Jump to content

Cool'n'Quiet


Recommended Posts

დღევანდელი სტატია ეძღვნება AMD-ს ფანებს.

პროცესორის არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს კომპ. მომხმარებლისთვის. რათქმაუნდა იმდენი ფული არასდროს გაქვს, რომ სასურველი პროცესორი იყიდო და ტვინს იჭ#$%ტ არჩევაზე, მერე ზოგის შესაფერისი დედაპლატა არ გაქვს, ზოგი მოძველებულია, ზოგი კარგად არ "რაზგონდება"... მათ, ვინც თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ყიდულობს AMD-ს სისტემას, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო, რადგან იძულებით რაღაცის გაკეთება მართლაც რომ საშინელებაა... თუმცა არსებობენ AMD-ს ერთგული გულშემატკივრებიც, ვისთვისაც ამ პროცესორის ქონა ბრძოლაში დროშის ტარების ტოლფასია... ეს სტატია ერთსაც ეძღვნება და მეორესაც... ცხადია, იძულებით გაქვთ თუ ნებაყოფლობით, AMD-ა თუ Intel, პროცესორის შესაძლებლობები არასდროს გაკმაყოფილებთ. ზოგადად ადამიანის ბუნებაა ყოველთვის მეტის სურვილი. ჰოდა გაჩნდა ისეთი რამ, რასაც ოვერქლოქინგი ჰქვია. შემდეგ აქაც მოუნდა ხალხს პირველობა და მოიგონეს ბენჩმარკი, რანკინგი და ათასი იგავმიუწვდენელი რამ, რასაც ჩემი ჭკუა ვერ სწვდება.

დღესდღეობით წარმადობისა და სითბოს გამოყოფის გარდა მომხმარებელთა ძალიან მცირე კატეგორიისთვისაა საინტერესო ენერგოეფექტურობის პრობლემა, ოვერქლოქერების უმეტესობა "ტვიკავს" ბიოსს, დრაივერებს, ჰარდს, მაგრამ კვებას - არა. და რატომ არ შეიძლება კვების დატვიკვა? ნუთუ ეს ცუდ შედეგებს მოგვცემს? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამის გარკვევას $#^#(|დები.

რა არის კვების კონტროლერი?

კვების კონტროლერი ერთგვარი მოწყობილობაა, რომელიც არეგულირებს პროცესორისთვის კვების მიწოდებას. კონკრეტულად: როდესაც სისტემა დატვირთული არ არის და პროცესორსაც შესაბამისად "საფიქრალი არ აქვს", კვების კონტროლერი "გრძნობს" ამას და CPU-ს ნაკლებ ენერგიას აწვდის. და როდესაც პროცესორს ოფისში სამუშაო შემოსდის, ეუბნება თავის მდივანს "ლიანა ერთი კვების კონტროლერს გასძახე, ცოტა ენერგია ამომიტანოსო" და მერე თავადაც ხვდებით რაც ხდება. საერთოდ პროცესორის "გასაეკონომიურებლად" ასეთი რამეც კეთდება ხოლმე:

CPU-Z%201.png

CPU-Z%202.png

ალბათ ხედავთ, რომ როდესაც პროცესორი "უსაქმურობს", მამრავლი დაკლებულია და ტაქტური სიხშირეც იკლებს. რათქმაუნდა მამრავლის დაკლების გარდა ძაბვის დაკლებაც კარგი იქნებოდა, რადგან სწორედ ძაბვის დაკლების დროს იკლებს რეალურად პროცესორის ენერგომოხმარებაც და სითბოს გამოყოფაც. ასეთი რამეც კეთდება - თანამედროვე პროცესორების უმეტესობა უზრუნველყოფს სხვადასხვა დატვირთვისას სხვადასხვა ძაბვებზე და სიხშირეებზე მუშაობას. ამ მდგომარეობებს "p-state" ჰქვია. Intel-ის პროცესორებზე ასეთ ცვლას "SpeedStep" აკეთებს, ხოლო AMD-ს პროცესორებზე - "Cool'n'Quiet". სტატიაში სწორედ Cool'n'Quiet-ის დატვიკვაზე გვექნება საუბარი. საიტი Tomshardware.com ტვიკინგის დასატესტად შემდეგ სისტემას გვთავაზობს:

a040ijzbvsod1m6e58kh.jpg

შემდეგ სქრინზე ხედავთ AMD-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სადაც ნაჩვენებია პროცესორების ნომინალური ტაქტური სიხშირე და ძაბვები და იგივე, ოღონდ CnQ-ს გამოყენებით:

o0rox9xreixq3ce20u8.jpg

ალბათ შეამჩნევდით, რომ ფენომი ფენომენალურად ენერგოეკონომიური აღმოჩნდა, ათლონი კი ღორობს და ჩართული power management-ით მეტს "ჭამს", ვიდრე გამორთულით. ასეთი პროცესორის ქონა ნაღდად არ მომინდებოდა.

