Jump to content

Recommended Posts

Posted

Google უშვებს მაისში დაანონსებულ ახალ ფუნქციებს, რათა დაიცვას Android-სმარტფონები მოპარვისგან. TheVerge-ის თანახმად სამი ფუნქციიდან ორი, Theft Detection Lock და Offline Device Lock, უკვე გამოჩნდა ზოგიერთ სმარტფონზე. ასევე გამოჩნდა მესამე - Remote Lock, მაგრამ არა ყველა მომხმარებლისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Denny Müller/Unsplash 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუნქცია Theft Detection Lock, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ეკრანის დაბლოკვისთვის, თუ გი აღმოაჩენს "ტიპიურ ქურდობასთან დაკავშირებულ მოძრაობებს" მოწყობილობაზე, მაგალითად, როდესაც ვინმე სმარტფონს უეცრად ხელიდან გამოგგლიჯავთ. 

Offline Device Lock ავტომატურად დაბლოკავს მოწყობილობის ეკრანს, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება Offline-რეჟიმში, ხოლო Remote Lock საშუალებას მისცემს მფლობელებს დაბლოკონ სმარტფონი თავიანთი ტელეფონის ნომრის გამოყენებით იმ შემთხვევში, როდესაც ვერ შედიან სერვის Find My Device-ში პაროლის გამოყენებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MishaalRahman/Reddit 

ამჟამად Theft Detection Lock და Offline Device Lock მხარდაჭერილია ნებისმიერ Android 10 ან უფრო ახალ მოწყობილობაზე, ხოლო დისტანციური დაბლოკვისთვის აკმარისია Android 5. თუ განახლება ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ სცადოთ Google Play Services-ის განახლება. თუმც, როგორც ცნობილია, Google ხშირად ეტაპობრივად ავრცელებს ახალ ფუნქციებს და საჭიროა უბრალოდ ცოტა ხანს დაელოდოთ 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.