Jump to content

XFX


LEON

Recommended Posts

b1f4d4c82019.jpg

2002 წელს ჰონგ-კონგში არსებულმა კომპანია Pine Technology Holdings Limited-მა დაარსა შვილობილი კომპანია XFX, რომელიც თავიდანვე მოწოდებული იყო იმისთვის, რომ ეწარმოებინა მაქსიმალურად მაღალი ხარისხის და ეფექტურობის მქონე ჰარდი. თავად XFX-ის სათაო ოფისი კი კალიფორნიის შტატის ქალაქ ონტარიოში მდებარეობს

85523fddc0e5.jpg

2007 წლისთვის კომპანიის ბრუნვა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ციფრი დრეს რასაკვირველია დიდად იქნება გაზრდილი. თუ თქვენ გაქვთ XFX-ის ლოგოთი დამშვენებული კომპიტერის ნებისმიერი დეტალი, მაშინ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თქვენს ხელთაა შესანიშნავი დიზაინის და სიმძლავრის ჰარდი. განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ვიდეობარათებს, სადაც XFX ერთ-ერთი ლიდერია და უნაკლო რეპუტაციით სარგებლობს მომხმარებლებში. XFX-ის პროდუქციას განსაკუთრებით ეტანებიან ენთუზიასტები და კომპიუტერზე შეყვარებული ხალხი, რადგან მათ კარგად იციან ამ ბრენდის საიმედოობის და უძლეველობის შესახებ.

მე ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ შესანიშნავი კომპანიის მიერ გამოშვებული აპარატურის შესახებ. აუცილებლად უნდა დავიწყოთ ვიდეობარათებით, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა XFX-ის სული. აღსანიშნავია, რომ იგი ერთდროულად თანამშრომლობს ორივე დაპირისპირებულ ბანაკთან: ATI-სთან და NVIDIA-სთან (თუმცა ამ უკანასკნელთან 4XX სერიის ფარგლებში ტანამშრომლობა შეწყვიტა გასაგები მიზეზების გამო).

NVIDIA-სთან თანამშრომლობა XFX-მა GeForce FX5200-ის გამოშვებით დაიწყო, რომელიც ორიგინალური დიზაინის შეფუთვაში იყო მოთავსებული და მყიდველებს უხმობდა: მიყიდეთო

cf607df36dc9.jpg

XFX GeForce 6200, რომელიც გაფორმებული გახლდათ საკმაოდ მკვეთრ ფერებში:

1956ca943c25.jpg

XFX GeForce 6200 TC

6229640bc0cc.jpg

XFX GeForce 6200 LE

5bde262f4fd8.jpg

NVIDIA-სთან თანამშრომლობა GeForce 7 სერიაშიც გაგრძელდა სულ 13 ვიდეობარათი იქნა გამოშვებული. აქედან რამდენიმე გამორჩეულ მოდელს წარმოგიდგენთ.

XFX GeForce 7900 GT

0b8a4bafca01.jpg

XFX GeForce 7900 GTX, სერიოზული ვიდეობარათი, რომელიც ამ სერიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ

132df608b9b8.jpg

და 7-ე სერიის გვრგვინი: XFX GeForce 7950 GX2

3a7ad034548c.jpg

NVIDIA-ს 8-ე სერია XFX-მა სრულად აითვისა და რამდენიმე მეტად საინტერესო მოდელი შემოგვთავაზა, რომელთაგანაც აღნიშვნის ღირსია:

XFX GeForce 8800 GT Alpha Dog, რომელიც შეფუთული იყო XFX-ის საფირმო ფერებში (შავი და მწვანე) გაფორმებულ ყუთში

662683c11cd3.jpg

საკმაოდ მძლავრი მოდელი XFX GeForce 8800 GTS, რომელიც თამამად ეჭიდავება 9-სერიის სერიოზულ წარმომადგენლებს

e0ba6e815278.jpg

XFX-ითვის ერთობ უცნაური დიზაინის მქონე GeForce 8800 GTX, რომელიც სიმართლე გითხრათ არ მომეწონა შესახედაობით

