Jump to content

AMD Phenom II X6 1055T


Recommended Posts

1. შესავალი.

კომპანია AMD-ს დიდი ხანია არ შეუცვლია თავისი პროცესორების მიკროარქიტექტურა და ალბათ სწორედ ამას შეიძლება დავაბარალოთ ის ფაქტი, რომ Intel-ის პროდუქტები ასე თუ ისე ჯაბნიდნენ მის მოდელებს. შეიძლება ითქვას, რომ AMD-ს საუკეთესო პროცესორები მხოლოდ Intel-ის i3 და i5 სერიის პროცესორებს თუ ედრებოდნენ წარმადობაში. AMD-ს პოლიტიკა გახლდათ შემდეგი: გამოეშვა პროცესორები რომლებიც 45 ნანომეტრიანი პროცესით იქნებოდა დამზადებული და 3.2-3.4 GHz. სიხშირე ექნებოდათ. რეალურად როცა საჭირო გახდა მეტი "ძალა", AMD-მ დაიწყო ბირთვების დამატება, რითაც დააბალანსა Intel-თან ჩამორჩენა რაც კონკურენტ კომპანიის პროცესორებში მრავალნაკადოვანი ტექნოლოგიის არსებობით იყო გამოწვეული. AMD-ს პროდუქტები ძირიტადად კარგად იყიდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ფასი/წარმადობის შეფარდება მართლაც რომ იდეალური ჰქონდა.

დღეისათვის Intel გვთავაზობს მეტისმეტად ძვირადღირებულ ექვს ბირთვიან და თორმეტნაკადოვან პროცესორებს, რომლების შეძენაც ულტრა ჰაი-ენდის სეგმენტში მოღვაწე ენთუზიასტებს თუ შეუძლიათ. საპასუხოდ AMD-მ გამოუშვა ახალი 6 ბირთვიანი პროცესორების სერია, რომელსაც სამწუხაროდ მრავალნაკადოვანი ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ გააჩნია. Phenom II X6 1090T და მისი უმცროსი ძმა Phenom II X6 1055T აღჭურვილი არიან Turbo Core ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს სიხშირის ავტომატურ გაზრდას, როცა მხოლოდ ბირთვების რაღაც ნაწილია დატვირთული და პროგრამული ამოცანა მულტი ტასკინგის ნაცვლად ნაკადის მაღალ სიხშირეს მოითხოვს. მაგრამ ეს ტექნოლოგია მაინც მარცხდება Intel-ის 4 ბირთვიანი პროცესორების მრავალნაკადოვან ტექნოლოგიასთან და აღარაფერს ვამბობ 980X-ზე. არცაა გასაკვირი. AMD-ს ექვს ბირთვიანი პროცესორები ხომ ფასების მიხედვით მეინსტრიმ კატეგორიას მიეკუთვნებიან.

2. AMD Phenom II X6 1055T

დღეს მე მოგითხრობთ ყველაზე იაფ ექვს ბირთვიან პროცესორზე AMD Phenom II X6 1055T. რათქმაუნდა საქმე აჩქარებას ეხება. ვნახოთ თუ რა პოტენციალი გააჩნია მას და რამდენად იზრდება წარმადობა "რაზგონის" შემდეგ. ტესტირებისათვის შეძენილ იქნა აბსოლუტურად ჩვეულებრივი 1055T სულ რაღაც 200 დოლარად. დამეთანხმებით საკმაოდ იაფია.

c1ff12fb25c7.jpg

ყუთის გახსნის შემდეგ იქ აღმოჩნდა პრომო სტიკერი AMD-ს ლოგოტიპით, ინსტრუქციების ნაკრები, ე.წ. BOX ქულერი 4 სითბური მილაკით და რაც მთავარია პლასტიკატის დამცავ საფარველში მოთავსებული პროცესორი AMD Phenom II X6 1055T.

f20e1a3d0157.jpg

როგორც ესეთი AMD-ს ამ მოდელის პროცესორი გამოდის ორნაირი TDP-თი: 95W და 125W. პროცესორზე გაკეთებული წარწერა: HDT55TFBK6DGR მიგვანიშნებს, რომ ჩვენს ხელთ არსებული მოდელი 95W-იანია და რასაკვირველია ნაკლებ დენს შეახრამუნებს, ანუ ნაკლებადაც გახურდება.

