Jump to content

intel roadmap 2011-2012


Recommended Posts

არ წამიკითხავს მაგრამ, მხოლოდ სურათებს გადავხედე, აფერისტი როა მეც ვიცი ინტელს არ გამოუშივა ფროცესორი და ეგ საიდან გაყიდიდა, :D,

Link to comment
Share on other sites

ზოგადად შეიძლება ვინმემ ითრიოს ისეთი პროცესორი რაც ინტელს არ გამოუშვია თუმცა ეგ კონკრეტული შემთხვევა ტყუილზეა დაფუძნებული... ანუ დარაზგონებულია 2600 ვერანაირად ვერ ხდება 3700-ად ან რამე ეგეთად

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

LGA 2011 პლატფორმის და ახალი სისტემური ლოგიკის ანონსის მოახლოება, Intel-მა ამ კვირას არაპირდაპირ დაადასტურა და თავის პარტნიორებს გაუგზავნა შეტყობინებები Intel X58 ჩიპსეტის წარმოებიდან მოხსნის შესახებ. ფორმულირება სტანდარტულია: 'მოთხოვილებებმა გადაინაცვლეს კომპანიის სხვა პროდუქტებზე'. როგორც ვხვდებით, საუბარია X79-ზე, რომელსაც მართალია არ მოუტანია რევოლუციური ცვლილებები X58-სთან შედარებით, მაგრამ აუცილებელია ზემოაღნიშნულ სოკეტის პროცესორების მუშაობისთვის.

X58-ის შეკვეთა შესაძლებელი იქნება 2012-ის 27 აპრილამდე, ხოლო ჩიპსეტების ბოლო პარტიის მიწოდება მოხდება იმავე წლის 5 ოქტომბერს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მწარმოებლებს საშუალება მიეცემათ, რომ გამოუშვან სისტემური დაფები LGA 1366-ზე ამ თარიღამდე.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Intel discontinues some LGA775 and LGA1156 chips http://guru3d.com/news/intel-discontinues-some-lga775-and-lga1156-chips/

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

კომპანია Intel-მა განაცხადა P55, H55 და H57 Express ჩიპსეტების გამოშვების შეწყვეტის შესახებ. პირველი მათგანი, როგორც იცით, წარდგენილ იქნა 2009 წლის სექტემბრის თვეში, ხოლო დანარჩენი ორი კი - 2010-ის პირველ კვარტალში. მათი შეკვეთა შესაძლებელი იქნება 2012-ის 29 ივნისამდე, ხოლო მიწოდებები კი, 7 დეკემბრამდე გაგრძელდება.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კომპანია Intel-მა განაცხადა P55, H55 და H57 Express ჩიპსეტების გამოშვების შეწყვეტის შესახებ. პირველი მათგანი, როგორც იცით, წარდგენილ იქნა 2009 წლის სექტემბრის თვეში, ხოლო დანარჩენი ორი კი - 2010-ის პირველ კვარტალში. მათი შეკვეთა შესაძლებელი იქნება 2012-ის 29 ივნისამდე, ხოლო მიწოდებები კი, 7 დეკემბრამდე გაგრძელდება.

აჰა

ჯერ 1366 სოკეტი მოკლა

ეხლა 1156-ს კლავს

ამ დროს 775 სოკეტზე კიდე გამოდის ხო პროცესორები

თU არა?

Link to comment
Share on other sites

ხო, წარმატებული სოკეტი გამოდგა და ალბათ მაგიტომაც არ ჩქარობს წარმოებიდან ამოღებას

Link to comment
Share on other sites

სწორიცაა 775-ის რამდენიმე პროცესორი უნდა დატოვონ ჩემი აზრით,1156 ამოსაღებია და 1366-ზე გული დამწყდა :( ნუ პრინციპში 775-ის ამოღებაც შეიძლება sandy-ს აქვს g-სერიის პროცესორები და ჩაანაცვლებს თავისუფლად :)

Link to comment
Share on other sites

Intel to Halt LGA 1366 CPUs, Including Core i7-990X http://guru3d.com/news/intel-to-halt-lga-1366-cpus-including-core-i7990x/

Link to comment
Share on other sites

ღორია თუ პიჟონი 5-ზე აკეთებენ თავის საქმეს, ლუბოი სიძლიერის და ღირებულების პროციკები აქვს და რასაც გასწვდები იმას დაითრევ, გეიმინგისთვის ი[email protected]იც საკმარისია სინგლისთვის ლუბოი 1 ბირთვინ კარტისთვის ონლაინში თუ არ უბერავ იგივე BF3 მაგალითად

Link to comment
Share on other sites

Intel განაგრძობს ადგილების განთავისუფლებას პროცესორთა რიგებში. ამჯერად, კომპანიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სულ მცირე დროში, შეწყდება LGA 1156 პლატფორმის: Core i3-540 (3,06 გჰზ), Core i5-650 (3,2 გჰზ), i5-660 (3,33 გჰზ), i5-670 (3,46 გჰზ), i5-680 (3,6 გჰზ), Core i7-860 (2,8 გჰზ) და i7-870 (2,93 გჰზ), ასევე Pentium-ის ორ მოდელ - G6950 (2,8 გჰზ) და G6960 (2,93 გჰზ)-ის წარმოება.

ამ CPU-ების შეკვეთა შესაძლებელი იქნება მომავალი წლის 29 ივნისამდე. ბოქს-ვერსიების მიწოდებები არ შეწყდება საწყობების მარაგების ამოწურვამდე, ხოლო მათი OEM-ვერსიების კი - 7 დეკემბრამდე.

