power values.
  • Gearbox - select any gearbox type on any car (want MRT with reverse?) and number of gears and their ratios.
  • Other things like clutch, masses, dials, mufflers, tyre colors and a bunch of other weird / fun settings (want VTEC on your LX6?). See screenshots.
  • Graphing - finally, you can see your car performance and fine tune it, using powerful graphing ability! See below. Graph is drawn in real-time while you're flooring it! :)
  • More to come!

All settings can be saved to a file so you can easily load them anytime. Or send them to a friend ;)

სურათები:

01b030705fa3.png

a898307026a0.png

acdb0362275d.png

a2214708602f.png

0fb4d91358f4.png

Edited by STI-228
Link to comment
Share on other sites

გამოვიდა LFS 0.6H-ის unlocker და Ip patch: Download

​ტრასებს არ მიხსნის. ადრეც მქონდა ესეთი პრობლემა (ძველ ვერსიაზე) და შენ მომაგვარებინე. არ მახსოვს მიზეზი, მაგრამ 64 ბიტიან ვინდოუსთან იყო დაკავშირებული. მგონი ეხლაც იგივე პრობლემა მაქვს.

Link to comment
Share on other sites

გამახსენდა. რეგისტრებში ვცვლიდი რაღაცეებს და ეხლაც ეგრე გავაკეთე, მაგრამ მაინც არ უშველა.

Link to comment
Share on other sites

გამახსენდა. რეგისტრებში ვცვლიდი რაღაცეებს და ეხლაც ეგრე გავაკეთე, მაგრამ მაინც არ უშველა.

 

 
ამ ყველაფერს რომ გააკეთებ, მერე ისევ თავიდან უნდა გააკეთო Unlock-ი. ისე არ იმუშავებს.

 

Edited by STI-228
Link to comment
Share on other sites

გადმოწერეთ ფაილი BL.vis და გადაიტანეთ LFS 0.6H-ის მთავარ ფოლდერში LFS\data\wld (გააკეთეთ ორიგინალი BL.vis ფაილის backup).

[Chase and MrPinkdrifter]RNM Workshop (MEIHAN) 

ამის შემდეგ [RnM] Meihan Sportsland-ის გზა იმუშავებს LFS 0.6H ვერსიაზე :) 

 

Edited by STI-228
Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

Scawen-ი გზის რედაქტორზე და S3 ლიცენზიაზე საუბრობს: Scawen's post 

გამოვიდა ახალი სატესტო პატჩი, რომელიც თავსებადია 0.6H ვერსიასთან: TEST PATCH 0.6H2 (Compatible)

Edited by STI-228
Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

LFS-ის დეველოპერი Scawen მუშაობს თამაშის ახალ პატჩის გამოშვებაზე. ამჟამად მიმდინარეობს სატესტო პატჩების შემოწმება: TEST PATCH 0.6H2 (now H4)

ვერასდროს ვერ ვხვდებოდი მობილური ტელეფონის დანიშნულებას ხოდა დღეს სათანადო ფუნქცია მივანიჭე :) 

1006ec2ec01d.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.