9e3c9f8a052d.jpg

სპეციფიკაციებისთვის ვნახულობთ ქვემოთმოყვანილ ტაბულას:

2ec362470457.png

უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის ჩვენ განკარგულებაშია CPU-Z-ის სკრინშოტი:

702e1c64ee74.png

პარამეტრები აქ სრულიად ქარხნულ რეჟიმზეა დაყენებული და არაა ჩართული Turbo Core რეჟიმი. ეს უკანასკნელი ავტომატურად ზრდის სიხშირეს 3.3 GHz-მდე თუ მხოლოდ 1,2 ან 3 ბირთვია დატვირთული, ან აგდებს სიხშირეს 0.8 GHz-მდე თუ პროცესორი უსაქმურადაა (Idle რეჟიმი). რასაკვირველია ამ დროს იცვლება პროცესორისთვის მიწოდებული ძაბვის სიდიდე (Vcore). ქვემოთმოყვანილ ცხრილში ნათლადაა ასახული სიხშირე/ძაბვის ურთიერთდამოკიდებულება:

848a08afc396.png

ალბათ ყველამ არ იცის ამ მოდელის (1055T) ერთი ძალიან დიდი ნაკლი, რამაც შეიძლება ოვერქლოქერებს გადააფიქრებინოს მისი ყიდვა. შორიდან მოვუვლი და ვიტყვი რომ ეს მოდელი Black Edition არის, ანუ ღია მამრავლი აქვს. თუ რას გულისხმობს ღია მამრავლი და ზოგადად რა ჯანდაბაა პროცესორის სიხშირე რომელიც FSB (BCLK)-ს გადამრავლებით მიიღება მამრავლზე, წაიკითხეთ "მიკიპედია". 1090T მოდელს თავისუფლად შეუძლია ექვსივე ჩართულ ბირთვზე გადაცდეს მისთვის დაწესებულ 16X-იან მამრავლს ანუ შეგვიძლია ჩავუწეროთ სიტყვაზე 21X და იგი ექვსივე ბირთვის თანხლებით ჩაირთვება. 1055T კი ამ მხრივ ნამდვილად ცუდია, რადგან მას მაქსიმუმ 16.5x მამრავლით შეუძლია ჩართოს მაქსიმუმ 1-3 ბირთვი. საკმაოდ არასასიამოვნო მომენტია "შავი გამოშვებისთვის". ძალაუნებურად ვიზღუდებით 14X მამრავლით.

3. როგორ ავაჩქაროთ AMD Phenom II X6 1055T ?

ზოგადად აჩქარება თავისი არსით უნივერსალური მოვლენაა და რაღაც სასწაული და გასაგიჟებელი ფენომენი არ გახლავთ. თითქმის ყველა პროცესორს გააჩნია ე.წ. მამრავლი, რომელიც წინასწარაა გაწერილი თავად პროცესორშივე. საუკეთესო შემთხვევაში მისი რეგულირება დედაპლატის BIOS-იდანაც არის შესაძლებელი (გავიხსენოთ Intel-ის სერია "K", "Extreme" და AMD-ს "Black edition"). ამასთან პროცესორს გააჩნია საბაზო სიხშირე (base clock) რომელიც მართალია ასევე წინასწარაა "ჩაპროგრამებული" პროცესორში, მაგრამ ზოგიერთმა დედაპლატამ შეიძლება ავტომატურად განსაზღვროს მისი სიდიდე. სწორედ ამ ორი სიდიდის ერთმანეთზე გადამრავლებით მიიღება პროცესორის სიხშირე. მაგრამ მთლად ასე მარტივადაც არაა საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ ორი პარამეტრის გარდა არის კიდევ არაერთი სხვადასხვა ტიპის სიხშირე, რომლებიც დიდად განსაზღვრავენ აჩქარების რეზულტატს.

