Jump to content

DDR3 მეხსიერების ოვერქლოქინგი Intel LGA1156 პლატფორმაზე


kloud

Recommended Posts

Nehalem-ის მიკროარქიტექტურაზე გადასვლით Intel-მა მთლიანად უარი თქვა FSB-ზე და ამიტო მპროცესორსა და ოპერატიულ მეხსიერებას შორის მონაცემთა გაცვლა ხორციელდება პირდაპირ. მეხსიერების სიხშირეც არაა დამოკიდებული გამყოფებზე, როგორც ეს იყო LGA775-ში, არამედ სპეციალურ მამრავლის კოეფიციენტზე და ბაზურ სიხშირეზე. ამიერიდან Core i7-ზე აწყობილი სისტემების დარაზგონება უფრო მარტივი გახდა თან ამ ოჯახის ყველა პროცესორი ცდება 4გჰც-იან ზღვარს. პროცესორებს არც ოპერატიული მეხსიერების მოდულები ჩამორჩებიან, მათ თავისუფლად შეუძლიათ იმუშაონ 2000მჰც სიხშირეზე, ხოლო ახალ პლატფორმა LGA1156-ზე კი უფრო მაღალი სიხშირის მიღწევაცაა შესაძლებელი.

LGA1156 პლატფორმაზე მეხსიერების ოვერქლოქინგის საშუალებები მცირედით შეიცვალა. ამიერიდან შეზღუდვები Uncore ბლოკისგან ფაქტიურად არაა. მეხსიერების კონტროლერში არხების რაოდენობის შემცირების შემდეგ უკანასკნელის მაღალი სიხშირის და L3 კეშის აუცილებლობა დაიკარგა. Intel-ის ინჟინერებმა საერთოდ დაბლოკეს მამრავლი ამ ბლოკისთვის ერთ მნიშვნელობაზე:Core i7-800 სერიის პროცესორებისთვის X18-ზე,Core i5-700 სერიის პროცესორებისთვის კი X16-ზე. PCI Express-ის კონტროლერის პროცესორში გადატანით შესაძლებელი გახდა მთლიანად უარი გვეთქვა Northbridge-ზე, ჩიპსეტი ერთი PCH მიკროსქემის ბაზაზე თავისუფლად ეკონტაქტება პროცესორს DMI ინტერფეისის საშუალებით, რომელიც ადრე გამოიყენებოდა Northbridge და Southbridge-ს შორის კავშირის დასამყარებლად. თუმცა ასეთი მაღალი ინტეგრაციითაც კი მონაცემთა გადაცემა CPU და PCI-E-ს შორის ხორციელდება QPI-ს მეშვეობით.

8265156369ef.gif

სურათზე გამოსახულია LGA1156 პლატფორმაზე სიხშირის ფორმირების ბლოკ-სქემა.

კიდევ კაი რომ QPI მამრავლი არ დაბლოკეს. აუცილებლობის შემთვევაში შეიძლება მისი x18-დან x16-მდე დაგდება. სხვა მამრავლის კოეფიციენტები LGA1156 პროცესორებისთვის მოყვანილია ქვემოთ

fkeiz5jvfs9olah8k4d.jpg

*-მამრავლები ეფექტურია ანუ რეალური ორჯერ ნაკლებია.

ასე რომ მეხსიერებამ LGA1156 Core i7 პროცესორებზე აგებულ სისტემაში ოვერქლოქინგით შეილება მშვიდად იმუშაოს 2400მჰც და მეტ სიხშირეზე, ამასთან Uncore ბლოკი იფუნქციონირებს სტაბილურად 3.6 გჰც სიხშირეზე, რაც არ გამოდიოდა Bloomfield პროცესორებთან. სამწუხაროდ Core i5 უფრო დაბალ სიხშირეს დასჯერდება რადგან მას მეხსიერების მამრავლი აქ X10. სტაბილურობის პრობლემა იხსნება აქაც ძაბვის გაზრდით მაგრამ LGA1366-სგან განსხვავებით აქ სკმარისია 1,3-1,35 ვ (ნომინალური 1,1 ვ).

ტესტი

DDR3 მეხსიერების შემოწმება განხორციელდა ASUS Maximus III Formula-ს დედაპლატაზე Intel Xeon X3470-სთან ერთად. ოპერატიული მეხსიერება კი წარმოდგენილი იყო GeIL-ის წარმოების 4GB-იანი კომპლექტით GeIL GU34GB1600C7DC (2x2GB, PC3-12800, CL7-7-7-24).

GeIL GU34GB1600C7DC (2x2GB, PC3-12800, CL7-7-7-24) კომპლექტი ეკუთვნის Ultra სერიას და პატარა ყუთშია მოთავსებული რომელზეც სპორტული მოტოციკლია გამოსახული, რაც მიგვანიშნებს რომ მეხსიერება ექსტრემალური სისტემებისთვისაა განკუთვნილი.