6895b6b8239f.jpg

და 8-ე სერიის ყველაზე მძლავრი GPU-ს მქონე XFX GeForce 8800 Ultra

b28f6b148318.jpg

9-ე სერია გამორჩეული გახლდათ მისი სიმძლავრით და კარგზე კარგი დიზაინით. მე წარმოგიდგენთ მხოლოდ რამოდენიმე მოდელს, რომლებიც ღირსშესანიშნავად ვცანი

XFX GeForce 9600(GSO) Far Cry® 2. ეს ვიდეობარათი სპეციალურად ამ თამაშის სარეკლამო აბრევიატურით გამოვიდა. მას რაღათქმაუნდა თან მოყვებოდა Far Cry® 2-ის ორიგინალი დისკი. XFX-მა ტრადიციად დანერგა მოაყოლოს კომპლექტაციაში თავის ვიდეობარათებს სხვადასხვა თამაშების თუ ბენჩმარკების ორიგინალი დისკები.

425d652d5701.jpg

XFX-ის მიერ გამოშვებული ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეობარათი GeForce 9800 GTX, რომელიც საქართველოში არაერთმა მფლობელმა მოიწონა

fe95cad73ea0.jpg

და უკვე იშვიათობად ქცეული ორთავიანი მონსტრი GeForce 9800 GX2. როცა იგი მოთავსებულია კეისში, ჯობია შორს დაჯდეთ მისგან: გეშინოდეთ მისი სიმხურვალის

fcea78d468a5.jpg

როდესაც NVIDIA-მ ზოგიერთ G92 ბირთვზე არსებულ ვიდეობარათს სახელი გადაარქვა 9800GTX+ გახდა GTS250. XFX-მა გამოუშვა ჩემის სუბიექტური და ალბათ ბევრის ობიექტური აზრით საუკეთესო მოდელი 250-ებში - GeForce GTS 250 Core Edition, როგორც დიზაინით, ისე სიმძლავრით. ეს მოდელი გამოირჩევა კომპაქტურობით, სილამაზით, სიმძლავრით და .... სიცხით ზაფხულში.

65f3c337a1fc.jpg

21e3a9737a0d.jpg

ამ ვიდეობარათს დირკა რომ ქონდეს და ტოლმის გაკეთება იცოდეს, ცოლად მოვიყვანდი © სოსო :givi:

GT200 ბირთვზე გამოშვებულ ყველა ბარათში XFX-მა არ დაიშურა დიზაინი და სიმძლავრე. მარალი ხარისხის პროდუქციაში ენთუზიასტები და ჰარდის ოდნავ აზრზე მყოფი მოყვარულები ხშირად ანიჭებდნენ XFX-ს უპირატესობას ამ სერიაში.

XFX GTX 260

0a27a7abaa2c.jpg

და GTX 260 black edition (მეტა: Blaster), რომელიც მართალია ცხელი გახლდათ (გრილი XFX არ არსებობს), მაგრამ მძლავრი და ეფექტური დიზაინის მქონე.

89e3f331191b.jpg

XFX GTX 275, ლამაზი და მძლავრი ვიდეობარათი ენთუზიასტებისთვის

5f96c1b69dad.jpg

XFX GTX 280 (ნერწყვისჩაყლაპვასმაილი)

2ed2ee9406d0.jpg

XFX GTX 285

47c35382a394.jpg

და ორბირთვიანი ვიდეობარათების ყოფილი მეფე: GTX 295

954d3a6c6d14.jpg

სამწუხაროდ XFX-მა უარი თქვა NVIDIA-ს უახლესი 4XX სერიის წარმოებაზე, რადგან.... რადგანაც