[სიხშირეები]

უნდა აღინიშნოს, რომ AMD-ს ექვს ბირთვიანი პროცესორები განსხვავდებიან მათი წინამორბედებისგან აჩქარების სპეციფიკით და ბევრად უფრო რთულია მათი "დარაზგონება" (ჩემნაირი ლამერისთვის ყოველ შემთხვევაში :chojinfc: ). პირველ რიგში აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ ყველა ის სიხშირე, რომელთა რეგულირებაც მოგვიწევს, თუ გვინდა რომ სრულფასოვნად ავაჩქაროთ ჩვენს ხელთ არსებული 1055T.

1. CPU clock frequency. პროცესორის სიხშირე გახლავთ და ზოგადად ბაზარზე გატანილი პროცესორები სწორედ ამ ნიშნით ხარისხდება. ჩვენ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2.8 GHz-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით არაერთი კურიოზული შეკითხვა მომისმენია. მაგალითად მეგობარს ერთი საათი ვუმტკიცებდი, რომ E5200-ის სიხშირე 2.5 GHz იყო, სანაცვლოდ კი იგი ჯიუტად გაიძახოდა რომ ეს პროცესორი 5 GHz-ზე მუშაობსო (პრინციპი:სიხშირე გადამრავლებული ნაკადების რაოდენობაზე).

2. CPU frequency in Turbo mode. სიხშირე, რომელიც მიიღწევა სპეციფიკური ტექნოლოგიის Turbo Core-ის ამუსავების შემდეგ, რაც ხდება მაშინ როცა მხოლოდ რაღაც რაოდენობაა დატვირთული ბირთვებიდან.

3. HyperTransport bus frequency. ეს არის იმ სალტის სიხშირე, რომელიც აკავშირებს პროცესორს ბირთვების ლოგიკურ ნაკრებთან. ჩვენს ხელთ არსებულ პროცესორს აქვს HyperTransport 3.0-ის მხარდაჭერა და სიხშირე 2.0 GHz.-ზე არის გასწორებული.

4. Frequency of the North Bridge integrated into the CPU. ეს არის პროცესორში ინტეგრირებული L3 კეშის და მეხსიერების კონტროლერის სიხშირე. ჩვენ შემთხვევაში, ისევე როგორც მეორე ექვს ბირთვიან პროცესორში ამ სიხშირის 2.0 GHz-იანი მაჩვენებელი გვაქვს.

5. Memory frequency. ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელი, რომლის არ გათვალისწინებაც უბრალოდ შეუძლებელია აჩქარებისას. მეხსიერების სიხშირე კონტროლდება ჩვენს პროცესორში ჩაშენებული მეხსიერების კონტროლერიდან. Phenom II X6 მხარს უჭერს DDR2(უკვე ანტიკვარად იქცეს ლამის) და DDR3 სტანდარტის 800, 1067, 1333 და 1600 MHz-იან მეხსიერების მოდულებს.

ურიგო არ იქნება თუ გავერკვევით თუ რა პრინციპით ხდება ამ სიხშირეების დათვლა:

1. [CPU frequency] = [CPU multiplier] x [base clock]

2. [CPU Turbo frequency] = [CPU Turbo multiplier] x [base clock]

3. [HT frequency] = [HT multiplier] x [base clock]

4. [NB frequency] = [NB multiplier] x [base clock]

5. [Memory frequency] = [Mem multiplier] x [base clock]

მგონი საკმაოდ გასაგებადაა ახსნილი.

მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ ერთად მომუშავე Phenom II X6 1055T-ს და DDR3 სტანდარტის 1333MHz-იან SDRAM მოდულ(ებ)ს.