შეგახსენებთ, რომ Intel-მა უკვე განაცხადა 2012-ში P55, H55 და H57 Express ჩიპსეტების, ასევე Core i5-2300, Core i3-2100T, Pentium G840, G620 და G620T მოდელების წარმოებიდან ამოღების შესახებ.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

Ivy Bridge პროცესორების გამოსვლამდე მცირე ხნით ადრე, კომპანია Intel-მა კვლავ გადაწყვიტა თავის ასორტიმენტში 'გენერალური დასუფთავების' მოწყობა. შემცირებაში პირველი მოყვა Core i3-2105 (Sandy Bridge), მას შეუერთდებიან Bloomfield ბირთვზე დაფუძნებული Core i7-960, Core i7-950, Core i7-930 (45 ნმ ტექ-პროცესი) და აგრეთვე Core i7-880, Core i7-875K და Core i7-870S (Lynnfield, 45 ნმ).

გარდა ამისა, ამ სიას კიდევ დაემატება Core i5-ის ცხრა მოდელიც: Core i5-750S, Core i5-655K, Core i5-680, Core i5-670, Core i5-661, Core i5-660 და Core i5-650 (Westmere, 32 ნმ), ასევე Core i5-2300 და კიდევ ერთი Sandy Bridge, რომელიც ჯერჯერობით არ სახელდება.

არანაკლებ ფართომასშტაბიანი 'წმენდითი სამუშაოები' განხორციელდება Core i3 სერიისა და დაწყებითი დონის გადაწყვეტილებებს შორის. კერძოდ კი, ეს შეეხება Core i3-560, Core i3-550, Core i3-530 (Westmere, 32 ნმ), Pentium G6960, Atom 510, Atom 525, Atom 410 და Atom 425-ს.

ზემოჩამოთვლილ პროცესორების წარმოებიდან მოხსნის პროგრამა, დაყოფილია რამდენიმე ტრადიციულ ეტაპად: აღნიშნული მოდელები შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი იქნებიან ამ პუბლიკაციის გავრცელების მომენტიდან ნახევარი წლის განმავლობაში, შემდეგი ექვსი თვის მანძილზე, Intel განაგრძობს მათ მიწოდებებს OEM-არხების საშუალებით, ხოლო ბოქს-ვერსიებისას - საწყობებში მათ ამოწურვამდე.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

Ivy Bridge პროცესორების ოფიციალურ გამოსვლასთან დაკავშირებით, Intel განაგრძობს მოძველებული მოდელების წარმოებიდან ამოღებას. ამჯერად, საუბარია ექვს ცალ მობილურ გადაწყვეტილებაზე: Celeron P4600 (2,0 გჰზ), Core i3-370M (2,4 გჰზ), Core i3-390M (2,6 გჰზ), Pentium P6100 (2,0 გჰზ), Pentium P6200 (2,13 გჰზ) და Pentium P6300 (2,2 გჰზ). შეკვეთების მიღება ყველა მათგანზე ძალაში იქნება 16 ოქტომბრამდე, ხოლო ბოლო მიწოდება განხორციელდება ზუსტად ნახევარი წლის განმავლობაში, ანუ 16 აპრილამდე.

091c620aa36a9f3e7bd84340da0247b2.jpg

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 5 weeks later...

ნეტბუქებისა და ულტრაპორტატულ ნოუთბუქების მწარმოებლები საკმაოდ ხშირად იყენებენ Celeron Ultra low voltage (CULV)კლასის პროცესორებს, რადგან მათ გააჩნიათ არცთუ ურიგო წარმადობა და დაბალი ღირებულება. ასე მაგალითად, Acer Aspire One 753 პროდუქტები აღჭურვილნი იყვნენ Nehalem არქიტექტურისა და Arrandale ბირთვის მქონე, Celeron U3000 სერიის გადაწყვეტილებებით.

10.jpg

ცნობილი ხდება, რომ კომპანია Intel აპირებს წარმოებიდან მოხსნას მოდელი Celeron U3600. შეგახსენებთ, რომ ის წარმოდგენილი იყო 2011 წლის I კვარტალში, მაგრამ ეფუძნებოდა არა Sandy Bridge მიკროარქიტექტურას, არამედ Nehalem-ს. მას გააჩნია Hyper-Threading მხარდაჭერის არმქონე, 1,2 გჰზ-ზე მომუშავე ორი გამომთვლელი ბირთვი, კეშის მოცულობა კი, შეადგენს 2 მბ-ს. გარდა ამისა, ინტეგრირებული გრაფიკა HD Graphics ითვალისწინებს DirectX 10-ს, ხოლო მისი საჭიროებისთვის, ოპერატიული მეხსიერებიდან გამოიყოფა მხოლოდ 128 მბ. ენერგო-მოხმარების დონე არ აჭარბებს 18 ვ-ს.

tray-ვერსიის ბოლო მიწოდება შედგება მომავალი წლის 17 მაისს.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

კომპანია Intel-მა გამოაქვეყნა მორიგი ცნობა, რომელშიც საუბარია Core i7 თაობის ოთხი მობილური პროცესორის წარმოებიდან მოხსნის შესახებ, ესენია: ოთხბირთვიანი Core i7-2920XM Extreme Edition (2,5-3,5 გჰზ), Core i7-2820QM (2,3-3,4 გჰზ), Core i7-2720QM (2,2-3,2 გჰზ) და 2-იანი i7-2620M (2,7-3,4 გჰზ). შეგახსენებთ, რომ ისინი ბაზარზე გამოჩნდნენ 2011 წლის პირველ კვარტალში. აღნიშნულ მოდელებზე შეკვეთების მიღება გაგრძელდება 2012-ის 19 დეკემბრამდე, ხოლო ბოლო მიწოდება განხორციელდება 2013-ის 19 ივნისს.

intel.jpg

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked and unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.