Jump to content

Recommended Posts

Posted

კონფერენცია Build 2024-ის ფარგლებში Microsoft-მა წარმოადგინა Qualcomm Snapdragon X Elite Arm პროცესორზე დამყარებული Surface ლეპტოპი. ახალი პროდუქტის წინასწარი შეკვეთები მიღება დაწყებულია, ხოლო მოწყობილობის მიწოდება 18 ივნისს დაიწყება. მარტში მწარმოებელმა გამოუშვა Surface Laptop 6, მაგრამ Intel Core Ultra პროცესორებით. ახალი Arm laptop Surface Laptop შეიძლება ალტერნატიულ ვერსიად ჩაითვალოს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

ახალი Surface Laptop ხელმისაწვდომი იქნება 13.8- და 15-დუიმიანი სენსორული ეკრანების მქონე ვერსიების სახით. კომპანია ამტკიცებს, რომ მოწყობილობას აქვს ყველაზე კაშკაშა დისპლეი (600 კდ/2) ნებისმიერ Surface მოწყობილობასთან შედარებით. მხარდაჭერილია HDR და Dolby Vision IQ ტექნოლოგია გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. 

image.jpeg 

ახალი Surface Laptop არის "80 პროცენტით უფრო ძლიერი წინა თაობის ლეპტოპთან (Surface Laptop 5) შედარებით" და უზრუნველყოფს "22 საათამდე მუშაობას ვიდეოს გაშვების რეჟიმში", აცხადებს Microsoft. ბრაუზერის გამოყენების რეჟიმში ლეპტოპის 15-დუიმიანი ვერსია უზრუნველყოფს ბატარეის 15 საათამდე მუშაობას, აღნიშნავ კომპანია. 

image.jpeg 

ახალ Surface Laptop-ს ექნება 16 ან 32 გბ ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკი 256, 512 გბ ან 1 ტბ მოცულობით. ლეპტოპში წარმოდგენილია სენსორული პანელი უკუკავშირის მქონე თაჩპედით. მხარდაჭერილია სამ 4K მონიტორთან დაკავშირება და ყველა მათგანს ისევე, როგორც ლეპტოპის საკუთარ ეკრანს, შეუძლია ერთდროულად იმუშაოს. ეს მხარე მომგებიანად გამოარჩევს ახალ ლეპტოპს Apple M3 ჩიპზე დამყარებული უახლესი Apple MacBook Air-ებისგან, რომლებზეც მხარდაჭერილია ორ გარე დისპლეისთან დაკავშირება, თუმცა გარკვეული შეზღუდვით - ორი გარე ეკრანის დაკავშირებისას თავად ლეპტოპის დისპლეი გამორთული უნდა იყოს. როდესაც Air-ის ეკრანი ჩართულია, მხოლოდ ერთი გარე ეკრანი შეიძლება იყოს აქტიური, როგორც ეს ხდება M1 და M2-ზე დამყარებული Air მოდელების შემთხვევაში. 

image.jpeg 

Microsoft-მა Arm-ლეპტოპი პერსონალური კომპიუტერების ახალ კატეგორიას - Copilot Plus PC-ს მიაკუთვნა. ამ კატეგორიაში შედის კომპიუტერები, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ მახასიათებლებს. კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 16 გბ ოპერატიული და 256 გბ მუდმივი მეხსიერება, ასევე მათში წარმოდგენილი უნდა იყოს მძავრი ნეირო თანაპროცესორი (NPU) - იგი აუცილებელია ოპერაციულ სისტემ Windows-ის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების მუშაობისთვის. მაგალითად, ასეთია ახალი ფუნქცია Recall. გი თვალყურს ადევნებს ყველაფერს, რაც ხდება კომპიუტერში (რა აპლიკაციები, დოკუმენტები და საქაღალდეები იხსნება) და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოიძიონ საჭირო ინფორმაცია Copilot-ის გამოყენებით. 

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ გამოვიდა Adobe აპლიკაციების native-ვერსიები (Photoshop, Lightroom, Firefly და Express) Arm-ზე აგებული Surface ლეპტოპისთვის და ისინი უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო Illustrator და Premiere Pro სავარაუდოდ ივნისში გამოვა. Microsoft-ის თქმით Copilot Plus კომპიუტერები Windows AI-ის ახალ ფუნქციებს Intel-ზე დამყარებულ კომპიუტერებზე ადრე მიიღებენ. 

13.8-დუიმინი Surface Laptop-ის ფასი 999 აშშ დოლარიდან იწყება, 15-დუიმიანის კი - 1199 აშშ დოლარიდან. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.