1. [CPU frequency]: 2800 MHz = 14.0 x 200 MHz

2. [CPU Turbo frequency]: 3300 MHz = 16.5 x 200 MHz

3. [HT frequency]: 2000 MHz = 10 x 200 MHz

4. [NB frequency]: 2000 MHz = 10 x 200 MHz

5. [Memory frequency]: 1333 MHz = 6.67 x 200 MHz

სურათზე, რომელიც BIOS-ს გადაუღეს, მითითებულია თითოეული მათგანი ისრებით და ციფრებით:

cf246f612261.png

ზოგიერთი ყოვლად უვარგისი მწარმოებელი უშვებს დედაპლატებს, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ მამრავლის რეგულირების ფუნქცია, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს, აჩქარება უნდა მოვახდინოთ საბაზო სიხშირის აწევით. საკმაოდ მოუხერხებელია დამიჯერეთ, საკუთარ მაგალითზე გეუბნებით.

[აჩქარების კომერციული არსი AMD Phenom II X6-ის შემთხვევაში]

ჩვენს ხელთ არსებული მოდელი 1055T 200 ამერიკული დოლარი ღირს, მისი უფროსი ძმა 1090T კი თითქმის 300 დოლარი. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რატომ უნდა იყიდოს ადამიანმა უფრო ძვირადღირებული მოდელი, მაშინ როცა 200 დოლარიანი პროცესორის აჩქარებით მივიღებთ 300 დოლარიანს? საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც თეორიაში ჩანს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დღეს განხილულ მოდელს საზიზრარი მამრავლი აქვს და 6 ბირთვის სრულად ჩასართავად იძულებული ვართ მარტო საბაზო სიხშირე მოვუმატოთ, რადგან 3-ზე მეტი ბირთვის ჩართვის შემთხვევაში მამრავლის რეგულირება 14-ს ზემოთ შეუძლებელია, 14-ს ქვემოთ კი პრობლემა არაა. "უფროსი ძმის" შემთხვევაში ეს პრობლემა არ არსებობს.

[ძაბვა]

როგორც ვიცით პროცესორის აჩქარებისას აუცილებელია მოვუმატოთ საბაზო სიხშირე ან მულტიპლერი, ან სულაც ორივე ერთად, მაგრამ რაღაც ზღვარს იქით ეს უკვე საკმარისი აღარაა. საჭირო ხდება ძაბვის რეგულირება. ძაბვის მომატება პროფესიონალი ოვერქლოქერისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და დიდი ალბათობით იგი არ მოკლავს პროცესორს ან ოპერატიულ მეხსიერებას მარალი ვოლტებით. ძირითადად ყველა ნორმალური მწარმოებლის დედაპლატას გააჩნია ძაბვების რეგულირების ფუნქცია, საბედნიეროდ.

გავიხსენოთ ყველა ის "ვოლტაჟი", რომელთა ცოდნაც დაგვჭირდება AMD Phenom II X6-ის აჩქარებისას.

1. Processor core voltage. ძაბვა, რომელიც მიეწოდება პროცესორის ბირთვებს. AMD Phenom II X6-ის შემთხვევაში 1.4 V. ნომინალურ ძაბვად მიიჩნევა. ჰაერის გაგრილების გამოყენების შემთხვევაში არაა რეკომენდირებული 1.45-1.5V.-ზე მეტის მიწოდება.

2. Voltage of the North Bridge built into the processor. L3 კეშისთვის და მეხსიერების კონტროლერისთვის 1.15 V.-ია გათვალისწინებული ქარხნული პარამეტრებით.

3. Memory voltage. ძაბვა, რომელიც მიეწოდება ოპერატიული მეხსიერების მოდულებს. აჩქარებისთვის მისი გაზრდა აუცილებელია, მაგრამ ნორმის ფარგლებში.

სურათზე ისრებით და ციფრებით მითითებულია თითოეული მათგანი:

280e17acceb5.png

ძაბვის გაზრდა ჩვენს ჩაურევლადაც ხდება ხოლმე, როცა მოქმედებაში მოდის ტექნოლოგია Turbo Core.