ATI-ს კი საკმაოდ გაუმართლა, რადგან XFX-მა აწარმოა მისი როგორც 4-სერია, ისე ბოლო 5-ე სერია. ამ შემთხვევაში კომპანია იძულებული გახდა უარი ეთქვა საფირმო მწვანე და შავ ფერებზე და მწვანე წითელმა ჩაანაცვლა. დავიწყოთ 4XXX-ით. ამ სერიის ეგიდით გამოშვებული იქნა საკმაოდ ბევრი ვიდეობარათი, დაწყებული უსუსტესი HD 4350-ით და დამთავრებული მძლავრი HD 4890 Black Edition-ით.

XFX HD4850 სავარაუდოდ იოლად შეწვავდა მასზე დადებულ ტაფაში კვერცხს

2cb061424f44.jpg

XFX HD4870X2 ძალიან მძლავრი და ლამაზი ვიდეობარათი გამოვიდა. ბევრი ATI-ს ქომაგი ისურვებდა მის ქონას.

e60961bf2cf1.jpg

XFX HD 4890 Black Edition იყო პირველი ვიდეობარათი მსოფლიოში, რომლის GPU-ს სიხშირე 1GHz-ს შეადგენდა(!). სიამოვნებით ვიქონიებდი ამ ჰარდს.

123f33ac6e06.jpg

5-სერიის გამოჩენისთანავე კომპანია აქტიურად ჩაერთო მის წარმოებაში და ალბათ საუკეთესო ვერსიები სწორედ მან გამოუშვა. HD5450-დან დაწყებული HD5970-ით დამთავრებული მან ყველა ვიდეობარათი გამოუსვა, მათ შორის ზოგიერთი უნიკალური მოდელი.

XFX HD5750 (მეტა: მიშა)

a7462d91d070.jpg

XFX HD5770, რომელიც ორი ვერსია გამოვიდა: რეფერენს მოდელი და "მომრგვალებული" მოდელი (კვერცხს ვერ ვკადრებ)

5d4ec4544c10.jpg

9b44cad04e36.jpg

HD5850 - კარგზე კარგი ვიდეობარათი (ჰკითხეთ ზვიადს, ჩემი თუ არ გჯერათ)

509b23ffad2c.jpg

HD5870, რომელიც 480-ის მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილება

e05a03404a64.jpg

ორთავიანი მონსტრი, რომლის დამარცხებაც ჯერ-ჯერობით ვერავინ შეძლო, წარმოგიდგენთ XFX HD5970-ს

68f240957c6a.jpg

და მსოფლიო რეკორდის მფლობელი ფასის მხრივ XFX HD5970 black edition, რომელიც აუქციონზე 10000 დოლარს გადაცდა. ვინმე ჩემნაირი ფანი თუ იყიდდა, ოღონდ ფულიანი :cry:

ee1439fdfc90.jpg

ვიდეობარათების გარდა, XFX აქტიურად აწარმოებდა დედაპლატებს, განსაკუთრებით კი nForce ჩიპსეტებზე. 5-ე, 6-ე და 7-ე სერია სრულად იქნა ათვისებული. მაგალითისთვის ავიღოთ მეშვიდე სერიის საუკეთესო წარმომადგენელი: XFX nForce® 790i Ultra

facb371aae6b.jpg

X58 ჩიპსეტზე XFX არ აქტიურობდა და მხოლოდ ერთი X58i დედაპლატა გამოუშვა, რომელზეც თემა შემოგთავაზეთ კიდეც

b8cf1d999006.jpg

1f0ef9089399.jpg

კვების ბლოკების სეგმენტში XFX წარმოდგენილია ორი სერიით: black edition და XXX.

XXX სერიაში მხოლოდ ორი მოდელია წარმოდგენილი. ორივეს 650 ვატი სიმძლავრე აქვს და მათ შორის განსხვავება მხოლოდ დიზაინშია.