K10Stat

იმისთვის, რომ AMD-ს მომხმარებელმა შეძლოს თავის პროცესორისთვის "p-state"-ს რედაქტირება, არსებობს სპეციალური პროგრამა - K10Stat. მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან, ან აქედან. შემდეგ გახსნით ამ პროგრამას, შეხვალთ "p-state"-ში და ნახავთ თქვენი პროცესორის ენერგომოხმარების რეჟიმებს. აი მაგალითად რამდენიმე პროცესორი:

Athlon X2 7750

Default%207750%20K10Stat.png

Athlon X2 7850

Default%207850%20K10Stat.png

Athlon II X2 250

Default%20250%20K10Stat.png

Phenom II X3 710

Default%20710%20K10Stat.png

Phenom II X4 945

Default%20945%20K10Stat.png

Phenom II X4 955

Default%20955%20K10Stat.png

აქ კარგად ჩანს, რომელ პროცესორს და NB-ს რომელ რეჟიმზე რამდენი ძაბვა მიეწოდება. როგორც ხედავთ, ფენომებს ყველაფერი რიგზე აქვთ, აი ათლონებს კი მაღალი ძაბვები აქვთ მითითებული. ამიტომ რევიუს ავტორებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და დაადგინეს ამ სამი პროცესორის სტაბილურად მუშაობისთვის რა მინიმალური ძაბვებია საჭირო. აი მონაცემებიც:

Athlon X2 7750

4kw5gkov1rp4ey5zzng.jpg

Athlon X2 7850

duseosfc7yd2mya89yc.jpg

Athlon II X2 250

2lklrbu5rp8vjhlcj612.jpg

მაგრამ ძია ტომის თანამშრომლებმა ფენომებისთვისაც მოგვცეს ძაბვები:

Phenom II X3 710

99g80em8dydymhlfxhtu.jpg

Phenom II X4 945

q7v0qkzrmcspmy2jcj3q.jpg

Phenom II X4 955

1f1pyyxjgnxd09pi850x.jpg

Phenom II X3 710

9coyk6hzs17s18vfrh2p.jpg

იმედია იმის თქმა არ დამჭირდება, რომ ვარსკვლავით მითითებულია "დარაზგონებული" ვარიანტის შესაბამისი ძაბვები.

ენერგომოხმარების ტესტები

ააი ახლა კი დავითვალოთ წიწილები (თან "კაკრაზ" გვიანი შემოდგომაა) და ვნახოთ, რას მოგცემთ ასეთი ტვიკინგი, თუკი მას ჩაატარებთ. "no management" ჩვეულებრივ, CnQ-ს გათიშულ სისტემას ნიშნავს, "balanced" - ჩართულ CnQ-ს, ხოლო "otpimized" - დატვიკულს. ჯერ შევხედოთ დაუტვირთავ პროცესორებს:

image002.png

image004.png

image006.png

image008.png

image010.png

image012.png

ახლა კი დატვირთული პროცესორები:

image003.png

image005.png

image007.png

image009.png

image011.png

image013.png

ალბათ დაინახეთ, რომ რეალურად ენერგოეფექტური მხოლოდ Athlon X2 7850, Phenom II X4 945 და Phenom II X4 955 აღმოჩნდა, თუმცა ზოგმა შეიძლება სხვა პროცესორების 10 ვატშიც დაინახოს რამე რეზონი...

ძაბვის და ენერგომოხმარების გრაფიკი თითოეული პროცესორისთვის:

image014.png

d3lgbghvg40t1qrjuv.jpg

image016.png

t2b4w1lm0p1omuup3a.jpg

image018.png

7r1lcexa4g6yxd62sosp.jpg

image019.png

7wo0uvqobvlqm3c0ix6c.jpg

image015.png

b0umses0x5lnctaj5x05.jpg

image017.png

ww84va75cj6xva571p02.jpg

ბენჩმარკები

ენერგოეფექტურობა იქით იყოს და "სერიოზული" ბენჩმარკებიც ხომ გვაინტერესებს...

image002.png

image004.png

image006.png

3DMark 2001-მა არც ისე კარგი შედეგები აჩვენა "optimized" სისტემისთვის, მაგრამ როგორც საიტზე ეწერა, ეს პროგრამა მთლად კარგად ვერ იყენებს ბირთვებსო და იმედი ვიქონიოთ, რომ სხვა ბენჩებში ოდნავ უკეთესი შედეგი გვექნება, უფროსწორად, ექნებათ.

image003.png

image005.png

image007.png

აი, ვენტეჯში თითქმის არ არის განსხვავება optimized და balanced სქემებს შორის მაშინ, როდესაც ენერგომოხმარების მხროვ optimized სქემა ბევრად სჯობნის დანარჩენებს... ახლა Super PI-საც შევხედოთ...

image008.png

image009.png

image010.png

image012.png

image011.png

image013.png

ახლა WinRAR:

image014.png

image015.png

image016.png

image018.png

image017.png

image019.png

Cinebench R10

image022.png

image024.png

image021.png

image023.png

POVRay 3.6

image025.png

image026.png

image027.png

1080p AVI + VirtualDub & XviD

image034.png

image035.png

image036.png

DivX & WMV, No Hardware Acceleration

image050.png

image052.png

image051.png

image053.png

დასკვნა

მე წავიკითხე სტატია, გრაფიკებიც გულდასმით შევისწავლე, თქვენც გითარგმნეთ და დასკვნაც გამოვიტანე, მაგრამ ჩემს აზრს თქვენ არ გაგიზიარებთ. რატომ? აი რატომ:

1. მე ჩემი აზრი მაქვს, თქნვე კი თქვენი უნდა იქონიოთ.

2. წაიკითხავთ რა დავწერე სტატიის ბოლოში და "მაგარია საღოლ"-ს დაწერთ, რეალურად არაფერს ითვისებთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის. თქვენი, ან არც ისე თქვენი, მიხეილ რ.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

  • 3 years later...


1. მე ჩემი აზრი მაქვს, თქნვე კი თქვენი უნდა იქონიოთ. 2. წაიკითხავთ რა დავწერე სტატიის ბოლოში და "მაგარია საღოლ"-ს დაწერთ, რეალურად არაფერს ითვისებთ. გმადლობთ ყურადღებისთვის. თქვენი, ან არც ისე თქვენი, მიხეილ რ.
  :rofl:  :rofl:  :rofl:

 

 

პ.ს  3770-ზე ვოლტაჟი ხელით მაქვს გაწერილი და 3-4 ვატს კი ვიპარავ :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.