მაშ, ასე როცა უკვე გავეცანით ყველა ძირითად ძაბვის სახეს, ახლა შეგვიძლია გავიგოთ თუ რა პრინციპით უნდა გავზარდოთ ისინი ჩვენს შემთხვევაში. პირველ რიგში BIOS-იდან ვთიშავთ CPU Load-Line Calibration ფუნქციას, რადგან იგი აგდებს ძაბვას და ხელს გვიშლის აჩქარებაში, როცა დედაპლატას "ჰგონია", რომ მეტისმეტად გავუტიეთ. შემდეგ ასევე უნდა გავთიშოთ Turbo Core, რადგან ზედმეტ ტვირთად არ ექცეს პროცესორს აჩქარებისას.

4. Phenom II X6 1055T - აჩქარება პრაქტიკაში

ჩვენ უკვე გაგვაჩნია საბაზისო თეორიული ცოდნა, რომ გადავიდეთ პრაქტიკაზე და ვნახოთ თუ როგორ აჩქარდება ჩვენი ახალი პროცესორი. გამოვიყენებთ შემდეგ "ჰარდს":

ASUS M4A89GTD PRO/USB3 mainboard (Socket AM3, AMD 890GX + SB850, DDR3 SDRAM);

2 x 2 GB, DDR3-1600 SDRAM, 9-9-9-24 (Kingston KHX1600C8D3K2/4GX);

ATI Radeon HD 5870 graphics card;

Western Digital VelociRaptor (WD3000HLFS) HDD;

Thermalright Ultra-120 eXtreme CPU cooler with Enermax Everest fan.

პირველად $#^#(|ადოთ, რომ პროცესორის სიხშირე ავწიოთ სტაბილურ 3.7 GHz-მდე.

28bf483d565c.png

როგორც ხედავთ აჩქარება შედგა. ჩვენ მხოლოდ საბაზო სიხშირე გავზარდეთ 265 MHz-მდე. ძაბვა ქარხნულ ნიშნულზე გავყინეთ და მისი ყოველგვარი ავტომატური კონტროლის ფუნქცია გამოვრთეთ. დავაგდეთ მამრავლი HyperTransport-ზე და ჩრდილოეთის ხიდზე 8x-მდე.

შემდეგ $#^#(|ადოთ, რომ მივაღწიოთ სტაბილურ 4.0GHz-ს, უკვე ძაბვის გაზრდის მეშვეობით.

e103e3adae44.png

საბაზო სიხშირეს ვზრდით 286 MHz-მდე. შემდეგ პროცესორის ბირთვებს ნომინალური 1.475 V.-ის ნაცვლად ვაწვდით მასზე 0.175 V-ით მარალ ძაბვას. რასაკვირველია HuperTransport bus და the North Bridge მულტიპლერი დაკლებულია 7X-მდე. უნდა ითქვას, რომ ბევრი ენთუზიასტი მათაც არაზგონებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში დავინდობთ პროცესორს, მითუმეტეს, რომ მათი სიხშირის გაზრდა წარმადობაზე სერიოზულ გავლენას არ ახდენს. არ დაგავიწყდეთ, რომ აკონტროლოთ ტემპერატურები. აქ უტილიტა გვიჩვენებს, რომ მაქსიმუმ 55°C ტემპერატურა იქნა მიღწეული.

5. ტესტირება

ჩვენი 1055T არც ისე ცუდად ჩქარდება, როგორც გვეგონა, მაგრამ საკითხავია თუ რას იზამს იგი ტესტებში. ამისათვის იგი შევაჯიბრეთ როგორც AMD-ს, ისე Intel-ის პროცესორებს. მაშ ასე ტესტირებაში გამოყენებულ იქნა შემდეგი "ჰარდი":

პროცესორები:

AMD Phenom II X6 1055T (Thuban, 6 cores/6 threads, 2.8 GHz, 6 MB L3);

AMD Phenom II X4 965 (Deneb, 4 cores/4 threads, 3.4 GHz, 6 MB L3);

Intel Core i5-750 (Lynnfield, 4 cores/4 threads, 2.66 GHz, 8 MB L3);

Intel Core i5-660 (Clarkdale, 2 cores/4 threads, 3.33 GHz, 4 MB L3);

Intel Core 2 Quad Q9505 (Yorkfield, 4 cores/4 threads, 2.83 GHz, 6 MB L2).