0f77777daf66.jpg

59cff7d59200.jpg

დამატებითი დაცვისათვის მოდულები მოთავსებულია ბლისტერში რომელიც იცავს მათ დაზიანებისგან ტრანსპორტირებისას.

c476ebc5642b.jpg

მოდულების PCB მწვანე ფერშია შესრულებული, რადიატორები კი ცისფერში, ანალოგიური რადიატორები გამოიყენებოდა ამავე მწარმოებლის DDR2 მეხსიერების მოდულებშიც.

სპეციალური ჩამკეტიც კი ,რომელიც რადიატორებს უკეთ ამაგრებს მოდულებზე, იგივე დარჩა.

7ea1dd6c9f85.jpg

თითოეული მოდული GU34GB1600C7DC არის 2 გბ-იანი, მუშაობს 1600 მჰც სიხშირეზე ტაიმინგებით 7-7-7-24 და 1,6 ვ ძაბვით.

4b4632bdee7f.jpg

უფრო მეტი მოწყობილობების მხარდაჭერის მიზნით მოდულების SPD-ში სტანდარტულ მახასიათებლებად ჩაწრილია 1333მჰც (ტაიმინგები 7-7-7-24, ძაბვა 1,5 ვ) და 1522 მჰც (8-8-8-28 და 1,5 ვ), ასე რომ კომპიუტერის პირველი ჩართვისას სისტემა მას აღიქვამს როგორც DDR3-1333 ტიპის მეხსიერებას.

26a4bebe3184.gif

თუ დედაპლატას აქვს XMP-ს მხარდაჭერა შესაძლებელია ქარხნული მონაცემების დაყენება თუ არადა ხელით უდნა დავაყენოთ მახასიათებლები.

ტესტირებაში გამოყენებული იყო შემდეგი კონფიგურაცია;

  • პროცესორი: Intel Xeon X34710 (2,93 გჰც)
  • დედაპლატა: ASUS Maximus III Formula (Intel P55 Express)
  • ვიდეოკარტა: ASUS EAH4890/HTDI/1GD5/A (Radeon HD 4890)
  • ქულერი: Noctua NH-U12P
  • მყარი დისკი: Samsung SP2504C (250 გბ, SATA2)
  • კვების ბლოკი: Silver Power SP-S850 (850 ვტ)
  • ოპერაციული სისტემა: Windows Vista Ultimate x64 SP2

სტაბილურობის შესამოწმებლად გამოიყენებოდა LinX 0.5.9.

დედაპლატის ბიოსში პროცესორი მამრავლი ეყენა x19-ზე, QPI-ს – x16-ზე, მეხსიერების კი სულ x12-ზე. პროცესორის ძაბვა 1,275 ვ-ზე ეყენა, მეხსიერების კონტროლერის 1,32 ვ, აუცილებლობის შემთხვევაში 1,35 ვ-მდე იზრდებოდა. დანარჩენი მახასიათებლები ეყენა Auto-ზე.

სარაზგონო პოტენციალის გარკვევა ხდებოდა ტაიმინგების სამ ვარიანტში: 7-7-7-21, 8-8-8-24 და 9-9-9-27 Command Rate 1T-ით. სხვა მახასიათებლები ეყენა Auto-ზე, ძაბვა მეხსიერებაზე ტოლი იყო 1,65 ვ-ის.

8d127b418b13.gif

მინიმალური 7-7-7-21 ტაიმინგებით მეხსიერებამ შეძლო ემუშავა მხოლოდდამხოლოდ 1680მჰც-ზე. ტაიმინგების გაზრდით 8-8-8-24-მდე მოდულებმა ყველა ტესტი გაიარეს 1920მჰც სიხშირეზე, 9-9-9-27-მდე გაზრდით კი 2160მჰც-ზე.

ახლა კი ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ რას გვაძლევს სიხშირის გაზრდა რიგ პროგრამებში. ამისათვის პროცესორის სიხშირე გაზრდილი იქნა 3,4 მჰც-მდე.7-7-7-21 ტაიმინგების დროს მეხსიერების სიხშირე იყო 1620 მჰც, პროცესორის სიხშირე კი – 3445 მჰც იყო, Uncore – 3648 მჰც.

8-8-8-24-ს დროს მეხსიერების სიხშირე იყო 1910 მჰც, პროცესორის – 3444 მჰც, Uncore – 3444 მჰც.

9-9-9-27-ს დროს კი მეხსიერების სიხშირე 2160 მჰც, პროცესორის – 3430 მჰც, Uncore – 3250 მჰც.

8043df6ff425.gife0ca9c59312a.gif

49f0f708d5c4.gif49e799124ea0.gif

56c2cde081f5.gif88c2b6431d70.gif

მეც დავბრუნდი. მომენატრა ჩემი საქმიანობა. ნელ-ნელა ფორმას დავიბრუნებ და უკეთეს სტატიებს მოგაწვდით. ჯერ-ჯერობით კი ესაა.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.