Jump to content

CFTC განიხილავს წესების განახლებას ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტების რისკების გასათვალისწინებლად


Recommended Posts

image.jpeg 

CFTC-მა გამოაქვეყნა წინადადება რისკების მართვის წესების გადასინჯვის მიზნით „განვითარებული ტექნოლოგიების“ საფრთხეების მოსაგვარებლად, როგორებიცაა კრიპტოვალუტები და ხელოვნური ინტელექტი (AI). 

წესები ვრცელდება სვოპ დილერებსა და ფიუჩერსული საკომისიოს მოვაჭრეებზე (futures commission merchants). 

სააგენტო საჯარო კომენტარებს უახლოესი 60 დღის განმავლობაში მიიღებს. ამის შემდეგ შემუშავდება წესების ოფიციალურად შემოთავაზებული ნაკრები. წესების საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად კენჭისყრის პროცედურას გაივლის. 

„ზოგიერთმა ბაზარმა დაიწყო DLT-ის დანერგვა ან მისი აპლიკაციების შესწავლა. ქლაუდ შენახვა და გამოთვლები ფართოდ გავრცელდა და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი სულ უფრო და უფრო აღიარებულია. ამ მიღწევებთან ახლავს თანამდევი რისკები, რომელთა მოგვარება და ეფექტურად მართვაა საჭირო“, - განაცხადა CFTC-ის კომისარმა კრისტი გოლდსმიტ რომერომ. 

ოფიციალურმა პირმა ცალკე გამოყო ციფრული აქტივების ბაზრებთან დაკავშირებული რისკები და მაგალითისთვის დაასახელა Silvergate და Signature ბანკების საქმიანობის შეწყვეტის ფაქტები. 

რომეროს თქმით პრობლემები შეიძლება წარმოიშვას კრიპტო დერივატივებით რეგულირებულ ვაჭრობაში. დაურეგულირებელი სპოტ ბაზრები დამატებით საფრთხეებს ქმნის, რასაც მოწმობს FTX-ის, Terra-ს, Celsius-ისა და სხვათა კოლაფსი, აღნიშნა მან. 

„ეს ყველაფერი ემატება ოპერაციულ რისკებსა და საფრთხეებ, რომლებიც დაკავშირებულია თაღლითობასა და უკანონო დაფინანსებასთან ციფრული აქტივების ბაზრების ზოგიერთ სეგმენტში“, - განმარტა მან. 

CFTC-ის გულმოდგინე ყურადღების კიდევ ერთი სფეროა კრიპტოვალუტების შენახვის საკითხი. 

„ბროკერებმა შეიძლება განიხილონ კლიენტების ქონების ფლობა Stablecoin-ების ან სხვა ციფრული აქტივების სახით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უცნობი და უნიკალური რისკები. ამ ინფრასტრუქტურის მოთამაშეებს შეიძლება შეექმნათ კასტოდიალური რისკები მესამე მხარის მხრიდან“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. 

დრე CFTC-ის ხელმძღვანელმა Rostin Behnam-მა განაცხადა,  რომ დეცენტრალიზებულ ბირჟებს დაარეგულირებს მისი დეპარტამენტი ან SEC მაშინაც კი, თუ პლატფორმები იმუშავებენ ავტონომიურად ან ადამიანთა მინიმალური რაოდენობის მონაწილეობით. 

მანამდე ოფიციალურმა პირმა კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეები გააფრთხილა რეგულირების გარდაუვალობის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში CFTC-მ შეიტანა სარჩელი ბირჟა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. სააგენტოს ცნობით პლატფორმამ დაარღვია დერივატივებით ვაჭრობის წესები სათანადო რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.