გაგრილების სისტემა:

CPU cooler: Thermalright Ultra-120 eXtreme с вентилятором Enermax Everest.

დედაპლატები:

ASUS M4A89GTD PRO/USB3 (Socket AM3, AMD 890GX + SB850, DDR3 SDRAM);

ASUS P7P55D Premium (LGA1156, Intel P55 Express);

ASUS P5Q3 (LGA775, Intel P45 Express, DDR3 SDRAM);

Gigabyte X58A-UD5 (LGA1366, Intel X58 Express).

ოპერატიული მეხსიერება: 2 x 2 GB, DDR3-1600 SDRAM, 9-9-9-24 (Kingston KHX1600C8D3K2/4GX)

ვიდეოდაფა: ATI Radeon HD 5870.

HDD: Western Digital VelociRaptor WD3000HLFS.

PSU: Tagan TG880-U33II (880 W).

პროგრამული მხარე: Microsoft Windows 7 Ultimate x64. / Intel Chipset Driver 9.1.1.1025; / ATI Catalyst 10.4 Display Driver.

------------------

AMD Phenom II X6 1055T overclocked to 4.0 GHz (43 % frequency gain)

69bafac2d694.png

AMD Phenom II X4 965 overclocked to 4.0 GHz by changing the multiplier (18 % frequency gain)

4722bcfcfb23.png

Intel Core i5-750 overclocked to 4.0 GHz (50 % frequency gain)

86451c53ef18.png

Intel Core i5-660 overclocked to 4.4 GHz (32 % frequency gain)

f293424b1c74.png

Intel Core 2 Quad Q9505 overclocked to 3.9 GHz (38 % frequency gain)

2cf61c8b0f72.png

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბენჩმარკები

სინთეზური ტესტები:

c75ac12b7205.png

ad2e7165eb94.png

7b0d30d322a3.png

თამაშები:

4e0a5f1cb0bd.png

765a94d9ba8f.png

3d0873bacb9a.png

202c487b92b1.png

პროგრამები:

e4e7094d22a7.png

344fab6cc122.png

d954b4c1a8b7.png

2634b18bb085.png

8966f273bc98.png

603905d8ffc2.png

240cf5577d5a.png

c8f84a877a4f.png

84a4f255d418.png

ტესტირება ენერგომოხმარებაში. ტესტირების დროს ჩართულია ყველა ის ფუნქცია, რომელიც ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს.

abb5564033bf.png

6370a54e1038.png

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. დასკვნა

მას შემდეგ, რაც ჩვენ ყოველნაირად გამოვცადეთ AMD Phenom II X6 1055T, ავაჩქარეთ როგორც ძაბვის მომატებით, ისე მის გარეშე, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: ეს არის ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, რომელზე უარის თქმა ძალიან ძნელია. თუ თქვენ აპირებთ იყიდოთ 200 დოლარად პროცესორი AM3 სოკეტზე და აპირებთ რომ ჰაერის გაგრილების გამოყენებით ააჩქაროთ იგი, მაშინ Phenom II X6 1055T იდეალური ვარიანტია.შედარებისას აღმოჩნდა, რომ Core i5-750 პროცესორი ჩვენი გმირის მთავარი მტერია, მაგრამ AMD-სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ პროგრამები, რომლებიც სრულად ტვირთავენ ყველა ბირთვს, შესანიშნავ შედეგებს აჩვენებენ 1055T-ს გამოყენებისას.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სპეციალურად overclockers.ge-სთვის გიორგი ბერიძე (LEON)

Link to comment
Share on other sites

ყოჩაღ ლეონ ღოჩაღ... მერე აუცილებლად გადავიკითხავ

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

აქ რაც იყო წაავიკითხე და რა მაიტნერესებს, ასე თუ ისე ამის რაზგონი სატანჯვო თემაა.