674d8265bedd.jpg

1879c53d2f84.jpg

მეორე სერია black edition უფრო მდიდარია მოდელებით და უფრო მძლავრიცაა. აქ წარმოდგენილია როგორც 750, ისე 850 ვატიანი PSU-ები, რომელთა შესახებ მიშამ გვამცნო თავის დროზე

0f3955aa75ab.jpg

2e724257a446.jpg

ეს სერია გამოირჩევა მაღალი ამპერებით და ეფექტურობით

---------------------------------------------------

ამით კომპანია XFX-ზე საუბარი ამოწურულია, თუ რამეს დაამატებთ, ძალიან გამახარებთ :miyvarxar:

კარგი იქნება, თუ თქვენც წარმოადგენთ რომელიმე სერიოზულ კომპანიას ჩვენს ფორუმზე და შექმნით მის პროფილს.

p.s. ლანძღვა-გინებისაგან რომელიმე ბრენდის მისამართით გთხოვთ თავი შეიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ :vikingi:

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ამით კომპანია XFX-ზე საუბარი ამოწურულია, თუ რამეს დაამატებთ, ძალიან გამახარებთ :miyvarxar:

კარგი იქნება, თუ თქვენც წარმოადგენთ რომელიმე სერიოზულ კომპანიას ჩვენს ფორუმზე და შექმნით მის პროფილს.

p.s. ლანძღვა-გინებისაგან რომელიმე ბრენდის მისამართით გთხოვთ თავი შეიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ :vikingi:

დაგეხმარები, როგორ არა! საშინელი ბრენდია!

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

ლეონ არ გრცხვენია? ეგ თემა უამისოდ აქ როგორ გადმოიტანე SNEMOTICON13.gif

http://www.youtube.com/watch?v=CW4u5jbUGnc&playnext=1&list=PLC1E2C316A1B14105&index=57

Link to comment
Share on other sites

ლეონ არ გრცხვენია? ეგ თემა უამისოდ აქ როგორ გადმოიტანე SNEMOTICON13.gif

http://www.youtube.com/watch?v=CW4u5jbUGnc&playnext=1&list=PLC1E2C316A1B14105&index=57

მე არ გადმომიტანია, ნიკამ (NEIRON)გადმოიტანა :)

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

ძალაინ მაგარი ბრენდია..ეხლა აღარ უშვებს ხო ჰარდს??

Link to comment
Share on other sites

რატომ არ უშვებს უბრალოთ ნვიდიას მაგივრათ ატის კარტებს უშვებენ ეხლა, სიმართლე რომ გითხრათ არასდროს მომწონდა ეს ბრენდი და არა მარტო იმიტომ რომ ცხელი კარტები ქონდა სულ, რაღაცნაირი გაპაპსავიკებული იმიჯი ქონდა სულ, ნუ შეიძლება EVGA ეგეთი იმიჯი აქვს მაგრამ ამას ისევ ეგ ბრენდი მირჩევნია მე, ფასიც გაბერილი ედო ხოლმე ყოველთვის, ერთი მაინტერესებს რა პარამეტრებით ჯობია იგივე ზოტაკს, ფინანსებს და მასეთ რაღაცეებს რომ თავი დავანებოთ და მარტო კარტებზე ვისაუბროთ და მაგათ ხარისზე

Link to comment
Share on other sites

  • 5 years later...
7 minutes ago, beso said:

მინდა ოვერქლოქინგის გაკეთება XFX RADEON RX 480-ze. იქნებ გამარკვიოთ როგორ გავაკეთო.

ჯეიზის ვიდეოს უყურე უთუბზე კარგი ვიდეო აქვს გაკეთებული დამწებებისთვის 

გეიმინგში თუ გონია რომ შედეგს მოგცემს და მაგიტომ არაზგონებ ასე არაა ჰაჰა 2-4 კადრმა მოიმატოს იგრას გააჩნია 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.