და მე ვაპირებ განახლებას რა

AMD Phenom II X6 1075T ამის შემთხევაშიც იგივეა?

3.0 აქ სიხშირე, 3.5 ტურბოთი, და რაზგონზე 4.0 ზე ვერ ადვსვავთ? ნუ თქვენი ადხმარებით ანუ :)

ხო AS-M4A88TD-V-EVO ამ მაზერზე.

რეალურად სხვობა იქნება? 50 ლარამდეა სხვაობა ამ 2 პროცესორში (ჯიტეკში)

და სადაც ამნს აძლევ იქაც 50 ლარი რა,

amd_1075t_cpuz.jpg

მე 1600 იან ოპერებს ვაპირებ, ანუ 1600X15=240

ანუ 3.6 ზე მეტს ვერ დავსვავ თუ ოპერებს არ აუწიე სიხშირე არა?

და 3.5 ტურობთი აქო, და რეალრუად თამაშებში 6 ბირთვი არ გჭირდება ანუ ტურობოთი რო 3.5 დავსვა რეალურად იგივეა რაც რაზგონში გაცხიო პროცი ხო?

თუ 3.6 ზე რო დავსვა მერე ტურბო რეჟიმში კიდე უფრო აიწევს? ეგ მომენტი ვერ გავიგე.

Link to comment
Share on other sites

Core Speed ანუ ბირთვის სიჩქარე ხო? ანუ 1 ბირთვის, და ანუ თუნდაც ტურბო რეჟიმში 2 ან 4 ბირთვი მუშაობდეს, დარაზგონებული ბირთვი მეტ სიხშირეს მიცემს არა? ანუ Mhz ი იქნება თუ ისეა 3.5 4.0 ხო დაუშვათ? თუ რა ჯანდაბა იქნება ვერ გავიგე ტო. თუ ის პონტია რო შენ სტოკზე 3.6 იც რო ქოდეს სიხშირე და ტურობს ჩართავ 3.5 ზე დგება?

Link to comment
Share on other sites

core speed ბირთვის სიხშირეა MHz

რაზგონითაც და რაზგონის გარეშეც ყველა ბირთვი ერთ სიხშირეზე მუშაობს

ეხლა რა ხდება Turbo core რეჟიმში

როცა პროგრამას არ სჭირდება 6 ბირთვი

სამი ბირთვის სიხშირე იზრდება 500 MHz-ით (ანუ 3.0-იანი გახდება 3.5-იანი ხოლო 3.6-იანი გახდება 4.1-იანი)

ხოლო დანარჩენი სამი ბირთვის სიხშირე ეცემა 800 MHz-მდე

და რაზგონის დროსაც მუშაობს ტურბო

Link to comment
Share on other sites

და ამ შემთხვევაში ოპერატიული არ დამალიმიტებს?

5. [Memory frequency]: 1333 MHz = 6.67 x 200 MHz

ანუ ჩემი ოპერები თუ იქნება 1600 და ამის მულტიპლეიერი 15 ია გამოდის რო

1600X 15 = 240 ანუ 240 ბუს სპიდ შემილია დაუსვა მაქსიმუმ ხო, და ბუს სპიდი გამრავლებული მულტიპეიერზე გამოდის 3.6, ანუ 3.6 მდე დავსვავ ტურბოს გარეშე და ეს მერე უკვე ტურბო რეჟიმში 3 ბირთვის სიხშირის დაცემის გამო 4.1 გახდება ხო? ანუ აქ უკვე ოპერტიულს აღარ აქ მნშვნელობა? არა? (მარა იდეაში ოეპრების 1800 ზე დასმაც ხო მოჟნა ან 1800 იანების ყიდვა :) )

Link to comment
Share on other sites

კაცო ბიოსიდან დივაიდერს შეურჩევ და არ დაგალიმიტებს არც ერთი DDR3

ვაბშე რაც DDR3 გამოვიდა ოპერების გამო რაზგონის ლიმიტ თითქმის წარმოუდგენელია

სწორად უნდა შეარჩიო ოპერების მამრავლი

Link to comment
Share on other sites

მიყვარს AMDDDDD!

1156ის მაზერი მქონდა და ადამენანა i5-ზე აწყობა მაინც :D

ვყიდი ხვალ და ამ3 მაზერს ვყიდულობ მერე ! :)

955-ს ჩავსვამ

1055ის ფული არ მაქვს

თუ გადავალ 1090-ზე სრაზუ :D

Link to comment
Share on other sites

180 დოლარი ღირს ეგ პროცესორი newegg ზე ეტყობა სტატიის დაწერის მერე გაიაფდა :)

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16819103851&cm_re=AMD_Phenom_II_X6_1055T-_-19-103-851-_-Product

Link to comment
Share on other sites

ბარემ 1100-ზე გადადი

სრაზუ :)

სიმართლე რომ ვთქვა,მაგაზე ნიუსი არ წამიკითხავს წესიერად :)

ამ3-ზე იქნება ეგეც ხომ?

Link to comment
Share on other sites

ლეონს დიდი მადლობა საინტერესო იყო...

მიყვარს ამდ... 2 წლის წინ კომპიუტერს რო ვაწყობდი ძალიან მინდოდა ამდ 965 ზე ამეწყო მაგრამ არ გამოვიდა ძალიან ძვირი ფასი მითხრეს საქართველოში არადა პირიქიტ იაფი უნდა ყოფილიყო ბევრად და მეც Q9550 ზე გავიწირე თან რა ფასი ღირდა მაშინ... ეჰჰჰ....

1055 და 1090 რო დავარაზგონოთ 4.0 ზე და გავტესტოთ 1090 რაიმეთი აჯობებს???

Link to comment
Share on other sites

1090-ის ერთადერთი პლიუსი გახსნილი მამრავლია. რაზგონში ჯობნის სხვა 6 ბირთვიანებს, თორემ ერთი და იგივე სიხშირეზე დარაზგონებისას, ერთი შედეგია თითქმის

Link to comment
Share on other sites

არა. გაყინვისას 1090-ის ღია მამრავლი ნამდვილი პანაცეაა. თან რომც არ გაყინო, ჰაერზე რაზგონისას ბეიზ ქლოქის მომატების გარეშე შეგიძლია არაზგონო 1090. უფრო იოლი სარაზგონოა რა

Link to comment
Share on other sites

არა მე ვგულისხმობ ნორმალურ რაზგონს დაახლოებით 4.0-ს ესეიგი თუ გახსნილი მამრავლი აქვს მამრავლის საშუალებით დარაზგონებული უფრო გრილი იქნება? შევეშვათ 4.0-ს იმიტო რო 1055 2.8 არის და 1090 3.2... ვთქვათ ორთავე დავარაზგონეთ 30 % ით... მაშინ მამრავლით დარაზგონებულს ხო წესით უფრო ნაკლები ტემპერატურა ექნება??? ესეიგი 4.0 ზეც კი 1090 ჯობია არა? მისი გახსნილი მამრავლის გამო ხო?

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

AMD EU rebate program high-end Phenom Radeon combos http://guru3d.com/news/amd-eu-rebate-program-highend-phenom-radeon-combos/

Link to comment
Share on other sites

მაქვს 1055T + MB MSI 890FXA-GD70 რომელზეც მიყენია 2x2GB DDR3 1600MHz 7 7 6 18 ტაიმინგიანი მუშკინები.. ხოდა ბიოსში და ასევე ევერესტში მიწერს UNGANGED DUAL DDR3 1066MHz 7 7 7 20

ხომ ვერ მეტყვით რა ჯანდაბაა UNGANGED და 1600-ის მაგივრად რატომ წერს 1066-ს??

Link to comment
Share on other sites

ალბათ ხელით უნდა მოუნიშნო სწორი ჩასტოტა, თუ როგორ ხდება ეგ AMD ბოლო მაზერებზე ვისაც აქვს და ქონია შეხება მაგ ჩიპსეტთან ის აგიხსნის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.